You are on page 1of 19

თემა 2.

შესაძლებლობების შეცნობა და იდეების გენერირება

 განსხვავებები იდეებსა და შესაძლებლობებს შორის


 შესაძლებობების შეცნობის სამი გზა
 მეწარმის პიროვნული მახასიათებლები
 იდეების გენერირების ტექნიკები
განსხვავებები იდეებსა და შესაძლებლობებს შორის

 როგორც წესი, მეწარმეები შეიცნობენ შესაძლებლობებს და გარდაქმნიან წარმატებულ ბიზნესად.


 შესაძლებლობა ხელსაყრელო გარემო პირობების ერთობლიობაა, რომელიც ქმნის ახალ
პროდუქტს, მომსახურებას, ან ბიზნესის საჭიროებას. საწარმოების უმეტესობა დაფუძნებულია
ორი გზიდან ერთ-ერთით. ზოგიერთი საწარმო გარე ფაქტორების ზემოქმედებით არის
სტიმულირებული. ამ შემთხვევაში, მეწარმე იღებს ფირმის დაარსების შესახებ
გადაწყვეტილებას, ეძებს და ხელმისაწვდომს ხდის შესაძლებლობას და შემდეგ იწყებს ბიზნესს.
 ამის მაგალითია ჯეფ ბეზოსი, რომელმაც შექმნა Amazon.com. 1994 წელს ბეზოსმა მიატოვა
სარფიანი სამსახური ნიუ იორკ სითის საინვესტიციო ფირმაში და გადავიდა სიეტში გეგმით -
ეპოვა მიმზიდველი შესაძლებლობა და დაერსებინა ელექტრონული კომერციული კომპანია. სხვა
ფირმები კი, როგორც არის Wiivv, სტიმულირებულია შიდა ფაქტორებით. ამ შემთხვევაში
მეწარმე აღმოაჩენს პრობლემას ან შესაძლებლობების არეს და ქმნის ბიზნესს პრობლემის
აღმოსაფხვრელად. Wiivv -ის დამფუძნებლებს უნდოდათ შეექმნათ ... ,,თითოეული
გადადგმული ნაბიჯისთვის უკეთესი პირობა თქვენზე მორგებული ჩასაფენების საშუალებით,“
Wiivv იყენებს 3D ტექნოლოგიებს ფეხსაცმელთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად.
მიუხედავად იმისა, თუ რომელს აირჩევს მეწარმე ბიზნესის დასაწყებად ამ ორი გზიდან, ახალი შესაძლებობების პოვნა რთულია.
პროდუქტის, მომსახურების ან ბიზნეს შესაძლებობების იდენტიფიცირება, რომელიც უკვე არსებულის სახეცვლილი ვერსია არ იქნება,
რთულია.

 ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც მეწარმეები უშვებენ შესაძლებობების ძებნის


პროცესში, არის ის, რომ ისინი ირჩევენ უკვე არსებულ პროდუქტს, ან
მომსახურებას რომელსაც მოსწონთ და შემდეგ ცდილობენ ბიზნესი განავითარონ
ამ პროდუქტის, ან მომსახურების გარშემო მათი ოდნავ უკეთესი ვარიანტის
შექმნით.
 მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა გონივრული ჩანს, ყოველთვის ასე არ არის.
შესაძლებლობებზე წვდომის ძებნის პროცესში მთავარია იმ პროდუქტის, ან
მომსახურების იდენტიფიცირება, რომელიც ხალხს სჭირდება და სურს, რომ იყიდოს
და არა იმ პროდუქტის, რომლის შექმნა და გაყიდვა მეწარმეს სურს.
როგორც 2.1 გამოსახულებაზეა ნაჩვენები, შესაძლებლობას აქვსოთხი ძირითადი მახასიათებელი: იგი არის (1)
მიმზიდველი, (2) დროული, (3) გრძელვადიანი, და (4) პროდუქტის, მომსახურების ან ბიზნესის
გამაძლიერებელი რომელიც მყიდველებისთვისა და მომხმარებლისთვის ქმნის რამე ღირებულს.

დროული

პროდუქტის, მომსახურების ან
შესაძლებლობა ბიზნესის გამაძლიერებელი,
მიმზიდველი (უფრო მეტი, რომელიც მყიდველებისთვის
ვიდრე მხოლოდ და მომხმარებლებისთვის
იდეა) ქმნის რამე ღირებულს

გრძელვადიანი
• იმისათვის, რომ მეწარმემ შესაძლებლობა გარდაქმნას კაპიტალად,
მისი შესაძლებლობის სარკმელი ღია უნდა იყოს.

 ტერმინი შესაძლებლობის სარკმელი გულისხმობს დროის პერიოდს, როდესაც ფირმას, ან


მეწარმეს შეუძლია ნამდვილად შევიდეს ახალ ბაზარზე. როდესაც ახალი პროდუქტის
ბაზარი იქმნება, შესაძლებლობის სარკმელი იღება.
 ბაზრის ზრდასთან ერთად ფირმები იწყებენ ბაზარზე შესვლას და ცდილობენ მომგებიანი
პოზიციის დაკავებას.
 გარკვეულწილად, ბაზრის მომწიფებასთან ერთად, შესაძლებლობის სარკმელი იხურება.
 მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ შესაძლებლობა და იდეა ერთმანეთისაგან განსხვავდება.
იდეა არის აზრი, შთაბეჭდილება ან ხედვა. იდეა შეიძლება აკმაყოფილებდეს, ან არ
აკმაყოფილებდეს შესაძლებობის კრიტერიუმებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია რადგან
ბევრი საწარმო წარუმატებელია არა იმიტომ, რომ მეწარმემ საკმაოდ არ იშრომა, არამედ
იმიტომ რომ რეალური შესაძლებლობა არ არსებობს. სანამ ბიზნესიდეა აღგვაფრთოვანებს,
მნიშვნელოვანია გავიგოთ - ეს იდეა პასუხობს თუ არა საჭიროებას და თუ აკმაყოფილებს
შესაძლებლობის კრიტერიუმებს.
შესაძლებობების შეცნობის სამი გზა

 მეწარმეები იყენებენ სამ მიდგომას შესაძლებლობის შესაცნობად,


რომლის მიხედვითაც ოპერირებენ მათი ახალი საწარმოები
(გამოსახულება 2.2), როდესაც მეწარმე თითოეული მიდგომის
მნიშვნელობას გაანალიზებს, მეტად სავარაუდოა, რომ იპოვის
შესაძლებლობას და იდეას, რომელიც მოერგება თითოეულ პროფილს.
ამ სამ მიდგომას ქვემოთ განვიხილავთ.

ტენდენციებზე ბაზარზე არსებული


პრობლემის გადაჭრა
დაკვირვება ხარვეზის პოვნა
ტენდენციებზე დაკვირვება

 შესაძლებობების შეცნობის პირველი მიდგომა არის ტენდენციებზე დაკვირვება და შესწავლა, თუ


როგორ ქმნიან ისინი შესაძლებლობებს მეწარმეებისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანია
ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, პოლიტიკური ტენდენციები და რეგულაციების
ცვლილებები.
 მეწარმე, ან პოტენციური მეწარმე ამ სფეროებში მიმდინარე ცვლილებებზე ინფორმირებული უნდა
იყოს.ამ მოსაზრებას ეხმიანება მაიკლ იანგი, Become.com-ის - შედარებითი ონლაინ სავაჭრო საიტის
დამფუძნებელი. იანგს სჯერა, რომ დაკვირვების უნარი და ცვალებადი ტენდენციების შესახებ
მუდმივი ინფორმირებულობის სურვილი წარმატებული მეწარმის ძირითადი თვისებებია.
 ახალი ბიზნესიდეის აღმოსაჩენად ტენდენციებზე დაკვირვებისას, სიფრთხილისათვის ორი რამ
უნდა გვახსოვდეს.
 პირველი, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ტენდენციები და ახირებები.
 მეორე, მაშინაც კი, როდესაც ინდივიდუალურად განიხილავთ თითოეულ ტენდენციას, ისინი
ერთმანეთთან მაინც არიან დაკავშირებულები და საჭიროა მათი ერთდროულად მოაზრება
ბიზნესიდეაზე გონებრივი იერიშის დროს.
• მაგალითად, სმარტ ტელეფონების ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი
მიზეზი რამდენიმე ტენდენციის ერთობლიობაში მდგომარეობს:

 მობილურის პოპულარობის ზრდა (სოციალური ტენდენცია),


ელექტრონული მოწყობილობის ზომის შემცირების მუდმივი პროცესი
(ტექნოლოგიური ტენდენცია) და მათი შესაძლებლობა, დაეხმაროს
მომხმარებლებს, უკეთ მართონ თავიანთი ფინანსები ონლაინ ბანკის და
შედარებითი ვაჭრობის დახმარებით (ეკონომიკური ტენდენცია). ამ
ტენდენციებიდან რომელიმეს არარსებობის შემთხვევაში, სმარტ
ტელეფონები ასეთი წარმატებული არ იქნებოდა.
 გამოსახულება 2.3. აჩვენებს გარემო ფაქტორებსა და შესაძლებლობების
გამოვლენას შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ვნახოთ, როგორ
შეუძლიათ მეწარმეებს თითოეული ფაქტორის შესწავლა იმისათვის, რომ
აღმოაჩინონ ბიზნესის, პროდუქტის და მომსახურების შესაძლებლობის არე.
გამოსახულება 2.3 ბიზნესის, პროდუქტის ან მომსახურების შესაძლებლობის არეს მაჩვენებელი გარემო
ტენდენციები

სოციალური ძალები
სოციალური და კულტურული
ეკონომიკური ძალები
ტექნოლოგიური წინსვლა
ტენდენციები
პირადი შემოსავალი ეკონომიკის
ახალი ტექნოლოგიები
დემოგრაფიული განვითარების
ცვლილებები დონიდან
განვითარებადი
რატექნოლოგიები
არის ხალხისთვის ,,მოდაში“
გამომდინარე
ძველი ტექნოლოგიების
მომხმარებლის დანახარჯის
ახლებური გამოყენება
პოლიტიკური და სტრუქტურა
რეგულაციული ცვლილებები
ახალი ბიზნესის, პროდუქტის,
პოლიტიკურ არენაზე ახალი
ან მომსახურების იდეა
ცვლილებები ახალი კანონები
და რეგულაციები
ბიზნესის, პროდუქტის,
ან მომსახურების
შესაძლებობების არე
განსხვავება
ხელმისაწვდომობასა
და შესაძლებლობას
შორის
ეკონომიკური ძალები.

 არსებობს რამდენიმე ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც მეწარმეს


ეხმარება როგორც ახალი ბიზნესიდეისთვის ხელსაყრელი სფეროების
განსაზღვრაში, ასევე, იმ სფეროების გამოვლენაში, რომლისგანაც თავი
შორს უნდა დაიჭიროს. ეს ფაქტები მოიცავს საკითხებს, როგორიცაა:
იზრდება თუ იკლებს მომხმარებლის ხარჯი, შეიმჩნევა თუ არა
მშენებლობების დაწყება, საერთაშორისო ვაჭრობა ძლიერია, თუ სუსტი
და იკლებს, იზრდება თუ სტაბილურია ინტერესის მაჩვენებელი.
 როდესაც პირადი შემოსავლები იზრდება, მომხმარებელს მეტი
დასახარჯი ფული უჩნდება, რის გამოც ექნებათ სურვილი შეიძინონ
სავაჭრო პროდუქტი, ან მომსახურება ცხოვრების წახალისებლად.
სოციალური ტენდენციები

 ტენდენციებზე სოციალური ძალების გავლენის გაანალიზება და თუ როგორ მოქმედებენ ისინი


ახალ პროდუქტებზე, მომსახურებასა და ბიზნესიდეაზე, შესაძლებლობის შეცნობის ფუნდამენტური
ნაწილია.
 პროდუქტის ან მომსახურების არსებობის მიზეზი ხშირად სოციალური საჭიროების
დაკმაყოფილება უფროა, ვიდრე აშკარა საჭიროება, რომელსაც პროდუქტი ავსებს.
 სწრაფი კვების რესტორნების რაოდენობის ზრდის მიზეზი სწრაფი კვების მიმართ ხალხის
სიყვარული კი არა, არამედ ის, რომ ხალხი დაკავებულია და ხშირად არ აქვს დრო საჭმლის
მოსამზადებლად. ასევე, სოციალური ქსელების საიტების, როგორიცაა Facebook, Snapchat და
Instagram, პოპულარობის მიზეზი სურათების და ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების
შესაძლებლობა კი არაა, არამედ ის, რომ იგი შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს დაუკავშირდნენ და
კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან, რაც ბუნებრივი ადამიანური ტენდენციაა.
 სოციალურ ტენდენციებში ცვლილებების მიხედვით იცვლება ადამიანებისა და ბიზნესის ქცევა და
მათი პრიორიტეტები. ეს ცვლილებები გავლენას ახდენს პროდუქტისა და მომსახურების შექმნასა
და გაყიდვაზე.
სოციალური ტენდენციების მაგალითები, რომლებიც დღესდღეობით
გავლენას ახდენენ ინდივიდების ქცევასა და მათ პრიორიტეტებზე.

 მოსახლეობის დაბერება
 მოსახლეობის მრავალფეროვანების ზრდა
 ათწლეულის თაობის გამოჩენა სამუშაო ბაზარზე
 მობილური მოწყობილობების მოხმარების ზრდა
 ჯამრთელობასა და კეთილდღეობაზე მზარდი ყურადღება
 ენერგიის სუფთა ფორმებზე ყურადღების გამახვილება, ქარის, მზის, ბიოსაწვავის და სხვ.
ჩათვლით
 მცირე ქალაქებიდან და სოფლებიდან დიდ ქალაქების უწყვეტი მიგრაცია
 ინდივიდუალიზაციის მოთხოვნა (რაც ქმნის ისეთი პროდუქტის და მომსახურების
საჭიროებას, რომელსაც ადამიანები მოირგებენ თავიანთი გემოვნებისა და საჭიროების
მიხედვით)
ტექნოლოგიების განვითარება

 ტექნოლოგიების განვითარება ხშირად დაკავშირებულია ეკონომიკურ და სოციალურ


ცვლილებებთან იმისათვის, რომ შექმნას შესაძლებლობები.
 მაგალითად, ბევრი თანხვედრაა ჯანდაცვაზე, კეთილდღეობასა და ტექნოლოგიებზე
გაზრდილ ყურადღებას შორის. სატარებელი მოწყობილობები, როგორიცაა Fitbit Charge 2
და Jawbone Up, ადამიანებს ეხმარება შეინარჩუნონ ჯამრთელი ცხოვრების წესი თავიანთ
მოძრაობებზე და ძილზე დაკვირვების გზით.
 Statista-ს მიხედვით, სავარაუდოდ, სატარებელი მოწყობილობების გლობალური ბაზარი
19 მლრდ დოლარს მიაღწევს 2018 წელს, რომელიც 10-ჯერ მეტია 2013 წელთან
შედარებით. პროგნოზირებული 19 მლრდ დოლარიანი ბაზარი მოიცავს იმ სატარებელ
მოწყობილობებს, რომელთაც აქვთ აპლიკაციების მრავალფეროვანი არჩევანი.
 ტექნოლოგიების განვითარების კიდევ ერთი ასპექტი არის ის, რომ როდესაც ტექნოლოგია
იქნება, საჭირო ხდება ახალი პროდუქტის შექმნა, რომელიც გაუმჯობესებს მას.
პოლიტიკური და რეგულაციური ცვლილებები

 პოლიტიკური და რეგულაციური ცვლილებები ასევე ქმნის საფუძველს


ბიზნესიდეებისათვის. მაგალითად, ახალი კანონები ხშირად უბიძგებს
სტარტაპებს, სპეციფიკურობა გამოიყენონ თავიანთი სასიკეთოდ.
 ზოგ შემთხვევაში დარგები დამოკიდებულია კონკრეტული მთავრობის
რეგულაციებზე. მაგ. დრონების კომერციალიზაცია
 პოლიტიკური ცვლილება ასევე ქმნის ახალი ბიზნესის და
პროდუქტების შექმნის შესაძლებლობებს, მაგ. გლობალურმა
პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ტერორიზმის საფრთხემ
გამოიწვია მრავალი ფირმის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების
საკითხებში.
პრობლემის გადაწყვეტა

 შესაძლებობების იდენტიფიცირების მეორე მიდგომა არის პრობლემის აღმოჩენა და


მისი გადაჭრის გზის პოვნა. პრობლემის აღმოჩენა შესაძლებელია იმ გამოწვევებზე
დაკვირვებით (ხშირად ინტუიციურად, ან შემთხვევით), რომელიც ადამიანებს
ყოველდღიურობაში ხვდებათ. ბევრი გადაუჭრელი პრობლემა არსებობს. თუ როგორ
წარმოშობს პრობლემის აღმოჩენა ბიზნესიდეებს.
 ტექნოლოგიების განვითარება ხშირად იწვევს პრობლემებს იმ ადამიანებისთვის,
ვინც სრულად ვერ ითვისებს ტექნოლოგიებს.
 ზოგიერთი ბიზნესიდეა თავს იჩენს იმ პრობლემების აღმოჩენისას, რომლებიც
ასოცირდებიან ახალ ტენდეციებთან.
 ზოგ შემთხვევაში ადამიანები ხედავენ აშკარა პრობლემებს, თუმცა გარკვეული
მიზეზებზე არავის უფიქრია მის გადაჭრაზე. სულ მცირე გამჭრიახობითაც კი
შეიძლება ბიზნესის დაწყება.
ბაზარზე არსებული ხარვეზების პოვნა

 ბაზარზე არსებული ხარვეზების პოვნა ბიზნესშესაძლებლობების მესამე წყარო


არსებობს. ბევრი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სჭირდება, ან სურს და არ
არის ხელმისაწვდომი კონკრეტულ ადგილებში ან საერთოდ არ არსებობს. ამ
პრობლემის ნაწილი მსხვილი მოვაჭრეების მიერ არის შექმნილი, რომლებიც ფასით
ახორციელებენ კონკურენციას და სთავაზობენ მასებზე ორიენტირებულ
პოპულარულ პროდუქციას.
 ამგვარი მიდგომით მსხვილი მოვაჭრეები ზრდიან ეკონომიკის მასშტაბებს, თუმცა
ხარვეზებს ტოვებენ ბაზარზე.
 ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც არსებობენ ტანსაცმლის ბუტიკები, სუვენირების
მაღაზიები და ელექტრონული ვაჭრობის ვებგვერდები.
 ეს ბიზნესები ცდილობენ ჰქონდეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ფართო
მასშტაბებით არ იყიდება.
მეწარმის პიროვნული მახასიათებლები

 როგორ გაუჩნდა მაიკლ დელს კომპიუტერული კომპანიის შექმნის იდეა? როგორ


გაარკვია დეივ რობერტსმა, PopCap -ისთამაშების დამფუძნებელმა, რომ
ელექტრონულ თამაშებს მზარდი და მსხვილი ბაზარი ჰქონდა?
 მკვლევარებმა რამდენიმე მახასიათებელი გამოავლინეს, რომლითაც ზოგიერთ
ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მარტივად შეუძლია შესაძლებლობების
ამოცნობა. შესაძლებლობა უკვე განვმარტეთ, როგორც გარემო პირობების
ხელსაყრელი ერთობლიობა, რომელიც ქმნის ახალ პროდუქტს.
 ინდუსტრიაში სამუშაო გამოცდილება
 შემეცნებითი ფაქტორები
 სოციალური კავშირები
 შემოქმედობითობა
იდეების გენერირების ტექნიკები

 ზოგადად, მეწარმეები უფრო მეტ იდეას აღმოაჩენენ ვიდრე


შესაძლებლობებს, რადგან ბევრი იდეის გენერირება ხდება
შესაძლებლობების კაპიტალიზაციისათვის საუკეთესო გზის
საპოვნელად.
 სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენება პროდუქტის, მომსახურების და
ბიზნესის ახალი იდეების გენერირების წასახალისებლად.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
გონებრივი იერიში

 ახალი ბიზნესიდეის გენერირების ყველაზე გავრცელებული გზა არის გონებრივი


იერიში. ზოგადად გონებრივი იერიში არის დიდი ოდენობით იდეების განხილვა
კონკრეტულ საკითხებზე. მიდგომის ფორმები განსხვავდება და ეს შეიძლება იყოს პირი,
რომელიც ზის და წერს საინტერესო ბიზნესიდეებს და ასევე, შეიძლება იყოს
ფორმალური ,,გონებრივი იერიშის სესია“, რომელსაც უძღვება მოდერატორი და მასში
მონაწილეობს ჯგუფი.
 ფორმალურ სესიებზე ჯგუფის ლიდერი სთხოვს მონაწილეებს, გაუზიარონ ერთმანეთს
თავიანთი იდეები. ერთი ადამიანი გამოთქვამს იდეას, მეორე პასუხობს მას, სხვა
პასუხის პასუხს სცემს და ა.შ. ფლიპ ჩარტი, ან დაფა, როგორც წესი, გამოიყენება ყველა
იდეის ჩამოსაწერად. პროდუქტიული სესია არის შეუზღუდავი და ცოცხალი.
 სესიაზე არ ხდება ანალიზი, ან გადაწყვეტილების მიღება - გონებრივი იერიშის სესიის
დროს გენერირებული იდეები საჭიროებს ფილტრაციას და ანალიზს, რომელიც
მოგვიანებით ხორციელდება.

You might also like