You are on page 1of 30

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N 2 საჯარო

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამთა


როგავას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის
ანგარიში თემაზე:

„სსიპ ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის


ინკლუზიური გარემო“

2017-1018 სასწავლო წელი


1
სარჩაევი

შესავალი- ------------------------------------------------------------------------3

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ეტაპები -----3

კვლევის ვადები--------------------------------------------------------------------4

1 .თავი I--------------------------------------------------------------------------------------5

1.1.პრობლემის იდენტიფიცირება---------------------------------------------------------5

1.2.კვლევის მიზანი/საკვლევი საკითხები------------------------------------------------6

1.3.ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------------------6

2. თავი I I- კვლევის მეთოდოლოგია----------------------------------------------------8

3.თავი III- კვლევის შედეგები და მათი ინტერპრეტაცია-----------------------------15

3.1.მონაცემთა ანალიზი------------------------------------------------------------------15

3.2. კვლევის შედეგები---------------------------------------------------------------------15

4. .თავი IV----------------------------------------------------------------------------------16

4. 1. ინტერვენციები --------------------------------------------------------------------------------------16

4.2. ინტერვენციების შეფასება----------------------------------------------------------18

4.3. რეკომენდაციები------------------------------------------------------------------18

5.დანართები----------------------------------------------------------------------------19

6.ბიბლიოგრაფია----------------------------------------------------------------------30

7. რეფლექსია----------------------------------------------------------------------------30

2
შესავალი

როგორც ცნობილია, საზოგადოებასთან სსსმ და შშმ პირთა სათანადოდ ინტეგრაციის


თვალსაზრისით ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებულად ზრუნავს სახელმწიფო .
შესაბამისად , საჯარო სკოლებშიც რადიკალურად შეიცვალა მიდგომები. მიუხედავად ამისა,
რიგ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ამ კუთხით მატერიალურ-
ტექნიკური ბაზით სათანადოდ აღჭურვა, მასწავლებელთა გადამზადება, სპეცპედაგოგების,
სკოლის ფსიქოლოგების, მეტყველების თერაპევტების, სსსმ მოსწავლეთა ასისტენტების
გამოყოფა დღემდე ვერ ხერხდება.

ნაშრომი ეხება სსიპ ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში აღნიშნული კუთხით


გატარებული ღონისძიებების წარმოჩენას.

საკითხით დაინტერესება გამოიწვია როგორც პირადმა ინტერესმა, ისე


თვალშისაცემმა გარემოებამ (ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მაღალკონტიგენტიან სკოლაში
მხოლოდ ორი სსსმ მოსწავლე ირიცხება). სათანადოდ ჩაძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ
სსსმ მოსწავლეთა მშობლები შეგნებულად არიდებენ თავს მრავალრიცხოვან კლასში
მოსწავლეთა ჩარიცხვას.

ერთი სასწავლო წლის მანძილზე განხორციელებული დაკვირვების შედეგად ასეთ


დასკვნამდე მივედი:

სკოლის სოციალური გარემო უდავოდ პოზიტიურია, მაგრამ სასკოლო ცხოვრებაში


სსსმ მოსწავლეთა სრულყოფილად ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა :

ა). სკოლის რესურს ოთახის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სათანადოდ აღჭურვა.

ბ). მასწავლებელთა მიდგომების დახვეწა-შეცვლისა და სასკოლო საზოგადოების


ინფორმირებულობის მიზნით პერმანენტული ღონისძიებების გატარება.

წინამდებარე ნაშრომი გახლავთ კვლევის „სსიპ ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავას


სახელობის N2 საჯარო სკოლის ინკლუზიური გარემო“ ანგარიში .

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ეტაპები

 საკვლევი თემის განსაზღვრა, კვლევის მიზნის ჩამოყალიბება


 კვლევის პროცესის დოკუმენტირება - კვლევის დღიური ,დაკვირვება

3
 არსებული კვლევებისა და ლიტერატურის ანალიზი
 კვლევის მეთოდებისა და სამიზნე ჯგუფის შერჩევა
 კითხვარების შედგენა მშობლებისათვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის და
მათი გამოკითხვა
 მონაცემთა შეგროვება
 მონაცემთა ანალიზი
 ინტერვენციები
 ინტერვენციების შედეგები
 ინტერვენციების შეფასება
 გამოცდილების გაზიარება
 რეკომენდაციების შემუშავება

კვლევის ვადები

თებერვალ
დეკემბერ
ნოემბერი

აპრილი
იანვარი

ივნისი
N აქტივობა

მარტი

მაისი


საკვლევი თემის განსაზღვრა, ●
კვლევის მიზნის ჩამოყალიბება

კვლევის პროცესის
დოკუმენტირება - კვლევის
დღიური ,დაკვირვება

არსებული კვლევებისა და
ლიტერატურის ანალიზი

კვლევის მეთოდებისა და
სამიზნე ჯგუფის შერჩევა

კითხვარების შედგენა
მშობლებისათვის, სკოლის
ადმინისტრაციისთვის და მათი
გამოკითხვა

მონაცემთა შეგროვება

მონაცემთა ანალიზი

4
ინტერვენციები


ინტერვენციების შედეგები


ინტერვენციების შეფასება


გამოცდილების გაზიარება


რეკომენდაციების შემუშავება


თავი I

პრობლემის იდენტიფიცირება:
როგორც აღინიშნა, მიუხედავად საკითხისადმი სახელმწიფოს დონეზე არსებული
დადებითი მიდგომისა, ცალკეულ შემთხვევაში პრობლემას ვაწყდებით, ამიტომაც, ამ
კუთხით კონკრეტულ სკოლაში შესრულებული საქმიანობის ეფექტურობის შეფასება და მის
საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში საჭირო ცვლილებების
განხორციელება აუცილებელია.
აღნიშნული საკითხით ჩემი დაინტერესება გამოიწვია ერთმა ზემოხსენებულმა
მნიშვნელოვანმა დეტალმა. სკოლში, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი პირველთაგანია
მოსწავლეთა კონტიგენტის თვალსაზრისით, ირიცხება მხოლოდ ორი სსსმ მოსწავლე.
მოცემული კვლევა სწორედ სკოლის ინკლუზიური გარემოს საწყისი მონაცემების
შეგროვების მცდელობას წარმოადგენს. სკოლის საჭიროების გამოვლენისას პირადი
ინტერესებიც მამოძრავებდა, რამდენადაც ჩემი შვილი, რომლის დიაგნოზიცაა F84.0( ბავშვთა
აუტიზმი), 2018-19 სასწავლო წელს უნდა დარეგისტრირდეს ზემოაღნიშნული სკოლის
პირველ კლასში ჩასარიცხად და 2019-20 სასწავლო წლიდან ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში.
კვლევის დაწყებამდე თანამშრომლობისთვის მივმართე სკოლის ადმინისტრაციას,
ფოკუს ჯგუფთან (სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, სპეც მასწავლებელი)

5
ინტერვიუმ შემაძლებინა შესაბამისი კითხვარების შედგენა და კვლევის ეტაპების სწორად
წარმართვა
კვლევის მიზანი/საკვლევი საკითხები;

აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ინკლუზიური განათლების


რეფორმის ფარგლებში სსიპ ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის #2 საჯარო
სკოლაში ინკლუზიური გარემოს შექმნის თვალსაზრისით განხორციელებული აქტივობების
შეფასებას, სკოლის საჭიროებების გამოვლენას - პრობლემის იდენტიფიცირებას. .

შესაბამისად, კვლევის ამოცანები გახლავთ მონაწილე მხარეთა (სკოლის


ადმინისტრაცია, მასწავლებლები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
მოსწავლეთა მშობლები, ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეთა მშობლები)
მოსაზრებების შესწავლა შემდეგ საკითხებზე:
– ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი საკანონმდებლო ბაზა;
– ინკლუზიური განათლების პრაქტიკული განხორციელება საჯარო სკოლის დონეზე
სათანადო გარემოს შექმნით;
– ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ღირებულებათა სისტემა;
– ინკლუზიური განათლების მოდელის შესახებ სხვადასხვა მონაწილე მხარეთა
(ადმინისტრაცია,მასწავლებელი, მშობელი) მოსაზრებების შედარებითი ანალიზი.

ლიტერატურის მიმოხილვა

კვლევის წარმართვისას ვიხელმძღვანელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ


პროექტის ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა
და გადამზადების სისტემაში" ფარგლებში განხორციელებული კვლევით: „ინკლუზიური
განათლების მაჩვენებლები საქართველოში“. აღნიშნული კვლევა განხორციელდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და
კვლევის სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების „ინკლუზიური
განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების
სისტემაში“ ფარგლებში. ავტორებთან შეთანხმებით, კვლევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად
გამოყენებულ იქნა ევროკავშირის ქვეყნებში 2009 – 2011 წლების განმავლობაში
ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის „გზა ინკლუზიისკენ - ბარომეტრი“ კითხვარი და
მეთოდოლოგია.
ჩემი კვლევაც მიყვება ზემოხსენებულ ხაზს, რიგ შემთხვევაში კითხვარები
შედგენილია მოცემული წყაროს სპეციფიკის გათვალისწინებით.

6
აღნიშნულ კვლევაში დეტალურად არის განხილული ინკლუზიური განათლების
კუთხით მსოფლიოში ეტაპობრივად განხორციელებული ღონისძიებები. ყველასთვის
ცნობილია, რომ 1994 წელს სალამანკის დეკლარაციამ და 12 წელიწადში (2006 წელს) -
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
უფლებათა კონვენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სპეციალური საჭიროებების მქონე
ადამიანთა განათლებისადმი დამოკიდებულება. სალამანკის დეკლარაციით სათავე დაედო
ინკლუზიური განათლების მოდელის საყოველთაოდ აღიარების პროცესს. აღნიშნული
მოდელის თანახმად, ყველა ადამიანი, განურჩევლად შესაძლებლობებისა და
შეზღუდვებისა, განათლებას უნდა იღებდეს თანატოლებთან (უმრავლესობასთან) ერთად.
საქართველოში ინკლუზიური განათლება განათლების რეფორმის ერთ-ერთ
პრიორიტეტულ მიმართულებად 2006 წლიდან იქცა. დღეისთვის განათლების მოცემული
მოდელი სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა.
საქართველოში 2006 წლიდან დაწყებული, ზოგადი განათლების საფეხურზე და 2013 წლის
თებერვლიდან, პროფესიული განათლების საფეხურზეც ინკლუზიური განათლების
მოდელით სწავლება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებად
განიხილება.
კვლევისას ასევე ვისარგებლე:
ა). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების
დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს პროგრამის „
განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტით:
„სენსიტიური ჯგუფის ბავშვთა სკოლაში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორთა
კვლევა“(2014 წ.)
ბ). „World Vision“-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტის «კავკასიის სუბ-
რეგიონული შშმ ბავშვების სოციალური ინკლუზია» მასალებით.
საკითხავი ლიტერატურით:
ა). ინკლუზიური განათლება, MAC GEORGIA, თბ., 2017;
ბ).ინკლუზიური განათლების პრინციპები, თამარ გაგოშიძე, თინათინ ჭინჭარაული,
ქეთევან ფილაური, მაია ბაგრატიონი, თბ., 2008;
გ). ინკლუზიური განათლება, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, თბ., 2009.
ჩემთვის მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდა სატრენინგო მასალა: „სკოლის ბაზაზე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“, რომლის ერთი თავი(16-40გვ.)პედაგოგიურ
კვლევებს ეხება.

საკვლევ საკითხზე მუშაობის დაწყებამდე შევაჯერე ჩემ ხელთ არსებული


ლიტერატურა და კვლევის პროცესი მათი ანალიზის ფონზე წარვმართე.
7
თავი I I

კვლევის მეთოდოლოგია

1.კვლევის მონაწილეები

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია;


სპეცპედაგოგი, მე-3ბ კლასისა და მე-7გ კლასის მასწავლებლები, მშობლები;

2. სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:

ა) სკოლის ადმინისტრაცია;

ბ) III ბ და VII გ კლასების მასწავლებლები;

გ). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მშობლები;

დ). ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეთა მშობლები;

ე). სპეცმასწავლებელი.

აღნიშნული კვლევით სარგებელს მიიღებენ როგორც კონკრეტული კლასების (III, VII)


მოსწავლეები, მშობლები თუ მასწავლებლები, ისე მთლიანად სკოლა და განსაკუთრებით
მომავალი თაობები, რადგანაც, ერთი მხრივ, რამდენადაც საჯარო სკოლებში სსსმ
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი იზრდება, სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლეთა რიცხვიც
იმატებს(თუმცა, ამჯერად მხოლოდ ორი მოსწავლე ირიცხება საკვლევ სკოლაში), მეორე
მხრივ, ზოგადად სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხვედრითი წილი დღითიდღე
აღემატება წინა მონაცემს (მაგალითისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყოველი 68
ბავშვიდან ერთი აუტისტური სპექტრის აშლილობით იბადება, ხშირია სხვა სახის
დარღვევათა მაჩვენებელიც). ამდენად, მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა სკოლისთვის
პრიორიტეტულ ამოცანად უნდა იქცეს.

3. ვადები

2017-2018 სასწავლო წელი.

ა) მონაცემების შეგროვების მეთოდების აღწერა (დაკვირვება, ინტერვიუ,

ანკეტირება, ფოკუს ჯგუფი, შემთხვევის ანალიზი და სხვა)

8
გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი(ანკეტირებით), ისე თვისობრივი( დაკვირვება) კვლევის
მეთოდი; ფოკუს ჯგუფთან ინტერვიუ.

ბ) მონაცემების დამუშავების მეთოდების აღწერა

ანკეტირებით დაახლოებით 30-მდე ადამიანი გამოიკითხა. შედგა 30 ინტერვიუ კვლევის


რიცხობრივი მონაცემების ასახვისთვის ვარგისია 30-ვე ანკეტის პასუხები.

რესპოდენტების რაოდენობის განაწილება:

• 3 ადმინისტრაციის წარმომადგენელი(იხ.დანართი I);


•9 პედაგოგი(იხ.დანართი II);
• 2 სსსმ მოსწავლის მშობელი(იხ.დანართი III);
•1 სპეცპედაგოგიპედაგოგი(იხ.დანართი I);
•15 ტიპური განვითარების მოსწავლის მშობელი(იხ.დანართი IV);

მასწავლებლებისა და ტიპური განვითარების მოსწავლეთა მშობლების მონაცემთა


გასაანალიზებლად გამოვიყენე კოდირების სისტემა, ჯერ აღვნუსხე მსგავსი სამიზნე
ჯგუფების თითოეული კითხვის პასუხის რაოდენობრივი მაჩვენებელი, შემდეგ კი
პროცენტულად გამოვთვალე. მონაცემების კოდირებული და პროცენტული მაჩვენებელი
ასეთია:

maswavleblis kiTxvari
diax ara nawilobriv SeniSvna
1 5 4

2 9

3 6 3

4 2 4

5 2 7

6 9

7 9

8 9

9 9

10 5 4

11 9

12 9

9
13 9

14 9

15 9

16 6 3

17 6 3

18 4 5

19 2 7

20 9

21 9

მასწავლებლის კითხვარი
დიახ არა ნაწილობრივ

ვიჩენ საკმარის ინიციატივას მშობელთან 60%


0%
ურთიერთობისას 40%
ვითვალისწინებ მშობლის საჭიროებებსა და 100%
0%
მოთხოვნებს 0%
საკმარისია თუ არა სსსმ მოსწავლის 67%
0%
მშობლის მხარდაჭერა და ჩართულობა… 33%
90%
ვმუშაობ მშობელთან შეთანხმებულად 0%
10%

არის თუ არა მშობელი მიმდინარე 23%


0%
პროცესით კმაყოფილი
77%

ვიღებ შესაბამის ზომებს, საჭიროების 100%


შემთხვევაში ზოგი მშობლისთვის ჩემთან 0%
შეხვედრის შიშის დასაძლევად. 0%

თავისუფლად შემიძლია განვიხილო 100%


წარმოქმნილი პრობლემები სკოლის 0%
ადმინისტრაციასთან 0%

ბავშვები აღიარებენ მათგან განსხვავებული 100%


ბავშვების მიღწევებს და ერიდებიან მათ 0%
დისკრიმინაციას, ბულინგს 0%

10
ვიჩენ უმცირესობებისადმი თანასწორ 100%
0%
დამოკიდებულებას .
0%

განსხვავებულობას განვხილავ, როგორც 56%


მდიდარ რესურსს სხვადასხვა აქტივობის 0%
შესრულებისას და არა როგორც პრობლემას 44%

სკოლაში განსხვავებულობის პატივისცემა 100%


უფრო მეტად ხდება, ვიდრე „ნორმასთან“ 0%
შესაბამისობის ხაზგასმა, 0%

მივმართავ სხვადასახვა სტრატეგიას სსსმ 100%


ჯგუფებისადმი არსებულ სტერეოტიპებთან 0%
საბრძოლველად 0%

ბავშვების მიღწევებს ვაფასებ მათ საკუთარ 100%


შესაძლებლობებთან მიმართებით და არა 0%
სხვების მიღწევებთან შეფარდებით 0%

ვეწინააღმდეგები დაბალი მიღწევის 100%


გამომხატველი დამამცირებელი 0%
იარლიყების გამოყენებას 0%

საჭიროების შემთხვევაში ვცდილობ 100%


გავამარტივო სასწავლო პროგრამა, 0%
მასალები და მოვარგო ისინი მოსწავლის… 0%

ვარ თანმიმდევრული, მაგრამ არ ვარ 100%


მეტისმეტად სწორხაზოვანი ჩემ მიერ 0%
დაწესებული წესებისა და მოლოდინების… 0%

ვაძლევ ბავშვს არჩევანის უფლებას, 100%


საშუალებას, თუ უჭირს არჩევანისგაკეთება, 0%
ვეხმარები, რომელიმე ვარიანტის… 0%

მიზანმიმართულად ვაკეთებინებ ბავშვს 67%


კარგ რამეს და შემდეგ განსაკუთრებულად 0%
ვაჯილდოვებ 33%

როდესაც ბავშვს რამე სოციალურ წესს 23%


ვასწავლი ვიყენებ ფრაზას "წესია რომ"_ 0%
აუცილებლად ვუხსნი რატომ უნდა… 77%

ვამარტივებ მეტყველებას განსაკუთრებით 100%


მაშინ როდესაც გაღიზიანებული ან 0%
გულდაწყვეტილია 0%

11
გავივლი ტრენინგს ინკლუზიურ 100%
0%
განათლებასთაბ დაკავშირებით
0%

ტიპური განვითარების მოსწავლის მშობლის კითხვარი


diax ara nawilobriv SeniSvna
1 15

2 15

3 10 5

4 8 7

5 10 5

6 15

7 15

8 4 1 10

9 12 3

10 15

11 13 2

12 15

13 14 1

14 14 1

15 15

16 15

17 15

18 15

12
19 15

20 15

ტიპური განვითარების მოსწავლის მშობლის კითხვარი

დიახ არა ნაწილობრივ

20%

მასწავლებლები იჩენენ საკმარის


100%
ინიციატივას ყველა მოსწავლესთან ურთ- 0%
იერთობისას
მასწავლებლები ითვალისწინებენ ჩემი 100%
შვილის საჭიროებებსა და ჩემს მოთხოვნებს 0%
საკმარისია თუ არა ჩემი მხარდაჭერა და
70%
ჩართულობა საკუთარი შვილის სასწავლო
პროცესში? 30%
ბავშვთან ვმუშაობ მასწავლებლებთან 55%
შეთანხმებულად 45%

ვარ თუ არა მიმდინარე პროცესით 70%


0%
კმაყოფილი?
30%

ვიღებ შესაბამის ზომებს, საჭიროების 100%


შემთხვევაში ზოგ მასწავლებელთან 0%
მოსწავლის შიშის დასაძლევად. 0%

ბავშვები აღიარებენ მათგან განსხვავებული 67%


ბავშვების მიღწევებს და ერიდებიან მათ 1%
მიმართ დისკრიმინაციული ან… 32%

თავისუფლად შემიძლია განვიხილო 100%


წარმოქმნილი პრობლემები სკოლის 0%
ადმინისტრაციასთან

13
სკოლაში განსხვავებულობის პატივისცემა 60%
უფრო მეტად ხდება, ვიდრე „ნორმასთან“ 0%
შესაბამისობის ხაზგასმა 40%

მასწავლებლები სხვადასხვა სტრატეგიას 100%


მიმართავენ სსსმ ჯგუფებისადმი არსებულ 0%
სტერეოტიპებთან საბრძოლველად 0%

ბავშვების მიღწევებს აფასებენ მათ საკუთარ 67%


შესაძლებლობებთან მიმართებით და არა 0%
სხვების მიღწევებთან შეფარდებით 33%

მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან დაბალი 100%


მიღწევის გამომხატველი დამამცირებელი 0%
იარლიყების გამოყენებას 0%

სკოლაში გაკვეთილების დაგეგმვისას 90%


გათვალისწინებულია განსხვავებული 0%
წარმომავლობის, გამოცდილების,…

„სპეციალური საგანმანათლებლო 80%


საჭიროების “ პოლიტიკა მიმართულია 2%
ყველასთვის თამაშისა და სწავლის… 0%

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე %


ბავშვის კლასში არსებობა უარყოფითად 100%
მოქმედებს სხვა მოსწავლეების სასწავლო… 0%

ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა მოსწავლეებს 0%


100%
ნაკლები ყურადღება ეთმობა?
0%

ხომ არ არის შეზღუდული შესაძლებლობა 0%


100%
გადამდები
0%
ხომ არ ფიქრობთ, რომ მიბაძავენ დანარჩენი
მოსწავლეები სსსმ ბავშვის ქცევას და ამით 0%
100%
მშობლისთვის არასასურველ უნარ-ჩვევას
0%
აითვისებენ

ხომ არ არის თქვენი შვილის კლასში სსსმ 0%


100%
მოსწავლე აგრესიული
0%

14
თავი III

კვლევის შედეგები და მათი ინტერპრეტაცია;

მონაცემთა ანალიზი: ანკეტირებამ გამოკვეთა სკოლის როგორც მატერიალური, ისე


სოციალური გარემოს მდგომარეობა. ადმინისტრაციიდან ინდივიდუალურად
გამოკითხულთა შედეგები დაემთხვა ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა, მათ შორის
სპეც პედაგოგის, და მშობელთა შედეგებიც ადმინისტრაციასთან მიმართებით ემთხვევა
როგორც ადმინისტრაციის, ისე ერთმანეთის მონაცემებს.
„უბრალო დაკვირვების“ მეთოდის გამოყენებით სასწავლო წლის მანძილზე
ვაკვირდებოდი სკოლაში შექმნილ ინკლუზიურ გარემოს. ამან შემაძლებინა, შემედარებინა
საკუთარი დასკვნები ანკეტირებით მიღებულ შედეგებთან, ანკეტების პასუხების სანდოობა
შემეფასებინა,
კვლევის შედეგები :
სკოლის ორივე სსსმ მოსწავლე კომუნიკაციისა და მეტყველების შეზღუდვით
ხასიათდება. ორივე ინტეგრირებული სწავლების პროგრამით სარგებლობს. სრულად არის
ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მათთან მასწავლებლები ინდივიდუალური სასწავლო
გეგმებით მუშაობენ, სსსმ მოსწავლეთა მასწავლებლები თანამშრომლობენ როგორც
სპეცმასწავლებელთან და სხვა კოლეგებთან, ისე მშობლებთან. არსებობს 5 კაცისგან
შემდგარი შიდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად ამოწმებს ინდივიდუალურ
სასწავლო გეგმებს, ეცნობა მოსწავლეებზე ინფორმაციას, შეაქვს კორექტირება სხვადასხვა
საკითხში. მშობლები კმაყოფილნი არიან მასწავლებლების საქმიანობით. ისინი სურვილს
გამოთქვამენ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით ტრენიინგის გავლის თაობაზე.
ამის საჭიროებას ხედავს გამოკითხულ მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობაც.
თანატოლთა მხრიდან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის შემთხვევები არ ფიქსირდება, ისინი
ზრუნავენ თავიანთ კლასელებზე, მათი მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულნი
პოზიტიური სოციალური გარემოს შექმნაში. სკოლას აქვს ერთიანი ხედვა ინკლუზიურ
განათლებასთან დაკავშირებით და შეძლებისდაგვარად უწყობს ხელს შესაფერისი
ინკლუზიური გარემოს შექმნას. უნდა აღინიშნოს ამ კუთხით სოციალური პროექტების
განხორციელების თვალსაზრისით ბიოლოგიის მასწავლებლის, ნინო ბერიშვილის, უდიდესი
როლი, რომელიც ცდილობს სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებულi სინდრომის შესახებ
სკოლის საზოგადოების იფორმირებაsa da ცნობიერების ამაღლებას.

ადმინისტრაციის კითხვარის მონაცემთა შეჯერებისას გამოიკვეთა საზოგადოების


ინფორმირებულობის კუთხით გასატარებელ პერმანენტულ ღონისძიებათა მეტი დოზით

15
ჩატარების საჭიროება. რესურს ოთახის აღჭურვილობის აღწერამ კი გამოავლინა შემდეგი
ხარვეზები:
1. გამოსაყოფია სათანადო ადაპტირებული ოთახი, თავისუფალი სივრცით (არსებული
რესურსოთახი შეუფერებელია სსსმ მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ეფექტურად და
სრულად ჩართვისთვის);
2. სკოლის ფსიქოლოგი;
3. მეტყველების თერაპევტი;
რაც შეეხება სხვა ჩამოთვლილ რესურსებს, საჭიროებისამებრ მეტნაკლებად
აღირიცხება მონაცემთა ბაზაში. რამდენადაც ჯერ-ჯერობით შშშმ პირი არ ირიცხება
სკოლაში, შესაბამისად, ადაპტირებული ავეჯითაც არ არის აღჭურვილი ოთახი, თუმცა, არის
დივანი, რომელზეც მოსწავლეები ახერხებენ მოსვენებას. სკოლაში შშშმ პირებს პანდუსით
სარგებლობა შეუძლიათ, 2018 სასწავლო წლიდან ადაპტირებული საპირფარეშოც
იფუნქციონირებს. სკოლაში არ ირიცხებიან „სენსორული შიმშილის“ მქონე მოსწავლეები,
ამიტომაც ანკეტაში მითითებული რესურსების ნაწილი არ ფიქსირდება, თუმცა საჭიროების
შემთხვევაში დირექცია მზაობას გამოთქვამს მათ შესაძენად.

თავი IV

ინტერვენციები

intervencia I

ფოკუსჯგუფთან ინტერვიუ (სკოლის ადმინისტრაცია, სპეცმასწავლებელი)

მიზანი: ინკლუზიური განათლების დანერგვისას არსებული პრობლემების


იდენტიფიცირება;

აღწერა: 2017 წლის ნოემბერში, საკვლევი თემის შერჩევისთანავე ფოკუსჯგუფთან ვიმსჯელე


სამიზნე ჯგუფის შერჩევის, პრობლემის იდენტიფიცირების საკითხებზე. გარდა ამისა,
მაინტერესებდა, თუ რა იყო მიზეზი საკვლევ სკოლაში სსსმ მოსწავლეთა სიმცირისა.
ადმინისტრაციის მხრიდან არგუმენტირებული პასუხი მივიღე. მშობლები არიდებენ თავს
მრავალრიცხოვან კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვას, რადგან, ფიქრობენ, რომ სათანადოდ
ინტეგრირება ვერ მოხერხდება.

ინტერვენცია II

სამიზნე ჯგუფის მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვა

მიზანი: სკოლის ინკლუზიურ გარემოზე დეტალური ინფორმაციის შეგროვება


16
აღწერა: მთელი დეკემბერი მოვანდომე სათანადო კითხვების შედგენას. მასწავლებლები
გამოვკითხე იანვარში, მათი მონაცემების შეგგროვება-დამუშავებას მოუნდა თებერვლის თვე.
ანალიზი:

ანკეტების შეჯერებისა და გაანალიზების შედეგად დავასკვენი, რომ სკოლის


ორივე სსსმ მოსწავლე კომუნიკაციისა და მეტყველების შეზღუდვით ხასიათდება. ორივე
ინტეგრირებული სწავლების პროგრამით სარგებლობს. სრულად არის ჩართული
საგაკვეთილო პროცესში. მათთან მასწავლებლები ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით
მუშაობენ, სსსმ მოსწავლეთა მასწავლებლები თანამშრომლობენ როგორც
სპეცმასწავლებელთან და სხვა კოლეგებთან, ისე მშობლებთან.მშობლები კმაყოფილნი არიან
მასწავლებლების საქმიანობით. ისინი სურვილს გამოთქვამენ ინკლუზიურ განათლებასთან
დაკავშირებით ტრენინგის გავლის თაობაზე. ამის საჭიროებას ხედავს გამოკითხულ
მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობაც. თანატოლთა მხრიდან დისკრიმინაციისა და
ჩაგვრის შემთხვევები არ ფიქსირდება, ისინი ზრუნავენ თავიანთ კლასელებზე, მათი
მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პოზიტიური სოციალური გარემოს შექმნაში.

ინტერვენცია III

კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების დაძლევის გზების ძიება

მიზანი: არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა

აღწერა: საკვლევი თემის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემის მოგვარებაში ჩემი, როგორც


სკოლის თანამშრომლისა და საკითხით დაინტერესებული პირის როლი განისაზღვრა
შემდეგნაირად:

ვთანამშრომლობ სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან, რომ

ა). შევქმნათ პროექტი, რომელიც წარედგინება როგორც საქართველოს განათლებისა და


მეცნიერების სამინისტროს, ისე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა სათანადო
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად ფუნდამენტური ცვლილებები
განხორციელდეს.

ბ). დაიგეგმოს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად სოციალური პროექტები .

ბ). მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ ტრენინგზე, რომელიც ინკლუზიურ


განათლებას ეხებოდა, მათთან შეთანხმებით დავარეგისტრირე როგორც სამიზნე ჯგუფის ,
ისე ,ზოგადად, სკოლის 10 მასწავლებელი (უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს
სკოლის სამმა პედაგოგმა მაკა აკობიამ, ლელა ლემონჯავამ და თამთა როგავამ საკუთარი

17
ინიციატივით, როგორც საკითხით დაინტერესებულმა პირებმა, გავიარეთ MAC GEORGIAS
მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე: „ინკლუზიური განათლება“, რომლის მასალებიც
პირადად დამეხმარა კვლევის წარმართვაში (იხ. დანართი V).

ვუშუამდგომლე პოლონურ ორგანიზაცია „ვერდას“, რომელიც შშმ და სსსმ პირთა


საზოგადოებასთან სათანადოდ ინტეგრირებით არის დაკავებული, რათა ქალაქ ზუგდიდის
N 2 საჯარო სკოლაში 2019-20 სასწავლო წლისთვის ჩატარებულიყო მასწავლებელთათვის
მასტერკლასები.

ინტერვენციების შეფასება

ინტერვენციის პირველი და მეორე ეტაპი საინტერესოდ წარიმართა. კოლეგებთან


თანამშრომლობამ გამიადვილა კითხვარების შედგენა, სკოლის ინკლუზიურ გარემოზე
დეტალური ინფორმაციის მოპოვება , პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების
დასახვა.

ინტერვენციის მესამე ეტაპზე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, თუმცა მრჩება განცდა,


რომ ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები არასაკმარისია, მეტი წილი მომავალში
გასახორციელებელ აქტივობას მოიცავს. სამწუხაროა, რომ სოციალური პროექტების
განხორციელება ჩემი უშუალო მონაწილეობით ვერ შედგა ამ სასწავლო წელს, თუმცა,
როგორც ზემოთ აღინიშნა, მასწავლებლებთან ერთად ვმუშაობ ამ კუთხით არსებული
ხარვეზის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს, ნინო
ბერიშვილს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მას ყურადღების მიღმა არ რჩება ამა თუ იმ
სინდრომისადმი მიძღვნილი არც ერთი საერთაშორისოდ აღიარებული დღე (2 აპრილი, 21
მარტი და სხვ. ) .

რეკომენდაციები:
საკითხის შესწავლისა და ინტერვენციის განხორციელების შემდეგ უპრიანია გაიცეს
ასეთი რეკომენდაციები:
1. სკოლის სოციალური გარემო უდავოდ პოზიტიურია, მაგრამ მატერიალურ-
ტექნიკური ბაზით სათანადოდ აღსაჭურვად, საჭიროა მოხერხდეს დამატებითი რესურსების
მოძიება გამოვლენილი საჭიროებების შესავსებად.
2. მასწავლებელთა მიდგომების დახვეწა-შეცვლის მიზნით ჩატარდეს ტრენინგები
ინკლუზიური განათლების კუთხით.
18
3. სკოლაში ხშირად დაიგეგმოს სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები .

დანართები

დანართი1.

სკოლის ადმინისტრაციისა და სპეცმასწავლებლის კითხვარი

რესურს ოთახის აღჭურვილობა

რესურსის დასახელება დიახ AAარა ნაწილობრივ შენიშვნა

ადაპტირებული ოთახი და
ავეჯი

მრავალფეროვანი
თვალსაჩინო სასწავლო
მასალა

აუდი-ვიდეო აპარატურა,
მაგნიტოფონი

კომპიუტერი, პრინტერი,
ქსეროქსი.

სკოლის ფსიქოლოგი

სპეციალური პედაგოგი

ბარათები

მეტყველების თერაპევტი

მოძრავი ანბანი და წიგნები

მაგნიტური დაფა

ილუსტრირებული წიგნები

ხალიჩა

საძერწი

ქაფი

ციმციმა ნათურა

პუფი

კინეტიკური ქვიშა

19
სკოლის სოციალური გარემო

სკოლის პრიორიტეტი დიახ არა ნაწილობრივ შენიშვნა

მოსწავლეებსა და მათ
მშობლებს აქვთ
უფლება მიიღონ
ინფორმაცია სკოლაში
დაგეგმილი და
მიმდინარე პროცესების
შესახებ.

სკოლის სოციალური
გარემოს შესაბამისი
ინფორმაციით
უზრუნველსაყოფად
სკოლა იყენებს
სხვადასხვა
საშუალებას, მათ
შორის, საინფორმაციო
პლაკატებს,
შეხვედრებსა და
მსჯელობებს მშობელთა
კრებებზე, შესაბამის
აქტივობებს
გაკვეთილებზე
ბავშვებთან

სკოლა ხელს უწყობს


ინკლუზიური
განათლების შესახებ
დამკვიდრებული
არასწორი
20
დამოკიდებულებების,
შიშების და
ცრურწმენების
გაქარწყლებას

სასკოლო გარემოს
წესები მინიმალური და
ყველასათვის გასაგებია,
წესების შემუშავებაში
ბავშვები და მათი
მშობლებიც/მეურვეებიც
მონაწილეობენ
არსებობს მკაფიო და
ერთიანი ხედვა
დისციპლინასა და
სკოლიდან გარიცხვასთან
დაკავშირებით.

არსებობს დოკუმენტი
სსსმ მოსწავლეთა ჩაგვრის
შესახებ, რომელიც
დეტალურად
აღწერს, რომელი ქცევა
არის მისაღები და
რომელი - მიუღებელი,

სსსმ მოსწავლეთა ჩაგვრის


შემთხვევების აღრიცხვა
წარმოებს სისტემატურად.

ბავშვები ჩართულები
არიან სსსმ მოსწავლეთა
ჩაგვრის აღმკვეთი და
მინიმუმამდე დამყვანი
რეგულაციების შექმნაში.

21
ინკლუზიური
განათლების სწორად
წარსამართად სკოლას
გააჩნია ფინანსური
რესურსი, რომელიც
მიზნობრივად ნაწილდება
.

დანართი2.

მასწავლებლის კითხვარი

დიახ არა ნაწილობრივ შენიშვნა

ვიჩენ საკმარის ინიციატივას მშობელთან ურთ-


იერთობისას

ვითვალისწინებ მშობლის საჭიროებებსა და


მოთხოვნებს

საკმარისია თუ არა სსსმ მოსწავლის მშობლის


მხარდაჭერა და ჩართულობა მოსწავლის სასწავლო
პროცესში?

ვმუშაობ მშობელთან შეთანხმებულად

არის თუ არა მშობელი მიმდინარე პროცესით


კმაყოფილი?

ვიღებ შესაბამის ზომებს, საჭიროების შემთხვევაში


ზოგი მშობლისთვის ჩემთან შეხვედრის შიშის
დასაძლევად.

თავისუფლად შემიძლია განვიხილო წარმოქმნილი


პრობლემები სკოლის ადმინისტრაციასთან

ბავშვები აღიარებენ
მათგან განსხვავებული ბავშვების მიღწევებს და
ერიდებიან მათ დისკრიმინაციას, ბულინგს

ვიჩენ უმცირესობებისადმი თანასწორ

22
დამოკიდებულებას .
განსხვავებულობას განვხილავ, როგორც მდიდარ
რესურსს სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას და
არა როგორც პრობლემას
სკოლაში განსხვავებულობის პატივისცემა უფრო
მეტად ხდება, ვიდრე „ნორმასთან“ შესაბამისობის
ხაზგასმა,
მივმართავ სხვადასახვა სტრატეგიას სსსმ
ჯგუფებისადმი არსებულ სტერეოტიპებთან
საბრძოლველად. კერძოდ, ვერიდები ბავშვების
ცოდნისა და კომპეტენციის აღსაწერად მკვეთრი
დიფერენციაციის გამოყენებას

ბავშვების მიღწევებს ვაფასებ მათ საკუთარ


შესაძლებლობებთან მიმართებით და არა სხვების
მიღწევებთან შეფარდებით

ვეწინააღმდეგები დაბალი მიღწევის გამომხატველი


დამამცირებელი იარლიყების გამოყენებას

საჭიროების შემთხვევაში, ვცდილობ გავამარტივო


სასწავლო პროგრამა, მასალები და მოვარგო ისინი
მოსწავლის შესაძლებლობებს.

ვარ თანმიმდევრული,მაგრამ არ ვარ მეტისმეტად


სწორხაზოვანი ჩემ მიერ დაწესებული წესებისა და
მოლოდინების მიმართ.

ვაძლევ ბავშვს არჩევანის უფლებას,


საშუალებას, თუ უჭირს არჩევანის გაკეთება,

23
ვეხმარები, რომელიმე ვარიანტის არჩევასა და
შესრულების პროცესში.

მიზანმიმართულად ვაკეთებინებ ბავშვს კარგ რამეს


და შემდეგ განსაკუთრებულად ვაჯილდოვებ.

როდესაც ბავშვს რაიმე სოციალურ წესს ვასწავლი,


ვიყენებ ფრაზას „წესია, რომ ______”. აუცილებლად
ვუხსნი, რატომ უნდა შეასრულოს ეს წესი.

ვამარტივებ მეტყველებას, განსაკუთრებით მაშინ,


როდესაც ბავშვი გაღიზიანებული ან
გულდაწყვეტილია.

გავივლი ტრენინგს ინკლუზიურ განათლებასთან


დაკავშირებით

დანართი 3.

სსსმ მოსწავლის მშობლის კითხვარი


diax ara nawilobriv SeniSvna
მასწავლებლები იჩენენ საკმარის ინიციატივას
ჩემთან ურთიერთობისას

მასწავლებლები ითვალისწინებენ ჩემი შვილის


საჭიროებებსა და ჩემს მოთხოვნებს

საკმარისია თუ არა ჩემი მხარდაჭერა და


ჩართულობა საკუთარი შვილის სასწავლო
პროცესში?

ბავშვთან ვმუშაობ მასწავლებლებთან


შეთანხმებულად

ვარ თუ არა მიმდინარე პროცესით კმაყოფილი ?

ვიღებ შესაბამის ზომებს, საჭიროების


შემთხვევაში ზოგ მასწავლებელთან მოსწავლის
შიშის დასაძლევად

თავისუფლად შემიძლია განვიხილო


წარმოქმნილი პრობლემები სკოლის
ადმინისტრაციასთან

ბავშვები აღიარებენ მათგან განსხვავებული

24
ბავშვების მიღწევებს და ერიდებიან მათ მიმართ
დისკრიმინაციული ან დამამცირებელი
სახელების გამოყენებას

სკოლაში განსხვავებულობის პატივისცემა უფრო


მეტად ხდება, ვიდრე „ნორმასთან“ შესაბამისობის
ხაზგასმა,
მასწავლებლები სხვადასხვა სტრატეგიას
მიმართავენ სსსმ ჯგუფებისადმი არსებულ
სტერეოტიპებთან საბრძოლველად.
ბავშვების მიღწევებს აფასებენ მათ საკუთარ
შესაძლებლობებთან მიმართებით და არა სხვების
მიღწევებთან შეფარდებით
მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან დაბალი
მიღწევის გამომხატველი დამამცირებელი
იარლიყების გამოყენებას

რა სახის პრობლემები გექმნებათ თქვენს


შვილებთან:

ქცევის პრობლემა

სწავლის პრობლემა

უმიზეზო გაღიზიანება

ურთიერთობის დეფიციტი

გარემოცვა, მეგობრები

სხვა პრობლემა (აღწერეთ)

სკოლაში აქტივობების დაგეგმვისას


გათვალისწინებულია განსხვავებული
წარმომავლობის, გამოცდილების, მიღწევების ან
ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების

25
მონაწილეობა.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების“


პოლიტიკა მიმართულია თამაშის და სწავლის
განვითარებაზე ყველასთვის და გარიყვის
მინიმუმამდე დაყვანაზე
რა სახის პრობლემა აქვს თქვენს შვილს?

მრავალმხრივი შეზღუდვა (როგორც გონებრივი,


ასევე ფიზიკური)

მხედველობის შეზღუდვა (სათვალის


გამოყენების მიუხედავად)

სმენისშეზღუდვა (სასმენი აპარატის გამოყენების


მიუხედავად)

შეზღუდვები სიარულსა და მოძრაობაში

სწავლის უნარის დაქვეითება ან


ინტელექტუალური შეზღუდვა

შეზღუდვები თვითმოვლაში (ბანაობა, ჩაცმა)

კომუნიკაცია/მეტყველების შეზღუდვა

სხვა ( გთხოვთ დააზუსტოთ )

გავივლი ტრენინგს ინკლუზიურ განათლებასთან


დაკავშირებით

დანართი4.

ტიპური განვითარების მოსწავლის მშობლის კითხვარი

დიახ არა ნაწილობრივ შენიშვნა

მასწავლებლები იჩენენ საკმარის ინიციატივას


ყველა მოსწავლესთან ურთიერთობისას

26
მასწავლებლები ითვალისწინებენ ჩემი შვილის
საჭიროებებსა და ჩემს მოთხოვნებს

საკმარისია თუ არა ჩემი მხარდაჭერა და


ჩართულობა საკუთარი შვილის სასწავლო
პროცესში?

ბავშვთან ვმუშაობ მასწავლებლებთან


შეთანხმებულად

ვარ თუ არა მიმდინარე პროცესით კმაყოფილი ?

ვიღებ შესაბამის ზომებს, საჭიროების


შემთხვევაში ზოგ მასწავლებელთან მოსწავლის
შიშის დასაძლევად.

თავისუფლად შემიძლია განვიხილო


წარმოქმნილი პრობლემები სკოლის
ადმინისტრაციასთან

ბავშვები აღიარებენ
მათგან განსხვავებული ბავშვების მიღწევებს და
ერიდებიან მათ მიმართ დისკრიმინაციული ან
დამამცირებელი სახელების გამოყენებას

სკოლაში განსხვავებულობის პატივისცემა უფრო


მეტად ხდება, ვიდრე „ნორმასთან“ შესაბამისობის
ხაზგასმა,
მასწავლებლები სხვადასხვა სტრატეგიას
მიმართავენ სსსმ ჯგუფებისადმი არსებულ
სტერეოტიპებთან
საბრძოლველად.
ბავშვების მიღწევებს აფასებენ
მათ საკუთარ შესაძლებლობებთან მიმართებით
და არა სხვების მიღწევებთან შეფარდებით

მასწავლებლები ეწინააღმდეგები ან დაბალი


მიღწევის გამომხატველი დამამცირებელი
იარლიყების გამოყენებას

27
სკოლაში აქტივობების დაგეგმვისას
ათვალისწინებულია განსხვავებული
წარმომავლობის, გამოცდილების, მიღწევების ან
ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების
მონაწილეობა.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების“


პოლიტიკა მიმართულია ყველასთვის თამაშისა
და სწავლის განვითარებასა და გარიყვის
მინიმუმამდე დაყვანაზე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის


კლასში არსებობა უარყოფითად მოქმედებს სხვა
მოსწავლეების სასწავლო მიღწევებზე;

ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა მოსწავლეებს


ნაკლები ყურადღება ეთმობა მასწავლებლების
მხრიდან;

ხომ არ არის შეზღუდული შესაძლებლობა


გადამდები?

ხომ არ შიშობთ, რომ მიბაძავენ დანარჩენი


მოსწავლეები სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე ბავშვის ქცევას და ამით,
მშობლებისთვის არასასურველ უნარ-ჩვევბს
აითვისებენ?

ხომ არ არის თქვენი შვილის კლასში


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე
აგრესიული?

გავივლი ტრენინგს ინკლუზიურ განათლებასთან


დაკავშირებით

დანართი V

28
ბიბლიოგრაფია

1. „ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში“, კვლევის ანგარიში, 2013;


2. „სენსიტიური ჯგუფის ბავშვთა სკოლაში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორთა
კვლევა“, 2014 ;

29
3. „World Vision“-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტის «კავკასიის
სუბ-რეგიონული შშმ ბავშვების სოციალური ინკლუზია» მასალები, 2014
4. ინკლუზიური განათლება, MAC GEORGIA, თბ., 2017;
5. ინკლუზიური განათლების პრინციპები, თამარ გაგოშიძე, თინათინ ჭინჭარაული,
ქეთევან ფილაური, მაია ბაგრატიონი, თბ., 2008;
6. ინკლუზიური განათლება, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, თბ., 2009.
„სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“, 2013

რეფლექსია:

როგორც ზემოთ აღინიშნა, საკვლევ საკითხზე მუშაობის დაწყებამდე შევაჯერე ჩემ


ხელთ არსებული ლიტერატურა და კვლევის პროცესი მათი ანალიზის ფონზე წარვმართე.
კვლევის მასალების აღნუსხვისას სისტემატურად ვთანამშრომლობდი როგორც
დირექტორთან, ისე სპეცმასწავლებლთან. მათგან მივიღე კონკრეტული რჩევები კითხვების
ფორმულირების, მონაცემთა აღნუსხვის თვალსაზრისით, ვეცადე, მათი რეკომენდაციების
საფუძველზე შემევსო და კორექტირება შემეტანა ჩემს საქმიანობაში.

საბოლოო შედეგები სლაიდების სახით გავაცანი საკითხით დაინტერესებულ პირებს.


კვლევის ანგარიშის თემები , ჩემი მიგნებები, დასკვნები, გამოვლენილი პრობლემები,
პრობლემის გადაჭრის გზები ჩამოვაყალიბე თეზისებად და ასე მივაწოდე კოლეგებს. მათგან
არაერთი საინტერესო რჩევა მივიღე. მასწავლებლების თქმით, აუცილებელია ეფექტური
ინტერვენცია გამოვლენილი ხარვეზის - სკოლის რესურს ოთახის სათანადოდ აღჭურვა-
აღმოსაფხვრელად, თუმცა სათანადო უწყებათა ფინანსური დახმარების გარეშე ამ
პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მათ გამოხატეს საკუთარი პოზიცია ამ კუთხით
გასახორციელებელ პროექტებში აქტიურად ჩართვის თაობაზე.

მიუხედავად მცირეოდენი ხარვეზებისა და შენიშვნებისა, პუბლიკამ ჩემი მუშაობა


დადებითად შეაფასა. ვეცდები, მომავალი სასწავლო წელი დავუთმო არსებული
ნაკლოვანებების შევსებას.

30

You might also like