You are on page 1of 3

გაკვეთილის რეფლექსია

სსიპ ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის


#1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ნონა ხუფენია საგანი:
რუსული ენა გაკვეთილის
თემა: История разных вещей . История шахмат. სწავლების საფეხური:
საბაზო კლასი : VIII
მოსწავლეთა რაოდენობა: 9 სსსმ
მოსწავლე: არ ირიცხება

მასწავლებლის მიერ მიღწეული შედეგების გაანალიზება და შეფასება

2019 წლის 1 მაისს ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი მე-8 კლასში თემაზე: „История
шахмат“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვისა და ლაპარაკის უნარების
განვითარება,ლექსიკის გამდიდრება. კონკრეტულად, მათ უნდა წაეკითხათ ტექსტი და
გაეაზრებინათ შინარსი სხვადასხვა აქტივობებითა და ნაცნობი ლექსიკო-გრამატიკული
კონსტრუქციების გამოყენებით. ძირითადად უნდა ემუშავათ წყვილში, რაც ხელს შეუწყობდა
მათში წყვილებში მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
გაკვეთილის მიზანი იყო მკაფიოდ, რეალისტურად ჩამოყალიბებული და მიღწევადი.
მორგებული იყო კლასის საჭიროებებს და გამომდინარეობდა ესგ-ის სტადარტიდან,
მისაღწევი შედეგებისა და მათი ინდიკატორების გათვალისწინებით.

გაკვეთილზე დასახული მიზნის მიღწევა განვახორციელე. მოსწავლეებმა კითხვის


სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით მოახდინეს ტექსტის გააზრება და გაგება,რაც
თვალნათლივ გამოჩნდა გაკვეთილის შეჯამების დროს, როცა ისინი თავისუფლად
პასუხობდნენ ერთმანეთის მიერ დასმულ შეკითხვებს.

გაკვეთილის მსვლელობა დაგეგმილი გეგმის მიხედვით წარიმართა. გაწერილი აქტივობები


სრულ თანხვედრაში იყო გაკვეთილის მიზანთან. აქტივობებს შორის დაცული იყო
ლოგიკური თანმიმდევრობა მარტივიდან რთულისაკენ, რაც უზრუნველყოფდა მოსწავლეთა
მაქსიმალურ ჩართულობას. ხელს ვუწყობდი თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობებისა და
უნარების მიხედვით ჩაბმულიყო საგაკვეთილო პროცესში.

გაკვეთილზე გამოყენებული სასწავლო რესურსების შინაარსობრიობა მიზანშეწონილი იყო


სასწავლო მიზანთან მიმართებაში და ხელს უწყობდა დასახული მიზნის განხორციელებას.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გავიდნენ ესგ-ის მიხედვით დასახულ მიზნებზე.

გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა

გაკვეთილი მიმდინარეობდა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. პატივს ვცემდი მოსწავლეების


მოსაზრებებს, განმავითარებელი კომენტარების დახმარებით ვცდილობდი მათთვის
სასარგებლო რეკომენდაციების მიცემას, წახალისებას და ჩაბმას აქტიურ პროცესში.
ვცდილობდი შემესრულებინა ფასილიტატორის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში
დავხმარებოდი მოსწავლეებს,რასაც, ვფიქრობ,რომ ნაწილობრივ გავართვი თავი.
გამოვყოფდი რამდენიმე აქტივობას, რომელიც განსაკუთრებით დამეხმარა მიზნის
მიღწევაში:
აქტივობა #5. მოსწავლეებმა ჩუმად ტექსტის გადაკითხვის შემდეგ, ძიებითი კითხვის
მეთოდის გამოყენებით, შეძლეს ფოტოსურათებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოძიება
და დაკავშირება. ამ მეთოდმა მოსწავლეები განაწყო იმისთვის,რომ კიდევ უფრო
გულდასმით, ხელმეორედ წაეკითხათ ტექსტი, რათა არჩევანი გაეკეთებინათ მათთვის
საჭირო ინფორმაციაზე. ყოველივე ამან ხელი შეუწყო გაკვეთილზე, როგორც სიღრმისეული
წვდომის რეალიზებას, ასევე თანამშრომლობითი უნარის ჩამოყალიბებას. წყვილის
თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროცესში და ზრუნავდა მეწყვილეს
წარმატებაზე.
აქტივობა#1.ამ აქტივობამ არანაკლები როლი ითამაშა სიღრმისეული წვდომის პროცესში
წარმატების მიღწევაზე. საინტერესო იყო მათთვის გამოწვევის ფაზა, რამაც აღუძრა
მოსწავლეებს ინტერესი და დადებითად განაწყო წასაკითხი ტექსტისადმი.
აქტივობა#6. მოსწავლეებს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ იმისთვის,რომ დაესვათ
კითხვები წაკითხული ტექსტის გარშემო. უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს და პასუხობდნენ.
ისინი უფრო თავისუფლად ორიენტირებდნენ ტექსტში. ცდილობდნენ კითხვის დასმის
დროს სწორად გამოეყენებინათ კითხვითი სიტყვები. ამ აქტივობის დროსაც თვალნათლივ
ჩანდა ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა.

გაკვეთილის ძლიერ მხარედ მივიჩნევ იმას,რომ:

 გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად და მიღწეული იქნა დასახული მიზნები;


 ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში და ზრუნავდნენ
ერთმანეთის წარმატებაზე. მათთვის ვქმნიდი პოზიტიურ,ეფექტურ და უსაფრთხო
სასწავლო გარემოს;
 გაკვეთილი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და არ დამჭირდა ინსტრუქციების მიცემა
ქართულად.

გაკვეთილზე გეგმის/განსაზღვრული აქტივობების მნიშვნელოვანი ცვლილებები არ


განმიხორციელებია,გარდა:
აქტივობა#4. გეგმაში არ მქონდა მითითებული, კონკრეტულად თუ რა მეთოდს
გამოვიყენებდი ახალი სიტყვების გასაცნობად. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე სინონიმებით
ახსნა. მეტი დაინტერესების მიზნით, 2-3 მათთვის ნაცნობი სიტყვაც მქონდა ჩაწერილი, რათა
მათი სინონიმის ძებნის დროს რამდენჯერმე მოეხდინათ სიტყვების გადაკითხვა. ვფიქრობ,
ჩანაფიქრმა გაამართლა და მოსწავლეებმა თუ სრულად არა,მეტ-ნაკლებად მოახდინეს ახალი
სიტყვების გამოყენება ტექსტზე მუშაობის პროცესში. რაც მთავარია,მოსწავლეები არ იყვნენ
ორიენტირებული მხოლოდ ცალკეულ სიტყვებზე, არამედ ახდენდნენ ამ სიტყვების
რეალიზებასშინაარსობრივკონტექსტში.
აქტივობა#6. ამ აქტივობის ბოლოს, მოვახდინე ერთი პუნქტის მოდიფიცირება, კერძოდ,
აქტივობის ბოლოს გეგმის მიხედვით მოსწვლეებისთვის კითხვების დასმა უნდა
განხორციელებულიყო ჩემ მიერ,რაც შევცვალე და კითხვებს თავად მოსწავლეები
სვამდნენ.თამაშის ელემენტის შეტანით შევეცადე ბავშვების განტვირთვას,თუმცა მინდა
ავღნიშნო,რომ აქტივობა გამიგრძელდა,რის გამოც დამაკლდა დრო მოსწავლეთა საბოლოო
სრულყოფილი შეფასებისთვის. წაკითხულის განმტკიცების კუთხით აქტივობა ნაყოფიერი
იყო,მაგრამ დრო უკეთ უნდა გამეთვალა და ის მნიშვნელოვანი მომენტი,რაც შეფასებაში
მქონდა გაწერილი,მოსწავლეებს ჩემგან არ უნდა დაკლებოდათ. რა თქმა უნდა მოსწავლეების
მიერ მომდევნო გაკვეთილზე უკვე მოხდა გაკვეთილის შეფასება,თვითშეფასება.ასევე
შეაფასეს ერთმანეთი. ჭადრაკიც ითამაშეს და გადაწყვიტეს ტურნირის გამართვა სკოლაში.
ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე,რომელიც 10 ქულას იმსახურებდა,სულ გამომრჩა,რის გამოც
მას მოვუბოდიშე და ვუთხარი,რომ 10 ქულა დავუწერე.

მართალია, განმავითარებელ შეფასებას მთელი საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში


ვაძლევდი მოსწავლეებს, მაგრამ ვფიქრობ,კიდევ მჭირდება მუშაობა,რათა გავიუმჯობესო
პრაქტიკა მოსწავლეთა ეფექტურად შეფასების მიმართულებით. ამ მხრივ გავეცნობი
სათანადო მეთოდურ ლიტერატურას, გავიზიარებ სხვა პედაგოგების გამოცდილებას. ასევე
მჭირდება მუშაობა გაკვეთილზე დროის ეფექტურად მართვის თვალსაზრისითაც, რათა
დროის სიმცირის გამო არ დავაზარალო მოსწავლეები და ნათლად მივაწოდო უკუკავშირი.

ვთვლი, რომ მჭირდება მეტი მუშაობა მოსწავლეებთან მათი მეტყველების გაუმჯობესების


მიზნით, რადგანაც ისინი ტექსტის კითხვისას და საუბრისას ცალკეულ სიტყვებს და
ფრაზებს წარმოთქვამდნენ არასწორად,არასწორად სვამდნენ მახვილებს. ვეცდები
მეტყველების გასაუმჯობესებლად მოსწავლეებს შევთავაზო შესაბამისი დამატებითი
აქტივობები, სიტუაციური დიალოგები, ვამუშავებ სიმღერებზე და ფილმებზე,რაც
თანდათანობით ხელს შეუწყობს მათი მეტყველების დახვეწას.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზებისა, მოვახდინე დასახული მიზნის მიღწევა.

რას შევცვლიდი?- ზუსტად დავიცავდი გეგმაში თითოეული აქტივობისთვის გაწერილ


დროს. შეფასებას განვახორციელებდი უფრო მრავალფეროვანს. შეფასების ეტაპი ხომ
ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლის წინსვლისთვის, რათა აღმოაჩინოს საკუთარი ძლიერი
და სუსტი მხარეები და დასახოს მიზნები მომავალი წარმატებისთვის.

ჩემი გაკვეთილის დეტალურმა ანალიზმა დამანახა კოლეგებს შორის ურთიერთდასწრების


აუცილებლობა, რათა ნათლად დავინახო საკუთარი ხარვეზები და უკეთ დავხვეწო ჩემი
პროფესიული საქმიანობა.

საბოლოოდ, ჩატარებული გაკვეთილი დამეხმარა პროფესიულ ზრდაში. ვფიქრობ,


მომავალში აღნიშნული ხარვეზების გათვალისწინება უფრო სრულფასოვანს და ნაყოფიერს
გახდის ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, რომელიც სარგებლობის მომტანი იქნება, როგორც
ჩემი მოსწავლეებისთვის, ასევე ჩემთვისაც.

მასწავლებელი: ნონა ხუფენია

თარიღი: 03/ 05/ 2019

You might also like