You are on page 1of 2

სოციალური პროექტის გეგმა

სოციალური პროექტის ხელმძღვანელი


სახელი გვარი - ზაზა ჯალაღონია
რაიონი - სამეგრელო ზემო-სვანეთი
სკოლა - სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა
ქალაქი - ზუგდიდი
თემის დასახელება - „ იზრუნე გარემოზე ჯანმრთელი მომავლისათვის „
თემის მონახაზი - ეკოლოგიური ცნობიერების დონის ამაღლება
დონე/კლასი - დაწყებითი/ 6ბ კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო - 2 კვირა (11.11.2019 – 22.11.2019 )
აზროვნების ზედა დონის უნარები:
დაგეგმვა,ორგანიზება,კვლევა,თანამშრომლობა,კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება

პრობლემა/პროექტის აქტუალურობა -
საზოგადოებაში დაბალია ეკოლოგიური ცნობიერების დონე თუ რატომ იწვევს გარემოს
დაბინძურება დაავადებებს?
რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება?
რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება?
რატომ არის ჩვენი ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები?
რა არის გარემო?
იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას?
იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი?

პროექტის მიზნები/შედეგები
1. მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება
2. ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტის შექმნა
3. პროექტის დასრულების შემდეგ ამაღლდება ცნობიერების დონე ეკოლოგიაზე ,როგორც
მოსწავლეებში ასევე საზოგადოებაში
4. ისეთი უნარების განვითარება, რომელიც აკავშირებს მოპსწავლეებს ცხოვრების
მიზნებთან

პროექტის მდგრადობა -
პროექტი მდგრადია ვინაიდან ეკოლოგია არის აქტუალური.ადამიანები უნდა
უფრთხილდებოდნენ ბუნებას და ზრუნავდნენ მასზე.

თემის შინაარსი-
1.ეკო პრობლემის ამსახველი ფოტოები.
2.პრობლემის იდენტიფიცირება
3.მოსწავლეებტან ერთად განვიხილავთ მოპოვებულ ინფორმაციას.
4.ვგეგმავთ გამოკითხვას საზოგადოებასთან
5.ხდება ფუნქციების გადანაწილება.
6.მოსწავლეები ატარებენ გამოკითხვას ,ამზადებენ ბუკლეტებს, სანიშნებს, სადაც
განთავსებული იქნება მოკლე ინფორმაცია სხვადასხვა ცხოველებსა და ფრინველებზე,
მცენარეებზე.
7. მოეწყობა პრეზენტაცია სკოლაში
რისკები
1. მოსწავლეთა დემოტივაცია
2. უარი გამოკითხვის ჩატარების დროს
3. დროის უქონლობა
4. ტექნიკური პრობლემები
შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები
1. ეკოლოგიური წიგნიერება - გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი
დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას , რაც იმას ნიშნავს რომ, მოსწავლემ უნდა
გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების
მიმართ,შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში
2, სოციალური და სამოქალაქო წიგნიერება- გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში
ინტეგრირებისათვის აუცილებელ ისეთ უნარების ჩამოყალიბებას ,როგორიცაა :
თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება,კრიტიკული აზროვნება,შემოქმედებითი
აზროვნება,შემწყნარებლობა,სხვისი უფლებების პატივისცემა

პროექტის კალენდარი
1.მოპოვებული ინფორმაციის განხილვა
2,გამოკითხვის დაგეგმვა-ჩატარება
3.ფუნქციების გადანაწილება
4.ბუკლეტებისა და სანიშნების დარიგება
5.პრეზენტაცია სკოლაში

სოციალური საჭიროებები:
1.მითითებების მიცემა ინფორმაციის,სტატისტიკური მონაცემების მოპოვებისას.
2. ბუკლეტებისა და სანიშნების დიზაინის მოფიქრება
3.ფოტომასალის შექმნა -მოძიება
4.ფილმის ჩვენება

You might also like