You are on page 1of 6

cerebruli

dambla

MAC GEORGIA
2107 წელი
სარჩევი

ცერებრული დამბლა ................................................................................................................................ 3

განმარტება.............................................................................................................................................. 3

მიზეზები .................................................................................................................................................... 4

მახასიათებლები ........................................................................................................................................ 4

დახმარების სტრატეგიები ....................................................................................................................... 4

რეკომენდაციები სკოლასა და სახლში .................................................................................................. 5


ცერებრული დამბლა

განმარტება
ცერებრული დამბლა მიუთითებს ნევროლოგიურ დარღვევაზე, რომლიც
განპირობებულია თავის ტვინის დაზიანებით განვითარების ადრეულ ეტაპზე
(მუცლადყოფნისას, მშობიარობისას ან დაბადების პირველ თვეებში). ცერებრული
დამბლა მუდმივ გავლენას ახდენს მოძრაობის უნარის განვითარებაზე. კერძოდ,
ვლინდება კუნთთა ტონუსის განაწილების პრობლემით და მოძრაობების
შეზღუდვით. ის, თუ რა სიმძიმით და ფორმით ვლინდება ცერებრული დამბლა,
დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე და ხარისხზე.
ცერებრული დამბლის დროს, კუნთური ტონუსი შეიძლება იყოს ძალიან მომატებული
- სპასტიკა, დაქვეითებული - ჰიპოტონია, ან შერეული ფორმით წარმოდგენილი.
როდესაც კუნთური ტონუსი მომატებულია, გვხვდება დაჭიმული კუნთები,
ჩაკეტილი სახსრები და დეფორმირებული კიდურები. მოძრაობები არის
გაძნელებული, მოუქნელი და უხეში. ეს ხშირად გავლენას ახდენს ენის მამოძრავებელ
კუნთებზე და სუნთქვის რეგულაციაზე. რაც ვლინდება მეტყველების, ყლაპვის და
სუნთქვის სირთულეებით.
მოდუნებული ტონუსის დროს - კიდურები და მთლიანად სხეული მოშვებულია,
რთულია პოზის შენარჩუნება, ამ დროს ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეგვხვდეს
კიდურების დეფორმაცია. აღნიშნული მდგომარეობაც ზემოქმედებს მეტყველებაზე
და ზოგჯერ გონებრივ განვითარებაზე.
იმ შემთხვევაში, როდესაც გვხვდება ტონუსის განაწილების შერეული ფორმით
დარღვევა, კუნთური ტონუსი ცვალებადობს სუსტსა და ძლიერს შორის, ადგილი აქვს
უნებლიე მოძრაობებს. შერეული ტონუსის მაგალითია ატაქსიური ფორმა, რომლის
დროსაც კოორდინაციის და ბალანსის დარღვევა სხვადასხვა ხარისხით ვლინდება.
იმის აღსანიშნად, თუ სხეულის რომელი ნაწილია დაზიანებული, გამოყოფენ:
ჰემიპლეგიას, დიპლეგიას და კვადრიპლეგიას.
ჰემიპლეგიის დროს დაზიანებულია სხეულის ერთი მხარე. მაგალითად, მარჯვენა
ხელი და ფეხი ან მარცხენა კიდურები.
დიპლეგიის შემთხვევაში, უფრო ხშირად, დაზიანებულია ქვედა კიდურები, ვიდრე
ზედა (ხელები).
კვადრიპლეგიის/ კვადრიპარეზის დროს დაზიანება ვლინდება ოთხივე კიდურში.
მიზეზები
o მშობიარობის ტრავმა ან თავის დაზიანებები ჩვილობის პერიოდში;
o მედიკამენტების ზემოქმედება, ინფექციები მუცლადყოფნის პერიოდში ან
ჩვილობის ასაკში;
o ჟანგბადის დეფიციტი (ჰიპოქსია);
o ნაყოფის მცირე წონა.

მახასიათებლები
დამატებითი სირთულეები, რომელიც სხვადასხვა ხარისხით შეიძლება ახლდეს
ცერებრულ დამბლას არის:
o სხეულის პოზის შენაჩუნების პრობლემები;
o ხერხემლის და კიდურების დეფორმაციები;
o მხედველობის პრობლემები (სტრაბიზმი);
o სმენის დეფიციტი;
o ეპილეფსია, 3- დან 1 შემთხვევაში;
o ინტელექტუალური განვითარების დარღვევა ან დასწავლის უნარის დაქვეითება;
o პერცეფტული სირთულეები (მაგალითად, ობიექტის ზომის, პოზიციის აღქმის,
დისანციის აღქმის, შეხებით საგნის ამოცნობის სირთულეები);
o საყლაპავი მილის პერისტალტიკის დარღვევა, რასაც ხშირად ახლავს საკვების უკან
ამოღება;
o მეტყვლების და არტიკულაციის სირთულები;
o ემოციური სფეროს პრობლემები.

დახმარების სტრატეგიები
ცერებრული დამბლა არ იკურნება, თუმცა შესაბამისი დახმარების სტრატეგიების
გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას და ბავშვის
ფუნქციონირების ხარისხს.
მკურნლობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცერებრული დამბლის ფორმასა
და ხარისხზე. მკურნალობა მოიაზრებს სისტემურ მიდგომას, რომელიც არ
გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ პრობლემაზე ფიქსაციას, გასათვალისწინებელია
პიროვნების სოციალურ- ემოციური ასპექტებიც.
ცერებრული დამბლის მქონე პირთან შესაძლოა, საჭირო გახდეს შემდეგი
სპეციალისტების მუშაობა:
o ფიზიკური თერაპევტი
o პედიატრი
o ოკუპაციური თერაპევტი
o ნევროლოგი
o ქირურგი
o ქცევის მართვის პეციალისტი
o მეტყველების თერაპევტი
o ოფთალმოლოგი
o ოტორინოლარინგოლოგი

ფიზიკური თერაპევტის ჩარევა ადრეული ასაკიდან იწყება და მიმართულია საყრდენ


მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე, მობილობაზე, ბალანსისა და მოქნილობის
გაუმჯობესებაზე.
ოკუპაციური თერაპევტის მუშაობა მიმართულია იმაზე, რომ გაიზარდოს ბავშვის
ჩართულობა ყოველდღიურ საქმიანობებში, განავითაროს დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, როგორიცაა: ჩაცმა, კვება.. ასევე, მნიშვნელოვანია
მათი როლი ადაპტური აღჭურვილობის დამზადების კუთხით, რაც ეხმარება
ცერებრული დამბლის მქონე პირს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში.
მეტყველების თერაპევტი უმეტესწილად მუშაობს სამეტყველო აპარატის
განვითარებაზე და ბგერების სწორად წარმოთქმაზე ან რთულად წარმოსათქმელი
ბგერების ჩანაცვლებაზე. უფრო მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა მუშაობდნენ
სუნთქვის რეგულაციასა და ყლაპვაზე, რაც მოიცავს სახის და სამეტყველო აპარატის
კუნთების ჩართულობას.
ქირურგიული ჩარევის საჭიროება უმეტესწილად სპასტიკური ფორმის შემთხვევაში
დგება. ოპერაცია ხშირად ახდენს მოძრაობის პრობლემის კორექციას, მაგრამ არა
აღმოფხვრას. ქირურგული ჩარევა შესაძლოა, საჭირო გახდეს მხედველობის ან
ყლაპვის პრობლემის დროს.
იმ შემთხვევაში, როდესაც ცერებრულ დამბლას ახლავს ეპილეფსია, კუჭნაწლავის
სისტემის ან შარდვის პრობლემა, მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა.

რეკომენდაციები სკოლასა და სახლში


იმისთვის, რომ ცერებრული დამბლის მქონე პირებმა თავი იგრძნონ კომფორტულად
და ყოველდღიურ ცხოვრებაში გაიზარდოს მათი დამოუკიდებლობის ხარისხი,
გარემო უნდა იყოს მორგებული მათ შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ
საჭიროებებს, რაც გულისხმობს მაგალითად: სპეციალური მაგიდის დამზადებას,
ეტლის მორგებას, კოვზის, ჩანგლის თუ საწერი საშუალებების ადაპტირებას...
o ჩართეთ აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა შეგრძნებების
სტიმულირებას, როგორიცაა: მხედველობა, სმენა, შეხება (ტემპერატურის და
სხვადასხვა სტრუქტურის შეხებით აღქმა).
o მოქმედებების სწავლების დროს, დაყავით ქცევები მცირე მოცულობის
აქტივობებად, განამტკიცეთ ყოველი დასწავლილი საფეხური;
o გაუხმოვანეთ მიმდინარე მოვლები, დაუსვით კითხვები, ასტიმულირეთ ბავშვის
ჩართულობა, მეტყველება, მსჯელობა.
o საჭიროა ბავშვის შემეცნებითი უნარების შეფასება, რათა განისაზღვროს ძლიერი
და სუსტი მხარეები, რაც დაგვეხმარება მისთვის ინდივიდუალური სწავლების
სტილის შემუშავებაში, რათა მოხდეს სუსტი მხარის ჩანაცვლევა/ კომპენსირება.
მაგალითად, თუ ბავშვს არ შეუძლია მარჯვენა ხელის მოხმარება, უნდა
დავეხმაროთ მარცხენა ხელის გავარჯიშებაში. თუ ორივე ხელის ფუნქციონირება
შეზღუდულია, შევთავაზოთ დამხმარე ტექნიკური საშუალებები, მაგალითად
ბეჭდვა - ხელით წერის ნაცვლად. ხმის ჩამწერი - მოსმენილის ჩანიშვნის
საჭიროების შემთხვევაში.

მნიშნველოვანია, ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები აქტიურად


თანამშრომლობდნენ ბავშვის მშობლებთან, რათა მოხდეს შეძენილი უნარების
გამყარება და სხვადასხვა სიტუაციაში სტიმულირების ხელშეწყობა. აქტიური,
სისტემური მუშაობა დაეხმარება ბავშვს პონტენიალის მაქსიმალურად გამოვლენასა
და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში.

You might also like