You are on page 1of 58

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

საკვლევი თემა:

,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში“

ქ.ქუთაისის N5 საჯარო სკოლის


მათემატიკის მასწავლებლები:

ქეთევან გველესიანი;

ინგა შალიკიანი

2018-2019სასწ.წელი

1
სარჩევი

1. შესავალი------------------------------------------------------3
2. საკვლევი საკითხის განსაზღვრა---------------------------4
3. საკითხის აქტუალობის დასაბუთება----------------------5
4. კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საკვლევ პრობლემატიკასთან---5
5. ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------7
6. კვლევის დაგეგმვა--------------------------------------------18
7. კვლევის მეთოდები------------------------------------------19
8. მონაცემების შეგროვება-------------------------------------20
9. კვლევის ვადები----------------------------------------------29
10. ინტერვენციის დაგეგმვა-------------------------------------30
11. ინტერვენციის განხორციელება----------------------------32
12. ინტერვენციის შეფასება-------------------------------------42 და 44
13. კვლევის ანალიზი--------------------------------------------46
14. მიგნებები და რეკომენდაციები----------------------------47-48
15. კვლევის ნაკლოვანებები-------------------------------------50
16. დასკვნა---------------------------------------------------------50
17. კვლევის შედეგების გაზიარება------------------------------51
18. რეფლექსია------------------------------------------------------53-55
19. ბიბლიოგრაფია-------------------------------------------------58

2
შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქ.ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის


მასწავლებლების ქეთევან გველესიანის და ინგა შალიკიანის მიერ
განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.

პრაქტიკული კვლევის ობიექტი არის ამავე სკოლის V, VII, VIII, IX, X, XI კლასის
მოსწავლეები, რომლებსაც თავად ვასწავლით საგანს.

საკვლევი საკითხი-,,ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან


დაკავშირებული სირთულეები და დადებითი შედეგები სწავლა- სწავლებაში.“

ნაშრომში განხილულია საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების ნაკლებად


გამოყენებით წარმოქმნილი აღქმის, გაგების და გააზრების პრობლემები, მის
გადასაჭრელად დაგეგმილი აქტივობები და განხორციელებული ინტერვენციები.
განხილულია ის ინოვაციური სასწავლო რესურსები, რომლებიც გამოიყენება
საგნის (მათემატიკის) სწავლებისას.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კომპიუტერი და სხვა თანამედროვე


ტექნოლოგიები უფრო მზარდ როლს თამაშობს საგანმანათლებო პროცესის
მიმდინარეობისას. ციფრულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად შეცვალა
სასწავლო გარემო. კვლევამ აჩვენა რომ, ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების
დროს ვლინდება ის შესაძლებლობები, რომლებიც შემდგომი სერიოზული
საქმიანობების საფუძველი ხდება.

ისტ ტექნოლოგიების ჩართვა სწავლა-სწავლებაში ერთის მხრივ:

 ზრდის მოსწავლის მოტივაციას


 ავითარებს მოსწავლის შემოქმედებით უნარებს
 მოსწავლეს ეხმარება გაგება-გააზრებაში

მეორეს მხრივ მასწავლებელს:

 ეხმარება უკეთ და საინტერესოდ დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი

3
 ეხმარება მუდმივად ეძებოს ახალი და საინტერესო
1.1. საკვლევი საკითხის განსაზღვრა.

პედაგოგისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, შეძლოს


სასწავლო მიზნების შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიება და სასწავლო პროცესში
მისი სწორად გამოყენება.

პრობლემის აქტუალურობა შეიძლება იმით დავასაბუთო, რომ მოსწავლეებს აქვთ


დაბალი მოტივაცია სასწავლო პროცესის მიმარ. მასწავლებლებს უჭირთ
მოსწავლის დაინტერესება. პრაქტიკული კვლევის ჩასატარებლად სამიზნე
გჯუფად ავირჩიეთ მე-5, მე-7 , მე-8,მე-9, მე-10 და მე-11 კლასები, სადაც მეხუთე
კლსიდან ვასწავლით. სასწავლო პროცესში ვიყენებდით სხვადასხვა აქტივობებს,
ხშირად ვახალისებდით მოსწავლეებს, ვიყენებდით ტრენინგებზე მიღებულ
ცოდნას. მიუხედავად ამისა, რთული იყო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა
სრული ჩართულობა, ან ხშირად ჩართულობა უხალისო იყო. კლასში
განხორციელებულმა პროექტებმა, თუ სხვადასხვა სახით გამოყენებულმა
ტექნილოგიებმა ბევრჯერ დაგვანახა, თუ როგორი სისწრაფით ხალისდებოდა
სასწავლო გარემო ტექნოლოგიების გამოყენებით, მატულობდა მოსწავლეთა
ინტერესი და ჩართულობა. ყოველი განხორციელებული აქტივობის შემდეგ, კიდე
უფრო დიდი ინტერესით ელოდნენ მომდევნო აქტივობას. საჭიროებიდან
გამომდინარე გადავწყვიტეთ გავრკვეულიყავით, რამდენად შეიძლება
ეხმარებოდეს მოსწავლეს ისტ-ის გამოყენებით სწავლება მასალის გაგება-
გააზრებაში და არა მარტო მოსწავლეს, რა პრობლემების აცილებას და რა
უპირატესობას განაპირობებს მასწავლებლისათვის ისტ-ის გამოყენებით
დაგეგმილი გაკვეთილი. პრობლემის გამოსაკვეთად შევიმუშავეთ პირველადი
სამუშაოების ჩასატარებელი გეგმა. პირველადი ,,უბრალო“დაკვირვების შედეგად
გამოიკვეთა, რომ დღეს სხვა საჭიროებები დგას მასწავლებლის და მოსწავლის
წინაშე. საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით გადავწყვიტეთ გაგვეგო იმ
მასწავლებლების დამოკიდებულება, რომლებიც ასწავლიდნენ სხვადასხვა
საგნებს, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ ელექტრონული რესურსების მეტი დოზით
გამოყენების დანერგვას სასწავლო პროცესში და როგორ ხედავდნენ ამ პრობლემის

4
გადაჭრას. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების დამოკიდებულება
საგაკვეთილო პროცესისადმი. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორი ტიპის
გაკვეთილები იყო მათთვის საინტერესო.

პირველადი გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მასწავლებლების ერთ ნაწილს


საჭიროდ მიაჩნიათ სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენება. სასწავლო საკითხის
ვიზუალური მასალით გამდიდრება, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ რთულია ყველა
გაკვეთილის ასეთი აქტივობებით გამდიდრება, როგორც ტექნოლოგიური ისე
დროის თვალსაზრისით.

1.2 საკითხის აქტუალობის დასაბუთება.

აღნისნული საკითხის კვლევის სარგებლობას პირად პრაქტიკაში ნათლად


ვხედავთ, რადგან ფაქტებიდან გამომდინარე ჩვეულებრივი სტანდარტული
გაკვეთილის და ისტ-ის აქტივობებით გამდიდრებული გაკვეთილების შედეგები
განსხვავებულია, რამაც გამოიწვია კიდეც ეს საკითხი ჩვენი პრაქტიკის კვლევად
აგვერჩია. კოლეგებისათვის აღნიშნული საკვლევი საკითხის საჭიროება კი, მათ
მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე ,,უბრალო“ დაკვირვების შედეგად დავინახეთ,
შედეგი- ჩვენი პირადი პრაქტიკის შედეგების ანალოგიური იყო. მოსწავლეთა
სარგებლობას აღნიშნულ საკითხში ვხედავთ, რადგან ცალსახა იყო მათი
დაინტერესება იმ სასწავლო პროცესისადმი, რომელიც ისტ-ის გამოყენებით
მიმდინარეობდა.

2. კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საკვლევ პრობლემატიკასთან.

 საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენების ეფექტურობის ჩვენება.


 პრობლემის მოსაგვარებლად ოპტიმალური გზების ძიება
 შედეგების შეფასება

5
 მიდგომებისა და საჭიროებების გაზიარება:(ინფორმაციულ საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილების როლი, მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლება-შენარჩუნებაში.)

პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:


 დროის დეფიციტი
 ისტ-ის უნარების გამოყენების ნაკლებობა

3. კვლევის მთავარი კითხვა :

3.1 რამდენად უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენება


სწავლის ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა მოტივაციის გაუმჯობესებას

3.2 თემის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბეთ შემდეგი


ქვეკითხვები

 რა მიზანს ემსახურება ისტ აქტივობა


 როგორ შეიძლება სარგებლის მიღება ტექნოლოგიებიდან
 რამდენად მარტივია მასწავლებლისათვის ისტ-ის გამოყენებით
გაკვეთილის წარმართვა
 როგორ გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს ისტ ტექნოლოგიები
 რამდენად ეფექტურია ისტ-ის გამოყენება გაგება--გააზებისათვის
 თქვენ, როგორც მასწავლებელმა რა შეიძლება გააკეთოთ ამ მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად
 ისტ-ის გამოყენებით მივაღწევ თუ არა გაკვეთილის მიზანს

6
4. ლიტერატურის განხილვა

1.წყარო-YouTube.Eka Tskhadaia -,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა“-I


და II ნაწილი.

2.ჟურნალი ,,მასწავლებელი“ N2 2012წ

(სატატიის ავტორი ნათია ნაფეტვარიძე)

,,თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ სასწავლო პროცესი არ განიხილება


საზოგადოებრივი განვითარების პროცესისგან მოწყვეტილად, შესაბამისად, ის,
რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის დღის წესრიგში დგას განათლების
სისტემაშიც“

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია


კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე. როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისე,
რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ? მსოფლიოს ახალი ტენდენციები
განათლებას ახალ მოთხოვნებს უყენებს. საჭირო ხდება ისეთი კადრების
არსებობა, რომლებსაც უნარი ექნებათ, აღიქვან და სწორად განსაზღვრონ
კონკრეტული ამოცანა, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად მოიძიონ
რაციონალური გზა. სტატიაში ნათქვამია, რომ მოსწავლეები ბევრ დროს ატარებენ
სოციალურ ქლელებში, ბევრი მათგანი უბრალოდ ერთობა. აქვეა დაწერილი ის
შეთავაზებები, რომლებიც მოსწავლეთა ამ მისწრაფებებს მიზნობრივად
გამოყენებაში დაეხმარება მასწავლებლებს. კონკრეტულად კი სტატიის ავტორი
გვთავაზობს ეს ქსელები გამოვიყენოთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის
კომუნიკაციის დასამყარებლად. ქსელი შეიძლება გამოყენებული იქნას პროექტზე
მუშაობის დროს, ჯგუფური მუშაობის წასამართავად სახლიდან გაუსვლელად.
ინტერნეტში არსებული უამრავი მასალის დიაგრამების, ცხრილების, კოლაჯების
გასაზიარებლად. ,,ახლებურად მოაზროვნე ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი

7
ცოდნის ეფექტურად წარმოჩენა და გააჩნდეს სხვებთან კავშირის დამყარებისა და
თანამშრომლობის უნარი“.

3. წყარო-ჟურნალი ,,მასწავლებელი“-,,როგორ განვსაზღვროთ განათლება XXI


საუკუნეში.“ N5.2015

(სტატიის ავტორი ლევან ალფაიძე)

სტატიაში მოყვანილია ამერიკული ელექტრონული ჟურნალი


http://www.edweek.org-ის მიერ ამერიკელ სპეციალისტთა ინტერვიუები,
რომლებიც XXI საუკუნის განათლების თავისებურებების, მოთხოვნებისა და
პრობლემების შესახებ საუბრობენ.

კარენ ქეთორი-სასწავლო ტექნოლოგიების ოფისი, აშშ-ის განათლების


დეპარტამენტი-დირექტორი.

,,-XXI საუკუნეში წარმატების მისაღწევად საჭიროა ვიცოდეთ, როგორ უნდა


ვისწავლოთ. სავარაუდოდ დღევანდელ მოსწავლეებს თავიანთი ცხოვრების
განმავლობაში რამოდენიმე პროფესიული კარიერა ექნებათ. მათ უნდა
განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის
ძლიერი უნარები. ეს აუცილებელია, რათა მიაღწიონ წარმატებას დღევანდელ
ურთიერთდაკავშირებულ, ცვალებად და ერთგვარად რთულ გარემოში. დღეს
ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, 24 საათის განმავლობაში მივიღოთ
ინფორმაცია, ადვილად შევქმნათ და გავცვალოთ იგი.

ამ გარემოში განმანათლებლებს ხელეწიფებათ ტექნოლოგიების გამოყენება


მიმზიდველი და პერსონალიზებული გარემოს შესაქმნელად, რაც ასე
მოთხოვნადია მომავალი თაობის სასწავლო საჭიროებებისათვის “

მილტონ ჩენი-ჯორჯ ლუკასის საგანმანათლებლო ფონდის წამყვანი


მკვლევარი.

8
,,XXI საუკუნის განათლება ემყარება სწავლების ისეთ კონცეფციებს,
როგორებიცაა ,,სასწავლო საგნის ძირეული ცოდნა“ და რომლებიც დღევანდელი
სამყაროს საჭიროებების მიხედვითაა ,,გადაკეთებული“. სამყაროსი, რომელშიც
გლობალური პერსპექტივა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები
უმნიშვნელოვანესია. დღეს უკვე აღარ არის საკმარისი, ,,იცოდე საგანი“, უფრო
მნიშვნელოვანია,ცნობისმოყვარეობით იყო აღსავსე ამ ,,საგნის“ მიმართ.
ინტერნეტი, რომელმაც გლობალური კომუნიკაციისა და გლობალურ
ინფორმაციაზე წვდომის საშუალება მოგვცა, ფლობს იმ გასაღებსაც, რომელიც
ახალი განათლების სისტემის კარს გაგვიღებს. ამ ახალ სივრცეში მოსწავლეები
შეძლებენ, ერთად, ჯგუფურად იმუშაონ ისეთ საკითხებზე, რომელთა
გადაწყვეტაც ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.“

4. წყარო-http://mastsavlebeli.ge/ ,,რატომ არის საჭირო სწავლებაში


ტექნოლოგიების ინტეგრირება“

(სტატიის ავტორი რუსუდან გონაშვილი) 2016

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ დღევანდელი თაობისათვის


ტექნოლოგიები აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი აუცილებელი. მათთვის
წარმოუდგენელია ცხოვრება ამ ტექნოლოგიების გარეშე. ავტორი წერს, რომ დღეს
ცვლილებების დროა და ეს ცვლილებები საჭიიროა სწავლების პროცესშიც.
აუცილებელი ხდება სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რომლებიც
ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გამოიმუშაონ ის აუცილებელი და საჭირო უნარები,
რასაც თანამედროვე მსოფლიო ითხოვს. შედეგის მისაღებად კი აუცილებელია ამ
პროცესებში უშუალოდ ჩაერთოს მასწავლებელი-წერს სტატიის ავტორი. მისი
აზრით საჭიროა ამ პროცესებში მასწავლებელს მხარდაჭერა ჰქონდეს
ხელმძღვანელობისაგან, ისტ-ის ტექნოლოგიები იყოს ხელმისაწვდომი, ამავე
დროს პედაგოგს უდა შეეძლოს ტექნოლოგიების სწორად და ეფექტურად
გამოყენება. ამისათვის ავტორი შემდეგ გზებს გვთავაზობს:

9
 დავეუფლოთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას და ციფრული
ტექნოლოგიების გმოყენებას
 რეგულარულად გამოიყენეთ ისტ-ი. ეს ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეების
დანახვაში დაგვეხმარება.
 არა აქვს მნიშვნელობა რომელ საგანს ასწავლი-სასწავლო პროცესში
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ყველას შეუძლია.

ისტ-ის გამოყენების შედეგად სწავლება ხდება:

 აქტუალური
 ხელმისაწვდომი და საინტერესო
 რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებული

ტექნოლოგიების გამოყენებით მკვიდრდება სწავლების ახალი ფორმები:

 ბლოგები
 ტექსტური შეტყობინებები
 ელექტრონული წერილები
 ფორუმები
 ვიდეოკომფერენციები

ისტ ტექნოლოგიები არის ცოდნის მიღების ერთ-ერთი წყარო.

ისტ ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად:

 სასწავლო-საგაკვეთილო პროცესში ერთვება უფრო მეტი მოსწავლე.


 მოსწავლეები იმაღლებენ ტექნიკურ ცოდნას
 სწავლების პროცესი უფრო მართვადი ხდება
 სწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო
 სწავლება ხდება უფრო ინტერაქტიული
 მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სწავლების პროცესში.

5. წყარო-http://mastsavlebeli.ge/ ,, საინფორმაციო ტექნოლოგიები(ბუკი)“

10
(სტატიის ავტორი ლელა გოგინაშვილი) 2016

სტატიაში განხილულია ბუკის, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენების


ეფექტურობა.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების


სწრაფი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საგანმანათლებლო სისტემას.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით
სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებაა. მასწავლებელმა ზუსტად უნდა
დაინახოს და განსაზღვროს გამოსაყენებელი ტექნოლოგიების როლი, ადგილი
და კავშირი განათლების მიზნებთან. აქცენტი გადატანილი უნდა იყოს
ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე.
სტატიის ავტორი წერს, რომ განათლების ეროვნული მიზნები თანამედროვე
სკოლას მიზნად უსახავს ისეთი მოსწავლეების აღზრდას, რომლებსაც შეეძლებათ
თანამშრომლობა და ადაპტირება სწრაფად ცვლად გარემოსთან,
ორიენტირებულები იქნებიან წარმატებასა და უწყვეტ განვითარებაზე. სწორედ
ამის გათვალისწინებით ბუკის გამოყენება სასწვლო პროცესში უზრუნველყოფს
მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური
უნარ-ჩვევების განვითარებას. ავტორის აზრით: ბუკის გამოყენება საშუალებას
იძლევა, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული. სწორედ
ამიტომ უნარების განვითარებაზე ზრუნვა დაწყებითი კლასებიდან უნდა დაიწყოს
და ამით ხსნის, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ტექნოლოგიების
გამოყენების მნიშვნელობა გაიზარდა.
დაწყებითი კლასების მასწავლებლებს საშუალება აქვთ ძალიან საინტერესოდ და
ეფექტურად წარმართონ საგაკვეთილო პროცესი ბუკის გამოყენებით. დაინერგოს
პედაგოგიკის ინოვაციური მეთოდები: ინტერაქტიური, პროგრამირებული,
განვითარებადი, სწავლა თამაშით, პროექტების შექმნა და სხვა.
სტატიის ავტორი წერს,რომ მკვლევრები გამოყოფენ ბუკის გამოყენების
რამდენიმე უპირატესობას:
1. შესაძლებელია მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების
სწრაფად და ეფექტიანად დადგენა.

11
2. შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შეფასება უფრო ხშირად მოხდეს
ელექტრონული ტესტირების გამოყენებით.
3. ინდივიდუალური კომპიუტერებით შესაძლებელია მულტიმედია სასწავლო
რესურსზე ყველა მოსწავლის წვდომის უზრუნველყოფა. პრაქტიკული
დავალებების ერთდროულად შესრულება და შედეგების მყისიერი დაფიქსირება.
4. ინდივიდუალური მოწყობილობა აადვილებს თანამშრომლობას და ცოდნის
გაზიარებას მოსწავლეებს შორის.
5. ინდივიდუალური სასწავლო გარემო ხელს უწყობს შემოქმედებითობის
განვითარებას.
სასწავლო საკითხის და ისტის ერთობლივი გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილი ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას, ავითარებს შემოქმედებით
უნარებსა და სასწავლო პროცესი უფრო ხალისიანი ხდება.

სტატიის ბოლოს ავტორი კიდე ერთხელ აჯამებს ტექნოლოგიების როლს


სასწავლო პროცესში და წერს:განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რადგან ის უზრუნველყოფს
მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის
განვითარებას. ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს
კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვისა და სწავლების
პროცესში, რათა მოსწავლეებს განუვითაროს კონსტრუქციული თანამშრომლობის,
პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,
გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა უნარ-ჩვევა.

6. წყარო-http://mastsavlebeli.ge/?p=3483
,,თანამედროვე ტექნოლოგიები სკოლაში“ (ავტორიზაქარია გიუნაშ) 2012
სტატიაში სწავლა-სწავლება განხილულია როგორც პროცესი, რომლის დროსაც
უბრალოდ ცოდნის გადაცემა კი არ ხდება, არამედ ცოდნა კონსტრუირდება თავად
მოსწავლის მიერ სოციალური გარემოს ხელშეწყობით.

12
სტატიის ავტორი სწავლას განიხილავს, როგორც გააზრებული კომპეტენციების
ჩამოყალიბებას რეალისტურ კონტექსტში, მათავარია ყოველლივე თანხვდებოდეს
და ხელს უწყობდეს აქტიურ სწავლას, ამიტომ სასწავლო გარემო ფოკუსირებული
უნდა იყოს ცოდნის კონსტრუირებაზე. ასეთ გარემოში მოსწავლეს სტიმული უნდა
მიეცეს დამოუკიდებლად იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები, ამავე დროს იგი
უნდა წახალისდეს, რათა დასვას შეკითხვები, შეისწავლოს და ერთმანეთთან
დააკავშიროს სხვადასხვა ობიექტი, მუშაობის პოცესში კი ჩამოაყალიბოს და
წარმოადგინოს არგუმენტები.
ცოდნის კონსტრუირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ისტ-ი. გარდა
იმისა, რომ ისტ-ი ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას, იგი
საშუალებას იძლევა სასწავლო პროცესი გასცდეს საკლასო ოთახს.
ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეს და მასწავლებელს შეუძლია მოიპოვოს
რეალური მონაცემები, რომელიც სჭიროა რომელიმე კონკრეტული პრობლების
მოსაგვარებლად. სტატიაში ნათქვამია, რომ ცოდნის კონსტრუირების დროს
მნიშვნელოვანია, რომ ახალი ცნების თუ პროცედურის შემოტანა და ათვისება
მოხდეს რეალისტურ კონტექსტში, რეალური ვითარების გადმოტანა საკლასო
გარემოში კი ყოველთვის არა არის შესაძლებელი, რასაც სიმულაციური ტიპის
კომპიუტერული სისტემები იძლევა.
სტატიაში ტექნოლოგიების გამოყენების სამ დონეს გამოყოფენ:
1.სამომხმარებლო კომპიუტერების ცოდნა იმდონეზე, რომ მოსწავლეს შეეძლოს
მითითებული ინსტრუმენტების გამოყენება მასალის დასამუშავებლად.
2. მითითებული ინსტრუმენტების საშუალებით მარტივი მოდელის
დამოუკიდებლად შექმნის უნარი.
3.პრობლემის გადაჭრისას შესაფერისი ისტ-საშუალებების შერჩევა და გამოყენება.
პროგრამული უზრუნველყოფის მოცემული ამოცანისადმი ადეკვატურობის
განსაზღვრა.
სტატიის ავტორი მნიშვნელოვნად გამოყოფს, რომ მოსწავლეს ისტ საშუალებების
გამოყენების დროს მიეცეს, რაც შეიძლება ნაკლები მითითებები, რათა მოსწავლე

13
აღმოჩენების გზით დაეუფლოს ისტ საშუალებების ფუნქციონალური
ელემენტების გამოყენებას.

6. წყარო-http://mastsavlebeli.ge/ ,,შერეული სწავლების მეთოდის გამოყენება


სკოლაში და მისი უპირატესიბა“ (სტატიის ავტორი მანანა ბაქრაძე ) 2016

სტატიის ავტორი საუბრობს იმაზე, რომ არამოტივირებული მოსწავლეების


სწავლება პედაგოგებისათვის დიდი გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები
უარყოფითად არიან განწყობილნი სასწავლო პროცესისადმი. ავტორს მოჰყავს
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის შედეგები (2014), რომლის
მიხედვითაც კვლევაში მონაწილე ყველა მეოთხე მასწავლებელი ტავისი დროის
მეოთხედს მაინც კარგავს მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების
მოგვარებაზე.
ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ამოსავალ წერტილს სტატიის ავტორი
სასწავლო კურსში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში ხედავს.
სტატიაში განმარტებულია ტერმინი ,,შერეული სწავლება “, რომელიც ფართოდ
გამოიყენება, იმისათვის, რომ აღიწეროს, თუ როგორ გამოიყენება
ელექრტრონული სწავლება ტრადიციულ სასწავლო მეთოდებთან ერთად, რათა
შექმნას ახალი, თანამედროვე, თავისუფალი სწავლების მეთოდოლოგია.
სტატიაში მოყვანილია ასევე 2013 წლის ოქსფორდის ჯგუფის მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თუ როგორ იყენებდნენ შერეული სწავლების მეთოდებს.
კვლევამ გამოყო 5 ძირითადი დასკვნა
1. შერეული სწავლების მეთოდი არის კარგად დამკვიდრებული, მაგრამ არა
აუცილებლად ,,კარგად შერეული“
2. შერეული სწავლების მეთოდის პროგრამის შედგენისას ითვალისწინებენ
სასწავლო მიზნებს.
3. არსებობს ზღვარი იმ ხერხებს შორის, რასაც შერეული სწავლების დროს
ვიყენებთ და ჩვენს მოლოდინებს შორის, თუ როგორ შეიძლება
გამოვიყენოთ ტექნოლოგია ამ პროცესში.

14
4. მათ, ვისაც სურს განახორციელოს შერეული სწავლება, მნიშვნელოვანი
გამოწვევების წინაშე დგას, ეს არის შერეული სწავლების სირთულე და
საერთაშორისო გამოცდილების არქონა ამ მიმართულებით.
5. შერეული სწავლების მეთოდს აქვს გარკვეული წარმატებები, რომელსაც
მეტი სტრუქტურიზაცია სჭირდება იმისათვის, რომ სწავლება მეტად
ეფექტური იყოს.
სტატიაში მოყვანილია ის საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია
შერეული სწავლების მეთოდის გამოყენებისას:
1. შერეული სწავლების მეთოდის გამოყენებისას ნათლად უნდა
განვსაზღვროთ სწავლების მიზანი, შდეგები, ეფექტურობა, შესაბამისობა
2. შერეული სწავლების მეთოდი ერთ შემთხვევაში შესაძლებელია
წარმატებული იყოს, თუმცა სხვა შემთხვევაში წარუმატებელი
აღმოჩნდეს.
3. ტექნოლოგია ხელმისაწვდომი უნდა იყოს

7.წყარო-დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებელთა პროფესიული


განვითარებისათვის. ,,მატემატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხები“
სტატიაში საუბარია იმაზე, რომ სწავლების ტრადიციულ მეთოდებში
წამყვანი ფიგურა მასწავლებელია, ის სვამს კიატხვებს, ხსნის ამოცანებს, აკეთებს
დასკვნებს და მოსწავლეებს ყველაფერს მზა სახით აწვდის. სწავლების აქტიური
მეთოდები კი ორიენტირებულია მოსწავლეზე, რომელიც პროცესის ცენტრშია და
აქტიურად მონაწილეობს ყველა სასწავლო ქმედებაში.
ლიტერატურაში სწავლების აქტიური მეთოდი ახსნილია, როგორც
მოსწავლის შემეცნებითი უნარების გააქტიურების შესაძლებლობა, ის ხელს
უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის
უნარის განვითარებას. ამ შემთხვევაში ბავშვი თავის ცოდნისა და გამოცდილებაზე
დაყრდნობით სხვა ბავშვებთან ერთად აანალიზებს, აფასებს, აყალიბებს,
მოსაზრებებს. ყოველივე ამის მისაღწევად კი ლიტერატურაში მოყვანილია
სწავლების აქტიური მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაკვირვების

15
უნარისა და ცნებითი აზროვნების განვითარებას. ამისათვის კი საჭიროა სწორად
დაგეგმილი აქტივობები, კარგად შერჩეული რესურსები. რა სახის აქტივობები
შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს? რა თვალსაჩინოების გამოყენებაა
მიზანშეწონილი? უმჯობესი ხომ არაა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება?

8.საკითხის კავშირი ე.ს.გ-თან

წყარო- ეროვნული სასწავლო გვერდის პორტალი http://ncp.ge/

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანები:

ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში

ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში

გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად.

საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანები:

ა) შეუქმნას მოსწავლეებს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი


განათლების მისაღებად.

ბ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

9. ისტ ინსტრუმენტები

 ინსტრუმენტ Geogebra-ს საშუალებით მოსწავლეს შეუძლია ფორმულის


ჩასმით სხვადსხვა გრაფიკების და დიაგრამების აგება.
 3D გრაფიკაში მუშაობა

16
 შეუძლია მოძრაობაში მოიყვანოს მის მიერ შექმნილი ფიგურა, დიაგრამა,
გრაფიკი.

2. Web 2.0 ინსტრუმენტების გამოყენება

 მასწავლებელი ქმნის სასწავლო რესურს და უზიარებს მოსწავლეებს


 მოსწავლეს თავადაც შეუძლია შექმნას სასწავლო რესურსი

10. LearningApps.org

ამ ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში შექმნა


მრავალჯერადი გამოყენების სასწავლო დანართები, რომელიც არ არის
შეზღუდული ინსტრუქციული თვალსაზრისით. აქ შექმნილი სასწავლო
დანართები შესაბამისი სცენარით ჩართული არიან სასწავლო პროცესში

11. Edmodo ციფრული საიტი, რომელიც გათვლილია მასწავლებელზე,


მოსწავლეზე და მშობელზე. ის საგანგებოდ შეიქმნა სასწავლო პროცესის უკეთ
წარსამართავად. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესს პედაგოგი წარმართავს; მის
გარეშე ჯგუფში გაერთიანებული სხვა პირებისთვის ინფორმაცია არ იქნება
ხელმისაწვდომი; ამით შეგვეძლება, თავიდან ავიცილოთ სოციალური
ქსელებისთვის ჩვეული უარყოფითი მახასიათებლები. მისი საშუალებით სამუშაო
პროცესი უფრო მოქნილია, შესაძლებელია როგორც საკლასო მუშაობის მარტივად
წარმართვა, ისე საშინაო დავალებებისა და სასკოლო შეტყობინებების გაგზავნა
სოციალურ ქსელში ჩართული კონკრეტული ჯგუფისთვის. ,,ედმონდოს“ მიზანია
უზრუნველყოს ერთიანობა და თანამშრომლობა სასწავლო გარემოში. ის
ნამდვილად ეხმარება პედაგოგებს მოაწყონ საკლასო ოთახი თითოეული
მოსწავლისათვის.შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ვირტუალური საგაკვეთილო
პროცესის წარსამართავი საშუალება და ის ნამდვილად გამოადგებათ იმ
პედაგოგებს, რომლებიც ცდილობენ ტექნიკური მიღწევები თავიანთ
სასარგებლოდ გამოიყენონ.

17
12. Desmos ონლაინ აპლიკაცია რომელიც საშუალებას იძლევა შევისწავლოთ
სასწავლო თემები ვიზუალური მასალის გამოყენებით, თავად შევქმნათ მასალა და
გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში.

13. ხანის აკადემია ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს,


მასწავლებლებს მიიღონ განათლება რომელიც რეალურ შედეგებზეა გათვლილი.
მასში მოცემულია პერსონალიზირებული ტიპის დავალებები, რომელიც
საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განსაზღვრონ მათი ცოდნის დონე და დაიწყონ
შესაბამისი საფეხურიდან. მასში მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოები, ვიდეო
გაკვეთილები.

5.კვლევის დაგეგმვა
 კვლევის განხორციელებისათვის საჭირო დრო
 მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფორმირება კვლევის შესახებ
 კითხვების შედგენა ინტერვიუებისათვის
 რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის ჩატარება
 ინტერვენციებისათვის სამოქნედო გეგმის შემუშავება
 ინტერვენციების შედეგების დადგენისათვის განმეორებითი ანკეტირება
 კვლევის შედეგების შეჯამება
 დასკვნა
 ეფექტური ინტერვენციების შემუშავების შემთხვევაში,რეკომენდაციები
მასწავლებლებისათვის.

5.2 კვლევის მოსალოდნელი შდეგები:


 კვლევის შედეგად დადგინდება რამდენად იყენებენ მასწავლებლები ისტ
ტექნოლოგიებს

18
 რამდენად სისტემატიურია ისტ -ტექნოლოგიების გამოყენება და ხელს
უწყობს თუ არა მოტივირებას
 როგორ აისახება ისტ -ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხზე

5.3 საკვლევი კითხვები

როგორც ავღნიშნეთ საკვლევი საკითხის მთავარი კითხვა შემდეგი


ფორმულირებისაა: რამდენად უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის
გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა მოტივაციის
გაუმჯობესებას

როგორც ავღნიშნეთ კვლევის საკითხზე პასუხის გაცემამ მოითხოვა პასუხი


ქვეკითხვებზე:

 რა მიზანს ემსახურება ისტ აქტივობა


 როგორ შეიძლება სარგებლის მიღება ტექნოლოგიებიდან
 რამდენად მარტივია მასწავლებლისათვის ისტ-ის გამოყენებით
გაკვეთილის წარმართვა
 როგორ გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს ისტ ტექნოლოგიები
 რამდენად ეფექტურია ისტ-ის გამოყენება გაგება--გააზებისათვის
 თქვენ, როგორც მასწავლებელმა რა შეიძლება გააკეთოთ ამ მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად
 ისტ-ის გამოყენებით მივაღწევ თუ არა გაკვეთილის მიზანს

5.4კვლევის მეთოდები:

კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად


გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კვლევა კერძოდ:
ანკეტირება, ფოკუსჯგუფი.

19
5.5 კვლევის სამიზნე ჯგუფი
1. ქ.ქუთაისის N 5 საჯარო სკოლის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის
მოსწავლეები
2. ამავე სკოლის მასწავლებლები.

5.6 მონაცემების შეგროვება:


ფოკუსჯგუფი - ავირჩიეთ მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან სხვადასხვა
საგანს. მიზანი იყო, გაგვეგო მასწავლებლების დამოკიდებულება ისტ აქტივობის
გამოყენებასთან დაკავშირებით. ფოკუსჯგუფში დისკუსიის მოდერატორები
თავად ვიყავით. დისკუსია წარვმართეთ შემდეგი კითხვებით:
 რა აქტივობებს ვიყენებთ საგნის სწავლებისას
 რა მიზანს ემსახურება ისტ აქტივობა
 როგორ შეიძლება სარგებლის მიღება ტექნოლოგიებიდან
 რამდენად მარტივია მასწავლებლისათვის ისტ-ის გამოყენებით
გაკვეთილის წარმართვა
 როგორ გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს ისტ ტექნოლოგიები
 რამდენად ეფექტურია ისტ-ის გამოყენება გაგება--გააზებისათვის
 თქვენ, როგორც მასწავლებელმა რა შეიძლება გააკეთოთ ამ მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად
 ისტ-ის გამოყენებით მივაღწევ თუ არა გაკვეთილის მიზანს

5.7 მონაცემთა შეგროვების მეთოდები

მონაცემების შეგროვება დავიწყეთ რაოდენობრივი კვლევებით, გამოვიყენეთ


როგორც დახურული ისე ღია ანკეტირება.

მასწავლებლებთან პირველი დახურული -ანკეტირება ჩავატარეთ კითხვაზე:

20
რამდენად ხშირად იყენებთ ისტ-ს საგაკვეთოლო პროცესში?
ა) ძალიან ხშირად ბ) ხშირად გ) ზოგჯერ დ) არასდროს
ჩატარებული ანკეტირების შედეგი:

ძალიან ხშირად ხშირად ზოგჯერ არასოდეს


(გამოკითხული 25 მასწავლებლის ხმების გადანაწილება)
მითითება: აღსანიშნავია,რომ ისტ-ის გამოყენების სიხშირეში -ძალიან ხშირად
და ხშირად გამოყენების მაჩვენებელი მოვიდა დაწყებითი კასების
მასწავლებლების პასუხებში, ხოლო ზოგჯერ პასუხი მეტწილად საბაზო და
საშუალო კლასების მასწავლებელთა პასუხები იყო, იგივე საფეხურებს ეკუთვნის
5%-იანი მაჩვენებელი

კითხვა: 2) რამდენად მარტივია თქვენთვის ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის


წარმართვა? (დახურული ანკეტირება)
ა) მარტივია და ხშირად ვახერხებ ბ) რთულია და ზოგჯერ ვახერხებ
გ) ძალიან რთულია და ვერ ვახერხებ

21
ჩატარებული ანკეტირების შედეგი:

მარტივია და ხშირად ვახერხებ რთულია და ზოგჯერ ვახერხებ


ა ძალიან რთულია და ვერ ვახერხებ
(გამოკითხული 25 მასწავლებლის ხმების გადანაწილება)
მითითება: მარტივია და ხშირად ვიყენებ პასუხი ძირითადად გასცა დაწყებითი
საფეხურის პედაგოგებმა, ხოლო მომდევნო ორი პასუხის ვარიანტები
გადანაწილდა საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებში.

კითხვა: 3) რამდენად ეფექტურია ისტ-ის გამოყენება გაგება-გააზრებისათვის?


( დახურული ანკეტირება)
ა) ეფექტურია ბ) ნაკლებად ეფექტურია

22
მითითება: გამოკითხული 25 მასწავლებლის ხმების გადანაწილება

კითხვა: 4) ისტ-ის გამოყენებით მივაღწევ თუ არა გაკვეთილის მიზანს?


(დახურული ანკეტირება)

ა) სრულად ბ) ნაწილობრივ გ) ვერ მივაღწევ

მითითება: გამოკითხული 25 მასწავლებლის ხმების გადანაწილება.

23
კითხვა : 5) რა მიზანს ემსახურება ისტ აქტივობა? -ჩავატარეთ ღია ანკეტირებით
ანკეტირების შედეგად გამოიკვეთა ის 3 ძირითადი მიზანი, რომლებიც
მასწავლებლების აზრით უკავშირდება ისტ-ის გამოყენებას:
1) მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას
2) გაკვეთილზე კარგი თვალსაჩინოების მიწოდებას.
3) შემოქმედებითი და ფართო აზროვნების განვითარებას

მითითება: მონაცემები დალაგებულია იმ მიზნების უპირატესობების


გათვალისწინებით, რომლებიც გამოყვეს მასწავლებლებმა.

კითხვა: 6) სურათის სრულყოფისათვის გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა


თვისობრივი კვლევა-ინტერვიუს სახით, იგივე მასწავლებლებთან.
ინტერვიუ წარიმართა მშვიდ გარემოში, რესპოდენტებს გავაცანით ინტერვიუს
მიზანი, ვუსვამდით წინასწარ შემუშავებულ დამაზუსტებელ კითხვებს :
 როგორ შეიძლება სარგებლის მიღება ტექნოლოგიებიდან?
 როგორ გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს ისტ ტექნოლოგიების
გამოყენება?
 როგორც მასწავლებელმა, რა შეიძლება გააკეთოთ ამ მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად?
 რა სირთულეებს აწყდებით ისტ-ით გაკვეთილის წარმართვის პროცესში?
ამ კითხვებზე მიღებული პასუხი ჩავიწერეთ, რამაც საშუალება მოგვცა
უკეთ მოგვეხდინა საკითხზე კონცენტრირება, რამოდენიმეჯერ
მივბრუნებოდით მასალას, რამაც ასეთი შედეგი მოგვცა:
მასწავლებელთა უმეტესობა აღნიშნავდა, რომ ისტ აქტივობა შედეგიანია,
თუმცა იმასაც აღნიშნავდნენ, რომ თავად ნაკლები სიხშირით იყენებენ ისტ
აქტივობებს. კითხვაზე რატომ? პასუხობდნენ: ერთი ნაწილი საუბრობდა იმაზე,
რომ ასეთი სამუშაო მასწავლებლებისგან მოითხოვს ბევრ დროს, ენერგიას. მეორე
ნაწილი აღნიშნავდა, რომ ყველა მოსწავლემ შეიძლება ვერ შეასრულოს სხვადასხვა
მიზეზის გამო ასეთი დავალებები. თუმცა მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი

24
აღნიშნავდა, რომ ასეთი ტიპის სამუშაოები პირველ რიგში განუვითარებს
მოსწავლეებს , როგორც სააზროვნო, ისე ტექნიკურ და შემოქმედებით უნარებს,
სრულყოფილს გახდის გააზრების, სწავლა-სწავლების პროცესს და
მასწავლებლებიც უკეთ შეძლებენ შეფასებას. რესპოდენტებმა აღნიშნეს, რომ
მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას გრძნობენ ისტ აქტივობების გამოყენების
პროცესში, თუმცა კარგად არა აქვთ ჩამოყალიბებული ისტ აქტივობების
გამოყენების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მონაცემები და სწორად
გამოყენების მექანიზმები. ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლებ სიხშირეს
დაუკავშირეს ასევე დროის დეფიციტი, (მაგ: ტექნიკის გამართულობასთან
დაკავშირებით), ისტ ტექნოლოგიების მრავალფეროვანი მიმართულებების
ფლობის ნაკლებობა.

ანალიზი: მონაცემების ამ ნაწილის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ


მასწავლებლები ხვდებიან, რომ ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო
პროცესში კარგი კიარა აუცილებელია, იმის გათვალისწინებით თუ რა ეპოქაში
ვართ და ვემსახურებით იმ თაობის განვითარებას და სწავლა-სწავლებას,
რომლებიც ,,ციფრულ თაობად“ მოიხსენიება. თუმცა, ნათლად ხატავენ იმ
პრობლემებს, რომელიც დგას მათ წინაშე დაწყებული ტექნოლოგიების ფართო
წვდომით და ხელმისაწვდომობით დამთავრებული პირადი ტექ განვითარებით.

25
მონაცემების შგროვება მოსწავლეებში მოვახდინეთ რაოდენობრივი კვევის
მეთოდის გამოყენებით- დახურული ანკეტირების საშუალებით
კითხვა 1) რამდენად ხშირად იყენებთ ისტ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში
ა) ყოველთვის ვიყენებ ბ) ზოგჯერ ვიყენებ გ) არ ვიყენებ

გამოკითხული იქნა მე-7 და მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები (სულ 22 მოსწ.)


(მასწავლებელი: ქ. გველესიანი)

კითხვა: 2) მოგწონთ თუ არა საგაკვეთილო პროცესში ისტ აქტივობების


გამოყენება?

გამოკითხული იქნა მე-7 და მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები (სულ 22 მოსწ.)


(მასწავლებელი: ქ. გველესიანი)

26
კითხვა 1) რამდენად ხშირად იყენებთ ისტ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში
ა) ყოველთვის ვიყენებ ბ) ზოგჯერ ვიყენებ გ) არ ვიყენებ

გამოკითხული იქნა მე-5, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები (სულ 33მოსწ.)


(მასწავლებელი: ი.შალიკიანი)

კითხვა: 2) მოგწონთ თუ არა საგაკვეთილო პროცესში ისტ აქტივობების


გამოყენება?

გამოკითხული იქნა მე-5, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები (სულ 33მოსწ.)


(მასწავლებელი: ი.შალიკიანი)

27
მოსწავლეთა საკითხისადმი დამოკიდებულების უკეთ გასაგებად იგივე კლასებში
გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევა ინტერვიუს სახით. ინტერვიუ წარიმართა
დამაზუსტებელი კითხვებით
 რამდენად კარგად იცნობდნენ სასწავლო ისტ რესურსებს?
 ყველაზე ხშირად სასწავლო მიმართულებით რა საკითხების
გასარკვევად იყენებდნენ ისტ- ტექნოლოგიებს?

ინტერვიუს შედეგად გამოვლინდა რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი მხოლოდ


მწირე რაოდენობის ისტ სასწავლო რესურს თუ სასწავლო ვებ-გვერდებს იცნობს,
შესაბამისად ნაკლებად გამოიყენებენ სასწავლო პროცესში. ძირითადად ტესტების
გამოსაყვანად სხვადასხვა საგნებში და პროექტების მოსამზადებლად.

ანალიზი: ჩატარებულმა კვლევის მონაცემებმა ცხადყო, რომ მოსწავლეები ნაკლებ


ინფორმაციას ფლობენ სასწავლო ისტ ვებ-გვერდების და რესურსების შესახებ,
შესაბამისად არ იციან მათი გამოყენება და შესაძლებლობები, ამიტომ ნაკლებად
იყენებენ სასწავლო პროცესში პრობლემის გადასაწყვეტად ან დამატებითი
ინფორმაციის შესაძენად. მათი ისტ- ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი
მიმარულება მონაცემების მოპოვება და წარმოდგენაა .

28
კვლევის ვადები

აქტივობა ოქტომ ნოემ დეკემ იანვა თებერ მარ აპრი მაი


ბერი ბერი ბერი რი ვალი ტი ლი სი

სკოლისა და საკვლევი X

პრობლემის შერჩევა

კვლევის სავარაუდო X

გეგმის შემუშავება

შეხვედრები სკოლის X X X X X

პედაგოგებთან

მეორადი მონაცემების X

შეგროვება

მეორადი მონაცემების X

ანალიზი

ანკეტირებისათვის X

კითხვარის შედგენა

გამოკითხვა X X

მიღებული შედეგების X

ანალიზი

29
6.1 ინტერვენციების დაგეგმვა

გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ მთავარი არის


მოტივაცია, რომელიც არის მოქმედებისაკენ მისწრაფებათა განსაზღვრული
ერთობლიობა. იმისათვის, რომ მოთხოვნილებამ გამოიწვიოს გარკვეული
მოქმედება, საჭიროა მოიძებნოს შესაფერისი რამ, რაც ადამიანს კონკრეტული
მოქმედებისაკენ უიძგებს. საგნობრივ შედეგებზე ორიენტირებული გაკვეთილის
დაგეგმვის ერთ-ერთი საფეხური სწორედ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისა და
ცნობისმოყვარეობის გაღვივების ხერხების შერჩევაა. მასწავლებლის მხრიდან
მრავალი სხვა მამოტივირებელი მიმართულებების გარდა ერთ-ერთ
მიმართულებად მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით
თანამედროვე ტექნოლოგიებით მიწოდებული ვიზუალური მასალა და ტექნიკის
გამოყენებით ჩატარებული სხვადასხვა დონის აქტივობები მიგვაჩნია.

იმისათვის,რომ სწორად დაგვეგეგმა პრობლემური საკითხის ინტერვენცია


დავსვით შემდეგი კითხვები:

 როგორი იყო არსებული მდგომარეობა პრობლემის გამოკვლევამდე, ანუ


სად ვართ ამჟამად?
 როგორ გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა, ანუ სად გვინდა ვიყოთ?
 როგორ ვიმოქმედოთ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად?

ჩატარებულმა მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ მასწავლებელებმა


პრობლემურ საკითხად შეარჩიეს მოსწავლეებში დაბალი მოტივაცია, ასევე
გამოკვეთეს პრობლემის გადაჭრის გზები, მაგრამ იმისათვის რომ სწორად
დაიგეგმოს სტრატეგიები პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

 როგორია სასწავლო გარემო?


 როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო გარემო?
 როგორ ვიმოქმედოთ ეფექტიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად?

30
დაკვირვების ობიექტები:

 გაკვეთილები
 კლასგარეშე სამუშაოები
 მოსწავლეები

კარგად ორგანიზებული სტრატეგიების დასაგეგმად საჭიროა სწორად შერჩეული


სასწავლო აქტივობები, რომლებიც:

 ჩართავს მოსწავლეებს აქტიურ სწავლაში, კვლევა-ძიებასა და პრობლემების


გადაჭრაში
 მოიცავს მანიპულატივების გამოყენებას დაკვირვების, ძიების,
მოდელირებისა და ანალიზისათვის
 ნათელს ჰფენს ტექნოლოგიების საჭიროებისამებრ გამოყენებას
 წარმოაჩენს, როგორ დაეხმარა ტექნოლოგიები მოსწავლეებს რთული
ცნებების ვიზუალიზაციაში, ინფორმაციის ანალიზსა და სრულყოფაში.
 მოიცავს მოსწავლეთა მიერ ცნებათა შესასწავლი, იდეებისა და ამონახსნების
გაზიარების სხვადასხვა გზებს.
 შესაფერისია მოსწავლეთა განვითარებისთვის და განსხვავებული
შესაძლებლობებისა და სწავლის ტემპის მქონე მოსწავლეთათვის
 წაახალისებს დისკუსიასა და რეფლექსიას

6.2 ინტერვენცია

31
ჩვენს მიერ წარმოებული კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტერვენციები
წარმოადგენს თითოეული განსხვავებული ტიპის დავალებას, რომელთაც
მივანიჭეთ უპირატესობა მიზნის მისაღწევად.

ინტერვენციები-------მასწავლებელი: ქ.გველესიანი

1) ინტეგრირებული გაკვეთილი

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ინტეგრირებული სწავლება სინთეზური


აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

დავგეგმე და ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა-ი. ს. ტ.),


გაკვეთილზე დასასწრებად მოვიწვიე კოლეგა მასწავლებელი, რომელიც -ფოკუს
დაკვირვებას მოახდენდა საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენების
ეფექტურობაზე. დაკვირვების მიზნიდან გამომდინარე კოლეგასთან შეთანხმებით
სტუმარი მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებდა შემდეგ საკითხებზე:

 რას აკეთებენ მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობის დროს? მუშაობენ?


 ინტერესით ასრულებენ მოცემულ დავალებას?
 ყველა მოსწავლე თანაბრად აქტიურობს?
 გამოყენებული აქტივობები და რესურსები იყო თუ არა სწორად შერჩეული,
პასუხობდა თუ არა გაკვეთილის მიზანს.

გაკვეთილი ჩავატარე მე-7 კლასში.

გაკვეთილის მიზანი (მათემატიკა) განტოლების საშუალებით ამოცანების


ამოხსნის უნარის განვითარება. ორ საგანს შორის კავშირის დანახვა.

გაკვეთილის მიზანი: (ისტ)ისტორიული ფაქტების მოძიება მათემატიკური


მიმართულებით და მისი წარმოდგენა.

მათემატიკის ფაქტების განხილვა ისტ-ის გამოყენებით.

32
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი, რომლის შედეგზეც გადიოდა
მოცემული გაკვეთილი:

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათემატიკა: VII.7 მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება


და წრფივი განტოლების ამოხსნა.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

.ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ


განტოლებას.

.იყენებს მოქმედებათა თვისებებს,მათ თანმიმდევრობას და დაჯგუფებას


ალგებრული გამოსახულების გასამარტივებლად და მისი მნიშვნელობის
გამოსათვლელად ცვლადების მოცემული მნიშვნელობებისათვის.

ისტ: VI.3 მოსწავლე შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა


და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

გაკვეთილის მსვლელობისას

 მოსწავლეები გაეცვნენ გაკვეთილის სასწავლო მიზანს


 გაკვეთილის მიზანში ჩანადა საგანთშორისი ინტეგრაცია
 განხორციელდა მიზნის შესაბამისი აქტივობები
 მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ერთი საკითხი სხვადასხვა კუთხით
შეესწავლათ და ისე მოეხდინათ ცოდნის სინთეზი

გაკვეთილის ჩატარების შემდეგ სტუმარმა მასწავლებელმა დაკვირვების


ფოკუსის ფარგლებში გაკვეთილიდან გამომდინარე გამიზიარა მისი
მოსაზრება, მივიღე გამოსადეგი უკუკავშირი.

ანალიზი: იტერვენციის ასეთმა სახემ, კოლეგის მიერ მოცემულმა


უკუკავშირმა და საკუთარმა რეფლექსიამ ნათლად დამანახა ისტ-
ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილის საჭიროებაში,

33
რადგან გაკვეთილზე მოსწავლეები იყვნენ საკითხისადმი მოტივირებულები,
ჩართულები. მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს ორი საგნის კავშირი და ისტ-
ტექნოლოგიების გამოყენების ფართო შესაძლებლობები.

გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებთან გასაუბრებისას ისინი განსაკუთრებით


აღნიშნავდნენ ისტ-ტექნოლოგიების როლის დადებითობას, მასალის უკეთ
აღქმა-გაგებაში.

პოზიტიური ეფექტი, რაც მოსწავლეთა შორის გამოიკვეთა

 მოტივაციის ამაღლება
 საგანთა შორის კავშირის წარმოჩენის უნარის გამომუშავება
 ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების
ეფექტიანად და ინტენსიურად წარმოჩენა
 კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა
 შედარები და ანალიზის უნარის ხელშეწყობა

სიახლეები ჩემი, როგორც მასწავლებლის:

 სასწავლო პროცესში ფასილიტატორის როლის გაფართოება


 განსხვავებული აქტივობების ინიცირება
 სიახლეებისადმი მეტი მიმღებლობა

2) პროექტი

სწავლების ინოვაციური და ინტერაქტიული მიდგომების ერთ-ერთი მთავარი


მიდგომა პროექტით სწავლებაა, რომელიც შემდეგ ჯაჭვს ქმნის:

34
პროოექტით სწავლება აქტიური სწავლების მეთოდია, რომელიც გამიზნულია
მოსწავლის შემოქმედებითი, დამოუკიდებელი, თანამშრომლობითი უნარების
განვითარებაზე.

კვლევის მომდევნო ინტერვენციის მიმართულებად სწორედ პროექტ-გაკვეთილის


დაგეგმვა-განხორციელებაში ისტ-ტექნოლოგიების როლის საჭიროების
განსაზღვრა დავგეგმე.

პროექტ-გაკვეთილი მომზადდა თემაზე ,,ოქროს კვეთა“ კლასი მე-7 . განისაზღვრა


პროექტის მიზნები და მიზნების თანხვედრა ე.ს.გ-თან.

პროექტ-გაკვეთილის მიზნები:

1.მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის შეგროვება, დალაგება,გაანალიზება და


სწორად ინტერპრეტაცია.
2.გამოიყენებს ელექტრონულ რესურს და მოამზადებს გაკვეთილის
პრეზენტაციას.
პროექტის თანხვედრა ერევნულ სასწავლო მიზნებთან:

მოსწავლეები შეძლებენ პროპორცია განიხილონ სხვადასხვა ჭრილში.


გამოავლენენ -ინფორმაციის წარმოდგენის ხერხებისა და მეთოდების ფლობა-
გამოყენებას.
მოახდენენ- სხვისი ნააზრევის გაგებასა და გაანალიზებას.

35
მოახდენენ ინფორმაციის მიღებისა და გაცემის შესაფერისი საშუალებების
შერჩევას აუდიტორიისა და საკითხის გათვალისწინებით.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან კონსულტაციებით შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა,


განსაზღვრეს პროექტის ვადები, გაინაწილეს სამუშაოები. პროექტზე მუშაობის
პერიოდში მოსწავლეებს დროდადრო ვაძლევდი საჭირო მითითებებს

მოსწავლეებმა შეგროვილი ინფორმაცია ანალიზის საფუძველზე გადაარჩიეს,


დაახარისხეს და მოემზადნენ პრეზენტაციისათვის.

პრეზენტაციას ესწრებოდა ინტეგრირებული საგნის და საგნის (მათემატიკა) სხვა


პედაგოგები. რომლებიც(როგორც მე) შერჩევითი დაკვირვების მეთოდის
გამოყენებით აკვირდებოდნენ-მოსწავლეთა დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და
ტექნოლოგიური მიმართულებებით ისტ-ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.

ამ ინტერვენციის შედეგად ნათლად გამოვლინდა მოსწავლეთა დამოუკიდებლად


მუშაობის უნარი ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით, რადგან საჭირო მონაცემების
მეტი წილი სწორედ საინფორმაციო კომუნიკაციების შედეგად იყო მოპოვებული.
ტექნოლოგიების საჭირო ცოდნასა და გამოყენებას მოითხოვდა- ასევე
პრეზენტაციის მომზადება. წარმოიშვა რამოდენიმე საკითხი, სადაც ჩემი ჩარევა
გახდა საჭირო, შევეცადე ჩარევა მხოლოდ სიტყვიერი ახსნით ყოფილიყო, რათა
თავად მიეგნოთ იმ ტექნიკური უნარებისათვის, რომელიც პრეზენტაციის
ჩასატარებლად იყო საჭირო.

მოსწავლეებში პროექტით სწავლებით შეძენილი უნარ-ჩვევები:

 მოტივაციის გაღრმავება
 თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარი
 თანამშრომლობითი უნარების განვითარება
 დამოუკიდებლად დაგეგმვის და მუშაობის უნარის განვითარება
 ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების უნარის განვითარება
 ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით პრეზენტაციის უნარის
განვითარება.

36
მასწავლებლის შეძენილი უნარ-ჩვევები:

 მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლების აღმოჩენა


 მოსწავლეთა დანახვა შემოქმედებითი კუთხით
 მოსწავლეთა შეფასება ისტ-ტექნოლოგიების საჭიროდ, სწორად და
ინტერაქციულად გამოყენების კუთხით.

აღსანისშნავია ის ფაქტი, რომ პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებთან


გასაუბრებისას, ისინი ყველაზე ღირებულ შეძენილ უნარად საკუთარი თავის
თვითდაჯერებულობას ასახელებდნენ.

ანალიზი: ამ ტიპის ინტერაქციამ კიდე უფრო ნათლად გამოყო ისტ


ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროება სასწავლო პროცესის უკეთ და
მრავალფეროვნად წარმართვაში. ამავე დროს გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს
უჭირთ ისტ ტექნოლოგიების სასწავლო კუთხით გამოყენება, ისინი კარგად
ახერხებენ ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ უჭირთ ამ ინფორმაციის სასწავლო
კონტექსტში გადატანა.

3) სასწავლო რესურსი

მე ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის


გაუმჯობესებით, ინტენსიურად ვთანამშრომლობ კათედრის წევრებთან, ვესწრები
კათედრის დონეზე მიმდინარე შეხვედრებს, სკოლის ბაზაზე მიმდინარე
პროფესიული განვითარების მხრივ ჩატარებულ ღონისძიებებს.

მე დავინტერესდი, როგორ ქმნიდნენ ჩემი სკოლის გამოცდილი კოლეგები


სწავლა-სწავლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო
რესურსებს. ამ მიზნით დავესწარი რამდენიმე შეხვედრას, რომელშიც
მონაწილეობდა ყველა კათედრის წარმომადგენელი. ამ შეხვედრაზე ჩემი
ფოკუსირებული დაკვირვების მიზანი სასწავლო რესურსის სწორად
გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე
იმსჯელეს ა) ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებზე. ბ)

37
მოთხოვნებზე, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ სასწავლო რესურსის
შექმნისას.

შეხვედრის შემდეგ გავეცანი სათანადო ლიტერატურას და ინტერნეტ


საინფორმაციო მასალებს. ყოველივეს შედეგად სხაგვარად შევხედე ლოგიკურ
კავშირს, სასწავლო მიზანს, სასწავლო საქმიანობას, რესურსა და შეფასების
კრიტერიუმებს შორის ეფექტური გაკვეთილის ჩატარებისათვის, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, გაუმჯობესება და
გამოყენება. გადავწყვიტე სასწავლო რესურსების შექმნა ,რომლებიც ერთის მხრივ
ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნებს
დააკმაყოფილებდა და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობდა გამჭოლი კომპეტენციის
განვითარებას. მოსწავლეთა თვითრწმენას შეუწყობდა ხელს, იქნებოდა
საინტერესო, გამომწვევი და დაძლევადი.

ყოველივეს გათვალისწინებით შევქმენი ვიქტორინის ტიპის სასწავლო


რესურსი,რომელშიც გავაერთიანე რამოდენიმე საგნის კომპეტენციები, რესური
იყო კონტექსტუალიზებული, მოახდინა ინტერაქციის სტიმულირება, რესურს
საფუძვლად ედო სანდო წყაროები, აგებული იყო გარკველი სქემით და იყო
თანმიმდევრული.

მეორე სასწავლო რესურსი, სლაიდებით იყო წარმოდგენილი, რომელიც სასწავლო


შემეცნებითი ინფორმეციის გარდა მოითხოვდა მოსწავლეთა აქტიურ
ჩართულობას მიწოდებული მასალის გასაანალიზებლად და საჭირო კონტექსტში
გადასაყვანად. შექმნილი რესურსები გამოვიყენე მე-7 და მე-8 კლასების
სასწავლო-საგაკვეთილო პოცესში,

შედეგად მოსწავლეებმა:

 მიიღეს გეზი განავითარონ და დახვეწონ სწავლის უნარები


 ჩაუღრმავდნენ საკითხს
 მოახდინეს სხვადასხვა უნარების ინტეგრირება
 გაჩნდა სურვილი იმავე თემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია
მოეძიებინათ

38
სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე წარვადგინე შექმნილი რესურსი და
რეფლექსია გაკვეთილზე მისი გამოყენების შედეგის შესახებ. განხორციელდა
წარდგენილი რესურსის შეფასება და მოხდა გამოცდილების გაზიარება.

ანალიზი: იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ აქტიური და დამოუკიდებელი


მოსწავლეები, აუცილებელია სწავლებამ უბიძგოს მოსწავლეებს ანალიტიკურად
მიუდგნენ საკითხს და გააკეთონ საკუთარი აღმოჩენები შესასწავლი მასალის
შესახებ. კარგად შედგენილი რესურსი დაეხმარება მოსწავლეს საკითხის ღრმად
გაგებაში.

4)ინტერაქციის მომდევნო საფეხური ---მათემატიკის სწავლებისას


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების
მიმართულებით განვახორციელე.

ასეთი ინტერაქციის განხორციელების გადაწყვეტილება ,,ათასწლეულის


გამოწვევის ფონდის“ მიერ ჩატარებული ტრენინგ-კურსების გავლის შემდეგ
მივიღე, სადაც ნათლად დავინახე ისტ-ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროება
სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვასა და საგნის გაგება-გააზრების უნარების
დაუფლებაში.

ინტერაქციის მიზნები:

1.იმ უნარების განვითარება, რომელიც საჭიროა ისეთი ციფრული რესურსების


წვდომისას და შექმნისათვის, რომლებიც დაეხმარება და წაახალისებს მოსწავლეს
მათემატიკური ცნებების და პროცედურების გააზრებაში.

2.ვირტუალური საკლასო ოთახის პრაქტიკაში გამოყენების დანერგვა.

3.მონაცემების ინკორპორირება მათემატიკის სასწავლო თემატიკაში.

39
ამ მიმართულებით მე-8 კლასში სასწავლო პროცესში აქტიურად გამოვიყენე ხანის
აკადემიის ვიდეო გაკვეთილები, იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც თემის ახსნას
კლასში არ ესწრებოდნენ და საკითხის ინდივიდუალურად ახსნის შემდეგ
დამატებით რესურსად ამ ვებგვერდის ვიდეო გაკვეთილის ნახვაც შევთავაზე.
ასევე სხვადასხვა სასწავლო თემის დამთავრების შემდეგ ჩავატარე ტესტირებები,
რომლებზეც პასუხს მოსწავლეები იქვე გებულობდნენ.მაგ: მე-7 კასში უარყოფითი
რიცხვების დამთავრების შემდეგ გამოვიყენე ის შემაჯამებელი ტესტის ნიმუში
რომელიც ამ გვერდზე იყო შექმნილი. მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ იმ
საკითხების შესახებ რომლის ირგვლივაც იქნებოდა ტესტის დავალებები,
მხოლოდ არ იცოდნენ რომ ტესტური დავალება ამ გვერდზე მოცემული ტესტის
საშუალებით მოხდებოდა. ტესტირება ჩატარდა კომპიუტერების გამოყენებით და
ყოველი საკითხის პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლე იღებდა შეფასებას სწორია
არასწორიას პრინციპით და გადადიოდა მომდევნო საკითხზე. ტესტში შედიოდა
19 კითხვა და ყოველი კითხვის გაცემის შემდეგ მოსწავლე ღებულობდა მომდევნო
საკითხს. ამგვარად ფიქსირდებოდა მისი პოზიცია თითოეული საკითხისადმი და
ვერ ხდებოდა საკითხის გამოტოვება.
ამ გვერდის გამოყენებამ ჩემს პრაქტიკაში დადებითი შედეგი გამოიღო
მოსწავლეთა მოტივაციისა და ფართოდ აზროვნების განვითარების კუთხით.

4.2 კიდევ ერთი ტექნოლოგიური საშუალება Desmo გამოვიყენე ინტერვენციის


განსახორციელებლად. თემის კომპონენტების შესაბამისი მიზნები:
ჩემს პრაქტიკაში ამ ინსტრუმენტის გამოყენება ტრიგონომეტრიული საკითხების
ახსნისას გადავწყვიტე.მე-11 კლასი.
ამ თემასთან დაკავშირებით ეს ინსტრუმენტი გამოვიყენე მობრუნების კუთხის
ცვლილების ვიზუალურად გამოსახატად, წერტილის წრეწირზე მოძრაობისას
წერტილის გეგმილი X ღერძზე მოძრაობს ორ წერტილს შორის და აწარმოებს
რხევით მოძრაობას. ამ რხევისას გადახრა კოორდინატთა სათავიდან ანუ
ამპლიტუდა რადიუსის ტოლია. ამ რხევითი პროცესის აღწერა მნიშვნელოვნად
გამიმარტივდა Desmos შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით.
მისი საშუალებით მოვახდინე ტრიგონომეტრიული ფუნქციების sin,cos,tg
გრაფიკების აგება. გრაფიკებზე თვალნათლივ ჩანდა ფუნქციების პერიოდულობა.
ამ საკითხის გავლის შემდეგ მოსწავლეებს დამხმარე კითხვების საშუალებით
გრაფიკის აგება სხვა ხერხით ვთხოვე; კლასის დახმარებით სინუსისა და

40
კოსინუსის გრაფიკებზე მოხდა საკვანძო წერტილების გამოყოფა, რომელიც
გამოსახულ მოდელზეც აღინიშნა.
სწორედ გრაფიკების მოდელების საშუალებით მარტივად და თვალაჩინოდ
გამოიკვეთა ფუნქციის ნულები და მაქსიმუმ-მინიმუმის წერტილები.
გაკვეთილზე ასევე გრაფიკულად Desmos გამოყენებით ავაგე ტანგენსის გრაფიკი,
მისი პერიოდულობის გათვალისწინებით.დასახელდა x ღერძთან გადაკვეთის
წერტილები-ნულები.
გაკვეთილის შემაჯამებელ ნაწილში მოსწავლეებს ვთხოვე გამოეყენებინათ
ტრიგონომეტრრიული ფუნქციის თვისებები და აღეწერათ ამ ფუნქციების
გრაფიკების აგების ხერხები.
გაკვეთილის ბოლოს მოხდა უკუკავშირი მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის
მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ ასეთი სახით სასწავლო საკითხის განხილვა მას
უფრო მეტად გასაგებს და ადვილად აღსაქმელს ხდის თუნდაც ეს თემის
შეჯამებას ეხებოდეს.
ანალიზი: ამ მიმართულებით ისტ-ის გამოყენება ჩემი პრაქტიკისათვის მეტად
მისაღებია, რადგან მეტია მოსწავლეების მხრიდან მოტივაცია, დაინტერესება
საკითხისადმი და აღქმის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა.

4.3 GeoGebra-ისტ ინსტრუმენტი

ჩემს პრაქტიკაში ამ ინსტრუმენტის გამოყენება მე-7 კლასში საკოორდინატო


სიბრტყის, მასზე წერტილების განლაგების და წრფივი დამოკიდებულების
ამოცანების ვიზუალურად გამოსახვისათვის დავგეგმე, ასევე საინტერესო
აღმოჩნდა მონაცემების აგების დროს სვეტოვანი და სხვა ტიპის დიაგრამების ამ
ინსტრუმენტის საშუალებით გამოსახვა.
ამ გვერდის დახმარებით მოსწავლეებმა თავად ააგეს საკოორდინაატო სისტემა.
ასევე წერტილების აგების მექანიზმს გაეცნენ და თავადაც ააგეს
დამოულიდებლად. მოსწავლეებში აღქმისა და გაგების უნარს დაეხმარა ასევე ამ

41
ინსტრუმენტის გამოყენება ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულების გრაფიკულად
გამოსახვის გამოსაყენებლად.
ასევე საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის მონაცემთა
გამოსახვის ხერხების გამოყენების დროს ამ გვერდის ინსტრუმენტების
გამოყენება.
მოსწავლეებს ავუხსენი თუ როგორ შეიძლებოდა ამ გვერდის გამოყენება
მოსწავლეებთან ერთად კლასში განვიხილეთ ამოცანა და მასში მოცემული
მონაცემებით მოვახდინეთ სვეტოვანი დიაგრამის აგება. შემდეგ მოსწავლეებმა
მასწავლებლის დახმარებით მითითებების ნაბიჯ-ნაბიჯ მიცემით
დამოუკიდებლად ააგეს სვეტოვანი დიაგრამები მონაცემების საფუძველზე.
ამ ინსტრუმენტის გამოყენებამ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში დადებითი შედეგი
გამოიღო, რადგან მოსწავლეებმა მეტი ინტერესი გამოიჩინეს შესასწავლი საკითხის
მიმართ რადგან უფრო სახალისო ეჩვენათ ასეთი სახით ამოცანების გადაწყვეტის
გზების ძიება და მათი გამოსახვა.
ჩემი სასწავლო პრაქტიკის შესახებ აზრი გამოვთქვი კათედრის სამუშაო
შეხვედრაზე, ავღნიშნე ისტ-ის გამოყენების რეალური შდეგები და მოტივაცია,
რომელიც მოსწავლეების მხრიდან წამოვიდა.
ამ სასწავლო ვებ-გვერდის საშუალებით სასწავლო საკითხები გახდა უფრო
მრავალფეროვანი, მიწოდებული იქნა სხვადასხვა ტიპის და დონის დავალებები,
ასევე ვიზუალური მასალა, რომლის გამოყენებაც ხელს უწყობს გაგება-გააზრებას.

საგნის სწავლების მიმართულებით ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებამ გამოკვეთა


მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა ასე დაგეგმილი გაკვეთილის მიმართ.
სასწავლო საკიხი ვიზუალური მასალის გამოყენების გამო მათთვის უფრო
გასაგები და მარტივად აღსაქმელი გახადა .

ანალიზი: განხორციელებული ინტერვენციები გავაცანი კათედრის წევრებს,


მათგან მივიღე კომპეტენტური უკუკავშირი.

42
8. ინტერვენციის შეფასება

ქ.გველესიანი----- ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის თავისებურებიდან


გამომდინარე, ინტერვანცია დავგეგმე და განვახორციელე გამჭოლი
კომპეტენციების გათვალისწინებით. რომლებიც დავგეგმე ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტის გათვალისწინებით. ასევე ვაკვირდებოდი და ვაფასებდი
მოსწავლეთა პროგრესს მათი სწავლის დონის, ინტერესისა და მოტივაციის
მიმართულებებით. მოსწავლეების მოტივაცია გაიზარდა, ისინი ინტერესითა და
შემოქმედებითად უდგებოდნენ დავალებებს. შედეგების უფრო ნათლად
აღსაქმელად ინტერვენციის შეფასების ფაზაზე მოსწავლეებში ჩავატარე
გამოკითხვა - ღია ანკეტირების გამოყენებით, საინტერესო იყო მოსწავლეთა
შეფასება იმ აქტივობების მიმართ, რომელიც ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით
დაიგეგმა და განხორციელდა, აღნიშნავდნენ, რომ ასეთი დავალებები მათთვის
მისაღები და საინტერესოა, მეტი დაინტერესება გამოიწვია საგანთან მიმართებაში.
მათი თქმით ისტ-ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად ცვლის სწავლების
პროცესს დაინტერესებისა და გაგება-გააზრების კუთხით.

ინტერვენციები------------მასწავლებელი: ი.შალიკიანი

ინტერვრნციისათვის დავგეგმე შემდეგი აქტივობები:

მე-5 კლასში:

ნატურალური და რომაული რიცხვების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს მივეცი


დავალება მოიძიონ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა რიცხვების ჩაწერა ძველ
სახელმწიფოებში.

წილადების შესწავლის დაწყების წინ მოსწავლეებს მივეცი საშინაო დვალება -


მოიძიონ წილადის შექმნის ისტორა.

ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ისტ, გაკვეთილის თემა:


სიგრძისა და მასის საზომი ძველი ქართული და უცხოური ერთეულები.

43
მე- 9კლასში :

კვადრატული ფუნქციის შესწვლისას დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი


,,GeoGebra”-ს გამოყენებით,

 გაკვეთილის თემა: კვადრატული ფუნქციის გრაფიკის ცვლილება მისი


კოეფიციენტების ცვლილებისას.
 დავგეგმე და ჩავატარე ,,Geo Gebra“-ს გამოყენებით, გაკვეთილის თემა:
გეომეტრიული გარდაქმნები. ღერძული და ცენტრული სიმეტრია.
 დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი ,,GeoGebra“-ს გამოენებით, გაკვეთილის
თემა: ჩახაზული და შემოხაზული წრეწირები.

მე-10 კლასში :

ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: მობრუნება და მობრუნებათა კომპოზიცია.

სადაც გამოვიყენე პროგრამა ,,GeoGebra“.

დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი ხანის აკადემიის გამოყენებით, შებრუნებული


საკლასო ოთახის მოდელით, გაკვეთილის თემა: ჰომოთეტია. მსგავსების ასახვა.

ინტერვენციის მიზანი: (მასწავლებელი: ი.შალიკიანი)

დაგეგმილი გაკვეთილების მიზანია საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენება


და მიღებულ შედეგებზე დაკვირვება, რამდენად ეფექტურია, რა შედეგს გვაძლევს
მოსწავლეთა მოტივაციაზე, ინტერაქციასა და გაგება- გააზრებაზე.

ინტერვვენციის შედეგები:

ჩატარებული გაკვეთილებიდან გამოიკვეთა, რომ ისტ-ის გამოყენებით


დაგეგმილი გაკვეთილები იყო მოსწავლეთათვის სახლისო, საინტერესი, იყო
მნიშვნელოვნად უფრო აქტიური, ვიდრე სხვა გაკვეთილები. მოსწავლეები
ხალისით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს, მსჯელობდნენ, გამოჰქონდათ
დასკვნები დამოუკიდებლად, ნაკლებად საჭიროებდნენ მასწავლებლის

44
დახმარებას დასკვნის გამოტანისას, რადგან ვიზუალური მასალა ძალზედ
ეფექტურია საკითხის გაგება-გააზრებისათვის.

ამ გაკვეთილებმა გავლენა იქონია დავალების შესრულების რაოდენობასა და


ხარისხზეც. მიცემული საშინაო დავალება შეასრულა უფრო მეტმა მოსწავლემ და
შესრულებული დავალების ხარისხი იყო მნიშვნელოვნად უკეთესი ვიდრე სხვა
გაკვეთილებზე. ასევე შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებიც იყო უკეთესი,
მართალია დიდად განსხვავებული არა, მაგრამ შეიმჩნეოდა ცვლილება
უკეთესობისაკენ.

ინტერვენციისას გამოიკვეთა სირთულეებიც:

დროის დეფიციტი, რაც გამოიწვია ინტერნეტ სასწავლო რესურსის


არასათანადოდ ფლობამ, როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლეთა მხრიდან. ამ
უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს ისტ-ის სხვასხვა სასწავლო რესურსის
ხშირი გამოყენება პრაქტიკაში.

საჭორო გახდა მოსწავლეთა წინასწარი მუშაობა სასწავლო რესურსის გამოყენების


უნარების დაუფლებისათვის.

ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში მოითხოვს საკლასო ოთახის სრულ


კომპიუტერიზაციას, ხარისხიან ინტერნეტ წვდომას.

მასწავლებლის მხრიდან უფრო მეტ ძალისხმევას, ვიდრე სხვა გაკვეთილებზე.

დასკვნა:

ისტ -ის გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს შემოქმედებითობას,


ინოვაციური მიდგომის გამოყენებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პრობლემაზე
დაფუძნებული გარემოს შესაქმნელად. ხელს უწყობს ესგ-ით გათვალისწინებული
უნარ-ჩვევების განვითარებას, ინფორმაციის გააზრებას, თანამშრომლობითი
უნარის განვითარებას, იძლევა საშუალებას უფრო თვალსაჩინო გახდეს ესა თუ ის
მოვლენა. სასწავლო პროცესი უფრო სახალისო, მიმზიდველი და ინერაქციული
ხდება. ხელს უწყობს როგორც ციფრული ასევე რაოდენობრივი წიგნიერების
განვითარებას.

45
მოსწავლეების მხრიდან ჩატარებული ინტერვენციების შეფასება

ინტერვენციის შესაფასებლად მოსწავლეებს დავუსვით კითხვა:(რაოდენობრივი


მეთოდი-დახურული ანკეტირება)

1) შეუძლია ისტ-ის გამოყენებას მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს


ცოდნის მიღებისას?
გამოკითხული მოსწავლეების შედეგები ერთმნიშვნელოვნად
დადებითი იყო.

9.კვლევის ანალიზი

კვლევის ფოკუსი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება


სწავლა-სწავლების პროცესში“- იყო. საკითხის პრობლემის მეტად გამოსაკვეთად
დაისვა კვლევის მთავარი კითხვა: რამდენად უზრუნველყოფს საგაკვეთილო
პროცესში ისტ-ის გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა
მოტივაციის გაუმჯობესებას რომელზეც აიგო კვლევა. კვლევის ფოკუსის
მნიშვნელოვნება მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის შედეგად წამოვიდა, ასევე იმ
დადებითი ფაქტების გამოკვეთის შედეგად, რომელიც თან სდევდა ისტ-
ტექნოლოგიების გამოყენებას. საკვლევი საკითხის ირგვლივ ცოდნისა და
გამოცდილების გაზრდის მიზნით გავეცანით სათანადო ლიტერატურას, რომლის
საშუალებით საკვლევი საკითხის აქტუალობასა და საჭიროებაში კიდე ერთხელ
დავრწმუნდით.

კვლევის ფარგლებში, კვლევის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით


გამოიკითხა მოსწავლეები და მასწავლებლები, კვლევის საკითხის უშუალო
მონაწილე და შედეგის დამდები პირები. შემდეგი მოქმედების-ინტერვენციის
მიმართულებები სწორედ მათი დამოკიდებულებების ანალიზის შედეგად
დაიგეგმა. დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები გამჭოლი

46
კომპეტენციების გათვალისწინებით შეირჩა. ინტერვენციების განხორციელება
მოვახერხეთ კოლეგებთან კონსულტაციის, ტრენინგებზე მიღებული
გამოცდილების და მოსწავლეთა საჭიროებებისა და შესაძლებლობების
გათვალისწინებით. ჩატარებული კვლევის, განხორციელებული ინტერვენციების
შედეგი :

მიგნებები:

ისტ ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეებში:

 მოტივაციასა და ჩართულობას აძლიერებს


 სასწავლო პროცესი ხდება საინტერესო
 მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება უმჯობესდება
 ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას
 ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითობისა და ინოვაციური
მიდგომების განვითარებას.
 ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად
შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-
ჩვევების განვითარებას.
 მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სწავლების პროცესში.
 სასწავლო პროცესი ცდება სასწავლო ოთახს.
 მოსწავლეები იმაღლებენ ტექნიკურ ცოდნას.
 აფართოებს განათლების მიღების შესაძლებლობას.
 აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეს ეხმარება წარმატების მიღწევაში.

მასწავლებლები:

 ახდენენ მოსწავლეთა მოტივაციას და მათ დაინტერესებას არაერთი


მიმართულებით

47
 ისტ-ტექნოლოგიების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია ისეთი
სასწავლო რესურსის და თვალსაჩინოების შექმნა, რომელიც მოსწავლეს
გაუადვილებს საკითხის გაგება-გააზრებას.
 მასწავლებლები იმაღლებენ ტექნიკურ ცოდნას.
 სასწავლო პროცესი ხდება უფრო მართვადი.
 სწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო
 სწავლება ხდება უფრო ინტერაქტიული
 მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს სასწავლო რესურსების
რაოდენობა.
 მასწავლებელს ეხმარება შექმნას დადებითი ემოციური ფონი.
 მასწავლებელს ეხმარება ეძებოს ახალი, არატრადიციული მეთოდები და
ფორმები.

რეკომენდაციები

ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, შემუშავდა


რამდენიმე რეკომენდაცია:
 მასწავლებლებმა ისტ-ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მრავალფეროვანი
აქტივობებით გაამდიდრონ საგაკვეთილო პროცესი;
 მოხდეს ისტ აქტივობების მიზნობრივი შერჩევა;

კვლევის შედეგად გამოვლენილი საკვლევ თემასთან დაკავშირებული


ნაკლოვანებები.

 მასწავლებლებსა და მოსწავლეებს არა აქვთ სასწავლო საგანმანათლებლო


კუთხით კომპიუტერული უნარ-ჩვევები ფლობის სათანადო დონე.
 მასწავლებლები ნაკლებად ფლობენ საგნის სწავლებაში ტექნოლოგიების
შესაძლებლობების ფართო არეალებს.
 განიცდიან დროის დეფიციტს

48
 სკოლაში არის დაბალ სიჩქარიანი უხარისხო ინტერნეტი, სადაც
გაძნელებულია ვიდეო მასალების დამზადება, მოპოვებული მასალის ონლაინ
რეჟიმში ჩვენება;
 ენობრივი ბარიერები (ქსელში ინგლისური ენის, რუსული ენის
გავრცელება);(სასწავლო მასალათა და სასწავლო გვერდების უმრავლესობა
უცხოენოვანია.)
 სასურველია ზედა კლასის მოსწავლეების ან საკლასო ოთახების
უზრუნველყოფა ისტ-ტექნოლოგიებით, რაც შესაძლებლობას მისცემს
მასწავლებლებს ისტ-ტექნოლოგიები მეტი სიხშირით გამოიყენონ სასწავლო
პროცესში.

ხარისხის ასამაღლებლად და პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა:

 მასწავლებელთა და მოსწავლეთა მუდმივი მუშაობა ინტერნეტში; მათ


მიერ საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებული რესურსების
გამოყენება, საინტერესო მინი- პროექტების მომზადება და პრეზენტაცია;
 ინფორმატიკის პრაქტიკული დავალებების და ლაბორატორიული
სამუშაოების ბაზის მომზადება-განახლება სხვა საგნებთან ინტეგრაციის
კუთხით;
 კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლებაში აქტიური
გამოყენება.
 მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი;
 მოსწავლეებს სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები არსებობს, როდის არის საჭირო მათი გამოყენება და
კონკრეტულად რომელი ინსტრუმენტი იქნება ადეკვატური გადასაჭრელი
ამოცანიდან გამომდინარე.
 სხვადასხვა საგნის მასწავლებელს არ უწევს ისტ ინსტრუმენტების
ტექნიკური შესაძლებლობების საბაზისო ასპექტების სწავლება

49
მოსწავლეებისთვის, მაგრამ მან უნდა შექმნას და შესთავაზოს მოსწავლეებს
ახალი შესაძლებლობები ცოდნის გასაღრმავებლად.

კვლევის ნაკლოვანებები
სასურველი იქნებოდა კვლევის პროცესში მოსწავლეებთან ერთად
ჩართულიყვნენ მოსწავლეების მშობლებიც .ამით უფრო ზუსტ ინფორმაციას
მივიღებდი ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების საჭიროებისა და
ეფექტურობის შესახებ .

დასკვნა
კვლევის შედეგად გამოვლინდა სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების
გამოყენებასთან დაკავშირებით გამოვლენილი პრობლემები. პრობლემის
გამოსაკვეთად და გამოსაკვლევად შევაგროვეთ მონაცემები, მათი ანალიზის
საფუძველზე დავგეგმეთ და განვახორციელეთ რამოდენიმე განსხვავებული
ტიპის ინტერვენცია, რომელთა საშუალებითაც გამოიკვეთა პრობლემის
გადაჭრის გზები და ნაწილობრივ მოხერხდა პრობლემის გამოსწორება.
გაიცა რეკომენდაციები, რომლის განხორციელების შემთხვევაში სწავლა-
სწავლება გახდება უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი,
მიზანმიმართული, შედეგიანი. მასწავლებლები დაგეგმავენ და
განახორციელებენ უფრო მრავალფეროვან, აქტუალურ, მოსწავლის
ინტერესებზე მორგებულ სასწავლო აქტივობებსა და რესურსებს.
მოსწავლეთა შედეგები კი უფრო უკეთესი იქნება ვიდრე ამჟამადაა

50
კვლევის შედეგების გაზიარება

პრაქტიკის კვლევის დასრულების შემდეგ დავგეგმეთ მასწავლებლებთან


შეხვედრა და წარვადგინეთ კვლევის პრეზენტაცია. (პრეზენტაციის მასალა
თან ახლავს დანართის სახით)

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჩავატარეთ დახურული ანონიმური


ანკეტირება კითხვებით:
1) უზრუნველყოფს თუ არა საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყებე
სწავლის ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა მოტივაციის გაუმჯობესებას.
2) გამოიყენებთ თუ არა პირად პრაქტიკაში ისტ-ს გაკვეთილის ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით.
3) თქვენი უკუკავშირი----------------------

კოლეგებმა დადებითად შეაფასეს კვლევა. ყველამ აღნიშნა, რომ ისტ-ის


გამოყენება ამაღლებს სწავლის ხარისხს და მოსწავლეთა მოტივაციას-100%,
ხოლო გამოიყენებენ თუ არა ისტ-ს პირად პრაქტიკაში მასწავლებელთა
უმრავლესობამ-95%-მა აღნიშნა, რომ გამოიყენებენ. ღია შეკითხვაში -
თქვენი უკუკავშირი- მასწავლებელთა ძირითადდი ნაწილისაგან
დავიმსახურეთ შექება, მადლობა-საინტერესო და მრავალფეროვანი
მასალისათვის. მასწავლებელთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ
ყოველივე მოითხოვს მასწავლებლის დიდ ძალისხმევას და დროს, ამის
გამო სისტემატიურად ვერ გამოიყენებენ ისტ ტექნოლოგიებს, მაგრამ
ეცდებიან გამოიყენონ შეძლებისდაგვარად.
მასწავლებელთა ანკეტირებამ დაგვანახა ის, რომ მასწავლებლები
უფრო დაინტერესდნენ ისტ-ის გამოყენებით და ის მასწავლებლები,
რომლებიც არ იყენებდნენ ისტ-ს საგაკვეთილო პროცესში გამოთქვეს
მოსაზრება, რომ გამოიყენებენ შეძლებისდაგვარად. კოლეგებიდან

51
მივიღეთ საჭირო უკუკავშირი და რადგან მასწავლებლებმა კვლევის
საკითხი აქტუალურად და საჭიროდ მიიჩნიეს მოხდა მისი გამოქვეყნება
სკოლის ვებ-გვვერდზე, (kutaisi5skola.blogspot.com) რათა ხელმისაწვდომი
ყოფილიყო ყველა დაინტერესებული პირისათვის.

52
რეფლექსია მასწავლებელი: ქ.გველესიანი

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს


წარმოუდგენელია პროგრესი.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის პრობლემა სასწავლო პროცესში
პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე პედაგოგის
მომზადებასთან, რომელიც იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს გაკვეთილის
მომზადებისთვის, მეცადინეობებზე, კლასგარეშე საქმიანობის
ორგანიზაციისთვის, დამატებითი განათლებისთვის.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა
ჰქონდეს საბაზისო ცოდნა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ,
ასევე მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკმარისი იქნება
როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე შემდეგ საფეხურზე სწავლის
გასაგრძელებლად.

ყოველივე ზემოთაღნიშნული გახდა ჩემი კვლევის მიზანი და მიზეზიც. კვლევის


ჩასატარებლად გამოვყავი ის მთავარი კითხვა, რომლის ირგვლივაც მოხდა კვლევის
წარმართვა, საკვლევი საკითხის დეტალური ანალიზისათვის საჭირო გახდა
დამატებითი კითხვების შემუშავება, რომელიც საკითხის უფრო ჩაღრმავებას შეუწყობდა
ხელს. განვსაზღვრე კვლევის ფოკუს- ჯგუფი. შევაგროვე მონაცემები, რომლის ანალიზის
საფუძველზეც დავგეგმე და განვახორციიელე ინტერვენციები. ინტერვენციების
დაგეგმვის დროს გავითვალისწინე კოლეგებთან გასაუბრების, ლიტერატურის
დამუშავების და ათასწლეულის ფონდის მიერ ჩატარებული ტრენინგებზე მიღებული
ცოდნა. შევეცადე განხორციელებული ინტერვენციები ყოფილიყო შინაარსით და
სამოქმედოდ განსხვავებული ფორმის, რათა ფართო მიმართულებით გაშლილიყო ისტ-
ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები.

მოვახდინე განხორციელებული ინტერაქციების ანალიზი. შედეგები გავაცანი ფოკუს


ჯგუფის პედაგოგებს, მათგან მივიღე კომპეტენტური უკუკავშირი. კვლევის მომდევნო
ეტაპზე გამოვყავი ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც გამოიკვეთა
საკითხის კვლევის შედეგად, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის შემთხვევაში.

53
კვლევის შედეგად ნათლად გამოჩნდა ის დადებითი მხარეები, რასაც ისტ-
ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა სწავლა-სწავლების უკეთ განსახორციელებლად.
ჩემი კვლევის მიზანიც ეს იყო, წარმომეჩინა ის დადებითი მხარეები, რომლის
გამოვლენასაც ხელს უწყობს ისტ-ით სწავლების ტექნიკა. რადგან ვთვლი, რომ ძნელია
ისტ-ის გამოყენების გარეშე დაეუფლო იმ უნარებს, რომელსაც თანამედროვე მიდგომები
ითხოვს არა მარტო განათლებაში, არამედ სხვა სფეროებში. ასევე გამოვყავი ის
ნაკლოვანებები, რომელიც გამოვლინდა და რეკომენდაციების გათვალისწინების
შემთხვევაში დიდი ნაწილის გადალახვა შესაძლებელია.

საბოლოოდ კვლევა წარედგინა ჩვენი სკოლის მასწავლებლებს შესაფასებლად, მათი


უკუკავშირის და შეფასების შემდეგ გადაწყდა საკვლევი თემა გამოქვეყნებულიყო უფრო
ფართო მასშტაბით.

54
რეფლექსია მასწავლებელი: ი.შალიკიანი

სასწავლო წლის დასაწყისში კოლეგასთან ერთად მოვახდინეთ საკვლევი


პრობლემის იდენტიფიცირება,განვსაზღვრეთ საკვლევი საკითხის აქტუალობა და
დავგეგმეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.

ჩამოვაყალიბეთ კვლევის მიზნები, გავეცანით შესაბამის ლიტერატურას,


განვსაზღვრეთ კვლევის მეთოდები და მიზანთან შესაბამისობა.

დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად დავიწყეთ მონაცემთა შეგროვება,


განვიხილეთ მიღებული შედეგები, რის შედეგადაც დავგეგმეთ შესაძლო
ინტერვენციები.

ლიტერატურა რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შევისწავლეთ საკმაოდ


საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას იძლეოდა.

ინტერვენციისათვის დაგეგმილი აქტივობების ჩატარებაში დაგვეხმარა


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრნინგებზე მიღებული ცოდნა-
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები- მოდული ,,აქტიური
სწავლება მათემატიკაში“.

ინტერვენციის შემდეგ მოვახდინეთ ინტერვენციის ანალიზი.

გამოვკვეთეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ის მიგნებები რომელიც გამოიკვეთა აღნიშნული კვლევის დროს საკმაოდ


მნიშვნელივნად მიიჩნიეს კოლეგებმაც, რადგანაც შედეგი თვალსაჩინო გახდა.
ყოველივე ამან მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაც გამოკვეთა.

ისტ-ი ეხმარება მასწავლებელს გააღვივოს მოსწავლეში სწავლის მიმართ


ინტერესი, რის შედეგადაც ხდება მოსწავლის აკადემიური მოსწრების და ზოგადა

55
სწავლის პროცესის თვისობრივი გაუმჯობესება, შედეგად კი მოჰყვება
მოსწავლეში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.

აღნიშნულმა კვლევამ დიდი გამოცდილება შეგვძინა, დავაკვირდით და


შევისწავლეთ პრობლემური საკითხი, გავუზიარეთ კოლეგებს მიღებული
შედეგები.

ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ნაყოფიერია, რადგან


პედაგოგიური კვლევა არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა,
რომელსაც ატარებენ მასწავლებლები, საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის,
სასწავლო პროცესის და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიძნით.

საბოლოოდ კვლევა წარედგინა ჩვენი სკოლის მასწავლებლებს შესაფასებლად, მათი


უკუკავშირის და შეფასების შემდეგ გადაწყდა საკვლევი თემა გამოქვეყნებულიყო უფრო
ფართო მასშტაბით.

56
. ბიბლიოგრაფია:

1) ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი სასწავლო პროცესის


დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები (2010წელი) მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
2) სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. მ. ბოჭორიშვილი,
მ. ინასარიძე 2014 წ
3) მათემატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხები 2009წ
4) წყარო-http://mastsavlebeli.ge/ ,,შერეული სწავლების მეთოდის გამოყენება
სკოლაში და მისი უპირატესიბა“ (სტატიის ავტორი მანანა ბაქრაძე ) 2016

5) წყარო-http://mastsavlebeli.ge/?p=3483
,,თანამედროვე ტექნოლოგიები სკოლაში“ (ავტორიზაქარია გიუნაშ) 2012
6) წყარო-http://mastsavlebeli.ge/ ,,რატომ არის საჭირო სწავლებაში
ტექნოლოგიების ინტეგრირება“

(სტატიის ავტორი რუსუდან გონაშვილი) 2016

7) ჟურნალი მასწავლებელი N5. 2015წ

8) ჟურნალი მასწავლებელი N2. 2012წ

9) ,,ეფექტური სწავლება სკოლაში“ რ.მარზანო, ჯ.ფიქერინგი, ი.ფოლოქი

10) Леонов А.Н. К вопросу об обеспечении учебного процесса


компьютерными средствами http://linguact.hyperlink.ru/articles/leonov.html
11) Сеймур Поперт. Образование в просвещенном обществе.
Компьютерные инструменты в образовании, № 1. 2001.(
www.ipo.spb.ru/journal/

58

You might also like