You are on page 1of 25

შეფასება

რა არის განმავითარებელი შეფასება?

• განმავითარებელი შეფასება აღწერს მოსწავლის მიერ განვლილ


საგანმანათლებლო გზას;

• ახასიათებს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს;

• წარმოაჩენს თუ რისი გაგება, გააზრება გაუჭირდა და


გაუადვილდა მოსწავლეს მისი ეფექტიანად დახმარებისა და
წინსვლის ხელშეწყობის მიზნით.
როგორ უნდა ვაწარმოოთ განმავითარებელი შეფასება?

განმავითარებელი შეფასების ეფექტურად წარმოებისთვის საჭიროა ორი


არსებითი ნიუანსი:

• გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირი - სამიზნე ცნება;

• დავალება, რომელიც ავთენტურ (და არა ზედაპირულ) ცოდნას


ამოწმებს - კომპლექსური დავალება;
პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასების საწარმოებლად ჰოლისტური რუბრიკა
გამოიყენება, რომლის საშუალებით აღიწერება მოსწავლის მიღწევები სამიზნე ცნებასთან მიმართებით და ყალიბდება განმავითარებელი
კომენტარი.
SOLO ტაქსონომია

დაკვირვებადი სწავლის შედეგების სტრუქტურის ტაქსონომია

• S – Structure of (სტრუქტურა)

• O – Observed (დაკვირვება)

• L – Learning (სწავლა)

• O – Outcomes (შედეგები)

სოლო ტაქსონომია მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის სწავლის პროცესის


შესწავლაში. ეს არის სისტემური გზა იმის აღსაწერად, თუ უნარების
განვითარებასთან ერთად როგორ უმჯობესდება მოსწავლის მიღწევა
კომპლექსურობის კუთხით.
სოლო ტაქსონომია წარმოადგენს სწავლის შედეგების თანდათანობით
ათვისების 5 დონეს და მასში შემავალი მასალის გაგება განისაზღვრება,
როგორც მოსწავლის მიღწევების პროგრესი.

2. უნისტრუქტურული 4.
მიმართებითი

1. პრესტრუქტურული 3. მულტისტრუქტურული 5. აბსტრაქტული


მოსწავლეს არ აქვს მოსწავლეს აქვს მოსწავლეს აქვს მოსწავლე ამყარებს მოსწავლეს შეუძლია
იდეა ერთი იდეა ბევრი იდეა, თუმცა კავშირს რამდენიმე იდეების
ვერ აკავშირებს იდეას შორის ინტეგრირება
ერთმანეთთან

პრესტრუქტურული უნისტრუქტურული მულტისტრუქტურული მიმართებითი აბსტრაქტული


მოსწავლეს არ აქვს არანაირი ცოდნა და გამოცდილება
გარკვეული საკითხის მიმართ, იყენებს შეუსაბამო,
არარელევანტურ ინფორმაციას ან/და საერთოდ
აცდენილია მნიშვნელობას/აზრს.
„არ ვიცი, ვერ
გავიგე, რას ნიშნავს
საკითხი.“

ამ დონეზე მოსწავლეს კითხვა არ აქვს


უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის


გათვალისწინება და მარტივი, ზედაპირული კავშირების
დამყარება. მოსწავლეს შეუძლია ტერმინოლოგიის
გამოყენება, ზეპირად გადმოცემა (გახსენება), მარტივი
ინსტრუქციების/ალგორითმების შესრულება;
პერიფრაზირება; იდენტიფიცირება, დასახელება ან
დათვლა.
„ვიცი რას ნიშნავს საკითხი
და მხოლოდ ერთი
მიმართულებით შემიძლია
ვიმუშაო საკითხთან
დაკავშირებით. მაგ.
დავასახელო საკითხი. “

რა არის .......?
მოსალოდნელია დიახ/არა პასუხი
მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის


გათვალისწინება, მათ შორის არსებული მიმართებების
გაგების გარეშე. მას შეუძლია თვლა, აღწერა,
კლასიფიცირება, კომბინირება; მეთოდების, სტრუქტურის
გამოყენება; პროცედურების შესრულება, სხვ.
„ვიცი როგორ განვსაზღვრო,
აღვწერო საკითხი და როგორ
მოვახდინო მასთან
დაკავშირებული ასპექტების
კლასიფიკაცია, აღწერა,
დახასითება და ა.შ. თუმცა არ
შემიძლია ასპექტებს შორის
კავშირის დამყარება“

როგორ გამოიყურება...?
რას ვამჩნევ....?
რის შესახებ არის ......?
მოსალოდნელია ერთზე მეტი პასუხი
მიმართებითი დონე

მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რა მიმართებებია რამდენიმე


ასპექტს შორის, ასევე როგორ უკავშირდებიან ისინი
ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას. ფორმების
გაგება ქმნის სტრუქტურას და ამგვარად აქვს იმის
კომპეტენცია, რომ შეადაროს, დაამყაროსა მიმართებები,
გააანალიზოს, გამოიყენოს თეორია, ახსნას მიზეზებისა და
შედეგების კუთხით.
„ვიცი როგორ დავუკავშირო
ერთმანეთს საკითხის
შესახებ ნაცნობი ასპექტები
და შემიძლია ამ პროცესის
ანალიზი, ახსნა და
გამოყენება.“

თუ ეს ........ მაშინ რატომ .......?


რატომ ხდება .........?
რა შედეგებს გვაძლევს.......?
რატომ არის მნიშვნელოვანი ........?
როგორ უკავშირდება ეს ნაწილი ...... ?
აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს შეუძლია მოცემულის/შეთავაზებულის მიღმა


სტრუქტურის განზოგადება, სტრუქტურის აღქმა მრავალი
სხვადასხვა პერსპექტივიდან და იდეების გადატანა ახალ
სფეროში. მას შეუძლია განზოგადება, ჰიპოთეზის
წამოყენება, კრიტიკა ან თეორიის ჩამოყალიბება.
„ ვიცი როგორ შევძლო ნაცნობი
ასპექტის გათვალისწინებით
შევაფასო ჩემს წინაშე არსებული
მოცემულობა, გამოვიტანო
გარკვეული დასკვნა,
წარმოვიდგინო და შევქმნა რაიმე
ახალი და განსხვავებული, ანუ
შემიძლია ჩემი იდეების
ტრანსფერი სხვა სიტუაციაში. “

როგორ ვფიქრობ რა მოხდებოდა თუ ....?


როგორ შემიძლია გამოვიყენო ..........?
როგორ შემიძლია დავუკავშირო.......... ?
ვინაიდან უკვე ვიცი, რა სიახლის შექმნა შემიძლია ?
დავალება 1.
დაწერე ამბავი სურათის მიხედვით. ამბის გადმოცემისას გამოიყენე
შემდეგი სიტყვები: სკოლა, მოხალისეობა, დაგეგმვა, ზრუნვა.
პრესტრუქტურული დონე
მოსწავლე ვერ იგებს ინსტრუქციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ამბავი უნდა
გადმოსცეს ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ამბის ნაცვლად ის ცალკეულ,
ერთმანეთთან დაუკავშირებელ წინადადებებს წერს.

უნისტრუქტურული დონე
მოსწავლეს მართებულად ესმის ინსტრუქცია ამბის მოყოლასთან დაკავშირებით,
თუმცა, ვერ ახერხებს იმ საკითხების შესახებ მოყოლას, რაც დავალების
პირობაშია მოცემული.

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლე გადმოსცემს ამბებს, თუმცა, არ იცავს თხრობის ეფექტურად


გადმოცემისთვის საჭირო სტრუქტურას (დასაწყისი, განვითარება,
დასასრული).
მიმართებითი დონე
დავალებებში მოსწავლე მწყობრად გადმოსცემს ამბავს. იცავს თხრობის
სტრუქტურას (დასაწყისი, განვითარება, დასასრული).

აბსტრაქტული დონე
დავალებებიდან ჩანს, რომ მოსწავლე აცნობიერებს, რომ ერთი და იგივე
მოვლენის შესახებ სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვაგვარად შეიძლება მოყვნენ.
გამოკვეთს ამბის განსხვავებულად ინტერპრეტირების მიზეზებს.
სოლო ტაქსონომიის რომელ დონეზე
ნიმუში 2.
შეაფასებდით თითოეულ ნიმუშს? სკოლაში IV ბ კლასში მე და საზოგადოების გაკვეთილზე
მასწავლებელი მოსწავლეებს მოხალისეობის შესახებ
ნიმუში 1. უყვებოდა. ბავშვებს ისე მოეწონათ გაკვეთილი გადაწყვიტეს
სკოლის მოსწავლეები პარკში ნაგავს თვითონაც გამხდარიყვნენ მოხალისეები და მათ ახლოს
აგროვებენ და პარკს ასუფთავებენ. მათ მდებარე პარკი დაესუფთავებინათ. ეს გარემოზე ზრუნვა
დაგეგმეს და ყველა სხვადასხვა რაღაცას იქნებოდა. მათ მოვალეობები გადაინაწილეს და დღე
აკეთებს, ერთი ბიჭი ფოთლებს აგროვებს შეარჩიეს. იმ კონკრეტულ დღეს ყველა პარკში იყო და
ცოცხით, გოგოები დაყრილ ნაგავს იღებენ, სამუშაოს ხალისით ასრულებდა.
მეორე ბიჭი მათ ნაგვის გადაყრაში ეხმარება.
ისინი მოხალისეები არიან.
ნიმუში 5.
ნიკო, მარი, ხატია, სალომე, დათო და ლიზა სკოლაში ერთად
ნიმუში 3. სწავლობენ. ისინი ბუნების დამცველთა კლუბში არიან
სურათზე ბავშვები პარკში ერთობიან, ლამაზი გაწევრიანებული და სხვადასხვა მოხალისეობრივ
შენობები მოჩანს და სამი სხვადასხვა ფერის აქტივობებში იღებენ მონაწილეობას. მათ მიაჩნიათ, რომ
ურნაა გამოსახული. გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა. ისინი
ყოველი კვირის შაბათ დღეს მსგავს აქტივობებს გეგმავენ.
ნიმუში 4. უკვე რამდენჯერმე დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე
სკოლის წინ ბავშვები ნაგავს აგროვებენ, ზოგი ტერიტორია. დღეს კი ლიზას სახლის მდებარე პატარა
ურნაში აგდებს, ზოგი შავ პარკში ყრის, ერთი სკვერში აგროვებენ ნაგავს. ისინი სამომავლოდ ბროშურის
ბიჭი ცოცხით ფოთლებს აგროვებს.ბავშვები დამზადებას აპირებენ, რომ მოუწოდონ ადამიანებს იზრუნონ
ხალისიანად მუშაობენ. გარემოზე და აღარ დაყარონ ნაგავი.
რატომ სოლო ტაქსონომია?

იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეს შეძენილ ცოდნაზე


მეტად ზრდის და განავითარებს სააზროვნო პროცესების
გაცნობიერება და მათი ეფექტიანად მართვის სწავლა, სწორედ ამის
საშუალებას იძლევა სოლო ტაქსონომიის შეფასების ეტაპები და
ყოველი ეტაპის შესაბამისი კითხვები.
დიდი მადლობა 

You might also like