You are on page 1of 5

სოციალური პროექტი

1. პროექტის სახელწოდება : არა ძალადობას

(პროექტის ხანგრძლივობა 1თვე)

2. ღონისძიების ჩატარების ადგილისა და დროის განსაზღვრა: 2019 წლის ოქტომბერი - ნოემბერი

3. პროექტის ხელმძღვანელი, საფეხური/კლასი:

სხულუხია ნანა, საშუალო X კლასი

4.პრობლემა/პროექტის აქტუალურობა

 დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდთა


სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს იყო წინა თაობაში. ასე
რომ, როლური ურთიერთობები და თუნდაც ჯერ კიდევ გაუაზრებლად, მაგრამ
სხვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილიც ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ
ასაკში იჩენს თავს. ბულინგი მოზარდებს შორის ძალადობაა. ბავშვთა
საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი
მოზარდი. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ,
ამიტომ სრულიად შესაძლებელია ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათ ერთი შეხედვით
ჩვეულებრივი ქმედებები ბულინგის ქმედებების ანალოგიური იყოს. ამავე დროს
მათ ხშირ შემთხვევაში არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან, რა საჭირო
ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან
ასაცილებლად.

5.პროექტის მიზნები:

 მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებულ ინფორმაციის დამუშავება


ტექნოლოგიების გამოყენებით;
 გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, დასკვნების გამოტანა;
 პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული
ინფორმაციის გაზიარება, როგორც თანატოლებთან, ისე ფართო
საზოგადოებისათვის.
8. თემის შინაარსი:

პროექტის პირველ ეტაპზე ვაწყობთ ფილმის ერთობლივად ჩვენებას სოციალური პრობლემის


ბულინგის თემაზე და ვმართავ დისკუსიას.

პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილი არიან 4 ჯგუფად. გადანაწილებული აქვთ


ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, კიბერბულინგი,
ფიზიკური ბულინგი.მოგროვილ მასალას თავს უყრიან პროგრამაPowerPoint-ში.

მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახარისხებენ, ალაგებენ შინაარსობრივად,ატარებენ ქუჩის


გამოკითხვას, სტუმრობენ სამართლებრივ ორგანოებს და საავადმყოფოებს ბულინგის მსხვერპლთა
და მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენად, ადგენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას.ბოლოს
აწყობენ დასრულებული პროექტის პრეზენტაციას სკოლის საკონფერენციო დარბაზში სასურველი
ფორმატით.

9. პროექტის მდგრადობა
პროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. მასწავლებელი
ხომ მოსწავლეებს უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ
სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე
საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ამიტომაც პროექტის შემდგომ პერიოდში
რეგულარულად მოხდება პროექტის თემაზე სამუშაო შეხვედრები, ჯგუფური დისკუსიები,
ფილმის ჩვენება და ანალიზი. ვფიქრობ ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული და სრულფასოვანი
მოქალაქისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

10. პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები


პროექტის მსვლელობისას ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:
 ქუჩის გამოკითხვის ჩასატარებლად დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი;
 ინტერვიუერის მხრიდან უარი;
 ტექნოლოგიური პრობლემა (მაგ:მოსწავლის ოჯახში ინტერნემომსახურების
გათიშვა,ელექტროენერგიის გამორთვა ცენტრალიზებულად ოჯახში და ან სკოლაში).

11. ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები


 ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება;(პირველი კვირა)
 ფილმის ჩვენება ერთობლივად და დისკუსია;(პირველი კვირა)
 ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში,მოძიებული ინფორმაციის
შენახვა,დახარისხება,დამუშავება ელექტრონულ ფორმატში;(მეორე კვირა)
 სოციალური ქსელით რეგულარული თანამშრომლობა (დახურული ჯგუფის
საშუალებით); (რეგულარულად)
 ქუჩის გამოკითხვა, ინტერვიუები სამართალდამცავ და სამედიცინო დაწესებულებებში;
(მესამე კვირა)
 პროექტის პრეზენტაციის მოწყობა.(მეოთხე კვირა)

12. სპეციალური საჭიროებები


 მივცემ დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად;
 მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ;
 მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით;
 ჯგუფებში შეირჩევა ლიდერი.

13. შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები


პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დკვირვებას მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, თითოეული
მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას.
საჭიროების შემთხვევაში მივცე მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი.პროექტის
დასასრულს მოხდება შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ექნება
განმავითარებელი ხასიათი. შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის
მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება კითხვარის
გამოყენებით.თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ შეაფასონ თავიანთი
როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე
მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მე,როგორც
პროექტის ხელმძღვანელს, დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში.

14. რესურსები:
 კომპიუტერი (ები), ფოტოკამერა, ინტერნეტკავშირი, პროექტორი, ტელეფონი, ფორმატები,
თაბახის ფურცლები, მარკერები,
 ადამიანური რესურსები : მშობლები, საზოგადოება, მედიცინისა და პოლიციის მუშაკები.

15. მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა: რა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის?

თემატური კითხვები: რა არის ბულინგი?

როგორი ფორმით შეიძლება განხორციელდეს?

როგორი ავტორიტეტით სარგებლობს სკოლაში მოძალადე?

ვის შეუძლია მოზარდებს შორის ძალადობის შეჩერება?

შინაარსობრივი კითხვები: ბულინგის რომელი სახეებია ნაჩვენები სიტუაციაში?

დაასახელეთ პერსონაჟები, რომელთა ადგილზე ყოფნასაც არ ისურვებდით? რატომ?

რას გააკეთებდით ,თუ ასეთი სიტუაცია თქვენს კლასში ან თქვენს ეზოში შეიქმნებოდა?

ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოზარდებს შორის განვითარებული დაპირისპირების გამო?

16. პროექტის მსვლელობა

1. I სამუშაო შეხვედრა (მომზადების ეტაპი)

პირველ შეხვედრაზე შევთავაზე პროექტის განხორციელების იდეა, ჩამოვწერეთ საპროექტო


თემების ჩამონათვალი. მივეცი საშუალება თვითონ შეერჩიათ მათთვის საინტერესო თემა. შედგა
ჯგუფები და გადანაწილდა საქმიანობები.

2. II სამუშაო შეხვედრა ერთობლივად მოვაწყვე ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენების შემდეგ


გავმართეთ დისკუსია მოცემულ საკითხზე, ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ.

3. III სამუშაო შეხვედა-

ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, დახარისხება, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში.

4 . IV სამუშაო შეხვედრა - რეგულარულად

სოციალურ ქსელით რეგულარული თანამშრომლობა (დახურული ჯგუფის საშუალებით)


მოსწავლის  მუშაობს თუ არა მოსწავლე თანმიმდევრულად დამოუკიდებლად ან
სამუშაო ჩვევები სხვებთან ერთად? ცდილობს თუ არა იგი სხვებს
დაეხმაროს? როგორ აკეთებს ამას?
 რამდენად წარმატებით ცდილობს იგი ითხოვოს და მიიღოს საჭირო
დახმარება? ვისგან იღებს დახმარებას?
 არის თუ არა მოსწავლე დავალებაზე კონცენტრირებული თუ ადვილად
ეფანტება ყურადღება?
 აქტიურად ერთვება თუ არა იგი პრობლემის გადაწყვეტაში?

5. V სამუშაო შეხვედრა

ქუჩის გამოკითხვა, ინტერვიუები სამართალდამცავ და სამედიცინო დაწესებულებებში.

6 . VI სამუშაო შეხვედრა

ინტერვიუების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება.

7. VII სამუშაო შეხვედრა

პროექტის პრეზენტაციის მოწყობა, დისკუსია, შეჯამება-შეფასება.

მოსწავლის შეფასების რუბრიკა პროექტზე მუშაობის დროს

სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში ეძებს საინტერესო მასალას, აგროვებს და 2


ახარისხებს ინფორმაციას, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით
თვალსაჩინოებას ქმნის და პრეზენტაციას აკეთებს.

ფლობს საკომუნიკაციო უნარებს, მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული და 2


შემოქმედებითი აზროვნება.

აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ფლობს ჯგუფური მუშაობის 2


უნარებს.

ასაბუთებს მოკვლეული მასალის აქტუალურობას, ადარებს წინარე ცოდნას და 2


გამოყოფს ახლის აქტუალურობას.

თანაგუნდელებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას , მათთან ერთად ქმნის 2


თვალსაჩინოებებს, შეხვედრების დროს აქტიურად არის ჩართული დისკუსიაში.

ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი

ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს ინდივიდუალურად დააკვირდით


მოსწავლის  ცდილობს თუ არა მოსწავლე ახსნას თავისი მოსაზრებები?
მოსაზრებები  ამყარებს თუ არა იგი თავის მტკიცებულებებს?
 სერიოზულად განიხილავს და იყენებს თუ არა იგი სხვების
წინადადებებსა და მოსაზრებებს?

კომუნკაცია  საუბრობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციის დაზუსტების და სხვებთან


კომუნიკაციის მიზნით?
 კომფორტულად გრძნობს თუ არ იგი თავს როგორც „მოსაუბრის“, ისე
„მსმენელის“ როლში?
 აქვს თუ არა მას გამბედაობა მოხსენებით წარდგეს მთელი კლასის
წინაშე?
 შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოხერხებულად წარმოადგინოს, როგორც
ჯგუფის მიერ შეთანხმებული მოსაზრება, ისე საკუთარი ნააზრევი?
 შეუძლია მას გააერთიანოს და შეაჯამოს ინდივიდუალური ან ჯგუფური
ნააზრევი?

თანამშრომლობა  ანაწილებს თუ არა ჯგუფი დავალებას წევრებს შორის?


 თანხმდება თუ არა ჯგუფი დავალების შესრულების დასაწყებად საჭირო
გეგმაზე ან სტრუქტურაზე?
 ითხოვს თუ არა ჯგუფი დროს იმისთვის, რომ ჯგუფის ყველა წევრი
კარგად გაერკვეს დავალებაში?
 იყენებს თუ არა ჯგუფი მიცემულ დროს პროდუქტიულად?
 ეხმარება თუ არა ჯგუფი ყოველ წევრს?
 ფიქრობს თუ არა ჯგუფი ჯგუფური ნამუშევრის დოკუმენტირებაზე?
იძლევა თუ არა ჯგუფი ლიდერობის უნარის განვითარების საშუალებას?

You might also like