You are on page 1of 2

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის

მე-8 კლასის მოსწავლეთა კრების


ოქმი N

კრების დაწყების დრო: 15 სთ


კრებას ესწრებოდა: 4 მოსწავლე
არ ესწრებოდა : 0 მოსწავლე
კრებას თავმჯდომარეობდა: ნ. ხარშილაძე
კრების მდივანი: მ. ძინძიბაძე

კრება გახსნა კრების თავმჯდომარემ, მან თანაკლასელებს გააცნო დღის


წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის
დამატება.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხრე: 4
წინააღმდეგი: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარდგენილი სახით.
დღის წესრიგი:
1. მოსწავლეების თანამშრომლობა გაკვეთილებზე (ონლაინ
გაკვეთილებზე)
საკითხი ნომერი 1. მოსწავლეთა თანამშრომლობა გაკვეთილებზე.
მომხსენებელი: კლასის ხელმძღვანელი.
მოისმინეს: კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს ესაუბრა იმის სესახებ , თუ
რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეტა თანამაშრომლობა, წესების დაცვა ,
როგორც ჩვეულებრივ, ასევე ონლაინ გაკვეთილებზე. მან მოსწავლეებთან
ერთად განიხილა ის ინციდენტი, რომელიც მოხდა მათემატიკის ონლაინ
გაკვეთილზე. დამრიგებელმა მოსწავლეებს შეხსენა, რომ პატივი სცენ
ერთმანეთის აზრს, როდესაც ერთი მოსწავლე პასუხობს ან ყვება გაკვეთილს ,
მასწავლებლის უკითხავად ნუ ჩაერევიან და ნუ მისცემენ ერთმანეთს
შენიშვნებს. აზრი გამოითქვა აღნიშნული საკითხის ირგვლივ. მან აღნიშნა, რომ
გაკვეთილზე არ ხდება არანაირი „ბულინგი“. საქმე იმაშია, რომ ინტერნეტის
არადამაკმაყოფილებელი სიჩქარის გამო ერთის ხმა მოდის დაგვიანებით,
მაშინ როცა მეორეს უკვე მოსმენილი აქვს, ამის გამო ხდება შეპასუხება - რატომ
ჩაეჭრა ლაპარაკში.
ნ. ხარშილაძემ აღნიშნა, რომ მათემატიკის ონლაინ გაკვეთილზე
მასწავლებელმა კითხვა დაუსვა მას, როდესაც ის პასუხობდა მისი ამხანაგი
თვითნებურად ჩაერთო, რის გამოც მოხდა შელაპარაკება.
მ. ძინძიბაძემ აღნიშნა, რომ ასეთი რამ მეორედ არ განმეორდება და
თვითნებურად არ ჩაერთვება საუბარში გაკვეთილის მსვლელობისას.
კენჭი ეყარა წარდგენილ წინადადებას
მომხრე: 4
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის შედეგად კრებამ დაადგინა:
1. მოსწავლეებმა ითანამშრომლონ გაკვეთილებზე და პატივი სცენ ერთმანეთის
აზრს.
დრის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის ამოწურვასთან დაკავშირებით
კრება დასრულდა.
კრების დასრულების დრო: 16:00 სთ
კრების თავმჯდომარე ნ. ხარშილაძე
მდივანი: მ. ძინძიბაძე

You might also like