You are on page 1of 13

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება ფსიქოლოგიის ისტორია


კურსზე დაშვების წინაპირობა წინაპირობის გარეშე
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ფსიქოლოგიის ძირითადი
თეორიული სისტემების შინაარსი, ფსიქოლოგიის უმთავრესი პარადიგმების
განვითარების თავისებურებები; მთავარმეთოდოლოგიური და
კონცეპტუალური პრინციპები; გამოუმუშაოს ფსიქოლოგიის თეორიების
ანალიზის და კრიტიკულად გააზრების უნარი.
სწავლება-სწავლის მეთოდები ლექცია - შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობს
ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის
დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის
შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს
გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს, განმარტებებს, აღნიშვნებს,
დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების, ფაქტებისა და იდეების კრიტიკული
ანალიზი. ლექცია უნდა უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი
დებულებების მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას
ზედმეტი დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს
ლოგიკურად დასრულებული.

ჯგუფური (collaborative) მუშაობის მეთოდით სწავლება გულისხმობს


სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას.
ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად
უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან
გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის
მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა
სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

დამოუკიდებელი მუშაობა ლექციაზე მოსმენილი მასალა მთლიანი ცოდნის


სისტემად ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობით. სტუდენტს
უნდა აღეძრას წიგნისადმი და სხვა საინფორმაციო წყაროებისადმი ინტერესი
და საკითხების დამოუკიდებლად შესწავლის სურვილი, რაც დამოუკიდებელი
აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების სტიმულირების
საშუალებაა.

ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა,


საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში ლექტორი სიტყვების საშუალებით
გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით,
დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.

წიგნზე მუშაობის მეთოდი დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი მასალის


გაცნობა, დამუშავება და ანალიზი.

წერითი მუშაობის მეთოდი გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს:


ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების
შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება, და ა.შ.

დისკუსია/დებატები ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე


გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს
სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია
გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ
პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს
კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

• სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი


ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა
კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის
მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს
კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
• სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი
ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე
დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს,
ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
• სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის,
როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით
მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული
საკითხების დეტალური გაშუქება.
• სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ
ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას.ეს
მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის
განვითარებას.

პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხების


ერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა
სტუდენტის დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების
აუცილებელი პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს
სტუდენტთა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პროექტზე მუშაობა მოიცავს
დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის
ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებლად
ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ, დამაჯერებლად და
კონკრეტული ფორმით არის წარმოდგენილი. იგი შეიძლება შესრულდეს
ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ასევე, ერთი საგნის ან
რამდენიმე საგნის (საგანთა ინტეგრაციის) ფარგლებში.დასრულების შემდეგ
პროექტი წარედგინება ფართო აუდიტორიას.

სწავლის შედეგები
• მსჯელობს ფსიქოლოგიის ისტორიის საგნისა და ფუნქციების გაგების შესახებ არსებულ პოზიციებზე;
• ასაბუთებს, კვალიფიციური განათლების მისაღებად, ფსიქოლოგიის ისტორიის სწავლის მნიშვნელობას;
• აღწერს უძველეს წარმოდგენებს სამშვინველის შესახებ;
• განასხვავებს ფსიქოლოგიის განვითარების ძირითად ეტაპებს (შუა საუკუნეების ფსიქოლოგია, მათ შორის,
ადრეული და გვიანდელი სქოლასტიკა; ახალი დროის ფსიქოლოგია, გერმანული იდეალიზმი; ინგლისური
ასოციაციონიზმი);
• აანალიზებს მეცნიერულ ფსიქოლოგიაში ფსიქიკის გაგების ისტორიულ კონტექსტს და ავლენს ლოგიკური
დასკვნის გაკეთების უნარს;
• ავლენს ფსიქოლოგიური მიმართულებების (მეტაფიზიკური, ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის)
შეფასებისა და ერთმანეთისგან გამიჯვნის უნარს;
• აფასებს ფსიქოლოგიის პირველ თეორიულ სისტემებს და აფიქსირებს რადიკალურ განსხვავებას ფსიქიკის
ბუნების გაგებაში ფსიქოლოგიის კლასიკოსების ვ.ვუნდტის, უ.ჯეიმსის, ფ.ბრენტანოს, ვ.დილთაის და სხვათა
მოძღვრებებს შორის;
• ერთმანეთს ადარებს და ახდენს ფსიქოლოგიის დარგებს შორის განსხვავებების იდენტიფიცირებას.
შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე


გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო
შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის დაძლევა


(შუალედური შეფასების 30 % - არანაკლებ 21 ქულა).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 9 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები


შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება საბოლოო
შეფასება
აქტივობა 52 შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა 30 ქულა 100 ქულა
ქულა 18 ქულა
1 თეორიული საკითხი, 2 თეორიული საკითხი, თითოეული ფასდება
14 სამქულიანი რომელიც ფასდება 5 5 ქულით.
სააუდიტორიო ქულით. 40 ტესტური დავალება. ტესტში მოცემულია
აქტიურობა 26 ტესტური დავალება- რამდენიმე პასუხი, მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
ტესტში მოცემულია თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით.
რამდენიმე პასუხი,
მხოლოდ ერთი პასუხია
სწორი. თითოეულ
სწორი პასუხი ფასდება
0,5 ქულით.
ერთი 5-
ქულიანი
ზეპირი
გამოკითხვა-
დისკუსია
ერთი 5-
ქულიანი
პრეზენტაცია
აქტივობა აქტიურობა-52 ქულა, რომელიც შედგება:
ჯგუფში მუშაობის დროს სტუდენტის სააუდიტორიო აქტიურობა ფასდება
ერთი კვირის განმავლობაში 3 ქულით, სულ 14 ჯერ: 14x3=42 (პირველ სასწავლო
კვირას სტუდენტი არ ფასდება). მოწმდება სალექციო მასალის ცოდნის დონე,
აქტიურობის ხარისხი, დასმული შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა,
მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირების უნარი,
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, ანალიზის უნარი, განსახილველ
საკითხთა მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის ადეკვატურად გადმოცემის
უნარი, ლოგიკურად და თანმიმდევრულად მსჯელობის უნარი, დისკუსიაში
მონაწილეობა, კამათის კულტურის ფლობა, საშინაო და სააუდიტორიო
დავალებების შესრულება და სხვ.)

ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:


3 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, მასალა აქვს
დაკონსპექტებულიდა თეზისები შედგენილი, ზედმიწევნით კარგად ფლობს
სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, შესრულებული აქვს საშინაო
დავალება, დასმულ შეკითხვებზე პასუხები სრულყოფილი, სწორი და
დასაბუთებულია, არ უშვებს შინარსობრივ შეცდომებს; ლიტერატურის
დამუშავების ხარისხი მაღალია; ფლობს კამათის კულტურას.
2 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, მასალა აქვს დაკონსპექტებული,მაგრამ არ
აქვს თეზისები შედგენილი,ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალის
ნაწილს, შესრულებული აქვს საშინაო დავალება, მაგრამ აქვს მცირეოდენი
შეცდომები; დასმულ შეკითხვებზე პასუხისას უშვებს მცირე შეცდომებს;
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი კარგია.
1 ქულა: სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, არ აქვს მასალა დაკონსპექტებული
და თეზისები შედგენილი, ფლობს სილაბუსით გათვალისწინებული მასალის
მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები
ხშირ შემთხევაში მცდარია, ლიტერატურის დამუშავების ხარისხი დაბალია.
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელიაარ აქვს მასალის კონსპექტი და
თეზისები,. ფლობს სილაბუსით გათვალისწინებული მასალის მხოლოდ
ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები
არსებითად მცდარია ან პასუხი შეკითხვის შესაბამისი არ არის, ლიტერატურა
საერთოდ არ არის დამუშავებული, სტუდენტი არ მონაწილეობს დისკუსიაში,
არ ფლობს კამათის კულტურას.

ზეპირი გამოკითხვა – 5 ქულა.


სტუდენტს ეძლევა სადისკუსიო თემა რომელზეც მან უნდა გამოხატოს
საკუთარი აზრი და გადმოსცეს ინფორმაცია, რომელიც გააჩნია ამ თემის
დარგში.
ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმებია:
5 ქულა––საკითხი სრულადაა გაშუქებული, სტუდენტის მიერ დავალების
შინაარსობრივი მომზადების მხარე მაღალია, საუბრობს თავისუფლად და
არგუმენტირებულად
4 ქულა –საკითხი კარგად არის გაშუქებული, სტუდენტის მიერ დავალების
შინაარსობრივი მომზადების მხარე კარგია, საუბრობს თავისუფლად და
არგუმენტირებულად
3ქულა - საკითხი არაა სრულყოფილად გაშუქებული, სტუდენტის მიერ
დავალების შინაარსობრივი მომზადების მხარე დამაკმაყოფილებელია,
საუბრობს მცირე შეცდომებით ან შეფერხებებით
2 ქულა - სტუდენტი ფრაგმენტულად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, სტუდენტის მიერ დავალება შინაარსობრივად სრულად არ არის
მომზადებული, საუბრობს შეცდომებით და შეფერხებებით
1 ქულა–-1 ქულა - შეზღუდულია მონაცემები, დასკვნები არ არის გაკეთებული,
ნაკლები წყაროა გამოყენებული
0 ქულა - საერთოდ არ არის არც ერთი წყარო გამოყენებული, შინაარსი არ არის
სწორად გადმოცემული.

პრეზენტაცია -5 ქულა
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
ა)პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე,რეფერატში წყაროების გამოყენება- 2
ქულა
2 ქულა - პრეზენტაციას გააჩნია სრული მონაცემები, სახეზეა სხვადასხვა
წყაროს დიდი რაოდენობით გამოყენება, თემა სრულად არის გაშუქებული,
1 ქულა - შეზღუდულია მონაცემები, დასკვნები არ არის გაკეთებული, ნაკლები
წყაროა გამოყენებული
0 ქულა - საერთოდ არ არის არც ერთი წყარო გამოყენებული, შინაარსი არ არის
სწორად გადმოცემული-
ბ)პრეზენტაციის დიზაინი (გაფორმება)-1 ქულა
1 ქულა - გაფორმების ყველა პუნქტი დაცულია, პრეზენტაციის ფონი კარგად
აღიქმება, სლაიდები პრეზენტაციის თემის შესაბამისია, სლაიდების
გაფორმებაში გამოყენებულია სხვდასხვა სახის საშუალება: -1 ქულა;
0 ქულა - სლაიდები და გაფორმების სხვა საშუალებები არ არის გამოყენებული;
გ)პრეზენტაციის ტექნოლოგია/კონტაქტი აუდიტორიასთან- 2 ქულა
2 ქულა - კონტაქტი აუდიტორიასთან დამყარებულია და ეფექტურია,
მეტყველება სწორი, კარგი და საინტერესოა, აუდიტორიის რეაქცია
ადეკვატურია
1 ქულა - კონტაქტი აუდიტორიასთან სუსტია, ხანდახან უინტერესო,
პრობლემების წამოჭრა არ ხდება, აუდიტორია განიცდის სირთულეს
პრეზენტაციის აღქმის პროცესში.
0 ქულა - კონტაქტი პრეზენტატორსა დ აუდიტორიას შორის დაკარგულია,
აუდიტორია ვერ აღიქვამს პრეზენტაციას.
შუალედური გამოცდა -მაქსიმალური 18 ქულა-
შუალედური გამოცდა შუალედური გამოცდის ბილეთში მოცემულია 1 თეორიული
საკითხი,რომელიც ფასდება 5 ქულით და 26 ტესტური დავალება ფასდება 13
ქულით.
ერთი თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:
5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა
არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
მასალას; ათვისებული აქვს ლიტერატურა;
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები;
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი
მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს
ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა; აღინიშნება რამოდენიმე არსებითი
შეცდომა;
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ
არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

ტესტური დავალება, სულ 13 ქულა - მოცემულია 26 ტესტური დავალება.


ტესტში მოცემულია რამდენიმე პასუხი, მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 0.5 ქულით, არასწორი პასუხი-0 ქულით.
დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდა -სულ 30 ქულა
დასკვნითი გამოცდაზე მოცემულია 2 თეორიული საკითხი - ფასდება 10
ქულით და 40 ტესტური დავალება ფასდება 20 ქულით.

ერთი თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:


5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა
არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
მასალას; ათვისებული აქვს ლიტერატურა;
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები;
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი
მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს
ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა; აღინიშნება რამოდენიმე არსებითი
შეცდომა;
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ
არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

ტესტური დავალება, სულ 20 ქულა. მოცემულია 40 ტესტური დავალება.


ტესტში მოცემულია რამდენიმე პასუხი, მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით, არასწორი 0 ქულით.
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. ი. იმედაძე. ფსიქოლოგიის ისტორია ანტიკური ხანიდან ჩვენ დრომდე.
თბილისი, მწიგნობარი, 2018
2. დიდი წიგნი ფილოსოფიაზე. თბილისი,პალიტრა L, 2018
დამხმარე ლიტერატურა 1. ი. იმედაძე. ფსიქოლოგიის ისტორია, თბილისი, მწიგნობარი, 2008

სასწავლო კურსის შინაარსი

სასწავლო სწავლა-სწავლების სთ. თემატიკა


კვირა მეთოდები
I ლექცია 2 ფსიქოლოგიის ისტორიის საგანი და ფუნქციები;
კვირა ფსიქოლოგიის ისტორიის პერიოდიზაცია; ცოდნის
დაგროვების პროცესის დინამიკა; მეცნიერების პარადიგმული
გაგება; მეცნიერების განვითარების მოდელები და ფსიქოლოგია;
მეცნიერების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; სამეცნიერო
სკოლა; თეორიული და გამოყენებითი ფსიქოლოგია
ჯგუფში მუშაობა 2 სილაბუსის გაცნობა;
დისკუსია თემაზე:“ფორმა და შინაარსი“-ფსიქოლოგიურ-
ფილოსოფიური ასპექტები
II ლექცია 2 უძველესი წარმოდგენები სამშვინველის შესახებ. ანიმა,
კვირა პანფსიქიზმი, ჰილოძოიზმი; ნატურფილოსოფოსები;
სოფისტები: პროტაგორა, როგორც „სუბიექტის“ ცნების აღმომჩენი-
ადამიანი ყველაფრის საზომია; რელატივიზმის აპოლიგეტი;
გორგია, აზრისა და აღქმის ურთიერთმიმართება; სახელდების
პრობლემის პირველი „მკვლევარი“; სოკრატე-პირველი
რაციონალისტი-შეუსწავლელ ცხოვრებას ფასი არ აქვს;
მეცნიერული ეთიკის ფუძემდებელი; აბსოლუტური ჭეშმარიტების
აპოლიგეტი, ევრისტული და პრობლემური სწავლების მეთოდის
ავტორი; მაიევტიკოსი; ცოდნისა და სიკეთის იგივეობის იდეის
ავტორი; პლატონი-დიდი რაციონალისტი-ამქვეყნიური ცოდნა
მხოლოდ ჩრდილია; მოძღვრება ეიდოსების [იდეების] შესახებ;
ობიექტური იდეალიზმის შემქმნელი; პლატონი შეგრძნების
სანდოობის შესახებ; სულის გამოვლენის სახეები; სიზმრის
პლატონისეული გაგება; ანამნეზისი, შინაგანიმეტყველება,
დიფერენციალური ფსიქოლოგიის ასპექტები არისტოტელე-
პირველი ემპირიკოსი-ჭეშმარიტება ჩვენს სამყაროშია; სხეულისა
დასულის მიმართება; „პერიფსიქე“-პირველი ფსიქოლოგიური
გამოკვლევა; სიცოცხლის ფორმები; შეგრძნებათა კლასიფიკაცია;
შეგრძნების კონტრასტული წყვილები;
შეგრძნების ზღურბლის იდეა; ასოციაციის სახეები; ცნობიერება და
თვითცნობიერება; თეორიული და პრაქტიკული გონი, ნუსი-
სხეულის გარეშე არსებული გონება; გრძნობა და სხეული; აფექტი
და ქცევა; ასაკობრივი პერიოდიზაცია; ძილი და სიზმარი
ჯგუფში მუშაობა 2 მეცნიერების პარადიგმული გაგება
III ლექცია 2 ელინიზმი სპერიოდის და პირველი ქრისტიანული საუკუნეების
კვირა ფსიქოლოგია; ეპიკურე გრძნობა-სურვილების სახეები;
სიამოვნების მიღების მექანიზმი; ატარაქსიის მიღწევის გზები;
ეპიკურეიზმი; სტოიციზმი; პლოტინი-ნეოპლატონიზმი;
ემანაციისთეორია; სული, როგორც სუბსტანცია, სულის აქტივობის
მიმართულებები; შემეცნების საფეხურები; თვითცნობიერების
იდეა; ნეტარი ავგუსტინე-ღმერთი მანკიერების მშობელი არ არის;
სულის სტადიები; მეხსიერების სახეები-გრძნობადი და
ინტელექტუალური; თავისუფლების ავგუსტინესეული გაგება.
ჯგუფში მუშაობა 2 პლატონისა და არისტოტელეს შეხედულებათა შედარებითი
ანალიზი
IV ლექცია 2 შუასაუკუნეების ფსიქოლოგია.
კვირა არაბული ფსიქოლოგია-ალფარაბი (ალღაზენა) აღქმის
ფსიქოფიზიოლოგიის მკვლევარი; ბინოკულარული მხედველობისა
და ფერთ აშერევის ექსპერიმენტული შესწავლა; ავიცენა-პირველი
ფსიქოსომატიკოსი; „მედიცინის კანონი“,
"ასოციაციურიექსპერიმენტი"; ნევროზის ექსპერიმენტული
კვლევა; მენტალური ძალების ჯგუფები-ვეგეტაციური,
ცხოველური და რაციონალური; ავეროესი-ფილოსოფია და
რელიგია შეუთავსებელი არ არის; „ორმაგი ჭეშმარიტების
თეორია“-რაციონალური გონება და ირაციონალური რწმენა;
ინდივიდუალური მოკვდავი და უნივესალური უკვდავი სული.
გვიანდელი სქოლასტიკა - თომა აქვინელი - სამყარო ყოველთვის
როდი არსებობდა; უნივერსალიები, შეფასების ორგვარი სახე;
ინტელექტუალური და ნებელობითი მოტივაცია; ინტენციონალობა
ჯგუფში მუშაობა 2 ეპიკურეიზმი და სტოიციზმი-შედარებითი ანალიზი
5 ქულიანი ზეპირი გამოკითხვა სადისკუსიო თემაზე-„მეცნიერება
და რელიგია“
V ლექცია 2 ახალი დროის ფსიქოლოგია
კვირა რაციონალიზმი. ცნობიერების ცნება; დეკარტე, სპინოზა, ლაიბნიცი
- დეკარტეს მეთოდოლოგიური სკეპტიციზმი; Cogito ergo sum;
აზროვნების გაგება, თვითცნობიერება, ორგვარი სუბსტანცია
დაორიატრიბუტი; იდეები-შემეცნების, ხოლო ნებისყოფა
მოქმედების საფუძველი; იდეების სახეები, რეფლექტორული
რკალი, ურთიერთზემოქმედების თეორია; გრძნობის
ორგვარი ბუნება; პირველადი და მეორადი გრძნობები;
დეტერმინიზმი და ნების თავისუფლების ფენომენოლოგიური
გაგება;
სპინოზა-ღმერთი ყველაფრის საწყისია; აფექტების შესახებ;
თავისუფლება, როგორც შეცნობილი აუცილებლობა;
ლაიბნიცი - არსებობს აზროვნების და ფაქტის ჭეშმარიტება;
ფსიქიკის აქტივობის უნივერსალური პრინციპი; მონადოლოგია;
აპერცეფციის და არაცნობიერის ცნება, როგორც თანდათანობისა და
უწყვეტობის კანონის გამოვლენა; პარალელიზმის დოქტრინა;
მცირე პერცეფციები(განცდები).
ემპირიული ფსიქოლოგია. ლოკი-ცოდნა გამოცდილების
ფარგლებს ვერ გასცდება; შემეცნების სანდოობისა და საზღვრების
პრობლემა; გარეგანი და შინაგანი გამოცდილება; ემპირიული
გამოცდილება იდეათა ერთადერთი წყარო-„სუფთა დაფა“ მარტივი
იდეების კლასიფიკაცია; ტერმინი „ასოციაცია“
ჯგუფში მუშაობა 2 ზეპირი გამოკითხვა-შუა საუკუნეების ფსიქოლოგია
VI ლექცია 2 ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგია მე-18 საუკუნეში:
კვირა ბერკლი-სუბიექტური იდეალიზმის აპოლიგეტი-ყოფნა აღქმულად
ყოფნას ნიშნავს; რეალურად არსებული იდეების ჯგუფები;
მოძღვრება სივრცის აღქმის შესახებ; ჰიუმი - ჩვეულება უდიდესი
გზამკვლევია; პერცეფცია; შეგრძნების და რეფლექსიის
შთაბეჭდილებები; მეხსიერების და წარმოსახვის იდეები;
ასოციაციის სიმულტანური და სუქცესიური კანონები;
ფრანგი ემპირიკოსები: კონდილიაკი, ლამეტრი, ჰელვეციუსი
კანტი და გერმანული იდეალიზმი - არსებობს ორი სამყარო: ჩვენი
სხეულები და გარე სამყარო; კატეგორიული
იმპერატივი; პრაქტიკული გონება; ნებისყოფა-დეტერმინაციის
გარეშე არსებული ფუნქცია; შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების
დახასიათება; წარმოდგენათა მექანიკა.
ჯგუფში მუშაობა 2 ახალი დროის ფსიქოლოგია;
პრეზენტაციები
ლექცია 2 ემპირიული ფსიქოლოგია მე-19 საუკუნეში
1.გერმანული ემპირიული ფსიქოლოგია: იოჰან ფრიდრიხ
ჰერბარტი-მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, სხეულისა
და სულის ურთიერთკავშირის ფორმები; ჰერბარტის ფსიქოლოგია-
სულის სტატიკადასულის დინამიკა; ცნობიერების დონეები;
ცნობიერების ზღურბლი; აღზრდის მეცნიერული სისტემის შექმნა
2.მე-19 საუკუნის ბრიტანული ასოციაციონიზმი: თომას ბრაუნი-
ასოციაციის მეორადი კანონები (ძალა, სიხშირე, სიახლოვე, სიახლე,
ხანგრძლივობა და ა.შ. კუნთური შეგრძნებები; ჯეიმსმილი-
VII სენსუალისტ-ატომისტ-ემპირიკოსი; შეგრძნების სახეების
კვირა დამატება; სულის მექანიკა; სივრცეში მეზობლობის კანონი; ჯონ
სტიუარტ მილი-ადამიანი საკუთარი სხეულისა და გონების ბატონ-
პატრონია; სულის/მენტალური ქიმია; ემოქმედი; ალექსანდრე
ბეინი-სპონტანური მოქმედება; მოძრაობა და სიამოვნების გრძნობა;
კონსტრუქციული ასოციაციები; ჰერბერტს პენსერი-ევოლუციის
საერთო კანონი; ფსიქიკა, როგორც ადაპტაციის ფორმა;
თანდაყოლილი ასოციაციები; მენტალური გამოცდილების შექმნა-
გადაცემის ასოციაციურ-ევოლუციონისტური თეორია;
საზოგადოებრივ ორგანოთა სისტემები-წარმოება, კომუნიკაცია,
მართვა; სოციალური ევოლუცია -“სოციალური დარვინიზმი“
ჯგუფში მუშაობა 2 მე-18 საუკუნის ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგია

შუალედური გამოცდა 1 გამოცდები მიდინარეობს ლექციების პარალელურად. სტუდენტს


VII
შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
კვირა
გავიდეს გამოცდაზე.
VIII ლექცია 2 ფსიქოლოგიის საბუნებისმეტყველო პლატფორმაზე გადასვლა,
კვირა ლოკალიზაციონისტები და ანტილოკალიზაციონისტები: ფრანც
გალი, პიერ ფლორანსი; ბელ-მაჟანდის კანონი.
1.გრძნობის ორგანოთაფიზიოლოგია: იოჰანესმიულერი-გრძნობის
ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის კანონი; სივრცის აღქმა; ჰერმან
ჰელმჰოლცი-ნერვში აგზნების გავრცელების სიჩქარის გაზომვა;
ფსიქოფიზიოლოგიის ფუძემდებელი. ერნსტვებერი - კანის
მგრძნობელობა, ესთეზიომეტრი, სხვაობის ზღურბლის იდეა;
2.ფსიქოფიზიკა: გუსტავ თეოდორ ფეხნერი-სულიერი მოვლენების
გაზომვა, გარეგანი და შინაგანი ფსიქოფიზიკა; შეგრძნების
ზღურბლები: ქვედა, ზედა და სხვაობის ზღურბლები;
3. ფსიქომეტრია: რეაქციის დროის შესწავლა-გამღიზიანებელზე
რეაგირების ინდივიდუალური სისწრაფე-პირადი განტოლება;
ქრონოსკოპი; ფ.დონდერსი - მარტივი რეაქცია, სხვადასხვა
სტიმულის ხვადასხვა რეაქცია, სხვადასხვა სტიმულთაგან ერთ-
ერთზე რეაქცია;
ლუდვიგ ლანგე-სენსორული და მოტორული რეაქციები
ჯგუფში მუშაობა 2 გერმანული ემპირიული ფსიქოლოგია და ბრიტანული
ასოციაციონიზმი-შედარებითი ანალიზი
IX ლექცია 2 ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დაფუძნება XIX საუკუნეში:
კვირა 1.პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია ლაიპციგში:
ვილჰელმვუნდტი - ჰაიდელბერგის პერიოდი; ფიზიოლოგიური
ფსიქოლოგია; ლაიპციგის პერიოდი: ხალხთა ფსიქოლოგია,
შეგრძნების რომელობა და ინტენსივობა, ემოციების
სამგანზომილებიანი სივრცე; შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი;
ექსპერიმენტული ინტროსპექცია; შემეცნებაში გამოცდილების
ერთიანობისა და თვალსაზრისის განსხვავების პრინციპი, როგორც
მეცნიერებათა დაყოფის საფუძველი;
2.ცალკეული ფსიქიკური უნარის ექსპერიმენტული კვლევა:
ჰერმანებინგ ჰაუსი - მეხსიერების ფსიქოლოგია-დასწავლის და
მომარაგების მეთოდი; დავიწყების მრუდი; გონებრივი უნარების
გასაზომი დაუსრულებელი წინადადებების მეთოდი; დასწავლის
კანონზომიერებანი და ფაქტორები;
ვიურცბურგის სკოლა - აზროვნების და ნებისყოფის
ექსპერიმენტული კვლევა (ოსვალდ კიულპე, ნარცის ახი, კარლ
ბიულერი) - შეფასებითი მოქმედების მიმდინარეობა;
რეტროსპექცია, უხატო და უსიტყვო აზროვნება; დეტერმინაციის
ტენდენცია;
3.დამოუკიდებელი ფსიქოლოგიის პირველი თეორიული
სისტემები: ფრანცბრენტანო, ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური
ფსიქოლოგია, აქტები ანუ ფსიქიკური მოვლენები, აქტის სახეები;
ფსიქიკის სპეციფიური ნიშნები; კარლ შტუმფი-მუსიკალური
ტონების ფსიქოლოგია; ფსიქიკური მოვლენები, ფსიქიკური
ფუნქციები; ედმუნდ ჰუსერლი - აქტები, ფუნქციები-
(ინტენციონალური განცდები) და მათი შინაარსებიც (გრძნობადი
მონაცემები) ცნობიერებას ეკუთვნის. ექსპერიმენტული
ფენომენოლოგია.
ჯგუფში მუშაობა 2 ფსიქოლოგიის საბუნებიმეტყველო საფუძვლები
X ლექცია 2 დამოუკიდებელი ფსიქოლოგიის პირველი თეორიული სისტემები:
კვირა 1.ცნობიერების ნაკადის,ფსიქოლოგია - უილიამ ჯეიმსი; მეს
უწყვეტობა, იდენტობა; ჯეიმს ლანგეს თეორია; ფსიქიკური
ობერტონები; ცნობიერების სელექციურობა; “მე“ მატერიალური,
სოციალური და სულიერი; თვითშეფასება, პრეტენზიის დონე,
თვითიდენტობის განცდა.
2. აღწერითი და გაგებითი ფსიქოლოგია: ვილჰელმ დილთაი-
სიცოცხლის მისწრაფება; ისტორიულ-საზოგადოებრივი
სამყარო, ცნობიერების მდგომარეობა; ედუარდ შპრანგერი-
ადამიანთა ტიპოლოგია.
3.ფუნქციონალური ფსიქოლოგია - ჯონდიუი - რეფლექტორული
რკალის ანალიზი; რობერტ ვუდვორთი-მოტივოლოგია, ქცევის
დინამიკური და საშემსრულებლო ასპექტი;
ედვარდ კლაპარედი - გაცნობიერების კანონი;
4.ჰორმული ფსიქოლოგია; უილიამ მაკ-დაუგოლი -1908წ.
“შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში“,“ჯგუფის ფსიქოლოგია“,
ინდივიდაუალური ფსიქიკის ნაციონალურ-კულტურულ ჭრილი;
ჯგუფში მუშაობა 2 ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარება-თემაზე მსჯელობა
ლექცია 2 დიფერენციალური ფსიქოლოგიის განვითარება: თეოფრასტე-
XI ძველი ქარაქტეროლოგია; ჰიპოკრარატე-პირველი ტიპოლოგიები,
კვირა ჰუმორალური თვალსაზრისი; ჩეზარე ლომბროზოს კონსტიტუ -
ციური მიდგომა; ხუან უარტე-დიფერენციალური ფსიქოლოგიის
პირველი წარმომადგენელი; ფრენსის ჰალტონი-ანკეტური
მეთოდი, ტყუპების მეთოდი,“ევგენიკა“ანტროპომეტრული
ლაბორატორია, მათემატიკური სტატისტიკის მეთოდი,
კორელაციური მეთოდი; ალფრედბინე - ტესტოლოგია;
ვილიამშტერნი-დიფერენციალური ფსიქოლოგია, ინტელექტის
კოეფიციენტი, კონვერგენციის თეორია; ფსიქოტექნიკა; ჰიუგო
მიუნსტენბერგი-გამოყენებითი ფსიქოლოგია, პროფესიული
ვარგისიანობის ტესტები;
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია-პირველი თეორიული სისტემები, შედარებითი ანალიზი
XII ლექცია 2 ბავშვის და პედაგოგიური ფსიქოლოგია: ჯონ ლოკი-
კვირა ცნობისმოყვარეობა, როგორც ცოდნისკენ სწრაფვის საფუძველი;
ჟან-ჟაკრუსო-ბავშვის განვითარების გეგმა; განვითარების ოთხი
სტადია; ჯონ დიუი-სწავლება კეთების საშუალებით;
სტენლიჰოლი-რეკაპიტულაციის თეორია; კარლ გროსი-ვარჯიშის
თეორია; კარლ ბიულერი-ხატვის კოგნიტურ განვითარებაზე
გავლენა; ჰედონალგიურირეაქცია; ფუნქციონალური სიამოვნების
მექანიზმი; დიმიტრი უზნაძე -კოინციდენციის თეორია;
ფუნქციონალური და სუბსტანციონალური მოთხოვნილებები;
თამაშის მოტივაციური ფაქტორი-ფუნქციონალური ტენდენცია;
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე-ბავშვის ფსიქოლოგია
XIII ლექცია 2 ზოოფსიქოლოგიის განვითარება: ჩარლზ დარვინი-ევოლუციური
კვირა მოძღვრება; ემოციის გამოსახვა; ჯონ რომანესი-ანეკდოპტების
მეთოდი; ლოიდ მორგანი-მომჭირნეობის კანონი; ცდის და
შეცდომის პრინციპი და გონიერი მოქმედება; ჟაკ ლიობი-
ტროპიზმები; ჭკვიანი ჰანსის ისტორია ;რობერტ იერქსი-
ფსიქიკური მოქმედების ტიპები; განმასხვავებელი
ინტელექტუალური და რაციონალური ფსიქიკა; ეთოლოგია;
ბიჰევიორისტი მკვლევარები-ედუარდ თორნდაიკი-პრობლემური
ყუთი, ეფექტის კანონი, ვარჯიშის კანონი, მზაობის კანონი;
ვოლფგანგ კიოლერი; გონიერი ქცევა, ინსაიტი, პრაქტიკული
განზოგადება, ტრანსპოზიცია; კონრად ლორენცი, კარლ ფრიში-
ფუტკრების ენა
ჯგუფში მუშაობა 2 დიფერენციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები
პრეზენტაციები
XIV ლექცია 2 სამედიცინო ფსიქოლოგიის განვითარება
კვირა 1.ფსიქოპათოლოგია: ფსიქიკური დაავადების ამხსნელი
თვალსაზრისები; ფსიქიკური დარღვევების კვლევა უძველესი
დროიდან. კრეპელინამდე; ჰიპოკრატე-ჰუმორალური თეორია,
კრაზა და დისკრაზია; ცელსი, არეტეი, სორანი; ფილიპე პინელი-
დაავადებათა კლასიფიკაცია; ჟან ესკიროლი-ჰალუცინაცია,
ილუზია; რემისია, ინტერმესია, პროგრესული დამბლა; ი.ქრისტიან
ჰაინროტი-ინსტიქტი,“ეგო“ „ზე ჩვენ“; ეგოს სინდისთან
კონფლიქტი; ტერმინი ფსიქოსომატიკა; ემილკრეპელინი-
ფსიქიკური დარღვევების კლასიფიკცი;
2.ფსიქოთერაპია-ფრანც ანტონ მესმერი და ჰიპნოთერაპია-პასები,
რაპორტი, ცხოველური მაგნეტიზმი; ემილ კუე-ცნობიერი
თვითშთაგონება, თვითშეფასების ფორმულა - „მე კარგად
ვარ.“ედმუნდ ჯეკობსონი - მიზანმიმართული რელაქსაცია; იოჰან
შულცი - აუტოგენური ვარჯიში, ყურადღებიანი თვითმოდუნება,
აუტოჰიპნოზი; პოლ დიუბუა-რაციონალური ფსიქოთერაპია;
ჟოზეფ დეჟერინი - ნდობის ემოციური ფონი, როგორც განკურნების
წინაპირობა; მარცინოვსკი-თავის სამყაროს ნაწილად
გაცნობიერება, როგორც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან
მიმართება.
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია-ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკას შორის მსგავსება და
განსხვავება
პრეზენტაციები
XV ლექცია 2 ქართული ფსიქოლოგიური აზრის განვითარება დიმიტრი
კვირა უზნაძემდე - სულხან-საბა ორბელიანი-„ქართული ლექსიკონი“
სამშვინველი, ფსიქე, ფსიქოლოგიური ცოდნის სისტემა;
ანტონ პირველი - „სპეკალი“; პსიხე“, როგორც სუბსტანცია,
ლაიბნიც-ვოლფის გავლენები; იოანე ბაგრატიონი - გრძნობადი
შემეცნება; სიტყვიერი სული; რაციონალური შემეცნება;
სოლომონ დოდაშვილი -დეტერმინიზმი, როგორც მეცნიერული
კვლევის პრინციპი; გაბრიელ ქიქოძე -„ცდისეული ფსიქოლოგიის
საფუძვლები“, ცნობიერების ფსიქოლოგია; შეგრძნებათა ასპექტები,
მეცნიერული კვლევა და რწმენის დოგმატები; ორგანული და
ფსიქიკური პროცესების ურთიერთზემოქმედება; შემეცნებითი და
მოქმედებისეული უნარები; მოტივაციურ-ემოციური პროცესები;
თანდაყოლილი უნარები; ცოდნა და ხასიათი, როგორც შეძენილი
მიდრეკილება; ნება,როგორც გადაწყვეტილების უნარი; გრძნობადი
და გონებისეული მოტივები; ივანე თარხნიშვილი - არაცნობიერი
ფსიქიკურის კატეგორია; ფსიქიკური პროცესები, ფსიქიკური
შინაარსები; ფსიქოთერაპიის დანერგვის აუცილებლობა; ქცევის
სახეები; იდეომოტორული მოქმედება; ნებელობითი ქცევის
დეტერმინაცია.
ჯგუფში მუშაობა 2 სემინარი- სამედიცინო ფსიქოლოგია
XVI- XVII დასკვნითი გამოცდა 2 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო
კვირა დრო და გავიდეს გამოცდაზე.
XVII-XVIII სტუდენტს დამატებით გამოცდაზეგასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების
კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

You might also like