You are on page 1of 40

მასწავლებელთა

პროფესიული
განვითარების
ეროვნული ცენტრი
დიმიტრი უზნაძის
პედაგოგიკური კონცეფცია
ავტორი:
მანანა მელიქიშვილი

რედაქტორები:
ნათია ნაცვლიშვილი
ნინო ლაბარტყავა

© 2013, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული


ცენტრი

WWW.TPDC.GE
ძირითადი საკითხები

I. განწყობის ცნება

II. ფიქსირებული განწყობა

III. ნებისმიერი და იმპულსური ქცევა

IV. ნებისმიერი ქცევის განვითარება ბავშვებთან

V. ფუნქციური ტენდენცია და ასაკობრივი გარემოს ცნება

VI. ადამიანის ქცევის ფორმების კლასიფიკაცია

VII. დ. უზნაძის პედაგოგიკური შეხედულებები


განწყობის ცნება

უდიდესია დიმიტრი უზნაძის ღვაწლი ქართული მეცნიერების წი-


ნაშე. მან დაუდო სათავე მეცნიერულ პედაგოგიკას საქართველოში,
იყო ქართული ფილოსოფიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი
და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დამაარსებელი.
დ. უზნაძე იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც ემპირიულად იკვ-
ლია და თეორიულად დაასაბუთა ისეთი არაცნობიერი ფსიქიკური
რეალობა, როგორიცაა განწყობა.
განწყობა არის სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც გა-
მოხატავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად. განწ-
ყობა წარმოიქმნება მოთხოვნილებისა და მისი დამაკმაყოფილებელი
სიტუაციის საფუძველზე და განსაზღვრავს ყოველგვარი სახის ფსიქი-
კური აქტივობის აღძვრასა და მიმდინარეობას. განწყობა მიზანშე-
წონილ სახეს აძლევს აქტივობას, ვინაიდან მასში ქცევის განხორცი-
ელებისთვის საჭირო ყველა სუბიექტური და ობიექტური მონაცემია
მოცემული.
დ. უზნაძის თანახმად, ნებისმიერ ქცევას წინ უსწრებს განწყობის
აღმოცენება. იმისათვის, რომ აღმოცენდეს ქცევა და, შესაბამისად, ამ
ქცევის ადეკვატური განწყობა, საჭიროა არსებობდეს მოთხოვნილება
და სიტუაცია, რომელიც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუ-
ალებას იძლევა. შესაბამისი განწყობის გარეშე ადამიანი ვერაფერს
გააკეთებდა. ყველა ფსიქიკურ პროცესს, ყველა ჩვენს აქტივობას განწ-
ყობა ამოძრავებს და აძლევს მიმართულებას. განწყობა არაცნობიერი
ფენომენია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს არ გააჩნია მისი ცნობიერი
და ნებელობითი კონტროლის უნარი. მაგალითად მოვიყვანოთ ექს-
პერიმენტი, რომელიც ბავშვებთან ჩაატარეს. ბავშვებს დაანახეს გამჭ-

7
ვირვალე ჭურჭელში ჩასხმული სითხე და უთხრეს, რომ ეს იყო მჟავა,
რომელიც კანთან შეხებისას იწვევდა დამწვრობას. შემდეგ ჩამოუარეს
და ყველა ბავშვს თითო-თითო წვეთი დაასხეს ხელზე. ზოგიერთ ბავშვს
ხელზე მართლაც გაუჩნდა მსუბუქი დამწვრობა. სინამდვილეში, ეს სით-
ხე წყალი იყო. დამწვრობის მთავარი მიზეზი კი განწყობა იყო.
განწყობა შედგება სუბიექტური და ობიექტური ფაქტორისაგან.
სუბიექტურ ფაქტორს განეკუთვნება მოთხოვნილება, ობიექტურს კი
_ სიტუაცია, ის გარემო, რომელშიც ადამიანს მოთხოვნილება დაუკ-
მაყოფილდება. ამ ორი ფაქტორის ურთიერთზემოქმედების შედეგად,
წარმოიქმნება განწყობა, რომელიც ფსიქიკურ პროცესს ისე წარმარ-
თავს, რომ ადამიანი ამ ობიექტს დაეუფლება. მაგალითად, ადამიანმა
რომ წყლის დალევის ქცევა განახორციელოს, ამისათვის საჭიროა,
გა­აჩნდეს წყლის დალევის მოთხოვნილება და, ამავე დროს, წყალი
უნდა დაინახოს. მხოლოდ მაშინ შეექმნება ადამიანს წყლის დალევის
განწყობა და ის მიმართავს კიდევაც წყლის დალევის ქცევას.
განწყობის თეორიის მიხედვით, თუ ადამიანს შეუქმნი რაიმე მოთ-
ხოვნილებას და ჩააყენებ სიტუაციაში, რომ ამ მოთხოვნილების დაკ-
მაყოფილება შესაძლებელი იქნება, განწყობაც გაჩნდება.
გარემოსთან ურთიერთობის პროცესში, პიროვნება, რომელიც
მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, სიტუაციის შესატყვი-
სად იცვლება, გარკვეულ განწყობას განიცდის. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, თუ როგორ იმოქმედებს პიროვნება მოცემულ სიტუაციაში,
წინასწარ არის განსაზღვრული. მაგალითად, როდესაც ადამიანი
რუსს პურის შესახებ ესაუბრება, მას ენაზე თავისთავად ადგება სიტყ-
ვა „ხლებ“; როდესაც იგი გერმანელთან დაიწყებს საუბარს, მაშინ მას
შესაფერი გერმანული სიტყვა „ბროტ“ აგონდება. რატომ? რა უდევს
საფუძვლად ამ გარემოებას? პასუხი ასეთია: რუსთან საუბრის დროს
ადამიანი რუსულად სალაპარაკოდ არის განწყობილი, გერმანელთან
საუბრის დროს – გერმანულად სალაპარაკოდ. მაშასადამე, რა სიტყვა
მოგადგება ენაზე ყოველ კერძო შემთხვევაში, იმაზეა დამოკიდებული,
თუ რა ენაზე ლაპარაკის განწყობა გაქვს _ აღნიშნავს დ. უზნაძე.
განწყობა განსაზღვრავს არა მხოლოდ ადამიანის ქცევას, არამედ
გავლენას ახდენს აღქმის შინაარსზეც. მაგალითად, ჩასაფრებულ მო-
ნადირეს, რომელიც დათვს ელოდება, ადამიანი შეიძლება დათვად
მოეჩვენოს.

8
განწყობა ადამიანის ემოციურ დამოკიდე­ბუ­ლებასაც განსაზღვრას.
წინასწარ შექმნილი დადებითი (უარყოფითი) დამოკიდებულება, და-
დებითად (უარყოფითად) შეაფასებინებს რაიმე მოვლენას ადამიანს.
აქედან გამომდინარე, მასწავლებელს, მოსწავლის ახალ აქტივობაში
ჩართვისთვის, სჭირდება მოსწავლისთვის ისეთი განწყობის (მზაო­
ბის) შექმნა, რომელიც აამოქმედებს მოსწავლის სათანადო ძალებსა
და უნარებს.

ფიქსირებული განწყობა

დ. უზნაძის მთავარ დამსახურებას განწყობის ცნების დადგენაში ამ


მოვლენის ექსპერიმენტული შესწავლა შეადგენს. დ. უზნაძის ხელმ-
ძღვანელობით, ექსპერიმენტულად შესწავლილ იქნა ფიქსირებული
განწყობა და დადგინდა განწყობის გამოვლენის კანონზომიერებათა
მთელი რიგი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განწყობის მოქმედების არსი იმაში
მდგომარეობს, რომ იგი მოცემული ობიექტური სიტუაციის შესატყ-
ვისად წარმართავს ადამიანის ქცევას, რადგანაც განწყობის აღმო-
ცენება (მოთხოვნილების საფუძველზე) განპირობებულია მოცემული
ობიექტური სიტუაციით. მიუხედავად ამისა, გარკვეულ პირობებში
ხდე­ბა განწყობის ისეთი ფიქსაცია (განმტკიცება), რომ ახალ სიტუაცი-
აშიც მოქმედებს ადრე შექმნილი განწყობა (ფიქსირებული), რის გა-
მოც ადამიანის ქცევა ახალი სიტუაციის შესატყვისი არ არის.
განწყობის ფიქსაცია ხდება ან ადამიანზე კონკრეტული სიტუაციის
ძლიერი ზემოქმედების გამო, ან სიტუაციის ხანგრძლივი, მრავალჯე-
რადი ზემოქმედების (როგო­რც ამას ადგილი ჰქონდა დ. უზნაძის ექს-
პერიმენტებში) შედეგად. მაგალითად, ერთსა და იმავე განლაგებაში
(მარჯვნივ პატარა, მარცხნივ დიდი ბურთის) მოცემული ობიექტების
ათიოდეჯერ ზედიზედ შედარება ქმნის ფიქსირებულ განწყობას. შემ-
დეგში, ორი ერთმანეთის ტოლი ბურთის მიწოდებისას, ადამიანი
მათ­ არატოლად აღიქვამს, ე.წ. ილუზია ჩნდება. თუ კრიტიკულ ცდა-
ში (ტოლი ბურთები) მიწოდებული ობიექტების მიმართება დიდად არ
განსხვავდება, საგანწყობო ცდაში (არატოლი ბურთები) მიწოდებული
ობიექტების მიმართებისგან, მაშინ ილუზია უფრო ხშირად ფიქსირე-

9
ბული განწყობის შესაბამისია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტოლი
ბურთები აღიქმება არატოლად, მარჯვნივ პატარა, ხოლო მარცხნივ
_ დიდი. ამას დ. უზნაძე უწოდებს ასიმილაციურ ილუზიას. ხოლო თუ
საგანწყობო ცდებისა და კრიტიკული ცდის ობიექტების მიმართება
მნიშვნელოვნადაა განსხვავებული, მაშინ ილუზია ჩვეულებრივ, ფიქ-
სირებული განწყობის საწინააღმდეგოა (მარჯვნივ დიდი, მარცხნივ
პატარა). ამას დ. უზნაძე კონტრასტულ ილუზიას უწოდებს.
ექსპერიმენტული კვლევის შედეგად დადგინდა ფიქსირებული
გან­წყობის შექმნისა და შემდეგ ადეკვატურ განწყობაზე გადასვლის
კანონზომიერებები, რომელიც პიროვნებათა შორის ტიპოლოგიურ
სხვაობებს იძლევა.

ნებისმიერი და იმპულსური ქცევა

დ. უზნაძე გამოყოფს ქცევის ორ ძირითად ფორმას _ ნებისმიერს


და იმპულსურს.
იმპულსური ქცევის შემთხვევაში, ადამიანი მოქმედებს აქტუალუ-
რი მოთხო­ვნილების საფუძველზე. მაგალითად, ადამიანს სწყურია. ის
იღებს წყალს და სვამს.
რა არის ნებელობა?
მაგალითად, მოსწავლეს ეზარება მეცადინეობა, მაგრამ ის თავს ძა-
ლას ატანს და იწყებს მეცადინეობას. ამ შემთხვევაში, მოსწავლემ განა-
ხორციელა ერთგვარი ნებელობის აქტი, რომ სიზარმაცე დაეძლია.
ნებისმიერი ქცევის შემთხვევაში, ადამიანი იმას კი არ აკეთებს რი­
სი აქტუალური მოთხოვნილებაც აქვს, არამედ იმას, რაც მის მე-ს, ინ-
ტერესებს, მოთხოვნილებებს შეეფერება.
გადაწყვეტილების აქტს ყოველთვის წინ უსწრებს მოფიქრება, ყვე-
ლა შესაძლებლობათა აწონ-დაწონვა, გააზრება, რომლის შედეგადაც
ადამიანი ერთ რომელიმე ქცევას განსაკუთრებით მიზანშეწონილად
ჩათვლის. ამასთან ერთად, არჩეულ, მიზანშეწონილ ქცევას სჭირდე-
ბა საფუძველი და, ნებისმიერი ქცევის შემთხვევაში, ასეთ საფუძველს
მოტივი წარმოადგენს. ადამიანის გადაწყვეტილებას განსაზღვრავს
მოტივი, რომელიც იმ ღირებულებების გაცნობიერებაა (ობიექტივა-
ცია), რომელიც ამა თუ იმ ქცევას აქვს პიროვნებისთვის და, ამ აზრით,

10
იგი ერთ-ერთი ქცევის გამართლებაა. სანამ ადამიანი რაიმე გადაწყ-
ვეტილებას მიიღებს, მან სათანადო მოტივი უნდა მოიძიოს, გააცნობი-
ეროს იმ ღირებულებების უპირატესობა, რომელიც ამა თუ იმ ქცევას
აქვს მისთვის. გადა­წყვეტილების მიღებას წინ უსწრებს მოტივაციის
პროცესი, აღნიშნავს დ. უზნაძე.
მაშასადამე, ნებისმიერი ქცევის განხორციელების დროს, ჯერ უნდა
გამოიყოს, აზროვნების საშუალებით, ქცევის მიზანშეწონილების დად­-
გენის ეტაპი, შემდეგ მოტივაციის პროცესი და ბოლოს _ გადაწყვეტი-
ლების მიღება.
მაგალითად, საღამოს კონცერტზე წავიდე, რომელიც ძალიან მაინ-
ტერესებს, თუ სახლში დავრჩე და ვიმეცადინო? დავუშვათ, მეცადინე-
ობა ჩემთვის მაინცდამაინც მიმზი­დველი არ არის, მაგრამ წინასწარი
მოფიქრების შემდეგ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჯობია სახლში
დავრჩე და ვიმეცადინო. რატომ გავაკეთე ისეთი არჩევანი, რომელიც
ჩემთვის არ იყო მიმზიდველი? იმიტომ, რომ მეცადინეობას ჩემთვის
მეტი ღირებულება აღმოაჩნდა. მეცადინეობა მომცემდა საშუალებას,
რომ მეორე დღეს გამოცდა ჩამებარებინა, რომელიც ჩემთვის უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე კონცერტით მიღებული სიამოვნება. ჩემი გა-
დაწყვეტილების მოტივი სწორედ ესაა.
მოტივი ფიზიკურ ქცევას ფსიქოლოგიურად აქცევს, რთავს რა მას
ადამიანის ძირითად მოთხოვნილებათა სისტემაში და განსაზღვრავს
მის საზრისს.
დ. უზნაძე ხაზს უსვამს ე.წ. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ქცევის
არსებით განსხვავებას. კერძოდ, ფიზიკური ქცევა არის მოქმედებათა
გარკვეული თანმიმდევრობა, ხოლო ფსიქოლოგიური ქცევა არის ამ
მოქმედებათა ის საზრისი, დანიშნულება, რომელსაც ატარებს ქცევა
მისი სუბიექტისთვის. კონკრეტული ფიზიკური ქცევა ფსიქო­ლოგი-
ურად მრავალი განსხვავებული ქცევა შეიძლება იყოს. ასევე, ერთი
და იგივე ფსიქოლოგიური ქცევა სხვადასხვა ფიზიკური ქცევის სახით
შეიძლება ვლინდებოდეს. მაგალითად, კონცერტზე წასვლა, როგორც
ფიზიკური ქცევა, არის მოქმედებათა გარკვეული თანმიმდევრობა.
კონცერტზე წასვლა ფსიქოლოგიურ ქცევად მაშინ იქცევა, როცა მას
ფსიქოლოგიური შინაარსი დაემატება. კონცერტზე წასვლა ესთეტი-
კური სიამოვნების მისაღებად _ ეს უკვე გარკვეული ფსიქოლოგიური
ქცევაა, აღნიშნავს დ. უზნაძე. მაგრამ კონცერტზე წასვლას შეიძლება

11
სხვა მოტივიც ჰქონდეს, იგი შეიძლება სხვა მოთხოვნილებასაც აკმა-
ყოფილებდეს, მაგალითად, კონცერტზე წასვლა, ნაცნობთან შეხვედ-
რის მიზნით. ამ შემთხვევაში ის სხვა ქცევა იქნება. იმავე კონცერტზე
წასვლა გართობის მიზნით, ან ახალი საკონცერტო დარბაზის ნახვის-
თვის _ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსხვავებული ქცევებია.
მაშასადამე, ერთი და იგივე ფიზიკური ქცევა, რომელსაც სხვადასხვა
მოტივი აქვს და სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძ-
ლია, ფსიქოლოგიურად განსხვავებული ქცევაა. ფსიქოლოგიურად
იმდენი განსხვავებული ქცევა არსებობს, რამდენ განსხვავებულ მი-
ზანსაც ემსახურება იგი. მაგალითად, თუ მოსწავლე სწავლობს იმი-
ტომ, რომ ცოდნა მიიღოს, ეს კონკრეტული ფსიქოლოგიური ქცევაა,
ხოლო თუ მოსწავლე სწავლობს ნიშნის მისაღებად, ან იმიტომ, რომ
მას აიძულებენ, ეს სრულიად განსხვავებული ქცევა იქნება.
როგორც იმპულსურ, ასევე ნებისმიერ ქცევას საფუძვლად უდევს
განწყობა. იმპულ­სური ქცევის შემთხვევაში, აქტუალური მოთხოვნი-
ლებისა და აქტუალურად მოცემული სიტუაციის ურთიერთობის ნი-
ადაგზე, ადამიანს უჩნდება განწყობა, რომელიც ქცევას საფუძვლად
ედება. ნებისმიერი ქცევა კი არ ემსახურება აქტუალური მოთხოვნი-
ლების დაკმაყოფილებას და არც აქტუალურ, კონკრეტულ სიტუაციას
აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგალითად, როცა ადამიანს გადა-
საწყვეტი აქვს, კონცერტზე წავიდეს თუ სახლში დარჩეს და იმეცადი-
ნოს, ის ორივე სიტუაციას წარმოიდგენს, გაიაზრებს, თუ რა შედეგი
მოჰყვება ერთს ან მეორეს. იმის მიხედვით, თუ მე-ს რომელი მოთ-
ხოვნილება ექნება პიროვნებას, სახლში დარჩენის ან კონცერტზე
წასვლის განწყობა იქმნება. განწყობა, რომელიც გადაწყვეტილების
გამოტანის მომენტში ჩნდება და რომელიც საფუძვლად ედება ნების-
მიერ ქცევას, წარმოსახული, აზრითი სიტუაციის საფუძველზე იქმნება.
ამრიგად, იმპულსურ ქცევას საფუძვლად აქტუალური სიტუაცია
უდევს, ხოლო ნებისმიერ ქცევას კი წარმოსახული, აზრითი სიტუაცია.

ნებისმიერი ქცევის განვითარება ბავშვებთან

სამ წლამდე ასაკის ბავშვის აქტივობისთვის დამახასიათებელია


ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია. ერთი მხრივ, იგი წინააღ-

12
მდეგობის გარეშე ემორჩილება უფროსების რეგულაციას და, მეორე
მხრივ, ბუნებრივი ტენდენციების ძლიერი იმპულსის ზეგავლენით,
დაბრ­კოლებასთან ბრძოლისა და წინააღმდეგობის დაძლევის უნარი
ვითარდება. მაგალითად, სიარულის სწავლისას ხშირია შემთხვევა,
რომ ბავშვი ძირს ეცემა, შეიძლება იტკინოს კიდეც რამე; მაგრამ, მი-
უხედავად ამისა, ის კვლავ ცდილობს, ფეხზე ადგეს და გაიაროს.
3-4 წლის ასაკი არის „პირველი ჟინიანობის“ პერიოდი. როგორც
დ. უზნაძე აღნიშნავს, ბავშვი ჯიუტ არსებად იქცევა. ის ცდილობს საკუ-
თარი სურვილების დაკმაყოფილებას და ხშირად ძლიერ წინააღმდე-
გობას უწევს უფროსებს, რათა თავისი გაიტანოს. ძალიან მალე ბავშვი
აქტივობის განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. აცნობიერებს რა
ობიექტურად არსებული წესების გარდაუვალობას, ის კვლავ დამჯერი
ხდება. იგი გრძნობს, რომ ობიექტურ ვითარებას ანგარიში უნდა გა-
უწიოს, რადგან წესებს ვერ შეცვლის და თავისი ნებით ემორჩილება.
უზნაძის თანახმად, განვითარების ამ საფეხურზე ნებისმიერი ქცევის
საფუძველი მზადდება და მისი გამოვლენის პირველი ნიშნები იჩენს
თავს. ბავშვი თავის იმპულსებს გარედან მომდინარე წესებს უმორ-
ჩილებს. ბავშვმა იცის, რომ ის, რასაც წესი ავალებს (მას შეიძლება ეს
სულაც არ მოსწონს), უნდა შესრულდეს. 4-7 წლის ბავშვი წესის მიზან-
შეწონილობის საკითხს არ აყენებს (ეს ჯერ უცხოა მისთვის). წესების
შესრულების აუცილებლობას განაპირობებს უფროსების ავტორიტეტი.
სწავლის დაწყებასთან ერთად, ბავშვი თავისი ქცევის მართ-
ვის უნარს ეჩვევა. ქცევის მიზანს განსაზღვრავს არა ბავშვი, არამედ
უფროსი. ამ პერიოდში ბავშვი უკრიტიკოდ იღებს უფროსების მიერ
დაწესებულ წესებს და აზრადაც არ მოსდის, რომ ავტორიტეტული
უფროსები შეიძლება ცდებოდნენ. სწავლის პროცესი ხელს უწყობს
ნებისმიერი ქცევის უნარის განვითარებას.
მოზარდობის პერიოდში ხელმეორედ თავს იჩენს ნეგატივიზმი და
სიჯიუტე. მოზარდი მიისწრაფვის დამოუკიდებლობისაკენ და ებრძვის
უფროსების მიერ დადგენილ წესებს. როგორც დ. უზნაძე აღნიშნავს,
ჯიუტობის ეს მეორე პერიოდიც მალე გაივლის და ადამიანის ქცევის
განვითარების მაღალ საფეხურს უთმობს ადგილს. მოზარდის ფან-
ტაზია (წარმოსახვა) და ინტელექტი იმდენადაა განვითარებული, რომ
მას თავისი ქცევის რეგულაცია თვითონ შეუძლია. ამრიგად, მოზარდი
ნებისმიერი აქტივობის საფეხურს აღწევს.

13
ფუნქციური ტენდენცია და ასაკობრივი გარემოს ცნება

რა განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას _ ბიოლოგი-


ური ფაქტორი თუ სოციალური გარემო?
დ. უზნაძის თანახმად, განვითარებას ბიოლოგიური და სოციალუ-
რი ფაქტორების დამოუკიდებელი მოქმედება კი არ განსაზღვრავს,
არამედ მათი განუყრელი მთლიანობა. ცოცხალი ორგანიზმის შინაგა-
ნი შესაძლებლობები მხოლოდ შესატყვისი გარე პირობების ნიადაგზე
პოულობენ რეალიზაციის საშუალებას.
იბადება კითხვა _ თუ ცოცხალი ორგანიზმის განვითარება მთლი-
ანად იმაზეა დამოკიდებული, შეხვდება თუ არა მისი შინაგანი შესაძ-
ლებლობები სწორედ იმ გარემო პირობებს, რომელიც მათ შეესატყ-
ვისება, მაშინ როგორ არის შესაძლებელი ახალშობილის განვითარე-
ბა? იგი ხომ მრავალრიცხოვან გამღიზიანებელთა გარემოში იწყებს
ცხოვრებას, რომელიც არავითარ ანგარიშს არ უწევს მის შინაგან შე-
საძლებლობებს. ასეთ პირობებში კი, ნაცვლად ზრდისა და განვითა-
რებისა, მოსალოდნელია, იგი დაიღუპოს.
დასმულ კითხვაზე დ. უზნაძე იძლევა შემდეგ პასუხს _ როდესაც
ბავშვი იბადება, ფიზიკური გარემო არასდროს არ იწყებს მასზე უშუ-
ალოდ ზემოქმედებას. ტემპერატურა, სინათლე, ბგერა და ა.შ. უშუ-
ალოდ როდი მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე, არამედ აღმზრდელი
ახდენს ამ გამღიზიანებლების შერჩევას და მოდიფიცირებას. ბავშვს
იცავენ ზედმეტი სიცხისგან და სიცივისგან, ხმაურისგან და ძლიერი
სინათლისგან. აღმზრდელი ახალშობილის ორგანიზმზე მხოლოდ იმ
გამღიზიანებლებს ამოქმედებს, რომელიც მის შინაგან ძალებს შე-
ესატყვისება და, შესაბამისად, მისი განვითარების შესაძლებლობას
იძლევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალშობილი ნამდვილ ფიზი-
კურ გარემოში კი არ იწყებს ცხოვრებას, არამედ სოციალურ გარე-
მოში.
თავისთავად ცხადია, რომ ეს არა მხოლოდ ახალშობილის შესახებ
შეიძლება ითქვას. ფიზიკური სინამდვილე ბავშვის სიცოცხლის შემდეგ
პერიოდებშიც სოციალური წრის მიერ განსაზღვრული და სახეშეცვ-
ლილი გამღიზიანებლების სახით მოქმედებს მასზე. რა თქმა უნდა,
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, ფართოვდება ფიზიკური გარემო-
დან შერჩეული ელემენტების წრე. დ. უზნაძის მიხედვით, ბავშვის გან-

14
ვითარება მხოლოდ შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ერთიანობის
ნიადაგზეა შესაძლებელი. განვითარება სოციალურად განსაზღვრუ-
ლი ასაკობრივი გარემოს ზემოქმედების პირობებში ხორციელდება.
ამგვარად, ბავშვის თითოეული პერიოდის განვითარებას ასაკობრივი
გარემო განსაზღვრავს.
მაგ­რამ რა გან­საზღ­ვრავს თვი­თონ ასა­კობ­რივ გა­რე­მოს? რით ხელ­
მძღვა­ნე­ლობს სოციალური წრე, როდესაც გამ­ღი­ზი­ა­ნე­ბელ­თა შერ­­ჩე­
ვა­ს და მოდიფიკაციას ახ­დენს, ან თვითონ ბავშვი, რომელიც გან­საზღ-
ვრულ გამღიზიანებლებს ირჩევს თავის გარემოდ?
დ. უზნაძის მიხედვით, განვითარება მხოლოდ მაშინ ხდება შესაძ-
ლებელი, თუ გარემო ბავშვის შინაგან ძალთა განვითარების დონეს
შეესატყვისება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა გამღიზიანებლები
შევა ასაკობრივ გარემოში, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხასი-
ათის და რა დონის ძალები აქვს ბავშვს შესატყვის ასაკში მოცემული.
მა­შა­სა­და­მე, ასაკობ­რივ გა­რე­მოს ბავშვის ში­ნა­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა
დო­ნე გან­საზღ­ვრავს.
ამ­რი­გად, ერ­თი მხრივ, ბავ­შვის ძალ­თა გან­ვი­თა­რე­ბა მას­ზე მოქ­მედ
ასა­კობ­რივ გარემო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხო­ლო, მე­ორ ­ ე მხრივ, პი­რი­
ქით, თვი­თონ ასა­კობ­რი­ვი გა­რე­მოს ში­ნა­არ­სი ბავ­შვის ძალ­თა გან­ვი­
თა­რე­ბის დო­ნით გა­ნი­საზღ­ვრე­ბა.
რასაკვირველია, ასაკობრივი გარემო გამუდმებით იცვლება, ახალ-
ახალი სტიმულებით ივსება, რაც განსაზღვრავს კიდეც განვითარების
პროცესს. ეს რომ ასე არ იყოს, განვითარების პროცესიც ვერ შედგე-
ბოდა.
სასკოლო ასაკი თავისი სპეციფიკური ნიშნებით ხასიათდება. მას-
წავლებელი ქმნის ასაკობრივ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს
მოსწავლის განვითარებას. სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვ-
ნელობა სასწავლო გარემოს სწორ ორგანიზებას. თუ მასწავლებელი
აწესრიგებს სასწავლო გარემოს, მოსწავლის შესაძლებლობების გათ-
ვალისწინებით, ამით უზრუნველყოფს კიდეც მათი შესაძლებლობე-
ბის შემდგომ განვითარებას. უკვე განვითარებული შესაძლებლობები
კი ახალი სასწავლო გარემოს შექმნის აუცილებლობას მოითხოვს.
დ. უზნაძის თანახმად, ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ
მდგომარეობას მოძრაობა, აქტივობა შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ
შეუძლებელია მას რაიმე ძალა, რაიმე ფუნქცია ჰქონდეს და ეს უკა-

15
ნასკნელი მანამდე უმოქმედოდ იყოს, სანამ მას ამ მდგომარეობიდან
რაიმე გარე გამღიზიანებელი არ გამოიყვანს. ამა თუ იმ ფუნქციის,
ამა თუ იმ ძალის არსებობა ბუნებრივად მის მოქმედებას, აქტივობას
ნიშნავს. ყოველ შინაგანს გარეგანი ესაჭიროება, ყოველ ფუნქციას _
გარეგანი ობიექტი. მაშასადამე, შეუძლებელია, იგი არსებობდეს და
გარეგანისკენ (აქტივობისკენ) არ ისწრაფოდეს. ამას დ. უზნაძე ფუნქ-
ციურ ტენდენციას უწოდებს. ორგანიზმის ძალები არა მხოლოდ მოთ-
ხოვნილების დასაკმაყოფილებლად ამოქმედდება, არამედ თავისთა-
ვად, მარტო იმ ფაქტის გამო, რომ ისინი არსებობენ.
რა ასაკის ბავშვიც უნდა განვიხილოთ, გარდა იმ ძალებისა, რომე-
ლიც მისი არსებობისთვისაა საჭირო, მის განკარგულებაში ძალების
საკმაოდ ფართე წრე მოიპოვება, რომელთა არსებობასაც ამჟამად
მისთვის არავითარი ბიოლოგიური მნიშვნელობა არ აქვს. მაგალი-
თად, იმისათვის, რომ ახალშობილმა სიცოცხლე შეძლოს, მან წოვის,
სუნთქვის, საჭმლის მონელების ფუნქციების დამოუკიდებლად ამოქ-
მედება უნდა შეძლოს (ყველა მისი დანარჩენი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებაზე უფროსები ზრუნავენ). მაშინ რა საჭიროა _ ხელე-
ბი, ფეხები, მხედველობის, სმენის და სხვა ორგანოების მთელი რიგი?
ყველა ეს ფუნქცია ბავშვმა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო და
მომავალში ისინი მისთვის ბიოლოგიურად აუცილებელია.
ამრიგად, ბავშვს ძალების ორი ჯგუფი გააჩნია _ კონკრეტულ ასაკში,
ერთი ჯგუფი, მისთვის ბიოლოგიურად არის აუცილებელი, მეორე კი _
ბიოლოგიურ გამოყენებას მოკლებულია. რა აძლევს ძალების მეორე
ჯგუფს ამოქმედების იმპულსს? დ. უზნაძის თანახმად, მათ ამოქმედებას
ფუნქციური ტენდენციის იმპულსით გამოწვეული აქტივაცია შეადგენს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბადებისთანავე, ბავშვი არა მხოლოდ
იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვა­
ნია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც
მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება გან­
ვითარების შემდგომ ეტაპებზე. მოცემულ ეტაპზე ეს „ზედმეტი“ ძალები
მოქმედებს ფუნქციური ტენდენ­ციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ
ძალთა მოქმედების გამოვლინე­ბაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის
საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება,
რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების სა-
ფუძველი ხდება.

16
სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში
სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, გან-
საკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების
თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას
აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასა-
ხული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუ­თარი ძალების გამოც-
დის, თანატოლებთან შეჯიბრების ხასიათს იძენს.
გარკვეულ ასაკში ბავშვს ისე უმწიფდება ამა თუ იმ ფუნქციათა სის-
ტემის შინაგანი შესაძლებლობები, რომ ის გარკვეულ ფუნქციურ ტენ-
დენციას გრძნობს. ამ შემთხვევაში, საკმარისია გარემოში ამ ფუნქციის
შესატყვისი პირობები შეხვდეს, რომ ფუნქციურმა ტენდენციამ იჩინოს
თავი. მაგალითად, კითხვის ფუნქციის მომწიფების შემთხვევაში, შესატ-
ყვისი გარე პირობების არსებობისას, იგი შესაბამის აქტივობაში გამოვ-
ლინდება.

ადამიანის ქცევის ფორმების კლასიფიკაცია

ქცევა აქტივობაა და ნიშნავს სუბიექტის ურთიერთობას გარემოს-


თან, გარე სინამდვილესთან. ქცევა განისაზღვრება მოთხოვნილებით
და იმ საგნით, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს.
დ. უზნაძე ქცევის პროცესს შემდეგნაირად განმარტავს _ ცოცხა-
ლი ორგანიზმი გარკვეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
მიმართავს გარე საგნობრივ სინამდვილეს, გარემო უშუალოდ მოქ-
მედებს მასზე და იმ საგნის შესატყვისი მოქმედებისთვის განაწყობს,
რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს.
ადამიანის ქცევის ფორმების დახასიათებისას, დ. უზნაძე გამო-
ყოფს მოთხოვნილებათა ორ დიდ კლასს, რომელიც ადამიანთა ქცე-
ვას აღძრავს და წარმართავს. ესენია _ სუბსტანციური და ფუნქციური
მოთხოვნილებები. სუბსტანციური მოთხოვნილებები საფუძვლად
ედე­­ბა ე.წ. ექსტროგენურ (გარეგანი წარმოშობის) ქცევებს, როგორი-
ცაა: შრომა, საქმე, მომსახურება, თვითმომსახურება და სხვა. როდე-
საც ადამიანს რაიმე მოთხოვნილება უჩნდება, რომლის დასაკმაყო-
ფილებლად გარკვეული ობიექტია საჭირო, მაგალითად, როდესაც
ადამიანს ჭამის მოთხოვნილება უჩნდება, რომლის დაკმაყოფილებაც,

17
ვთქვათ, პურის საშუალებით შეიძლება, მაშინ, მოცემულ სიტუაციაში
შექმნილი განწყობის საფუძველზე, ის სწორედ იმ ძალებს აამოქმე-
დებს, რომელიც ამ ობიექტის (პურის) მისაღებადაა აუცილებელი.
როგორც ვხედავთ, ადამიანის ქცევის განწყობას და ქცევას საგანი
განსაზღვრავს, რომლის მოთხოვნილებაც მას აიძულებს, აქტივობას
მიმართოს. ამ შემთხვევაში ქცევა თითქოს გარედან (საგნიდან) იღებს
იმპულსს. ასეთ ქცევას დ. უზნაძე ექსტროგენურს უწოდებს.
ფუნქციური მოთხოვნილებები საფუძვლად ედება ე. წ. ინტრო-
გენურ (შინაგანი წარმოშობის) ქცევებს, როგორიცაა თამაში, შემოქ-
მედება, ესთეტიკური ტკბობა, სპორტი და სხვა. როგორც ზემოთ აღ-
ვნიშნეთ, ადამიანს არა მარტო ის მოთხოვნილებები აქვს, რომლის
დასაკმაყოფილებლადაც რაიმე ობიექტია საჭირო, არამედ აქტივო-
ბის მოთხოვნილებაც, რომელსაც დ. უზნაძე ფუნქციურ ტენდენციას
უწოდებს. ამ შემთხვევაში ქცევა გარედან კი არ არის განსაზღვრული,
არამედ შინაგანი იმპულსით. ასეთ ქცევას დ. უზნაძე ინტროგენურს
უწოდებს.
სუბსტანციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სიცოცხლის
არსებობისთვის, გაგრძელებისთვის და გადარჩენისთვის არის აუცი-
ლებელი და მიზანშეწო­ნილი (მაგალითად, კვების, უსაფრთხოების
მოთხოვნილება).
მაგრამ ადამიანს არა მარტო ფიზიკურ სხეულთან დაკავშირებული
და სხეულიდან მომდინარე მოთხოვნილებები აქვს, არამედ მოთხოვ-
ნილებები, რომლებიც მისი სოციალური ბუნების ნიადაგზეა აღმო-
ცენებული. მაგალითად, ადამიანისათვის განსაკუთრებით დამახასი-
ათებელია ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა),
რომელიც ცოდნის წყურვილის სახით განიცდება.
როცა რაიმე ინფორმაციის გაგება მაინტერესებს, ამისთვის არსე-
ბობს ორი გზა. პირველი _ შემიძლია ვინმეს მივმართო და იმ ინფორ-
მაციის მიწოდება ვთხოვო, რომელიც მაინტერესებს. ჩვენს ყოველდ-
ღიურ ცხოვრებაში ასეთი აქტივობის შემთხვევები ძალზედ ბევრია.
მაგალითად, ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებს, წიგნებს და ა.შ. უფრო-
სებსაც და ბავშვებსაც უყვართ ისეთი კითხვების დასმა, როგორიცაა
_ რა? რატომ?
არსებობს ინფორმაციის მოპოვების მეორე გზაც _ ადამიანი თვი-
თონ ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას. ამ მიზნით, ადამიანი ატა-

18
რებს კვლევა-ძიებას და ცოდნას საკუთარი გამოცდილების საფუძ-
ველზე იღებს.
ექსტროგენური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა შრომა, რომლის შედე-
გადაც იქმნება ობიექტური მნიშვნელობის მქონე პროდუქტი. შრომის
შემთხვევაში, ადამიანი ხელმძღვანელობს არა აქტუალური მოთხოვ­
ნილების იმპულსით, არამედ იმ განზრახვით, რომ შექმნას ისეთი
პრო­დუქტი, რომელსაც არა მარტო მოცემულ მომენტში ექნება ღირე-
ბულება. მაგალითად, მონადირეს ტყეში ღელე შეხვდა, რომელზე გა-
დასვლაც ვერ მოახერხა. იგი ჭრის ხეს და ღელეზე გადადებს. მონადი-
რეს გარკვეული აქტუალური მოთხოვნილება (მეორე ნაპირზე გადას-
ვლის მოთხოვნილება) აქვს, რომელიც მას გარკვეული მიმართულე-
ბით ამოქმედებს. თუკი მონადირეს არ აქვს მიზნად, უკან იმავე გზით
დაბრუნდეს, მაშინ მის მიერ გადებული ხიდი, როგორც ხიდი, აღარ
არსებობს. ამ შემთხვევაში მონადირემ გასწია არა შრომა, არამედ
თვითმომსახურების აქტივობა (ასევე ექსტროგენური ქცევა). ხოლო
თუ მონადირეს მიზნად აქვს ხიდის გაკეთება, რომელსაც შემდეგშიც
გამოიყენებს, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს შრომას.
ფუნქციური მოთხოვნილებანი კი რაიმე დანაკლისის შევსებას კი­­არ
ელტვიან, როგორც ეს ხდება სუბსტანციური მოთხოვნილებების დაკ-
მაყოფილებისას (მაგალითად, მწყურია და წყალს დავლევ), არამედ
საკუთრივ ფუნქციობისაკენ, მოქმედებისაკენ მიისწრაფვიან. ფუნქცი-
ობა ამ შემთხვევაში თვითმიზანია, და არა რაიმე სხვა მიზნის მიღწევის
საშუალება. დ. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის არსს სწორედ ეს
მოთხოვნილებები განსაზღვრავს. თამაშის დროს არანაირი პროდუქტი
არ იქმ­ნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შე-
სა­ძლებლობების გამოცდაა.
თამაშს, როგორც ქცევას, საფუძვლად უდევს ფუნქციის სიამოვნე-
ბა, ანუ თამაშის ძირითადი მოტივი ბავშვისთვის თვითაქტივობისგან
სიამოვნების მიღებაა.
სწორედ ამიტომ, ბავშვი ზოგჯერ მარ­ტოც მიმართავს საკუთარი
მოტორული აპარატის ამოქმედებას (რაც მას სიამოვნებას ანიჭებს).
იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს, სულ უფრო და უფრო
დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს. ამგვარად, თამაში
მოძრაობათა განვითარების, გაუმ­ჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემ-
სახურება და იგი შეჯიბრების პირო­ბებშიც ხორციელდება, რომელიც

19
გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად,
ბავშვი თამაშის გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ გარკ-
ვეულ წესებსა და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი
ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.
ზოგი ქცევა კი ორმაგი ბუნებისაა, იგი ერთდროულად ექსტროგე-
ნურიცაა და ინტროგენურიც, მაგალითად, სწავლა.
ჩვეულებრივ, ფიქრობენ, რომ სწავლა შრომის, კერძოდ კი, გონებ-
რივი შრომის ერთ-ერთი სახეა. დ. უზნაძე მიიჩნევს, რომ ეს მცდარი
შეხედულებაა. დ. უზნაძის თანახმად, როდესაც შრომასთან გვაქვს
საქმე, მხედველობაში ის პროდუქტი გვაქვს, რომელიც შრომის შე-
დეგად შეიქმნა. შრომის ცნება არავითარი სხვა ეფექტის მოცემას არ
გულისხმობს, ხოლო სწავლის შემთხვევაში კი სულ სხვა მდგომარე-
ობასთან გვაქვს საქმე.
ვთქვათ, ბავშვს წერას ვასწავლით. როდესაც ბავშვმა რამდენიმე
სიტყვის დაწერა ისწავლა, მან არა მარტო ამ სიტყვების დაწერა იცის,
არამედ, მას სხვა სიტყვების დაწერის უნარიც განუვითარდა. ამიტომ
წერის სწავლისთვის სრულიად არაა საჭირო ყველა იმ სიტყვის წერა
ვისწავლოთ, რომლის დაწერაც მომავალში დაგვჭირდება. სხვა სიტყ-
ვებით რომ ვთქვათ, ცოდნას არა მარტო კონკრეტული ცოდნის მოპო-
ვება აქვს მიზნად, არამედ მოსწავლის სათანადო ძალების განვითა-
რება. ამიტომ სწავლის შემთხვევაში არასდროს ვამბობთ, რომ მოს-
წავლეს კონკრეტული სიტყვის დაწერა ვასწავლეთ ან კონკრეტული
მაგიდის გაკეთება, არამედ ვამბობთ _ საზოგადოდ, წერა ან მაგიდის
გაკეთება ვასწავლეთ. შრომის შემთხვევაში კი, საზოგადოდ, რაიმე
საგნის გაკეთება სრული უაზრობაა, _ აღნიშნავს დ. უზნაძე.
ამრიგად, სწავლის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრე-
ტული ცოდნის შეძენა, არამედ იმ ძალების განვითარება, რომელიც
სწავლის პროცესში იღებენ მონაწილეობას.
თუ სწავლა აქტივობის ისეთი ფორმაა, რომლის მიზანიცაა შინა-
განი ძალების განვითარება, მაშინ, თამაშის მსგავსად, მასაც საფუძვ-
ლად ფუნქციური ტენდენცია უდევს. მაგრამ, თამაშისგან განსხვავე-
ბით, სწავლა ყოველთვის გულისხმობს ცოდნის (პროდუქტის) მიღე-
ბას.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის განვითარების პროცესში ჩვენ ვაძ-
ლევთ „საგანს“ ბავშვის იმ ძალებს, რომელიც ფუნქციური ტენდენციის

20
საფუძველზე ამოქმედდნენ. მაგალითად, როცა მეტყველების ფუნქ-
ცია მომწიფდება, ჩნდება მისი ამოქმედების ტენდენცია. მეტყველება
კი რომელიმე კონკრეტულ ენაზე შეიძლება. მაშასადამე, შეუძლებე-
ლია მეტყველების ფუნქციური ტენდენცია დაკმაყოფილდეს, თუ მას
გარედან არ მივცემთ „საგანს“, რომელიმე ენის მასალას. ანდა მეორე
მაგალითი: ვთქვათ, ბავშვს იმდენად მოუმწიფდა ანგარიშის წარმო-
ების გონებრივი ფუნქცია, რომ მისი ამოქმედების ტენდენციამ იჩინა
თავი. თავის თავზე მინდობილი ბავშვი ალბათ მხოლოდ პრიმიტიული
აზროვნების განვითარებას შეძლებს. სკოლაში კი ბავშვს გარედან მი-
ეწოდება მათემატიკური ოპერაციების განხორციელების წესები.
ამრიგად, სწავლა ბავშვის შინაგანი ძალების ფუნქციური ტენდენ-
ციის გამოვლენას გულისხმობს, მაგრამ ეს გამოვლენა მხოლოდ იმ
მასალაზე ხდება, რომელიც უფროსების მიერ გარედან მიეწოდება.
ზემოთ ნათქვამის საფუძველზე შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი
დასკვნა, რომ სწავლა, ერთი მხრივ, სუბსტანციური მოთხოვნილებე-
ბის დაკმაყოფილებას ემსა­ხურება (მაგალითად, ინტელექტუალური
მოთხოვნილება, მასწავლებელთა მხრიდან შექების და აღიარების
მოთხოვნილება), მაგრამ, მეორე მხრივ, იგი მოსწავლის განვითარე-
ბის პროცესში მყოფი ძალებისა და ფსიქიკური ფუნქციების თვითაქ-
ტივობის (ფუნქციურ) მოთხოვნილებას ეყრდნობა.
სწავლა ინტროგენური ქცევის ფორმადაც შეიძლება ჩაითვალოს
და ექსტროგენურადაც. თუმცა იგი არც ერთს წარმოადგენს და არც
მეორეს. იგი უფრო გარდამავალი ფორმაა ქცევის ორ ძირითად კატე-
გორიას შორის, აღნიშნავს დ. უზნაძე.

დ. უზნაძის პედაგოგიკური შეხედულებები

დ. უზნაძე, განწყობის თეორიის პრინციპებზე მსჯელობისას, ხში-


რად საუბრობს პედაგოგიკაზე, მოსწავლისა და მასწავლებლის ურ-
თიერთობაზე. თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოთქმული მისი იდეები
დღესაც აქტუალურია.
დ. უზნაძის აზრით, აღზრდა არის სწრაფვა იდეალისკენ. აღზრდა
სოციალურად განსაზღვრული პროცესია, რადგან ადამიანი თავი-
სი­ არსით არის სოციალური. ბავშვი არ არის პატარა მოზრდილი და

21
აღმზრდელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ არ ჩასწვდება ბავშვის
ბუნებას. მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა მისცემს მას შესაძ-
ლებლობას, უმტკივნეულოდ შეუხამოს სოციალური ხასიათის მიზნები
ბავშვის ბუნებრივი განვითარების მიმართულებას.
აღზრდის მიზანთა სოციალური ბუნების აღიარებას მიჰყავს დ. უზ-
ნაძე აღმზრდელობითი პროცესის უმთავრესი წინააღმდეგობის აღ-
მოჩენამდე, რომელსაც მან „აღზრდის ძირითადი ტრაგედია“ უწოდა.
უფსკრული აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებათა შორის
ჩნდება იმიტომ, რომ აღმზრდელი, როგორც სოციალური მიზნების მა-
ტარებელი, თუმცა კი თვლის, რომ აღსაზრდელის მომავალი კეთილ-
დღეობით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში არ აქცევს ყურადღებას
აღსაზრდელის სურვილებს, არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდი-
ვიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტი-
ვებით. ის, რაც, აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობას წარმოადგენს,
აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებად იქცევაო, - წერდა დ. უზნაძე.
„აღზრდის ტრაგედიის“ გადალახვაში გადამწყვეტ როლს უნდა ასრუ-
ლებდეს მასწავლებელი.
ადამიანები ბევრ რამეს ვსწავლობთ ჩვენდაუნებურად, სტიქი-
ურად, ლატენტურად. მით უფრო ბავშვი _ რაც უფრო პატარაა, მით
უფრო დამახასიათებელია მისთვის ამ ტიპის სწავლა. ლატენტური
სწავლის პროცესში ბავშვი მიზანდასახულობის გარეშე, თავისდ­ა­
უნებურად, მაგალითად, თამაშის პროცესში, ბევრ რამეს სწავლობს.
ამ დროს ბავშვის განწყობას აქტუალური მოთხოვნილება (რა მოთ-
ხოვნილებაც მოცემულ მომენტში აქვს მას) და აქტუალური სიტუაცია
ქმნის. თუ ბავშვს თამაშის მოთხოვნილება აქვს და შესაბამისი სი-
ტუაციაც არსებობს ამ ქცევის განსახორციელებლად _ იგი თამაშობს.
თამაშის პროცესში ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს მიზანდასახულობის
გარეშე _ ივითარებს მოტორულ უნარებს, ეუფლება წესებს, ვარჯიშ-
დება სოციალურ ურთიერთობებში, აღმოაჩენს საგნის უამრავ თვისე-
ბას და ა.შ.
სასკოლო სწავლა კი გაცნობიერებული, მიზანდასახული აქტივო-
ბაა, რომელიც აზროვნებისა და ნებისყოფის მონაწილეობას გულის-
ხმობს. სწავლის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვი, როგორც
აქტიური სუბიექტი, იღებს გადაწყვეტილებებს, რითაც იქმნება სათა-
ნადო აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო განწყობა.

22
აღმზრდელი, როგორც სოციალური მიზნების მატარებელი, მომა-
ვალზეა ორიენტირებული, ხოლო აღსაზრდელი კი აწმყოს სუბიექტია,
რომელსაც ახლა სურს რაღაც და მასზე უარის თქმა უჭირს. მასწავლე-
ბელმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ თავიდან ბავშვის სწავლა მის უშუ-
ალო მისწრაფებებს და ინტერესებს დაუქვემდებაროს _ წარმატების
მიღწევის მოთხოვნილებას, ცნობისმოყვარეობას, ფუნქციობის მოთ-
ხო­ვნილებას. მხოლოდ კარგი ნიშნით, შექებით, მატერიალური ინტე-
რესით (გარეგანი მოტივაცია) განხორციელებული სასწავლო აქტივობა
მოსწავლისთვის არაფრის მომტანია. თანაც გარეგანი მექანიზმებით
გაზრდილი მოტივაცია ამ მექანიზმების ამოწურვისთანავე ქრება.
მოსწავლის სასწავლო აქტივობები განპირობებული უნდა იყოს
შინაგანი მოტივაციით (ცნობისმოყვარეობა, ინტერესი და ა.შ.). ასეთ
დროს მოსწავლისთვის თავად აქტივობა უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე ჯილდო. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს უნდა ორიენ-
ტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანისთვის დამახასიათებელი
ერთ-ერთი მოთხოვნილება _ ინტელექტუალური (ცნობისმოყვარე-
ობა) მოთხოვნილება ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს. ბავშვს
გაუჩნდება სწავლის მოთხოვნილება და, შესაბამისად, განწყობაც.

ცნობისმოყვარეობის (ინტერესის) გაღვიძება მოსწავლეებში

რეკომენდაციები:
გამოავლინეთ მოსწავლეთა ინტერესები, ჰობი, მათთვის საინტე-
რესო საქმიანობა, რომელიც გაკვეთილებსა და დისკუსიებში შეიძ-
ლება იქნეს ჩართული.
ხელი შეუწყვეთ მოსწავლეთა შორის ურთიერთობას, რათა მათ
ერთმანეთს გაუზიარონ პირადი გამოცდილება, ნახატები, ნაწე-
რები, დასვან კითხვები, გასცენ პასუხები (რა წიგნს კითხულობ?
რომელი პოეტი გიყვარს?), რათა მათ მეტი გაიგონ ერთმანეთის
ინტერესებზე.
გამოავლინეთ კლასის ექსპერტები სხვადასხვა საქმიანობაში
(ვინ იცის, როგორ ავაგოთ კომპიუტერით გრაფიკები? როგორ
მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში?).
იქონიეთ მოსწავლეთა ინტერესებისა და ჰობის შესაფერისი
საკლასო ბიბლიოთეკა.

23
უფლება მიეცით მოსწავლეებს, გააკეთონ არჩევანი თავიანთი
ინტერესების გათვალისწინებით.
ჩართეთ სწავლების პროცესში იუმორი, პიროვნული გამოცდილე-
ბა, ანეკდოტები, რაც ხელს შეუწყობს კლასში პოზიტიური სასწავ-
ლო გარემოს შექმნას.
მოუყევით მოსწავლეებს თქვენი საკუთარი ინტერესების, ჰობის
შესახებ.
გამოიყენეთ საინტერესო შინაარსისა და დეტალების შემცველი
მასალა.
გამოჩენილი ადამიანების წერილები და დღიურები _ ლიტერა-
ტურის გაკვეთილზე.
ისტორიული დოკუმენტები და წყაროები _ ისტორიის გაკვე-
თილზე.
შექმენით სიურპრიზების მოლოდინისა და ცნობისმოყვარეობის
აღმძვრელი სიტუაცია.
სთხოვეთ მოსწავლეებს, წინასწარ განსაზღვრონ, რა მოხდება
ექსპერიმენტში. შემდეგ კი აჩვენეთ შედეგი.
მოიყვანეთ ციტატები ისტორიიდან და ჰკითხეთ მოსწავლეებს,
ვინ თქვა ეს?

პედაგოგმა უნდა იზრუნოს ბავშვის, როგორც ნებისმიერი ქცევის


განმხორ­ციელებელი სუბიექტის განვითარებაზე _ ისწავლოს გაცნო-
ბიერებულად, შეგნებულად, მიზანდასახულად. რაც, რასაკვირველია,
სრულიადაც არ გამორიცხავს მოსწავლის ინტერესების უგულებელ-
ყოფას. განსაკუთრებულ ყურადღებას დ. უზნაძე უთმობს დისციპლი-
ნას, როგორც ნებისყოფის განვითარების პირობას. ძლიერი ნებისყო-
ფა შეიძლება გახდეს დამანგრეველი ძალა, მაგრამ შეიძლება გახდეს
შემოქმედების საფუძველიც, თუკი დაკავშირებული იქნება ადამიანის
ძირითად, მუდმივ ღირებულებებთან, _ წერს დ. უზნაძე. ნებისყოფის
განვითარება მოითხოვს მის მუდმივ წვრთნას და სკოლა ამისთვის
საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება,
მაგრამ დას­რუ­ლებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ
პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა მხო-
ლოდ რაიმე ცოდნის შეძენას არ გულისხმობს, არამედ შესაძლებ-

24
ლობებისა და უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის
პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება
ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების გან-
ვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო
მეტიც, დ. უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა
და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვა-
ვებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია მასწავლებ-
ლის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე მიმდინარეობს და, ამ
მხრივ, სწავლა ქცევის გა­რდამავალი ფორმაა _ თამაშსა და შრომას
შორის.
სასკო­ლ­ო გარემოში სწავლა, გარკვეულ სასწავლო მასალასთან
ერთად, აუცილე­ბლად გულისხმობს მასწავლებელსაც, კერძოდ კი
მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მა-
სალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ _
სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავ-
ლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით
გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის
ცოდნისა და უნარების აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მე-
ორე მხრივ კი _ მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი
შეუწყოს განვითარებას.
მასწავლებლის ფუნქციაა, მოსწავლისათვის ახალი მასალის მი-
საწვდომად გადაცემა, ახსნა. დ. უზნაძის თანახმად, ახსნა კი უცნობის
ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და
ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.
სწავლების პროცესში მასწავლებელი შუამავალია შესასწავლ მა-
სალასა და მოსწავლეს შორის. ახსნის შედეგად, მანამდე პრაქტიკუ-
ლად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექ-
ტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისაწ­ვდომი.
ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლების ძირითადი არსი ახსნაში
და, ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა
და მოსწავლის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწავლა თავის ნამდვილ, დასრულე-
ბულ შინაარსს სკოლაში სწავლისას იძენს. სასკოლო სწავლება, ერთი
მხრივ, გულისხმობს იმ ფსიქიკურ აქტივობას (სწავლას), რომელსაც
ბავშვი ახორციელებს რაიმეს შესასწავლად და, მეორე მხრივ, მასწავ-

25
ლებლის მონაწილეობას ამ პროცესში. იგი ასწავლის მოსწავლეს და
მისი ძალების შესატყვისად გარდაქმნის სასწავლო მასალას.
საუბრობს რა მასწავლებლის უდიდეს როლზე სწავლის პროცესში,
დ. უზნაძე ასეთ შეკითხვას სვამს _ ნუთუ სწავლება აუცილებელია და
არ შეიძლება მოზარდი თავისი საკუთარი თავისთვის მიგვენდო და
ხელმძღვანელის გარეშე დაგვეტოვებინა? რა თქმა უნდა, შესაძლებე-
ლია ადამიანმა კულტურული განვითარების პროცესში დაგროვილი
ცოდნა სავსებით ნატურალური გზით მიიღოს, მაგრამ ეს გზა ძალზე
გრძელი და ძნელად სავალი იქნებოდა. ასე ადამიანი შორს ვერ წა-
ვიდოდა. დასრულებული სახით, კაცობრიობის მიერ მოპოვებული
ცოდნა მეცნიერებაში არის თავმოყრილი და მათი სრულყოფილი
დაუფლება ბუნებრივი განვითარების გზით შეუძლებელია. მასწავლე-
ბელი კი მოსწავლეს ამ ცოდნას გადასცემს იმ ძალების გათვალისწი-
ნებით, რომელიც ბავშვის შესაძლებლობებში არსებობს, რა ძალებიც
სამოქმედოდ არიან განწყობილნი. მასწავლებლის როლი სწორედ
ისაა, რომ მან კარგად უნდა იცოდეს, რა ძალები როდის განეწყობიან
სამოქმედოდ და სასწავლო პროგრამა მას დააფუძნოს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, სწავლება სრულიად უნაყოფო იქნებოდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწავლა ორმხრივი პროცესია _ მოს-
წავლე და მას­წავლებელი. სწორედ აღმზრდელი განსაზღვრავს, თუ
რომელი ძალები უნდა იქნენ განვითარებულნი მოცემულ ეტაპზე და
რომელი _ შემდგომ. ეს ეხება არა მხოლოდ სწავლების პროცესს,
არამედ აღზრდასაც.
დ. უზნაძის აზრით, ფსიქიკური განვითარება შინაგან შესაძლებ-
ლობათა და მათთვის შესატყვისი პირობების შეხვედრის ნიადაგზე
წარმოებს. თუ შინაგანს შესატყვისი გარეგანი არ აქვს, მისი აქტივაცია
და, შესაბამისად, განვითარებაც არ ხდება. განვითარება ორივე მო-
მენტის შეხვედრის შედეგად ხდება შესაძლებელი. ამ შინაგან შესაძ-
ლებლობაში დ. უზნაძე, რა თქმა უნდა, ბავშვის ძალთა განვითარების
დონეს გულისხმობს, ხოლო გარე მოცემულობაში კი სასწავლო საგ-
ნებს. მათ შორის შუამავლობს და განვითარების აუცილებელ პირო-
ბებს კი მასწავლებელი ქმნის.
დ. უზნაძე თავის მოსაზრებებს გამოთქვამს აგრეთვე სასწავლო
პროგრამ­ის აგების შესახებ. მოღვაწეობის შედარებით ადრეულ პე-
რიოდში იგი მიუთითებდა, რომ მასალა, რომელიც მოსწავლეს ეძ-

26
ლევა სწავლების პროცესში შესასწავლად, არ უნდა სცილ­დებოდეს
ბავშვის ინტერესების სფეროს. შემდგომში ის გამოთქვამს მოსაზრე-
ბას, რომ მართალია, სასწავლო მასალა მოზარდის აზროვნების ფსი-
ქოლოგიურ წესს უნდა მისდევდეს, მის ძალთა განვითარების დონეს
უნდა შეესატყვისებოდეს, მაგრამ, ამავე დროს, მიუთითებს, რომ იგი
რამდენადმე მაინც წინ უნდა უსწრებდეს განვითარების დონეს, წი-
ნააღმდეგ შემთხვევაში, როგორღა იქნებოდა შესაძლებელი წინსვლა
და როგორ გახდება იგი განვითარების უფრო მაღალ დონეზე ასვლის
პირობა? _ კითხულობს დ. უზნაძე.
დ. უზნაძის მიხედვით, სწავლებასა და განვითარებას შორის ურ-
თიერთდამო­კიდებულებას ერთი გარემოებაც ართულებს. კერძოდ
ის, რომ მეცნიერების სხვადასხვა დარგს, რომელსაც ჩვენ ვასწავლით
სკოლაში, თავისი მკაცრი ლოგიკა აქვს, გარკვეული სისტემითაა აგე-
ბული. შესწევს კი ბავშვს უნარი მისდიოს ამ წესს? ამ სირთულიდან
თავის დაღწევა იმით გახდება შესაძლებელი, თუ გვეცოდინება ბავშ-
ვის გონებრივი განვითარების ეტაპები, თუ რა შესაძლებლობები აქვს
ბავშვს ამა თუ იმ კონკრეტულ ეტაპზე და როგორ შეიძლება შეუთანხ-
მდეს იგი მეცნიერების შინაგან ლოგიკას.
სასწავლო მასალისა და ბავშვის შესაძლებლობების თანხვედრა
ურთულესი პროცესია და იგი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასწავ-
ლებლის მიერ უნდა იყოს წარმართული. ყოველივე ეს პედაგოგი-
საგან ხელოვანის მსგავს შემოქმედებას მოითხოვს. მასწავლებელი
ხსნის ახალ მასალას, უცნობი ნაცნობზე დაჰყავს, ახალი - ძველზე.
იგი ერთგვარი შუამავალია სასწავლო მასალასა და ბავშვის შესაძ-
ლებლობებს შორის, არეგულირებს ამ პროცესებს და ქმნის პირობებს
შემდგომი განვითარებისათვის, _ აღნიშნავს დ. უზნაძე.
პედაგოგიკური ხელობა, გარდა იშვიათი პედაგოგიკური ნიჭისა,
გულისხმობს პედაგოგიკურ უნარებსა და ჩვევებს, რომლებიც მასწავ-
ლებლის პროფესიის ტექნოლოგიას წარმოადგენს.

რეკომენდაციები:

1. გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძ-


ლე­ბლობები. ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალების შესრულებას,
რომელიც მის ძალებს აღემატება.

27
2. ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივო­ბის პროცესშია შესაძლე-
ბელი.
3. შეუქმენით სწავლისადმი, ახალი აქტივობისადმი დადებითი გან-
წყობა. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავ-
ლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს. დიდი მნიშვნელობა
აქვს, როგორ მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყო-
ბას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს. ამისთვის მასწავლე-
ბელმა შეიძლება გამოიყენოს შემდეგი ფრაზები:
გამარჯობა, მოგესალმებით! კვლავ მიხარია თქვენთან შეხვედ-
რა.
მე ძალიან მომწონს შრომისმოყვარე მოსწავლეები, მათთან
ძალიან საინტერესოა ურთიერთობა.
თქვენ საკმარისი ცოდნა გაქვთ იმისათვის, რომ დავალება კარ-
გად შეასრულოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მიპასუხებ.
ყველაფერი გამოგივა, ეჭვი არ მეპარება.
ეს მასალა ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ...
მე შენში ვხედავ ცნობისმოყვარე მოსწავლეს. შენ შეძლებ და-
ვალების შესრულებას.
შენ განსაკუთრებით კარგად ახსენი... ყველაზე მეტად შენს
ნაშრომში მომეწონა... შენი ნაშრომის ეს ნაწილი იმსახურებს
უმაღლეს შეფასებას.
4. სასწავლო მასალა, ერთი მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოსწავ-
ლის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის, მეორე მხრივ,
დაშორებული. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი იქნება.
5. საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გა-
რემო.
6. განამტკიცეთ სასურველი ქცევა _ ღიმილით, შექებით, ყურადღე-
ბით, ნიშნებით, თამაშით და სხვა სახალისო მოქმედებებით.
7. გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირ-
ველ რიგში, მოსწავლეების ინტერესებისა და სურვილების გათვა-
ლისწინებას გულისხმობს.
8. ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვი-
თარებაზე. აუცილებელია პიროვნების მთელი ძალების ამოქმედე-
ბა.

28
9. მოხსენით შიშები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ძალე-
ბის რწმენის ჩამოყალიბებაში. ამისათვის მასწავლებელმა შეიძ-
ლება გამოიყენოს შემდეგი ფრაზები:
ნუ შეგეშინდება შეცდომის დაშვების, მისი გამოსწორება შეიძ-
ლება.
ნუ შეგეშინდებათ, თუ გგონიათ, რომ მასალა ვერ გაიგეთ. ჩვენ
შემდეგ გაკვეთილზე კიდევ გავივლით მას.
ჩვენ ყველანი ვცდილობთ და ვეძებთ, მხოლოდ ასე შევძლებთ
რაიმეს მიღწევას.
ადამიანები სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე.

სწავლის პროცესის სწორი დაგეგმვის შემდეგ, დ. უზნაძის მიერ გა-


მოყენებული ცნება „აღზრდის ტრაგედია“ დაძლეული იქნება.

29
კითხვები გაგებისთვის:

1. რომელი ფაქტორები განაპირობებს განწყობის აღმოცენებას?


2. რას ნიშნავს ფიქსირებული განწყობა?
3. რა განსხვავებაა იმპულსურ და ნებისმიერ ქცევას შორის?
4. დ. უზნაძის თანახმად, რა პირობებშია შესაძლებელი ბავშვის გან-
ვითარება?
5. რას ნიშნავს ცნება „ასაკობრივი გარემო“?
6. ძალების რომელი 2 ჯგუფი გააჩნია ბავშვს?
7. რაში მდგომარეობს „აღზრდის ძირითადი ტრაგედია“?
8. დ. უზნაძე თვლიდა, რომ სასწავლო პროცესიდან ნიშნით შეფასება
უნდა განიდევნოს, ვინაიდან, როგორც წესი, ის სუბიექტურ ხასიათს
ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის
ნდობის ატმოსფეროს შექმნას. თქვენ რას ფიქრობთ?

30
გლოსარიუმი

განწყობა _ სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც გამოხა-


ტავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად.
ფიქსირებული განწყობა _ ადამიანზე კონკრეტული სიტუაციის ძლი-
ერი ზემოქმედების გამო, ან სიტუაციის ხანგრძლივი, მრავალჯერა-
დი ზემოქმედების შედეგად შექმნილი განწყობა.
ფუნქციური ტენდეცია _ ორგანიზმის ძალების თავისთავად ამოქმე-
დება, მარტო იმ ფაქტის გამო, რომ ისინი არსებობენ (არა მხო-
ლოდ მოთხოვნილების დასაკმაყოფი­ლე­ბლად).
ასაკობრივი გარემო _ ბავშვის განვითარების დონის გათვალისწინე-
ბით, სოციალური გარემოს მიერ ფიზიკური გარემოს გამღიზიანებ-
ლების შერჩევა და მოდიფიცირება.

31
გამოყენებული ლიტერატურა:

1. დ. უზნაძე (1967წ.), ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსი-


ქოლოგია, შრომები, ტომი 5, თბილისი, „მეცნიერება“.
2. დ. უზნაძე (2005წ.), პედაგოგიური თხზულებანი. თბილისი. „კოლო-
რი“.
3. დ. უზნაძე (1940), ზოგადი ფსიქოლოგია. თსუ-ის გამომცემლობა
4. ნ. ჯანაშია, ნ. იმედაძე, ს. გორგოძე (2008 წ.). განვითარებისა და
სწავლების თეორიები. საქართველოს მაცნე.

32
განხილული მასალიდან ყველაზე მეტად დამაინტერესა
განხილული მასალიდან ყველაზე მეტად დამაინტერესა
განხილული მასალიდან ყველაზე მეტად დამაინტერესა
განხილული მასალიდან ყველაზე მეტად დამაინტერესა
კითხვები, რომლებიც გამიჩნდა
კითხვები, რომლებიც გამიჩნდა
კითხვები, რომლებიც გამიჩნდა
www.tpdc.ge

You might also like