You are on page 1of 9

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება აკადემიური წერა


სასწავლო კურსის მიზანი კურსის მიზანია სტუდენტებისათვის აკადემიურ სფეროში
მოღვაწეობი¬სათ¬ვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარ-
ჩვევების გამომუ¬¬შავება: საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, მისი
არგუმენტი¬რებუ¬ლი გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად), ინფორმაციის
მოპოვება და გაანალიზება, ლიტერატურაზე მუშაობა, კვლევითი
თხზულების (ესსეს) დაწე¬რა, წერის დაგეგმვა და სტილისტური სწორება.
სტუდენტის მიერ ქართული მეცნიერული ფუნქციური სტილის ნორმების,
კვლევითი ნაშრომის შესრულებისა და დაფორმატების ტექნიკის
აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ციტირება, სქოლიოები,
შენიშვნები, ბიბლიოგრა¬ფია, ილუსტრაციები, სქემები და სხვა ვიზუალური
საშუალებები).
სწავლება-სწავლის მეთოდები ლექცია - შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად
მონაწილეობს ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს,
განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების
მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი
დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად
დასრულებული.

ჯგუფური (collaborative) მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს


სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების
მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და
პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული
ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში
წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია
უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო
პროცესში.

დამოუკიდებელი მუშაობა - ლექციაზე მოსმენილი მასალა მთლიანი ცოდნის


სისტემად ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობით. სტუდენტს
უნდა აღეძრას წიგნისადმი და სხვა საინფორმაციო წყაროებისადმი ინტერესი
და საკითხების დამოუკიდებლად შესწავლის სურვილი, რაც
დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების
სტიმულირების საშუალებაა.
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი - ამ მეთოდს მიეკუთვნება
1
ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში ლექტორი
სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო
სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად
აღიქვამენ და ითვისებენ.

წიგნზე მუშაობის მეთოდი - დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი


მასალის გაცნობა, დამუშავება და ანალიზი.

წერითი მუშაობის მეთოდი - გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს:


ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება,
თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება, და ა.შ.

პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას,


რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი
შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ
აქტივობას, მაგალითად: საწარმოო და პედაგოგიური პრაქტიკა, საველე
მუშაობა და სხვ.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც


ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს
პრობლემას.

გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული


თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ
მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავდებული, აზრის,
იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი
ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს
მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის
პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:

 პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.


 დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ
არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე).
 გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ
შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.
 კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების
კრიტერიუმების განსაზღვრა.
 შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული
კრიტერიუმებით.
 უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის
გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.

დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად


წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის
საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად
აუდიო და ვიზუალური გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი
მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც
მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო
გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური,
2
დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს
დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს
საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს
ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა,
მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენის სახით, ან ისეთი
რთული სახე მიიღოს, როგორიცაა მრავალსაფეხურიანი
საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.

ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

 სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი


საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის
მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან
განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას
პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
 სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი
საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად
ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს
წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან
კონკრეტულისაკენ.
 სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის,
როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით
მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული
საკითხების დეტალური გაშუქება.
 სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ
ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას.ეს
მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის
განვითარებას.

ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის


ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული
მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის
ფარგლებში.

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და


სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც
განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული
ინტერპრეტაცია.

პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი


ხერხების ერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას
იძლევა სტუდენტის დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული
შედეგების აუცილებელი პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება
ამაღლებს სტუდენტთა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პროექტზე
მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და
შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი
განხორციელებლად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ,
დამაჯერებლად და კონკრეტული ფორმით არის წარმოდგენილი. იგი
შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად;
3
ასევე, ერთი საგნის ან რამდენიმე საგნის (საგანთა ინტეგრაციის) ფარგლებში.
დასრულების შემდეგ პროექტი წარედგინება ფართო აუდიტორიას.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება

ექნება ფართო ცოდნა ტექსტის ცნების, შინაარსის, სახეობების, ძირი¬თადი სტრუქტურული ელემენტებისა და
მათი ფუნქციურ ურთიერთ¬მიმარ¬თებათა შესახებ; გაცნობიერებული ექნება კვლევისა და წერის მეთო¬დები.
გააზრებული ექნება ტექსტის თანამედროვე კომუნიკაციურ-ლინგვისტიკური ასპექტები, ექნება ტექსტის
ლინგვისტიკის ელემენ¬ტე¬ბის ცოდნა.
გაცნობიერებული ექნება კვლევითი ტექსტების სტრუქ¬ტურულ-შინა¬არ¬სობრივი თავისებურებანი
საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ სხვა სასწავლო დისციპლინათა სფერო¬ებ-შიც.

ცოდნის პრაქტიაკში გამოყენება

შეეძლება ტექსტის ლინგვისტიკის მეთოდების გამოყენებით მიზნობ¬რივი ტექსტის შექმნა (დაწერა); ექნება
როგორც კვლევითი, ისე პუბლიცისტური ტექსტის წინასწარ განსაზღვრული პუბლიცისტური წყაროების და
მასალების მიხედვით შექმნის უნარი.
შეეძლება მიზნობრივი ტექსტისათვის მონაცემების შეგროვება, ანა¬ლი¬ზი და ინტერპრეტირება; ტექსტის
ელემენტების (შესავალი, ძირი¬თა¬დი ნაწილი, დასკვნები) ანალიზი, შესავლის სახეობათაგან კვლე¬ვის
სპეციფიკის შესაბამისი ტიპის შერჩევა, ძირითად ნაწილთან ლოგი¬კური დაკავშირება, კონკურენტუნარიანი
პუბლიცისტური, სოციალუ¬რი, პოლიტიკური, სამეცნიერო პრობლემათა შემცველი ტექსტის შექმ¬ნის მიზნით.

კომუნიკაციის უნარი

კვლევისა და წერის ცოდნითა და ტექსტის შექმნით შეძლებს კომუ¬ნიკა¬ციის დამყარებას როგორც


პროფესიონალებთან, ისე არასპეციალისტებთან - ფართო მკითხველ საზოგადოებასთან - მასობრივ მკითხველთან;
შეეძლება ტექსტის შექმნის ენობრივი და სტრუქტურული ასპექტების აღწერა-დახასიათება და წერითი და ზეპირი
ფორმით წარდგენა;
შეეძლება აკადემიური წერის პრობლემატიკასთან დაკავშირებული ახალი მეთოდების, მეთოდოლოგიების,
მითითებების, რეკომენდ¬ა¬ციების დამოუკიდებლად ათვისება.

სწავლის უნარი
შეეძლება კვლევისა და წერის, პუბლიცისტური ტექსტის შინაარსობ¬რივი, ფუნქციური, სტრუქტურული
საკითხების ცოდნის გაღრმავების საჭიროებათა განსაზღვრა და პუბლიცისტური ტექსტის კომპოზიციის უფრო
ღრმად გააზრება-გათავისების მიზნით სწავლის გაგრძელება;

ღირებულებები
შეეძლება კვლევისა და წერის ღირებულებათა ფორმირებასა და მიზნობრივი, განსაკუთრებით პუბლიცისტური,
სამეცნიერო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ტექსტის (სტატიის, წერილის, ნარკვევის, ესსეს და ა. შ.) აკადემიურ
სახეობათა პროფესიულ სფეროში დამკვიდრებაში მონაწილეობა.

შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

4
ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო
არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის


დაძლევა (შუალედური შეფასების 30 %-ს - არანაკლებ 21 ქულის დაგროვება).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 9 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა


და დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

FX შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე
სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება საბოლოო შეფასება

აქტივობა 52 ქულა შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა 30 ქულა 100 ქულა Commented [U1]: ქულების გადანაწილების პრინციპი
18 ქულა დატოვეთ უცვლელი.

აქტივობა აქტიურობა-52 ქულა, რომელიც შედგება:


ჯგუფში მუშაობის დროს სტუდენტის სააუდიტორიო აქტიურობა ფასდება
ერთი კვირის განმავლობაში 3 ქულით, სულ 14 ჯერ: 14x3=42 (პირველ
სასწავლო კვირას სტუდენტი არ ფასდება). მოწმდება სალექციო მასალის
ცოდნის დონე, აქტიურობის ხარისხი, დასმული შეკითხვების და პასუხების
ადეკვატურობა, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან
დაკავშირების უნარი, ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, ანალიზის
უნარი, განსახილველ საკითხთა მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის
ადეკვატურად გადმოცემის უნარი, ლოგიკურად და თანმიმდევრულად
მსჯელობის უნარი, დისკუსიაში მონაწილეობა, კამათის კულტურის
ფლობა, საშინაო და სააუდიტორიო დავალებების შესრულება და სხვ.)
ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:

თეორიული მასალა - 1,5 ქულა.


პრაქტიკული სამუშაო - 1,5 ქულა.
5
პრეზენტაცია 10 ქულა (სულ 1 პრეზენტაცია)
ერთი პრეზენტაცია ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით შემდეგი კრიტერიუმებით:
1. ტექსტის შინაარსი და კომპოზიცია - 5
2. ვიზუალური მხარე - 2
3. მართლმეტყველება - 1
4. კონტაქტი აუდიტორიასთან და მისი მართვა - 1
5. ინტერაქცია - 1

შუალედური გამოცდა შუალედური გამოცდის თითო ვარიანტში მოცემულია:


8 თეორიული საკითხი. თითოეული ფასდება 1 ქულით.
2 პრაქტიკული დავალება. თითო ფასდება 5 ქულით.
დავალება N 1.
ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთის არჩევა, თემის დაკონკრეტება,
საკვანძო დებულების, ორი არგუმენტისა და კონტრარგუმენტის დაწერა. – 5
ქულა.
დავალება N 2.
შეთავაზებულ დებულებაზე აბზაცის აგება, სტრუქტურის დაცვით.

დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის თითო ვარიანტში მოცემულია:


10 თეორიული საკითხი. თითოეული ფასდება 1 ქულით.
3 პრაქტიკული დავალება - თითოეული ფასდება ინდივიდუალურად,
სირთულის მიხედვით.
პრაქტიკული დავალება N 1.
მოცემული ტექსტის პერიფრაზირება და შეჯამება - 5 ქულა.
პრაქტიკული დავალება N 2.
ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთის არჩევა, თემის დაკონკრეტება,
საკვანძო დებულების, ორი არგუმენტისა და კონტრარგუმენტის დაწერა – 5
ქულა.
დავალება N 3.
ესეს დაწერა შეთავაზებული სათაურის მიხედვით - ფასდება 10 ქულით.
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. თ. ქავთარაძე, ნ. ქასრაშვილი, ნ. საღინაძე, ს. პატარიძე, თ. საბაური,
აკადემიური მუშაობის საფუძვლები, პრაქტიკული სახელმძღვანელო
სტუდენტებისთვის,თბილისი, 2018.
2.თ. ჯაგოდნიშვილი, ივ. ჯაგოდნიშვილი, მ. ვარდიაშვილი, აკადემიიური
წერა, თბილისი, 2008.
3. ქ.გოჩიტაშვილი, გ.შაბაშვილი, ნ.შარაშენიძე
აკადემიური წერა. თბილისი, 2010.
4. კაჭარავა, მარწყვიშვილი, ხეჩუაშვილი, აჯადემიური წერა დამწყებთათვის,
თბილისი, 2007.

დამხმარე ლიტერატურა 1. ლ. წულაძე, აკადემიური წერა, თბილისი, 2006


2. უ. ეკო, როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი, არეტე, 2014.

სასწავლო კურსის შინაარსი

სასწავლო სწავლა-სწავლების სთ. თემატიკა


6
კვირა მეთოდები
I ლექცია 2 ”აკადემიური წერის”
კვირა საგანი, ამოცანები:
”აკადემიური წერის” დისციპლინური
სათავეები; წერითი
მეტყველება და
ზეპირი მეტყველება;
წერითი მეტყველების
მიზნები; წერა და
კვლევა; კვლევა და
მისი მნიშვნელობა;
სამეცნიერო
ურთიერთობათა
სფერო;
2.გვ. 10 – 34.

ჯგუფში მუშაობა 1 სილაბუსის გაცნობა.


II ლექცია 1 ესე. არგუმენტირებული ესე.
კვირა საკვანძო დებულება. აბზაცი.
3.გვ. 48 – 106. 4.გვ. 45 -46.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.

III ლექცია 1 კრიტიკული აზროვნება.


კვირა 4.გვ. 68 – 78.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
IV ლექცია 1 მეცნიერება და კვლევა.
კვირა სამეცნიერო ეთიკა.
მეცნიერებათა დაყოფა.
ყოველდღიური და სამეცნიერო ცოდნა.
სამეცნიერო ტექსტის სახეობები.
1.გვ. 8 - 26
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
V ლექცია 1 სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა და ფორმატი.
კვირა სამეცნიერო ნაშრომის აგებულება.
თავფურცელი. განაცხადი. სარჩევი. შესავალი. ძირითადი ნაწილი.
დასკვნა. ბიბლიოგრაფია. დანართი.
1.გვ.27 – 38.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
VI ლექცია 1 მზადება სამეცნიერო ნაშრომისთვის.
კვირა რას ვწერთ, ვისთვის ვწერთ, რისთვის ვწერთ.
სათაურის შეჩევა.
თემის ლანდშაფტი.
შეფასების კრიტერიუმი.
რას უნდა მოიცავდეს ნაშრომი.

7
თემასთან დაკავშირებული წინარე ცოდნა.
1.გვ. 49 - 64
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
შუალედური გამოცდა 2 იხ.შეფასება
VII
კვირა
VIII ლექცია 1 სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება.
კვირა წყაროს მოძიების სტრატეგიები.
წყაროს ტიპების მახასიათებლები და მათი გამოყენების
შესაძლებლობები.
პირველადი, მეორეული და მესამეხარისხოვანი წყაროები.
1.გვ. 65 - 90
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
IX ლექცია 1 წყაროს კითხვა და დამუშავება.
კვირა კითხვის სტრატეგიები.
შემეცნებითი კითხვა და ანოტირება.
არგუმენტაცია და მსჯელობა.
როგორ ავაგოთ და წარმოვადგინოთ არგუმენტაცია.
როგორ წარვმართოთ არგუმენტირებული მსჯელობა.
რა გამოდგება მტკიცებულებად არგუმენტაციის გასავითარებლად.
1.გვ. 91 – 124.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
X ლექცია 1 წყაროების გამოყენება და დამოწმება.
კვირა პლაგიატი, მისი ფორმები და თავიდან აცილების გზები.
წყაროს ტექსტში ჩართვა: ციტატა, პარაფრაზი, რეზიუმე, მინიშნება.
წყაროების დამოწმება.
სქოლიოს დამატებითი დანიშნულება.
1.გვ. 125 – 154.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
ლექცია 1 სტილის საკითხები.
XI სტილის განსაზღვრა და სახეობები.
კვირა სამეცნიერო/აკადემიური სტილის თავისებურება და
მახასიათებლები.
სამეცნიერო სტილის 4 აკრძალვა და პრინციპები.
1.გვ. 155 – 173.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XII ლექცია 1 ნაშრომის დამუშავება და საბოლოო რედაქტირება.
კვირა ნაშრომის დამუშავება.
ნაშრომში არგუმენტების შემოწმება (წყაროები, ციტატების
სისწორე).
როგორ შევამოწმო არგუმენტები.
როგორ ვაქციოთ ნაშრომი ყველასათვის გასაგები და ზუსტი.
რას ნიშნავს Peer-review.
აკადემიური ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები.

8
საბაკალავრო ნაშრომი.
1.გვ. 175 – 195. 3.გვ.193 – 194.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XIII ლექცია 1 რეფერატი.
კვირა ტექსტის რეფერირება.
3.გვ. 181 – 192.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XIV ლექცია 1 სამეცნიერო ნაშრომის ზეპირი წარდგენა.
კვირა პრეზენტაციის მომზადების ეტაპები.
პრეზენტაციის სტრუქტურა.
პრეზენტაციის დამხმარე საშუალებები და მათი დანიშნულება.
პრეზენტაციის მსვლელობა.
1.გვ. 196 – 223.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XV ლექცია 1 ფუნქციური წერის ელემენტები.
კვირა საქმიანი წერილი.
СV
სამოტივაციო წერილი.
განცხადება.
1.გვ. 234 – 250.
ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო:
თემატური სავარჯიშოების შესრულება.
ლექცია 1 შემაჯამებელი ლექცია.
XVI კვირა გავლილი მასალის გამეორება.
ჯგუფში მუშაობა 2 პრეზენტაციები.
XVII- XVIII დასკვნითი გამოცდა-3
კვირა
XIX-XX დამატებითი გამოცდა ჩატარდება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5
კვირა დღეში

You might also like