You are on page 1of 8

inkluziuri

ganaTleba

MAC GEORGIA
2017 წელი
სარჩევი

შესავალი ..................................................................................................................................................... 2

ინკლუზიური განათლების განმარტება და ძირითადი პრინციპები .............................................. 2

საკანონმდებლო ინიციატივები .............................................................................................................. 3

ინკლუზიური განათლება საქართველოში........................................................................................... 4

სპეციალური მასწავლებელი ............................................................................................................... 6

რესურს ოთახი ....................................................................................................................................... 7

სკოლის ფიზიკური გარემო ................................................................................................................. 7

1
შესავალი

ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობა ფორმალური განათლების სხვადასხვა


საფეხურს განსაკუთრებული დახმარების გარეშე ძლევს. თუმცა, მათ გარკვეულ
ნაწილს თანატოლების უმრავლესობისგან განსხვავებული საჭიროება შეიძლება
ჰქონდეს. მაგალითად, კომუნიკაციასთან, ქცევასთან და ემოციურ რეგულაციასთან
დაკავშირებული სირთულეები, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა, რის
გამოც შესაძლოა სირთულეები შეექმნათ სწავლის პროცესში. კონკრეტული ბავშვის
საჭიროება იმდენად სპეციფიკური შეიძლება იყოს, რომ მოითხოვდეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაკუთრებული მიდგომების
გამოყენებას, რათა მოსწავლე არ დარჩეს ფორმალური განათლების მიღმა.

სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო საჭიროება არის ერთ-ერთი ყველაზე


გავრცელებული მიზეზი, რის გამოც მოსწავლე საგანმანათლებლო პროცესს შორდება.
ეს კი ისეთ სავალალო შედეგებს იწვევს, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავად
მოსწავლისთვის, როგორიცაა მაგალითად: ადამიანური რესურსის დაკარგვა,
სოციალიზაციის პრობლემები და სხვა. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული
ამ და სხვა პრობლემების არსებობა, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა ადეკვატურად უპასუხონ ბავშვების საგანმანათლებლო
საჭიროებებს და საშუალება მისცენ მათ მიიღონ ხარისხიანი განათლება.

ინკლუზიური განათლების განმარტება და ძირითადი პრინციპები

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული


განათლების მიწოდებას ყველა მოსწავლისათვის ისე, რომ თითოეულმა მათგანმა
შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა. ინკლუზიური განათლება
მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში ბავშვების აქტიურ ჩართულობას, მათი
რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას და უზრუნველყოფს სწავლებისა და
განვითარებისთვის საჭირო მასტიმულირებელი გარემოს შექმნას.

ინკლუზიური განათლება ეყრდნობა ისეთ ფასეულებობს, როგორიცაა მიმღებლობა,


თანასწორობა და სამართლიანობა. მისი ძირითადი პრინციპებია:

o ყველა ბავშვს აქვს სწავლისა და განვითარების უფლება;


o ბავშვები განსხვავებული შესაძლებლობის მქონე თანატოლებთან ერთად უკეთ
სწავლობენ;

2
o სკოლებმა უნდა აღიარონ და გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინდივიდუალური
საჭიროებები;
o სწავლების პროცესში პროგრესის მისაღწევად უნდა მოხდეს ბავშვის ძლიერ
მხარეებზე დაყრდნობა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად განვითარება.

ინკლუზიური განათლების ცნება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა და


უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების
დაცვას. შესაბამისად, თავდაპირველად, აქცენტი კეთდებოდა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვაზე. თუმცა,
აღნიშნულმა ცნებამ დღეს ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და
გულისხმობს განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების
სწავლებას.

მოსწავლეთა ეს ჯგუფი აერთიანებს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის


მქონე პირებს, არამედ ყველა იმ მოსწავლეს, რომელთაც თანატოლების
უმრავლესობასთან შედარებით სირთულეები ექმნებათ სწავლის პროცესში. ეს
სირთულეები კი გამოწვეული შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა,
მაგალითად: სოციალური ფაქტორი, დასწავლის სირთულეები, ფიზიკურ,
შემეცნებით და ემოციურ განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა.
ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს საგანამანთლებლო სივრცეში მათთვის
თანაბარი უფლებების დაცვას.

საკანონმდებლო ინიციატივები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინკლუზიური განათლების დანერგვას


საკანონმდებლო ინიციატივებმა შეუწყვეს ხელი. შეზღუდული შესაძლებლობისა და
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლებას
მრავალი საერთაშორისო საკანონმდებლო აქტი იცავს, როგორებიცაა:

 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;


 კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
 სანდბერგის დეკლარაცია;
 მსოფლიო დეკლარაცია „განათლება ყველასთვის“;
 სალამანკას დეკლარაცია;
 გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ.

3
ინკლუზიური განათლების დანერგვა მრავალეტაპიანი პროცესია, რომელიც
მოითხოვს როგორც გამართული საკანონმდებლო ბაზის არსებობას, ასევე, სხვადასხვა
რგოლის, როგორიცაა, მაგალითად: სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები,
მშობლები, თემი, არასამთავრობო სექტორი და სხვა - აქტიურ ჩართულობასა და
თანამშრომლობას. სისტემური მიდგომა მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლის
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს არ
ატარებდეს.

საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ისეთი გარემო და


პირობები, რომ მოსწავლე სრულად იყოს ჩართული მის როგორც ფორმალურ, ასევე
არაფორმალური ცხოვრებაში. ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნისთვის
აუცილებელია, საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნდეს:
o სათანადო ხედვა;
o კვალიფიციური და მოტივირებული კადრი;
o სათანადო ფიზიკური გარემო და საჭირო რესურსები.

რაც შეეხება სწავლების მეთოდოლოგიას, მიჩნეულია რომ ყველაზე ეფექტური


მიდგომა არის სწავლების უნივერსალური დიზაინი. ეფუძნება რა კვლევებსა და
მტკიცებულებებს, იგი გულისხმობს მოქნილი სასწავლო გარემოს შექმნას.

სწავლების უნივერსალური დიზაინი ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ


განსხვავებებს და პასუხობს მათ საჭიროებებს მასალის მიწოდების, გამოხატვისა და
ჩართულობის მრავალფეროვანი გზების შეთავაზებით.

ინკლუზიური განათლება საქართველოში


ინკლუზიური განათლება რეგულირდება კანონით ზოგადი განათლების შესახებ.
კანონში მოცემული განმარტებით ინკლუზიური განათლება გულისხმობს
ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე ბავშვის ჩართვას სხვა ბავშვებთან ერთად. კანონის თანახმად, სახელმწიფო
ვალდებულია უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა.
ამასთანავე, ის სკოლებს ავალდებულებს შექმნან ინკლუზიური სწავლების პირობები.

4
რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის განმარტებას,
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე არის მოსწავლე, რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით,
აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ
საგანმანათლებლო მომსახურებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

o ფიზიკური დარღვევა
o ინტელექტუალური განვითარების დარღვევა
o სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის)
o მეტყველების დარღვევა
o ქცევითი და ემოციური დარღვევა
o გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
o სირთულეები სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების


განსხვავებული დეფინიცია აქვთ, რის საფუძველზეც, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჯგუფი შეიძლება უფრო ფართო იყოს.

ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს


ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის ვალდებულებაა
სკოლებისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა. კერძოდ, მულტიდისციპლინური
გუნდი: ახდენს მოსწავლეების შეფასებას და იდენტიფიკაციას; უწევს რეკომენდაციას
მშობლებსა და სკოლის წარმომადგენლებს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის განათლების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის იდენტიფიცირება


შეიძლება მოხდეს როგორც სკოლაში მისი ჩარიცხვისას, ასევე, სასწავლო პროცესის
ნებისმიერ ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა მოსწავლის ჩარიცხვამდე არის
ინფორმირებული მისი საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ, მშობელთან
შეთანხმების საფუძველზე, სკოლაში ჩარიცხვისთანავე უნდა დაიწყოს შეფასების
პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ სირთულეები თავს იჩენს სასწავლო პროცესის
მსვლელობისას, მასწავლებელმა უნდა დააზუსტოს, რა საგნების ათვისება უჭირს მას,
შემდეგ კი მოხდეს მშობელთან დაკავშირება, მისი ინფორმირება შეფასებისა და

5
შემდგომი პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე
განხორციელდეს მოსწავლის შეფასება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლება


სკოლებში მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა არის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული
სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის,
რომელიც წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს (ეროვნული სასწავლო
გეგმა, თავი V, მუხლი 28). ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ასახულია ის სასწავლო
მიზნები, რომლებსაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს დროის განსაზღვრულ პერიოდში.
ასევე, გაწერილია სწავლების სტრატეგიები და ყველა ის რესურსი, რომელიც საჭიროა
დასახული მიზნების მისაღწევად.

სპეციალური მასწავლებელი
ზოგადი განათლების შესახებ კანონში მოცემული განმარტების თანახმად,
სპეციალური მასწავლებელი არის მასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს
სპეციალურ განათლებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე გავლილი აქვს
სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და კრედიტების
რაოდენობის შესაბამისად.

სკოლაში სპეციალური მასწავლებელი პასუხისმგებელია სპეციალური


საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული
სასწავლო გარემოს შექმნასა და მშობლების, სკოლის პერსონალისა და ბავშვთან
დაკავშირებული სხვა პირების ბავშვის სკოლაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული
საკითხების შესახებ კონსულტაციაში.

სპეციალური მასწავლებლების მუდმივი გადამზადება განსაკუთრებით


მნიშვნელოვანია, რათა ინკლუზიური განათლების პროცესი ეფექტურად
წარიმართოს.

6
რესურს ოთახი
რესურს ოთახი არის სკოლის გარემოში სპეციალურად გამოყოფილი სივრცე, სადაც
მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან
ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფებში მუშაობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში,
მოსწავლემ შეიძლება დაისვენოს რესურს ოთახში. მოსწავლის რესურს ოთახში
ყოფნის განრიგი განისაზღვრება ინდივიდუალურად.

სკოლის ფიზიკური გარემო


სკოლის გამართული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისთვის,
მაგრამ განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ფიზიკური შეზღუდვა. მაგალითად,
ეტლის მომხმარებელი მოსწავლე.

სკოლის შენობას უნდა ჰქონდეს პანდუსი, ადაპტირებული საპირფარეშო. თუკი


შენობაში არ არის ლიფტი, საკლასო ოთახი უნდა იყოს პირველ სართულზე. ასევე,
კლასები ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის აღჭურვილი უნდა იყოს ადაპტური
მერხებით.

You might also like