You are on page 1of 11

„ბულინგი“

ძალადობა, ჩაგვრა /ტერორი

მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (მაკ)

McLain Association for Children (MAC)

2016
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

სარჩევი

„ბულინგი“- ძალადობა, ჩაგვრა /ტერორი ................................................................................................... 3


 ფაქტები ბულინგზე:....................................................................................................................... 4
 ბულინგის სახეები: ......................................................................................................................... 5
 ბულინგის შესაძლო შედეგები: .................................................................................................... 5
 ვინ მიმართავს ბულინგს? ............................................................................................................. 6
 აგრესორის ფსიქოლოგიური მახასიათებლები ......................................................................... 6
ბავშვი-მსხვერპლი ........................................................................................................................................... 7
რეკომენდაციები .............................................................................................................................................. 7
 როდესაც ბავშვი ბულინგს მიმართავს: ....................................................................................... 7
 როდესაც თქვენი შვილი მიმართავს ბულინგს: ........................................................................ 7
 მათ, ვინც არის ბულინგის მსხვერპლი, ასწავლეთ: .................................................................. 8
 თუ ბულინგი ხშირად მეორდება, უთხარით, რომ: .................................................................. 8
 რეკომენდაციები მშობელს............................................................................................................ 9
მოწმე ................................................................................................................................................................ 10
 რატომ ხდება რომ ადამიანები უყურებენ ბულინგს? რატომ უშვებენ, რომ ჩაგვრა
მოხდეს? .......................................................................................................................................... 10
 მნიშვნელოვანია, მოწმეს ვასწავლოთ: ...................................................................................... 11

2
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

„ბულინგი“- ძალადობა, ჩაგვრა /ტერორი

,,ბულინგი” თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი


სოციალური პრობლემაა. ადამიანებისთვის ყველაზე რთული გადასატანია, როდესაც
შეურაცყოფას აყენებენ და დასცინიან სხვების თანდასწრებით.

ტერმინი “ბულინგი” ნიშნავს ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც


ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ. ის, ვინც
მიმართავს „ბულინგს“, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას.
ახასიათებს განმეორებითობა და ძალთა განსვლა მჩაგვრელსა და მსხვერპლს შორის. არ
არის შემთხვევითი ქმედება, არ არის ერთჯერადი და რანდომული. მოძალადე ცდილობს,
რომ აკონტროლოს ბავშვი დაშინების გზით, იქონიოს მასზე ძალაუფლება და,
უმეტესწილად, ეს ხდება სხვების თანდასწრებით. ხშირად, მოწმეებსაც ეშინიათ
მოძალადის.

როდესაც ორი ბავშვი ჩხუბობს და მათ აქვთ თანაბარი ძალა, ეს არ ითვლება „ბულინგად“.
„ბულინგს“ ადგილი აქვს, როდესაც, მაგალითად, ჩხუბის დროს ერთს აქვს გონებრივი ან
ფიზიკური უპირატესობა, ან არის ბევრად ძლიერი, ვიდრე მსხვერპლი.

3
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

ბულინგი ჩხუბისგან და გაჯავრებისგან განსხვავდება შემდეგით:

o ვინც მიმართავს ბულინგს აქვს მეტი ძალაუფლება მსხვერპლზე;


o ცდილობენ რომ აკონტროლონ სხვა ადამიანი დაშინების გზით;
o ამოჩემებული ყავთ ერთ რომელიმე ბავშვი;
o ხდება მაშინ როდესაც სხვა ბავშები უყურებენ.

ფაქტები ბულინგზე:

o „ბულინგს“ მიმართავს ორივე სქესის წარმომადგენელი და მსხერპლად ირჩევენ


ისეთ ბავშვს, რომელიც ადვილად ბრაზდება, ხშირად ტირის და ადვილად
ნებდება;
o „ბულინგი“ შეიძლება ხდებოდეს ყველგან: სკოლაში, სათამაშო მოედნებზე,
სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ინტერნეტ სივრცეში;
o ბიჭები უფრო მეტად მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს;
o ბიჭებში ჩაგვრა უფრო მეტად მისაღებ ფაქტად ითვლება;
o ბიჭები უფრო მაღალი ალბათობით შეიძლება,რომ იყვნენ მჩაგვრელებიც და
ჩაგრულებიც ვიდრე გოგოები;
o გოგოები უფრო ხშირად იყენებენ სხვა გოგოების ჯგუფს, რათა დაჩაგრონ
მსხვერპლი, ხშირად ხასიათდება არასასურველი და მტკივნეული ინფორმაციის
გავცელებით;
o გოგოები უფრო ხშირად არიან სექსუალური სახის ჩაგვრის მსხვერპლნი ვიდრე
ბიჭები;
o სასწავლო წლის განმავლობაში 4 დან 1 ბავშვი აფიქსირებს, რომ არის ბულინგის
მსხვერპლი (natioanl center for education and statistics 2015);
o იმ ბავშვების 64 % ვინც იყო ჩაგვრის მსხვერპლი, არ აცხადებს ამის შესახებ;
o ბავშვები ჩაგვრის მიზეზად 55%-ში ასახელებენ ბავშვის გარეგნობას, 37%-ში
სხეულის ფორმებს და 16%-ში სხვადასხვა ტიპის უმცირესობებს;
o კვლევების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური
საგანმანათებლო საჭიროების მქონე ბავშვებს უფრო მაღალი შფოთვა აქვთ
სასკოლო უსაფრთხოებსათან და ჩაგვრასთან დაკავშირებით, ვიდრე მათ
თანატოლებს.

4
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

ბულინგის სახეები:

o ფიზიკური - დარტყმა, პანჩურის ამოკვრა, ხელის წაკვრა, საკუთრების დაზიანება


ან მოპარვა.
o ვერბალური - გაჯავრება, დაცინვა, ზედმეტსახელების დაძახება, შეურაცხყოფის
მიყენება, დაშინება, დამუქრება, იძულება, რასობრივი, სექსუალური და
ჰომოფობიური შეურაცხყოფები.
o სოციალური – ჭორაობა, ხმების გავრცელება, შერცხვენა, ჯგუფიდან ჩამოშორება ან
გარიყვა, ბრალის დადება.
o კიბერ – ინტერნეტის და მობილური ტელეფონის გამოყენება დამუქრებისთვის,
საიდუმლოს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. კიბერ ბულინგი განსხავდება
ყველა ზემოთ ჩამოთვლილისგან, რადგან შეიძლება ხორციელდებოდეს კვირაში 7
დღე, 24 საათის განმავლობაში. კიბერ ბულინიგის შედეგად ატვირთული
ტექსტებისა და ვიდეობის გავრცელება შეიძლება მოხდეს ანონიმურად და ძალიან
სწრაფად, რთულია წყაროს დადგენა და, შესაბამისად, ხშირად ჭიანურდება მისი
ინტერნეტ სივრციდან აღება.

ბულინგის შესაძლო შედეგები:

o ვინც არის ჩაგვრის მხვერპლი, აქვთ მაღალი რისკი, რომ ექნებათ დაბალი სასკოლო
მოსწრება, ძილის პრობლემები, მომატებული შფოთვა და დეპრესია;
o ჩაგვრის მსხვერპლ ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი სუიციდური ქცევების;
o ვინც არის ჩაგვრის მსხვერპლი, აქვს მაღალი რისკი ჯანმრთელობის გაუარესების,
განსაკუთრებით, თავისა და მუცლის ტკივილების;
o ის მოსწავლეები, ვინც მიმართავენ ბულინგს, აქვთ მაღალი რისკი აკადემიური
პრობლემების, მავნე ნივთერებების ბოროტად გამოყენების, ზრდასრულობაში
ძალადებრივი ქმედებების ჩადენის;
o ის, ვინც თავად მიმართავს ბულინგს და ამავდროულად თვითონაც არის
ბულნიგის მსხვეპლი, აქვს მაღალი რისკი მენტალური პრობლემების განვითარების
(Center for Desease Control2015).

5
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

ვინ მიმართავს ბულინგს?

o „ბულინგს“ ხშირად მიმართავენ დეპრესიული, დაბალი თვითშეფასების მქონე,


სასკოლო აქტივობაში ნაკლებად ჩართული, საკუთარი პოპულარობით ზედმეტად
დაინტერესებული და სხვებზე დომინანტობის მსურველი ბავშვები;
o ჩაგვრას იყენებენ როგორც საშუალებას, დაფარონ საკუთარი სუსტი მხარეები და არ
გამოჩნდნენ არაკომპეტენტურები;
o ისინი, ვისზეც თანატოლები ადვილად ახდენენ ზეგავლენას, თავს გრძნობენ
დაუცველად;
o ისინი, ვინც კარგად ვერ გებულობენ სხვების ემოციებს;
o ვინც არიან აგრესიულები, იმპულსურები, ადვილად განიცდიან იმედგაცურებას;
o ისინი, ვისაც უჭირთ წესების დამორჩილება, ძალადობას უყურებენ დადებითად;
o ვისი მშობლებიც ნაკლებად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდაში. ასეთ ბავშვებს,
როგორც წესი, აქვთ დაბალი თვითშეფასება და დაბალი ნდობა საკუთარი თავის
მიმართ, ან პირიქით - მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში
სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.

აგრესორის ფსიქოლოგიური მახასიათებლები


აგრესორი მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად
ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას. პიროვნებათშორის
ურთიერთობებში, თამაშებში, აღიარებს მხოლოდ ძალას, სისასტიკეს და ამის
დემონსტრირებასაც ახდენს. ნებისმიერი კონფლიქტის გადასაჭრელად უპირატესობას
ძალისმიერ გზას ანიჭებს. ზოგ შემთხვევაში, ისინი ჩაკეტილები და ნაკლებად
კონტაქტურებიც არიან.

ახასიათებთ:

o ჭარბი ენერგია;
o მჭევრმეტყველება;
o საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა;
o სხვებზე ზეგავლენის მოხდენის და სხვა ადამიანების გამოყენების უნარი;
o მოჩვენებითი სურვილი პოპულარობის;
o ძალაუფლების, მბრძანებლობის დიდი სურვილი;
o შიში იმისა, რომ თვითონ არ დაამცირონ.

6
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

ბავშვი-მსხვერპლი

o „ბულინგის“ მსხვერპლი ხშირად არის მორცხვი, ნაკლებად პოპულალური, დაბალი


თვითშეფასების მქონე, დაპრესიული, მშფოთვარე, პატარა, გამხდარი, ან ჭარბი წონის
მქონე, ასევე, ისეთი ბავშვები, ვინც გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებს ვერ
აკმაყოფილებს;
o ბავშვი-მსხვერპლი შეიძლება იყოს სხვებისაგან მკვეთრად გამორჩეული თვისებების
მქონე, მაგალითად, სხვებზე ბევრად დაბალი ან მაღალი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი,
ჭკვიანი;
o ცდილობს, იყოს თანატოლებთან შედარებით შეუმჩნეველი, არის უფრო პატარა და
სუსტი. საფრთხის გაჩენის შემთხვევაში, მაშინვე ფრთხება, ტირის, საცოდავად და
უმწეოდ გამოიყურება;
o ბავშვი-მსხვერპლი უმეტეს დროს კლასში ატარებს, მათ შორის შესვენებებსაც, გაურბის
ბავშვების ხმაურიან თავყრილობებს. ასეთ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს სამედიცინო
ჩივილებიც: მოუსვენარი ძილი, თავის ან მუცლის ტკივილი, უმადობა, ენურეზი.

რეკომენდაციები

როდესაც ბავშვი ბულინგს მიმართავს:


o პრობლემას უნდა მოეკიდოთ სერიოზულად;
o აუხსენით ბავშვს, რა უარყოფითი ზეგავლენა აქვს ამ ფაქტს სხვებზე;
o ასწავლეთ ბრაზთან, იმედგაცრუებასთან და უარყოფით ემოციებთან გამკლავება;
o აუხსენით, რომ გამწვავებული სიტუაციები, შესაძლოა, დასრულდეს ტრაგედიით.

ძალიან მნიშნველოვანია მშობლების განათლება, რეკომენდაციები მშობლებს:

როდესაც თქვენი შვილი მიმართავს ბულინგს:


o იმის გაგება, რომ შვილი მიმართავს ბულინგს და იქცევა მიუღებლად, საკმაოდ
სტრესულია მშობლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს „თვალების
დახუჭვ“’ და არ დაელოდოთ, როდის გაივლის ეს პრობლემა თავისით;
o საჭიროა, დაელაპარაკოთ ბავშვს მკაცრად საკუთარ ქცევებზე და იმაზე, თუ რა
უარყოფითი გავლენა მოაქვს ჩაგვრას სხვებზე. ხუმრობა და დაცინვა შეიძლება რომ
ჩვეულებრივ მოვლენად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამან შეიძლება სერიოზული

7
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

პრობლემები შეუქმნას სხვასაც და ჩვენც. ჩაგვრა, ნებრისმიერი ფორმით,


მიუღებელია;
o ბავშების უმეტესობას ჰქონია გამოცდილებაში, რომ ეხუმრებიან ერთმანეთს და
უმეტესწილად, ეს არ იწვევს გულის ტკენას, როდესაც აქვს უწყინარი თამაშის
ფორმა, მეგობრული სახე და ორივე მხარისთვის არის სასაცილო. მაგრამ როდესაც
დაცინვა ხდება ზიანის მომტანი, დამთრგუნველი, განმეორებითი ხასიათის, ეს
გადადის უკვე ჩაგვრაში და ამიტომ აუცილებელია სასწრაფო რეაგირება;
o უმნიშნველოვანესია, ჩაგვრის ძალიან სერიოზულად მიღება, რადაგან შედეგი
გავლენას ახდენს ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმაზე და მომავალ
ურთიერთობებზე და რიგ შემთხვევებში ტრაგედიებითაც სრულდება.

მათ, ვინც არის ბულინგის მსხვერპლი, ასწავლეთ:


o გაუკეთონ იგნორირება მოძალადეს;
o არ იტირონ, არ მოიწყინონ, თავი მოაჩვენონ მოძალადეს, თითქოს არ ეწყინათ;
o უპასუხონ აგრესორს მტიკიცედ „არა“! „არ მაინტერესებს“!„ნუ მელაპარაკები ასე!“;
o თუ შეძლებენ, დაცინვა უნდა გადაიყვანონ ხუმრობაში;
o როცა აღმოჩნდებიან ამ სიტუაციაში, მოტრიალდნენ და წამოვიდნენ, გამოეცალონ
სიტუაციას, თუ საჭიროა გაიქცნენ;
o იცოდნენ, რომ პრობლემა მათ კი არ აქვთ, არამედ მოძალადეს;
o წანსწარ წარმოიდგინონ ყველაზე უარესი რა შეიძლება უთხრას მოძალადემ;
o ივარჯიშონ სარკის წინ იმაზე, თუ როგორ გაუწევენ წინააღმდეგობას მოძალადეს.

თუ ბულინგი ხშირად მეორდება, უთხარით, რომ:

o დაელაპარაკონ მშობელებს და მოუყვნენ ამის შესახებ;


o მოუყვნენ უფროსს და ეს არ ნიშნავს ჩაშვებას;
o არ შეინახონ გულში, არ შეეცადონ შურისძიებას საკუთარი ძალებით;
o თუ ბულნგი სკოლაში ხდება, სთხოვონ მშობლებს, რომ გაესაუბრონ სკოლის
ადმინისტრაციას;
o თუ ბავშვი ვერ ეუბნება მშობლებს, ან მათგან ყურადღება ვერ მიიღო, დალაპარაკონ
ისეთ ადამიანს, ვისაც ენდობიან: მასწავლებელს, დირექტორს, სკოლის
ფსიქოლოგს და ა.შ;
o ისეთ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერავის უყვება, გააკეთოს ჩანაწერები დღიურში და
ასლი მისცეს ვინმეს, ვისაც ენდობა;
o თუ უფროსებთან არ უნდა მარტო დალაპარაკება, წაიყვანოს თან და, ძმა, ვინმე
მეგობარი ან თანატოლი.

8
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

ასევე:

o უთხარით, რომ მოერიდონ მარტო სიარულს;


o თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც ბულინგის მსხვერპლი ხდებიან;
o სამარშუტო ტაქსსა და ავტობუსში დასხდნენ მძღოლის ახლოს;
o არ მიიტანონ სკოლაში ღირებული ნივთები, ფული;
o საკუთარი ნივთები დანიშნონ მარკერით;
o გამოიყურებოდნენ თავდაჯერებულად;
o წინასწარ წარმოიდიგინონ მოძალადესთან შეხვედრა ან სიტუაცია და ივარჯიშონ
სარკეში.

მოსწავლეების თქმით, მასწავლებლების მხრიდან ყველაზე კარგი დახმარებაა, თუ ისინი


მოუსმენენ ჩაგვრის მსხვერპლ ბავშვებს და დროდადრო გადაამოწმებენ, ხომ არ
ხორცილედება ჩაგვრის შემთხვევები ისევ.

რეკომენდაციები მშობელს

თუ თქვენ ეჭვობთ, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია, პირველ რიგში, გულახდილად


დაელაპარაკეთ მას და შეეცადეთ გაარკვიოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი ეჭვი
სინამდვილეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვმა არ გიპასუხოთ პირდაპირ დასმულ
შეკითხვაზე ძალადობის შესახებ სკოლაში, გამოავლინოს შეშფოთება ან შიში. ასეთ
შემთხვევაში საჭირო ინფორმაციის მიღება ირიბი გზით უნდა სცადოთ. შეეცადეთ,
გაიგოთ, არიან თუ არა სკოლაში ან მეზობელ ბავშვებს შორის ისეთები, რომლებიც სხვა
ბავშვებს ჩაგრავენ. გაარკვიეთ, იცნობს თუ არა ბავშვი ასეთებს. ძალზე სასარგებლოა
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან ბავშვები შესვენებებზე, გზად სკოლაში
წასვლისას და სკოლიდან წამოსვლისას.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ურთიერთობს ბავშვი თანატოლებთან შესვენებებზე, თუ


განმარტოებას ამჯობინებს. თუ დაადგენთ, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია, თქვენ
ინსტინქტურად მოინდომებთ დამნაშავის სასწრაფოდ დასჯას. ამის გაკეთება არ
შეიძლება, რადგან ამგვარი საქციელი, როგორც წესი, პრობლემას არ წყვეტს.
საუკეთესო გამოსავალი არც ისაა, რომ ურჩიოთ ბავშვს “ხურდა დაუბრუნოს”

9
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

გამნაწყენებელს, შური იძიოს. თუ ბავშვი ამგვარად მოიქცევა, გაიზრდება რისკი იმისა,


რომ ბავშვი ისევ მსხვერპლად იქცეს. ეს კი სისასტიკის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი არ არის ჩაგვრის მსხვერპლი,


მჩაგვრელი ან მოწმე, შემდეგი შეკითხვების დასმა მაინც დაგეხმარებათ იმაში, რომ
დაიცვათ ის:

o როგორ მიდის საქმეები სკოლაში?


o რას ფიქრობ შენს კლასელებზე?
o ვინმეს ხომ არ ჩაგრავენ?

თუ იცით, რომ თქვენს შვილს ჩაგრავენ ასწავლეთ, როგორ იყოს უსაფრთხოდ.

მოწმე

გვახსოვდეს, რომ ჩაგვრა ყოველთვის ხდება, როდესაც სხვა ბავშებიც არიან ახლომახლო,
რადგან პროცესი საჭიროებს აუდიენციას. ჩაგვრის მთავარი მიზანია, ადამიანმა თავისი
ძალაუფლება დაანახოს სხვას.

ასწავლეთ ბავშვს, რომ თუ ისინი არიან უდანაშაულო მაყურებლები, მათ უნდა


იმოქმედონ.

რატომ ხდება რომ ადამიანები უყურებენ ბულინგს? რატომ უშვებენ, რომ ჩაგვრა
მოხდეს?
o მჩაგვრელი ხშირად არის ისეთი ბავშვი, ვისაც სხვები ბაძავენ და უნდათ მათთან
დამეგობრება;
o უნდათ, რომ ახლო ურთიერთბაში იყვნენ მჩაგვრელთან, რადგან სხვების თვალში
მათაც ექნება ძლიერის იმიჯი;
o ერთობიან „ბულინგის“ ყურებით;
o არ ფიქრობენ, რომ თუ ვინმეს ეტყვიან, ამით ასეთ შემთხვევებს რაიმე ეშველება;
o ეშინიათ, რომ თუ რამეს იტყვიან და ამხელენ მჩაგვრელს, ისინი გახდებიან მორიგი
მსხვერპლნი.

10
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

შემთხვევბის 50 პროცენტში, როდესაც მოწმე ეუბნება მჩაგვრელს, გაჩერდეს, ბულინგიც


ქრება.

მნიშვნელოვანია, მოწმეს ვასწავლოთ:

o უთხრას მჩაგვრელს, გაჩერდეს. მაგალითად: „შეწყვიტე, მორჩი“ „არ არის


სასაცილო“;
o თუ ფიქრობს, რომ ვერ შეაჩერებს/ არ ეყოფა გამბედაობა, წავიდეს და მოძებნოს
ვინმე ზრდასრული, ვისაც ეტყვის და მიიყვანს ჩგვრის ადგილას. ძალიან
მნიშვნელოვანია, სკოლას ჰქონდეს შინაგანაწესი ბულინგის შემთხევებთან
გამკლავებისთვის, რაზეც ინფორმაცია ექნებათ მოსწავლეებსაც;
o სასურველია რომ სკოლა ატარებდეს პრევენციულ ღონისძიებებს ბულინგის
შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

შეეცადეთ, რომ პრობლემის მოგვარებაში ჩართოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი,


მაგალითად ბავშვის მეგობრები, კლასელები, მასწავლებლები, მშობლები,
კონსულტანტები, დირექტორი.

ბავშვების სპორტში ჩართვა და ფიზიკურად გააქტიურება კარგი სტრატეგიაა, რადგან რაც


უფრო მეტად კმაყოფილია ბავშვი საკუთარი ფიზიკური უნარებით, მით მაღალია ბავშვის
თვითშეფასება და ნაკლებია რისკი, გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

11

You might also like