You are on page 1of 10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის, ეკანომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება


ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები
ფინანსური სისტემა, ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები

ავტორი:ჰარუთიუნიან სევაკ

თბილისი

2020

1
ფინანსები
სიტყვა ფინანსები ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობის ისტორია. მას ლათინური
ფესვები გააჩნია. ინგლისურენოვან სამყაროში იგი ფრანგულიდან შემოვიდა და
თავდაპირველად „ფულის მართვას“ ნიშნავდა. ფინანსებს „ფულის მართვის“ გარდა
კიდევ ერთი სიტყვა უკავშირდება - ეს „გაცვლაა“.
დღევანდელი რეალობა წარმოუდგენელია ფინანსების გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ
ფინანსები ეკონომიკური აქტივობის სულიერი საწყისია.
შეიძლება განვიხილოთ, ფინანსების ნაირსახეობა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია
ავღნიშნოთ, რომ ფინანსები არის ხელოვნება თუ როგორ უნდა ვმართოდ სხვადასხვა
სახის რესურსები, მაგალითად ისეთები როგორიცაა ფული, აქტივები, ინვესტიციები,
ფასიანი ქაღალდები და ა.შ.
ფინანსები ის აუცილებელი პირობაა რომელიც საჭიროა მატერიალური რესურსების
მოძიებისათვის. ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს ფინანსების მრავალი განმარტება
აქვთ. ამიტომ ძნელია ფინანსების იდეალური განმარტება ჩამოვაყალიბოთ. ქვემოთ
მოყვანილი დებულებანი დაგვეხმარება საკუთარი აზრის გამოტანაში. ზოგადად,
ფინანსები არის ფულისა და სხვა ფასეულობათა მართვა, რომელთა
კონვერტირება ნაღდ ფულად რესურსებში მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი.
ექსპერტების მიხედვით, ფინანსებს მარტივი ამოცანა გააჩნია - მათ ისე უნდა
უზრუნველყონ ბიზნეს სტრუქტურები, როგორებიცაა ფირმები, კორპორაციები,
კერძო პირები და ა.შ., მათვის აუცილებელი სახსრებით, რომ ყველაზე ეფექტურად
მიაღწიონ თავიანთ ეკონომიკურ მიზნებს.
მეწარმეების აზრით, ფინანსები უშუალოდ ნაღდ ფულთან არის კავშირში. ყველა
ბიზნეს გარიგება პირდაპირ ან ირიბად ეფუძნება ნაღდ ფულს.
აკადემიური წრეები მიიჩნევენ, რომ ფინანსები სახსრების შეძენაა და მათი
ეფექტური გამოყენებაა. მას ასევე საქმე აქვს მოგებასთან, რომელიც ბიზნესის მიერ
გადატანილი რისკებისა და გაწეული ხარჯების ღირებულების შესაბამისი
კომპენსაციაა.
ამერიკელი მეცნიერები ზვი ბოდი და რობერტ მერტონო თვლიან, რომ ფინანსები -
ესაა მეცნიერება, რომელიც სწავლობს თუ როგორ მართავენ ადამიანები შეზღუდული
ფულადი რესურსების შემოსავლები-ხარჯები, დროის გარკვეულ მონაკვეთში.
პოსტ-საბჭოთა სამეცნიერო ლიტერატურაში, ფინანსები განისაზღვრება, როგორც
ეკონომიკური ურთიერთობათა სისტემა, რომელიც ყალიბდება ერთობლივი
ეროვნული შემოსავლის განაწილება, გადანაწილებისა და გამოყენების პროცესში,
ცენტრალიზებული ფონდების ფორმირებისა და გამოყენების მეშვეობით.
ასე მაგალითად, რ. კაკულია თვლის, რომ ფინანსები არის ფულადი ურთიერთობათა
სისტემა იმ ფონდების ფორმირებისა და გამოყენების შესახებ, რომელიც

2
აუცილებელია სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, ხოლო
პროფესორი ა. სილაგაძე აღნიშნავს, რომ ფინანსები განმაზოგადებელი ეკონომიკური
ტერმინია, რომელიც ნიშნავს როგორც ფულად სახსრებს, ფინანსურ რესურსებს,
განხილულს მათ შექმნასა და მოძრაობაში, განაწილებასა და გადანაწილებაში, ასევე
ეკონომიკურ ურთიერთობებსაც, რომლებიც განპირობებულია
ურთიერთანგარიშსწორებით სამეურნეო სუბიექტებს შორის, ფულადი სახსრების
მოძიებით, ფულის მიმოქცევითა და გამოყენებით.

ფინანსების თავისებურებანი

ფინანსების ძირითადი მახასიათებლები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

 საინვესტიციო;
 მომგებიანობა;
 ცალკეული რესურსების ოპტიმიზაცია;
 კონტროლის შიდა მექანიზმები;
 მომავალზე ორიენტირება.

ფინანსების საინვესტიციო შესაძლებლობები გამოიხატება ფულში, რომელიც


გამოიყენება მოგების მიღებისათვის. ინვესტიციების განხორციელება შესაძლებელია:

 კომერციული აქტივების შეძენისას,


 ბიზნეს საქმიანობისას,
 ფასიანი ქაღალდების ყიდვისას

ფინანსები ხელს უწყობს შერეული რესურების ოპტიმალური სტრუქტურის


ფორმირებას, რომლებიც ორი ტიპის შეიძლება იყოს.
1. ფონდები საკუთარი სახსრებით;

2. ნასესხები სახსრები;

ფინანსების თეორია მთელი რიგი კონცეფციებისაგან შედგება, რომელიც


დაინტერესებულ ადამიანს სისტემატიზირებულ ცოდნას მიაწვდის ფულადი
რესურსების განაწილების შესახებ დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ხოლო მათი
შესწავლა მნიშვნელოვანია რათა:
 ეფექტურად ვმართოდ პირადი ფულადი სახსრები;
 განვახორციელოთ წარმატებული საქმიანობა ბიზნეს სამყაროში;
 გვქონდეს საინტერესო და წარმატებული კარიერა;
 მივიღოთ გააზრებული საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები, რომელსაც
გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეეძლება ქვეყნის ეკონომიკურ
პოლიტიკაზე;
 შევძლოთ პიროვნული თვალსაწიერის გაფართოება;

3
 და სხვა

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

პირადი ფულადი სახსრების ეფეკტური მართვა


ფინანსების პრინციპებისა და კანონების მცირედი ცოდნაც კი საკმარისია, რომ უფრო
ეფექტიანად ვმართოდ საკუთარი ფულადი სახსრები. თუ ამ სფეროს შესახებ ძალიან
ბუნდოვანი წარმოდგენები გაგაჩნიათ, მაშინ ჩვენ მთლიანად სხვა ადამიანების ცოდნა
გამოცდილებაზე ვართ დამოკიდებული. ცხოვრებაში ხშირად შეგვხდება ვითარება,
როდესაც საჭირო ხდება კონსულტაციების მიღება ფინანსურ საკითხებზე. დღეს ასეთ
მომსახურებას მრავალი ფირმა, სააგენტო და ფიზიკური პირი გვთავაზობს. ხშირად
ასეთი კონსულტაციები უფასოა, რადგანაც სამართლიანად არის მიჩნეული, რომ ასეთ
შეთხვევაში ადამიანი ფირმის ან სპეციალისტის პოტერნციური კლიენტი ხდება.
მაგრამ როგორ შევაფასოთ მიღებული მომსახურების ხარისხი? სწორედ ფინანსების
შესწავლისას შეიძლება მივიღოთ ამისათვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება.

ბიზნეს სამყაროში წარმატებული საქმიანობა


საბაზისო ცოდნა, რომელიც ფინანსების თეორიის შესწავლისას ყალიბდება საკმაოდ
სასარგებლოა საქმიანობის სხვა ნებისმიერი სფეროსათვის. იმ სპეციალისტმაც კი ვინც
არ აპირებს ფინანსისტი გახდეს, სასურველია გააჩნდეს გარკვეული წარმოდგენა
აღნიშნული სფეროს კონცეფციებზე, მეთოდებზე და ტერმინოლოგიაზე, რაც
საშუალებას მისცემს მას მოიწვიოს ფინანსების სფეროს სპეციალისტი, თავისი
პრობლემების გადასაწყვეტათ.

საინტერესო და წარმატებული კარიერა

ფინანსისტთა უმრავლესობა ეკონომიკის საფინანსო სექტორშია დასაქმებული –


ბანკები, სადაზღვეო კომპანიები, ინვესტიციების მართვის სექტორი და სხვა. ამასთან
ერთად ბევრი სპეციალისტი არაფინანსური ორგანიზაციების ფინანსური მენეჯერები
არიან. დასაქმებისა და კარიერული წინსვლის დიდი შესაძლებლობები გააჩნია კარგ
ბუღალტერსა და აუდიტორს, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველა
მოქმედ სამეწარმეო სუბიექტს აქვს გარკვეული ვალდებულება საგადასახცადო
ორგანოების წინაშე. შესაძლებელია არჩევანი აკადემიური კარიერაზეც შეჩერდეს.

გააზრებული საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღება


ფინანსური სისტემის საბაზისო პრინციპების ცოდნა აუცილებელია გააზრებული
საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისათვის. ფინანსური სისტემა საბაზრო
4
ეკონომიკის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფინანსური
ინსტიტუტების მუშაობის სწორი ორგანიზება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და
განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს
ხშირად მოგვიწევს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც
ადგილობრივ ფინანსურ სისტემაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ.

პიროვნული თვალსაწიერის გაფართოება


ფინანსების თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლა საკმაოდ საინტერესო
და მიმზიდველი საქმიანობაა, რომელიც ადამიანის განვითარების შესაძლებლობებს
მკვეთრად ზრდის. ფინანსური კანონზომიერებების ცოდნა აფართოებს ჩვენს
თვალთახედვას და გვეხმარება უკეთ გავიგოთ როგორ ფუნქციონირებს რეალური
სამყარო. ფინანსები ეკონომიკის საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა, რასაც
ადასტურებს ბოლო წლებში ამ მიმართულებით ნობელის ლაურიატთა სიმრავლე.

ფინანსური სისტემა
ფინანსების შესწავლის მიზანია დაგვეხმაროს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების
მიღებაში. ეს გადაწყვეტილებები მიიღება ფინანსური სისტემის საერთო
მდგომარეობის გათვალისწინებით რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეუშალოს
მის მონაწილეებს. იმისათვის რომ გადაწყვეტილება ეფექტური იყოს, აუცილებელია
ფინანსური სისტემის ფუნქციონირების პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა.

ფინანსური სისტემა: ფინანსური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროების


ერთობლიობაა, რომელთა ფარგლებში ხორციელდება ფინანსური გარიგებები,
აქტივებისა და რისკის მართვის პროცესი, ასევე წარმოებს ფულადი ფონდების შექმნა
და გამოყენება.
ფინანსური სისტემა აერთიანებს ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ შუამავლებს,
ფინანსური მომსახურებით დაკავებულ ფირმებს და სხვა ორგანიზაციებსა და
ინსტიტუტებს, რომელთა დახმარებითაც და ხელშეწყობით შინამეურნეობები, კერძო
კომპანიები და სამთავრობო დაწესებულებები ახდენენ მიღებული ფინანსური
გადაწყვეტილებების რეალიზებას.
ქვეყნის ფინანსური სისტემა შეიძლება დავყოთ სამ ძირითად სფეროდ.
1. საჯარო ფინანსები,
2. სამეურნეო სუბიექტების ფინანსები,
3. საოჯახო მეურნეობების ფინანსები.
საჯარო ფინანსების სფერო მოიცავს ცენტრალურ და ტერიტორიული ერთეულების
ბიუჯეტებს, არასაბიუჯეტო და სხვა სპეციალურ ფონდებს. საჯარო ფინანსების
5
ძირითადი მიზანია ცენტრალიზებული ფინანსური რესურსების ფორმირება და მისი
განაწილება საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დასაფინანსებლად.
სამეურნეო სუბიექტების ფინანსების სფერო მოიცავს იურიდიული პირების
ფინანსებს. სამეურნეო სუბიექტების ფინანსების ძირითადი მიზანია ფინანსური
რესურსების ფორმირება იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია სამეურნეო
საქმიანობის მიმდინარე ოპერაციებისა და წარმოების გაფართოება- განვითარების
დასაფინანსებლად.
საოჯახო მეურნეობების ფინანსების სფერო მოიცავს ცალკეული ოჯახების ფინანსებს.
საოჯახო მეურნეობების ფინანსების მთავარი მიზანია ცალკეული ოჯახების
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ფორმირება და მისი გამოყენება ოჯახის
მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და დაგროვების
უზრუნველსაყოფად.
მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია განვითარებული ქვეყნებისათვის
დამახასიათებელი ორი ტიპის ფინანსური სისტემა.
ფინანსური სისტემის პირველი ტიპია,
ბანკებზე ორიენტირებული ფინანსური სისტემა. იგი დამახასიათებელია
კონტინენტური ევროპისა და იაპონიისათვის. მისი განსაკუთრებული ნიშნებია:
 ფინანსური ბაზრების განვითარების შედარებით დაბალი ხარისხი;
 მოსახლეობის დანაზოგები ძირითადად ტრანსფორმორდება მოკლევადიან და
გრძელვადიან კრედიტებად კომერციული ბანკებისა და შემნახველი
დაწესებულებების ქსელის მეშვეობით;
 ფინანსური კონტრაქტების უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია ბანკებში;
 მარეგულირებელი მოთხოვნები კომერციული ბანკებისადმი
კაპიტალდაბანდებების არჩევანთან დაკავშირებით შედარებით ლიბერალურია;
 სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში მხარს უჭერს კომერციულ ბანკებს.
მეორე ტიპია,
ბაზარზე ორიენტირებულ ფინანსურ სისტემად. გავრცელებულია აშშ-სა და დიდ
ბრიტანეთში და მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშნებია:
 კაპიტალის ბაზრების განვითარების შედარებით მაღალი დონე;
 მოსახლეობა თავის დანაზოგების უდიდეს ნაწილს თვითონ აბანდებს
წარმოებაში არასაბანკო ფინანსური შუამავლების მეშვეობით;
 ბანკები ახდენენ კორპორაციათა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას
ძირითადად მოკლევადიანი დაკრედიტების მიმართულებით;
 კომერციული ბანკის დაბანდებათა პორტფელების მოცულობა მკაცრად
შეზღუდულია;
 სახელმწიფო არ ახდენს კომერციული ბანკების მხარდაჭერას და არ ერევა მის
 საქმიანობაში.

6
ფინანსური სისტემის ფუნქციების ევოლუცია არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი,
რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური სისტემები განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან. ესენია: სიდიდე, ტექნოლოგიათა სირთულის დონე, განსხვავებები
სახელმწიფოს განვითარების პოლიტიკურ, კულტურულ და ისტორიულ ასპექტებში.
გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ფინანსური სისტემის ცვლილებები დროში.
ხშირად, დასახელების უცვლელობის პირობებში, მისი ფუნქციები ძალზე
მნიშვნელოვნად იცვლება. მაგალითად, საქართველოს თანამედროვე ფინანსური
სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმ სისტემისაგან, რომელიც არსებობდა მე-
20 საუკუნის 80- ან წლებში ან აშშ-ს დღევანდელი ფინანსური სისტემა განსხვავდება იმ
სისტემისაგან, რომელიც არსებობდა შტატებში დიდი დეპრესიის დროს (1928-29 წწ.)
ან 1970-72 წლებში და ა. შ.
ფინასური სისტემას აქვს ექვსი ბაზისური ფუნქცია,
1. შესაბამისი წესებით დროში ეკონომიკური რესურსების ერთი გეოგრაფიული
რეგიონიდან მეორეში, აგრეთვე ეკონომიკის ერთი დარგიდან მეორეში
გადაადგილების უზრუნველყოფა;
2. შესაბამისი საშუალებებით რისკების მართვის უზრუნველყოფა;
3. ვაჭრობის განვითარებისთვის კლირინგისა და ანგარიშსწორებათა
განხორციელების წესების შექმნის უზრუნველყოფა;
4. სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებში ფინანსური რესურსების
გაერთიანების და დაყოფის შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფა;
5. ეკონომიკის სხვადასხვა დარგებისა და სფეროების ოპტიმალური
გადაწყვეტილებების მიღების მიზნით ფასების შესახებ ინფორმაციით
უზრუნველყოფა;
6. ეკონომიკური სუბიექტების სტიმულირების პრობლემების გადაწყვეტის
უზრუნველყოფა.

ფინანსური ბაზრები
ფინანსური ბაზრის არსი და ფუნქცია ფინანსური ბაზარი წარმოადგენს საბაზრო
ინსტიტუტების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობით წარმოებს ფულადი სახსრების
ნაკადების გადადინება მესაკუთრეებიდან მსესხებლებისაკენ. ამასთან, ფინანსურ
ბაზარს უწოდებენ ბაზარს, რომელზეც წარმოებს სახსრების გადაქაჩვა იმ პირებისაგან,
რომელთაც მათი სიჭარბე შეენიშნებათ, იმ პირებისაკენ, რომლებიც სახსრების
ნაკლებობას განიცდიან.
ფინანსური ბაზარი შეიძლება წარმოვიდგინოთ ორ სახით, ფასიანი ქაღალდების
ბაზარი და მეორე საბანკო სესხების ბაზარი.

7
ფინანსური ბაზრის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ფინანსური
აქტივები, რომლებიც მასზე მოძრაობენ.
ფინანსური აქტივების ძირითადი ტიპებია:
 სავალო ვალდებულებები,
 აქციები,
 ნაწარმი ფასიანი ქაღალდები.

სავალო ვალდებულებებს; უშვებს ყველა, ვინც ფულს სესხულობს - ფირმები,


მთავრობები და შინამეურნეობები. შესაბამისად, სავალო ვალდებულებათა ბაზარზე
ვაჭრობენ ისეთი აქტივებით, როგორიცაა კორპორაციული და სახელმწიფო
ობლიგაციები, საცხოვრებელი და კომერციული გირაოები, სამომხმარებლო სესხები.
აქციები; ფირმის მესაკუთრეთა მიერ მისი აქტივების ნაწილისადმი წარმოდგენილი
მოთხოვნაა. ამასთან, ფასიან ქაღალდებს, რომლებიც მოწმობენ კორპორაციის ნაწილის
ფლობის უფლებას, აშშ-ში ჩვეულებრივ აქციებს, ხოლი დიდ ბრიტანეთში უბრალოდ
აქციებს უწოდებენ. ყოველი ჩვეულებრივი აქცია გამოხატავს იმას, რომ მის
მფლობელს ეკუთვნის ისეთივე წილი ფირმის აქტივებში, როგორც სხვებს. ასე რომ,
ჩვეულებრივ, ერთი აქცია იძლევა ერთ წილს ფირმის მოგებაში და ერთ ხმას
აქციონერთა კრებაზე. ამასთანავე, ზოგიერთი კორპორაცია უშვებს მიმოქცევაში ორი
სახის აქციას, რომელთაგან ერთი იძლევა ხმის უფლებას, მეორე არა.
ობლიგაციათა და აქციათა ბაზარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფულადი
სახსრების იმ ეკონომიკური ერთეულების ხელიდან, რომელთაც მათი
მწარმოებლურად გამოყენების უნარი არ შესწევთ, მოახვედრონ იმათ ხელში, ვინც მათ
ეფექტიანად გამოიყენებს, რასაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკური ეფექტიანობის
ზრდასთან მივყავართ.
ნაწარმოებ ფასიან ქაღალდებს; უწოდებენ
ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულებაც დამოკიდებულია სხვა
აქტივების ღირებულებაზე, როგორიცაა მაგალითად, აქციები, ფასიანი ქაღალდები
ფიქსირებული შემოსავლით, უცხოური ვალუტა ან რაიმე სახის საქონელი. მათ
ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დაბანდებული კაპიტალის რისკის ხარისხის
მართვა.
ნაწარმოები ფასიანი ქაღალდების ყველაზე გავრცელებული ტიპიური სახეებია –
წინასწარი კონტრაქტები, ფიუჩერსები და ოფციონები. განასხვავებენ ყიდვის და
გაყიდვის ოფციონს. ამასთან, ყიდვის ოფციონი ანუ ,,ქოლ” ოფციონი, ესაა
ინსტრუმენტი, რომელიც მის მფლობელს აძლევს გარკვეული რაოდენობის აქტივების
მოცემულ ფასებში ყიდვის უფლებას ოფციონის მოქმედების პერიოდში.
ანალოგიურად, გაყიდვის ოფციონი ანუ ,,ფუთ” ოფციონი, ესაა ინსტრუმენტი,

8
ფინანსური შუამავლები

რომელიც მის მფლობელს აძლევს გარკვეული რაოდენობის აქტივების მოცემულ


ფასებში გაყიდვის უფლებას დროის ნებისმიერ მომენტში, ამ ოფციონის მოქმედების
პერიოდში. როცა აქტივების მფლობელი ყიდულობს მოცემული აქტივის გაყიდვის
ოფციონს, ამით ის ეფექტურად იზღვევს თავს მისი ფასის, კონტრაქტში
მითითებულზე
კრედიტორ უფრო დაბლა, დაცემისაგან.
შემნახველები
1. შინამეურნეობები
2. ფირმები ფინანსური ბაზრის დაფინანსების არხები
3. სახელმწიფო
მსესხებელ მხარჯველები
4. უცხოელი ინვესტორები
1. ფირმები
ფულადი სახსრების გადაადგილება ფინანსური ბაზრის
ჭარბი ფინანსური მეშვეობით
2. სახელმწიფო
რესურსები არაპირდაპირი დაფინანსება 3. საოჯახომეურნეობები
4. უცხოელი ინვესტორები
1
ფინანსური რესურსების
დეფიციტი

ფინანსური ბაზარი

პირდაპირი დაფინანსება

სქემაზე ისრებით ნაჩვენებია, რომ სახსრები კრედიტორ-შემნახველებიდან


მსესხებელ- მხარჯველებთან ორი ძირითადი დაფინანსების გზით გადაადგილდება:

ფინანსურ ბაზარზე პირდაპირი დაფინანსებისას მსესხებლები იღებენ სესხს


უშუალოდ კრედიტორებისაგან, ყიდიან რა მათზე ფასიან ქაღალდებს რომლებიც
წარმოადგენენ სესხის ამღების მომავალი შემოსავლების ნაწილის ან აქტივებზე
მოთხოვნას. ფასიანი ქაღალდის შეძენისთვის ეს სახსრები აქტივებს, ხოლო
გამყიდველისთვის (ემიტენტი) - პასივებს (ვალდებულებებს ან უბრალოდ ვალს)
წარმოადგენს. მაგალითად, თუ ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხნის”-თვის
აუცილებელია სახსრების სესხება სამშენებლო არმატურის მწარმოებელი ახალი
9
საამქროს დასაფინანსებლად, მას შეუძლია სესხი აიღოს კრედიტორ-შემნახველისგან,
მიყიდის რა მას ობლიგაციას - სავალო ფასიან ქაღალდს, რომლის თანახმადაც
კომპანია ვალდებულებას იღებს პერიოდულად აწარმოოს გადახდები დროის
განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

ფინანსური სისტემის ელემენტებს შორის კავშირები წარმოდგენილია 1 სქემაზე,


რომელიც წარმოადგენს ფინანსური ნაკადების მოძრაობის დიაგრამას. ფულადი
ნაკადები, ფინანსური სისტემის სხვადასხვა ელემენტების გავლით, მიედინებიან იმ
ეკონომიკური სუბიექტებისგან, რომელთაც აქვთ მათი სიჭარბე (დიაგრამაზე
მარცხნივ), იმათკენ ვისაც მათი დეფიციტი გააჩნია (დიაგრამაზე მარჯვნივ).

ფინანსური ბაზრის არსებობას თავისი უპირატესობანი გააჩნია იმ შემთხვევაშიც კი,


როცა ფულს სესხად იღებენ არა იმისათვის, რომ გააფართოვონ წარმოება, არამედ სხვა
მიზნით. მაგალითად, თქვენ გაქვთ მაღალანაზღაურებადი სამსახური და გსურთ
შეიძინოთ ახალი ბინა, მაგრამ დანაზოგი ჯერ არ გაგაჩნიათ. რაღაც დროის შემდეგ
თქვენ უპრობლემოდ შეაგროვებთ ბინის შეძენისთვის საჭირო თანხას, მაგრამ ამ
დროისთვის უკვე საკმაოდ ხანშიშესული იქნებით, იმისთვის, რომ ამან სათანადო
სიამოვნება მოგანიჭოთ. ფინანსური ბაზრის არარსებობის პირობებში თქვენ არჩევანი
არ გაქვთ და იძულებული ხდებით იცხოვროთ იმავე ბინაში.

ამდენად, გასაგებია, თუ რატომ ასრულებს ფინანსური ბაზარი მნიშვნელოვან როლს


ეკონომიკაში. იგი საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომელთა საინვესტიციო
შესაძლებლობები შეზღუდულია, სახსრები გადასცენ მათ, ვისაც ამგვარი
შესაძლებლობები აქვთ. ფინანსური ბაზარი ზრდის მომხმარებელთა კეთილდღეობას.
მათი დახმარებით ადამიანებს საშუალება ეძლევათ მიიღონ სესხები მათთვის
აუცილებელი ნივთების შესაძენად, ამასთან ამის უფლება საკუთარ თავს შეუძლიათ
მისცენ მაშინაც კი, როცა მთლიანი თანხა საამისოდ არ გააჩნიათ. ფინანსური ბაზრის
ფუნქციონირება ხელს უწყობს საზოგადოებაში თითოეული ადამიანის
კეთილდღეობის ამაღლებას.

ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურა:

10

You might also like