You are on page 1of 7

არა ძალადობას!ძალა უფლებას!

ქორწინება ყველა ადიმიანის ცხოვრებაში


მნიშვნელოვანი მოვლენაა.ქორწინება მხოლოდ
სიყვარულზე არაა აგებული,დაქორწინებულ წყვილს
შორის უნდა იყოს პატივისცემა, ურთიერთგაგება და
სხვა.დღეს ძალიან ხშირია ნაადრევად
დაქორწინებული წყვილების რიცხვი.ხშირად ასეთი
ქორწინება ტრაგიკულად სრულდება.ნაადრევი
ქორწინება შეიძლება დასრულდეს სიკვდილით ან
ხშირ შემთხვევაში განქორწინებით.ეს იმის მიზეზია
რომ ქორწილამდე წყვილი არ იაზრებს თავის
მოვალეობებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ.არ ფიქრობენ იმაზე თუ რამდენად
შეძლებენ ოჯახური მოვალეობების თავის
გართმევას.ოჯახი დიდ პასუხისმგებლობას
მოითხოვს, ხოლო ხშირად ახალდაქორწინებული
წყვილი ვერ უძლებს ცხოვრებისეულ გამოცდას და
ამიტომ ჩდნება მათ ურთიერთობაში ბზარი,მაგრამ
ასეთი ქორწინების შემდეგ ხშირია ქმრის ძალადობა
ცოლზე.ამის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს
ბევრი რამ როგორიცაა:მამაკაცის ეჭვიანობა,ცოლის
აზრის უგულველყოფა და სხვა გამოწვევი მიზეზები.
ნაადრევი ქორიწნება მძიმე არის ძალიან
გოგონებისთვის,ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი
თავის განვითარებას, წარმოჩენას,სწავლის
გაგრძელებას,მუშაობის დაწყებას,რადგან ამას ან
ქმრის ოჯახი უკრძალავს ან თვით ქმარი.ეს
გოგონასთვის ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი
ვითარებაა.ამ ყველაფერს თავი რომ
დავანებოთ,ხშირად 18 წლამდე მიუღწეველ გოგონებს
ათხოვებენ ძალით. მოზარდისთვის ეს კი ორჯერ
უფრო საშიშია როგორც ფიზიკურად ასევე
ფსიქოლოგიურად.ფსიქოლოგიურად ის ვერ ხვდება
რომ ის ძალადობის მსხვერპლია და არააქვს იმის
ძალა რომ მშობლებს შეეწინააღმდეგოს.იძულებითი
ქორწილის შემდეგ ჩდება ბავშვის გაჩენის საკითხი
რომელიც 15 16 წლის მოზარდებისთვის ძალიან
საშიშია,რადგან მათი ორგანიზმი მოუმწიფებელია და
ბავშვის განაყოფიერებისთვის და გაჩენითვის მზად
არარის,შესაბამისად გოგონას ჯამრთელობა რისკის
ქვეშ ექცევა. სწორედ ამიტომაა ხშირი აბორტები.ამ
წლის მაჩვენებლით კი დაახლოებით 39 ათასი ახალი
სიცოცხლე მოკლეს და ეს მაჩვენებელი უფრო და
უფრო იზრდება.ნაადრევ ქორწინებას ნეგატიური
ბევრი რამს აქვს ჩამოსათვლელი მაგრამ ასევე აქვს
დადებითი მხარეც. ახალგზარდა წყვილი ძალიან
მალე ეჩვევა და სწავლობს დამოუკიდებლობას,
თავისით იწყებს როგორც თავის ასევე ოჯახის
რჩენას,მაგრამ ასეთი ოჯახების რიცხვი ძალიან
ცოტაა.ხელისუფლება უნდა იცავდეს
არასრულწლოვან გოგონებს,ძალდატანებითი
ქორწინებისგან.

ბულიგნი
ბულინგი არის ინგლისური სიტყვა და ქართულად
ნიშნავს ჩაგვრას.ბულინგი ხშირია სკოლის
მოსწავლეებში.ბულიგნი გამოიხატება როგორც
ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად.
1-ფიზიკური:/ხელის კვრა,დარტყმა,და დაზიანებების
მიყენება/
2-ვერბალური:/დამცინავი სიტყვებით
მოხსენება,შეუარცყოფა./
3-ფარული:/შენიღბული დამალული
ბულინგი,მოქმედებს ფარულად,მიაყენოს ზიანი
კონკრეტულს ადამიანს,რეპუტაცია შეულახოს და
დაამცირის საზოგადოების წინაშე./
4კიბერბულიგნი:/ციფრული ტექნოლოგიების
გამოყენებით ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით
განხორციებული ქმედება./

ბულიგნის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი


ვინმე ვინც სხვებისგან რაღაცით
გამოირჩევა,განსხვავებულია.ამას განაპირობებს
სხვადასხვა ფაქტორი,მაგალითად:ზოგს არააქვს
ეკონომიკურად იმის საშუალება რომ
ძვირადღირებული ტანსაცმლით ან აქსესუარებით
იაროს, ამიტომ პირი რომელსაც ეს პრობლემა გააჩნია
ხშრიად ხდება ბულინგის მსხვერპლი.
წონა. ბავშვი რომელიც სხვებისგან განსხვავებით
ჩაპუტკუნებულია ან ადამიანი რომელიც სათვალეს
ატარებს ეს და სხვა მრავალი მიზეზი რის გამოც
ხდება ბავშვი,მოზარდი ბულიგნის მსხვერპლი.
ბულიგნის მოტივაცია,ის რომ რომელიმე პირმა თავის
თანატოლზე იძალადოს მრავალია. ეს შეიძლება იყოს
კონკურენცია,ლიდერობისთვის
ბრძოლა,დამორჩილება.ასეთი მოზარდი ხშრიად
ცდილობს ბრძანებლობას და ვინც მას არ
დაემორჩილება მუქარას ან თუნდაც ფიზიკურ
შეხებას იწყებს.ასეთი ადამიანი ირჩევს კრიმინალურ
გზას და ხდება მკვლელი.ეს რომ არ მოხდეს
მშობლებმა და მასწავლებლებმა თუნდაც
მოსწავლეებმა უნდა ვიბრძოლოთ ამ პრობლემის
აღმოფხვირსთვის.
როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოს
სკოლებშიც ებრძვიან ძალადობას,ბულინგს.
ბავშვები რომლებიც სხვას,თავიანთ თანატოლებს
აბულინგებენ,რაღაცის ნაკლებობა გააჩნიათ ის
არააქვთ რაც თავიანთ მსხვერპლს ააქვთ და ამით
ცდილობენ რომ თავი დაიმკიდრონ
საზოგადოებაში,მაგრამ ის ვერ ხვდება რომ ამ
საქციელით ის ვერ მიაღწევს ამას.ამიტომ ჭირდება
მშობლის დახმარება.ჩემი რჩევა მშობლებისთვის
იქნება შემდეგი:
გაიგეთ რა სურს თქვენ შვილს,რაუნდა მას რომ
მიაღწიოს ცხოვრებაში,დაეხმარეთ მას საკუთარი
თავის პოვნაში,მიეცით ცხოვრებისეული
რჩევები,გახსენით თქვენი შვილი თქვენს
მიმართ,გაიგეთ რაზე წუხს, რატომ არის ჩაკეტილი,
მოუსმინეთ, რჩევა მიეცით და აჩვენეთ გზა ნათელი
მომავლისკენ, სადაც ძალადობა არიქნება.ასევე
ზუსტად რჩევა მასწავლებლებს: იქიდან გამომდინარე
რომ მეც მოსწავლე ვარ შემიძლია გირჩიოთ შემდგეი
რამ რომელიც ჩემთან და სხვა თანატოლებთან
ავცილებლად გაჭრის. კლასში ძალიან ბევრი ბავშვია
რომელსაც რა თქმა უნდა სხვადასხვა ხასიათი
გააჩნია.ზოგი ჩაკეტილია ზოგი გახსნილი და ა.შ.
შესაბამისად ეცადეთ ჩაკეტილი ბავშვი გახსნათ,
დაელაპარაკეთ ცალკე მას და გაიგეთ რასურს და რა
არის მისი ასეთი ჩაკეტვის მიზეზი. აგრესიული
თვისებების მქონე ბავშვისგან გაიგეთ თუ რაარის
მისი ასეთი აგრესიის მიზეზი მიეცით რჩევები და
ჩემი აზრით ამის შემდეგ შემცირდება ძალადობის
რიცხვი კლასში და სკოლაში.
ასევე მინდა დავამატო რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ
არ ვიმჩნევთ ძალადობას.ამის მიზეზია შიში და
რატომ,როდესაც ნებისმიერი ასაკის პირი მივდივართ
ქუჩაში და ვხედავდ ძალადობას იმ ადგილს იმ წამსვე
ვერიდებით, რატომ? გვეშინია,გვეშინია იმის თუ
მოძალადე პირი ჩვენ არ მოგვიბრუნდეს და ვაი თუ
მშველელი არავინ არ იქნა? გვეშინია მოვლენის
ფატალურად დასრულების,ეს არამხოლოდ ჩვენი
სიცოცხლის გამო ხდება არამედ ჩვენი ოჯახის გამოც.
ასევე სკოლაშიც ბევრჯერ მინახავს რომ ვიღაცას
აბულინგებდნენ და რამდენს გაუვლია გვერდი ან
გაჩერებულან და იგივეს იმეორებდნენ და უფრო
მეტად თრგუნავდნენ მსხვერპლს.
ჩემი მოთხოვნა იქნება ნუ დავხუჭავთ თვალს!ნუ
ვიქნებით თანამონაწილე ძალადობის!ვიპოვოთ გზა
ამ პრობლემის გადაჭრისთვის და გავათავისუფლოთ
ქვეყანა კრიმინალებისგან!არა ძალადობას!
ძალაუფლებას! შენ, მე, ჩვენ შეგვიძლია ეს შევაჩეროთ!

You might also like