You are on page 1of 78

ინტეგრირებული კლასის მოდელი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების


მქონე მოსწავლეთა ინკლუზიური განათლების
მხარდასაჭერად

მაია წულაძე
2016 წ.
წინასიტყვაობა
წინამდებარე დოკუმენტი აღწერს საქართველოს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასის მოდელს და
აერთიანებს როგორც კონცეპტუალურ, ასევე პრაქტიკულ საკითხებს.

დოკუმენტში წარმოდგენილი ინტეგრირებული კლასის მოდელი ეფუძნება


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების
საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას და ითვალისწინებს საქართველოს
განათლების სისტემის მოთხოვნებს, მიმდინარე პრიორიტეტებსა და ადგილობრივი
კონტექსტის თავისებურებებს.

დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება:

პირველი ნაწილი მეტწილად ინტეგრირებული კლასის ზოგად კონცეპტუალურ


საკითხებს მოიცავს; მეორე ნაწილი, ინტეგრირებული კლასის ფორმირებისა და
ფუნქციონირების ზოგად პრაქტიკულ საკითხებს განსაზღვრავს; მესამე ნაწილი,
უშუალოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასის
კონცეპტუალურ და პრაქტიკულ საკითხებს აერთიანებს.

გვერდი 1 / 79
პირველი ნაწილი

ინტეგრირებული კლასის კონცეფცია

დოკუმენტის მოცემულ ნაწილში მიმოხილულია სპეციალური საგანმანათლებლო


საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული
აქტუალური საკითხები და სპეციალური განათლების სერვისის ფორმები. აღნიშნულ
ნაწილში ასევე წარმოდგენილია საქართველოს კონტექსტში ინტეგრირებული კლასის
ორგანიზების მიმდინარე გამოცდილება და ინტეგრირებული კლასის კონცეფცია.

1.1 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა


განათლება

დღესდღეობით საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყნაში, ინკლუზიური


განათლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა
განათლების პრიორიტეტულ ფორმას წარმოადგენს.

საქართველომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით პირველი პრაქტიკული


ნაბიჯები სამთავრობო დონეზე 2006 წელს გადადგა, როდესაც ნორვეგიის
განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის:
„ინკლუზიური განათლების დანერგვა თბილისის 10 საჯარო სკოლაში“
განხორციელება. 2009 წლიდან აღნიშნული ინიციატივა საქართველოს რეგიონებშიც
გავრცელდა და დღესდღეობით ინკლუზიური განათლება სსსმ მოსწავლეთა
განათლების წამყვან ფორმად განიხილება.

როგორც წესი, ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში ჩართული სსს მქონე მოსწავლეები


განათლებისა და პიროვნულ-ემოციური განვითარებისთვის განსაკუთრებული
პირობების შექმნას საჭიროებენ, რომელთა უზრუნველსაყოფად სპეციალური
პედაგოგიკური მხარდაჭერა და დამატებითი რესურსების ამოქმედება ხდება
აუცილებელი. შესაბამისად, ინკლუზიური განათლების დანერგვამ, თავის მხრივ
სპეციალური განათლების სერვისის სპეციალიზებული სკოლებიდან ჩვეულებრივი
საჯარო სკოლების სივრცეში ტრანზიცია განაპირობა.

სხვადასხვა ქვეყანამ სსსმ მოსწავლეთა საჯარო სკოლებში მხარდაჭერისა და


სპეციალური განათლების სერვისის გამოყენების განსხვავებული პროცესი გაიარა და

გვერდი 2 / 79
დღესდღეობითაც, ინკლუზიური განათლების პირობებში, სსსმ მოსწავლეთა
საგანმანათლებლო მხარდაჭერა მრავალფეროვანი ფორმით ვლინდება.

დოკუმენტში, სსსმ მოსწავლეთა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართვის


ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური განათლების სერვისის სამი ძირითადი ფორმაა
განხილული, როგორიცაა: სპეციალური კლასი, ინტეგრირებული კლასი და რესურს
ოთახის მომსახურება.

სპეციალური კლასები/სკოლა საჯარო სკოლის სივრცეში

სსს მქონე მოსწავლეთა ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის აღნიშნული ფორმა


ნორვეგიის მაგალითზე შეიძლება განვიხილოთ სადაც ერთი სკოლის სივრცეში, ორი
ე.წ. „ტყუპი“, დამეგობრებული სკოლა თანაარსებობს „ჩვეულებრივი“ საჯარო
სკოლისა და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სპეციალიზებული სკოლის
სახით. ორივე სკოლას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაცია და
დაფინანსება გააჩნია, თუმცა ჩვეულებრივი და სპეციალიზებული კლასები
პარალელური კლასების სახით თანაარსებობს.

აღნიშნული სპეციალური კლასები ჰომოგენური სსს მქონე მოსწავლეთათვის არის


შექმნილი კერძოდ, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის და მათ
საგანმანათლებლო საჭიროებებზეა მაქსიმალურად მორგებული, რაც
მცირერიცხოვან საკლასო გარემოს, სპეციფიკურ ფიზიკურ და ტექნიკურ გარემო
მახასიათებლებს, პროფესიულ რესურსს, სწავლების მეთოდოლოგიასა და
გაფართოებულ სასწავლო პროგრამას გულისხმობს.

სპეციალურ კლასებში ჩართული მოსწავლეები ფორმალურად აღნიშნულ კლასებში


ირიცხებიან. მოსწავლეთა საგნობრივი სწავლება, მათი დასწრების აღრიცხვა და
შეფასებაც სწორედ სპეციალური კლასის ფარგლებში ხდება. ამასთანავე, ისევე
როგორც ჩვეულებრივ საჯარო კლასებში, სპეციალურ კლასშიც მაქსიმალურად არის
დაცული ასაკობრივი კრიტერიუმი. სპეციალური კლასის ყველა მოსწავლეს
ერთნაირი სასკოლო დღის განრიგი და საგნობრივი ბადე აქვთ.

ამ ორი სკოლის/კლასების მოსწავლეებს ერთმანეთთან ურთიერთობის


შესაძლებლობა სკოლების მიერ ერთობლივა დ დაგეგმილი საგანმანათლებლო და
კლასგარეშე აქტივობებისა და სკოლის სხვა არაფორმალური სიტუაციების
(მაგალითად დასვენებები, კაფეტერიით სარგებლობის და ა.შ.) დროს აქვთ.

გვერდი 3 / 79
რესურს ოთახის მომსახურება

ინკლუზიური განათლების დანერგვამ როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, ასევე


საქართველოშიც, ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში რესურს ოთახების სერვისების
ორგანიზება განაპირობა. რესურს ოთახის სერვისი, სკოლაში ჩართული სხვადასხვა
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინკლუზიური
განათლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და დამხმარე განმავითარებელი
მასალითა და ტექნიკით აღჭურვილ სივრცესა და დამატებითი სპეციალისტების
რესურსს მოიცავს.

სსსმ მოსწავლეებს რესურს ოთახის სპეციალისტების დახმარება ეწევათ როგორც


უშუალოდ რესურს ოთახის სივრცეში დამატებითი ინდივიდუალური მუშაობის
სახით, ასევე უშუალოდ კლასებშიც. რესურს ოთახის სპეციალისტები მონაწილეობენ
მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებაში, ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო პროცესის მორგებაში. ამასთანავე,
საჭიროების შემთხვევში, ინდივიდუალურ დახმარებას/ასისტენტობას უწევენ სსსმ
მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის დროს.

რესურს ოთახის მომსახურება არ არის განსაზღვრული რომელიმე კონკრეტული სსსმ


მოსწავლეთა ჰომოგენური ჯგუფისთვის, არამედ ის სკოლაში ჩართულ სხვადასხვა
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს უწევს მხარდაჭერას. რესურს
ოთახის მომსახურებით მოსარგებლე სსსმ მოსწავლეები, ჩვეულებრივ ასაკობრივ
კლასებში ირიცხებიან და იქ იღებენ განათლებას.

ინტეგრირებული კლასი

სსსმ მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში „ინტეგრირების“ პროცესს,


ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების ფორმირების სახით,
მრავალწლიანი და მრავალმხრივი ისტორია გააჩნია. ზოგ შემთხვევაში,
ინტეგრირებული განათლება ინკლუზიის ცნების ჩამნაცვლებლად, ზოგიერთში კი,
ინკლუზიური განათლების საპირისპირო საგანმანათლებლო მიდგომად განიხილება.
ისტორიულად, ინტეგრირებული კლასი ერთგვარ შუამავალ, მოსამზადებელ რგოლს
წარმოადგენდა სსსმ მოსწავლეთა ჩვეულებრივ კლასებში ინკლუზიისთვის, რაც
მეტწილად სსსმ მოსწავლის სკოლის სისტემასა და სასწავლო პროცესის
მოთხოვნებთან შეგუებასა და მათთან მორგებაში აისახებოდა, მაშინ როცა

გვერდი 4 / 79
ინკლუზიური განათლება თავად სკოლისა და სასწავლო პროცესის მორგებას
მოითხოვს ყოველი და ყველა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

ინტეგრირებული კლასი, მცირერიცხოვანი საკლასო გარემოთი გამოიჩევა, რომელიც


როგორც ჰომოგენური, ასევე განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეებისგან შეიძლება იყოს დაკომპლექტებული. ინტეგრირებული კლასის
მოსწავლეები, ჩვეულებრივ ასაკობრივ კლასებში შესაძლოა მხოლოდ პრაქტიკულ
საგნებს, როგორიცაა სპორტი, ხელოვნება, მუსიკა, ესწრებოდნენ, ხოლო დანარჩენ
საგნობრივ კომპეტენციებს ადაპტირებული სახით ინტეგრირებული კლასის
სივრცეში ეუფლებოდნენ. ჯგუფური საგანმანათლებლო პროცესის გარდა,
ინტეგრირებული კლასის მოსწავლეები ხშირად დამატებით ინდივიდუალურ
საგანმანათლებლო და თერაპიულ მომსახურებასაც იღებენ. ინტეგრირებული
კლასის მოსწავლეებს სკოლის დანარჩენ თანატოლებთან ურთიერთობის
შესაძლებლობა, როგორც საჯარო კლასებში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის,
ასევე დასვენებების და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების დროს ეძლევათ.  

ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ინკლუზიური განათლების მიმართულებით


განხორციელებული ცვლილებების პროცესში, საქართველოში სსსმ მოსწავლეთა
ინტეგრირებული განათლების ფორმაც გამოყენებულა. ინტეგრირებული კლასები
საქართველოს საჯარო სკოლებში 2004 წლიდან არსებობდა სსსმ ბავშვების
მშობლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივის საფუძველზე.

1.2 ინტეგრირებული კლასის ფუნქციონირების მიმდინარე


გამოცდილება

ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესზე


ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გარდა,
ხშირად დამატებითი სპეციფიკური პირობების შექმნაა საჭირო. აღნიშნული
სპეციფიკური პირობები შეიძლება მოიცავდეს:

 მცირერიცხოვანი საკლასო გარემო


 კონკრეტულ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ფიზიკურ გარემო
და ტექნიკურ აღჭურვილობა
 დამატებითი პროფესიული რესურსი და სპეციალური
პედაგოგიკურ/მეთოდოლოგიური მხარდაჭერა
 გაფართოებული ან ალტერნატიული სასწავლო პროგრამა

გვერდი 5 / 79
აღნიშნული პირობების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით, 2013 წლიდან
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური სწავლების
ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, შემდეგი ქვეპროგრამის სახით - საჯარო
სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსება ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში,
ინტეგრირებული კლასების დაფუძნება დაიწყო. 2013 წლიდან თბილისის 166-ე
საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის და 64-ე
საჯარო სკოლაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის ინტეგრირებული
კლასები ამოქმედდა. 2014 წლიდან დღემდე, ინტეგრირებული კლასების დანერგვა
გაგრძელდა თბილისის, თელავის და რუსთავის საჯარო სკოლებში და შედეგად, 8
ინტეგრირებული კლასი ამოქმედდა.

აღნიშნული კლასების ფუნქციონირებამ, თავის მხრივ ის საჭიროებები გამოკვეთა,


რომლებიც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არსებობს. გაჩნდა
ინტეგრირებული კლასის კონცეფციის შემუშავების აუცილებლობა სხვადასხვა
სკოლებში არსებული ინტეგრირებული კლასების ფუნქციონირების მაქსიმალური
ჰარმონიზაციის მიზნით. აუცილებელი გახდა იმ კონცეპტუალური და პრაქტიკული
საკითხების დაზუსტება, რომლებიც კონკრეტული საგანმანათლებლო საჭიროებების
მქონე მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასის ფორმირებასა და
ადმინისტრირებას დაედება საფუძვლად.

ამასთანავე, გამოიკვეთა იმ სსსმ მოსწავლეთა ჯგუფების განსაზღვრის


აუცილებლობა, რომელთათვისაც ინტეგრირებული კლასის მომსახურება ყველაზე
სარგებლიანი შეიძლება იყოს საჯარო სკოლებში განათლების მიღების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ყველაზე დიდი მოთხოვნა ინტეგრირებული კლასის
მომსახურებაზე სმენის და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეების
მხრიდან გამოვლინდა.

1.3 ინტეგრირებული კლასის მიზანი და ფუნქცია


დოკუმენტში წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, ინტეგრირებული კლასი
განიხილება როგორც ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ერთგვარი
საგანმანათლებლო ფორმა, რომელიც სსსმ მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო
პროცესზე ხელმისაწვდომის გაზრდასა და სკოლის მრავალფეროვან სიტუაციებში
მონაწილეობის ხელშეწყობას სახავს მიზნად.

ინკლუზიური განათლების პირობებში, ინტეგრირებული კლასი მოიაზრება არა


როგორც სსსმ მოსწავლეთა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართვისთვის

გვერდი 6 / 79
მოსამზადებელი ფუნქციის მქონე რგოლი, რომელიც სსსმ მოსწავლეებისგან სკოლის
სისტემასა და საგანმანათლებლო პროცესზე მორგებას მოელის ჩვეულებრივ საჯარო
კლასში ტრანზიციის მიზნით; არამედ, ის განიხილება როგორც სსსმ მოსწავლეთა
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მიმდინარე რესურსი, რომელიც
მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროცესისგან მაქსიმალური სარგებლის
მიღებაზეა ორიენტირებული.

შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, ინტეგრირებული კლასი ჩვეულებრივი


საჯარო სკოლის ბაზაზე ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთათვის იქმნება ასაკობრივი კრიტერიუმის მაქსიმალური დაცვით და
ამკვიდრებს იმ აუცილებელ პროფესიულ და მატერიალურ რესურსსა და სპეციალურ
პედაგოგიკურ/მეთოდოლოგიურ პირობებს, რომელიც სსსმ მოსწავლეთა
კონკრეტული ჯგუფის ხარისხიანი განათლებისა და სკოლის თემში სრულფასოვანი
თანამონაწილეობისთვის არის აუცილებელი. ინტეგრირებული კლასი, როგორც
განათლების ფორმა, მასში ჩართული მოსწავლეების ნაწილობრივ ინტეგრირებული
კლასის სივრცეში და ნაწილობრივ სკოლის ჩვეულებრივ ასაკობრივ კლასებში
განათლებას გულისხმობს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და
შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ინტეგრირებული კლასი სკოლის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს ისევე, როგორც


მასში ჩართული სსსმ ყველა მოსწავლე, ხოლო ინტეგრირებული კლასის სივრცეში
მობილიზებული მატერიალური და პროფესიული რესურსი მაქსიმალუარდ
ხელმისაწვდომია მოსწავლისთვის არამარტო ინტეგრირებულ კლასში მიმდინარე
სასწავლო და თერაპიული პროცესის დროს, არამედ სკოლის ყველა იმ სასწავლო თუ
კლასგარეშე სიტუაციაში, რომელშიც მოსწავლეს უწევს მონაწილეობა.

სსსმ მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო პროცესის ხელმისაწვდომობის


გაზრდასთან ერთად, საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების ფორმირებას
შეუძლია შეამციროს სსსმ მოსწავლეთათვის საცხოვრებელი სახლებიდან
მნიშვნელოვნად დაშორებულ სპეციალიზებული პროფილის მქონე სკოლებში
სწავლის საჭიროება.

ამასთანავე, საჯარო სკოლა რომელშიც ინტეგრირებული კლასია დაარსებული,


მნიშვნელოვან საკონსულტაციო/მხარდამჭერ რესურსად შეიძლება იქცეს სხვა
დანარჩენი სკოლებისთვის იმავე საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
მოსწავლეთა განათლების პროცესში, რომელსაც თავად ემსახურება.

გვერდი 7 / 79
მეორე ნაწილი

ინტეგრირებული კლასის ფორმირებისა და ადმინისტრირების


პრაქტიკული საკითხები

დოკუმენტის მოცემულ ნაწილში წარმოდგენილია ის პრაქტიკული საკითხები,


რომლებიც განსაზღვრავს ინტეგრირებული კლასის ფორმირებისა და
ფუნქციონირების პირობებს და საერთოა სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეთათვის შექმნილი ინტეგრირებული კლასებისთვის.

დოკუმენტში განხილულია შემდეგი პრაქტიკული საკითხები:

- ინტეგრირებული კლასის კონტიგენტი


- ინტეგრირებული კლასის სასწავლო ჯგუფის ფორმირება
- ასაკობრივი კრიტერიუმი
- ინტეგრირებულ კლასში ჩართვის კრიტერიუმები და პროცედურები
- ინტეგრირებული კლასის მომსახურება
- ინდივიდუალურად მორგებული განათლება - ინდივიდუალური სასწავლო გეგმა,
მოსწავლის პროგრესის მონიტორინგი და აკადემიური შეფასება,
ინდივიდუალური სასკოლო განრიგი, დასწრების აღრიცხვა
- სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფა
- ინტეგრირებული კლასის პროფესიული რესურსი
- ინტეგრირებული კლასის ფიზიკური გარემო და ტექნიკური აღჭურვა
- ახალ საგანმანათლებლო საფეხურზე ტრანზიცია
- მშობლებთან თანამშრომლობა
- ინტეგრირებულ კლასში ჩართული მოსწავლეების სწავლა-სწავლების ხარისხის
მონიტორინგი
- სკოლის ადმინისტრაციის როლი და პასუხისმგებლობები
- ინტეგრირებული კლასის რესურსის გამოყენება სხვა საჯარო სკოლების მიერ

2.1 ინტეგრირებული კლასის კონტიგენტი

გვერდი 8 / 79
ინტეგრირებული კლასი ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა ჯგუფისთვის იქმნება. ჯგუფის ჰომოგენურობა აუცილებელ პირობას
წარმოადგენს მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი
და სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პირობების
შესაქმნელად როგორიცაა: საკლასო ოთახის ფიზიკური და ტექნიკურ-მატერიალური
მახასიათებლები, პროფესიული რესურსი, სწავლების შინაარსობრივი მხარე
(გაფართოებული ან ალტერნატოული სასწავლო პროგრამა) და სწავლა-სწავლების
მეთოდოლოგია.

2.2 ინტეგრირებული კლასის სასწავლო ჯგუფის ფორმირება


მომსახურების მაქსიმალური ეფექტურობისა და ხარისხის შესანარჩუნებლად,
მიზანშეწონილია ინტეგრირებულ კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობის
შენარჩუნება. მოსწავლეთა რეკომენდებული რიცხვია - 10. გამონაკლისს
შემთხვევებში, მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა - 12 მოსწავლე. გამონაკლისი
მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით, დაიშვება სამინისტროს შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით.
ინტეგრირებული კლასის ფუნქციონირებისთვის, მასში ჩართული მოსწავლეთა
მინიმულარული რეკომენდებული რაოდენობაა 5 მოსწავლე. გამონაკლისს
შემთხვევებში (მაგალითად რეგიონებში მოსწავლეთა ზოგადად მცირე რაოდენობა),
ინტეგრირებული კლასი შესაძლოა 5-ზე ნაკლები მოსწავლისთვის ჩამოყალიბდეს.

თუ ინტეგრირებულ კლასში ჩართვის მსურველ მოსწავლეთა საერთო რაოდენობა


ინტეგრირებული კლასისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს მნიშვნელოვნად
აღემატება და თუ სკოლას შესაბამისი რესურსი გააჩნია, ერთი სკოლის ბაზაზე
შესაძლებელია ორი ინტეგრირებული კლასის ფორმირება,

ინტეგრირებულ კლასში მოსწავლეთა რეკომენდებული რაოდენობის შენარჩუნების


მიზნით, სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა ინტეგრირებულ
კლასში მოსწავლეთა ჩართვის კონტროლის მექანიზმი/პროცედურა შეიმუშავოს.

2.3 ასაკობრივი კრიტერიუმი


ინტეგრირებული კლასის მოსწავლეები ერთ საგანმანათლებლო საფეხურს უნდა
მიეკუთვნებოდნენ, ხოლო საფეხურის ფარგლებში მოსაწვლეთა შორის ასაკობრივი
განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

გვერდი 9 / 79
თუ ინტეგრირებულ კლასში ჩართული/ჩასართავი მოსწავლეები განსხვავებულ
ასაკობრივ კლასებს ეკუთვნიან, მაშინ მათი ერთ სასწავლო ჯგუფად გაერთიანება
შესაძლოა ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ესგ) განსაზღვრული კლას-კომპლექტის
შექმნის პრინციპების მიხედვით (მე-4 მუხლი, მე-11 და მე-12 პუნქტები).
რეკომენდებულია, რომ კლას-კომპლექტი შეიქმნას ერთი საფეხურის ფარგლებში და
მასში არ გაერთიანდნენ მოსწავლეები ორზე მეტი ასაკობრივი კლასიდან. სასწავლო
ჯგუფის კლას-კომპლექტის პრინციპით ორგანიზების შემთხვევაში, მოსწავლეთა
სწავლა-სწავლება მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების
მიდგომას.

2.4 ინტეგრირებულ კლასში ჩართვის კრიტერიუმები და პროცედურები


ინტეგრირებულ კლასში მოსწავლის ჩართვა განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში მულტიდისციპლინური
გუნდი) დასკვნის და რეკომენდაციის საფუძველზე ხდება. აღნიშნული
გადაწყვეტილების მიღებისას მულტიდისციპლინური გუნდის წევრები შემდეგი
ასპექტებით უნდა ხელმძღვანელობდნენ:

- ბავშვი თავისი სამედიცინო სტატუსით და საგანმანათლებლო საჭიროებით იმ


ჰომოგენურ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვისაც ფორმირდება და/ან
ფორმირებულია ინტეგრირებული კლასი.
- ბავშვი იმ ასაკობრივ ჯგუფს (მაქსიმუმ 3 წელი ასაკობრივი განსხვავებით) და
საგანმანათლებლო საფეხურს ეკუთვნის რომლისთვისაც ფორმირებულია
ინტეგრირებული კლასი.
- ახალი მოსწავლის ჩართვა არ გაზრდის ინტეგრირებული კლასისთვის
განსაზღვრულ მოსწავლეთა რაოდენობას (10 მოსწავლე, ხოლო გამონაკლისს
შემთხვევებში 12).
- მოსწავლის ჩარიცხვა შესაძლებელია იმ საჯარო სკოლის ერთ-ერთ ასაკობრივ
კლასში, რომელშიც ინტეგრირებული კლასია ფორმირებული.
- მშობელი გამოთქვამს მოსწავლის ინტეგრირებულ კლასში ჩართვის სურვილს,
რაც მისი წერილობითი განაცხადით დასტურდება; ამასთანავე, მშობელი იცნობს
და ეთანხმება მომსახურების იმ ფორმას, რომელიც ინტეგრირებული კლასის
სერვისით არის განსაზღვრული.
- მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასების და ინტეგრირებული
კლასის/სკოლის რესურსების ანალიზის შედეგად, მოცემული ინტეგრირებული
კლასის მომსახურება კონკრეტული მოსწავლის განათლების მხარდამჭერ

გვერდი 10 / 79
პრიორიტეტულ ფორმას წარმოადგენს. უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ
მოსწავლე ვერ მიიღებს ისეთივე საგანმანათლებლო სარგებელს საჯარო სკოლაში
გაწეული სხვა ტიპის მომსახურებით (მაგალითად რესურს ოთახის) და/ან იმ
საჯარო სკოლაში, რომელსაც სპეციალიზებულლი პროფილი აქვს.

ინტეგრირებულ კლასში მოსწავლის ჩართვა, ისევე როგორც ჩართვაზე უარის თქმა,


დასაბუთებული უნდა იყოს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნაში. ამასთანავე,
ინტეგრირებულ კლასში ჩართვაზე უარის შემთხვევაში, მულტიდისციპლინური
გუნდის დასკვნაში განსაზღვრული უნდა იყოს კონკრეტული ბავშვისთვის
განათლების მიღების რეკომენდებული სივრცე და ფორმა.

2.5 ინტეგრირებული კლასის მომსახურება

ინტეგრირებული კლასი შემდეგი ტიპის მომსახურებებს ახორციელებს:

ა) ინტეგრირებული კლასის სივრცეში ორგანიზებული ჯგუფური საგანმანათლებლო


პროცესი
ბ) დამატებითი ინდივიდუალური საგანმანათლებლო მომსახურება
გ) მოსწავლისთვის ასაკობრივ კლასში სასწავლო პროცესის დროს გაწეული
მხარდაჭერა
დ) დამატებითი ინდივიდუალური და ზოგ შემთხვევაში, ჯგუფური თერაპიული
მომსახურება

ინტეგრირებულ კლასში ჩართულ ყველა მოსწავლეს ზემოთ ჩამოთვლილი


მხარდაჭერით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების
ნებისმიერ საფეხურზე. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც
მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების სიღრმისეული შეფასების შედეგად
განისაზღვრება, რომ ის „ბ“, „გ“ ან „დ“ პუნქტებიდან რომელიმე ტიპის მხარდაჭერას
არ საჭიროებს. ხოლო რაც შეეხება „ა“ პუნქტის მხარდაჭერას, მისი მიღების საჭიროება
განმსაზღვრელია მოსწავლის იტეგრირებულ კლასში ჩასართავად. სხვა შემთხვევაში,
მოსწავლემ არა ინტეგრირებული კლასის, არამედ საჯარო სკოლებში არსებული
რესურს ოთახის მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს.

ინტეგრირებულ კლასში ორგანიზებული ჯგუფური სასწავლო პროცესი მოიცავს:

გვერდი 11 / 79
ა) მოსწავლეთა იმ კომპეტენციების განვითარება/გაძლიერებაზე მუშაობა, რომელიც
სპეციფიკური და განსაკუთრებულად აქტუალურია ინტეგრირებული კლასის
სამიზნე ჯგუფისთვის. აღნიშნული კომპტენეციები შესაძლოა არ ეფუძნებოდეს
ასაკობრივ კურიკულუმს და საგნობრივ სტანდარტს, მაგრამ მათ გაძლიერებას
გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მოსწავლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მიზნების მიღწევისა და სასწავლო პროცესში ეფექტური
თანამონაწილეობისთვის.

ბ) საგნობრივ კომპეტენციებზე მუშაობა, რომელიც საგნობრივი სტანდარტით არის


განსაზღვრული. გარკვეულ საგნობრივ კომპეტენციებზე მუშაობა შესაძლოა არა
ცალკე საგნის, არამედ ინტეგრირებული გაკვეთილის/დაწყვილებული
გაკვეთილების სახით განხორციელდეს და სხვადასხვა საგნობრივი სტანდარტით
განსაზღვრულ შედეგებს ერთი სასწავლო გეგმის ფარგლებში აერთიანებდეს.

ინტეგრირებული კლასის სივრცეში მოსწავლეთა ჯგუფთან საგნობრივ


კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესი ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს და
კლასის/საფეხურის სასწავლო შედეგებს ეფუძნებოდეს. სასწავლო პროგრამა მოქნილი
უნდა იყოს მასში ცვლილებების შესატანად.

საგნობრივი სასწავლო პროგრამის შედგენაზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი


ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებელია, თუმცა აღნიშნული
პროგრამის შედგენა საგნის მასწავლებლებთან ერთად და ინტეგრირებული კლასის
სხვა სპეციალისტებისა და მულტიდისციპლინური გუნდის მხარდაჭერით უნდა
მოხდეს.

აღნიშნული ჯგუფური სასწავლო პროცესი დიფერენცირებული სწავლების


მიდგომას უნდა ეფუძნებოდე და ყველა და თითოეული მოსწავლის
ინდივიდუალურ საჭიროებებს ეხმიანებოდეს.

„ა“ და „ბ“ პუნქტებში წარმოდგენილი სასწავლო მიმართულებები, არ გულისხმობს


მათ ერთმანეთისგან გამიჯვნას, არამედ მოსწავლეთა ჯგუფთან წარმართულ
სასწავლო პროცესში ლაკონურად ინტეგრირებას მოიაზრებს.

ინტეგრირებული კლასის შინაარსობრივი მხარე და თემატური ასპექტები წინასწარ


განისაზღვება სასწავლო წლის/სემესტრის დასაწყისში. თემატური და
მეთოდოლოგიური ასპექტების შემუშავების პროცესში ინტეგრირებული კლასის

გვერდი 12 / 79
სპეციალისტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური
გუნდის მხარდაჭერით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ინტეგრირებულ კლასში დაგეგმილი ჯგუფური საგანმანათლებლო პროცესი უნდა


ითვალისწინებდეს მასში ჩართული თოთოეული მოსწავლის დასწრების
ინდივიდუალურ განრიგს და ჯგუფში ჩართული ყველა მოსწავლისთვის
ოპტიმალურ დროს ხორციელდებოდეს.

გ) საგაკვეთილო პროცესში გაწეული მხარდაჭერა - ინტეგრირებულ კლასში


ჩართულმა მოსწავლეებმა, მაქსიმალური საგანმანათლებლო სარგებელი უნდა
მიიღონ იმ კლასებში წარმართული სასწავლო პროცესისგან, რომელშიც ისინი
ფორმალურად ირიცხებიან. კლასებში ინდივიდუალური დახმარების სახით,
მოსწავლეს ინტეგრირებული კლასის სპეციალისტის მიერ დახმარების მიღება უნდა
შეეძლოს.
დ) დამატებითი ინდივიდუალური საგანმანათლებლო მომსახურება მოსწავლის
აკადემიური და სხვა დამხმარე კომპეტენციების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს
და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვული სასწავლო შედეგების მიღწევას
უწყობდეს ხელს. დამატებითი ინდივიდუალური მომსახურება და მომსახურების
საათობრივი დატვირთვა კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებით უნდა
განისაზღვროს.
ე) დამატებითი თერაპიული მომსახურება - მოსწავლისთვის სკოლის სივრცეში
გაწეული თერაპიული მომსახურება პირველ რიგში ეროვნული სასწავლო გეგმის
მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს და სასწავლო პროცესში
ჩართულობისთვის იყოს პრიორიტეტული. დამატებითი თერაპიული მომსახურება,
მოსწავლის საჭიროებების შეფასებაზე დაფუძნებული ინდივიდუალური პროგრამის
მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს. ამასთანავე, თერაპიულმა მხარდაჭერამ იმ
საჭიროებეზე მუშაობაც უნდა მოიცვას, რომლებიც მოსწავლის სწავლა-სწავლების
პროცესში პერიოდულად აღმოცენდება.
დამატებითი თერაპიული მომსახურების გაწევა მოსწავლეებისთვის, მხოლოდ
საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ არის რეკომენდებული.

რეკომენდებულია, რომ ინტეგრირებული კლასის მომსახურება დაზუსტდეს და


განისაზღვროს იმ კონკრეტული სამიზნე ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებების
გათვალისწინებით, რომელსაც ინტეგრირებული კლასის ემსახურება.

გვერდი 13 / 79
2.6 ინდივიდუალურად მორგებული განათლება
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ინტეგრირებულ კლასში ჩართული ყველა მოსწავლისთვის იქმნება


ინდივიდუალური სასწავლო გეგმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ პროცედურებისა და ვადების თანახმად
რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მე-5 თავშია აღწერილი.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს როგორც


ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები, ასევე მოსწავლის საგნის მასწავლებლები.
ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულ მიზნებზე მუშაობა
ხორციელდება როგორც ინტეგრირებული, ასევე ჩვეულებრივი ასაკობრივი კლასის
სივრცეში.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებისას სკოლის პერსონალს პროფესიულ


მხარდაჭერას მულტიდისციპლინური გუნდის წევრი/ები უწევენ.

რეკომენდებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მმართველი იყოს


ინტეგრირებული კლასის სპეციალისტი.

მოსწავლის პროგრესის მონიტორინგი და აკადემიური შეფასება

მოსწავლის პროგრესის შეფასება, იმ პრინციპებისა და პროცედურების მიხედვით


უნდა მოხდეს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვული და რომლის
მიხედვითაც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური პროგრესი.

თუ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის განათლება ინდივიდუალური სასწავლო


გეგმით მიმდინარეობს, მისი შეფასება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონის მიხედვით ხდება იმ პრინციპების
გათვალისწინებით, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში „ინკლუზიური
განათლების“ თავშია აღწერილი.

თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და


დადგენილია, რომ მას სმენის დარღვევის მქონე ის მოსწავლეებიც აბარებენ
რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა
უზურნველყოს საგამოცდო მასალისა და პროცედურის ადაპტირება. ტესტებისა და
გამოცდების ადაპტირება ერთობლივად, ინტეგრირებული კლასის სპეციალური
მასწავლებლისა და იმ საგნის მასწავლებლის მიერ უნდა მოხდეს, რომელ საგანშიც

გვერდი 14 / 79
ტარდება გამოცდა. საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის ადაპტირებაში
ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტები და მულტიდისციპლინური გუნდის
წევრებიც უნდა ჩაერთონ.

მოსწავლის მიერ მიღებული ყველა შეფასების ქულა, მისი კლასის აღრიცხვის


ჟურნალში უნდა დაფიქსირდეს.

დასწრების ინდივიდუალური განრიგის შედგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნას,


რომ მოსწავლისთვის დამატებითი ინდივიდუალური საგანმანათლებლო თუ
თერაპიული მხარდაჭერის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის საჯარო კლასის
გაკვეთილების და ინტეგრირებულ კლასში მიმდინარე ჯგუფური სასწავლო
პროცესის ხარჯზე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც მოსწავლის
ჩართულობა აღნიშნულ სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო სარგებლის
მომტანი არ არის. სასწავლო პროცესის დროს განხორციელებული ინდივიდუალური
მუშაობა მოსწავლესთან იმ საგნობრივი კომპეტენციების გაძლიერებას უნდა
ემსახურებოდეს, რომელის ხარჯზეც ხორციელდება ინდივიდუალური მუშაობა.

ინდივიდუალური სასკოლო განრიგი

ინტეგრირებულ კლასში ჩართულ ყველა მოსწავლეს შესაძლოა ინდივიდუალური


სასკოლო განრიგი ჰქონდეს რომელიც მოსწავლის ხუთდღიან სასკოლო რუტინას
ასახავს. მოსწავლის ინდივიდუალური სასკოლო განრიგი ზოგად სასკოლო
საათობრივ ბადეს უნდა ეფუძნებოდეს.
ინდივიდუალური სასკოლო განრიში განსაზღვული უნდა იყოს ის საგნები,
დამატებით ინდივიდუალურ საგანმანათლებლო და თერაპიული მომსახურება და
მათი ჩატარების დროები და ხანგრძლივობა, რომელთაც მოსწავლე სასკოლო დღის
მანძილზე იღებს.
ინდივიდუალური სასკოლო განრიგის შემუშავება, მოსწავლის სკოლაში
ჩარიცხვიდან მაქსიმუმ 1 თვის ვადაში უნდა მოხდეს მისი მრავალმხრივი შეფასების
შედეგად გამოვლენილ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით.
ინდივიდუალური სასკოლო განრიგის შემუშავებამდე, მოსწავლეზე დაკვირვება
ორივე, ჩვეულებრივ და ინტეგრირებულ კლასში მიმდინარე გაკვეთილებზეც უნდა
მოხდეს.

ინდივიდუალური სასკოლო განრიგის შემუშავება მოსწავლის ინდივიდუალური


საჭიროებებისა და შესაძლებლობების, ასევე, სკოლაში მისი სწავლა-სწავლებისთვის

გვერდი 15 / 79
აუცილებელი რესურსის არსებობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და მოსწავლის
საუკეთესო ინტერესებსა და მაქსიმალური საგანმანათლებლო სარგებელის მიღებას
უნდა ითვალისწინებდეს. მაგალითად, მოსწავლე შესაძლოა არ ესწრებოდეს და ან იმ
სიხშირით არ ესწრებოდეს ყველა საგანს, რომელიც მისი კლასისთვის არის
განსაზღვული; სანაცვლოდ, ინტეგრირებული კლასის სივრცეში ორგანიზებულ
საგანმანათლებლო პროცესში იყოს ჩართული.

საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის სასკოლო განრიგში შესაძლოა ცვლილებების


შეტანა. რეკომენდებულია ცვლილებების განხორციელება სასწავლო წლის და ან
სემესტრის დასაწყისში, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც
განრიგში ცვლილებების შეტანა შუა სემესტრში გადაუდებელი აუცილებელობითაა
განპირობებული.

რაც შეეხება დამატებით ინდივიდუალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, მისი


გაწევა საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის დროს გამართლებულია მხოლოდ იმ
შემთხვევებში, როდესაც მოსწავლის დასწრება რომელიმე კონკრეტულ გაკვეთილზე
მისთვის საგანმანათლებლო სარგებლის მომტანი არ არის. სასწავლო პროცესის დროს
განხორციელებული დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა მოსწავლესთან იმ
საგნობრივი კომპეტენციების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს, რომლის
სანაცვლოდაც ხორციელდება აღნიშნული ტიპის მომსახურება.

გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდუალური სასკოლო განრიგი თანხვედრაში


უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით რეკომენდებულ მოსწავლის საათობრივ
დატვირთვასთან (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათები) და არ
აღემატებოდეს საათების მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას.
აუცილებლობის შემთხვევაში, მოსწავლემ შეიძლება მიიღოს საათების გაზრდილი
რაოდენობა, თუ აღნიშნულზე არსებობს მშობლის თანხმობა და ასევე, წინასწარ არის
განსაზღვრული, რომ სტანდარტული სასკოლო დღის შემდეგ დამატებით
საგანმანათლებლო თუ თერაპიულ აქტივობებში მონაწილეობა, მოსწავლის
ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური შესაძლებლობების ფარგლებშია.

მოსწავლის ინდივიდუალური სასკოლო განრიგი შეთანხმებული უნდა იყოს მის


მშობელთან და დადასტურებული მოსწავლის კლასის დამრიგებლის,
ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლის, მშობლის და
ადმინისტრაციის წევრის მიერ.

გაცდენების აღრიცხვა

გვერდი 16 / 79
ინტეგრირებულ კლასში ჩართული მოსწავლის გაცდენების ფორმალური აღრიცხვა,
მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მისი ინდივიდუალური
სასკოლო განრიგის მიხედვით უნდა მოხდეს.

გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე


პასუხისმგებელია როგორც საგნის მასწავლებელი, ასევე ინტეგრირებული კლასის
სპეციალური მასწავლებელიც, რომელიც მოსწავლის ინტეგრირებული კლასის
სივრცეში მიმდინარე სასწავლო პროცესზე დასწრების არაფორმალურ აღრიცხვას
აწარმოებს და სასკოლო დღის ბოლოს მონაცემებს კლასის დამრიგებელს გადასცემს
აღრიცხვის ჟურნალში დაფიქსირების მიზნით.

კლასში მიმდინარე რომელიმე გაკვეთილის სანაცვლოდ ინტეგრირებული კლასის


სივრცეში განხორციელებულ ჯგუფურ თუ გამონაკლის შემთხვევებში,
ინდივიდუალურ სასწავლო პროცესში მონაწილეობა, რომელიც მოსწავლის
ინდივიდუალური სასკოლო განრიგით არის გათვალიწინებული, არ განიხილება
მოსწავლის მიერ კლასში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის გაცდენად.

მოსწავლის მიერ დასწრების ინდივიდუალური განრიგის მიხედვით განსაზღვრული


გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საკლასო
სივრცეში იყო ის დაგეგმილი, კლასის აღრიცხვის ჟურნალში გაცდენა ფიქსირდება.

გაცდენების არასაპატიო რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, ინტეგრირებული


კლასის მოსწავლეზე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისეთივე
რეგულაციები ვრცელდება, როგორიც სკოლის სხვა ნებისიერ მოსწავლეზე.

2.7 სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფა


ნებისმიერი კლასის სივრცეში მოსწავლის მიერ გატარებული პერიოდი
მაქსიმალურად ეფექტური და საგანმანათლებლო სარგებლის მომტანი უნდა იყოს
მისთვის. ჩვეულებრივ კლასებში მიმდინარე სასწავლო პროცესი, მაქსიმალურად
მორგებული უნდა იყოს მოსწავლის საჭიროებებზე და უზრუნველყოს მისი
ჩართულობა, პასიური დამსწრეს საპირისპიროდ. კლასებში მიმდინარე გაკვეთილში
მოსწავლის ჩართვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა იმ საგნის მასწავლებელს
ეკისრება, რომელსაც მოსწავლე ესწრება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ
პროცესში, საგნის მასწავლებელი ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების
მხარდაჭერით შეიძლება სარგებლობდეს. მოსწავლეზე პასუხისმგებლობა
გულისხმობს მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების კარგად ცოდნასა და

გვერდი 17 / 79
გაკვეთილის აქტივობების, დავალებების, ინსტრუქციების, დროის და ა.შ. მასზე
მორგებას.

ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები პროფესიულ დახმარებას უწევენ საგნის


მასწავლებლებს გაკვეთილის მორგებაში. საგნის მასწავლებელი წინასწარ აწვდის
ინფორმაციას ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებს იმ გაკვეთილის თემატიკისა
და აქტივობების შესახებ, რომელზე დასწრებაც განსაზღვრულია მოსწავლისთვის.

საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს კლასის


სივრცეში ისარგებლოს იმ ტექნიკური და მატერიალური (მაგ.: სასწავლო მასალა)
მხარდამჭერით, რომლითაც ის ინტეგრირებული კლასის სივრცეში სარგებლობს.

მოსწავლეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ


კლასგარეშე აქტივობებსა და ღონისძიებებში, რომლებიც მისი კლასის
თანატოლებისთვის არის დაგეგმილი.

ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებსა და კლასის მასწავლებლებს შორის


თანამშრომლობა შესაძლოა მრავალფეროვანი ფორმით განხორციელდეს:

- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები და საგნის მასწავლებლები


თანამშრომლობენ მოსწავლის საჭიროებების შეფასების, ინდივიდუალური
სასწავლო გეგმისა და ინდივიდუალური სასკოლო განრიგისა შემუშავების
პროცესში.
- ინტეგრირებული კლასის და საგნის მასწავლებლები თანამშრომლობენ
მოსწავლის მიმდინარე და საბოლოო აკადემიური შეფასების პროცესში.
- სასწავლო წლის დასაწყისში და სემესტრის განმავლობაში, საგნის მასწავლებელი
ინტეგრირებული კლასის პედაგოგს/სპეციალისტებს რეგულარულად აწვდის
დეტალურ ინფორმაციას იმ გაკვეთილების თემებისა და აქტვიობების შესახებ,
რომლებზე დასწრებაც განსაზღვულია ინტეგრირებული კლასის
მოსწავლისთვის. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტეგრირებული
კლასის სპეციალისტი/ები დახმარებას უწევენ საგნის მასწავლებელს გაკვეთილის
მორგებაში და ამასთანავე, ამზადებენ მოსწავლეს დაგეგმილი გაკვეთილისთვის
საგაკვეთილო პროცესში მისი ჩართულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.
- ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებელი ასრულებს თანა-
მასწავლებლის ფუნქციას კლასში; თანა-სწავლება გულისხმობს ინტეგრირებული
კლასის სპეცილისტისა და საგნის მასწავლებლის მიერ ერთობლივად დაგეგმილ
და წარმართულ საგაკვეთილო პროცესს.

გვერდი 18 / 79
- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტი ესწრება გაკვეთილს მოსწავლეზე
დაკვირვებისა და მისი ჩართულობის შეფასების მიზნით; აღნიშნული პროცესი
საფუძვლად ედება საგნის მასწავლებლებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას
და ასევე, ინტეგრირებული კლასის სივრცეში იმ კომპეტენციებზე მუშაობას,
რომლებიც აუცილებელია მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ეფექტური
ჩართულობისთვის.
- საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული კლასის სპეციალისტი კლასებში
მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს ასრულებს მოსწავლის ინდივიდუალური
ასისტენტის ფუნქციას.
- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები საკონსულტაციო სამუშაოებსა და
ტრენინგ-შეხვედრებს ახორციელებენ საგნის მასწავლებლებთან კონკრეტული
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების კომპეტენციების
გაძლიერების მიზნით.
- საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები და საგნის
მასწავლებლები ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ სსსმ მოსწავლის
კლასის თანატოლებთან საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელ
შეხვედრებს; აღნიშნული სამუშაოები, სსსმ მოსწავლესა და კლასის თანატოლებს
შორის ინტერაქციისა და თანამშრომლობის გაზრდას ისახავს მიზნად.
- საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები და საგნის
მასწავლებლები ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ სსსმ მოსწავლეების
მშობლებთან საკონსულტაციო და საინფრომაციო შეხვედრებს.
- საჭიროების შემთხვევაში, საგნის მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს
ინტეგრირებული კლასის სივრცეში.

2.8 ინტეგრირებული კლასის ადამიანური (პროფესიული) რესურსი


ინტეგრირებული კლასის სპეცილისტთა შემადგენლობა, მათი კვალიფიკაცია და
ფუნქციები, ისევე, როგორც საჭირო რაოდენობა, უნდა განისაზღვროს მოსწავლეთა
იმ კონკრეტული ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებებით და მოსწავლეთა რიცხვით,
რომელსაც ინტეგრირებული კლასი ემსახურება.

პროფესიულ რესურსზე დეტალური ინფორმაცია უნდა განისაზღვროს კონკრეტული


საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასის
პრაქტიკულ გზამკვლევში.

გვერდი 19 / 79
ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების შერჩევისას, სკოლას სამინისტროს
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და მულტიდისციპლინური გუნდის
წევრების მხარდაჭერით სარგებლობა უნდა შეეძლოს.

ფუნქციონირების პირველივე დღეებიდან, ინტეგრირებულ კლასი


უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო ადამიანური რესურსით, ხოლო სასწავლო
პროცესში გამოვლენილი დამატებითი საჭიროებების საპასუხოდ, უნდა მოხდეს
აუცილებელობით განპირობებული კადრის დამატება და ან დროებით ჩართვა.

ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებს რეგულარულად უნდა ჰქონდეთ


კომპეტენციების გაძლიერების შესაძლებლობა კონკრეტული სსმ მოსწავლეთა
სწავლა-სწავლების მიმართულებით.

2.9 ინტეგრირებული კლასის ფიზიკური გარემო და ტექნიკური აღჭურვა


ინტეგრირებული კლასის ფიზიკური გარემო და ტექნიკური აღჭურვა, ისევე როგორც
სასწავლო მასალა მორგებული უნდა იყოს მოსწავლეთა იმ კონკრეტული ჯგუფის
საჭიროებებზე რომელსაც ინტეგრირებული კლასი უწევს მომსახურებას.

ინტეგრირებული კლასის მომსახურებით განსაზღვული მრავალფეროვანი


მხარდაჭერის (ჯგუფური და ინდივიდუალური საგანმანათლებლო/თერაპიული)
ეფექტურად განხორციელებისთვის, სკოლაში სულ მცირე 2 საკლასო სივრცე უნდა
იყოს გამოყოფილი.

სკოლა წინასწარ მომზადებული უნდა დახვდეს ინტეგრირებული კლასის


მოსწავლეებს, რაც იმას გულისხმობს, რომ სასწავლო გარემოს შეფასება და მისი
ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების მორგება-გაუმჯობესება სასწავლო
პროცესის დაწყებამდე უნდა მოხდეს. ამასთანავე, სკოლის დირექციამ შესაბამისი
რეაგირება უნდა მოახდინოს უშუალოდ სასწავლო პრცესის დროს გამოვლენილ
მატერიალურ და ტექნიკურ საჭიროებებზე.

ფიზიკური გარემოს ორგანიზებისა და საჭირო ტექნიკური აღჭურვის შესახებ


დეტალური ინფორმაცია უნდა განისაზღვროს კონკრეტული საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასის პრაქტიკულ გზამკვლევში.

2.10 ახალ საგანმანათლებლო საფეხურზე ტრანზიციის ხელშეწყობა

გვერდი 20 / 79
ინტეგრირებულ კლასში ჩართული მოსწავლის ტრანზიცია ზოგადი განათლების
ყოველ შემდეგ საფეხურზე წინასწარ დაგეგმილი და მხარდაჭერილ უნდა იყოს.
ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება დაწყებითი საფეხურის ფარგლებში
მოსწავლის მე-5 კლასში გადასვლასაც უნდა მიექცეს, როდესაც სასწავლო პროცესში
მომხდარი ცვლილებების გამო (ახალი საგნები, ახალი მასწავლებლები, საკლასო
გარემოს შედარებით ხშირი ცვლა) მოსწავლე ახალი გამოწვევების წინაშე შეიძლება
აღმოჩნდეს.
მოსწავლის ტრანზიციის ხელშეწყობა შემდეგ ასპექტებსა და პროცედურებს უნდა
ითვალისწინებდეს:
- იმ შესაძლო სირთულეების ანალიზი რომელთა წინაშეც მოსწავლე შესაძლოა
ახალი სასწავლო წლიდან დადგეს; მაგალითად ახალი საგნობრივი პროგრამა,
საკლასო გარემოს ხშირი ცვლა, შედარებით დატვირთული საგაკვეთილო ბადე და
სხვა.
- ტრანზიციის გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვრას თუ რა ტიპის
მოსამზადებელი სამუშაოებია განსახორციელებელი და რა ტიპის ხელშეწყობაა
გასაწევი მოსაწვლისთვის.
- მოსწავლის ინფორმირება და მომზადება ყველა მოსალოდნელი
ცვლილებებისთვის.
- სასწავლო გარემოს მომზადება მოსწავლის ადაკვატურად დასახვედრად - მისი
ფიზიკური და აკუსტიკური მახასიათებლების მორგება.
- ყველა იმ მასწავლებელის მომზადება მოსწავლის ადეკვატურად დასახვედრად,
რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან ჩართულები იქნებიან მოსწავლის
სწავლების პროცესში. მასწავლებლების მომზადება გულისხმობს როგორც მათი
ინფორმირებულობისა და ცოდნის გაზრდას სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ზოგად საკითხებში, ასევე, კონკრეტული
მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების, აკადემიური მიღწევების,
რეკომენდებული მეთოდოლოგიური მხარდაჭერის და სხვა მნიშვნელოვანი
საკითხების შესახებ.
- მოსწავლის მშობლების მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისთვის,
შესაძლო გამოწვევებსა და რესურსებზე, ახალ სასკოლო დატვირთვაზე და სხვა
მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და მოსწავლის მხარდაჭერის
პროცესში საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერების
ხელშეწყობა.
განათლების ახალ საფეხურზე მოსწავლის ტრანზიციის ხელშეწყობაზე ძირითადი
პასუხიმსგებლობა კლასის დამრიგებელს და ინტეგრირებული კლასის სპეციალურ

გვერდი 21 / 79
მასწავლებელს ეკისრებათ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლის
სხვა სპეციალისტები და მასწავლებლებიც შეიძლება იყვნენ ჩართული. სკოლის
დირექციამ კოორდინაცია და მონიტორინგი უნდა გაუწიოს მოსწავლის ტრანზიციის
პროცესს. საჭიროების შემთხვევაში, სკოლას მულტიდისციპლინური გუნდის
დახმარების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
მსგავსი პროცედურები, უნდა განხორციელდეს ინტეგრირებულ კლასში ჩართული
მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაშიც.
მიზანშეწონილია, რომ საბაზო საფეხურის დასრულებამდე, განსაკუთრებული
ყურადღება მოსწავლის პროფესიულის წინარე უნარების განვითარებასა და
პროფესიულ ორიენტაციაზე გამახვილდეს. საბაზო საფეხურის შემდეგ, მოსწავლის
მიერ პროფესიული განათლების მიღების სურვილის შემთხვევაში, სკოლამ უნდა
ითანამშრომლოს მულტიდისციპლინური გუნდის იმ წევრებთან, რომლებიც
პროფესიული განათლების მხარდაჭერის პროცესში არიან ჩართული, რათა
მოსწავლის პროფესიულ განათლებაში ტრანზიციას შეეწყოს ხელი.
საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში ინტეგრირებულ
კლასში ჩართულ მოსწავლეებს ყველა სხვა მოსწავლის მსგავსად, სწავლის
განათლების საშუალო საფეხურზე გაგრძელების და სრული საშუალო განათლების
მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლა წინასწარ არის ინფორმირებული ახალი სასწავლო
წლიდან ინტეგრირებულ კლასში ჩართვის მსურველი ბავშვის შესახებ,
მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა ინტეგრირებული კლასის სპეციალურ
მასწავლებელთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ბავშვის სკოლაში
ჩართვის მოსამზადებელი პროცედურები უნდა განახორციელონ.

2.11 მშობლებთან თანამშრომლობა


მშობლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ბავშვის სასწავლო პროცესში მისი
განათლებისთვის აუცილებელი პირობების შექმნაში.
სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინტეგრირებული კლასის მოსწავლეების მშობლებთან
ეფექტური კომუნიკაცია და მათი აქტიური ჩართვა მოსწავლის განათლების
პროცესში.
მოსწავლის მშობელი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებულები ინტეგრირებული
კლასის მიზნებსა და მომსახურების ფორმებზე; ასევე, საკუთარ პასუხისმგებლობსა
და უფლებებზე ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროცესში.

გვერდი 22 / 79
მოსწავლის ინდივიდუალური სასკოლო განრიგი და ინდივიდუალური სასწავლო
გეგმა შეთანხმებული უნდა იყოს მშობელთან.
მოსწავლის განათლებაში ჩართულ მასწავლებლებსა და სპეციალისტებს
რეგულარული კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ მშობლებთან და ხდებოდეს
ინფორმაციის გაცვლა სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტზე.
მშობელი ყოველთვის ინფორმირებული უნდა იყოს იმ სამიზნე ცოდნისა და
კომპეტენციების შესახებ, რომლებზეც მოსწავლესთან მუშაობა სკოლაში
მიმდინარეობს და რომელთა გაძლიერებაც მშობლის მიერ სახლის გარემოში უნდა
მოხდეს.
მშობლებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ გაიძლიერონ სახლის გარემოში ბავშვის
მხარდაჭერის, განვითრებისა და განათლების ხელშეწყობის უნარები, რაშიც მათ
ინტეგრირებული კლასის სპეცილისტები უნდა დაეხმარონ.
აღნიშნული დახმარება შეიძლება ბავშვის სწავლა-სწავლების პროცესზე მშობლის
დასწრებას და ეფექტური სტრატეგიების მოდელირებას, პერიოდულ საინფორმაციო
და საკონსულტაციო შეხვედრებს მოიცავდეს.
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მშობელი სკოლისგან იღებს, მარტივ და მისთვის
გასაგებ ენაზე უნდა იყოს მიწოდებული.
მშობლებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ გამოთქვან საკუთარი წუხილები და
მოსაზრებები მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით.
ამავადროულად, მშობლებმა თავადაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ბავშვის
საგანმანათლებლო პროცესზე რეგულარულ დასწრებასა და სახლის გარემოში სწორ
მხარდაჭერაზე.
მშობლებთან რეგულარულ კომუნიკციაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, კლასის
დამრიგებელს და ინტეგრირებული კლასის სპეციალურ მასწავლებელს ეკისრება.
გარკვეულ შემთხვევებში, ინტეგრირებული კლასის მომსახურებაში მყოფი
რომელიმე სპეციალისტი შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული მოსწავლის
სასწავლო პროცესის კოორდინატორ და მშობლებთან საკონტაქტო პირად.

2.12 ინტეგრირებულ კლასში ჩართული მოსწავლეების განათლების


ხარისხის მონიტორინგი
განათლების ხარისხის მონიტორინგი გულისხმობს როგორც ინტეგრირებულ
კლასში, ასევე სკოლის იმ კლასებში მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესის
ხარისხის შეფასებას, რომლებშიც ინტეგრირებულ კლასის მოსწავლეები
მონაწილეობენ.

გვერდი 23 / 79
მიზანშეწონილია, რომ მონიტორინგი განხორციელდეს როგორც თავად სკოლის
მიერ, ასევე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
მონიტორინგი შეიძლება მოიცავდეს:
- მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესზე დაკვირვებას
- მშობლებისგან მიღებულ უკუკავშის, მათი კმაყოფილების შეფასებას
- მოსწავლეთა დოკუმენტაციის შემოწმებას
- მოსწავლეთა პროგრესის შეფასებას
- სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის შეფასებას
- მასწავლებლების და სხვა ჩართული სპეციალისტების რეფლექსიებს
და სხვა.
რეკომენდებულია, რომ სამონისტრომ და სკოლამ ერთობლივად შეიმუშავოს
მონიტორინგის მექანიზმი და შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებიც
მაქსიმალურად მორგებული იქნება ინტეგრირებული კლასის კონკრეტულ
კონტიგენტზე.

2.13 ადმინისტრაციის როლი და პასუხისმგებლობები


სკოლის ადმინისტრაციამ ინტეგრირებულ კლასში ჩართული მოსწავლეების სწავლა-
სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის უნდა:

- უზრუნველყოს ინტეგრირებული კლასის სრულფასოვანი


ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემო პირობები, მატერიალურ-ტექნიკური და
ადამიანური რესურსი.
- ხელი შეუწყოს სკოლის თემში ინკლუზიური კულტურის დანერგვას და სსსმ
მოსწავლეებისთვის ხელშემწყობი ფსიქო-სოციალური პირობების შექმნას.
- დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სამინისტოს ინტეგრირებულ კლასში
ჩართვის მსურველი ბავშვების თაობაზე.
- უზრუნველყოს ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური
სასკოლო განრიგისა და ინდივიდუაური სასწავლო გეგმის შესაბამის ვადებში
შემუშავება და ასახოს ისინი სასკოლო სასწავლო გეგმაში.
- უზრუნველყოს როგორც ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებსა და საგნის
მასწავლებლებს, ასევე სკოლის პერსონალსა და მოსწავლის მშობლებს შორის
ეფექტური თანამშრომლობა. საჭიროების შემთხვევაში, მონაწილობა მიიღოს
ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების, მასწავლებლებისა და მშობლების
სამუშაო შეხვედრებში.

გვერდი 24 / 79
- მხარდაჭერა გაუწიოს ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებსა და
მასწავლებლებს მოსწავლის დასწრებასთან და სხვა ადმინისტრაციულ
საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.
- სამინისტროსთან ერთად შეიმუშავოს და შემდგომ განახორციელოს სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების პროცესის მონიტორინგის
პროცედურები.
- გააცნოს მოსწავლეთა მშობლებს ინტეგრირებული კლასის მიზნები და
მომსახურების პირობები.
- უზრუნველყოს იმ საგნის მასწავლებლების პროფესიული მომზადება, რომლებიც
ინტეგრირებული კლასის მოსწავლეების სწავლა-სწავლებაში არიან ჩართული.
- ხელი შეუწყოს მოსწავეების განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციის
პროცესის ეფექტურად განხორციელებას.
- ხელი შეუწყოს ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებისა და საგნის
მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას კონკრეტული სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლებისა და
მხარდაჭერის მიმართულებით.

2.14 ინტეგრირებული კლასის რესურსის გამოყენება სხვა სკოლების


მიერ
სკოლა, რომელშიც ინტეგრირებული კლასი ფუნქციონირებს, რესურს უნდა
წარმოადგენდეს სხვა სკოლებისთვისაც როგორც ინტეგრირებული კლასის
ფორმირებისა და მართვის, ასევე, იმავე საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
ინდივიდუალური მოსწავლის სწავლა-სწავლების მხარდაჭერის მიმართულებით
რომელთა განათლების გამოცდილებაც თავად დაუგროვდა.

ინტეგრირებული კლასის შექმნის გამოცდილების მქონე სკოლის მიერ სხვა


სკოლებისთვის გაწეული მხარდაჭერა შესაძლოა მოიცავდეს, მაგრამ არ
შემოიფარგლებოდეს:

 სხვა სკოლის მასწავლებლებისთვის საკონსულტაციო და ტრენინგ-შეხვედრების


ჩატარება კონკრეტული სსსმ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების საკითხებზე.
 ინტეგრირებული კლასის საუკეთესო გამოცდილების სხვა სკოლებისთვის
გაზიარების მიზნით, სკოლაში სასწავლო ვიზიტების ორგანიზება.
 ინტეგრირებული კლასის მატერიალუ-ტექნიკური გარემოს ორგანიზებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა.

გვერდი 25 / 79
 ინტეგრირებული კლასის შექმნასა და ადმინისტირებასთან დაკავშირებულ
საკითხებზე კონსულტაციის გაწევა.

მესამე ნაწილი

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასის


მოდელი - კონცეპტუალური და პრაქტიკული საკითხები

დოკუმენტის მეორე ნაწილი, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა საჯარო


სკოლებში განათლების ერთ-ერთ შესაძლო მოდელს განიხილავს ინტეგრირებული
კლასის სერვისის სახით და სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების
ადმინისტრაციულ და კონცეპტუალურ საკითხებს განსაზღვრავს.

აღნიშნული მოდელი, მეტწილად სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების


ნორვეგიულ გამოცდილებას ეფუძნება და მაქსიმალურად მისადაგებულია
საქართველოს კონტექსტთან. ამასთანავე, შემოთავაზებული მოდელი ადგილობრივ
გამოცდილებასაც ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლიდან თბილისის 64-ე საჯარო
სკოლაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასის
ფუნქციონირების შედეგად დაგროვდა და მასზე ერთგვარ რეფლექსიას წარმოადგენს.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების ინტეგრირებული კლასის


მოდელი, თანხვედრაშია საქართველოს კანონთან „ზოგადი განათლების შესახებ“,
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან (20111-2015 და 2017-2023), სალამანკას
დეკლარაციასთან (იუნესკო, 2004) და 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებულ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
დაცვის შესახებ“ კონვენციასთან.

გვერდი 26 / 79
შესავალი
უკანასკნელ წლებში, ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულმა სასმენმა აპარატებმა და
კოხლეარულმა იმპლანტმა, გაზარდა სმენის დარღვევის მქონე ბავშვების მიერ სმენის
უფრო ეფექტურად გამოყენებისა და სმენის საშუალებით ლინგვისტური
ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. შედეგად, გაიზარდა სამეტყველო გარემოში
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების პერსპექტივაც. ამასთანავე,
ქვეყანაში ინკლუზიური განათლების განვითარებასთან ერთად,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა
სპეციალური განათლების სერვისიც და შესაბამისად, გაიზარდა სმენის დარღვევის
მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის შესაძლებლობაც.
აღნიშნული პირობების მიუხედავად, საჯარო სკოლების მრავალრიცხოვან საკლასო
გარემოში ყოველთვის შესაძლებელი არ არის იმ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო
საჭიროებების დაკმაყოფილება, რომლებიც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან
მიმართებაში ვლინდება. მაგალითისთვის, სმენის დაქვეითების/სასმენი აპარატისა
და კოხლეარული იმპლანტის მქონე მოსწავლეები მოწყვლადები არიან ხმაურისა და
ხანგრძლივი ექოს მიმართ, ხოლო სმენის გამოყენების შესაძლებლობა იცვლება
გარემოს მახასიათებლების მიხედვით. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს,
როგორც წესი დიდი ენერგია ეხარჯებათ სხვისი ნათქვამის გაგებისა და საკუთარი
სათქმელის სხვისთვის გაგებინებისას. ამასთანავე, სმენის შეზღუდვა ხშირად
არასაკმარისად განვითარებულ ენობრივ უნარებს განაპირობებს, რაც სწავლა-
სწალების პროცესში სამეტყველო ენასთან ერთად ჟესტური ენის გამოყენებასაც
მოითხოვს.
ამ და სხვა ფაქტორების გამო, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირად ისეთი სპეციალური
საგანმანათლებლო პირობების შექმნას საჭიროებენ, როგორიცაა მცირერიცხოვანი
საკლასო გარემო, დამხმარე ტექნიკური მოწყობილობები, ადაპტირებული ფიზიკურ
სივრცე, ჟესტური ენის გამოყენება და სხვა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა
განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინკლუზიური განათლების პრინციპების
რეალიზების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად, ინტეგრირებული კლასის სერვისი შეიძლება
განვიხილოთ, რომლის საშუალებითაც საჯარო სკოლებში სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეების განათლებისთვის აუცილებელი რესურსების მობილიზება და სწავლა-
სწავლებისთვის ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი.

გვერდი 27 / 79
ძირითად ტერმინთა განმარტება

სმენის დარღვევა - ტერმინი სმენის დარღვევა, აერთიანებს სმენის დარღვევის


ნებისმიერ ხარისხსა და სახეობას. სმენის დარღვევა იყოფა ორ მთავარ ჯგუფად -
სმენის დაქვეითებად და სიყრუედ. სმენის დარღვევის მქონე პირთა დაახლოებით
90%-ი სმენის დაქვეითების მქონეა. მათი უმრავლესობა კომუნიკაციისთვის
სამეტყველო ენას იყენებს; აქედან, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ სამეტყველო ენას
ეფუძნება, ხოლო ზოგი კი -სამეტყველო ენას ჟესტების თანხლებით ან მხოლოდ
ჟესტურ ენას. მიუხედავად იმისა, რომ სმენის დარღვევის მქონე პირთა დიდი ნაწილი
შეიძლება კომუნიკაციისთვის ზეპირ მეტყველებას იყენებდეს, სმენის მინიმალურ
შეზღუდვასაც კი, ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ლინგვისტური
ინფორმაციის სრულყოფილად აღქმაზე, მოსწავლის აკადემიურ მიღწევებსა და
ზოგადად, საგანმანათლებლო ჩართულობაზე.
ამასთანავე, სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა გარკვეულ ნაწილს, სმენის
დარღვევასთან ერთად შესაძლოა სხვა დამატებითი შეზღუდვები და
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებებიც ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში,
ბავშვს დამატებითი ხელშეწყობები დასჭირდება განათლების პროცესში, ვიდრე
მხოლოდ სმენის შეზღუდვის შემთხვევაში იქნებოდა საჭირო.
სმენის დაქვეითება - სმენის დარღვევის ფორმა, რომელიც არ გამორიცხავს
მეტყველების აღქმისა და მეტყველების გაკონტროლების შესაძლებლობას სმენის
საშუალებით თუმცა, გარკვეული ხარისხით უშლის მას ხელს. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის მიხედვით, სმენის დაქვეითება ძლიერი
დაქვეითების ჩათვლით, 80 დეციბელამდე სმენადობის დიაპაზონს მოიცავს უკეთესი
სმენის მქონე ყურში.
სიყრუე/სმენის უნარის სრული დაკარგვა - სმენის თანდაყოლილი ან შეძენილი
დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სმენის საშუალებით მეტყველების
აღქმის, საკუთარი მეტყველების გაკონტროლებისა და პროდუცირების
შესაძლებლობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის
მიხედვით, სიყრუე 80 დეციბელს ზემოთ სმენადობის დიაპაზონს მოიცავს უკეთესი
სმენის მქონე ყურში.
Individuals with Disabilities Education Act (2004)-ი სიყრუეს განსაზღვრავს როგორც
სმენის საკმაოდ მძიმე დარღვევას, რომელის დროსაც შეზღუდულია სმენის
საშუალებით ლინგვისტური ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობა, მაშინაც კი,
როდესაც სმენის გამაძლიერებელი მოწოყბილობებია გამოყენებული და ინდივიდი

გვერდი 28 / 79
ზეპირი მეტყველებისგან განსხვავებულ საკომუნიკაციო საშუალებებს საჭიროებს
(Kirk, Gallagher, Coleman, & Anastasiow, 2012, p. 296)
სოციო-კულტურული პერსპექტივის მიხედვით, სიყრუის მქონე ადამიანები
განიხილებიან ლინგვისტურ და კულტურულ უმცირესობად, რომლებსაც სმენის
მქონე უმრავლესობისგან განსხვავებული საერთო ენა (ჟესტური), კულტურა და
ტრადიციები აქვთ (Marschark, & Hauser, 2011, p.4).
კოხლეარული იმპლანტის მქონე პირი - კოხლეარული იმპლანტის ჩანერგვა სიყრუის
მქონე ბავშვის შიგნითა ყურში მდებარე ლოკოკინაში ხდება დაზიანებული სმენის
რეცეპტორების ჩანაცვლების მიზნით. კოხლეარული იმპლანტი ბგერებს სმენის
ნერვს ელექტროდული იმპულსების სახთ გადასცემს.
კოხლეარული იმპლანტი სმენის საშუალებით ზეპირი მეტყველების მოსმენის
შესაძლებლობას ზრდის, თუმცა ლინგვისტური ინფორმაციის გაგებისა და
მეტყველების გამოყენების შესაძლებლობა კოხლეარული იმპლანტის მქონე პირებში
შეიძლება განსხვავებული იყოს. კოხლეარული იმპლანტის მქონე პირების ნაწილი
შესაძლოა მხოლოდ სამეტყველო ენას იყენებდეს კომუნიკაციისთვის, ხოლო ზოგი კი
სამეტყველო ენას - ჟესტების თანხლებით ან მხოლოდ ჟესტურ ენას.
ინტეგრირებული კლასი - ინტეგრირებული კლასი არის საჯარო სკოლაში
ჰომოგენური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის
შექმნილი კლასი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჯგუფურ და ინდივიდუალურ სწავლებას და
თერაპიულ მხარდაჭერას სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით (საქართველოს
კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 2, გ, ქვეპუნქტი ყ4).
ინტეგრირებული კლასი უზრუნველყოფილია იმ მრავალფეროვანი
საგანმანათლებლო, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსით, რომელიც
კონკრეტული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჯგუფის
საჭიროებებს ეხმიანება და მათ ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართვას უწყობს
ხელს.
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასი - საჯარო სკოლაში
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის შექმნილი კლასი, რომელიც სმენის
შეზღუდვით განპირობებულ სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული მატერიალურ-
ტექნიკური და პროფესიული რესურსით არის უზრუნველყოფილი და ხელს უწყობს
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში
ჩართვას.

ჟესტური ენა - ნებისმიერი ჟესტური ენა, ისევე, როგორც ნებისმიერი სამეტყველო ენა,
კონკრეტულ ენობრივ სისტემას წარმოადგენს. ჟესტური, ვიზუალურ-სივრცითი ენაა,

გვერდი 29 / 79
სადაც ინფორმაციის კოდირება ხელების მოძრაობების, სახის გამომეტყველების,
სხეულისა და თავის პოზოციის საშუალებით ხდება. ჟესტური ენა მხედველობით
აღიქმება, რაც მას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის სმენის დარღვევის მქონე იმ
პირებისთვის, რომელთაც ლინგვისტური ინფორმაციის აღქმა სმენის საშუალებით
შეზღუდული აქვთ (მახარობლიძე, თ., 2012). გამომდინარე იქიდან, რომ ჟესტური ენა
ბუნებრივ ენობრვ სისტემას წარმოადგენს, სხვადასხვა ქვეყნის ჟესტური ენა
ერთმანეთისგან განსხვავებულია. ჟესტურ ენას საკუთარი დამწერლობა არ გააჩნია და
იმ ქვეყნის სახელმწიფო სამეტყეველო ენის ანბანს ეფუძნება, რომლის წიაღშიც
წარმოიქმნა.

ქართული ჟესტური ენა - ქართული ჟესტური ენა ისტორიულად ქართველ ყრუთა


შორის განვითარდა და ქართული სამეტყველო ენისგან განხვავებული საკუთარი
გრამატიკული და სინტაქსური წყობა აქვს. ქართულ ჟესტურ ენას, ისევე, როგორც
სხვა ჟესტურ ენებს თავისი ანბანი - დაქტილი გააჩნია, რომელიც ქართული
სამეტყველო ენის ანბანს შეესაბამება.

ორენოვანი (ბილინგვური) განათლება - ორენოვანი განათლება გულისხმობს


საგანმანათლებლო პროცესში სწავლა-სწავლების ორი ენის გამოყენებას, რომელთაგან
ერთი აუცილებლად სახელმწიფო ენაა (ეროვნული სასწავლო გეგმა, 2017-2023).

სმენის დარღვევის მქონე პირთა ორენოვანი განათლება - სმენის დარღვევის მქონე


მოსწავლეების ორენოვანი (ბილინგვური) განათლება მიზნად ისახავს ორივე,
ქართულ ჟესტურ ენასა და ქართულ სახელმწიფო ენაში სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლის მიერ კომპეტენტურობის შეძენის ხელშეწყობას.

მიჩნეულია, რომ თავისი ვიზუალური ბუნებიდან გამომდიანრე, ჟესტური ენა


სამეტყველო ენაზე უფრო მეტად არის ხელმისაწვდომი სმენის დარღვევის მქონე
პირისთვის, ჟესტური ენის ცოდნის გამოყენება სახელმწიფო ენის დამწერლობისა
(კითხვისა და წერის) და შესაძლებლობის შემთხვევაში, ზეპირი მეტყველების
ათვისების მიზნით ხდება.

სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლების ორენოვანი მიდგომის გამოყენებისას,


სწავლების პროცესში არ ხდება აღნიშნული ორი ენის შერევა და მათი
ერთდროულად (სიმულტანურად) გამოყენება, არამედ, ორივე ენის გამოყენებისას
დაცულია თითოეულის სინტაქსი. ორ ენას შორის კავშირის დამყარება, მათ შორის
არსებული მსგავსება-განსხვავებების ექსპლიციტურად წარმოჩენით ხდება.

მეტყველება ჟესტების თანხლებით (სიმულტანური კომუნიკაცია) - მეტყველება


ჟესტების თანხლებით, არის კომუნიკაციის ფორმა, რომლის დროსაც მეტყველების

გვერდი 30 / 79
ვიზუალიზება ხდება ჟესტების საშუალებით. ჟესტები ნასესხებია ჟესტური ენიდან
თუმცა, მეტყველება სასაუბრო ენის სინტაქსს/სიტყვათა წყობას ეფუძნება.
მეტყველება ჟესტური ენის თანხლებით არ არის ცალკე ენა, როგორიც ქართული ენა
ან ჟესტური ენაა, არამედ კომუნიკაციის ერთგვარი ფორმა, დამხმარე მეთოდია,
რომელიც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ენის გაგებას უადვილებს.

წინმსწრები სწავლება - სმენის დარღვევით განპირობებული საჭიროებები,


როგორიცაა მწირი ლექსიკური მარაგი, მეტყველების გაგებისა და ლინგვისტური
ინფორმაციის დამუშავების სირთულე და სხვა, სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლისგან განსაკუთრებულ დაძაბვას მოითხოვს. შედეგად, რთულდება მისი
ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და სასწავლო მასალის/თემის გაგება.
წინმსწრები სწავლება მოსწავლისთვის გაკვეთილის თემატიკისა და მასთან
დაკავშირებული ტერმინოლოგიის/ლექსიკის წინასწარ გაცნობას, მოსალოდნელ
გაკვეთილში წინასწარ ორიენტირებასა და მისთვის მომზადებას გულისხმობს, რაც
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს უადვილებს მიმდინარე გაკვეთილში ჩართვას,
მასალის გაგებასა და უფრო სრულად ათვისებას. ამასთანავე, წინმსწრები სწავლება
მეტ კომპეტენტურობას სძენს მოსწავლეს ახალ თემასთან მიმართებაში (კოროლიოვა,
ი. ვ., 2014).

თანა-სწავლება -სწავლების აღნიშნული ფორმა გულისხმობს ორი მასწავლებლის


მიერ ერთობლივად დაგეგმილ და წარმართულ საგაკვეთილო პროცესს. თანა-
სწავლება ეფექტურია, როდესაც კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლე/ები სწავლობენ და სპეციალური მასწავლებელი და საგნის
მასწავლებელი ერობლივ გაკვეთილს ატარებენ. აღნიშნულ პროცესში, ორივე
მასწავლებელი თანაბარ პედაგოგიურ ფუნქციას ასრულებს და კლასში მათი
რესურსის გამოყენება თანაბრად ყველა მოსწავლის მიერ ხდება.

დიფერენცირებული სწავლება - „სასწავლო პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც


გათვლილია თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფების საჭიროებებზე,
უნარებზე და შესაძლებლობებზე. დიფერენციაციის მიზანია მოსწავლეთა
უნიკალური უნარების და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს
შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.
დიფერენციაციის სტრატეგიის გამოყენება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების
სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს“ (ეროვნული სასწავლო გეგმების
პორტალი, ლექსიკონი).

გვერდი 31 / 79
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დიფერენცირებულად
სწავლება, მასწავლებელს შეუძლია ისეთი ცვლილებების განხორციელებით,
როგორიცაა სასწავლო შინაარსის და/ან შინაარსის სწავლების მეთოდების,
დავალებების და/ან დავალების შესასრულებლად საჭირო დროის, მოსწავლის
შეფასების მეთოდების და სხვა ვარიაციების გამოყენებით (Johnsen, B. H., in press
2013).
საგნის ენა - საგნის ენა მოიაზრებს ენას, „რომელზედაც მიმდინარეობს კონკრეტული
საგნობრივი შინაარსის სწავლება. საგნის ენა არის სწავლა-სწავლების ენის
სახესხვაობა, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური ენობრივი ნორმებით“ (ეროვნული
სასწავლო გეგმა, 2017-2023).
ინკლუზიური განათლება - ინკლუზიური განათლება ყოველი და ყველა მოსწავლის
უნიკალურ მახასიათებლებეზე, ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და სწავლასთან
დაკავშირებულ საჭიროებეზე მორგებულ განათლებას გულისხმობს. ინკლუზიური
განათლების მიზანია მოსწავლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის
ხელმისაწვდომობის გაზრდა ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესის,
სპეციალური აკომოდაციებისა და მოსწავლეზე-ორიენტირებული პედაგოგიკის
გამოყენებით (UNESCO, 1994, para 2).

შინაარსი

1. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის ორგანიზებული ინტეგრირებული


კლასის მიზნები და მომსახურების პრინციპები
2. ფსიქო-სოციალური გარემო და ინკლუზიური კულტურის ფორმირება
3. სწავლების ენა და ენობრივი გარემო
4. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ინტეგრირებულ კლასში ჩართვის
პროცედურები
5. სასწავლო ჯგუფის ორგანიზება
6. ინტეგრირებული კლასის მომსახურება
7. ინდივიდუალურად მორგებული განათლება
8. ახალ საგანმანათლებლო საფეხურზე ტრანზიციის ხელშეწყობა
9. საკლასო გარემოს მორგება
10. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების განათლებაში ჩართული ადამიანური
რესურსი
11. მშობლებთან თანამშრომლობა

გვერდი 32 / 79
12. ინტეგრირებულ კლასში ჩართული სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა
განათლების ხარისხის მონიტორინგი
13. ადმინისტრაციის როლი და პასუხისმგებლობები
14. ინტეგრირებული კლასის რესურსად გამოყენება სხვა სკოლების მიერ
15. დანართი - სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლებაში ჩართული
სპეციალისტების ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები

3.1 სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის ორგანიზებული


ინტეგრირებული კლასის მიზნები და მომსახურების პრინციპები

საჯარო სკოლაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასის


მიზანია, მასში ჩართული მოსწავლეების ხელმისაწვდომობის გაზრდა
საგანმანთლებლო პროცესზე, თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად
მორგებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა და სკოლის ცხოვრების
სხვადასხვა ასპექტში თანამონაწილეობის ხელშეწყობა.

ა) ინტეგრირებული კლასის მომსახურებამ ხელი უნდა შეუწყოს სმენის დარღვევის


მქონე მოსწავლის მრავალმხრივ, გონებრივ, ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ
განვითარებას, თვით-იდენტობისა და ღირსების გრძნობის ჩამოყალიბებას და
საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას.

ბ) ინტეგრირებული კლასის მომსახურება უნდა ეხმიანებოდეს სმენის დარღვევის


მქონე მოსწავლეთა როგორც ჯგუფის სპეციფიკურ, ასევე, ცალკეული მოსწავლის
ინდივიდუალურ საჭიროებებს.

გ) მოსწავლის მიერ მაქსიმალური საგანმანათლებლო სარგებლის მისაღებად,


ინტეგრირებული კლასის მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს სმენის დარღვევის
მქონე მოსწავლეები სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი ადამიანური და
მატერიალურ-ტექნიკური რესურსით და სპეციალური მეთოდოლოგიური
მხარდაჭერით.

დ) ინტეგრირებული კლასის მომსახურებამ ხელი უნდა შეუწყოს სმენის დარღვევის


მქონე მოსწავლეებსა და სკოლის თემის სხვა წევრებს შორის ეფექტური
კომუნიკაციისა და ინტერაქციის ფორმირებას.

გვერდი 33 / 79
3.2 ფსიქო-სოციალური გარემო და ინკლუზიური კულტურის ფორმირება

იმისათვის, რომ სკოლამ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების მრავალმხრივი


განვითარება და ხარისიხიანი განათლება უზრუნველყოს, სკოლის თემს კარგად
უნდა ჰქონდეს გააზრებული ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც სმენის დარღვევის
მქონე მოსწავლეები დგანან როგორც აკადემიური, ასევე, სოციალური
მიკუთვნილობისა და სოციალური თანამონაწილეობის თვალსაზრისით.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის ადეკვატური სასწავლო და


ფსიქოსოციალური გარემოს შესაქმნელად, სკოლის დირექციამ სკოლის თემში
ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.

სკოლაში შექმნილი ფსიქოსოციალური გარემო უნდა ეხმიანებოდეს სმენის


დარღვევის მქონე მოსწავლის მზარდ აკადემიურ, ემოციურ, კომუნიკაციურ და
სოციალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

სკოლამ აქტიურად და სისტემურად უნდა იმუშაოს ისეთი ფსიქო-სოციალური


გარემოს შექმნაზე, რომელიც სმენის დარღვევის მქონე თითოეულ მოსწავლეს
უსაფრთხოებისა და სოციალური მიკუთვნილების განცდით უზრუნველყოფს და
სკოლის თემის სხვა წევრებთან კომუნიკაციისა და პოზიტიური ინტერაქციის
საუკეთესო პირობებს შეუქმნის.

თუკი სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ნაწილი ჟესტურ ენაზე ამყარებს


კომუნიკაციას, სკოლამ ჟესტური ენის შესახებ სკოლის თემის სხვა წევრების
ინფორმირებულობასა და თემში ჟესტური ენის გამოყენების პოპულარიზაციას უნდა
შეუწყოს ხელი.

დადებითი იდენტობის ჩამოყალიბების და ჟესტურ ენაზე კომუნიიკაციის


გაუმჯობესების მიზნით, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეებს ყრუთა თემის წარმომადგენლებთან (როგორც თანატლებთან, ასევე
უფროსებთან) ურთიერთობას.

3.3 სწავლების ენა და ენობრივი გარემო

3.3.1 სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ენობრივი საჭიროებები

ენა მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ადამიანის გონებრივი განვითარების,


წიგნიერებისა და სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია/ინტერაქციისთვის. „ენა

გვერდი 34 / 79
უნიკალურ როლს ასრულებს სასკოლო განათლებაში - იგი მთავარი იარაღია საგანთა
შინაარსის შესამეცნებლად და ასათვისებლად. ამდენად, ხარისხიანი და
ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა გულისხმობს ენობრივი განათლების
ხელშეწყობას.“ (ეროვნული სასწავლო გეგმა 2017-2023).

ენის განვითარების პროცესში, სმენა როგორც წესი ცენტრალურ როლს ასრულებს.


შესაბამისად, სმენის დარღვევა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის მიერ ენობრივი
უნარების ათვისების, ლინგვისტური ინფორმაციის მიღება/დამუშავების,
კომუნიკაციის დამყარების და ამრიგად, განათლების მიღების შესაძლებლობაზე.
მეორე მხრივ, სმენის დარღვევის მქონე ბავშვებს ისეთივე მოთხოვნილება აქვთ
გაიგონ სხვისი ნათქვამი და თავად გააგებინონ სხვებს, განვითარდნენ ენობრივი,
სოციალური და კოგნიტური თვალსაზრისით, როგორც სმენის მქონე მათ
თანატოლებს.
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს შორის განსხვავებულობის მიუხედავად,
არსებობს ზოგადი ტიპის საჭიროებებიც, რომლებიც სმენის შეზღუდით არის
განპირობებული და სმენის დარღვევის მქონე უმეტეს მოსწავლესთან მიმართებაში
ენობრივი განვითარებისა და ენის გამოყენების მხრივ ვლინდება. ხშირად, სმენის
დარღვევის მქონე ბავშვები სკოლაში სმენის მქონე თანატოლებთან შედარებით
დაბალი ენობრივი კომპეტენციებით მიდიან, რაც შემდეგში აისახება:

- მწირი ლექსიკური მარაგი როგორც რეცეპტული, ასევე ექსპრესიული


მეტყველების მხრივ
- წინადადების წარმოებასთან, გრამატიკული სტრუქტურების გამოყენებასთან
დაკავშირებული სირთულეები
- სიტყვის წარმოებასთან, მორფოლოგიასთან დაკავშირებული სირთულეები
- ენის/მეტყველების სოციალურ კონტექსტში სწორად გამოყენების სირთულე (ენის
პრაგმატული მხარე)
- მეტყველების წარმოების ტექნიკური სირთულეები (ფონოლოგია, არტიკულაცია),
როგორც ზეპირი, ასევე ჟესტური მეტყველების მხრივ
- ენის/მეტყველების მოქნილად გამოყენების სირთულე

არასაკმარისი ენობრივი კომპეტენციები, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს


უზღუდავს სწავლის მიზნით ენის გამოყენების, საგნის ენის გაგებისა და გამოყენების
უნარებს და შესაბამისად, ართულებს საგნობრივი ცოდნის დაუფლების პროცესსაც.

გვერდი 35 / 79
ამრიგად, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების განათლების პროცესში,
განსაკუთრებულად მწვავედ დგას ენობრივი უნარების, ზოგადი წიგნიერების
(კითხვა, წერა, ინფორმაციის მიღება-დამუშავება, სისტემაში მოყვანა, გაზიარება) და
საგნობრივი წიგნიერების (საგნობრივი ტერმინებისა და სპეციფიკური ლექსიკის
გაგება-გამოყენება) ხელშეწყობის საკითხი.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებში ენობრივი უნარების განვითარების


საჭიროება შესაძლოა საკმაოდ განსხვავებული იყოს და ისეთ ფაქტორებზე იყოს
დამოკიდებული როგორიცაა: სმენის დაკარგვის და სმენის დარღვევის აღმოჩენის
პერიოდი; მიღებული სარეაბილიტაციო/განმავითარებელი მხარდაჭერა; ენის
ხელმისაწვდომობა ადრეული ბავშვობიდან (მაგ.: ჟესტური ენის სახით) და სხვა.

3.3.2 ჟესტური, როგორც სწავლა-სწავლების ენა

მიუხედავად იმისა, რომ სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა გარკვეული ნაწილი


შესაძლოა ზეპირ სამეტყველო ენას იყენებდეს საკომუნიკაციო მიზნებისთვის, მათი
ენობრივი უნარები არასაკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს კოგნიტური განვითარების,
განათლების მიღებისა და წიგნიერების შეძენისთვის. ასეთ შემთხვევაში, სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლა-სწავლება მისთვის ხელმისაწვდომ ენაზე უნდა
წარიმართოს. ჟესტური ენა, თავისი ვიზუალური ბუნებიდან გამომდინარე სმენის
დარღვევის მქონე პირთა დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომ ენას წარმოადგენს.
სწავლა-სწავლების ენად ქართული ჟესტური ენის გამოყენების საჭიროება შეიძლება
დადგეს როგორც ყრუ, ასევე დაქვეითებული სმენისა და კოხლეარული იმპლანტის
მქონე მოსწავლეებთან მიმართებაში.

სმენის დარღვევის მქონე პირთათვის ჟესტური ენის სწავლებისა და მათი


ლინგვისტური თვითმყოფადობის ხელშეწყობა განათლების პროცესსა და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანაბარი მონაწილეობისთვის,
განსაზღვრულია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის
შესახებ“ კონვენციაშიც (მუხლი 24, 3, ბ), რომლის რატიფიცირებაც საქართველოს
პარლამენტის მიერ 2014 წელს მოხდა.
საქართველოს კანონის მიხედვით „ზოგადი განათლების შესახებ“
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც განათლებას იღებს სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლე, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის
საფუძველზე, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენებს ქართულ
ჟესტურ ენას, ხოლო იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც განათლებას იღებენ მხოლოდ

გვერდი 36 / 79
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები სავალდებულოდ გამოიყენება ქართული
ჟესტური ენა (მუხლი 4, პუნქტი 5, 6).

3.3.3 ორენოვანი (ბილინგვური) განათლება

როდესაც სწავლების ენად ქართული ჟესტური ენის გამოყენების საკითხი დგება,


სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ორენოვანი განათლებით უზრუნველყოფა და
ორენოვანი წიგნიერების ხელშეწყობა მოიაზრება, რაც გულისხმობს იმას, რომ
მოსწავლე ეუფლება როგორც ქართულ ჟესტურ, ასევე სახელმწოფო, ქართულ ენასაც.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ჟესტურ ენას (ისევე როგორც ზოგადად ჟესტურ
ენებს) სამეტყველო ენისგან განსხვავებული მორფო-სინტაქსური სისტემა გააჩნია,
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ორენოვანი განათლების დროს არ ხდება ამ
ორი ენის ერთმანეთთან შერევა და ერთდროულად (სიმულტანურად) გამოყენება.
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლე ეუფლება ორივე, ჟესტურ და სახელმწიფო ენას
როგორც დამოუკიდებელ ენობრივ სისტემებს, ხოლო სპეციფიკური სტრატეგიები
მოსწავლეებს ამ ორ ენას შორის მსგავსება-განსხვავებების გააზრებასა და მათ შორის
კავშირის დამყარებაში ეხმარება.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების სფეროში დაგროვილი


გამოცდილების თანახმად, ჟესტურ ენაში შეძენილი კომპეტენციები სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეს სახელმწიფო ენის დაუფლებისთვის საიმედო
საფუძველს ქმნის. შესაბამისად, ჟესტური ენა შესაძლოა ძლიერი ინსტრუმენტი
გახდეს სმენის დარღვევის მქონე ბავშვისთვის საგნობრივი და ზოგადი წიგნიერების
შეძენის პროცესში.

ამრიგად, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს, ზოგადსაგანმანათლებლო


დაწესებულებებში ქართული ჟესტური ენის შესწავლისა და მასზე სწავლის
შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. საგნის სახით ქართული ჟესტური ენის სწავლებისას,
უნდა მოხდეს მისი, როგორც დამოუკიდებელი ენობრივი სისტემის სწავლება.
სასურველია სკოლამ ჟესტური ენით მოსარგებლე ყრუ ზრდასრული პირის
რესურსიც გამოიყენოს მოსწავლეებისთვის ჟესტური ენის სწავლებისას.

3.3.4 მეტყველება ჟესტების თანხლებით

გვერდი 37 / 79
სმენის დარღვევის მქონე იმ მოსწავლეების სწავლა-სწავლებისას, რომელთაც
სამეტყველო ენის გაგებისა და გამოყენების სირთულეები აქვთ, მეტყველებასთან
ერთად დამატებით შესაძლოა ჟესტებიც იყოს გამოყენებული. უკანასკნელი,
ჟესტური ენისგან განსხვავებით არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ენობრივ სისტემას.
მოსწავლის სწავლების ენას ძირითადად სამეტყველო ენა წარმოადგენს (მისი
გრამატიკული სტრუქტურა დაცულია), რომელზეც სამეტყველო ენის გაგების
ხელშეწყობის მიზნით, ქართული ჟესტური ენიდან ნასესხები ჟესტებია
თანდართული. სამეტყველო ენის ვიზუალიზაცია ჟესტების საშუალებით, ზრდის
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის ენის ხელმისაწვდომობას. აღნიშნული
მიდგომა, ორენოვან განათლებას არ წარმოადგენს.

3.3.5 სწავლა-სწავლების ენის შერჩევა

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლა-სწავლების ენის შერჩევა, მისი


ინდივიდუალური საჭიროებების გათალისიწინებით უნდა მოხდეს.

სკოლაში ჩარიცხვისთანავე უნდა შეფასდეს ბავშვის ენობრივი შესაძლებლობები და


საჭიროებები. რეკომენდებულია, რომ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულს, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ენობრივი კომპეტენციების
შესაფასებელი ინსტრუმენტი და პროცედურა ჰქონდეს განსაზღვრული. სწავლა-
სწავლების ენისა და მეთოდის შერჩევა, სფეროს სპეცილისტთა ერთობლივი
გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის
მოსაზრებებსაც ითვალისწინებდეს.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი მოდალობით, ქართული სამეტყველო თუ


ქართული ჟესტური ენით მოხდება მოსწავლის სწავლება, ყველა მოცემულ
შემთხვევაში, მიზანს მოსწავლის მიერ ენის, როგორც შემეცნებისა და აზროვნების,
თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტის გამოყენების უნარის
განვითარების და ზოგადი და საგნობრივი წიგნიერების ხელშეწობა უნდა
წარმოადგენდეს.

სწავლებისა და კომუნიკაციის ენის არჩევამ, თავის მხრივ შესაძლებელია


პედაგოგიკური მიდგომების და სწავლების სტრატეგიების შერჩევაც განაპირობოს.

გასათვალისწინებელია, რომ ენის არჩევა არ უნდა იყოს მიჩნეული საბოლოოდ,


რადგან მოსწავლის საჭიროებები და შესაძლებლობები, ისევე როგორც
მოთხოვნილებები და სურვილები, შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს და
გაკეთებული არჩევანის გადაფასება გახდეს საჭირო. მაგალითად, კოხლეარული

გვერდი 38 / 79
იმპლანტის მქონე ბავშვის ენობრივი და სამეტყველო შესაძლებლობები შეიძლება
დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს და მას აღარ დასჭირდეს
ჟესტურ ენაზე სწავლა ან პირიქით, სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსწავლის სმენისა და
სამეტყველო ენის გაგება-გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება გაუარესდეს და
სწავლა-სწავლების ენად ქართული ჟესტური ენის გამოყენების აუცილებლობა
დადგეს.

რეკომენდებულია, რომ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს ორივე, ქართული


სამეტყველო და ქართული ჟესტური ენის სწავლის და საკუთარი ენობრივი არჩევანის
გაკეთების შესაძლებლობა მიეცეს. დროთა განმავლობაში, მოსწავლემ შესაძლოა
თავად გადაწყვიტოს, თუ რომელი ენა უფრო მისაღები და ხელმისაწვდომია მისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლებაში ჩართული


მასწავლებლები და სპეციალისტები ფლობდნენ ბაზისურ ცოდნას ზოგადად ენის, და
კონკრეტულად, სმენის დარღვევის შემთხვევაში ენის განვითარების
თავისებურებების შესახებ, რაც მათ შესაბამისი პედაგოგიკური მეთოდებისა და
სწავლების სტრატეგიების შერჩევაში დაეხმარებათ იმისდა მიუხედავად, თუ
რომელი მოდალობის ენაზე მიმდინარეობს სწავლა-სწავლება.

3.4 სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ინტეგრირებულ კლასში


ჩართვის პროცედურები

ინტეგრირებულ კლასის მომსახურება სმენის განსხვავებული დარღვევის მქონე


მოსწავლეებს შეიძლება ფარავდეს. ინტეგრირებულ კლასში ჩართვის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება, ცალკეულ ბავშვთან მიმართებაში ინდივიდუალურად
უნდა ხდებოდეს და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ითვალისწინებდეს.

მხოლოდ სმენის დარღვევის სამედიცინო სტატუსი, საკმარისი პირობა არ უნდა იყოს


ბავშვის ინტეგრირებულ კლასში ჩართვისთვის. ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება
ბავშვის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს და ინტეგრირებული კლასის, ისევე,
როგორც მთლიანი სკოლის ადამიანურ და მატერიალურ-ტექნიკურ რესურს უნდა
ითვალისწინებდეს. მაგალითისთვის, თუ ინტეგრირებულ კლასში ყრუ ბავშვების
ჩართვა ხდება, ინტეგრირებული კლასის მომსახურებაში ქართული ჟესტური ენის

გვერდი 39 / 79
სრულყოფილად მცოდნე სპეციალისტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, და ორენოვანი
განათლების მიწოდების რესურსი უნდა არსებობდეს; თუ ინტეგრირებულ კლასში იმ
მოსწავლის ჩართვა ხდება, რომელსაც სმენის გარდა სხვა დამატებითი შეზღუდვებიც
აქვს, მაშინ მომსახურებას აღნიშნული საჭიროებების მქონე მოსწავლის განათლებისა
და მხარდაჭერის კომპეტენციაც უნდა გააჩნდეს.

ინტეგრირებულ კლასში მოსწავლის ჩართვა განათლებისა და მეცნიერების


სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში მულტიდისციპლინური
გუნდი) დასკვნის და რეკომენდაციის საფუძველზე ხდება. აღნიშნული
გადაწყვეტილების მიღებისას მულტიდისციპლინური გუნდის წევრები შემდეგი
ასპექტებით უნდა ხელმძღვანელობდნენ:

- ბავშვი თავისი სმენის სტატუსით იმ ჰომოგენურ ჯგუფს ეკუთვნის,


რომლისთვისაც ფორმირდება და/ან ფორმირებულია ინტეგრირებული კლასი,
ანუ ბავშვს სმენის დარღვევის რომელიმე ფორმა აქვს.
- ბავშვი იმ ასაკობრივ ჯგუფს (მაქსიმუმ 3 წელი ასაკობრივი განსხვავებით) და
საგანმანათლებლო საფეხურს ეკუთვნის რომლისთვისაც ფორმირებულია
ინტეგრირებული კლასი.
- ახალი მოსწავლის ჩართვა არ გაზრდის ინტეგრირებული კლასისთვის
განსაზღვრულ მოსწავლეთა რაოდენობას (10 მოსწავლე, ხოლო გამონაკლისს
შემთხვევებში 12).
- მოსწავლის ჩარიცხვა შესაძლებელია იმ საჯარო სკოლის ერთ-ერთ ასაკობრივ
კლასში, რომელშიც ინტეგრირებული კლასია ფორმირებული.
- მშობელი გამოთქვამს მოსწავლის ინტეგრირებულ კლასში ჩართვის სურვილს,
რაც მისი წერილობითი განაცხადით დასტურდება; ამასთანავე, მშობელი იცნობს
და ეთანხმება მომსახურების იმ ფორმას, რომელიც ინტეგრირებული კლასის
სერვისით სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების მხარდასაჭერად
არის განსაზღვრული.
- მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასების და ინტეგრირებული
კლასის/სკოლის რესურსების ანალიზის შედეგად, მოცემული ინტეგრირებული
კლასის მომსახურება კონკრეტული მოსწავლის განათლების მხარდამჭერ
პრიორიტეტულ ფორმას წარმოადგენს. უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ
მოსწავლე ვერ მიიღებს ისეთივე საგანმანათლებლო სარგებელს საჯარო სკოლაში
გაწეული სხვა ტიპის მომსახურებით (მაგალითად რესურს ოთახის) და/ან იმ
საჯარო სკოლაში, რომელშიც მხოლოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა
განათლება ხდება.

გვერდი 40 / 79
ამრიგად, ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ ინტეგრირებული კლასის
მომსახურება კონკრეტული მოსწავლის განათლების საუკეთესო მხარდამჭერ
ფორმად განისაზღვრება ყველა სხვა შესაძლო ფორმასთან შედარებით.

ინტეგრირებულ კლასში მოსწავლის ჩართვა, ისევე როგორც ჩართვაზე უარის თქმა,


დასაბუთებული უნდა იყოს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნაში. ამასთანავე,
ინტეგრირებულ კლასში ჩართვაზე უარის შემთხვევაში, მულტიდისციპლინური
გუნდის დასკვნაში განსაზღვრული უნდა იყოს კონკრეტული ბავშვისთვის
განათლების მიღების რეკომენდებული სივრცე და ფორმა.

3.5 ინტეგრირებული კლასის სასწავლო ჯგუფის ორგანიზება

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა უმრავლესობისთვის, სწავლის პროცესში


ჯგუფის ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ხმოვანი და
ვიზუალური გამღიზიანებლების მიმართ, მრავალრიცხოვანმა საკლასო გარემომ
შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნას მათი სწავლა-სწავლების კუთხით.
სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლების სფეროში დაგროვილი გამოცდილების
თანახმად, მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც იმავდროულად კარგად
არის ორგანიზებული, ხელშემწყობ პირობას ქმნის მოსწავლეთა აღნიშნული ჯგუფის
სწავლა-სწავლებისთვის. ამასთანავე, შედარებით პატარა და სტაბილური სასწავლო
ჯგუფი, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს ჯგუფის სხვა თანატოლებთან მჭიდრო
სოციალური ურთიერთობების დამყარების, მეგობრების შეძენისა და ჯგუფთან
მიკუთვნებულობის ჩამოყალიბების უკეთეს პირობებს უქმნის, რასაც გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ყველა ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელი ემოციური
განვითარებისთვის.

ამრიგად, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასი შედარებით


მცირერიცხოვან ერთიანობას უნდა წარმოადგენდეს ისეთ საკლასო სივრცეში,
რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება სმენის შეზღუდვით განპირობებულ
მოსწავლეთა საჭიროებებზე. ინტეგრირებულ კლასში მოსწავლეთა რეკომენდებული
რაოდენობაა 10, ხოლო გამონაკლისს შემთხვევებში, მაქსიმალური დასაშვები
რაოდენობა -12 მოსწავლეა. გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან
დაკავშირებით დაიშვება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან
შეთანხმებით.

გვერდი 41 / 79
ინტეგრირებულ კლასში მოსწავლეთა რეკომენდებული რაოდენობის შენარჩუნების
მიზნით, სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა ინტეგრირებულ
კლასში მოსწავლეთა ჩართვის კონტროლის მექანიზმი/პროცედურა უნდა
შეიმუშავოს.

რეკომენდებულია კლასის ზომის გათვალისიწინება სმენის დარღვევის მქონე


მოსწავლის სკოლის ასაკობრივ კლასში ჩარიცხვის დროსაც. თუ სკოლას აქვს იმის
რესურსი, რომ პარალელური კლასების დაკომპლექტებისას ერთ რომელიმე კლასში
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვული მოსწავლეთა მინიმალური დასაშვები
რაოდენობა (18) შეინარჩუნოს, მაშინ სკოლის დირექციამ უნდა გამოიყენოს ეს
შესაძლებლობა და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლე შედარებით მცირერიცხოვან
კლასში ჩარიცხოს.

ამასთანავე, სასწავლო პროცესში ინტეგრირებული კლასის ადამიანური რესურსის


(მაგალითად თარჯიმნის) მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით,
რეკომენდებულია, რომ სმენის შეზღუდვის მქონე ერთი და იგივე ასაკის ორი
მოსწავლე ერთ კლასში ჩაირიცხოს და არა პარალელურში. თუმცა, მიზანშეწონილი
არ არის, რომ ერთ საჯარო კლასში სმენის დარღვევის მქონე 3 მოსწავლეზე მეტი
სწავლობდეს.

მოსწავლეთა რაოდენობის გარდა, ინტეგრირებული კლასის ფორმირებისას, უნდა


მოხდეს ასაკობრივი კრიტერიუმის და საგანმანათლებლო საფეხურის
გათვალისწინებაც.

ერთ სასწავლო ჯგუფში მოსწავლეთა შორის მაქსიმალური დასაშვები ასაკობრივი


განსხვავება 3 წელი შეიძლება იყოს ერთი რომელიმე საგანმანათლებლო საფეხურის
ფარგლებში. თუ ინტეგრირებულ კლასში ჩართული/ჩასართავი მოსწავლეები
განსხვავებულ ასაკობრივ კლასებს ეკუთვნიან, მაშინ მათი ერთ სასწავლო ჯგუფად
გაერთიანება შესაძლოა ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ესგ) განსაზღვრული კლას-
კომპლექტის შექმნის პრინციპების მიხედვით (მე-4 მუხლი, მე-11 და მე-12
პუნქტები). რეკომენდებულია, რომ კლას-კომპლექტი შეიქმნას ერთი საფეხურის
ფარგლებში და მასში არ გაერთიანდნენ მოსწავლეები ორზე მეტი ასაკობრივი
კლასიდან. სასწავლო ჯგუფის კლას-კომპლექტის პრინციპით ორგანიზების
შემთხვევაში, მოსწავლეთა სწავლა-სწავლება მთლიანად უნდა დაეფუძნოს
დიფერენცირებული სწავლების მიდგომას.

ასაკობრივი და საგანმანათლებლო საფეხურის კრიტერიუმის დაცვა, ერთი მხრივ


ხელშემწყობ პირობას შექმნის ინტეგრირებულ კლასში სასწავლო პროცესის

გვერდი 42 / 79
ორგანიზების (მაგალითად საგნობრივ კომპტენეციებზე მუშაობა) თვალსაზრისით,
ხოლო მეორე მხრივ, მოსწავლეებს თანატოლთა ჯგუფთან ერთად სწავლის
შესაძლებლობას მისცემს.
იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საჯარო სკოლის ინტეგრირებულ კლასში ჩართვის
მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა 12-ს მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო სკოლას
შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსი გააჩნია, ერთი სკოლის გარემოში
შესაძლებელია სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ორი ან მეტი ინტეგრირებული
კლასის დაკომპლექტება. დამატებითი ინტეგრირებული კლასის/ების შექმნისას,
ყველა იმ პირობის დაცვა უნდა მოხდეს, რაც ერთი ინტეგრირებული კლასის
დაკომპლექტებისა და მომსახურებისთვისაა განსაზღვრული.

3.6 ინტეგრირებული კლასის მომსახურება


ინტეგრირებული კლასის მიერ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის გაწეული
მხარდაჭერა სრულად უნდა ეხმიანებოდეს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა
როგორც ჯგუფის სპეციფიკურ საჭიროებებს (მაგალითად ენობრივი უნარების
განვითარება), ასევე თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
აღნიშნული მომსახურება მიზნად უნდა ისახავდეს მოსწავლის იმ ცოდნითა და
უნარებით აღჭურვას, რომლებიც აუცილებელია როგორც ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევისთვის, ასევე ყოველდღიური ეფექტური
ფუნქციონირებისთვის.

ინტეგრირებული კლასის მომსახურება სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის


გაწეულ შემდეგი სახის მხარდაჭერას მოიცავს:

ა) სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების ჯგუფური საგანმანათლებლო პროცესი


(ინტეგრირებული კლასის სივრცეში)
ბ) დამატებითი ინდივიდუალური საგანმანათლებლო მომსახურება
გ) მოსწავლისთვის ასაკობრივ კლასში სასწავლო პროცესის დროს გაწეული
მხარდაჭერა
დ) დამატებითი ინდივიდუალური და ზოგ შემთხვევაში, ჯგუფური თერაპიული
მომსახურება

ინტეგრირებულ კლასში ჩართულ ყველა მოსწავლეს ზემოთ ჩამოთვლილი


მხარდაჭერით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების
ნებისმიერ საფეხურზე. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც

გვერდი 43 / 79
მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების სიღრმისეული შეფასების შედეგად
განისაზღვრება, რომ ის „ბ“, „გ“ ან „დ“ პუნქტებიდან რომელიმე ტიპის მხარდაჭერას
არ საჭიროებს. ხოლო რაც შეეხება „ა“ პუნქტის მხარდაჭერას, მისი მიღების საჭიროება
განმსაზღვრელია მოსწავლის იტეგრირებულ კლასში ჩასართავად. სხვა შემთხვევაში,
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლემ არა ინტეგრირებული კლასის, არამედ საჯარო
სკოლებში არსებული რესურს ოთახის მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს.

3.6.1 ინტეგრირებული კლასის ჯგუფური საგანმანათლებლო მომსახურება

ინტეგრირებულ კლასში ორგანიზებული ჯგუფური საგანმანათლებლო პროცესი


ინტეგრირებული კლასის მომსახურების პრიორიტეტულ ფორმას წარმოადგენს და
სავალდებულოა ინტეგრირებულ კლასში ჩართული ყველა მოსწავლისთვის.

სწავლა და ცოდნის შეძენა სოციალურ კონტექსტში ხდება. ჯგუფური სასწავლო


პროცესი ისეთ უნარებზე მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, რომელთა
განვითარებაც მხოლოდ მასწავლებელი-მოსწავლის ერთი-ერთზე გარემოში
ნაკლებად ეფექტური იქნებოდა. მოსწავლე არამარტო მასწავლებლისგან იღებს
ცოდნას, არამედ თანატოლების პასუხების, კითხვებისა და მოსაზრებების მოსმენით,
დისკუსიებში და ჯგუფურ პროექტებში მონაწილეობით და ა.შ. ჯგუფური სასწავლო
პროცესი ისეთი უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას იძლევა, როგორიცაა
რიგითობის დაცვა, გაზიარება და თანამშრომლობა, დახმარების გაწევა, მოპოვება და
სხვა. გარდა ამისა, ნებისმიერი ბავშვისა და მოზარდისთვის მნიშვნელოვანია
ჯგუფთან მიკუთვნებულობისა და იდენტობის ჩამოყალიბება. მრავალრიცხოვან
საკლასო გარემოში, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს შესაძლოა გაუჭირდეს
სრულად ჩართვა და აღნიშნული მიმართულებით საკუთარი თავის რეალიზება.

ინტეგრირებული კლასის შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფში წარმართული


სასწავლო პროცესი სმენის დარღვევით განპირობებულ საჭიროებებზე
მაქსიმალურად მორგებულ საკლასო გარემოში, სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეებს სამიზნე კომპეტენციების შეძენისა და სხვა მოსწავლეებთან
სოციალური ურთიერთობების დამყარების ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის.

ჯგუფური საგანმანათლებლო პროცესი მასში ჩართულ ყველა მოსწავლეზე თანაბრად


მორგებული უნდა იყოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომის გამოყენებით.

თითოეული გაკვეთილი წინასწარ დაგეგმილი უნდა იყოს. ამასთანავე,


ყოველკვირეულად უნდა განისაზღვროს ის სამიზნე ლექსიკა, რომელზე მუშაობაც

გვერდი 44 / 79
სხვადასხვა საგნების ფარგლებში მოხდება. კვირეული სამიზნე ლექსიკის შესახებ
ინფორმირებულები უნდა იყვნენ მოსწავლეების მშობლებიც, რათა სახლის და
სკოლისგან განსხვავებულ სხვა გარემოშიც შეუწყონ ხელი მოსწავლეების მიერ ახალი
ლექსიკის ათვისებასა და გამოყენებას.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ჯგუფური საგანმანათლებლო პროცესისთვის,


სკოლამ სასწავლო წლის/სემესტრის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს და
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შეათანხმოს ეროვნული
სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო მომსახურება და ის დამატებითი სასწავლო პროგრამა/ები რომელსაც
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლებისას გაფართოებული სასწავლო
პროგრამის სახით გამოიყენებს. დამატებითი სასწავლო პროგრამა, ქართული
ჟესტური ენის, როგორც საგნის სწავლებასაც უნდა მოიცავდეს. ზოგადად,
დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ხელს უნდა
უწყობდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და შესაბამისად, ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის განსაზღვული სასწავლო პროგრამა/ები


უნდა მოიცავდეს პროგრამის სწავლების მიზნებს, იმ კომპეტენციების ჩამონათვალს,
რომლის მიღწევასაც ემსახურება აღნიშნული პროგრამა, საათების ოდენობას,
თემატიკას, საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს და სხვა
მნიშვნელოვან ასპექტებს. აღნიშნული სასწავლო პროგრამა უნდა იყოს მოქნილი და
საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას იძლეოდეს. სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეთა ჯგუფისთვის შედგენილი სასწავლო პროგრმა
სასკოლო სასწავლო გეგმაში უნდა აისახოს.
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლებისას გრიფმინიჭებულ
სახელმძღვანელოებთან ერთად, ძირითად საგანმანათლებლო რესურსად
მოსწავლის/ების ინდივიდუალურ საჭიროებზე მორგებული სხვა საგანმანთლებლო
რესურსების გამოყენებაც უნდა მოხდეს.
ინტეგრირებულ კლასში მიმდინარე სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და
განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ინტეგრირებული კლასის
სპეციალურ მსწავლებელს აკისრია, მიუხედავად იმისა, რომ გეგმის გარკვეული
ასპექტების შესრულებაზე სხვა პირებიც არიან პასუხისმგებლები. სასწავლო
პროგრამის შემუშავების პროცესში სპეციალურ მასწავლებელს ინტეგრირებული
კლასის სხვა სპეციალისტების, საგნის მასწავლებლების და მულტიდისციპლინური
გუნდის მხარდაჭერით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

გვერდი 45 / 79
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან ჯგუფური სასწავლო პროცესი ორ
ძირითად სამიზნეს შეიძლება მოიცავდეს:

ა) იმ სპეციფიკური კომპეტენციების განვითარება/გაძლიერებაზე მუშაობა, რომელიც


სმენის შეზღუდვით არის განპირობებული და განსაკუთრებულად აქტუალურია
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მიმართებაში. მაგალითად, ენობრივი
უნარების გაძლიერება (სპეციფიკური ტერმინების, ცნებების სწავლება, ლექსიკის
გაგება/გამოყენებაზე მუშაობა, ჟესტური ენის სწავლება), თარჯიმნის დახმარების
გამოყენება, სმენის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა.
აღნიშნული კომპტენეციები შესაძლოა არ ეფუძნებოდეს ასაკობრივ კურიკულუმს და
საგნობრივ სტანდარტს, მაგრამ მათ გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა
ჰქონდეს მოსწავლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების
მიღწევისა და სასწავლო პროცესში ეფექტური თანამონაწილეობისთვის.
ბ) საგნობრივ კომპეტენციებზე მუშაობა, რომელიც საგნობრივი სტანდარტით არის
განსაზღვრული. გარკვეულ საგნობრივ კომპეტენციებზე მუშაობა შესაძლოა არა
ცალკე საგნის, არამედ ინტეგრირებული გაკვეთილის/დაწყვილებული
გაკვეთილების სახით განხორციელდეს და სხვადასხვა საგნობრივი სტანდარტით
განსაზღვრულ შედეგებს ერთი სასწავლო გეგმის ფარგლებში აერთიანებდეს.

ინტეგრირებული კლასის სივრცეში მოსწავლეთა ჯგუფთან საგნობრივ


კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესი ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს და
კლასის/საფეხურის სასწავლო შედეგებს ეფუძნებოდეს. სასწავლო პროგრამა მოქნილი
უნდა იყოს მასში ცვლილებების შესატანად.

საგნობრივი სასწავლო პროგრამის შედგენაზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი


ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებელია, თუმცა აღნიშნული
პროგრამის შედგენა საგნის მასწავლებლებთან ერთად და ინტეგრირებული კლასის
სხვა სპეციალისტებისა და მულტიდისციპლინური გუნდის მხარდაჭერით უნდა
მოხდეს.

აღნიშნული ჯგუფური სასწავლო პროცესიც დიფერენცირებული სწავლების


მიდგომას უნდა ეფუძნებოდე და ყველა და თითოეული მოსწავლის
ინდივიდუალურ საჭიროებებს ეხმიანებოდეს.

„ა“ და „ბ“ პუნქტებში წარმოდგენილი სასწავლო მიმართულებები, არ გულისხმობს


მათ ერთმანეთისგან გამიჯვნას, არამედ მოსწავლეთა ჯგუფთან წარმართულ
სასწავლო პროცესში ლაკონურად ინტეგრირებას მოიაზრებს.

გვერდი 46 / 79
3. 6.2 დამატებითი ინდივიდუალური საგანმანათლებლო მომსახურება

დამატებითი ინდივიდუალური საგანმანათლებლო მუშაობა მოსწავლის


აკადემიური და სხვა დამხმარე კომპეტენციების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს
და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვული სასწავლო შედეგების მიღწევას
უწყობდეს ხელს.

დამატებითი ინდივიდუალური მომსახურება და მომსახურების საათობრივი


დატვირთვა კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებით უნდა განისაზღვროს.

დამატებითი ინდივიდუალური მომსახურების ფარგლებში რეკომენდებულია


წინმსწრები სწავლების გამოყენებაც. წინმსწრები სწავლება ინტეგრირებული კლასის
სპეციალურმა მასწავლებელმა და ან სხვა სპეციალისტმა შეიძლება განახორციელოს.
ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებულები
გაკვეთილის თემატიკის და მასთან დაკავშირებული ახალი
ტერმინოლოგიის/ლექსიკის, საგაკვეთილო აქტივობებისა და დავალებების შესახებ,
რაც საგნის მასწავლებლებსა და ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებს შორის
მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

3. 6.3 საგაკვეთილო პროცესში გაწეული მხარდაჭერა

ინტეგრირებულ კლასში ჩართულმა მოსწავლეებმა, მაქსიმალური საგანმანათლებლო


სარგებელი უნდა მიიღონ იმ კლასებში წარმართული სასწავლო პროცესისგან,
რომელშიც ისინი ფორმალურად ირიცხებიან.

კლასებში ინდივიდუალური დახმარების სახით, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს


ინტეგრირებული კლასის სპეციალისტისგან შემდეგი სახის დახმარების მიღება
უნდა შეეძლოს:

- ინდივიდუალური ასისტენტი
- ჟესტური ენის თარჯიმანი

ასისტენტიც და ჟესტური ენის თარჯიმანიც, წინასწარ ინფორმირებულები უნდა


იყვნენ იმ გაკვეთილის თემისა და აქტივობების შესახებ, რომლის ფარგლებშიც
უწევენ დახმარებას სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს. ამასთანავე, საგნის
მასწავლებელიც, წინასწარ ინფორმირებული უნდა იყოს საგაკვეთილო პროცესში
დამხმარე სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ.

გვერდი 47 / 79
3. 6.4 დამატებითი თერაპიული მომსახურება

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის სკოლის სივრცეში გაწეული თერაპიული


მომსახურება პირველ რიგში ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევას უნდა
ემსახურებოდეს და სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის იყოს პრიორიტეტული.

თერაპიული მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს მეტყველების თერაპიას, აუდიო-


პედაგოგიკურ დახმარებას და ასევე, ფსიქოლოგის მიერ კოგნიტური და სხვა
მნიშვნელოვანი უნარების განვითარება-გაძლიერებაზე ორიენტირებულ ჩარევას,
რომელიც მოსწავლესთან ერთი-ერთზე გარემოში მუშაობას მოითხოვს.

დამატებითი თერაპიული მომსახურება, მოსწავლის საჭიროებების შეფასებაზე


დაფუძნებული ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს.
ამასთანავე, თერაპიულმა მხარდაჭერამ იმ საჭიროებეზე მუშაობაც უნდა მოიცვას,
რომლებიც მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში პერიოდულად აღმოცენდება.

დამატებითი თერაპიული მომსახურების გაწევა მოსწავლეებისთვის, მხოლოდ


საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ არის დასაშვები.

3.7 ინდივიდუალურად მორგებული განათლება

3. 7.1 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

მიუხედავად იმისა, რომ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს შესაძლოა სმენის


შეზღუდვით განპირობებული მსგავსი საგანმანათლებლო საჭიროებები გააჩნდეთ,
ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი საჭიროებებითა და შესაძლებლობებით,
ინტერესებითა და სწავლის სტილით, პირადი გამოცდილებით და შესაბამისად,
ინდივიდუალურ მიდგომასა და მხარდაჭეერას საჭიროებს. ინტეგრირებულ კლასში
ჩართული თითოეული მოსწავლისთვის, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს
სპეციალური საგანმანათლებლო მხარდაჭერის მოცულობა და ფორმა.

საჭიროების შემთხვევაში, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის უნდა შეიქმნას


ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ისგ), რომელიც მოსწავლის ყოველმხრივ
შეფასებას დაეფუძნება და მის უნიკალურ საჭიროებებსა და მათი დაკმაყოფილების
გზებს გაითვალისწინებს. ინდივიდუალიზებულ საგანმანათლებლო
მომსახურებასთან ერთად, ისგ-ში ის დამატებითი თერაპიული მომსახურებაც უნდა
აისახოს, რომელიც მოსწავლისთვის განისაზღვრება.

გვერდი 48 / 79
ისგ სკოლის სამუშაო დოკუმენტია, რომელიც შეთანხმებულია მოსწავლის
მშობელთან და რომლითაც მოსწავლის განათლების პროცესში ჩართულმა ყველა
პირმა უნდა იხელმძღვანელოს. მოსწავლის ისგ-ის განხორციელებაზე მუშაობა ხდება
როგორც ინტეგრირებულ, ასევე საჯარო კლასში და სკოლის სხვა ნებისმიერ
სივრცეში სადაც მოსწავლეს მონაწილეობა უწევს.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის ისგ-ს შექმნა სკოლაში ჩარიცხვიდან


ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს იმ პროცედურების შესაბამისად, რომელიც
ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული და ესგ-ს „ინკლუზიური
განათლების“ თავშია აღწერილი.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ისგ-ს შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს


როგორც ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებმა, ასევე იმ საგნის
მასწავლებლებმაც, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული მოსწავლის სწავლა-
სწავლებაში. ისგ-ს შემუშავების პროცესში სკოლას მულტიდისციპლინური გუნდის
მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
ინდივიდიაულური სასწავლო გეგმა შეიძლება შედგეს როგორც ყველა, ასევე
მხოლოდ ერთი ან რამდენიმე საგნისთვის მოსწავლის საჭიროებებისა და
შესაძლებლობების გათვალისწინებით.
საგნობრივი კომპეტენციების გარდა, მოსწავლის ისგ არასაგნობრივი კომპეტენციების
განვითარებასაც შეიძლება ითვალისწინებდეს, რომლებიც მოსწავლის სასწავლო
ჩართულობისთვის არის პრიოროტეტული.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გადაფასება ყოველი სემესტრის დასრულების
შემდეგ არის რეკომენდებული.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეთანხმებული უნდა იყოს მოსწავლის
მშობელთან და დადასტურებული მშობლის, კლასის დამრიგებლის,
ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლის, შესაბამისი საგნის
მასწავლებლის და ადმინისტრაციის წევრის ხელმოწერით.

რეკომენდებულია, რომ ისგ-ს კოორდინატორი იყოს ინტეგრირებული კლასის


სპეციალური მასწავლებელი ან მოსწავლის კლასის დამრიგებელი.
სასურველია, რომ სკოლის დირექციამ გამოყოს დრო ინდივიდუალური სასწავლო
გეგმის გარშემო ჩართული პირების თანამშრომლობისა და ისგ-სთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული საქმიანობის შესასრულებლად.

გვერდი 49 / 79
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების
პროცესში, რომელთა საპასუხოდაც იქმნება ისგ, სკოლამ შესაძლოა დამატებით გარე
სპეციალისტების დახმარებითაც ისარგებლოს. მაგალითად, შესაძლოა მოსწავლის
შეფასების და ისგ-ს შედგენის პროცესში აუდიოლოგის ჩართვა გახდეს აუცილებელი.
მოსწავლის შეფასებისა და მისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის
პროცესში იმ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად რომლებიც ეროვნული
სასწავლო გეგმით არის განსაზღვული, შემდეგი სპეციფიკური ასპექტების
გათვალისწინებაც უნდა მოხდეს:

- როგორია ბავშვის სმენის შესაძლებლობა სხვადასხვა გარემო პირობებში


- როდის დაკარგა ბავშვმა სმენას/როდის მოხდა სმენის დარღვევის იდენტიფიკაცია;
როდის და რა ინტენსივობით დაიწყო ბავშვმა სასმენი აპარატის გამოყენება;
რამდენად მორგებულია სასმენი აპარატი; რა სარეაბილიტაციო მხარდაჭერა აქვს
მიღებული/იღებს მოსწავლე
- როგორია მოსწავლის ენობრივი და კომუნიკაციური უნარები
- რომელი ენის/მოდალობის და რა სახით გამოყენებაა მიზანშეწონილი სწავლა-
სწავლების პროცესში
- რა დამხმარე საშუალებებს/ტექნიკურ მოწყობილობებს საჭიროებს ბავშვი სწავლის
პროცესში
- ხომ არ აქვს ბავშვს დამატებითი გართულებები/შეზღუდვები, თუ კი, რა ტიპის
- რა სახის მხარდაჭერა აქვს ბავშვს სახლის გარემოში ენობრივი შესაძლებლობების
განვითარებისთვის, ენის რომელ მოდალობას, რომელ ენას იყენებენ მოსწავლის
სახლის გარემოში
- რა ტიპის დამატებით საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო მხარდაჭერას
საჭიროებს ბავშვი აკადემიურ პროგრესის მისაღწევად

3.7.2 მოსწავლეთა პროგრესის შეფასება

მოსწავლის პროგრესის შეფასება, იმ პრინციპებისა და პროცედურების მიხედვით


უნდა მოხდეს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვული და რომლის
მიხედვითაც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური პროგრესი.

თუ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის განათლება ინდივიდუალური სასწავლო


გეგმით მიმდინარეობს, მისი შეფასება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონის მიხედვით ხდება იმ პრინციპების

გვერდი 50 / 79
გათვალისწინებით, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში „ინკლუზიური
განათლების“ თავშია აღწერილი.

თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და


დადგენილია, რომ მას სმენის დარღვევის მქონე ის მოსწავლეებიც აბარებენ
რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა
უზურნველყოს საგამოცდო მასალისა და პროცედურის ადაპტირება. სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლის ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, მის
ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას უნდა დაეყრდნოს. გამოცდის ადაპტირება
ერთობლივად, ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლისა და იმ საგნის
მასწავლებლის მიერ უნდა მოხდეს, რომელ საგანშიც ტარდება გამოცდა. საჭიროების
შემთხვევაში, გამოცდის ადაპტირებაში ინტეგრირებული კლასის სხვა
სპეციალისტები და მულტიდისციპლინური გუნდის წევრებიც უნდა ჩაერთონ.

იგივე პრინციპით უნდა მოხდეს მიმდინარე შეფასებების ადაპტირებაც, თუ ამის


საჭიროება არსებობს. მიმდინარე შეფასებების ადაპტირებაში ერთნაირად უნდა იყოს
ჩართული როგორც ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებელი, ასევე
საგნის მასწავლებლებიც მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლისთვის ამ კონკრეტულ
საგანში ცოდნის მიწოდება შეიძლება მხოლოდ ინტეგრირებული კლასის ჯგუფური
სწავლების დროს ხდებოდეს და არა ჩვეულებრივ კლასში.

მოსწავლის მიერ მიღებული ყველა განმსაზღვრელი შეფასების ქულა, მისი კლასის


აღრიცხვის ჟურნალში უნდა დაფიქსირდეს.

3.7.3 ინდივიდუალური სასკოლო განრიგი

ინტეგრირებულ კლასში ჩართულ ყველა მოსწავლეს შესაძლოა ინდივიდუალური


სასკოლო განრიგი ჰქონდეს რომელიც მოსწავლის ხუთდღიან სასკოლო რუტინას
ასახავს. მოსწავლის ინდივიდუალური სასკოლო განრიგი ზოგად სასკოლო
საათობრივ ბადეს უნდა ეფუძნებოდეს.
ინდივიდუალური სასკოლო განრიში განსაზღვული უნდა იყოს ის საგნები,
დამატებით ინდივიდუალურ საგანმანათლებლო და თერაპიული მომსახურება და
მათი ჩატარების დროები და ხანგრძლივობა, რომელთაც მოსწავლე სასკოლო დღის
მანძილზე იღებს.
ინდივიდუალური სასკოლო განრიგის შემუშავება, მოსწავლის სკოლაში
ჩარიცხვიდან მაქსიმუმ 1 თვის ვადაში უნდა მოხდეს მისი მრავალმხრივი შეფასების
შედეგად გამოვლენილ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით.

გვერდი 51 / 79
ინდივიდუალური სასკოლო განრიგის შემუშავებამდე, მოსწავლეზე დაკვირვება
ორივე, ჩვეულებრივ და ინტეგრირებულ კლასში მიმდინარე გაკვეთილებზეც უნდა
მოხდეს.

ინდივიდუალური სასკოლო განრიგის შემუშავება მოსწავლის ინდივიდუალური


საჭიროებებისა და შესაძლებლობების, ასევე, სკოლაში მისი სწავლა-სწავლებისთვის
აუცილებელი რესურსის არსებობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და მოსწავლის
საუკეთესო ინტერესებსა და მაქსიმალური საგანმანათლებლო სარგებელის მიღებას
უნდა ითვალისწინებდეს. მაგალითად, მოსწავლე შესაძლოა არ ესწრებოდეს და ან იმ
სიხშირით არ ესწრებოდეს ყველა საგანს, რომელიც მისი კლასისთვის არის
განსაზღვული; სანაცვლოდ, ინტეგრირებული კლასის სივრცეში ორგანიზებულ
საგანმანათლებლო პროცესში იყოს ჩართული.

მოსწავლის ინდივიდუალური სასკოლო განრიგი შეთანხმებული უნდა იყოს მის


მშობელთან და დადასტურებული მოსწავლის კლასის დამრიგებლის,
ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლის, მშობლის და
ადმინისტრაციის წევრის მიერ.

საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის სასკოლო განრიგში შესაძლოა ცვლილებების


შეტანა. რეკომენდებულია ცვლილებების განხორციელება სასწავლო წლის და ან
სემესტრის დასაწყისში, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც
განრიგში ცვლილებების შეტანა შუა სემესტრში გადაუდებელი აუცილებელობითაა
განპირობებული.

ინდივიდუალური სასკოლო განრიგის შედგენისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას,


რომ დამატებითი თერაპიული სამუშაოების ჩატარება არ უნდა მოხდეს
საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის ხარჯზე.
რაც შეეხება დამატებით ინდივიდუალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, მისი
გაწევა საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის დროს გამართლებულია მხოლოდ იმ
შემთხვევებში, როდესაც მოსწავლის დასწრება რომელიმე კონკრეტულ გაკვეთილზე
მისთვის საგანმანათლებლო სარგებლის მომტანი არ არის. სასწავლო პროცესის დროს
განხორციელებული დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა მოსწავლესთან იმ
საგნობრივი კომპეტენციების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს, რომლის
სანაცვლოდაც ხორციელდება აღნიშნული ტიპის მომსახურება.

ინტეგრირებული კლასის მოსწავლეების ინდივიდუალური სასკოლო განრიგები და


ინტეგრირებული კლასის სივრცეში ორგანიზებული ჯგუფური საგანმანათლებლო

გვერდი 52 / 79
პროცესის/გაკვეთილების განრიგი, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს
ერთმანეთთან; უაკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური სასკოლო
განრიგი მოსწავლეებს ინტეგრირებული კლასის ჯგუფურ სასწავლო
პროცესში/გაკვეთილებში მონაწილეობის შესაძლებლობას უნდა აძლევდეს.

გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდუალური სასკოლო განრიგი თანხვედრაში


უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით რეკომენდებულ მოსწავლის საათობრივ
დატვირთვასთან (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათები) და არ
აღემატებოდეს საათების მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას.

აუცილებლობის შემთხვევაში, მოსწავლემ შეიძლება მიიღოს საათების გაზრდილი


რაოდენობა, თუ აღნიშნულზე არსებობს მშობლის თანხმობა და ასევე, წინასწარ არის
განსაზღვრული, რომ სტანდარტული სასკოლო დღის შემდეგ დამატებით
საგანმანათლებლო თუ თერაპიულ აქტივობებში მონაწილეობა, მოსწავლის
ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური შესაძლებლობების ფარგლებშია.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს შესაძლოა განსაკუთრებული მხარდაჭერა


დასჭირდეთ სასწავლო პროცესსა და სასკოლო რუტინაში ორიენტირებისთვის.
მასწავლებლებმა და დამხმარე სპეციალისტებმა უნდა იზრუნონ, რომ მოსწავლე
კარგად იყოს ორიენტირებული საკუთარ სასკოლო განრიგში. აღნიშნულ
ინფორმაციაზე მოსწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა, საგაკვეთილო განრიგების
დამზადებით (საჭიროების შემთხვევაში, ვიზუალური მასალით განმტკიცებული)
და მოსწავლეებისთვის მათი გამოყენების სწავლებით არის შესაძლებელი.
3.7.4 გაცდენების აღრიცხვა

ინტეგრირებულ კლასში ჩართული მოსწავლის გაცდენების ფორმალური აღრიცხვა,


მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მისი ინდივიდუალური
სასკოლო განრიგის მიხედვით უნდა მოხდეს.

გაკვეთილებზე სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური


აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია როგორც საგნის მასწავლებელი, ასევე
ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებელიც, რომელიც მოსწავლის
ინტეგრირებული კლასის სივრცეში მიმდინარე სასწავლო პროცესზე დასწრების
არაფორმალურ აღრიცხვას აწარმოებს და სასკოლო დღის ბოლოს მონაცემებს კლასის
დამრიგებელს გადასცემს აღრიცხვის ჟურნალში დაფიქსირების მიზნით.

გვერდი 53 / 79
კლასში მიმდინარე რომელიმე გაკვეთილის სანაცვლოდ ინტეგრირებული კლასის
სივრცეში განხორციელებულ ჯგუფურ თუ გამონაკლის შემთხვევებში,
ინდივიდუალურ სასწავლო პროცესში მონაწილეობა, რომელიც მოსწავლის
ინდივიდუალური სასკოლო განრიგით არის გათვალიწინებული, არ განიხილება
მოსწავლის მიერ კლასში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის გაცდენად.

მოსწავლის მიერ დასწრების ინდივიდუალური განრიგის მიხედვით განსაზღვრული


გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საკლასო
სივრცეში იყო ის დაგეგმილი, კლასის აღრიცხვის ჟურნალში გაცდენა ფიქსირდება.

გაცდენების არასაპატიო რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, ინტეგრირებული


კლასის მოსწავლეზე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისეთივე
რეგულაციები ვრცელდება, როგორიც სკოლის სხვა ნებისიერ მოსწავლეზე.

3.8 ახალ საგანმანათლებლო საფეხურზე ტრანზიციის ხელშეწყობა


სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ტრანზიცია ზოგადი განათლების ყოველ
შემდეგ საფეხურზე წინასწარ დაგეგმილი და მხარდაჭერილ უნდა იყოს. ამასთანავე,
განსაკუთრებული ყურადღება დაწყებითი საფეხურის ფარგლებში მოსწავლის მე-5
კლასში გადასვლასაც უნდა მიექცეს, როდესაც სასწავლო პროცესში მომხდარი
ცვლილებების გამო (ახალი საგნები, ახალი მასწავლებლები, საკლასო გარემოს
შედარებით ხშირი ცვლა) მოსწავლე ახალი გამოწვევების წინაშე შეიძლება
აღმოჩნდეს.

მოსწავლის ტრანზიციის ხელშეწყობა შემდეგ ასპექტებსა და პროცედურებს უნდა


ითვალისწინებდეს:

- იმ შესაძლო სირთულეების ანალიზი რომელთა წინაშეც მოსწავლე შესაძლოა


ახალი სასწავლო წლიდან დადგეს; მაგალითად ახალი საგნობრივი პროგრამა,
საკლასო გარემოს ხშირი ცვლა, შედარებით დატვირთული საგაკვეთილო ბადე და
სხვა.
- ტრანზიციის გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვრას თუ რა ტიპის
მოსამზადებელი სამუშაოებია განსახორციელებელი და რა ტიპის ხელშეწყობაა
გასაწევი მოსაწვლისთვის.
- მოსწავლის ინფორმირება და მომზადება ყველა მოსალოდნელი
ცვლილებებისთვის.
- სასწავლო გარემოს მომზადება მოსწავლის ადაკვატურად დასახვედრად - მისი
ფიზიკური და აკუსტიკური მახასიათებლების მორგება.

გვერდი 54 / 79
- ყველა იმ მასწავლებელის მომზადება მოსწავლის ადეკვატურად დასახვედრად,
რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან ჩართულები იქნებიან მოსწავლის
სწავლების პროცესში. მასწავლებლების მომზადება გულისხმობს როგორც მათი
ინფორმირებულობისა და ცოდნის გაზრდას სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ზოგად საკითხებში, ასევე, კონკრეტული
მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების, აკადემიური მიღწევების,
რეკომენდებული მეთოდოლოგიური მხარდაჭერის და სხვა მნიშვნელოვანი
საკითხების შესახებ.
- მოსწავლის მშობლების მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისთვის,
შესაძლო გამოწვევებსა და რესურსებზე, ახალ სასკოლო დატვირთვაზე და სხვა
მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და მოსწავლის მხარდაჭერის
პროცესში საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერების
ხელშეწყობა.

განათლების ახალ საფეხურზე მოსწავლის ტრანზიციის ხელშეწყობაზე ძირითადი


პასუხიმსგებლობა კლასის დამრიგებელს და ინტეგრირებული კლასის სპეციალურ
მასწავლებელს ეკისრებათ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლის
სხვა სპეციალისტები და მასწავლებლებიც შეიძლება იყვნენ ჩართული. სკოლის
დირექციამ კოორდინაცია და მონიტორინგი უნდა გაუწიოს მოსწავლის ტრანზიციის
პროცესს. საჭიროების შემთხვევაში, სკოლას მულტიდისციპლინური გუნდის
დახმარების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მსგავსი პროცედურები, უნდა განხორციელდეს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის


სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაშიც.

მიზანშეწონილია, რომ საბაზო საფეხურის დასრულებამდე, განსაკუთრებული


ყურადღება მოსწავლის პროფესიულის წინარე უნარების განვითარებასა და
პროფესიულ ორიენტაციაზე გამახვილდეს. საბაზო საფეხურის შემდეგ, მოსწავლის
მიერ პროფესიული განათლების მიღების სურვილის შემთხვევაში, სკოლამ უნდა
ითანამშრომლოს მულტიდისციპლინური გუნდის იმ წევრებთან, რომლებიც
პროფესიული განათლების მხარდაჭერის პროცესში არიან ჩართული, რათა
მოსწავლის პროფესიულ განათლებაში გადასვლას შეეწყოს ხელი.

საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში ინტეგრირებულ


კლასში ჩართულ მოსწავლეებს ყველა სხვა მოსწავლის მსგავსად, სწავლის

გვერდი 55 / 79
განათლების საშუალო საფეხურზე გაგრძელების და სრული საშუალო განათლების
მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლა წინასწარ არის ინფორმირებული ახალი სასწავლო


წლიდან სმენის დარღვევის მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვის ინტეგრირებულ
კლასში ჩართვის სურვილის შესახებ, მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა
ინტეგრირებული კლასის სპეციალურ მასწავლებელთან და სხვა სპეციალისტებთან
თანამშრომლობით, ბავშვის სკოლაში ჩართვის მოსამზადებელი პროცედურები უნდა
განახორციელონ.

3.9 საკლასო გარემოს მორგება

სმენის დარღვევის მქონე, განსაკუთრებით კი სასმენი აპარატითა და კოხლეარული


იმპლანტით მოსარგებლე მოსწავლეები მოწყვლადები არიან ხმაურისა და
ხანგრძლივი ექოს მიმართ. საკლასო ოთახში აუდიო და ვიზუალურმა „ხმაურმა“
შეიძლება საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონიოს როგორც მოსწავლის
კომუნიკაციურ, ასევე ზოგადად განათლების მიღების შესაძლებლობაზე.
თუმცა, საკლასო სივრცის სწორად ორგანიზება, სხვადასხვა ფიზიკური და
ტექნიკური საშუალებების გამოყენება, საკლასო გარემოში აუდიო და ვიზუალური
ბარიერების შემცირებისა და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო
გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.
ამრიგად, სკოლის დირექციამ, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან
და შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ პირებთან
თანამშრომლობით, უნდა უზრუნველყოს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის
ხელსაყრელი საგანმანათლებლო პირობების შექმნა გარემოს ფიზიკური და
ტექნიკური ადაპტირების სახით.
ინტეგრირებული კლასის გარემოს ადაპტირება შემდეგ ძირითად ასპექტებს უნდა
ითვალისწინებდეს:

- კლასში მინიმუმადე იყოს დაყვანილი აუდიო და ვიზუალური


ხმაური/გამღიზიანებლები

- გაიზომოს და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესდეს ბგერის


გადაადგილების/ექოს ხანგრძლივობა

გვერდი 56 / 79
- განისაზღვროს სმენის ხელშემწყობი დამხმარე ტექნიკური მოწყობილობის
საჭიროება და მოხდეს მათი დამონტაჟება

3.9.1 ფიზიკური ადაპტირება

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის საკლასო გარემოს ადაპტირების


პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ისეთი მახასიათებლების მაქსიმალურად
მორგებაზე უნდა გამახვილდეს, როგორიცაა ბგერები/ხმაური, ვიზუალური
გამღიზიანებლები, სინათლე/განათება.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის მიერ ინფორმაციის მიღებისას ყველაზე დიდი


დატვირთვა მხედველობაზე მოდის. მხედველობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ტუჩებიდან „კითხვის“, ჟესტური ენით კომუნიკაციის, ვიზუალურად
წარმოდგენილი ინფორმაციის მიღების პროცესში.

არასაკმარისად ან არასწორად განათებულმა სივრცემ, შესაძლოა მოსწავლის


მხედველობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს. იმისათვის, რომ სმენის დარღვევის
მქონე მოსწავლეებმა შეძლონ მხედველობის ეფექტურად გამოყენება,
მნიშვნელოვანია კლასში სინათლის მორგება. საკლასო ოთახში, რომელშიც სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, განათების სიძლიერე ოპტიმალური,
ხოლო თვალის მოჭრის რისკი მინიმალური უნდა იყოს.

მერხების, დაფის და მოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთგანთავსება, უნდა


ითვალისწინებდეს განათების სწორად გამოყენებას. მაგალითად, მასწავლებელს
ზურგის მხრიდან არ უნდა ურტყამდეს განათება, რაც მოსწავლეს მისი სახისა და
ტუჩების მოძრაობის დანახვის შესაძლბლობას შეუზღუდავს; განათება ისე უნდა
ეცემოდეს დაფასა და სხვა სასწავლო მასალას, რომ არ ხდებოდეს არც მათი
დაჩრდილვა და არც ზედაპირიდან შუქის არეკვლა. ამასთანავე, მოსწავლეებს
ერთმანეთის სახის კარგად დანახვის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად,
სასწავლო მასალისა და მოსწავლეების სივრცეში განთავსება მაქსიმალურად
ოპტიმალური უნდა იყოს ვიზუალური აღქმის კუთხით. მერხები შესაძლოა ნახევარი
წრის სახით იყოს განლაგებული ისე, რომ მოსწავლისთვის ვიზუალურად
ხელმისაწვდომი იყოს როგორც მასწავლებელი, ასევე სხვა დანარჩენი მოსწავლეებიც.

როგორც უკვე აღნიშნულ იქნა, სმენის დარღვევის მქონე პირები აქტიურად იყენებენ
მხედველობას კომუნიკაციის დამყარებისა და ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ე.წ.
„ვიზუალური მოსწავლეები“ არიან. შესაბამისად, მათი სწავლა-სწავლების პროცესში,

გვერდი 57 / 79
ვიზუალურ/თვალსაჩინო სასწავლო მასალას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება
ინფორმაციის გაგებისთვის. მეორე მხრივ, მხედველობაზე ხანგრძლივად და
ინტენსიურად დაყრდნობა, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების მხედველობის
გადაღლას, ხოლო ზედმეტი ვიზუალური სტიმულები, ყურადღების გაფანტვას
იწვევს.

იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის მიერ ეფექტურად მოხდეს


მხედველობის გამოყენება და გაკვეთილისთვის მნიშვნელოვან ვიზუალურ
მასალაზე კონცენტრირება, საკლასო სივრცე მაქსიმალურად თავისუფალი უნდა
იყოს მოცემული მომენტისთვის მეორეხარისხოვანი ვიზუალური სტიმულებისგან.

ნებისმიერი ხმა, რაც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს ხელს უშლის მეტყველების
აღქმაში, განიხილება ხმაურად. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ სმენის დარღვევის
მქონე მოსწავლეთა საკლასო ოთახში ასეთი აუდიო სტიმულები მინიმუმამდე იყოს
დაყვანილი. ზედმეტ ხმაურად შეიძლება განვიხილოთ ქუჩიდან, დერეფნიდან და
მოსაზღვრე კლასებიდან შემოსული ხმები, ავეჯის გამოძრავების და სხვადასხვა
ტექნიკური მოწყობილობის მუშაობის (მაგ.: პროექტორი) შედეგად, ფეხსაცმლით
(ძირითადად ქუსლიანი) გამოწვეული ხმაური. აღნიშნული ხმები შესაძლოა
უმნიშვნელო იყოს ჩვეულებრივი სმენის მქონე მოსწავლისთვის, მაგრამ
მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენდეს სწავლის პროცესში სმენის დარღვევის
მქონეთათვის.

ხმაურის შესამცირებელი ზომები შეიძლება მოიცავდეს საკლასო ავეჯის (მაგიდების,


სკამების) ძირებზე რბილი ქსოვილის მიმაგრებას, საკლასო ოთახის იატაკის რბილი
საფარით დაფარვას (მაგალითად ნოხით), მოსაზღვრე კლასებიდან, დერეფნიდან და
ფანჯრიდან ხმის შემოსვლის მინიმალიზაციას შესაბამისი სამშენებლო ან სხვა
მასალის გამოყენებით, მასწავლებლის მიერ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმისგან თავის
შეკავებას და სხვა.

ყველა ოთახს თავისი აკუსტიკური მახასიათებლები, ე.წ. ექოს ხანგრძლივობის დრო


გააჩნია. თუ ექო ზედმეტად ხანგრძლივია, ის სასურველ ხმაზე დომინირებას
მოახდენს, რაც სრულიად გაუსაძლის ხმოვან გამღიზიანებლებად შეიძლება იქცეს
სასმენი აპარატითა და კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე მოსწავლეებისთვის.

ამრიგად, საკლასო სივრცეში რომელშიც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები


სწავლობენ, აკუსტიკის სპეციალისტის მიერ ბგერის გადაადგილების დრო უნდა
გაიზომოს და საჭიროების შემთხვევაში, კლასის აკუსტიკური პირობების

გვერდი 58 / 79
გაუმჯობესება მოხდეს. კლასში აკუსტიკური პირობების ნაწილობრივ გაუმჯობესება
შესაძლებელია ფანჯრების და კედლების მძიმე ქსოვილით დაფარვით, კლასის
ავეჯით შევსებით და სხვა.

ინტეგრირებული კლასისთვის სკოლაში სულ მცირე ორი საკლასო ოთახი უნდა იყოს
გამოყოფილი იმ მხარდაჭერის მაქსიმალურად ეფექტურად გაწევისთვის, რომელიც
მომსახურებით არის განსაზღვრული. არასაკმარისი სამუშაო ოთახები,
აუცილებლობით გამოიწვევს ერთ საკლასო სივრცეში დროის ერთსა და იმავე
მონაკვეთში რამდენიმე პარალელურ სასწავლო თუ თერაპიული პროცესს და
დამატებით აუდიო და ვიზუალურ გამღიზიანებელს გააჩენს, რაც სრულიად
დაუშვებელი პირობაა სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლებისა თუ
თერაპიული მუშაობისთვის.

3.9.2 ტექნიკური ადაპტირება

ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული სასმენი აპარატებისა და კოხლეარული


იმპლანტის მიუხედავად, ჯგუფურ სასწავლო სიტუაციაში სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეებს ხმის ოპტიმიზაციისთვის დამატებითი ტექნიკური მხარდაჭერა
შეიძლება დასჭირდეთ, როგორიცაა მაგალითად ხმის გამაძლიერებელი სისტემები,
მიკროფონები და ციფრული ხმის გადამცემი საშუალება. ასევე, შეიძლება
აქტუალური იყოს ხმის მარეგულირებელი მოწყობილობის გამოყენებაც. კლასში
მიკროფონის/ების გამოყენება ერთი მხრივ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს
თანატოლების კითხვების, პასუხებისა და მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობას
მისცემს, ხოლო მეორე მხრივ, მოსწავლეებს შორის სასწავლო პროცესში
მოსაზრებების გამოხატვისას რიგითობის დაცვასა და დისციპლინის დამყარებას
შეუწყობს ხელს.
შესაბამისის რესურსის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია სმენის
გამაძლიერებელი და მარეგულირებელი მოწყობილობის გამოყენება საჯარო კლასის
გარემოშიც, რაც სასმენ გარემოს გააუმჯობესებს როგორც სმენის დარღვევის, ასევე
მათი სმენის მქონე თანატოლებისთვისაც.

სკოლა წინასწარ მომზადებული უნდა დახვდეს სმენის დარღვევის მქონე ბავშვს, რაც
იმას გულისხმობს, რომ სასწავლო გარემოს შეფასება და მისი ფიზიკური და
ტექნიკური მახასიათებლების მორგება-გაუმჯობესება სასწავლო პროცესის
დაწყებამდე უნდა მოხდეს. ამასთანავე, სკოლის დირექციამ შესაბამისი რეაგირება

გვერდი 59 / 79
უნდა მოახდინოს უშუალოდ სასწავლო პრცესის დროს გამოვლენილ მატერიალურ
და ტექნიკურ საჭიროებებზე.
მიზანშეწონილია, რომ ინტეგრირებული საკლასო ოთახისთვის რეკომენდებული
ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლებლი, შეძლებისდაგვრად ყველა იმ საკლასო
ოთახში იყოს გათვალისწინებული, რომელშიც სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეებს უწევთ მონაწილეობა.

სკოლამ ყოველდღიური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ტექნიკური


მოწყობილობების გამოყენებასა და მათ შენარჩუნებაზე. მნიშვნელოვანია, რომ
სკოლის პერსონალი და თავად მოსწავლეებიც, იცნობდნენ ტექნიკური
მოწყობილობების გამოყენების პირობებს.

ამასთანავე, სკოლის დირექციამ უნდა შეაფასოს და განსაზღვროს თუ რამდენად


ხელმისაწვდომია სკოლაში არსებული უსაფრთხოების მოწყობილობები (მაგ.
ხანძრის გამაფრთხილებელი სიგნალი) სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის
და საჭიროების შემთხვევაში, მათი ადაპტირება და მოსწავლისთვის მათი
გამოყენების სწავლება მოახდინოს.

3.9.3 კლასის დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლის პროცესში განსაკუთრებულად


საჭიროებენ ვიზუალური/თვალსაჩინო მასალით მხარდაჭერას. ინტეგრირებული
კლასის პერსონალს ცალკეული თემის სწავლებისთვის შესაბამისი ვიზუალური
მასალის მომზადების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
რეკომენდებულია, რომ ინტეგრირებული კლასის სივრცე უზრუნველყოფილი იყოს
(მაგრამ არ შემოიფარგლოს) შემდეგი ტექნიკური მოწყობილობებითა და
მხარდაჭერით:
o პრინტერი (სასურველია ფერადიც)
o სკანერი
o კომპიუტერი/ები
o ლამინირების აპარატი
o პროექტორი, პროექტორის გასაშვები ეკრანი
o უკაბელო ინტერნეტი
o ინტერაქტიური თეთრი დაფა
o ფოტოაპარატი

გვერდი 60 / 79
o ფოტოების საბეჭდი აპარატურა
o ვიდეო კამერა

ინტეგრირებულ კლასში არსებული ტექნიკური რესურსი თანაბრად ხელმისაწვდომი


უნდა იყოს საგნის მასწავლებლებისთვისაც, რათა სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლისთვის საკუთარი საგნის ფარგლებშიც მოამზადონ სასწავლო მასალა.
ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებმა საგნის მასწავლებლებს პროფესიული
დახმარება უნდა გაუწიონ სწავლა-სწავლებისთვის საჭირო დამხმარე მასალის
მომზადებაში.

3.10 სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების განათლებაში ჩართული


ადამიანური რესურსი
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად არის
დამოკიდებული მათი სწავლებისას გამოყენებულ პედაგოგიკურ მეთოდებსა და
მიდგომებზე, რაც თავის მხრივ კვალიფიციური პერსონალის და მათ შორის
პოზიტიური თანამშრომლობის არსებობას გულისხმობს.

ინტეგრირებულ კლასში ჩართული სპეცილისტები და მათი კვალიფიკაცია უნდა


აკმაყოფილებდეს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარებასა და
განათლებასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან საჭიროებებს. ამასთანავე, სკოლის
დირექციამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებს
შორის, ასევე მათსა და საგნის მასწავლებლებს შორის მჭიდრო და პროდუქტიულ
თანამშრომლობას.

ფუნქციონირების პირველივე დღეებიდან, ინტეგრირებულ კლასი


უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო ადამიანური რესურსით, ხოლო სასწავლო
პროცესში გამოვლენილი დამატებითი საჭიროებების საპასუხოდ, უნდა მოხდეს
აუცილებელობით განპირობებული კადრის დამატება და ან დროებით ჩართვა.
სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა დახმარება უნდა გაუწიოს
სკოლას, როგორც შესაბამისი სპეციალისტების შერჩევაში, ასევე მათ შემდგომ
პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებაში.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის განათლების მხარდაჭერისთვის, შემდეგი


კომპეტენციების მქონე პროფესიული რესურსია რეკომენდებული:

გვერდი 61 / 79
სპეციალური მასწავლებელი - აქვს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.
ფლობს პროფესიულ ცოდნას როგორც ზოგადად სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთა, ასევე კონკრეტულად, სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეთა განათლებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. სხვა
სპეციალისტებთან თანამშრომლობით შეუძლია სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის
აკადემიური, სოციალური, ქცევითი/ემოციური, ენობრივი და კომუნიკაციური
საჭიროებების შეფასება და მათი განვითარების ხელშეწყობა შესაბამისი
მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დამხმარე ტექნოლოგიების
გამოყენებით. შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა; ასევე სასწავლო გარემოს მორგება
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების საჭიროებებზე. ფლობს საბაზო აკადემიური
უნარების (წერა, კითხვა და ანგარიში) განვითარების მეთოდებსა და სტრატეგიებს.
შეუძლია დამხმარე და გამაძლიერებელი ტექნოლოგიების გამოყენება და შენახვა.
იცის ქართული ჟესტური ენა სულ მცირე საკომუნიკაციო დონეზე და შეუძლია მისი
გამოყენება სწავლების პროცესსა და სხვა საკომუნიკაცო სიტუაციებში.

ფსიქოლოგი - აქვს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიმპლომი. ფლობს


პროფესიულ ცოდნას ზოგადად ბავშვის განვითრებისა და კონკრეტულად, სმენის
დარღვევის მქონე ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული თავისებურებებისა და
საჭიროებების შესახებ. შეუძლია სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ენობრივი,
კოგნიტური და ემოციურ-სოციალური უნარების შეფასება და შესაბამისი
სტრატეგიებისა და მიდგომების გამოყენებით, აღნიშნული სფეროების მიხედვით
განვითარების ხელშეწყობა. შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა.

ქართული ჟესტური ენის თარჯიმანი - სრულყოფილად ფლობს ქართულ ჟესტურ


ენას და აქვს თარჯიმნობის კომპეტენცია. რეკომენდებულია, რომ ჟესტური ენის
ფლობა დამოწმებული იყოს საქართველოს ყრუთა კავშირის მიერ, ხოლო
თარჯიმნობის კომპეტენცია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატით. სასურველია ჰქონდეს სმენის
დარღვევის მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან და საგანმანათლებლო გარემოში
თარჯიმნობის გამოცდილება.

ქართული ჟესტური ენის მასწავლებელი - სრულყოფილად ფლობს ქართულ


ჟესტურ ენას. რეკომენდებულია, რომ ჟესტური ენის ფლობა დამოწმებული იყოს
საქართველოს ყრუთა კავშირის მიერ. ამასთანავე რეკომენდებულია, რომ ჰქონდეს
სმენის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის და მათთვის ჟესტური ენის

გვერდი 62 / 79
სწავლების გამოცდილება. შეუძლია შეაფასოს მოსწავლის მიერ ჟესტური ენის
ფლობა და შეიმუშავოს სასწავლო პროგრამა ჟესტური ენის საგნისთვის. იცნობს ისგ-
ს შედგენის პრინციპებს.
შენიშვნა - საჭიროების შემთხვევაში, ჟესტური ენის თარჯიმნისა და ჟესტური ენის
მასწავლებლის ფუნქცია შესაძლოა ერთმა პირმა შეითავსოს, თუ მას შესაბამისი
კომპეტენციები გააჩნია.
აუდიო-პედაგოგი - აქვს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. ფლობს
ცოდნას სმენის ანალიზატორისა და მისი ფუნქციონირების, ასევე სმენის დარღვევის
მქონე ბავშვებში სმენის გაძლიერების, მიმართული მეტყველების გაგებისა და
ენობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობის შესახებ. ასევე, ფლობს ცოდნას
სმენის დარღვევის მქონე ბავშვის განვითარებისა და განათლების მეთოდების,
სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გარემოს მორგების, სასმენი
აპარატების/კოხლეარული იმპლანტისა და სმენის გამაძლიერებელი სხვა
მოწყობილობების გამოყენების შესახებ. სასურველია ჰქონდეს კოხლეარული
იმპლანტის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

მეტყველების თერაპევტი - აქვს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.


ფლობს ცოდნას ზოგადად, ენობრივი განვითარებისა და კონკრეტულად, სმენის
დარღვევის მქონე ბავშვებთან ენობრივი და კომუნიკაციური კომპეტენციების (მათ
შორის წერითი მეტყველების) განვითარების ხელშეწყობის შესახებ. ამასთანავე, აქვს
ცოდნა სმენის ანალიზატორის და სმენის გამაძლიერებელი მოწყობილობების (მათ
შორის კოხლეარული იმპლანტის) ფუნქციონირების შესახებ.

ინდივიდუალური ასისტენტი - ინფორმირებულია სმენის დარღვევის მქონე


მოსწავლეების განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებული საჭიროებების
და საგანმანათლებლო პროცესში მათი ხელშეწყობის სტრატეგიების შესახებ.
სასურველია ჰქონდეს სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების/სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეებთან სკოლის გარემოში მუშაობის გამოცდილება.

შენიშვნა - საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს სკოლაში უკვე არსებული


ადამიანური რესურსის გამოყენება და ასისტენტის ფუნქცია შეასრულოს
ნებისმიერმა პირმა (მათ შორის ინტეგრირებული კლასის სპეციალისტმა, მოხალისე
მშობელმა და სხვა).

იტეგრირებული კლასის სპეციალისტების საჭირო რაოდენობა სკოლამ სამინისტროს


შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კონსულტაციით მოსწავლეთა რაოდენობისა
და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს.
მაგალითად, თუ ინტეგრირებული კლასის მომსახურებით მოსარგებლე 2-3

გვერდი 63 / 79
მოსწავლის განათლება ძირითადად ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს, მაშინ
ინტეგრირებული კლასის მომსახურებაში სულ მცირე ჟესტური ენის 2 თარჯიმანი
უნდა იყოს ჩართული. სმენის დარღვევის მქონე ყველა მოსწავლეს, რომელიც
ჟესტური ენით სარგებლობს, სასწავლო პროცესში (მიუხედავად იმისა, თუ რომელ
საკლასო სივრცეში მიმდინარეობას გაკვეთილი), თარჯიმნის მომსახურების
გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. თარჯიმნის მომსახურების
აუცილებელობა არ დგება იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებელი თავად ფლობს
საკმარის დონეზე ქართულ ჟესტურ ენას.

იმ შემთხვევაში, თუ ინტეგრირებულ კლასში ჩართული მოსწავლეეების რაოდენობა


5-ს აღემატება, რეკომენდებულია სულ მცირე ორი სპეციალური მასწავლებლის
ყოლა.

ამასთანავე, არსებული რესურსის ეფექტურად გამოყენებისა და მოსწავლეებისთვის


ხელსაყრელი სწავლა-სწავლების პირობების შექმნის მიზნით, რეკომენდებულია,
რომ ინტეგრირებული კლასის მომსახურებაში ჩართული სპეციალისტები
საკომუნიკაციო დონეზე ფლობდნენ ქართულ ჟესტურ ენას.

რეკომენდებულია, რომ სმენის დარღვევის მქონე თითოეულ მოსწავლესთან


მიმაგრებული იყოს ინტეგრირებული კლასის ერთი სპეციალისტი რომელსაც
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება მოსწავლის ირგვლივ პრაქტიკულ,
ადმინისტრაციულ და სოციალურ-პედაგოგიკურ ასპექტებზე, მათ შორის, ოჯახთან
რეგულარულ კონტაქტზე.

საგნის მასწავლებლები

საგნის მასწავლებლები ისევე უნდა იყვნენ ჩართულნი სმენის დარღვევის მქონე


მოსწავლეების განათლების პროცესში, როგორც ინტეგრირებული კლასის
სპეციალისტები და თანაბრად იზიარებენ პასუხისმგებლობას მოსწავლის მიღწევებსა
და განვითარებაზე.

კლასში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლა-სწავლებაზე ისევე, როგორც


კლასის სხვა დანარჩენ მოსწავლეებზე ძირითადი პასუხისმგებლობა სწორედ საგნის
მასწავლებელს აკისრია.

მოსწავლეზე პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ მასწავლებელი კარგად იცნობს


მოსწავლის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, ინტერესებს, სწავლის სტილს, არგებს
გაკვეთილს მოსწავლეს და უზრუნველყოფს მის საგაკვეთილო პროცესში

გვერდი 64 / 79
ჩართულობას. სხვა სპეციალისტებთან ერთად, საგნის მასწავლებელმა თანაბარი
მონაწილეობა უნდა მიიღოს მოსწავლის განათლებასთან დაკავშირებული
საჭიროებების შეფასების, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და
განხორციელების და პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ საგნის მასწავლებლები რომლებიც სმენის დარღვევის მქონე


მოსწავლეებს ასწავლიან, ფლობდნენ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების
სწავლების საკმარის კომპეტენციებს. სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლის
დირექციამ უნდა განსაზღვროს ის მასწავლებლები, რომლებიც ახალი სასწავლო
წლიდან სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლაში ჩაერთვებიან და
უზრუნველყოს მათი წინასწარი პროფესიული მომზადება. აღნიშნული
პროფესიული მომზადება შესაძლოა მოხდეს როგორც მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებული კურსის საშუალებით, ასევე
სხვა ნებისმიერი, მათ შორის ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების რესურსის
გამოყენებით.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ ცოდნას


შემდეგ ძირითად საკითხებში:

- სმენის ფუნქციონირება/სმენის ანალიზატორი და სმენის დარღვევით


გამოწვეული საჭიროებები; აუდიოგრამის წაკითხვა და გამოყენება.
- ენობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეებში; სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაცია
და ინტერაქცია
- სმენის დარღვევის მქონე მოსწავლებიის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული
საჭიროებები და საკლასო გარემოში არსებული გამოწვევები
- სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის აკადემიური შეფასებისა და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპები
- სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია,
საგაკვეთილო პროცესში ჩართვისა და სასწავლო პროცესის
ორგანიზება/წარმართვის სტრატეგიები. საკლასო გარემოს მორგების პრინციპები
- სმენის ხელშემწყობი ტექნოლოგიები და მათი გამოყენება

თანამშრომლობა ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებსა და საგნის


მასწავლებლებს შორის

გვერდი 65 / 79
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის მიერ საკლასო ოთახში გატარებული
ნებისმიერი პერიოდი მაქსიმალურად ეფექტური და საგანმანათლებლო სარგებლის
მომტანი უნდა იყოს მისთვის. ამასთანავე, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს
სხვადასხვა ტიპის სასკოლო აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ისეთივე
შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, როგორც მის სმენის მქონე თანატოლებს.

აღნიშნული პირობების დაკმაყოფილება მხოლოდ საგნის მასწავლებლებისა და


ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით, პოზიტიური
თანამშრომლობითა და კოორდინირებული მუშაობით არის შესაძლებელი.

სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების განათლების მხარდაჭერის მიზნით,


ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებსა და საჯარო კლასის პედაგოგებს შორის
თანამშრომლობა შესაძლოა მრავალფეროვან ფორმებს მოიცავდეს:

- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები და მასწავლებლები თანამშრომლობენ


მოსწავლის საჭიროებების შეფასების, ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა და
ინდივიდუალური სასკოლო განრიგის შემუშავების პროცესში.
- ინტეგრირებული კლასის და საგნის მასწავლებლები თანამშრომლობენ
მოსწავლის აკადემიური შეფასების პროცესში, განმსაზღვრელი დავალებების,
ტესტებისა და გამოცდების ადაპტირების პროცესში.
- სასწავლო წლის/სემესტრის დასაწყისში, მასწავლებლებთან თანამშრომლობით
ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები განსაზღვრავენ იმ საგნობრივ
კომპეტენციებსა და თემებს, რომლებიც სასკოლო სასწავლო გეგმით არის
განსაზღვრული და რომელთა გათვალისწინებაც ინტეგრირებულ კლასის
სასწავლო პროგრამაში უნდა მოხდეს. სასწავლო წლის მანძილზე საგნის
მასწავლებლები ინტეგრირებული კლასის სპეციალურ მასწავლებელს და
დამხმარე სპეციალისტებს რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას იმ
გაკვეთილების თემებისა და აქტვიობების შესახებ, რომლებზე დასწრებაც
განსაზღვულია ინტეგრირებული კლასის მოსწავლისთვის. აღნიშნულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები
დახმარებას უწევენ საჯარო კლასის მასწავლებელს მოსწავლისთვის გაკვეთილის
მორგებაში და ამასთანავე, „წიმსწრები“ სწავლების პრინციპით, ამზადებენ
მოსწავლეს დაგეგმილი გაკვეთილისთვის.
- ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებელი საგნის მასწავლებელთან
ერთად კლასში თანა-მასწავლებლის ფუნქციას ასრულებს.
- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტი ესწრება კლასში მიმდინარე გაკვეთილს
მოსწავლეზე დაკვირვებისა და მის ჩართულობასთან დაკავშირებული

გვერდი 66 / 79
საჭიროებების განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული დაკვირვება, საფუძვლად ედება
საგნის მასწავლებლებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას და დამატებით,
ინტეგრირებული კლასის სივრცეში მოსწავლესთან იმ საჭიროებებზე მუშაობას,
რომლებიც დაკვირვების შედეგად გამოვლინდა.
- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები საკონსულტაციო სამუშაოებსა და
ტრენინგ-შეხვედრებს ახორციელებენ საგნის მასწავლებლებთან სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების საკითხებზე.
- საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები და საგნის
მასწავლებლები ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ მოსწავლის
მშობლებთან საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს.
- ჟესტური ენის მასწავლებელი თანამშრომლობს საგნის მასწავლებელთან
საგაკვეთილო პროცესში თარჯიმნის ფუნქციის ეფექტურად შესრულების
მიზნით.
- საჭიროების შემთხვევაში, საგნის მასწავლებელმა ინტეგრირებული კლასის
სპეციალისტებთან თანამშრომლობით შესაძლოა გაკვეთილი ჩაატროს
ინტეგრირებული კლასის სივრცეში.
- საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები და
მასწავლებლები ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ სმენის დარღვევის
მქონე მოსწავლეების თანაკლასელებთან სმენის დარღვევის შესახებ
საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებს. ამასთანავე,
სხვადასხვა საკლასო და კლასგარეშე აქტივობების საშუალებით, ხელს უწყობენ
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებსა და სმენის მქონე მათ თანატოლებს შორის
პოზიტიური კომუნიკაციისა და ინტერაქციის ჩამოყალიბებას.

3.11 მშობლებთან თანამშრომლობა

მშობლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ბავშვის სასწავლო პროცესში მისი


განათლებისთვის აუცილებელი პირობების შექმნაში.

სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინტეგრირებული კლასის მოსწავლეების მშობლებთან


ეფექტური კომუნიკაცია და მათი აქტიური ჩართვა მოსწავლის განათლების
პროცესში.

გვერდი 67 / 79
მოსწავლის მშობელი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებულები ინტეგრირებული
კლასის მიზნებსა და მომსახურების ფორმებზე; ასევე, საკუთარ პასუხისმგებლობსა
და უფლებებზე ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროცესში.

მოსწავლის ინდივიდუალური სასკოლო განრიგი და ინდივიდუალური სასწავლო


გეგმა შეთანხმებული უნდა იყოს მშობელთან.

მოსწავლის განათლებაში ჩართულ მასწავლებლებსა და სპეციალისტებს


რეგულარული კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ მშობლებთან და ხდებოდეს
ინფორმაციის გაცვლა სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტზე.
მშობელი ყოველთვის ინფორმირებული უნდა იყოს იმ სამიზნე ცოდნისა და
ლექსიკური მარაგის შესახებ, რომლებზეც მოსწავლესთან მუშაობა სკოლაში
მიმდინარეობს და რომელთა გაძლიერებაც მშობლის მიერ სახლის გარემოში უნდა
მოხდეს. მშობლებთან რეგულარული კომუნიკაციის მიზნით, შესაძლოა
საკომუნიკაციო რვეულების გამოყენებაც.

მშობლებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ გაიძლიერონ სახლის გარემოში ბავშვის


მხარდაჭერის, განვითრებისა და განათლების ხელშეწყობის უნარები, რაშიც მათ
ინტეგრირებული კლასის სპეცილისტები უნდა დაეხმარონ.

აღნიშნული დახმარება შეიძლება ბავშვის სწავლა-სწავლების პროცესზე მშობლის


დასწრებას და ეფექტური სტრატეგიების მოდელირებას, საჭიროების შემთხვევაში,
ჟესტური ენის სწავლებას და პერიოდულ საინფორმაციო და საკონსულტაციო
შეხვედრებს მოიცავდეს.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მშობელი სკოლისგან იღებს, მარტივ და მისთვის


გასაგებ ენაზე უნდა იყოს მიწოდებული.

მშობლებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ გამოთქვან საკუთარი წუხილები და


მოსაზრებები მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით.
ამავადროულად, მშობლებმა თავადაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ბავშვის
საგანმანათლებლო პროცესზე რეგულარულ დასწრებასა და სახლის გარემოში სწორ
მხარდაჭერაზე.

მშობლებთან რეგულარულ კომუნიკციაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, კლასის


დამრიგებელს და ინტეგრირებული კლასის სპეციალურ მასწავლებელს ეკისრება.
გარკვეულ შემთხვევებში, ინტეგრირებული კლასის მომსახურებაში მყოფი
რომელიმე სპეციალისტი შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული მოსწავლის
სასწავლო პროცესის კოორდინატორ და მშობლებთან საკონტაქტო პირად.

გვერდი 68 / 79
3.12 ინტეგრირებულ კლასში ჩართული სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეთა განათლების ხარისხის მონიტორინგი
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლებაზე მონიტორინგი გულისხმობს
როგორც ინტეგრირებულ კლასში, ასევე სკოლის იმ კლასებში მიმდინარე სწავლა-
სწავლების პროცესის ხარისხის შეფასებას, რომლებშიც სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეები მონაწილეობენ.

მიზანშეწონილია, მონიტორინგი განხორციელდეს როგორც თავად სკოლის მიერ,


შიდა მონიტორინგის სახით, ასევე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულის მიერ, გარე მონიტორინგის სახით.

მონიტორინგი შეიძლება მოიცავდეს:

- სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესზე


დაკვირვებას
- მშობლებისგან მიღებულ უკუკავშის, მათი კმაყოფილების შეფასებას
- მოსწავლეთა დოკუმენტაციის შემოწმებას
- მოსწავლეთა პროგრესის შეფასებას
- სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის შეფასებას
- მასწავლებლების და სხვა ჩართული სპეციალისტების რეფლექსიებს
და სხვა.

რეკომენდებულია, რომ სამონისტრომ და სკოლამ ერთობლივად შეიმუშავოს


მონიტორინგის მექანიზმი და შესაბამისი ინსტრუმენტები.

3.13 ადმინისტრაციის როლი და პასუხისმგებლობები


სკოლის ადმინისტრაციამ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების
პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის უნდა:

- უზრუნველყოს ინტეგრირებული კლასის სრულფასოვანი


ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემო პირობები, მატერიალურ-ტექნიკური და
ადამიანური რესურსი.
- ხელი შეუწყოს სკოლის თემში ინკლუზიური კულტურის დანერგვას და სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ხელშემწყობი ფსიქო-სოციალური
პირობების შექმნას.

გვერდი 69 / 79
- დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სამინისტოს ინტეგრირებულ კლასში
ჩართვის მსურველი ბავშვების თაობაზე.
- უზრუნველყოს ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური
სასკოლო განრიგისა და ინდივიდუაური სასწავლო გეგმის შესაბამის ვადებში
შემუშავება და ასახოს ისინი სასკოლო სასწავლო გეგმაში.
- უზრუნველყოს როგორც ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებსა და საგნის
მასწავლებლებს, ასევე სკოლის პერსონალსა და მოსწავლის მშობლებს შორის
ეფექტური თანამშრომლობა. საჭიროების შემთხვევაში, მონაწილობა მიიღოს
ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების, მასწავლებლებისა და მშობლების
სამუშაო შეხვედრებში.
- მხარდაჭერა გაუწიოს ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებსა და
მასწავლებლებს მოსწავლის დასწრებასთან და სხვა ადმინისტრაციულ
საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.
- სამინისტროსთან ერთად შეიმუშავოს და შემდგომ განახორციელოს სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების პროცესის მონიტორინგის
პროცედურები.
- გააცნოს მოსწავლეთა მშობლებს ინტეგრირებული კლასის მიზნები და
მომსახურების პირობები.
- უზრუნველყოს იმ საგნის მასწავლებლების პროფესიული მომზადება, რომლებიც
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლა-სწავლებაში არიან ჩართული.
- ხელი შეუწყოს სმენის დარღვევის მქონე მოსწავეების განათლების შემდგომ
საფეხურზე ტრანზიციის პროცესის ეფექტურად განხორციელებას.
- ხელი შეუწყოს ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებისა და მასწავლებლების
უწყვეტ პროფესიულ განვითარებას სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა
განათლების მიმართულებით.
- ხელი შეუწყოს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების ყრუთა თემთან, სმენის
დარღვევის მქონე სხვა თანატოლებთან/უფროსებთან ურთიერთობას,
ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.

3.14 ინტეგრირებული კლასის რესურსის გამოყენება სხვა სკოლების


მიერ
სკოლა, რომელშიც ინტეგრირებული კლასი ფუნქციონირებს, რესურს უნდა
წარმოადგენდეს სხვა სკოლებისთვისაც როგორც ინტეგრირებული კლასის
ორგანიზების ასევე, სმენის დარღვევის მქონე ცალკეული მოსწავლის სწავლა-
სწავლების მხარდაჭერის მიმართულებით.

გვერდი 70 / 79
ინტეგრირებული კლასის შექმნის გამოცდილების მქონე სკოლის მიერ სხვა
სკოლებისთვის გაწეული მხარდაჭერა შესაძლოა მოიცავდეს, მაგრამ არ
შემოიფარგლებოდეს:

 სხვა სკოლის მასწავლებლებისთვის საკონსულტაციო და ტრენინგ-შეხვედრების


ჩატარება სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების საკითხებზე.
 სხვა სკოლებისთვის ინტეგრირებული კლასის საუკეთესო გამოცდილების
გაზიარების მიზნით, სკოლაში სასწავლო ვიზიტების ორგანიზება.
 ინტეგრირებული კლასის ფიზიკური გარემოს ორგანიზებასთან და
მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებზე
კონსულტაციის გაწევა.
 ინტეგრირებული კლასის შექმნასა და ადმინისტირებასთან დაკავშირებულ
საკითხებზე კონსულტაციის გაწევა.

დანართი - სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლებაში ჩართული


სპეციალისტების ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

სპეციალური მასწავლებელი
- საგნის მასწავლებლებთან და ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებთან
ერთად, მონაწილეობს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების
პროცესში; აფასებს მოსწავლის ბაზისურ აკადემიურ უნარებს და ადგენს
სხვადასხვა სფეროს მიხედვით მოსწავლის აქტუალური და უახლოესი
განვითარების დონეებს; ეხმარება საგნის მასწავლებლებს მოსწავლის საგნობრივი
კომპეტენციების მიხედვით შეფასებაში.
- ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებთან ერთად, განსაზღვრავს
მოსწავლისთვის ყველაზე შესაბამის სწავლების ენას და მიდგომებს.
- თანამშრომლობს მასწავლებლებთან და სხვა სპეციალისტებთან მოსწავლის
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის/ინდივიდუალური სასკოლო განრიგის
შემუშავების პროცესში და კოორდინირებას უწევს აღნიშნულ პროცესს.
- საგნის მასწავლებლებთან და ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებთან
თანამშრომლობით, სასწავლო წლის/სემესტრის დასაწყისში შეიმუშავებს
სასწავლო პროგრამებს და განსაზღვრავს მოსწავლეებთან სამუშაო სამიზნე
კომპეტენციებსა და თემებს.

გვერდი 71 / 79
- პასუხისმგებელია სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან ჯგუფური და
საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური სასწავლო პროცესის/გაკვეთილების
დაგეგმვასა და ჩატარებაზე. ყოველი გაკვეთილისთვის ადგენს დეტალურ გეგმას.
- ეხმარება საგნის მასწავლებლებს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების
საგაკვეთილო პროცესში ჩართვაში. ესწრება საჯარო კლასებში მიმდინარე
გაკვეთილებს და გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ, შეიმუშავებს
რეკომენდაციებს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის ჩართულობის გაზრდასა
და საკლასო გარემოს მორგებასთან (ფიზიკური სივრცე, განთავსება, განათლება
და სხვა) დაკავშირებით.
- პერიოდულად გეგმავს და ატარებს ერთობლივ გაკვეთილებს საგნის
მასწავლებლებთან ერთად.
- საგნის მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობს მოსწავლეების განმსაზღვრელ
შეფასებასა და მოსწავლისთვის ტესტების, საკონტროლოების, საგამოცდო
დავალებების ადაპტირებაში.
- აქვს რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეების მშობლებთან და აწვდის მათ
ინფორმაციას სასწავლო თემების, დასასწავლი ლექსიკის და სასწავლო პროცესთან
დაკაშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
- ხელს უწყობს მშობლების გაძლიერებას სწავლა-სწავლების შესაბამისი
სტრატეგიების გამოყენებისა და სახლის გარემოში ბავშვის მხარდაჭერის
მიმართულებით.
- მონაწილეობს მშობლებთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და
სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებში.

საგნის მასწავლებელი (საჯარო სკოლის მასწავლებელი)


- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს მოსწავლის
საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებაში და საკუთარი საგნის ფარგლებში
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საგნობრივი სტანდარტის მიხედვით
აფასებს მოსწავლის ცოდნას (ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების
დახმარებით).

- მონაწილეობს ისგ-ს შედგენისა და განხორციელების პროცესში.

- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებთან თანაშრომლობით, უზრუნველყოფს


სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.

გვერდი 72 / 79
- წლის/სემესტრის დასაწყისსა და სასწავლო პროცესში, თანამშრომლობს
ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებთან და აწვდის მათ ინფორმაციას
საკუთარი საგნის ფარგლებში მისაღწევი საგნობრივი კომპეტენციების, ძირითადი
თემების, დასასწავლი ლექსიკის, საგაკვეთილო აქტივობების შესახებ, რომელთა
გათვალისწინებაც უნდა მოხდეს ინტეგრირებულ კლასში მიმდინარე ჯგუფური
და ინდივიდუალური სასწავლო პროცესის დროს.

- გარკვეული პერიოდულობით, ინტეგრირებული კლასის სპეციალურ


მასწავლებელთან ერთად გეგმავს და ატარებს ერთობლივ გაკვეთილებს.

- ახდენს მოსწავლის განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას და მოსწავლის


საჭიროებიდან გამომდინარე, საკონტროლების, ტესტებისა და საგამოცდო
დავალებების ადაპტირებას (ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების
დახმარებით).

- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებთან ერთად, გეგმავს და მონაწილეობს


მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებში.

- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს


კლასში ჯანსაღი ფსიქო-სოციალური გარემოს შექმნას და სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეებსა და დანარჩენ თანაკლასელებს შორის პოზიტიური კომუნიკაციისა
და ინტერაქციის ფორმირებას.

ფსიქოლოგი
- აფასებს მოსწავლის კოგნიტურ, ემოციურ-სოციალურ უნარებს და სხვა
სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს მოსწავლის ისგ-ს და ინდივიდუალური
სასკოლო განრიგის შემუშავების პროცესში.

- პროფესიულ მხარდაჭერას უწევს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების


განათლებაში ჩართულ მასწავლებლებს, სხვა სპეციალისტებსა და მშობლებს
მოსწავლის კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის
მიმართულებით.

-  ესწრება კლასებში და ინტეგრირებულ კლასში მიმდინარე გაკვეთილებს და


გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ, შეიმუშავებს რეკომენდაციებს
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით. 

გვერდი 73 / 79
-  საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება საგნის მასწავლებლებსა და ინტეგრირებული
კლასის სპეციალურ მასწავლებელს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის
სასწავლო პროცესის/გაკვეთილების დაგეგმვაში.

- საჭიროების შემთხვევაში, გეგმავს და ატარებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ


აქტივობებს ენობრივი, კოგნიტური და სოციალურ-ემოციური განვითარების
ხელშეწყობის მიზნით.

- ზრუნავს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა თვით-იდენტობის


ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს როგორც სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლეებს ერთმანეთთან, ასევე სმენის მქონე თანატოლებთან პოზიტიური
ურთიერთობების ფორმირებას.

- სხვადასხვა სასკოლო და სკოლის გარეთ ღონისძიებების საშუალებით, შეაქვს


წვლილი სკოლის თემში ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბებასა და სმენის
დარღვევისა და ჟესტური ენის შესახებ ცნობიერების გაზრდაში.
- მონაწილეობს მშობლებთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და
სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებში.

ქართული ჟესტური ენის მასწავლებელი


- ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებთან ერთად აფასებს მოსწავლის
ენობრივ განვითარებას და მასთან დაკავშირებულ საჭიროებებს და მონაწილეობს
ისგ-ს შედგენისა და განხორციელების პროცესში.
- მოსწავლეებისთვის ჟესტური ენის სწავლების მიზნით, შეიმუშავებს ერთი
სემესტრის/სასწავლო წლის სასწავლო პროგრამას. აღნიშნულ პროცესში
თანამშრომლობს სპეციალურ მასწავლებელთან და საგნის მასწავლებლებთან
რათა მოხდეს საგნობრივი სწავლებისთვის მნიშვნელოვანი ლექსიკის
ინტეგრირებაც.
- ჟესტური ენის ცალკეული გაკვეთილისთვის შეიმუშავებს დეტალურ გეგმას.
- ხელს უწყობს მოსწავლეების ჟესტურ ენაზე კომუნიკაციის უნარ-ჩვევების
გაძლიერებას და თარჯიმნის დახმარების ეფექტურად გამოყენებას.
- მონაწილეობს მოსწავლეთა ბილინგვური განათლების პროცესში; სპეციალურ და
საგნის მასწავლებლებთან ერთად გეგმავს და ატარებს გაკვეთილებს.
- სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებების საშუალებით და სხვა სპეციალისტებთან
თანამშრომლობით, ხელს უწყობს სკოლის თემში ჟესტური ენისა და მისი
გამოყენების პოპულარიზაციას.

გვერდი 74 / 79
- შესაძლებლობების ფარგლებში, პერიოდულად უზრუნველყოფს
ინტეგრირებული კლასის მოსწავლეების ინტერაქციას ჟესტური ენით
მოსარგებლე სხვა თანატოლებთან და უფროსებთან, ყრუთა თემთან.
- ასწავლის ქართულ ჟესტურ ენას ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებს,
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების საგნის მასწავლებლებს, მშობლებსა და
სურვილის შემთხვევაში, სმენის მქონე თანატოლებს.
- მონაწილეობს მშობლებთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და
სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებში.

ქართული ჟესტური ენის თარჯიმანი (ინტერპრეტატორი)


- თარჯიმნობას უწევს საგაკვეთილო პროცესსა და სხვა სასკოლო სიტუაციებში
სმენის დარღვევის მქონე იმ მოსწავლეებს, რომელთა სწავლებაც ქართულ ჟესტურ
ენაზე მიმდინარეობს.
- თანამშრომლობს საგნის მასწავლებლებთან და ინტეგრირებული კლასის
სპეციალისტებთან გაკვეთილის თარგმნის/ინტერპრეტირებისთვის მომზადების
მიზნით.
- მონაწილეობს მშობლებთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და
სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებში.

აუდიო-პედაგოგი
- აფასებს მოსწავლის სმენის შესაძლებლობებსა და ენობრივ უნარებს და
ინტეგრირებული კლასის სხვა სპეციალისტებთან და საგნის
მასწავლებლებლებთან ერთად მონაწილეობს მოსწავლის ისგ-ს შედგენისა და
განხორციელების პროცესში.
- მუშაობს ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებთან სმენის ეფექტურად
გამოყენების და მიმართული მეტყველების/საუბრის გაგების უნარის
განვითარება/გაძლიერებაზე.
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს სმენითი გარემოს გაუმჯობესების და ხმის
გამაძლიერებელი საშუალებების გამოყენების თაობაზე როგორც
ინტეგრირებული, ასევე ჩვეულებრივ საკლასო გარემოში.
- უწევს რეგულარულ მონიტორინგს მოსწავლეების ინდივიდუალური სასმენი
აპარატების/კოხლეარული იმპლანტის ფუნქციონირებას და საჭიროების
შემთხვევაში, თანამშრომლობს მოსწავლის აუდიოლოგთან სასმენი
აპარატების/კოხლეარული იმპლანტის მორგების მიზნით.

გვერდი 75 / 79
- ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებს, საგნის მასწავლებლებსა და მშობლებს
უწევს კონსულტაციას მოსწავლის სმენის, მიმართული მეტყველების გაგების,
ენობრივი შესაძლებლობების გაძლიერების, სმენის გამაძლიერებელი
საშუალებების გამოყენების, სმენითი გარემოს მორგების და სწავლა-სწავლების
სტრატეგიების თაობაზე.
- ასწავლის მოსწავლეებს სასმენი აპარატის/კოხლეარული იმპლანტის და სმენის
სხვა გამაძლიერებელი საშუალებების სწორად გამოყენებას და მათზე ზრუნვას.
ასევე, სმენის დარღვევით გამოწვეული საკუთარი საჭიროებების განსაზღვრასა და
საჭირო დახმარების მოპოვებას.
- მონაწილეობს მშობლებთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და
სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებში.
მეტყველების თერაპევტი
- აუდიოლოგ-პედაგოგთან თანამშრომლობით, აფასებს მოსწავლის ენობრივ და
კომუნიკაციურ უნარებს.
- სხვა სპეციალისტებთან ერთად, პროფესიული წვლილი შეაქვს მოსწავლის ისგ-ს
შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
- მუშაობს მოსწავლის ლექსიკური მარაგის (განსაკუთრებით კი, საგნობრივი
ცოდნის მისაღებად აუცილებელი ლექსიკის) გამდიდრებაზე, რეცეპტული და
ექსპრესიული მეტყველების, მათ შორის წერითი ენის/მეტყველების
განვითარებაზე, კომუნიკაციური უნარების გაძლიერებასა და მოსწავლის მიერ
ენის ფუნქციურად გამოყენებაზე.
- შეიმუშავებს ინდივიდუალური თერაპიის გეგმებს/პროგრამებს.
- საჭიროების შემთხვევაში, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მცირე
ჯგუფებთან ატარებს ჯგუფურ თერაპიას ენის ფუნქციურად, საკომუნიკაციო
სიტუაციებში გამოყენების ხლშეწყობის მიზნით.
- საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, კონსულტაციას უწევს სმენის დარღვევის
მქონე მოსწავლეების განათლებაში ჩართულ მასწავლებლებს, სხვა
სპეციალისტებსა და მშობლებს მოსწავლის ენის რეგულარული სტიმულაციისა
და შინაარსის მატარებელი ენის ექსპოზიციაზე.
- მონაწილეობს მშობლებთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და
სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებში.

ინდივიდუალური ასისტენტი

გვერდი 76 / 79
- საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს მოსწავლეს
საგაკვეთილო პროცესის დროს როგორც ინტეგრირებული კლასის, ასევე სხვა
საკლასო სივრცეებში.
- საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების
განხორციელებასა და სკოლის გარემოში ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან
დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებაში.
- საჯარო კლასებში მიმდინარე გაკვეთილებზე გამოვლენილი საჭიროებების
შესახებ ინფორმაციას აწვდის ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებს მათზე
რეაგირების მიზნით.
- მონაწილეობს მშობლებთან გამართულ საინფორმაციო და სკოლის პერსონალის
სამუშაო შეხვედრებში.

მაია წულაძე 13.09.2016

გვერდი 77 / 79

You might also like