You are on page 1of 35

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

პროგრამა „ინფორმატიკა“

შესავალი ინფორმატიკაში

ინფორმატიკის ზოგადი
საკითხები
სასწავლო კურსი - შესავალი ინფორმატიკაში

სასწავლო კურსი „შესავალი ინფორმატიკაში“ იძლევა ინფორმაციას ზოგადად ინფორმატიკის შესახებ


და დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამა „ინფორმატიკისა“ და მასში რეალიზებული
მიმართულებების შესახებ.

პროგრამაში რეალიზებულია რვა მიმართულება:


ინფორმაციული სისტემები,
გადაწყვეტილებათა მიღების მხარდამჭერი სისტემები,
კომპიუტერული სისტემები და ქსელები,
ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ვებ-ტექნოლოგიები,
მულტიმედია სისტემები,
პროგრამული ინჟინერია,
ხელოვნური ინტელექტი.

სასწავლო კურსი აუცილებელია, ვინაიდან სტუდენტი პროგრამაზე სწავლის დროს დგება არჩევანის
წინაშე - რომელი მიმართულებით გააგრძელოს სწავლა. და ამ არჩევანის განხორციელებისათვის ის
იღებს ინფორმაციას მოცემული სასწავლო კურსის მეშვეობით
ინტერდისციპლინალური
ინფორმატიკა
ინფორმატიკის ინტერდისციპლინალურობის
არსი

ინფომატიკა არის სინთეთური დისციპლინა, რომელსაც გააჩნია მძლავრი


კავშირები როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან (მათემათიკა,
ფიზიკა, ქიმია და ა.შ.), ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან (ისტორია,
ლიტერატურა, უცხოური ენები და ა.შ.)

ინტერდისციპლინალურობის ძირითადი
მახასიათებლები:
1. სხვა დარგების პრობლემების გადაჭრა
ინფორმატიკის მეთოდების გამოყენებით
2. ცოდნის დანერგვა სხვა სფეროებიდან
ინფორმატიკის ამოცანების გადასაჭრელად
ინტერდისციპლიმალურობასთან
დაკავშირებული ძირითადი განმარტებები

 ინფორმატიკა - არის ინტერდისციპლინალური ფუნდამენტალურ-გამოყენებითი


მეცნიერება (სამეცნიერო მიმართულებების კომპლექსი) ინფორმაციისა და
ინფორმაციული ურთიერთქმედების შესახებ ბუნებასა და საზოგადოებაში

 ინფორმატიკის ძირითადი თეორიული ამოცანა - მდგომარეობს ზოგადი კანონებისა და


კანონზომიერების განსაზღვრაში, რომელთა შესაბამისად ხორციელდება
ინფორმაციული ურთიერთქმედება ბუნებასა და საზოგადოებაში, რომელთა მეშვეობით
რეალიზდება ინფორმაციული პროცესების

 ინფორმატიკის ძირითადი გამოყენებითი ამოცანა -


არის ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნა, რომელიც
დაკავშირებულია ინფორმაციული პროცესების
ავტომატიზაციასთან (ინფორმაციის შეგროვება,
დამუშავება, გადაცემა, წარმოდგენა, შენახვა, დაცვა)
ინფორმატიკის ძირითადი მიმართულებები -
ინტერდისციპლინალურობის გამოხატულება
ინფორმატიკის ინტერდისციპლინალური ხასიათი ნათელი გახდება, თუ განვიხილავთ ინფორმატიკის ძირითად
მიმართულებებს, ესენია: თეორიული, ტექნიკური, სოციალური, ბიოლოგიური

თეორიული ინფორმატიკა - მოიცავს მსოფმხედველობის (ფილოსოფიურ) საფუძვლებს, სემანტიკურ და


სემიოტიკურ ასპექტებს, ინფორმაციის სტრატისტიკურ თეორიას, ინფორმაციული პროცესების თეორიას,
ალგორითმების თეორიას, ინფორმაციული მოდელირების საფუძვლებს, დაპროგრამების ენების თეორიას,
ხელოვნური ინტელექტს
ტექნიკური ინფორმატიკა - შეისწავლის ტექნიკური საშუალებების ფუქციონირებისა და აგების პრინციპებსა და
მეთოდებს ინფორმატიკაში - თავად კომპიუტერების და სისტემების, ტელეკომუნიკაციის საშუალებების, ორგტექნიკის
და ასევე საბაზისო, გამოყენებითი და დამხმარე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საფუძვლებს
სოციალური ინფორმატიკა შეისწავლის საზოგადოებაში ინფორმაციული
ურთიერთქმედების ზოგად კანონზომიერებეს, სოციალური კომუნიკაციის,
ინფორმაციული რესურსების და საზოგადოების ინფორმაციული პოტენციალის
დაფორმირების პრობლებეს, საზოგადოების ინფორმატიზაციის და ინფო- და
ნოოსფეროს შექქმნის , სოციალური სტრუქტურისა და ინფორმაციული
საზოგადოების თავისებურებებს
ბიოინფორმატიკა განიხილავს ინფორმაციული პროცესების მიმდინარეობების
ზოგად კანონზომიერებებს და თავისებურებებს ბიოსფეროს ობიექტებში
ინფორმატიკის ურთიერთქმედება სხვა სამეცნიერო
დისციპლინებთან

ინფორმატიკის სხვა მეცნიერულ დისციპლინებთან ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბდა


სულ ახალი მეცნიერებები.

ინფორმატიკა - ხელოვნება (მუსიკა, ხატვა, არქიტექტურა და ა.შ.) - არტონიკა

ინფორმატიკა - სოციალურ-კულტურული სისტემები (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურული


ანტროპოლოგია, იურისპრუდენცია და ა.შ.) - სოციონიკა

ტექნოლოგიების კონვერგენცია, რომელიც ზრდის ადამიანის


შესაძლებლობებს - ნანოტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების,
ინფორმაციული ტექნოლოგიების, კოგნიტიური
მეცნიერებების - მეგატექნოლოგია

ინფორმატიკა - კიბერნეტიკა - ნეოკიბერნეტიკა


ინფორმატიკისა და კიბერნეტიკის
სიახლოვის მიზეზები
ინფორმატიკსა და კიბერნეტიკას შორის იკვეთება განსაკუთრებული
სიახლოვე.
ინფორმატიკა ვითარდებოდა კიბერნეტიკის წიაღში - პრაქტიკულად ერთ
ტექნიკურ ბაზაზე - კომპიუტერები და სისტემები, კავშირის და გადაცემის
საშუალებები

კიბერნეტიკის კვლევის ძირითადი ობიექტი გახლავთ - მართვა.


მართვა - მეტ წილად არის ინფორმაციული პროცესი.
ამიტომაც, კიბერნეტიკა იძულებული იყო
დაკავებულიყო ინფორმაციის შეგროვების,
დამუშავების, შენახვისა და გადაცემის საკითხებით.
ინფორმატიკის
გამოყენება
ინფორმატიკის გამოყენება სხვადასხვა
სფეროებში
დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ადამიანის საქმიანობის პრაქტიკულად არც ერთი სფერო, სადაც არ გამოიყენება ინფორმატიკის შედეგები.
შემდეგ სხვადასხვა სახით წარმოდგენილია იმ სფეროების და დარგების ჩამონათვალი, სადაც კი წარმოდგენილია ინფორმატიკა,

 ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში (მათ შორის შოუბიზნესი).


ეკონომიკა წარმოადგენს საზოგადოების სამეურნეო საქმიანობას. არსებობს ეკონომიკის სხვადასხვა სახეობები: საბაზრო, რეადიციული, ადმინისტრაციულ-
საბრძანები, შერეული. საბაზრო ეკონომიკსი ერთერთ უმნიშვნელოვანეს საქმიანო ის სახეობას წარმოადგენს ბიზნესი. . . .
ეკონომიკურ საქმიანობაში ფართოდ გამოიყენება ინფორმატიკა, კერძოდ ეკონომიკურ-ფინანსური ინფორმაციული სისტემები, რომლებიც გამოიყენება თითქმსი
ყველასახის ორგანიზაციაში,

 ინფორმატიკის გამოყენების კონკრეტული დარგები


განათლება
მასმედია
სოციალური ქსელები
მედიცინა
კავშირგაბმულობა
ტრანსპორტი
ენერგეტიკა
ნავიგაცია
სავაჭრო საქმიანობა
საბირჟო საქმიანობა
კულტურა (მუზეუმები, არქეოლოგია და ა.შ.)
ხელოვნება (ფერწერა, მუსიკა და ა.შ)
სპორტი
საფინანსო საქმიანობა (ბუღალტერია, საბანკო საქმე და სხვა. . .)
სამხედრო საქმე დ სხვა მრავალი. . . . .

 ინფორმატიკა მეცნიერებასა და საინჟინრო საქმეში


ინფორმატიკა და ბიზნესი
ბიზნესი - არის ეკონომიკური სახეობის საქმიანობა (საბაზრო ეკონომიკაში), რომელიც მიმდინარეობს მეწარმის მიერ
სარგებლის მიღების მიზნით. ამ დროს ყველა რისკს მეწარმე იღებს თავის თავზე.
მოგების ფორმულა:
მოგება= შემოსავალი - ხარჯი

დღეს ბიზნესი ფუნქციონირებს ძალიან მძიმე პირობებში. ეს არის არამდგრადი ეკონომიკა, კრიზისები, მომატებული
კონკურენცია და ა.შ.

იმისათვის, რომ ბიზნეს გადარჩეს ის უნდა იყოს: კონკურენტუნარიანი, მომგებიანი და უწყვეტი. ყველა აღნიშნული
მოთხოვნა რეალიზდება მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში.

ბიზნესის მართვისთვის გამოიყენება ინფორმაციული სისტემა,


რომელიც პასუხისმგებელია ბიზნესის პროცესების
წარმატებულ განხორციელებაზე და მართვაზე, ხოლო იტ-ის
ინფრასტრუქტურა საჭიროა რათა წარმატებულად მუშაობდეს
ინფორმაციული სისტემა. საწარმოებებში კიდევ გამოიყენება ტექნოლოგიური
პროცესების მართვის სისტემები (SCADA-სისტემები). ყველა ამ კომპონენტს
სჭირდება მართვა და უსაფრთხოება.
ბიზნესში კიდევ ფართოდ გამოიყენება ბიზნეს-ანალიზის სისტემები
ინოვაცია და
ინფორმატიკა
ინოვაციის განმარტება
 ინოვაცია, სიახლე - დანერგილი ან დანერგვის პროცესში მყოფი სიახლე, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების
ეფექტიანობის ამაღლებას და (ან) პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან ერთად ინოვაცია თავისი დანერგვისათვის
უნდა შეესაბამებოდეს აქტუალურ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ მოთხოვნებს. ინოვაციის მაგალითად შეიძლება
ჩაითვალოს ბაზარზე პროდუქციის გატანა (საქონლის და მოსახურეობის) ახალი სამომხმარებლო თვისებებით ან ამა თუ იმ
პროდუქციის წარმოების ეფექტიანობის ანაღლება
 ინოვაცია - არის გამოყენებაში შემოღებული ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი (საქონელი, მომსახურება)
ან პროცესი, გაყიდვების ახალი მეთოდი ან ახალი ორგანიზაციული მეთოდი საქმიან პრაქტიკაში, სამუშაო ადგილების
ორგანიზებაში ან გარე კონტაქტებში.
 ინოვაციათ ითვლება არა ნებისმიერი სიახლე, არამედ ისეთი, რომელიც სერიოზულად ამაღლებს მოქმედი სისტემის
ეფექტიანობას. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ინოვაცია განსხვავდება გამოგონებისაგან. მაგრამ მჭიდროდ არის
დაკავშირებული საპატენტო საქმიანობასთან და საავტორო უფლებებთან.
ტერმინი „ინოვაცია“ წარმოიშვა ლათინური სიტყვისგან «novatio», რაც ნიშნავს განახლებას
(ან ცვლილებას) და პრეფიქსისგან - «in», რომელიც ითარგმენბა ლათინურიდან როგორც
„მიმართულებით“. თუ ვთრაგმნით ზუსტად «Innovatio» — ნიშნავს „ცვლილებების მიმართულებით“.
თავად ცნება innovation პირველად გამოჩნდა სამეცნიერო კვლევებში მე-XIX საუკუნეში. ახალი
სიცოცხლე აღნიშნულმა ტერმინმა შეიძინა მე-XX საუკუნის დასწაყისში ავსტრიელი და ამერიკელი
ეკონომისტის ი.შუმპეტერის სამეცნიერო ნაშრომებში ეკონომიკური სისტემების განვითარებაში
მის მიერ ჩატარებული ცვლილებების „ინოვაციური კომბინაციების“ ანალიზის შედეგად.
ი.შუმპეტერი იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც 1900 წლებში შემოიღო სამეცნიერო
გამოყენებაში მოცემული ტერმინი ეკონომიკაში.
ინოვაციის სახეობები
 ტექნოლოგიური - ახალი ან არსებული პროდუქტის, ნაკეთობების, ტექნიკის, ახალი ან სრულყოფილი
ტექნოლოგიური პროცესების ახალი და ეფექტიანი წარმოების მიღება. ინოვაციები წარმოების ორგანიზებისა და
მართვის სფეროში არ მიეკუთვნება ტექნოლოგიურ ინოვაციებს

 სოციალური (პროცესული) - ადამიანის სიცოცხლის სფეროების განახლების პროცესი სოციუმის რეორგანიზაციაში


(პედაგოგიკა, მართვის სისტემა, ქველმოქმედება, მომსახურება, პროცესის ორგანიზება)

 პროდუქტული - პროდუქტების შექმნა ახალი და სასარგებლო თვისებებით

 ორგანიზაციული - მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა

 მარკეტინგული - ახალი და მმიშვნელოვნად გაუმჯობესებული


მარკეტინგული მეთოდების რეალიზაცია, რომლებიც მოიცავენ
პროდუქტების მნიშვნელოვან ცვლილებებს პროდუქტების დიზაინსა და
შეფუთვაში, გაყიდვისა და პროდუქტების (მომსახურების) პრეზენტაციის,
მათი ბაზარზე წარდგენის და წინ წაწევის ახალი მეთოდების გამოყენება და
ფასების ახალი სტრატეგიების ფორმირებაში
ინოვაცია და ინფორმატიკა

ინოვატიკა,
როგორც
საქმიანობის სახე

ინფორმატიკა, ინფორმატიკა,
როგორც როგორც
ინოვაციური ინოვაციური
საქმიანობის საქმიანობის
ინსტრუმენტი საგნობრივი სფერო
ინოვაციური პროცესის სტადიები საწარმოში

კვლევითი სტადია წარმოების სტადია საბაზრო სტადია

წარმოების ათვისება პროდუქციის მარკეტინგული


თეორიული კვლევა
წაწევა ბაზარზე

საძიებო კვლევა
მზა პროდუქციის რეალიზება
საწარმოო გამოშვება ბაზარზე

გამოყენებითი კვლევა

საკონსტრუქტორო-საცდელი
დამუშავება

თითოეულ აღნიშნულ სტადიაზე ინტენსიურად გამოიყენება ინფორმატიკის მეთოდები

ზოგადად, ერთერთი ყველაზე დაინტერესებული მხარე ინოვაციებში - არის ბიზნესი ,


ინოვაციები ზრდის ბიზნესის შემოსავლებს ანუ მოგებას
მწვანე კომპიუტინგი
მწვანე ტექნოლოგიების მიზანი

მწვანე ტექნოლოგიების მთავარ მიზანს წარმოადგენს კაცობრიობის მიერ


მოხმარებული ენერგიის რაოდენობის და ატმოსფეროში სათბურის გაზების
ამოფრქვევის შემცირება, რათა შეუქცევადი არ გახდეს გლობალური
გათბობის პროცესი, რაც გამოიწვევს ყველა ეკოსისტემის დაღუპვას და
მსოფლიო კატასტროფას
მწვანე კომპიუტინგი

მწვანე კომპიუტინგი «Green computing» წარმოადგენს - ეკოლოგიურად


ორიენტირებული ინფორმაციული კომპიუტერული ტექნოლოგიების (ICT)
თეორიასა და პრაქტიკას, ეს არის ენერგო-დამზოგი, ენერგო-ეფექტიანი
გამოთვლების ტექნოლოგიები (მწვანე გამოთვლები).

შექმნილია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია


IFG (International Federation of Green ICT) და
მუშავდება შესაბამისი სტანდარტები (IFG Standard).
მწვანე გამოთვლების ძირითადი მიზნები

■ საშიში მასალების გამოყენების შემცირება IT-


პროდუქციაში,
■ IT-პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის გაზრდა,
■ ენერგო-გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება IT-
პროდუქციის მთელი სასიცოცხლო ციკლის
განმავლობაში,
■ ეკონომიური და ეკოლოგიური
თვალსაზრისით ეფექტიანი უტილიზაცია.
მწვანე გამოთვლების ძირითადი სფეროები

 მწვანე დიზაინი - ენერგოეფექტური და


ეკოლოგიურად უსაფრთხო ობიექტებისა და
მომსახურების დაპროექტება;
 ეკოლოგიური წარმოება - ელექტრონული
მოწყობილობების წარმოება გარე სამყაროზე
მინიმალური ზეგავლენით ან მის გარეშე;
 ეკოლოგიური გამოყენება - რესურსების
ეკოლოგიურად უსფართხოდ გამოყენება
ერთდროულად ენერგიის მოხმარების შემცირებით ;
 ეკოლოგიური უტილიზაცია - ელექტრონული
ნარჩენების გადამუშავება გარე სამყაროზე
მინიმალური ზეგავლენით ან მის გარეშე.
მწვანე გამოთვლების ძირითადი
მიმართულებები
მწვანე ინფორმაციული სისტემები

ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს


ინფორმაციული სისტემები

ინფორმაციული სისტემები თავის თავში მოიცავს :


-აპარატურულ უზრუნველყოფას,
-პროგრამულ უზრუნველყოფას

ორივე კომპონენტში უნდა იყოს


გათვალისწინებული მწვანე კომპიუტინგის
მოთხოვნები
მწვანე გამოთვლების ტექნოლოგიები
აპარატურული უზრუნველყოფისათვის
- დაბალი ძაბვის კვების გამოყენება,
- ტაქტური სიხშირის შემცირება,
- აპარატურისათვის პროგრამული
უზრუნველყოფის ეფექტიანობის
უზრუნველყოფა,
- მწვანე ტელეკომუნიკაციების გამოყენება,
- ეფექტიანი კვების წყაროების შემუშავება,
- ვირტუალიზაცია და
- ენერგოეკონომიური კომპიუტერების
შემუშავება
მწვანე გამოთვლების ტექნოლოგიები
აპარატურული უზრუნველყოფისათვის
მწვანე პროგრამული უზრუნველყოფა

მწვანე პროგრამირების მიმართულები:


-აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა,
-ქსელური პროგრამული უზრუნველყოფა,
-სხვადასხვა მოწყობილობების და მათი კვანძების მოთხოვნილი ელექტროენერგიის
ანალიზი,
-მობილურების ენერგო-ეკონომიური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და ა.შ.,
-ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობა

პროგრამული უზრუნვეკლყოფის ოპტიმიზაციის მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული


რამდენიმე მიდგომა:
-ალგორითმული ეფექტიანობა ,
-რესურსების განაწილება,
-ვირტუალიზაცია,
-ტერმინალური სერვერები.
ალგორითმული ეფექტიანობა
ალგორითმების ეფეტქიანობა გავლენას ახდენს მოხმარებული
კომპიუტერული რესურსების რაოდენიობაზე.

არსებობს მრავალი კომპრომისი პროგრამის


დაწერის დროს, მაგალითად, ალოგირთმის
შეცვლას (გადართვა უფრო ნელი ალგორითმიდან
უფრო სწრაფ ალოგორითმზე) შეუძლია
შეამციროს რესურსების გამოყენება მოცემული
ამოცანისათვის არსებითიდან თითქმის ნულოვან
დონემდე
რესურსების განაწილება

• ალგორითმები ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული მონაცემთა


მარშრუტიზაციისათვის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში, სადაც
ელექტროენერგია ნაკლები ღირს.
• უფრო მსხვილი სერვერული ცენტრები თავსდება იქ, სადაც მიწა და
ენერგია ნაკლებად ძვირია და ადვილად ხელმწისაწვდომია.
• განახლებადი წყაროების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ
დონეზე, კლიმატი, რომელიც იძლევა საშუალებას გამოყენებულ
იქნას გარე ჰაერი გაგრილებისათვის, ან ცენტრების იქ
განსთავსება,
სადაც მათ მიერ გამოყოფილი სითბო შეიძლება იყოს
გამოყენებული სხვა მიზნებისათვის, არის
სერიოზული ფაქტორები გადაწყვეტილების მიღების დროს
„მწვანე განთავსების“ შესახებ
ვირტუალიზაცია
კომპიუტერების ვირტუალიზაცია მიეკუთვნება
კომპიუტერული რესურსების აბსტრაქციას,
ვირტუალიზაციის საშუალებით - შესაძლებელია
გაერთიანდეს რამდენიმე ფიზიკური სისტემა ვირტუალური
მანქანების გამოყენებით ერთ მძლავრ სისტემაში, ამით
შემცირდება საწყისი დანადგარების რაოდენობა, ენერგიის
მოხმარება და გაგრილება.

ვირტუალიზაცია შეიძლება იყოს


გამოყენებული სერვერების მუშაობის
განაწილების დროს
ტერმინალური სერვერები
ასეთი სისტემის გამოყენების დროს მომხმარებლები უერთდებიან
ცენტრალურ სერვერს - ყველა ფაქტიური გამოთცლა ხორციელდება
სერვერზე. მომხმარებელი კი მუშაობს ტერმინალთან

აქ შეიძლება მოხდეს წვრილი კლიენტების გამოყენება, რომლებიც


მოიხმარენ იმ ენერგიის 1/8, რომლსაც იყენებს ჩვეულებრივი
სამუშაო სადგური, რაც იწვევს დანახარჯების და ელექტორენერგიის
მოხმარების შემცირებას.
მწვანე მონაცემთა დამუშავების
ცენტრები და ღრუბლოვანი
გამოთვლების მოდელი
მწვანე ღრუბლოვანი
გამოთვლები
მწვანე IoT და IIoT
ჩვენი საზოგადოების
განვითარების ახალი ეტაპი -
ინდუსტრია 4.0

You might also like