You are on page 1of 11

თავი 1

ბიზნესის საფუძვლების
საგანი და მეთოდი
ბიზნესი ფართო და ვიწრო გაგებით
ბიზნესი ვიწრო გაგებით კავშირშია საბაზრო ეკონომიკასთან, რადგან
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად შემოვიდა ხმარებაში და ამ
პერიოდიდან დაიწყო მისი თეორიული გააზრება. ყველაზე მარტივი
განსაზღვრებით ბიზნესი არის სამეურნეო საქმიანობა, რომლის შედეგად
დოვლათი ან მისი ნაწილი იწარმოება არა საკუთარი მოხმარებისთვის,
არამედ გასაცვლელად და სარგებლის მისაღებად. ანუ ბიზნესი ფართო
გაგებით საქონელწარმოებაა.
ამ თვალსაზრისით, ბიზნესი კაცობრიობის მთელი ისტორიის თანმდევი
მოვ ლენაა. მაგალითად, ბიზნესს ვხვდებით ჯერ კიდევ პირველყოფილ
თემურ საზოგადოებაში, როდესაც მიწათმოქმედებას გამოეყო მეჯოგეობა
და ამის საფუძ ველზე გვარებსა და ტომებს შორის დაიწყო ბარტერული
გაცვლა(ვაჭრობა ბიზნესი
ე.წ. საქონელ -ეკივივალენტის
, ვიწრო მეშვეობით, ე.ი. ბიზნესს
და ფართო გაგებით
ფართო გაგებით, საფუძველი ჩეყარა მეურნეობის საქონლური
ორგანიზაციის პირობებში).
ბიზნესმა განვითარების ახალ საფეხურს მიაღწია კაპიტალიზმის ანუ
ეკონო მიკის საბაზრო ორგანიზაციის პირობებში, როდესაც წარმოების
ყველა ფაქტორი (კაპიტალი, შრომა, მიწა) ყიდვა-გაყიდვის ობიექტია და
მთელი პროდუქცია იწარმოება გასაყიდად მაქსიმალური მოგების მიღების
მიზნით. სწორედ ამიტომ ბიზნესი ვიწრო გაგებით, კაპიტალიზმის (საბაზრო
ეკონომიკის) პირმშოა, რომელიც მასთან ერთად იცვლება და ვითარდება.
ბიზნესი
ბიზნესი და ეკონომიკა
(მეწარმეობა) ანუ საქონლის და მომსახურების წარმოება მოგების მიღების მიზნით
ეკონომიკაში ხორციელდება. „ბიზნესი“ და „ეკონომიკა “ საკმაოდ ახლო მდგომი მოვლენებია , ამასთან
მათ შორის არსებობს განსხვავებაც, სახელდობრ:
1. ეკონომიკა უფრო ფართო ცნებაა. მასში შედის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორი,
ნატურალური მეურნეობა და მრავალნაირი არაკომერციული სტრუქტურა . ბიზნესში (მეწარმეობაში) კი
მოიაზრება მხოლოდ კერძო, კომერციალიზებული სექტორი, სადაც საქონლის და მომსახურების
წარმოება ხორციელდება მოგებისთვის და რეგლამენტირდება კანონმდებლობით .
2. ეკონომიკა მოიცავს როგორც მიკრო , მეზო, მაკრო და მეგა დონეებს, ისე ამ დონეებზე მიმდინარე
მოვლენებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს. ბიზნესი (მეწარმეობა) კი ხორციელდება
მიკროეკონომიკაში და მოიცავს მეწარმის მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს
იმასთან დაკავშირებით, თუ რა, როგორ და ვისთვის იქნას წარმოებული.
3. ეროვნული ეკონომიკის სუბიექტია სახელმწიფო, მეწარმეობის კი -თავად მეწარმე. სახელმწიფო
მეწარმეთა საქმიანობას ახორციელებს მთელი ეკონომიკის მასშტაბით, მეწარმე კი ეკონომიკური
რესურსების ორგანიზებას ახდენს ფირმის ფარგლებში.
4. სახელმწიფო ახდენს მთლიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების ორგანიზებას, მეწარმე კი
გარკვეული საქონლის და მომსახურების წარმოების ორგანიზებას ახდენს.
5. სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნული მეურნეობის განვითარების ინდიკატიურ (ეკონომიკის
განვითარების გეგმა, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და ინდიკატორებზეა დაფუძნებული )
გეგმას, მეწარმე კი ბიზნეს-გეგმას.
6. სახელმწიფო, არეგულირებს რა ეკონომიკას, საკუთარ თავზე იღებს რისკს, მაგრამ მეწარმისგან
განსხვავებულს-მას უფლება არ აქვს იმ დონემდე გაკოტრდეს, რომ დაიშალოს.
ბიზნესის საფუძვლების საგანი
რას შეისწავლის ბიზნესის საფუძვლები, ანუ რა არის მისი კვლევის საგანი?
ბიზნესის კვლევის საგანია მოგების მიზნით განხორციელებული სამეურნეო
საქმიანობა და ამ საქმიანობის მონაწილეებს შორის ურთიერ თობა. მასში შედის:
ბიზნეს-ოპერაცია, ანუ მოქმედებების ერთობლიობა, დაწყებული ბიზნესის წამოწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, საკუთარი შესაძლებლობების შეფასებით,
ბაზრის თავდაპირველი ანალიზის სა ფუძველზე საქმიანი იდეისა და კონცეფციის
შემუშავებით, ფირმის რე გისტრაციით, წარმოების ფაქტორების შეერთებით და
დამთავრებული მზა პროდუქციის რეალიზაციითა და რეალიზაციის შემდგომი მომსა
ხურებით;
ბიზნესის სისტემის ობიექტების (მეწარმეები, მომხმარებლები, დაქირა ვებული
მუშაკები, სახელმწიფო სტრუქტურები) ინტერესები და მათი სამეურნეო, კომერციული და
ფინანსური ქცევები;
ბიზნესის სახეობები (საწარმოო, სავაჭრო, საფინანსო, საშუამავლო, სადაზღ ვევო) და
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები;
ბიზნესის ორგანიზების ძირითადი ფუნქციები (მენეჯმენტი, მარკეტინგი,
წარმოებრივი, ადამიანური რესურსების, ფინანსური, რისკების მენეჯმენტი და სხვა);
ბიზნესის სასიცოცხლო ციკლი (დაბადება, მომწიფება, დაბერება, საქმიანობის
შეწყვეტა);
ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა.
საკუთრება, აქტიური და პასიური მესაკუთრე
კერძო საკუთრება საბაზრო ეკონომიკის და, მაშასადამე, მეწარმეობის საძირკველია.
იქ, სადაც კერძო საკუთრება კანონით არ არის დაცული, ანუ მოსალოდნელია მისი
ხელყოფა, ნაციონალიზება და კონფისკაცია, ან მეწარმის დაშანტაჟება და
სახელმწიფოებრივი რეკეტირება, ბიზნესი ვერ ჰპოვებს ჯეროვან განვითარებას და
პირიქით. ე.ი. საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშაოს და მკაცრად დაიცვას კანონი კერძო
საკუთრების შესახებ, ხოლო კანონმა მეწარმის საკუთრება.
ბიზნესი(მეწარმეობა) ყოველთვის გარკვეული ქონების მფლობელობასთან,
სარგებლობასთან და განკარგვასთან ანუ საკუთრების უფლებასთან არის
დაკავშირებული.
ქონებაზე(საწარმოზე) საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მისი ახლად
ჩამოყალიბებით, შესყიდვით, პრივატიზებით ან სხვა სახის სამო ქალაქო გარიგების
შედეგად. შესაძლებელია არა მარტო ქონების, არამედ მთლიანად საქმის(ბიზნესის)
მომწოდებლებითა და კლიენტურით შეძენა, რაც საგრძნობლად ზოგავს საწყის
სარეკლამო ხარჯებს.
საკუთრებაზე შემოსავალს იღებს მისი მესაკუთრე(დივიდენდს იღებს აქციის მესაკუთრე,
ხელფასს შრომის მესაკუთრე, რენტას -მიწის მესაკუთრე), ე.ი. ჯერ კუთვნილი
ეკონომიკური რესურსებიდან ღებულობენ შემოსავალს , მერე ამ შემოსავლით იძენენ
სამომხმარებლო საქონელს. სწორედ ამიტომ ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის
დაყოფა მდიდარ და ღარიბ ფენებად ხდება ეკონომიკური რესურსებისადმი მათი
განსხვავებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ჩვეულებრივ მდიდრების ქვეშ
მოიაზრება არა სამომხმარებლო დოვლათის მფლობელნი, არამედ ქარხნების,
ფაბრიკების, ბანკების და სხვათა მესაკუთრენი.
ბიზნესის და მეწარმეობის ცნებები და მათი მიმართება

ცნებასთან „ბიზნესი“ ახლოსაა მეწარმეობა. ხშირად აღნიშნულ ცნებებს იყენებენ როგორც სინონიმებს,
თუმცა მათ შორის არსებითი განსხვავებაა. კერძოდ:
•მეწარმეობა ინიციატივიანი, შემოქმედებითი საქმიანობაა, რომელიც მიმართულია ახალი საქონლის
და მომსახურების წარმოების ან უკვე არსებულის არსებითი გაუმჯობესებისა და რეალიზაციისაკენ. ი.
შუმპეტერის აზრით, იყო მეწარმე, ნიშნავს აკეთო არა ის, რასაც სხვები აკეთებენ... და არა ისე, როგორც
სხვები აკეთებენ.“ იგივე ავტორის შეხედულებით: „მეწარმე არის შემოქმედი მნგრეველი , რომელიც ანგრევს
არსებულ ძველ წესებს, მაგრამ ამავდროულად ქმნის ახალს“. იგი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ,
სრულყოფს ეკონომიკას და ამით ეკონომიკას საზოგადოებისკენ შემოატრიალებს. მეწარმეობა
ინოვაციური, შემოქმედებითი საქმიანობაა. სწორედ ამით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი
ბიზნესისგან, რომლის ქვეშ მოიაზრება მოგების მიღების მიზნით რუტინული, ერთგვარი საქმიანობა.
•ბიზნესმენისგან განსხვავებით, რომელიც ქირაობს ფირმისთვის სპეციალისტებს , მათ შორის მენეჯერებსაც ,
ფირმის პრეზიდენტის ჩათვლით, მეწარმე თვითონ წარმართავს საკუთარ საქმეს (ე.ი. ასრულებს მენეჯერის
ფუნქციებს), რამდენადაც არის მისი უშუალო შემოქმედი(ფირმის მიზნების ჩამოყალიბება, მათი მიღწევის
საშუალებების განსაზღვრა).
•ბიზნესი შეიძლება იყოს ნებისმიერი ერთჯერადი კომერციული გარიგებაც, ეს მაშინ, როდესაც მეწარმეობა
არაერთჯერადი, სისტემატური საქმიანობაა;
•მეწარმეობისგან განსხვავებით, ბიზნესი შეიძლება განახორციელოს პასიურმა მესაკუთრემაც, კერძოდ,
იჯარით გასცეს ქონება, დროებითი თავისუფალი სახსრები დააბანდოს ანაბრებში, აქციებში და მათზე
შემოსავლების პასიური ფორმებით(საიჯარო გადასახადი, სარგებელი, დივიდენდი) შემოიფარგლოს.
•ბიზნესისგან განსხვავებით, მეწარმეობის, როგორც ინოვაციური და შედარებით სარისკო საქმიანობის
მიზანია არა უბრალოდ მოგების, არამედ წმინდა ეკონომიკური მოგების მიღება და მეწარმის, როგორც
პიროვნების იდეის რეალიზაცია, მისი თვითდამკვიდრება, თვითგანახლება და თვითგანვითარება .
სამეწარმეო უნარი და მეწარმეობა
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სამეწარმეო უნარი და მეწარმეობა. სამეწარმეო
უნარს საფუძვლად უდევს ორი საკვანძო ელემენტი: იგი არის მეცნიერულ საწყისებზე
საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების უნარი-(ინტელექტუალური მდგენელი) და ამ
გადაწყვეტილების საუკეთესოდ რეალიზების უნარი (ორგანიზატორული მდგენელი).
ექსპერტთა მტკიცებით, სამეწარმეო უნარის გონივრული გამოყენების ინოვაციური
პროცესების აქტივიზაციის, ახალი პროდუქტების, ეფექტიანი ტექნოლოგიების და
მმართველური სისტემების დანერგვის საფუძველზე , ერთი წლის შემდეგ მიიღწევა
ეფექტიანობის ზრდა 10-20%-ით, ორი წლის შემდეგ 60-70%-ით, ხოლო შემდეგი 2-3 წლის
განმავლობაში 20-30%-ით. სწორედ ამიტომ, სამეწარმეო უნარი განიხილება, როგორც
ეკონომიკური ზრდის საკვანძო ფაქტორი, რომლის ამოქმედებისთვისაც საჭირო არ
არის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.
სამეწარმეო უნარის რეალიზაცია გამოხატულებას პოულობს მეწარმეობაში. მეწარმეობა
ინოვაციების საფუძველზე ბიზნესის დამოუკიდებლად გაძღოლის წესია.
მეწარმეობას ახასიათებს სამი არსობრივი თვისება: ა) ორგანიზაციული საქმიანობა;
ბ) ცვლილებების ინიცირება-(ინიციატივის გამოჩენა); გ) მოგება(შემოსავალი), როგორც
მიზანი და კრიტერიუმი წარმატებისა. სამეწარმეო უნარი მოგების მიღების მიზნით
საქონლის და მომსახურების წარმოების ორგანიზების უნარია, პოტენციალია. სამეწარმეო
უნარის, პოტენციალის გამოვლენისა და რეალიზების პროცესი კი მეწარმეობაა.
მეწარმის იმანენტური (შინაგანი) თვისებები
•ინიციატივიანობა, ანუ ახალი საქმის წამოწყების, დამოუკიდებელი
აქტიური მოქმედებისა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;
•მიზნის დასახვა;
•საკუთარ თავში დარწმუნებულობა;
•ჟინიანობა და შეუპოვრობა;
•ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში რისკზე წასვლის უნარი,
ოღონდაც ისე, რომ რისკის ხარისხი არ აღემატებოდეს გონივრულ ზღვარს;
•წარმოების ფაქტორთა რაციონალური კომბინაცია, ანუ წარმოების
ფაქტორთა კომბინაციის მრავალი ვარიანტიდან საუკეთესოს შერჩევა(მაგ;
ძვირადღი-რებული შრომის იაფი ფიზიკური კაპიტალით, რობოტ-ტექნიკით
შეცვლა; მიწის დეფიციტის, გაძვირების შემთხვევაში მრავალსართულიანი
სათბურების მშენებლობა; სამშენებლო ფართის დეფიციტის პირობებში
მრავალსართულიანი შენობების, ცათამბჯენების მშენებლობა და სხვა);
•წარმოების ფაქტორების ეფექტიანი ორგანიზება, ანუ რესურსების
მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღება.
სამეწარმეო უნარი და მენეჯერი
ბიზნესში ფართოდ გამოიყენება ტერმინი „მენეჯერი“, რომელიც პროფესიონალ მმართველს
ნიშნავს. საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის დასაწყისში ანუ სრულყოფილი კონკურენციის
პირობებში, როდესაც მცირე ბიზნესი ბატონობდა მეწარმის (მმართველის) ფუნქციას თავად
მესაკუთრე ასრულებდა. შემდეგ, წარმოების მასშტაბების გაფართოებასთან ერთად
მეწარმის ფუნქცია თანდათანობით დაქირავებულ პროფესიონალ მმართველზე გადავიდა,
რომელიც თავის საქმიანობაში მესაკუთრის ინტერესებს ახორციელებდა, ე.ი. მეწარმეობამ,
როგორც მესაკუთრის ფუნქციამ მოდიფიკაცია განიცადა და გადავიდა მენეჯერის
კონტროლის ზოგიერთ ფუნქციაში. საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ, ასევე „მეწარმე“
და „მენეჯერი“, მეწარმეს მენეჯერისგან განასხვავებს მოგებასა და მართვაში მონაწილეობა.
აქედან, თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა მენეჯერს მეწარმედ ვეღარ გადააქცევს. მაგალითად ,
მენეჯერი ეწევა რა მმართველობით ფუნქციას, იღებს შრომის ანაზღაურებას, მაგრამ
მოგების განაწილებაში არ მონაწილეობს, რის გამოც იგი მეწარმედ ვერ გადაიქცევა. რაც
შეეხება მესაკუთრე-მეწარმეს, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზაციის მიზნების
ფორმირებაში, არამედ მის რეალიზაციაშიც, ანუ მენეჯმენტშიც (დაგეგმვა, ორგანიზება,
მოტივაცია, კონტროლი) აქტიურად მონაწილეობს-მისი სპეციფიკური ანაზღაურება შედგება
სამი ელემენტისგან: ა) მეწარმის საზღაური, რომელიც მას ეძლევა მოგების მიღების მიზნით
მომავალი მოთხოვნის სწორი პროგნოზირებისთვის, ამ მოთხოვნის მიხედვით გამოშვებული
ახალი პროდუქციის რისკისთვის, რესურსების შესაბამისი კომბინაციისთვის, მოკლედ,
ინიციატივიანი, ინოვაციური, არაორდინალური აზროვნების და მონოპოლიური საბაზრო
ხელისუფლებისთვის. ეს არის ეკონომიკური მოგება. ბ) სამეწარმეო პროცენტი, ანუ
შემოსავალი საკუთრებიდან, ქონებრივი შემოსავალი; გ) მეწარმის ნორმალური მოგება, ანუ
მეწარმის გარანტირებული შემოსავალი (ხელფასი), რომელიც მიიღება
ორგანიზატორული, რუტინული მმართველური საქმიანობისთვის გამოშვებული
პროდუქციის რეალიზაციიდან. ნორმალური მოგება შედის წარმოების ხარჯებში .
ამგვარად, ანალიზი საშუალებას გვაძლევს პუნქტობრივად ჩამოვაყალიბოთ
„მეწარმესა“ და „მენეჯერს“ შორის განსხვავება:
•მეწარმე ახალი იდეების შემოქმედი, ბიზნესის სტრატეგიული მიმართულებების
(მისიის, მიზნის) შემმუშავებელია, მენეჯერი კი-ამ სტრატეგიული მიმართულების
რეალიზატორი;
•მეწარმეს მოგებისკენ მიმართული დამოუკიდებელი საქმიანობისთვის გარკვეული
კაპიტალი ესაჭიროება, მენეჯერს კი ეს არ მოეთხოვება;
•წარუმატებლობის შემთხვევაში მეწარმე, მიდის კაპიტალის (ქონების) დაკარგვის
რისკზე, მენეჯერი კი-თანამდებობის დაკარგვის რისკზე;
•მეწარმე დამოუკიდებელი მეურნეა, მენეჯერი კი მისგან დაქირავებული
მმართველი;
•მეწარმე შესაძლოა არ ფლობდეს მენეჯმენტის ფუნქციებს, პროფესიონალი
მენეჯერისთვის კი ეს სავალდებულოა;
•მეწარმის შრომის საზღაურია მოგება, მენეჯერის კი-ხელფასი;
•სამეწარმეო უნარით(ტალანტით, ნიჭით ) დაჯილდოებულია ეკონომიკურად
აქტიური მოსახლეობის მაქსიმუმ ათი პროცენტი, პროფესიონალი მენეჯერი კი
ბევრად მეტია.
ბიზნესმენის თავისუფლება და დამოუკიდებლობა

საზოგადოებრივი სიმდიდრის სფერო წარმოებაა, ხოლო მისი


განვითარების კეთილსასურველი პირობა მეწარმეთა თავისუფლება და
კონკურენცია. თუ მეწარმეს ექნება თავისუფლება-იგი დაიწყებს ზრუნვას
საკუთარი ინტერესე ბისთვის და შეეცდება აწარმოოს რაც შეიძლება მეტი
და იაფი საქონელი, აქედან მოიგებს თვითონაც და საზოგადოებაც.
მეწარმის თავისუფლება იმას გულისხმობს, რომ მას გაცნობიერებული
აქვს:
ა) ის, თუ რა უნდა საზოგადოებას, რასაც იგი ბაზრის მეშვეობით შეიტყობს;
ბ) ის, თუ რომელი საქმიანობა არ არის კანონითა და პროგრესული
ეროვნული წეს-ჩვეულებებით აკრძალული. აი, ამ პირობების
გათვალისწინებით მეწარმე თავისუფლდება მათი უარყოფითი
ზეგავლენისგან, ხოლო თუ იგი მათ არ გაითვალისწინებს ელვისებურად და
შეუბრალებლად ისჯება. ბაზრის მხრივ, იმის გამო, რომ მან იმოქმედა
მოთხოვნის გაუთვალისწინებლად, მისი საქონელი ვერ საღდება და
თვითონ კი კოტრდება. სახელმწიფოს მხრივ, იმის გამო,რომ მან ხელი
მიჰყო კანონით აკრძალულ საქმიანობას, ისჯება ადმინისტრაციული, ან
ეკონომიკური სანქცირების წესით.

You might also like