You are on page 1of 53

III თავი

ადამიანის აღქმა:

სხვა ადამიანების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბება

ორი პირველკურსელი სტუდენტი, რომლებმაც საერთო საცხოვრებელში ერთ ოთახში უნდა


იცხოვრონ, ჩამოდიან კოლეჯში და პირველად ხვდებიან ერთმანეთს. თითეული მათგანის ხასიათი -
თუ რამდენად ადვილია მასთან ურთიერთობა ან რამდენად ტაქტიანია - დიდ გავლენას მოახდენს
მეორის ცხოვრებაზე. შეხვედრის პირველივე წუთებიდან თითეული ცდილობს ჩამოაყალიბოს
შთაბეჭდილება მეორის შესახებ, რადგან ორივემ იცის, რომ მთელი მომდევნო წლის განმავლობაში
მათ ძალიან დიდი დროის გატარება მოუწევთ ერთად. მეცადინეობენ თუ არა ისინი ღამე
გვიანობამდე? რომელი მუსიკა უყვართ? როგორ უყურებენ თავიანთ ოთახში საღამოების მოწყობას?
ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი რამე გაიგონ ერთმანეთის შესახებ.

ადამიანები სხვების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოსაყალიბებლად იყენებენ ნებისმიერ ხელმისაწვდომ


ინფორმაციას - რათა იმსჯელონ მათი პიროვნული თვისებების შესახებ და ივარაუდონ, თუ როგორი
ტიპის ადამიანებს განეკუთვნებიან ისინი. ამ თავში ჩვენ ვისაუბრებთ პროცესზე, რომელსაც ეწოდება
პიროვნებათაშორისი აღქმა: როგორ ვაყალიბებთ შთაბეჭდილებას ადამიანების შესახებ, რომელ
ინფორმაციას ვიყენებთ ამ შთაბეჭდილებების ჩამოსაყალიბებლად, რამდენად ზუსტია ჩვენი
შთაბეჭდილებები და რა წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი ახდენს მასზე გავლენას.

ადამიანების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბების პროცესის განხილვისას აუცილებელია


გვახსოვდეს ექვსი სრულიად მარტივი და ზოგადი პრინციპი:

1. ადამიანები სწრაფად აყალიბებენ სხვების შესახებ შთაბეჭდილებას მინიმალური ინფორმაციის


საფუძველზე და შემდგომ მიაწერენ მას ზოგადი ხასიათის თვისებებს;
2. ადამიანები ყურადღებას აქცევენ ინდივიდის შედარებით თვალშისაცემ თვისებებს და არა
ყველა თვისების ერთობლიობას. ჩვენ ვამჩნევთ თვისებებს, რომელიც განასხვავებს ადამიანს
სხვებისგან ან უჩვეულო თვისებას.
3. ადამიანების შესახებ ინფორმაციის გადამუშავება მოიცავს მათი ქცევის გარკვეული
მნიშვნელობით აღქმას;
4. ჩვენი აღქმის ველი ორგანიზებულია სტიმულების კატეგორიზაციის ან დაჯგუფების
მიხედვით. ჩვენთვის დამახასიათებელია, რომ თითეული ადამიანი დავინახოთ არა როგორც
ცალკე ინდივიდი, არამედ როგორც რომელიმე ჯგუფის წევრი: თეთრხალათიანი ქალი არის
ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ქონდეს ისეთი თვისებები, რომელიც საერთოდ
არ გავს სხვა ექიმების თვისებებს;
5. ჩვენ ვიყენებთ მყარ კოგნიტურ სქემებს, რათა გავიაზროთ ადამიანების ქცევა. ქალის, როგორც
ექიმის იდენტიფიკაციისას, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ექიმების
შესახებ, რათა ავხსნათ მისი ქცევა ან გავიგოთ მისი ქცევის მნიშვნელობა;
6. ადამიანის მოთხოვნილებები და მიზნები გავლენას ახდენს სხვა ადამიანების მისეულ აღქმაზე.
მაგალითად, ადამიანის შესახებ შთაბეჭდილება, რომელიც მხოლოდ ერთხელ გვინახავს,
განსხვავდება იმ შთაბეჭდილებისგან, რომელიც გექმნებათ თქვენი ოთახის მეზობლის შესახებ
საერთო საცხოვრებელში (Shoda, Vischel, 1993).
1
ეს ზოგადი პრინციპები უდევს საფუძვლად იმას, რასაც განვიხილავთ მომდევნო თავებში - ჩვენ
ვისაუბრებთ ინფორმაციაზე, რომელსაც ვიყენებთ სხვა ადამიანების შესახებ შთაბეჭდილების
ჩამოსაყალიბებლად; იმ გზებზე, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას ერთად, და
იმის შესახებ, თუ ჩვენი საკუთარი მდგომარეობა, მაგალითად ჩვენი მიზნები ან განწყობილება,
როგორ ახდენს გავლენას ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ შთაბეჭდილებაზე.

რომელ ინფორმაციას ვიყენებთ?

სხვა ადამიანებთან დაკავშირებული ჩვენი ცოდნები და მოლოდინები, განისაზღვრება იმ


შთაბეჭდილებებით, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ მათ შესახებ. ფოტოსურათის ან ქუჩაში მოსიარულე
ადამიანის ერთი შეხედვა გვიქმნის შთაბეჭდილებას, თუ რა ტიპის იქნება ეს ადამიანი. თვითონ
სახელმაც კი, რომელიც გვესმის, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ხატი, ვისაც ეს სახელი ეკუთვნის.
როდესაც ორი ადამიანი წუთიერად ხვდება ერთმანეთს, მათ გარკვეული შთაბეჭდილებები უჩნდებათ
ერთმანეთის მიმართ. უფრო ხანგრძლივი კონტაქტისას, მათ უყალიბდებათ უფრო სრული და
მდიდარი შთაბეჭდილება, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ მოიქცევიან ეს ადამიანები
ერთმანეთის მიმართ, რამდენად მოეწონებათ ერთმანეთი, ექნებათ თუ არა ხშირი ურთიერთობა და
ა.შ.

ფიზიკური სიგნალები

როგორც განხილვიდან ჩანს, როდესაც ვაფასებთ სხვა ადამიანების თვისებებს, ჩვენ ჩვეულებრივ
ყურადღებას ვაქცევთ მათ გარეგნობას და ქცევას. მოცემულმა ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეუწყონ
იმას, რომ ჩვენ გვიყალიბდება გასაოცრად დეტალური შთაბეჭდილება. მაგალითად, თუ ვამჩნევთ,
რომ ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ჩაცმის კონსერვატორულ სტილს, შეიძლება ამ ადამიანს
მივაწეროთ სხვა თვისებებიც, ისეთი, როგორიც არის კონსერვატულობა პოლიტიკურ
შეხედულებებში. ჩვენ ასევე ვიყენებთ ქცევას, როგორც ადამიანების შესახებ მსჯელობის საფუძველს.
როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ეხმარება ჩვენი თანაკლასელი მოხუცს ქუჩაში გადასვლაში, ვაკეთებთ
დასკვნას, რომ იგი კეთილი ადამიანია.

„გამორჩეულობა“

როგორც მე-2 თავში იყო აღნიშნული, ადამიანები თავიანთ ყურადღებას ძირითადად მიმართავენ
აღქმის ველის იმ ასპექტებზე, რომლებიც უფრო გამოკვეთილია, - ფიგურაზე და არა უკნა ხედზე -
ფონზე. აღქმის ამ თავისებურებას ქვია ფიგურა-ფონის პრინციპი. შთაბეჭდილების ჩამოყალიბების
შემთხვევაში ძირითად მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით აქტიურად იქნება
გამოყენებული შედარებით განსხვავებული ორიენტირები. თუ მეცადინეობის პირველ დღეს
სტუდენტი ინვალიდის სავარძლით მოვა აუდიტორიაში, სხვა სტუდენტების შთაბეჭდილების
ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებით ძლიერ გავლენას მოახდენს ამ ადამიანის ფიზიკური დეფექტი.
ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ასაკი, რასობრივი მიკუთვნებულობა და სქესი მეორე ადგილზე გადავა.

რით გამოირჩევა ერთერთი თვისება,განმასხვავებელი? გარკვეული თვისების


როგორც
გამორჩეულობა განისაზღვრება მთელი რიგი აშკარად გამოხატული ობიექტური პირობებით.
ობიექტის აღქმის გეშტალტპრინციპების თანახმად შედარებით მნიშვნელოვანი პირობებია
2
სიმკვეთრე, ხმაური, მოძრაობა და სიახლე (McArthur, Post, 1977). მამაკაცი, რომელსაც აცვია კაშკაშა
წითელი სვიტრი, გამოირჩევა ადამიანებით სავსე საკლასო ოთახში და სწორედ სვიტრია მისი
აშკარად განმასხვავებელი მახასიათებელი. სტუდენტი, რომელიც შუა ლექციის მსვლელობის დროს
დგება და ყვირილით გადის აუდიტორიიდან, იპყრობს ჩვენს ყურადღებას, რადგან იგი ხმაურობს და
მოძრაობს, ხოლო შენობაში მყოფი ყველა დანარჩენი სტუდენტი ზის ჩუმად და უმოძრაოდ. ნებისმიერ
ნიშანს შეუძლია გახადოს რაიმე თვისება გარკვეული კონტექსტით უჩვეულო და უფრო შესამჩნევი
სუბიექტურ ჭრილში.

„გამორჩეულობის“ გავლენა. გამორჩეულობა განსაზღვრავს მთელ რიგ შედეგებს პიროვნებათშორის


აღქმაში. პირველი, ქცევის განმასხვავებელი მახასიათებლები იქცევენ მეტ ყურადღებას, ვიდრე
ძნელად შესამჩნევი და ნაკლებად აშკარა (Taylor, Fiske, 1978). მეორე, გამორჩეულობა გავლენას ახდენს
მიზეზობრიობის აღქმაზე: ჩვენ გვეჩვენება, რომ ადამიანები, რომლებიც შედარებით განსხვავებულები
არიან სხვებისგან, დიდ გავლენას ახდენენ თავიანთ სოციალურ კონტექსტზე (Taylor, Fiske, 1975).
პირველ რიგში მჯდომი სტუდენტი, რომელიც ხანდახან სვამს კითხვებს, დიდი ალბათობით იქნება
აღქმული სხვა სტუდენტების მიერ, როგორც დომინირებული დისკუსიის დროს, ვიდრე ის, რომელიც
ყველაზე უკან ზის და იღებს დისკუსიაში თანაბარ მონაწილეობას.

მესამე, შეფასება, რომელსაც აძლევენ თვალშისაცემ ადამიანებს, გაცილებით ექსტრემალურია, ვიდრე


ნაკლებად შესამჩნევი ადამიანების შეფასება. ტეილორმა, ფისკემ, კლოუზმა, ანდერსონმა და
რუდერმანმა (Taylor, Fiske, Close, Anderson & Ruderman, 1977) ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია,
რომლის დროსაც ისინი ცვლიდნენ ჯგუფის აფროამერიკელი წევრების სტატუსს: ზოგ ჯგუფში
თეთრკანიანი და შავკანიანანი წევრების რაოდენობა ერთნაირი იყო, ხოლო სხვა ჯგუფებში შავკანიანი
ამერიკელების მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იყო. ერთადერთი შავკანიანი წარმომადგენელი
თეთრკანიანებს შორის იყო უფრო შესამჩნევი, ვიდრე ის შავკანიანები, რომლებიც თანაბარი
რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი თეთრკანიანებთან ერთად. შავკანიანი ჯგუფის წევრის მიმართ
გაცილებით უფრო კეთილგანწყობილები იყვნენ, როდესაც იგი ერთი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც
თანაბრი რაოდენობით იყვნენ, ხოლო ადამიანი, რომელსაც უსიამოვნო თვისებები ქონდა, ფასდებოდა
კიდევ უფრო მეტად ნეგატიურად.

და ბოლოს, გამორჩეულობა აძლიერებს შთაბეჭდილების მთლიანობას (Taylor, 1981a). თუ


განსხვავებული ადამიანი სტერეოტიპული ჯგუფის წევრია, მაგალითად როგორიცაა „ნარკომანები“,
იგი წარმოგვიდგება როგორც მოცემული ჯგუფის სტერეოტიპისთვის დამახასიათებელი თვისებების
მატარებელი, მაგ, როგორიც არის დამნაშავეობისადმი მიდრეკილება, არამყარი მორალური სახე,
ცუდი მანერები, მოუწესრიგებელი და უპატიოსნო ქცევა.

განმასხვავებელი სიგნალები მეტად იზიდავენ ყურადღებას. ისინი უფრო მნიშვნელოვანია გავლენის


თვალსაზრისით, მივყევართ უკიდურეს შეფასებით მსჯელობამდე და განსაზღვრავენ განსჯის უფრო
მთლიანობით ხასიათს. განსხვავებულობის ეს ეფექტი აღწერეს ტეილორმა და ფისკემ (Taylor, Fiske,
1978), როგორც „კოტორი“ თავზე (Top of the head), რადგან ისინი ჩვენს ყურადღებას მართავენ უფრო
ზედაპირულ დონეზე. ამგვარად, როგორც მოსალოდნელი იყო, შედარებით ძლიერ ზემოქმედებას
ახდენენ განსაკუთრებით ნათელი და შთამბეჭდავი სტიმულები, რომლებსაც ადამიანების
ყურადღების მიქცევის უნარი აქვთ. განსხვავებულობის ეფექტი, როგორც ჩანს, არის საკმაოდ

3
ჩვეულებრივი, რომელიც აღმოცენდება, როგორც მნიშვნელოვან, ისე უმნიშვნელო სიტუაციებში
(Borgida, Howard-Pitney, 1983; Taylor, Crocker, Fiske & Sprinzen &Winkler, 1979).

ქცევის თავისებურებებიდან სახასიათო თვისებებამდე

ჩვენ ძალიან სწრაფად გადავდივართ გარეგნობით, ქცევით, ჟესატიკულაციით მიღებული


ინფორმაციიდან, რომელსაც გარედან ვაკვირდებით, პიროვნების დამახასიათებელი თვისებების
განხილვამდე, რომელიც საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი
(მაგალითად, Carlston, Skowronski & Sparks, 1995; Gifford, 1994). სახასიათო თვისებებისადმი
ყურადღების გამახვილება უფრო ეკონომიური და გავრცელებული საშუალებაა ადამიანის აღსაწერად,
ვიდრე ქცევის თავისებურებებზე ყურადღების გამახვილება. თუ გკითხავენ, როგორია თქვენი
მეზობელი, რომელიც თქვენთან ერთად ცხოვრობს ოთახში, და თუ თქვენ დაიწყებთ მისი ქცევის
ყველა დეტალის შესახებ მოყოლას, ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს. გარდა ამისა ადამიანმა, ვისაც
უყვებით თქვენი მეზობლის შესახებ, შეიძლება ვერც კი მიიღოს საჭირო ინფორმაცია. ამის ნაცვლად
თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ მეზობლის პიროვნული თვისებები, რათა შეაჯამოთ მის შესახებ
შეხედულება („იგი კეთილი, სენტიმენტალური ადამიანია, რომელიც გვიან წვება და ხმამაღლა უსმენს
როკ-მუსიკას“). ეს პროცესი, სავარაუდოდ მიმდინარეობს სპონტანურად, ავტომატურად, იმის
მიხედვით, თუ როგორ აღიქმება სხვა ადამიანის ქცევა (Uleman, Hon, Roman & Moskowitz, 1996). ხოლო
დამახასიათებელი თვისებები, თავის მხრივ, შეიძლება მოქმედებდეს როგორც ევრისტიკული სქემები
მომავალი ქცევის პროგნოზირებისთვის (Newmann, 1996).

ის ფაქტი, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად გადავდივართ ქცევის თავისებურებებიდან დამახასიათებელ


თვისებებამდე, რთულდება იმით, რომ დამახასიათებელი თვისებები ერთმანეთს განსაზღვრავენ. თუ
დავაკვირდებით ქალს, რომელიც ძაღლს ეფერება, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი კეთილია, და
მის სიკეთესთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებების საფუძველზე ვასკვნით, რომ იგი მეგობრულია,
გულითადია და მზად არის მეგობრების დასახმარებლად (Sedikides, Anderson, 1994). ამგვარად,
სრულიად უბრალო ქცევისეული აქტის საფუძველზე, ჩვენ პრაქტიკულად მთლიანი პიროვნების
შესახებ ვაყალიბებთ შეხედულებას. მნიშვნელობებს, რომელსაც აძლევენ ცალკეული
დამახასიათებელი თვისებები სხვა თვისებებს, უწოდებენ პიროვნების იმპლიციტურ თეორიას.

ადამიანებს, რომლებიც აღწერენ სხვებს, მიდრეკილება აქვთ გამოიყენონ მათი დამახასიათებელი


თვისებები იმ მომენტიდან, როდესაც პირველად იწყებენ მათზე დაკვირვებას, ხოლო რაც უფრო უკეთ
ეცნობიან, იზრდება კონკრეტული ადამიანის აღწერისას დამახასიათებელი თვისებების გამოყენების
ალბათობა (Park, 1986). მიუხედავად ამისა, არსებობს ინდივიდუალური სხვაობები, თუ რამდენად
განსაზღვრავს დამახასიათებელი თვისებები ცალკეული ადამიანის შეხედულებებს. ადამიანები,
რომლებსაც დიდი მოთხოვნილება გააჩნიათ სტრუქტურების მიმართ, უფრო მიდრეკილები არიან
ჩამოაყალიბონ სპონტანური შეხედულებები, რომელიც განისაზღვრება დამახასიათებელი
თვისებებით, ვიდრე ისინი, რომლებსაც არ ახასიათებთ მოცემული თვისება (Moscowitz, 1993).

კომპეტენტურობა და თანაზიარობა (ურთიერთობაზე ორიენტაცია). შეხედულება, რომელსაც ჩვენ


ვაყალიბებთ სხვა ადამიანების მიმართ დამახასიათებელი თვისებების საფუძველზე, განისაზღვრება
ორი მნიშვნელოვანი საზომით. ჩვენ გვახასიათებს შევაფასოთ სხვა ადამიანები იმ თვისებების
4
თვალსაზრისით, რომელიც გავლენას ახდენს ამოცანის შესრულების წარმატებულობაზე ანუ
გონებრივი უნარებით და ასევე მათი პიროვნებათშორისი და სოციალური თვისებების
თვალსაზრისით (Kim, Rosenberg, 1980). მაგრამ რასაკვირველია ამ ზოგადი საზომის ფარგლებში ჩვენ
ადამიანზე ვაყალიბებთ უფრო დეტალურ შთაბეჭდილებებს ან შეხედულებებს, მაგალითად, როგორია
მისი დამოკიდებულება მშობლების მიმართ თავის მეგობრების ურთიერთობასთან შედარებით ან
როგორია მისი წარმატებები ფიზიკაში, მუსიკასთან შედარებით.

ძირითადი თვისებები. მრავალ დისკუსიას იწვევს საკითხი იმის თაობაზე, არის თუ არა ზოგიერთი
თვისება მთავარი სხვა თვისებებთან შედარებით. მაგალითად, ისეთი თვისებების წყვილი, როგორიც
არის „გულითადი–გულგრილი“, ხშირად ასოცირდება მრავალ სხვა მახასიათებლებთან, მაშინ
როდესაც წყვილი „თავაზიანი – უხეში“ ასოცირდება მხოლოდ რამოდენიმე მახასიათებელთან.
დამახასიათებელ თვისებებს, რომლებიც იწვევენ მრავალი სხვა მახასიათებლების ასოციაციებს,
ეწოდებათ ძირითადი დამახასიათებელი თვისებები (Asch, 1946).

დამახასიათებელი თვისებების მნიშვნელობის ჩვენების კლასიკურ მაგალითში კელიმ (Kelley, 1950)


ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სტუდენტებს გააცნო მოწვეული მასწავლებლის პიროვნული
მახასიათებლების აღწერა მანამ, სანამ იგი ჩაატარებდა ლექციას. ნახევარ სტუდენტებს ქონდათ
აღწერა, რომელიც შეიცავდა სიტყვას „გულითადი“, ხოლო მეორე ნახევარ სტუდენტებს მისცეს
აღწერა, რომელიც შეიცავდა სიტყვას „გულგრილი“, სხვა დანარჩენი აღწერა იყო სრულიად
იდენტური. ამის შემდეგ ლექტორი შემოვიდა აუდიტორიაში და 20 წუთის განმავლობაში წაიკითხა
ლექცია, რის შემდეგაც სტუდენტებს თხოვეს მოეთხროთ თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ ამ
ადამიანზე. შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 3.1. შთაბეჭდილებებს შორის, რომლებიც ჩამოუყალიბდათ
სტუდენტებს, რომლებსაც უთხრეს, რომ ლექტორი გულითადია და სტუდენტებს, რომლებსაც
უთხრეს, რომ ლექტორი გულგრილია, საკმაოდ დიდი განსხვავება აღმოჩნდა. გარდა ამისა,
სტუდენტები, რომლებსაც ქონდათ მოლოდინი, რომ ლექტორი გამოავლენს გულითადობას, ქონდათ
ლექტორთან უფრო თავისუფალი ურთიერთობის ტენდენცია და უფრო ხშირად ერთვებოდნენ
დიალოგში. განსხვავებულმა აღწერამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ სტუდენტების
შთაბეჭდილებაზე ლექტორის შესახებ, არამედ მათ ქცევაზეც ურთიერთობის დროს.

თვისებების სიმყარე. როგორც კი ვაყალიბებთ შეხედულებას სხვა ადამიანის ქცევის მნიშვნელობის


შესახებ, იგი იწყებს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ
ჩვენი შთაბეჭდილება მეგობრის მიმართ, როგორც მეგობრულ და მზრუნველ ადამიანზე, დიდი ხნის
შემდეგ, როცა უკვე დავიწყებული გვაქვს კონკრეტული შემთხვევა, როდესაც იგი დაეხმარა
მოხუცებულ ადამიანს ქუჩაში გადასვლაში (Wyer, Srull & gordon, 1984). როდესაც გეკითხებიან, თუ
რამდენად კეთილი და მზრუნველია თქვენი მეგობარი, თქვენ ალბათ მიმართავთ თქვენს აპრიორულ
შეხედულებას მის დამახასიათებელ თვისებებზე, ვიდრე კონკრეტული მოვლენის გახსენებას (Fiske,
Neuberg, Beattie & Milberg, 1987). ამგვარად ადამიანის დამახასიათებელი თვისებების შესახებ
შეხედულება ყალიბდება სწრაფად, სპონტანურად, მინიმალური ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო
შემდეგ ინახება დიდი ხნის განმავლობაში მას შემდეგ, რაც გვავიწყდება ინფორმაცია, რომელზეც იყო
დაფუძნებული თავდაპირველად.

ცხრილი 3.1

„გულითადობის“ და „გულგრილობის“ თვისებების გავლნა სხვა თვისებებზე


5
ხარისხი ინსტრუქციები*
გულითადობა გულგრილობა
ეგოისტური 6,3 9,6
კომუნიკაბელური 5,6 10,4
არაპოპულარი 4,0 7,4
ოფიციალური 6,3 9,6
გაღიზიანებადი 9,4 12,0
იუმორის არ მქონე 8,3 11,7
სიხისტე 8,6 11,0
*ამა თუ იმ თვისების ფლობის ხარისხი განისაზღვრება შეფასების სიდიდით.
წყარო: H.H. Kelley (1950), Journal of personality, 18p.434.

კატეგორიზაცია

ისეთი სოციალური კატეგორიები, როგორიც არის სქესი, რასა ან სოციალური მდგომარეობა, ასევე
ახდენს გავლენას ჩვენს აღქმაზე. ადამიანები არ რეაგირებენ განმასხვავებელ სტიმულებზე, როგორც
აბსულუტურად დამოუკიდებელზე; ისინი სპონტანურად და უმალვე აღიქვამენ სტიმულებს, როგორც
რომელიმე ჯგუფის ან კატეგორიის ნაწილს. მაგალითად, ჩვენ ვერ აღვიქვამთ გაუპარსავ, ჭუჭყიან,
გაწეწილ მამაკაცს, რომელსაც აცვია დახეული ფეხსაცმელი და ხელში უჭირავს ძველი პარკი, როგორც
განსხვავებული ტიპის ადამიანურ არსებას; ჩვენ მაშინათვე ვაკუთვნებთ მას მაწანწალების
კატეგორიას. როდესაც მივდივართ კალათბურთის მატჩზე, ჩვენ ჩვეულებრივ ვყოფთ ადამიანებს ხუთ
სოციალურ ჯგუფად: ორივე გუნდის წევრები, მსაჯები, მხარდამჭერები და მაყურებლები.
კატეგორიზაციის ან დაჯგუფების პროცესი მიმდინარეობს სპონტანურად და არ მოითხოვს დროს
მოსაფიქრებლად. ყველაზე მარტივ დონეზე ჩვენ ვახორციელებთ კატეგორიზაციას გარეგნულად
ბუნებრივი მსგავსების საფუძველზე. ჩვენთვის დამახასიათებელია მივაკუთვნოთ ადამიანები
„მამაკაცების“ და „ქალების“ კატეგორიას მარტივი ფიზიკური თავისებურებების გამო, რომელიც
ჩვეულებრივ გარეგნული სხვაობებია, გარკვეული კულტურული ტრადიციები (თმის სიგრძე, მაკიაჟი,
ჩაცმულობის ტიპი). ეს ეხება ასევე ისეთ დამოკიდებულებებს, როგორიც არის ადამიანების
დამოკიდებულება სხვა სოციალური ჯგუფების მიმართ, მაგ. რასობრივი კატეგორიები.

რა შედეგები მოაქვს კატეგორიზაციას? განსაზღვრებამ, რომ ინდივიდი ეკუთვნის გარკვეულ


კატეგორიას, შეიძლება მიგვიყვანოს სოციალური განსჯის ფორმირებამდე ამ ადამიანის შესახებ,
რომელიც დაემთხვევა კატეგორიის საფუძველზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს (Baron, Albright &
Malloy, 1995; Jones, 1990; McConnell, Sherman & Hamilton, 1994). აფროამერიკანელის დანახვა
მეხსიერებაში გამოიწვევს მთლიანად აფროამერიკელების სტერეოტიპს (Devine, 1989). როგორც მე–2
თავში ვნახეთ, ადამიანის რომელიმე კატეგორიისადმი მიკუთვნება ასევე აჩქარებს ინფორმაციის
გადამუშავებას. მაგალითად ბრუერმა, ლუიმ და დულმა (Brewer, Dull & Lui, 1981) უჩვენეს კვლევაში
მონაწილეებს ადამიანების ფოტოები, რომლებიც სამ კატეგორიად იყო დანაწილებული – „ბებია“,
„ახალგაზრდა ქალი“ და „ხანშიშესული მამაკაცი“ – ნაცვლად ვერბალური იარლიკებისა, რომელიც
ზუსტად განსაზღვრავდა თითეულ კატეგორიას. შემდეგ მონაწილეებს მიაწოდეს დამატებითი
ინფორმაცია თითეულ განსახილველ ადამიანზე და შეაფასეს, თუ რამდენი დრო დაჭირდათ
მონაწილეებს იმისათვის, რომ გარდაესახათ ინფორმაცია შთაბეჭდილებაში. ინფორმაცია, რომელიც

6
შეესაბამებოდა მოცემული კატეგორიის („სიკეთე“ „ბებიისთვის) სტერეოტიპს, გადამუშავდებოდა
უფრო სწრაფად, ვიდრე ინფორმაცია, რომელიც მას არ შეესაბამებოდა („აგრესიული“ „ბებიისთვის“).

როდესაც განვიხილავთ ადამიანს, როგორც სოციალური კატეგორიის წევრს, გზა რომლის


საშუალებითაც ჩვენ გადავამუშავებთ ინფორმაციას ამ ადამიანის შესახებ, შეიძლება შეიცვალოს
(McConnel et al., 1994). როდესაც ვაყალიბებთ შთაბეჭდილებას ცალკეული ადამიანების შესახებ, ჩვენ
გვახასიათებს გამოვიყენოთ კერძო მიდგომა, რომლის დროსაც შევისწავლით
ინდივიდუალიზირებულ ინფორმაციას ადამიანზე და გარდავსახავთ მას ზოგად შთაბეჭდილებაში.
თუმცა, თუ ვაკუთვნებთ ადამიანს რაიმე კატეგორიას, ნაწილობრივ ჩვენი შთაბეჭდილება ამ
ადამიანის შესახებ ეფუძნება ამ კატეგორიის შესახებ ინფორმაციას, და მისი ინდივიდუალური
თავისებურებები შეესაბამება ზოგად შთაბეჭდილებებს, რომელიც ჩამოგვიყალიბდა მოცემული
კატეგორიის მიმართ (Brewer, 1998; Fiske & Neuberg, 1990). ზოგადად იქმნება შთაბეჭდილება, რომ
ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ მსჯელობებს, რომლებიც კატეგორიებით არის
განსაზღვრული, ვიდრე ინდივიდუალიზირებულ მსჯელობებს (Pendry & Macrae, 1994). როგორც ჩანს,
ეს უპირატესობა განისაზღვრება იმით, რომ შეფასებები, რომლებიც დაფუძნებულია კატეგორიებზე,
უფრო მარტივი და ეფექტურია: ისინი გამოწვეულია უკვე არსებული შთაბეჭდილებებით სოციალური
ჯგუფების შესახებ. კატეგორიზაციამ ასევე შეიძლება მიგვიყვანოს ნაწინასწარმეტყველევ
შეცდომებამდე, რომელიც ნაჩვენებია „კვლევები მსხვილი პლანით“ განყოფილებაში.

შთაბეჭდილების ჩამოყალიბების კონტინიუმის მოდელი

როგორც წინა განხილვა გვიჩვენებს, ადამიანების შესახებ ჩვენი შთაბეჭდილებები შეიძლება


იცვლებოდეს დიაპაზონში – სტერეოტიპულიდან, რომელიც ეყრდნობა კატეგორიებად დაყოფას,
უფრო ინდივიდუალიზირებულობამდე, რომელიც ეყრდნობა ქცევის გარკვეული თავისებურებების
შესახებ ინფორმაციას. ეს განსხვავებები დაკავშირებულია ინფორმაციის გადამუშავების ორ ხერხთან,
რომელიც ჩვენ განვიხილეთ წინა თავებში. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადამიანს
გააჩნია მოტივი შთაბეჭდილების სწრაფად ჩამოსაყალიბებლად ან იძულებულია რომ ასე მოიქცეს, იგი
ხშირად გამოიყენებს განსჯის უფრო სქემატურ სტერეოტიპულ ან კატეგორიულ ფორმებს სხვა
ადამიანების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოსაყალიბებლად. ჩვეულებრივ ადამიანები ცდილობენ
კატეგორიებით განსაზღვრული განსჯის ჩამოყალიბებას მანამ, სანამ გადაამუშავებენ
ინდივიდუალურ ინფორმაციებს, რადგან ამის გაკეთება ადვილია და კიდევ იმიტომ, რომ ნიშნებს,
რომელიც კატეგორიას გულისხმობს (მაგალთად სქესი, რასა), ხშირად აქვთ ნათლად გამოხატული
განსხვავები.

იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს მოტივაცია, გავუგოთ სხვა ადამიანებს, ჩვენი შთაბეჭდილებები
ყალიბდება ნაწილ–ნაწილ, მისაწვდომი მონაცემების საფუძველზე. მივისწრაფვით რა, ვიყოთ
ზუსტები, ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მეორე ადამიანის მიზნები. ადამიანის წარუმატებლობის
გასაგებად ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ კატეგორიები და ასევე მივმართავთ ინფორმაციის
ინდივიდუალიზირებულ გადამუშავებას. როდესაც ავტობუსის მძღოლი აკეთებს შექსპირის
ციტირებას და ასრულებს პუჩინის ნაწარმოებებს, ჩვენ სურვილი გვიჩნდება, რომ მის შესახებ გავიგოთ
უფრო მეტი (Fiske & Neuberg, 1990).

ამგვარად, შთაბეჭდილების ჩამოყალიბების კონტინიუმის მოდელი თავის თავში ჩაირთავს


ყველაფერს, რაც ჩვენთვის ცნობილია სხვა ადამიანების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბების
7
პროცესთან დაკავშირებით; ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ გარკვეულ გარემოებებში ჩვენ ვიყენებთ
ინფორმაციის გადამუშავების დაჩქარებულ, ევრისტიკულ ხერხს მოცემულ ადამიანთან
დაკავშირებული კატეგორიების გამოყენებით ან მოცემული ადამიანის დამახასიათებელი თვისებების
სწრაფად განსაზღვრას (Ruscher, Hammer & Hammer, 1996). ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც
ჩვენთვის აუცილებლია ვიყოთ ზუსტები და როდესაც ადამიანი არ შედის არც ერთ ჩვენთვის ნაცნობ
კატეგორიაში, ან თუ რაიმე სხვა მიზეზი გაგვაჩნია იმისთვის, რომ უკეთ გაიცნო ადამიანი, ჩვენ
ვაყალიბებთ შთაბეჭდილებებს უფრო ფრთხილად, სისტემატურად და გულმოდგინედ (Verplaken,
Jetten & van Knippenberg, 1996).

კვლევები მსხვილი პლანით

როდესაც ერთი ადამიანი მეორეში ეშლებათ

რამდენად ხშირად მიგიმართავთ ადამიანისათვის სხვა სახელით? შეიძლება მასწავლებელთან საუბრის დროს თქვენ მას
შემთხვევით დაუძახეთ „მამა“. ან შეიძლება თქვენს ახალ ნაცნობს დაუძახოთ თქვენი ძველი მეგობრის სახელი. ჩვენ
დროდადრო ვუშვებთ ამგვარ შეცდომებს, და ზოგიერთ მათგანს მივყევართ სერიოზულ უსიამოვნებამდე. ცოტა ხნის წინ
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს, რომ მსგავი შეცდომები ბევრს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ ვუკეთებთ ორგანიზებას
ინფორმაციას სხვა ადამიანების შესახებ.

კვლევაში, რომელიც ჩაატარეს ფისკემ, ჰასლამმა და ფისკემ (Fiske, Haslam & Fiske, 1991), მსხვილი უნივერსიტეტის
მკვლევარ პროფესორებს, თანამშრომლებს და უფროსკურსელებს თხოვეს გაეხსენებინათ და შეედგინათ სია, როდესაც მათ
მიმართავდნენ სხვისი სახელით. მას შემდეგ, როდესაც რესპოდენტებმა გაიხსენეს ასეთი შემთხვევები, ისინი მოათავსეს
სიტუაციაში, რომელიც მოდელირებული იყო გამოკითხულებსა და იმ ადამიანების ურთიერთობაზე, რომელიც
მიმართავდა მათ სხვა სახელით, ასევე იმ ადამიანთან ურთიერთობაზე, ვისი სახელითაც მიმართეს მათ.

მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ ჩვენ მიდრეკილება გვაქვს აგვერიოს ორი ადამიანის სახელი მაშინ, როდესაც ორივეს
მიმართ გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება. მაგალითად, თქვენ შეიძლება მასწავლებელს დაუძახოთ „მამა“, იმიტომ რომ
ორივე ეს ადამიანი თქვენთვის არის მამაკაცური ავტორიტეტის განსახიერება. კიდევ ერთი შედარებით გავრცელებული
შეცდომა – როდესაც თქვენს შეყვარებულს მიმართავთ ძველი შეყვარებულის სახელით – ეს ხდება მსგავსი მიზეზის გამო:
ახლო და მიმნდობი დამოკიდებულება ერთი ადამიანის მიმართ მომენტალურად შეერევა ხოლმე მიმნდობ, თბილ და
ახლო ურთიერთობაში მეორე ადამიანთან.

ადამიანები იშვიათად უშვებენ მსგავს შეცდომებს, როდესაც საქმე ეხება სრულიად განსხვავებულ ტიპებს. ასე მაგალითად,
ძალიან მცირეა იმისი ალბათობა, რომ თქვენ მასწავლებელს დაუძახებთ თქვენი ძველი მეგობრის სახელს, მიუხედავად
იმისა, რომ შესაძლოა თქვენ მასთან გაქვთ გაცხარებული ინტელექტუალური კამათი, ხოლო ასეთი გაცხარებული
კამათები თქვენს მეგობართანაც გქონიათ.

რა მნიშვნელობა აქვს მსგავს შეცდომებს? ითვლება, რომ ჩვენი სოციალური ურთიერთობების და სხვა ადამიანების აღქმის
კოგნიტური სტრუქტურები ორგანიზებულია ჩვენს მეხსიერებაში არა მხოლოდ ამ ადამიანების მიმართ, ასევე ჩვენი
სოციალური ურთიერთობების ბუნებით მათ მიმართ. ამგვარად, ერთერთი მიზეზი, რომ ჩვენ ადამიანები ერთმანეთში
გვეშლება, მდგომრეობს იმაში, რომ რომელიმე მეგობრის შესახებ ინფორმაცია ინახება მეორე ადამიანის ინფორმაციის
გვერდით და ჩვენ უნებურად ვიღებთ არასწორ ინფორმაციას – ასეთ შემთხვევაში არასწორ სახელს.

კონტექსტის გავლენა

სოციალური განსჯა ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი ჩამოყალიბების კონტექსტზე.


არსებობს სოციალურ განსჯაზე კონტექსტუალური გავლენის ორი ძირითადი სახე: კონტრასტი და
ასიმილაცია (Eiser, 1990). კონტრასტის ქვეშ იგულისხმება მსჯელობის დამახინჯების ეფექტი გარემოს
8
კონტექსტიდან დაშორების მიმართულებით. მაგალითად ადამიანების სახეები ფოტოზე ფასდება,
როგორც ნაკლებად მიმზიდველი, როცა მათ ჩვენებას წინ უსწრებს ძალიან მიმზიდველი სახის ჩვენება
(Kenrick, Gutierres, 1980). ასიმილაციის ქვეშ გულისხმობენ განსჯის დამახინჯებას, რომელიც ემთხვევა
კონტექსტუალურ სტანდარტს. მაგალითად, როდესაც ერთდროულად აჩვენებენ ძალიან მიმზიდველ
ადამიანს და ნაკლებად მიმზიდველს, წარმოიშვება უფრო კეთილსასურველი შეფასების ტენდენცია
ნაკლებად მიმზიდველის მიმართ, ვიდრე მაშინ, როდესაც შედარებას არ ახდენენ მიმზიდველსა და
ნაკლებად მიმზიდველს შორის (Geiselman, Haigh & Kimata, 1984). რა განსაზღვრავს ასიმილაციის ან
კონტრასტის ეფექტის აღმოცენებას? შთაბეჭდილების ასიმილაცია კონტექსტთან მაშინ ხდება,
როდესაც ადამიანები გადაამუშავებენ ინფორმაციას სხვა ადამიანის შესახებ ზედაპირულ დონეზე;
ასეთი ეფექტის ალბათობა ნაკლებია, როდესაც ადამიანის, როგორც აღქმის ობიექტის, ქცევის შესახებ
ინფორმაცია მუშავდება უფრო გულმოდგინედ და სისტემატურად (Thompson, Roman, Moskowitz,
Chaiken & Bargh, 1994), როგორც ეს ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს აქვს მოტივი იყოს
ზუსტი (Stapel, Koomen & Zeelenberg, 1998).

შთაბეჭდილებისთვის სოციალური კონტექსტი უკვე ინფორმატიულია თავისთავად.


ნიშანდობლივია, რომ როდესაც ვიღებთ ადამიანის დამახასიათებელი თვისებებისა და ქცევის
თავისებურებების შესახებ ინფორმაციას, ხშირად ძირითად ყურადღებას ვაქცევთ მოცემული
ინფორმაციის პრაგმატულ მნიშვნელობას, ანუ ყურადღების ფოკუსირებას ვაკეთებთ იმაზე, თუ
რატომ იყო ეს ინფორმაცია მოწოდებული (Wyer, Budesheim, Lambert & Swan, 1994). მაგალითად, თუ
თქვენი ოთახის მეზობელი თქვენს საერთო მეგობარზე გიყვებათ რაიმე ნეგატიურ ინფორმაციას, ამან
შესაძლოა გარკვეული სახით შეცვალოს თქვენი შთაბეჭდილება მის შესახებ, მაგრამ ეს ფაქტი ასევე
გაიძულებთ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ თქვა ეს თქვენმა მეზობელმა. ამგვარად, ინფორმაცია სხვა
ადამიანის შესახებ ყოველთვის არ იწვევს ერთსა და იმავე ზემოქმედებას. ეს დამოკიდებულია
ინფორმაციის გადაცემის კონტექსტზე და მიზნებზე, თუ რისთვის გადაიცემა ეს ინფორმაცია (Wyer et
al., 1994).

გარკვეულ კონტექსტში, ჩვენი საკუთარი როლი ასევე ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა შეხედულებებს
ვაყალიბებთ სხვა ადამიანების შესახებ. ამ მოვლენის ჩვენების დროს ელაიკმა და კლოცმა (Alicke,
Klotz, 1993) შეთავაზეს ექსპერიმენტში მონაწილეებს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობისას
მოქცეულიყვნენ როგორც ინტრავერტები ან ექსტრავერტები. ადამიანები, რომლებსაც შეთავაზეს
ინტრავერტული ქცევა, ძირითადად აფასებდნენ პარტნიორებს, როგორც ექსტრავერტებს, ხოლო მათ,
ვისაც შეთავაზეს ექსტრავერტის ქცევა, თავიანთ პარტნიორებში უფრო ინტროვერტები დაინახეს.
ნათელია, რომ მონაწილეებმა ვერ შეძლეს ყურადღება მიექციათ თავიანთი საკუთარ როლისთვის
პარტნიორის ქცევის ფორმირებაში.

როგორც აღნიშნული ქცევა გვიჩვენებს, ქცევის მრავალი თავისებურებისთვის კონტექსტის


ინფორმაცია შეიძლება გაუგებარი იყოს. კონტექსტი შეიძლება ძნელად შესამჩნევი იყოს და ამიტომ,
როდესაც ადამიანი ცდილობს გააკეთოს დასკვნები კონკრეტული ადამიანის პიროვნულ
თავისებურებებზე, მან შესაძლოა ვერ შეამჩნიოს ის, თუ რა როლს თამაშობს კონტექსტი ან სიტუაცია
ქცევის გარკევული თავისებურებების გამოვლენასა და მხარდაჭერაში. კონტექსტის როლის
გაცნობიერება ქცევის ფორმირებაში ალბათ მეორადი პროცესია, რომელიც ხდება მას შემდეგ,
როდესაც ადამიანები აკეთებენ დასკვნებს კონკრეტული ადამიანის მიდრეკილებების შესახებ
(მაგალითად, Trope & Liberman, 1993).
9
კოგნიტური დატვირთვა ან „დაკავებულობა“

ერთი ადამიანის შთაბეჭდილება მეორეს შესახებ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ


რითია დაკავებული მოცემულ მომენტში აღმქმელი ადამიანი. ხშირად, როდესაც ჩვენ ვაყალიბებთ
შთაბეჭდილებას სხვა ადამიანების შესახებ, ჩვენი გონება დაკავებულია მხოლოდ ამით; ამგვარად ჩვენ
შეგვიძლია ყურადღების ფოკუსირება გავაკეთოთ უშუალოდ შესაფასებელი ადამიანის ქცევაზე და
გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი. თუმცა არც თუ იშვიათად
ჩვენ დაკავებულები ვართ ერთდროულად რამდენიმე ამოცანით – ვცდილობთ კარგად
გამოვიყურებოდეთ სხვის თვალში, ვემზადებით რაიმე საქმიანობისათვის, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა
მოხდა გუშინ, – რის შედეგადაც ჩვენი ყურადღება მთლიანად არ არის მიპყრობილი იმ
ადამიანისადმი, ვის შესახებაც ვაყალიბებთ შთაბეჭდილებას. ახდენს თუ არა კოგნიტური დატვირთვა
ან „დაკავებულობა“ სისტემატურ გავლენას ჩვენს შთაბეჭდილებებზე?

როდესაც დაკავებულები ვართ – კერძოდ, როდესაც ჩვენი ყურადღება მიპყრობილია სხვა რამეზე, –
ჩვენ სავარაუდოდ აღვიქვამთ სხვა ადამიანების პიროვნულ თვისებებს, როგორც ხასიათის მყარ და
მუდმივ თვისებებს. როდესაც ვისმენთ პროფესორის მოსაწყენ ლექციას, ჩვენ შეიძლება მივიდეთ
დასკვნამდე, რომ მას ახასიათებს მოწყენილობა და არ გააჩნია იუმორის გრძნობა, ნაცვლად იმისა
ვიფიქროთ, რომ მას ასეთად ხდის მისი როლი, ყოველ შემთხვევაში არა ხანგრძლივად. ასეთი
შეცდომა ხდება იმიტომ, რომ ადამიანები არ ითვალისწინებენ გარემოს გავლენას ადამიანების ქცევაზე
და ამგვარად, რჩებათ მცდარი შთაბეჭდილება სხვა ინდივიდების შესახებ (Osbourne, Gilbert, 1992;
Gilbert, Tafarodi & Malone, 1993).

შთაბეჭდილების ინტეგრირება

ჩვენ საკმაოდ სწრაფად გადავდივართ ადამიანის გარეგნობიდან და ქცევიდან მათი პიროვნების


შესახებ მსჯელობამდე. როგორ ვაერთიანებთ დანაწევრებულ მსჯელობებს ერთ მთლიან დასკვნად?
რომელია შთაბეჭდილებების უფრო მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორ ვაგროვებთ ერთიან
ინფორმაციას, რომელიც ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო გვეჩვენება, მაგალითად როდესაც
გვეჩვენება, რომ ჩემი ოთახის მეზობელი სასიამოვნო, მაგრამ ეგოისტი ადამიანია?

შეფასება

პირველი შთაბეჭდილების შედარებით ძლიერი ასპექტია შეფასება. მოგვწონს თუ არა ჩვენ ეს


ადამიანი? თუ უფრო ფორმალური ენით ვიტყვით, შეფასებითი მაჩვენებელი მეტნაკლებად
მნიშვნლოვანია არც თუ მრავალ ძირითად მაჩვენებლებს შორის, რომელიც ორგანიზებას უკეთებს
ჩვენს მთლიან შთაბეჭდილებებს სხვა ადამიანების შესახებ.

ეს მომენტი ნაჩვენები იყო კლასიკურ კვლევაში, რომელიც ჩაატარეს ოსგუდმა, სუჩიმ და ტანენბაუმმა
(Osgood, Suci & Tannenbaum, 1957) გაზომვის მეთოდის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება
სემანტიკური დიფერენციალი. მოცემული კვლევის დროს მონაწილეებს მისცეს დამახასიათებელი
თვისებების სია, რომელიც წყვილებად იყო დაჯგუფებული და თხოვეს მიეთითებინათ, თუ რომელი
თვისება აღწერს შედარებით ზუსტად გარკვეული ტიპის ადამიანებს და საგნებს. სია შედგენილი იყო
ისეთი წყვილური მახასიათებლებისგან, როგორიც არის ბედნიერი–მოწყენილი, კარგი–ცუდი,
10
ძლიერი–სუსტი და თბილი–ცივი. შეფასების უმრავლესობა დადიოდა 3 ძირითად განზომილებამდე:
შეფასებითი (კარგი–ცუდი), ძალა (ძლიერი–სუსტი) და აქტიურობა (აქტიური–პასიური). როდესაც
გარკვეული ადამიანი ან საგანი ფასდებოდა ამ სამი განზომილების თვალსაზრისით, დამატებითი
შეფასებები იძლეოდნენ მხოლოდ მცირე რაოდენობის ახალ ინფორმაციას. სხვა სიტყვებით რომ
ვთაქვათ, თუ ჩვენ ვიცით, რომ ვიღაცა აფასებს „დედას“, როგორც ძალიან კარგს, საკმაოდ ძლიერს და
ცოტაოდენ პასიურს, ჩვენ მხოლოდ ცოტა მეტი რამის გაგებას შევძლებთ „დედის“ ხატის შესახებ, თუ
მივმართავთ დამატებით შეფასებებს. სამი ძირითადი მაჩვენებლის განმსაზღვრელი როლი ნათლად
ჩანს მრავალი განსხვავებული კულტურის წარმომადგენლების აღქმაში (Osgood, 1977; Osgood, May &
Miron, 1975). სამივე განზომილებიდან შეფასებითი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი,
რომელიც საფუძვლად უდევს აღქმას; ძალა და აქტიურობა შედარებით ნაკლებ როლს თამაშობს.

პოზიტიური მიკერძოებულობა

ადამიანის აღქმის ზოგადი შეფასებითი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მიდრეკილება გვაქვს
ადამიანებს მივცეთ დადებითი შეფასება – ამ მოვლენას ეწოდება პოზიტიური მიკერძოებულობა
(Sears, 1983a). მაგალითად ერთერთი კვლევის დროს სტუდენტებმა დადებითი შეფასება მისცეს
თავიანთი კოლეჯის პედაგოგების 97%–ს (უნდა შევნიშნოთ, რომ შეფასების სკალის მიხედვით ეს არის
საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი), მიუხედავად იმისა, რომ მათი შთაბეჭდილება, რომელსაც
იღებდნენ ლექციების დროს, სრულიად სხვადასხვაგვარი იყო (Sears, 1983a). ასეთივე სახით
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერები
ხშირად იღებენ თავიანთ საქმიანობაზე დადებით შეფასებებს, ვიდრე კრიტიკულს (Sears, 1985).

არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, თუ რატომ აფასებენ ადამიანები უფრო ხშირად დადებითად.


ერთერთი ჰიპოთეზა გამომდინარეობს იქიდან, რასაც ბუჩერმა და ოსგუდმა (Boucher, Osgood, 1969)
უწოდეს „პოლიანის პრინციპი“ (Pollianna principle) (იხ. აგრეთვე Matlin Stang, 1978). მათ გამოთქვეს
ვარაუდი, რომ ადამიანები უკეთ გრძნობენ თავს კარგ გარემოცვაში, კარგ ადამიანებთან, როდესაც
აქვთ სასიამოვნა შთაბეჭდილებები, ტკბებიან კარგი ამინდით და ა.შ. აქედან გამომდინარეობს შედეგი:
უმეტეს შემთხვევაში სიტუაცია ფასდება „საშუალოზე მაღალი“ შეფასებით, გვეჩვენება, რომ
სასიამოვნო მოვლენები უფრო გავრცელებულია, ვიდრე არასასიამოვნო; კარგ ახალ ამბებს უფრო
ხშირად გვატყობინებენ, ვიდრე ცუდს; სასიამოვნო სიტყვები უფრო ზუსტად გვამახსოვრდება და
ადვილად ამოვიცნობთ, ვიდრე ცუდი. აქედან გამომდინარე კულტურების და კონტექსტების ფართო
მრავალფეროვნებაში დადებითი სიტყვა უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ნეგატიური.

ადამიანების შეფასების დროს ვლინდება პოზიტიური მიკერძოებულობის ეფექტი, რომელსაც სეარსი


(Sears, 1983a) აღწერს, როგორც დამახინჯებას „ადამიანი–პოზიტიურობა“. ადამიანები თავიანთ
მსგავსებას უფრო გრძნობენ სხვა ადამიანების მიმართ, ვიდრე უსახო ობიექტების მიმართ და ამასთან
დაკავშირებით აძლევენ ადამიანებს უფრო კეთილსასურველ შეფასებებს. რეალურად პოზიტიური
მიკერძოებულობის ეფექტი მოქმედებს ცალკეული ადამიანების შეფასების დროს და არც თუ ისე
ნათლად ვლინდება, როდესაც ხდება უსახო საგნების შეფასება (იხ. აფრეთვე Miller, Felicio, 1990).

11
ნეგატიურობის ეფექტი

შთაბეჭდილების ჩამოყალიბების დროს ჩვენთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული ყურადღება


მივაპყროთ ნეგატიურ ინფორმაციას (Fiske, 1980; Pratto, John, 1991). როდესაც ადამიანის მიმართ
ზოგად შთაბეჭდილებას ვაყალიბებთ, მოცემულ ნეგატიურ ინფორმაციას გააჩნია ძალიან დიდი წონა
(Coovert, Reeder, 1990; Taylor, 1991a; Yzerbit, Leyens, 1991). ეს ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენ თანაბარ
პირობებში, ნებისმიერი ნეგატიური თვისება შთაბეჭდილებაზე ახდენს უფრო ძლერ გავლენას, ვიდრე
ნებისმიერი დადებითი (Vonk, 1993). ამ მოვლენას ეწოდება ნეგატიურობის ეფექტი. ამ ეფექტის
მთავარი ახსნა დაფუძნებულია „ფიგურა–ფონი“–ს პრინციპზე. როგორც ზემოთ იყო მითითებული,
ადამიანების პოზიტიური შეფასებები უფრო ხშირად არის გავრცელებული, ვიდრე ნეგატიური. ამის
გამო ნაკლებად ჩვეული ნეგატიური მახასიათებლები გვეჩვენება უფრო შესამჩნევი. ამგვარად,
ჩვეულებრივი აღქმის დროს რომელიმე ნეგატიური თვისება ხდება ფიგურალური; იგი გამოიკვეთება
ისევე, როგორც ნაკლი ადამიანის განვითარებაში, ძალიან თვალშისაცემი ტანსაცმელი ან რაიმე,
ძალიან დიდი ზომის (Fiske, 1980). ადამიანები უბრალოდ ყურადღებას აქცევენ ამ უარყოფით
თვისებებს და ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას.

ნეგატიური ინფორმაციის გავლენა გარკვეული ხარისხით დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის


შეხედულება ყალიბდება ადამიანის შესახებ ( Reeder, Brewer, 1979). ნეგატიურობის ეფექტი მჭიდროდ
არის დაკავშირებული თვისებებთან, რომელთაც მორალთან აქვთ კავშირი. ამგვარად, ადამიანის
უპატიოსნო მოქმედება აღიქმება როგორც განსაკუთრებულად ინფორმაციული ფაქტი, რომელიც
მოწმობს კონკრეტული ადამიანის მორალურ დონეს. ქცევის პოზიტიური თავისებურებები პირიქით
აღიქმება, რომ ახასიათებთ როგორც მორალურ ისე არაპატიოსან ადამიანებს.
კეთილგანწყობილებისადმი წინასწარი განწყობა აქტუალურია კომპეტენტურობაზე მსჯელობის
დროს, რადგან კომპეტენტური ქცევა ახასიათებს იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ აშკარად
გამოკვეთილი უნარები; ასეთ შემთხვევაში ნეგატიურ ინფორმაციას გააჩნია ნაკლები გავლენა, რადგან
თვით მაღალკომპეტენტურ ადამიანებსაც კი შეიძლება დროდადრო ქონდეთ წარუმატებლობა
გადაღლის, არასაკმარისი მოტივაციის ან დროებითი წინააღმდეგობების გამო (Skowronski, Carlston,
1987; Wojciske, Brycz & Borkenau, 1993).

ემოციური ინფორმაცია

ის, რაც უკვე ითქვა ნეგატიური ინფორმაციის გავლენაზე, ასევე სამართლიანია ემოციურად
შეფერილი ინფორმაციისთვისაც, რომელსაც ასევე ამჩნევენ ადამიანები და აქტიურად იყენებენ
თავიანთ მსჯელობებში სხვა ადამიანების შესახებ. ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს, თუ რას წარმოადგენენ
სხვა ადამიანები, მათ მიერ გამოხატული ემოციების საფუძველზე. სინამდვილეში ემოციური
ინფორმაცია – ეს არის ინფორმაცია, რომლის იგნორირება ძნელია სხვა ადამიანების აღქმის დროს
(Edwards, Bryan, 1997). ინფორმაციის გადამუშავების პროცესზე ასევე ხდენს გავლენას, თუ
კონკრეტულად რომელი ემოცია გადაეცემა დასაკვირვებელ ობიექტს. ერთერთ კვლევაში
მონაწილეებს უჩვენებდნენ ვიდეოჩანაწერს ადამიანზე, რომელიც იყო წყნარ, მხიარულ ან
გაღიზიანებულ ხასიათზე. მხიარული ხასიათი იწვევდა ინფორმაციის სწრაფ ევრისტიკულ
სტერეოტიპულ გადამუშავებას მოცემული ადამიანის თავისებურებების შესახებ, მაშინ, როდესაც
მშვიდ ხასიათზე ყოფნა განსაზღვრავდა დასაკვირვებელი ადამიანიდან წამოსული ინფორმაციის
უფრო სისტემურ დამუშავებას. გაღიზიანების გამოვლენა ააქტიურებდა ინფორმაციის გადამუშავების

12
გზას, რომელიც რაღაცა საშუალო იყო იმ ორ ხასიათს შორის (Ottati, Terkildsen & Hubbard, 1997).
თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი
დასკვნების მიმართ, განსჯის ფორმირების პროცესი ატარებს უფრო სისტემურ ხასიათს, მიუხედავად
კონკრეტული სიტუაციების ემოციური სტიმულებისა (Lerner, Goldberg & Tetlock, 1998; Ottati et al.,
1997).

გაშუალების პრინციპი

ჩვენი შთაბეჭდილებების უმრავლესობა არ არის მთლიანად დადებითი ან მთლიანად უარყოფითი,


არამედ წარმოადგენენ ვალენტობით და შინაარსით განსხვავებული შთაბეჭდილების ნარევს. როგორ
ვკრებთ ერთად ინფორმაციის ცალკეულ ფრაგმენტებს ადამიანის შესახებ შთაბეჭდილების
ჩამოსაყალიბებლად? როგორც ჩანს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაშუალების პრინციპით (Anderson,
1965). დავუშვათ, რომ სიუზენმა ეხლახანს გაიცნო ჯონი, რომელთაც დანიშნული აქვთ „პაემანი
ბრმად“. სიუზენი მალე ხვდება, რომ ჯონი ხუმარაა, ჭკვიანია და თავაზიანი, მაგრამ ძალიან დაბალია
და ცუდად არის ჩაცმული. გოგონა გადაამუშავებს მოცემულ ინფორმაციას, აფასებს, თუ რამდენად
დადებითად ან უარყოფითად თვლის ამ მახასიათებლებს. დავუშვათ, რომ მას თხოვეს შეეფასებინა ეს
თვისებები შკალაზე +10-დან (ძალიან დადებითი) -10-მდე (ძალიან უარყოფითი). იგი შეიძლება
თვლიდეს, რომ იუმორის გრძნობა და ჭკუა ძალიან სასურველი თვისებებია და თითეულ მათგანს
აძლევს მაქსიმალურ ქულას (+10), თავაზიანობა სასურველია (+4), დაბალი ტანი რამდენადმე
არასასურველია (-5), ხოლო ცუდი ჩაცმულობა ძალიან არასასურველია (-9). როგორც 3.2. ცხრილში
წარმოდგენილი გაშუალების მოდელი გვიჩვენებს, ჯონს შეეძლო მიეღო ზოგადი შეფასება, რომელიც
დაახლოებით შეესაბამება საშუალო მაჩვენებელს ხუთი თვისების მიხედვით, ანუ იგი აღქმულია,
როგორც ზომიერად დადებითი (+2).

ცხრილი 3.2.

სიუზენი აფასებს ჯონს „ბრმა პაემანზე“

ინდივიდუალური თვისებები სიუზენის შეფასება


ხუმარა (იუმორის გრძნობა) +10
ჭკვიანი +10
თავაზიანი +4
ძალიან დაბალი -5
ცუდად ჩაცმული -9
ზოგადი შთაბეჭდილება +10/5= +2,00

ასევე გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასკვნის ფორმირება ხდება ადიტიური პრინციპის საფუძველზე,
რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები აერთიანებენ ინფორმაციის ცალკეულ ფრაგმენტებს,
რომლის შეფასების ქულებსაც ერთმანეთს უმატებენ და არ აშუალებენ მას. განსხვავება მაშინ ჩნდება
ხოლმე, როცა ადამიანი იღებს ინფორმაციის ორ ფრაგმენტს, რომელიც 0-ოვანი წერტილიდან ხაზის
ერთ მხარეს იმყოფება, მით უმეტეს, თუ ერთერთი უფრო აშკარაა, ვიდრე მეორე. დავუშვათ, რომ
სიუზენს ძალიან მოეწონა ჯონი (+6), მაგრამ შემდეგ მან გაიგო მის შესახებ რაღაც ახალი ინფორმაცია,
რომელიც მხოლოდ ოდნავ სასურველია, მაგალითად იგი არის „წინდახედული“ (+1). გაშუალების
პრინციპის თანახმად სიუზენს ჯონი ნაკლებად უნდა მოწონებოდა, რადგან საშუალო ქულა (+3.5)
13
ნაკლებია, ვიდრე საწყისი ქულა (6). მაგრამ ადიტიური პრინციპის თანახმად სიუზენს იგი მოეწონება
კიდევ უფრო მეტად, რადგან ნებისმიერი დადებითი ინფორმაციის მიმატება უკვე არსებულ დადებით
შთაბეჭდილებასთან, მის შთაბეჭდილებას ქმნის კიდევ უფრო სასურველს.

ექსპერიმენტების სერიების გულმოდგინედ ჩატარების დროს ნორმან ანდერსონმა (Anderson, 1959,


1965) მიიღო დამაჯერებელი მტკიცებულებები გაშუალების პრინციპის სასარგებლოდ, და არა
ადიტიურის. მან აღმოაჩინა, რომ როდესაც შედარებით სასურველი ინფორმაციის ნაწილი
ერთიანდებოდა წინა ძალიან სასურველ შთაბეჭდილებასთან, ზოგადი შეფასება არ იზრდებოდა და
შეიძლება შემცირებულიყო კიდეც. ამის მსგავსად, ორი აშკარად გამოკვეთილი უარყოფითი თვისება
იწვევდა უფრო ნეგატიურ შეფასებას, ვიდრე ორ აშკარად გამოკვეთილ უარყოფითს დამატებული ორი
მსუბუქად უარყოფითი.

ანდერსონის (Anderson, 1968) შემდგომი გამოკვლევების შედეგებში შემოთავაზებული იყო


დაზუსტება, რომელიც საშუალებას იძლეოდა შთაბეჭდილების ჩამოყალიბების პროგნოზირებას
უფრო მეტი სიზუსტით - აწონილი გაშუალების მოდელით. ამ მოდელის შესაბამისად ადამიანები
იყალიბებენ ზოგად შთაბეჭდილებას ყველა დამახასიათებელი თვისების გაშუალების დახმარებით,
მაგრამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რასაც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მაგალითად
ადმინისტრატორი, როდესაც ესაუბრება მეცნიერებს, რომლებიც არიან ლაბორატორიაში მუშაობის
კანდიდატები, ალბათ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს „ჭკუას“ და არა „მიმზიდველობას“, მაგრამ ის
ვინც იყვანს მსახიობს სატელევიზიო რეკლამაში გადასაღებად, შეიძლება პირიქით გაანაწილოს
პრიორიტეტები. შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ სხვა ადამიანების შესახებ შთაბეჭდილების
ჩამოყალიბების საუკეთესო გზად შეიძლება ჩავთვალოთ აწონილი გაშუალების პრინციპი.

მიწერილი მნიშვნელობა

ადამიანები ცდილობენ ჩამოაყალიბონ ზოგადი შინაარსობრივი შთაბეჭდილება ადამიანებზე და ცალ–


ცალკე არ აღიქვან ინფორმაციის ყოველი ახალი ფრაგმენტი. ნებისმიერი ახალი ფაქტის გაგება და
ინტერპრეტაცია, ნაწილობრივ, დამოკიდებულია სხვა სახის ინფორმაციაზე ამ ადამიანის შესახებ.
„ჭკვიანის“ მნიშვნელობა იმ ცოდნის კონტექსტში, რომ ადამიანი - „გულითადი, მზურნველი,
თერაპევტი“, ალბათ იქნება დადებითი ადამიანი. მაგრამ „ჭკვიანის“ მნიშვნელობა იმ შემთხვევაში, თუ
ადამიანი არის - „გულგრილი, დაუნდობელი უცხოეთის ჯაშუში“, სავარაუდოდ იქნება უარყოფითი;
ეს თვისებები ჩვენს თვალში ამ ადამიანს უფრო სახიფათოს ქმნის. იმისათვის, რომ გავაკეთოთ ახალი
ინფორმაციის პროგნოზირებაზე ზემოქმედება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონტექსტი, რადგან იგი
გავლენას ახდენს მის მნიშვნელობაზე. ეს ნიშნავს, რომ თუ სხვა ადამიანების პიროვნული თვისებების
ჩვენეული აღქმა ჩასვამს მას ახალ კონტექსტში, იგი მიიღებს მნიშვნელობების აღრევას. გულგრილი,
დაუნდობელი ადამიანის „ჭკუა“ შეიძლება გახდეს მუქარის შემცველი, პოტენციურად საშიში და
დამანგრეველი. ამავე დროს შეიძლება ველოდეთ, რომ გულითადი, მზრუნველი ადამიანის „ჭკუამ“
შეიძლება აამაღლოს თანაგრძნობის, გაგების და სხვა ადამიანების დახმარების დონე (Asch, 1946;
Zanna, Hamilton, 1977).

მიწერილი მდგრადობა

ადამიანები აყალიბებენ სხვა ადამიანების შესახებ მყარ შეფასებით მახასიათებლებს, მაშინაც კი,
როდესაც მათ აქვთ ინფორმაციის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი. ის, რომ შეფასება არის ადამიანის
14
აღქმის შედარებით მნიშვნელოვანი პარამეტრი, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ გვახასიათებს
ადამიანების კარგებად და ცუდებად დაყოფა და არ ამოვდივართ ერთდროულად ორივე თვისებიდან.
ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ადამიანების სხვა თვისებების აღქმა, რომელიც შეესაბამება
ძირითად შეფასებას. შეფასების სიმტკიცის ამ ტენდენციას უწოდებენ ჰალო–ეფექტს. თუ ჩვენ
მოგვწონს ადამიანი, მაშინ ჩვენ ვასკვნით, რომ ის მიმზიდველია, ჭკვიანია, კეთილშობილია და ა.შ. თუ
იგი ცუდია, მაშინ ჩვენ მივიჩნევთ მას უსინდისოდ, მახინჯად და უუნაროდ.

შეუსაბამობის გადაწყვეტა. ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელსაც ვფლობთ სხვა


ადამიანების შესახებ, შეიცავს შინაგან წინააღმდეგობებს. მაგალითად, თქვენ ოთახის მეზობელზე
გიყალიბდებათ შთაბეჭდილება, რომ ის არის კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ შემდეგ თქვენი
საერთო ნაცნობი გეუბნებათ, რომ პატივმოყვარე და სნობია. როგორ შეთავსდება უკვე არსებული და
ეს ახალი ინფორმაცია ზოგად შთაბეჭდილებაში?

ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს შთაბეჭდილებებს, ხშირად რჩება მეხსიერებაში. ალბათ


თქვენ მალე ვერ დაივიწყებთ იმ ნეგატიურ შთაბეჭდილებას, რომელიც აქვს თქვენს ნაცნობს. რატომ
ხდება ეს? იმისათვის, რომ ახალმა ინფორმაციამ იმოქმედოს თქვენს ზოგად შთაბეჭდილებაზე,
დაგჭირდებათ დიდი სამუშაოს შესრულება. თქვენ ალბათ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ საიდან გაჩნდა
საპირისპირო ინფორმაცია, ენდოთ თუ არა ნაცნობის სიტყვებს, რატომ მოიქცა მეზობელი ისე, რომ
ასეთი შეფასება მიეღო და მრავალი სხვა. რთული საუშაოს შედეგად, რომელიც ჩაატარეთ შეუსაბამო
ინფორმაციის გასააზრებლად, ახალი მონაცემები უკვე იწყებენ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას
ზოგად შთაბეჭდილებაში, ვიდრე ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება თქვენს არსებულ
შთაბეჭდილებას (Hastie, Kumar, 1979; Sherman, Hamilton, 1994).

რასაკვირველია, ყოველთვის ვერ ჩამოვაყალიბებთ შთაბეჭდილებას ადამიანზე, რომელიც


შეფასებითი თვალსაზრისით იქნებოდა აბსოლუტურად სწორი. მამაკაცი შეიძლება ძალიან
სასიამოვნო იყოს მეგობრებთან ურთიერთობაში, მაგრამ ძალიან ცუდად ექცეოდეს თავის ძაღლს.
ქალი თავშეუკავებლად იქცევა თავის ნაცნობებთან, მაგრამ ძალიან მშვიდი და თავდაჭერილია უცხო
ადამიანებთან. როდესაც შეუსაბამო ინფორმაცია შეზღუდულია გარკვეული სიტუაციით, სიტუაციის
სპეციფიურობა ეხმარება ადამიანს მის გახსენებაში (Trafimow, 1998). გარდა ამისა, როდესც
დამახასიათებელი თვისებები თუნდაც ოდნავ შეესაბამება ერთმანეთს, მათი გაერთიანება ადვილია.
როდესაც არ შეესაბამებიან ერთმანეთს და რთულია ერთმანეთთან მათი დაკავშირება (შეთანხმება),
ადამიანები, როდესაც აცნობიერებენ ამ შეუსაბამობას, ცდილობენ არ გააერთიანონ ისინი.

სქემები

მე–2 თავში ჩვენ შემოვიტანეთ სქემების ცნება, რომელიც არის განსჯის ორგანიზებული,
სტრუქტურირებული ერთობლიობა და მოიცავს ობიექტის შესახებ გარკვეულ ცოდნას, მასთან
დაკავშირებულ სხვადასხვა განსჯებს შორის კავშირებს და ზოგიერთ სპეციფიკურ მაგალითებს
(Taylor, Crocker, 1981). სქემები გვეხმარება დავამუშავოთ ინფორმაციის რთული ბლოკები მისი
გამარტივების და ორგანიზების თვალსაზრისით. ისინი გვეხმარებიან გავიხსენოთ და ორგანიზება
გავუკეთოთ დეტალებს, ავხსნათ და შევაფასოთ ახალი ინფორმაცია, შევამციროთ ინფორმაციის
დამუშავების დრო, შევავსოთ ჩვენს ცოდნაში ცარიელი ადგილები. სქემების ცალკეული სახეები
მონაწილეობენ სხვა ადამიანების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბების დროს აღქმის პროცესში.

15
პიროვნული სქემები სტრუქტურებია, რომლებიც ეხება ადამიანებს. მათ შეუძლიათ გულისყური
მიაპყრონ კონკრეტულ ადამიანს, მაგალითად აბრაამ ლინკოლნს. მოცემულმა სქემამ შეიძლება
ჩაირთოს ისეთი ელემენტები, როგორიც არის წინდახედულება, პატიოსნება, მოვალეობების მიმართ
სერიოზული დამოკიდებულება და დაჩაგრული ადამიანებისადმი ზრუნვა.

სქემები ასევე შეიძლება ფოკუსირებული იყოს ადამიანების გარკვეულ ტიპებზე. მაგალითად,


„ექსტრავერტის“ ჩვენმა სქემამ შეიძლება ჩაირთოს ისეთი ელემენტები, როგორიც არის „ენერგიული“,
„თავშეუკავებელი“, „აღფრთოვანებული“ და „თავდაჯერებული“. ჩვენ ცალკეული ადამიანების
მიმართ შევიმუშავებთ სქემებს, რადგან ისინი გვეხმარებიან მოვაგროვოთ ინფორმაცია ამ ადამიანების
შესახებ და ვაწარმოოთ მათთან ჩვენი შემდგომი სოციალური ურთიერთობები (Mayer, Rapp& Williams,
1993). ნახ. 3.1. წარმოდგენილია „კულტურული“ ადამიანის სქემის გრაფიკული გამოსახულება.

კულტურული
ადამიანი

ფაქიზი ხელოვნების
ადამიანი მფარველი

გურმანი მოგზაური ადამიანი,რომელიც ადამიანი, რომელიც


ადამიანი შემოწირულობით ორკესტრს ეხმარება
ეხმარება თეატრს

სქემა 3.1. სქემა „კულტურული ადამიანი“. წყარო: გადმობეჭდილია Cantor & Mischel, 1979

ადამიანებს გააჩნიათ ასევე როლური სქემები. ეს არის ორგანიზებული, აბსტრაქტული ცნება,


რომელიც ეხება ადამიანების გარკვეულ როლს, როგორიც არის კოვბოი, მასწავლებელი, მდივანი ან
ერთგული შეყვარებული. ზოგჯერ ეს სქემები არარეალისტურია. თუ „ერთგული შეყვარებულის“
ჩვენი სქემა ჩაირთავს ისეთ ელემენტებს, როგორიც არის ადამიანის გაგების უსაზღვრო უნარი,
მუდმივად მხარდაჭერის მზაობა, არასოდეს არ გაბრაზდეს, არასოდეს არ იცუღლუტოს და
ყოველთვის იზრუნოს სხვა ადამიანის ბედნიერებაზე, ჩვენ შეიძლება რაიმე უბედურებას
გადავეყაროთ. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ იცხოვრებს ამ სქემით.

არსებობს სხვა სქემები, რომლის ფოკუსში არიან ჯგუფები. შედარებით ცნობილია ჯგუფური
სტერეოტიპი, რომელსაც შეესაბამება გარკვეული დამახასიათებელი ნიშნები გარკვეული ჯგუფის
ადამიანებისთვის (უფრო დაწვრილებით სტერეოტიპები განიხილება მე-6 თავში). ჯგუფის სხვა
სქემები თავის თავში ჩაირთავენ ჯგუფის ლიდერის და ჯგუფის წარმომადგენლების სქემებს.
ადამიანები სხვა ადამიანების შესახებ თავიანთ შეხედულებებს აყალიბებენ იმის საფუძველზე, თუ რა
როლს ასრულებენ ისინი ჯგუფში. მაგალითად წამყვანი როლის შესრულებამ, მაშინაც კი თუ მას არ
გააჩნია შესაბამისი უფლება, ძალაუფლება, ავტორიტეტი და პასუხისმგებლობა, შეიძლება აქტივაცია
გაუკეთოს როლურ სქემებს, გაააქტიუროს როლური სქემა, რასაც მივყევართ ჯგუფის საქმიანობაზე
პასუხისმგებლობის უფრო მაღალი დონის გადაწყვეტამდე ( Kerr, Stanfel, 1993).

16
პროტოტიპი. სხვა ადამიანების შესახებ შეხედულებების ჩამოყალიბების დროს ჩვენ ხშირად ვიყენებთ
სქემის პროტოტიპს. პროტოტიპი არის სქემის აბსტრაქტული იდეალი. მაგალითად, თუ განვიხილავთ
ფეხბურთელის კატეგორიას, ნათელი გახდება, რომ ჩვენ მხოლოდ აბსტრაქტული წარმოდგენა გვაქვს,
თუ როგორი ფიგურა აქვს სპორტსმენს, რა საქმიანობას ეწევა თავისუფალ დროს და შესაძლოა იმის
შესახებაც, თუ რომელ სტუდენტურ ორგანიზაციას ეკუთვნის იგი. როდესაც თქვენ ახალ ადამიანს
აკუთვნებთ ფეხბურთელის კატეგორიას, თქვენ მისი განმასხვავებელი თვისებები შეგიძლიათ
შეადაროთ იმას, რომელიც აქვს ამ სქემის სტერეოტიპს.

ნიმუშები. როდესაც ჩვენ ვეცნობით აბსტრაქტულ განმასხვავებელ თვისებებს, რომელიც ეკუთვნის


კატეგორიებს, ჩვენ ასევე ვეცნობით გარკვეულ მაგალითებს და იმ კატეგორიის ნიმუშებს, რომელსაც
ჩვენ ამ დროს განვიხილავთ. ამგვარად, ჩვენ ხშირად, საკუთარი მოსაზრების საფუძველზე, ადამიანებს
და ობიექტებს ვაკუთვნებთ გარკვეულ კატეგორიებს იმის მიხედვით, ნიმუშები გვახსენებენ თუ არა
მოცემული კატეგორიის ნიმუშებს. მაგალითად, თუ თქვენ აფასებთ ახალ პარტნიორს, როგორც
ხანგრძლივი პრსპექტივით შესაძლო საყვარელს, მას ჩვეულებრივ ადარებთ თქვენი იდეალური
მეგობრის პროტოტიპს, ასევე „ძველ სიყვარულს“, განსაკუთრებით მის ცუღლუტობებს, როდესაც
გული ძალიან აგიფანცქალდებოდათ ხოლმე (Fisle et al., 1987).

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ვეყრდნობით ადამიანების და მათი ქცევების სხვადასხვაგვარობისა და


კლასიფიკაციის მთელი რიგი საშუალებების რთულ შერწყმას. როდესაც გვაქვს მცირე ინფორმაცია,
ჩვენ მაშინ ვიყენებთ გარკვეული კატეგორიების პროტოტიპებს (მაგალითად, რას წარმოადგენს
ტიპიური პოლიციის ოფიცერი). როდესაც ჩვენს განკარგულებაშია დიდი რაოდენობის ინფორმაცია,
ჩვენ გამოვიყენებთ როგორც ნიმუშებს, ისე პროტოტიპებს, იმისათვის, რომ გავუგოთ კონკრეტულ
ადამიანს (მაგალითად, რას წარმოადგენენ საერთო სახოვრებლის მეზობლები და რას წარმოადგენდა
ის ადამიანი, რომელიც ჩემს ოთხში ცხოვრობდა 1 წლის წინ) ( Judd, Park, 1988; Linville, Fisher &
Salovey, 1989). კარგად ნაცნობი კატეგორიისთვის ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურად ჩამოყალიბებულ და
ფორმალურ სქემებს (Sherman, Klein, 1994).

ადამიანის მოტივირებული აღქმა

ამგვარად ჩვენ განვიხილეთ აღქმა, როგორც სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღების
რაციონალური პროცესი და მისი ორგანიზება გარკვეულ პრინციპებთან შესაბამისობაში. ჩვენი
მიზნები და გრძნობები სხვა ადამიანების მიმართ, ასევე ახდენს გავლენას იმაზე, თუ რომელ
ინფორმაციას ვირჩევთ.

მიზნები

ერთერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეკრების
პროცესზე, არის მიზნები, რომელსაც ვისახავთ მათთან ურთიერთობის დროს. ერთერთ კვლევაში,
რომელიც ჩაატარა კლეინმა და კუნდამ (Klein, Kunda, 1992), მონაწილეებს უთხრეს რომ სტუდენტი
იქნება მათი პარტნიორი ან ოპონენტი თამაშში. ის, ვისაც მოლოდინი ქონდა, რომ სტუდენტი
იქნებოდა პარტნიორი, მასში ხედავდნენ მაღალი უნარების მქონე ადამიანს, მაშინ, როდესაც ისინი
ვინც სტუდენტს თვლიდნენ ოპონენტად, მას განიხილავდნენ როგორც დაბალი უნარების მქონე
ადამიანს. სპეციალურად მოდელირებული შოუ-ვიქტორინის დროს სტუდენტთან ურთიერთობის
შემდეგ, რომლის დროსაც სტუდენტი ზოგ კითხვაზე პასუხობდა სწორად, ზოგ კითხვზე არასწორად,
17
მონაწილეების შთაბეჭდილებები ყალიბდებოდა მათი მოლოდინების შესაბამისად. ის, ვინც
სტუდენტს განიხილავდა, როგორც პარტნიორს, თვლიდნენ მას უფრო საზრიანად, ხოლო ისინი, ვინც
ოპონენტად თვლიდა, განიხილავდა მას ნაკლებ მოსაზრებულად. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი
აბსოლუტურად ერთნაირად პასუხობდა კითხვებს ორივე შემთხვევაში.

ექსპერიმენტის ჩარჩოებში მიზნებით მანიპულირება ასევე გამოიხატებოდა იმით, რომ მონაწილეებს


თავაზობდნენ ჩამოეყალიბებინათ ნათელი შთაბეჭდილებები ადამიანზე (მიზანი - შთაბეჭდილების
ჩამოყალიბება), ან ეცადათ გაეხსენებინათ ინფორმაციის ცალკეული ფრაგმენტები, რომლის გავლენის
ქვეშაც შეიძლება აღმოჩენილიყვნენ (მიზანი - გახსენება). შთაბეჭდილების ჩამოყალიბების მიზნის
დროს ადამიანები აყალიბებდნენ უფრო ორგანიზებულ შთაბეჭდილებებს სხვა ადამიანების შესახებ,
ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მათ წინაშე იდგა გარკვეული ინფორმაციის გახენების ამოცანა
(Matheson, Holmes & Kristiansen, 1991)>

მომავალი ურთიერთობის მოლოდინი კონკრეტულ ადამიანთან აყალიბებს უფრო რთულ მიზნებს,


ვიდრე უბრალო მცდელობა, გაიგო რამე ამ ადამიანის შესახებ. კვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანებს
ახსოვთ უფრო მეტი და უფრო სხვაგვარად ახორციელებენ ინფორმაციის ორგანიზებას, თუ აქვთ
მოლოდინი, რომ ამ ადამიანთან მომავალშიც ექნებათ ურთიერთობა. მაგალითად დეივენი,
სედიკიდესი და ფურმანი (Devine, Sedikides & Fuhrman, 1989) მიმართავდნენ ექსპერიმენტის
მონაწილეებს თხოვნით, მიეღოთ ინფორმაცია 5 ადამიანზე სხვადასხვა მიზნობრივ პირობებში.
ხუთიდან ერთერთს უწოდეს ობიექტი. მონაწილეების მიზნები ობიექტთან მიმართებაში იცვლებოდა.
მონაწილეებს შეუქმნეს ობიექტთან ურთიერთობის მოლოდინი და თხოვეს შეექმნათ მის შესახებ
შთაბეჭდილება, შეედარებინათ საკუთარი თავისთვის, შეედარებინათ ან უბრალოდ გაეხსენებინათ
ობიექტის დამახსიათებელი თვისებები. როგორც 3.3. ცხრილშია მოცემული ობიექტთან მომავალში
ურთიერთობის მოლოდინი იწვევდა უფრო ხშირად ობიექტის ქცევის გახსენებას. პარადოქსულია,
მაგრამ სხვა მიზნობრივ პირობებთან შედარებით, მარტივი ამოცანა, რომელიც იმაში მდგომარეობდა,
რომ გაეხსენებინათ ობიექტის დამახასიათებელი თვისებები, ჰქონდა გახსენების ყველაზე ნაკლები
ხარისხი.

ბოლო თავში ჩვენ წამოვწიეთ ინფორმაციის ორმაგი დამუშავების საკითხი, უფრო ზუსტად -
განსხვავება ევრისტიკულ სტრატეგიაზე დაფუძნებული ინფორმაციის სწრაფ გადამუშავებასა და
ინფორმაციის ნაწილ-ნაწილ უფრო სისტემატურ გამოყენებას შორის. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ადამიანები
უფრო ხშირად იყენებენ ევრისტიკულ სტრატეგიაზე დაფუძნებულ ინფორმაციის სწრაფ

ცხრილი 3.3

მიზნების გავლენა ადამიანის დამახასიათებელი თვისებების გახსენებაზე:

ურთიერთობის მოლოდინს მივყევართ უფრო აქტიურ გახსენებამდე, ვიდრე სხვა მიზნებს

გახსენება მოსალოდნელი შთაბეჭდილება საკუთარ სხვებთან მეხსიერება


ურთიერთობა თავთან შედარება
შედარება
ობიექტი 4.38 4.00 3.31 3.38 3.00
დანარჩები 4 1.80 2.33 2.53 2.22 2.23
ადამიანის
18
საშუალო
მაჩვენებელი
წყარო: Devine, Sedikides & Fuhrman (1989), p. 686

გადამუშავებას, როდესაც დასკვნას მათთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მათ გააჩნიათ უნარი
გადაერთონ ინფორმაციის სისტემატიზირებულ გადამუშავებაზე იმ შემთხვევებში, როდესაც დასკვნა
მნიშვნელოვანია მათთვის. ინფორმაციის ორმაგი გადამუშავების ეს პერსპექტივა მნიშვნელოვანია
სხვა ადამიანის აღქმის დროს. მაგალითად, ზოგჯერ ჩვენთვის აუცილებელია ზუსტი შთაბეჭდილების
ჩამოყალიბება. შევეცადოთ გადავჭრათ საკითხი, იქნება თუ არა კონკრეტული სტუდენტი ჩვენი
კოლეგა ლაბორატორიულ მეცადინეობებში; ქიმიაში ერთად მეცადინეობა ჩვენს მეგობარს ვთხოვოთ,
თუ სანდო ადამიანს მათემატიკის კლასიდან. სიზუსტის მოთხოვნილება ჩვეულებრივ ინიცირებას
უკეთებს ადამიანის შესახებ უფრო დეტალურ და ნაკლებად დამახინჯებული ინფორმაციის
შეგროვებას ( Boudreau, Baron & Oliver, 1992). ერთერთ კვლევაში (Neuberg, 1989) სტუდენტებს თხოვეს
ჩაეტარებინათ ინტერვიუ სამსახურში ასაყვან კანდიდატებთან. ნახევარს მიანიშნეს, რომ კანდიდატი
არასასიამოვნო ადამიანი იქნება, ხოლო მეორე ნახევარს არაფერი არ მიანიშნეს. გარდა ამისა, ზოგ
სტუდენტს თხოვეს ჩამოეყალიბებინათ ზუსტი შთაბეჭდილება ამ ადამიანზე, სხვებისთვის არ
უთხოვიათ. იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ დაუსახეს სიზუსტეზე ორიენტირებული მიზანი, ამ
ადამიანის შესახებ გაუჩნდათ საკმაოდ ნეგატიური შთაბეჭდილება, რომელიც შეესაბამებოდა წინასწარ
მოლოდინებს. მაგრამ იმ მონაწილეებს, რომლებსაც თხოვეს, რომ უფრო ზუსტები ყოფილიყვნენ,
გაუჩნდათ უფრო პოზიტიური შთაბეჭდილება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საწყის მოლოდინებს,
რადგან გამოყენებული იყო ობიექტის შესახებ უფრო გულმოდგინე და ნაკლებად დამახინჯებული
ინფორმაციის შეკრების გზა. ამგვარად, სიზუსტის აუცილებლობას, ჩვეულებრივ მივყევართ
ინფორმაციის უფრო დეტალურ და სისტემატურ გადამუშავებამდე ადამიანის შესახებ, ვიდრე ეს
ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც სიზუსტე არ წარმოადგენს მიზანს (Chen, Shechter & Chaiken, 1996).

ერთი ადამიანის შთაბეჭდილება მეორეს შესახებ დამოკიდებულია კიდევ იმაზე, თუ მეორე


ადამიანთან რა ტიპის ურთიერთობაზე აკეთებს პროგნოზს. შედეგზე დამოკიდებულებას - უფრო
ზუსტად, სიტუაცია, რომლის დროსაც ინდივიდის მიერ საკუთარი მიზნის მიღწევა მნიშვნელოვნად
არის დამოკიდებული მეორე ადამიანის ქცევაზე - ჩვეულებრივ მივყევართ იქამდე, რომ ადამიანი
ფრთხილად იყალიბებს შთაბეჭდილებას მეორე ადამიანის შესახებ. კვლევის მონაწილეები, რომელთა
მიზნები არ არის დამოკიდებული მეორე ადამიანის ქცევაზე, მიდრეკილები არიან ჩამოაყალიბონ
თავიანთი შთაბეჭდილებები სწრაფად და ზერელედ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია კომუნიკაცია. ინფორმაციის შეკრების პროცესი სხვა


ადამიანისთვის მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას იმაზე, თუ რომელ ინფორმაციას გადასცემენ
ადამიანები მეორე ადამიანს და იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას აყალიბებენ ისინი ბოლოს და
ბოლოს. 1990 წელს სედიკიდესმა (Sedikides, 1990) თხოვა კვლევის მონაწილეებს ჩამოეყალიბებინათ
შთაბეჭდილება ობიექტზე და შემდეგ მესამე პირისთვის გადაეცათ ეს ინფორმაცია იმისგან
დამოუკიდებლად, პოზიტიური, ნეგატიური თუ ნეიტრალური იყო შთაბეჭდილებები.
კომუნიკაციური მიზნები მთლიანად განსაზღვრავდა ინფორმაციის შინაარსს, რომელიც
მიეწოდებოდა მესამე პირს, ასე რომ იგი გადაწონიდა მონაწილის საკუთარ შთაბეჭდილებას.
სინამდვილეში მონაწილეებმა ფაქტიურად შეუცვალეს ფორმულირება თავიანთ საკუთარ

19
შთაბეჭდილებებს პოზიტიური, ნეგატიური ან ნეიტრალური შთაბეჭდილებით, იმის მიხედვით, თუ
როგორ განაწყვეს ისინი მკვლევარებმა ექსპერიმენტის დასაწყისში.

როდესაც ადამიანები ატყობინებენ მსმენელს ინფორმაციას ობიექტის შესახებ, ისინი არა მარტო
ცვლიან საკუთარ შეხედულებებს ობიექტის მიმართ, არამედ სისტემატიურად ახდენენ გავლენას
შთაბეჭდილებაზე, რომელიც უყალიბდება მსმენელს. ცნობილია, რომ როდესაც ჩვენ გადავცემთ
ინფორმაციას სხვა ადამიანის შესახებ, ჩვენ ჩვეულებრივ გავცემთ ინფორმაციას შემამსუბუქებელი
გარემოების შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ქცევაზე და ამის ნაცვლად ქცევას
წარმოვადგენთ, როგორც ობიექტის დამახასიათებელ თვისებებს. შედეგად მსმენელებმა შეიძლება
ჩამოაყალიბონ უფრო პოზიტიური ან ნეგატიური შეხედულება ობიექტის შესახებ, ვიდრე ამას
თვითონ მოსაუბრე გვაწვდის ( Baron, David, Brunsman & Inman, 1997).

სოციალური მიზნების გავლენა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების შესახებ


შთაბეჭდილებების ჩამოსაყალიბებლად. უფრო მეტიც, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს გავლენა
შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად და უნებლიედ ხდებოდეს (Chartrand, Bargh, 1996).
ადამიანებს, რომლებსაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს გააჩნიათ გარკვეული სოციალური
მიზანი, როგორც ჩანს აყალიბებენ შეხედულებებს, რომელიც შეესაბამება მათ მიზნებს კონკრეტულ
ადამიანთან მიმართებაში, მაშინაც კი, როდესაც მათ არ გააჩნიათ ამის გაკეთების განზრახვა ან
სრულიად არ აცნობიერებენ იმას, თუ რა აკეთებენ (Uleman, Moskowitz, 1994).

აფექტური სტიმულები

ზოგჯერ ჩვენ საკუთარ შინაგან მდგომარეობას ვიყენებთ, როგორც საფუძველს სხვა ადამიანების
შესახებ შეხედულების ჩამოსაყალიბებლად, და ეს შეიძლება გახდეს სისტემატიური შეცდომის წყარო.
როდესაც ვართ ემოციების გავლენის ქვეშ, ადამიანებს უმეტესად აქვთ მიდრეკილება მიაქციონ
ყურადღება ემოციურ ინფორმაციებს და გამოიყენონ ისინი თავიანთ შთაბეჭდილებებში (მაგალითად,
Halberstadt, Niedenthal, 1997). მაგალითად, როდესაც ჩვენ აგზნებულები ვართ, ჩვენ მიდრეკილება
გვაქვს აღვიქვათ სხვა ადამიანები უფრო ექსტრემალურად, ვიდრე იმ შემთხვევებში, როდესაც
მშვიდად ვართ (Stangor, 1990). თუ თქვენ ეხლახან დაასრულეთ გაცხოველებული თამაში ტენისში და
ხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენზე ახდენს უსუფთაოს შთაბეჭდილებას. ამ ადამიანზე თქვენი
შთაბეჭდილება, როგორც უსუფთაოზე ალბათ კიდევ უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე იმ შემთხვევაში,
თუ ამ მას შეხვდებოდით წიგნის კითხვის შემდეგ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ადამიანის შესახებ თქვენს აღქმაზე - არის
განწყობილება (Erber, 1991). როდესაც კარგ ხასიათზე ვართ, ადამიანებს აღვიქვამთ უფრო
პოზიტიურად, ხოლო როდესაც ცუდ ხასიათზე ვართ, ჩვეულებრივ, უფრო ნეგატიურად
განვიხილავთ მათ. ეს გავლენები განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც მეორე ადამიანის ქცევა
ნეიტრალურია (Stangor, 1990; Isen, 1999). ითვლება, რომ განწყობილება განსაკუთრებით დიდ
გავლენას ახდენს არაორდინალური ადამიანების შესახებ შეხედულებაზე, ვიდრე ორდინარულ
ადამიანებზე. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანების განსხვავებულობა ხელს უწყობს
ინფორმაციის გაფართოებულ გადამუშავებას: მისაწვდომი ხდება ინფორმაციის დიდი მოცულობა და
დიდი დრო ეთმობა იმას, რომ განწყობილებამ მოახდინოს თავისი გავლენა ( Forgs, 1992).

20
განწყობილებამ შეიძლება მოახდინოს გავლენა არა მხოლოდ შთაბეჭდილების შინაარსზე, რომელსაც
ვაყალიბებთ ადამიანების შესახებ, არამედ მისი ჩამოყალიბების პროცესზე. როგორც უკვე ითქვა,
ადამიანების შესახებ დეტალური, პუნქტუალური, სისტემატური ინფორმაციის გადამუშავებასა და
ნაკლები ძალისხმევით და დროით ინფორმაციის კატეგორიალური დამუშავებას შორის, რომლის
საშუალებითაც ადამიანები აკეთებენ დასკვნებს სხვა ადამიანის თავისებურებების შესახებ მისი
რომელიმე სოციალური კატეგორიისადმი მიკუთვნებულობის საფუძველზე, არსებობს უზარმაზარი
განსხვავება. ნეგატიური განწყობილება ხშირად აიძულებს ადამიანებს, მიმართონ უფრო
ინფორმაციის ნაწილობრივი გადამუშავების გამოყენებას, ვიდრე კატეგორიალურის, იმ
შემთხვევებშიც კი, როდესაც კატეგორიალური ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია. ადამიანებს,
რომლებიც იმყოფებიან პოზიტიურ განწყობილებაზე, მიდრეკილება აქვთ გამოიყენონ უფრო
კატეგორიებთან დაკავშირებული ინფორმაცია (Rdwards, Weary, 1993).

და ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად ადამიანების შესახებ ინფორმაციის ერთიანად
შეკრება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოტივაციურ ფაქტორებზე. ამ ფაქტორების რიცხვს
შეიძლება მივაკუთვნოთ ჩვენს წინაშე დასახული გარკვეული მიზნები, აფექტური მდგომარეობა და
ასევე ადამიანის გარკვეული რწმენებისადმი მოტივაცია.

ქცევის მიზეზების განსაზღვრა

ერთერთი, შედარებით მნიშვნელოვანი შეხედულება, რომელსაც ვაყალიბებთ ადამიანების შესახებ,


ეხება იმას, თუ რატომ იქცევიან ისინი სწორედ ასე და არა სხვაგვარად. რა არის იმის მიზეზი, რომ
საღამოს წვეულებაზე ერთი ადამიანი მორიდებულია, ხოლო მეორე ძალიან კომუნიკაბელური? რა
ხდება ორ ადამიანს შორის რომანტიული ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი, რომლებიც ერთი
შეხედვით ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან? ატრიბუციის თეორია, ფსიქოლოგიის
მნიშვნელოვანი სფერო, ცდილობს ახსნას პრობლემა, თუ როდის და როგორ სვამენ ადამიანები
კითხვას: რატომ?

კაუზალური ატრიბუციის თეორია – ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თეორია იმის შესახებ, რომ
ადამიანები როგორ და რატომ აკეთებენ დასკვნებს რაიმე მიზეზების შესახებ – 1958 წელს დაამუშავა
ფრიც ჰაიდერმა (Heider, 1958). იგი ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია ორი ძლიერი მოტივი:
სამყაროს გაგების მოთხოვნილება და გარე სინამდვილის კონტროლის მოთხოვნილება. იმისათვის,
რომ მივაღწიოთ გაგებას და კონტროლს, ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი ვიწინასწარმეტყველოთ სხვა
ადამიანების ქცევები. სხვაგვარად სამყარო ხდება შემთხვევითობებით, მოულოდნელობებით სავსე და
ბუნდოვანი.

იმისათვის, რომ ჩვენი სამყარო იყოს კონტროლირებადი და წინასწარმეტყველებადი, არ არის საჭირო


მუდმივად ვსვამდეთ კითხვას „რატომ?“. როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენი მრავალი კაუზალური
ატრიბუცია ფაქტიურად არის ავტომატური, დაფარული იმ შთაბეჭდილებებში, რომელსაც ჩვენ
ვაყალიბებთ სხვა ადამიანებისა და სიტუაციების შესახებ (Krull, Dill, 1998). თუმცა ზოგჯერ რომელიმე
ადამიანი ან გარემოებათა ერთობლიობა გვიზიდავს და გვაიძულებს განსაკუთრებული ყურადღება
მივაქციოთ მიმდინარე მოვლენებს; ეს განაპირობებს ჩვენს მცდელობას გავიგოთ, თუ რატომ ხდება
მოვლენები სწორედ ისე ან რატომ არ მოხდა სხვაგვარად. ნაწილობრივ, ჩვენ განსაკუთრებით გვაქვს
მიდრეკილება ჩამოვაყალიბოთ კაუზალური ატრიბუცია, როდესაც ხდება რაიმე მოულოდნელობა ან
უსიამოვნება, რადგან მოულოდნელი ან ნეგატიური მოვლენები ქმნიან უფრო მაღალი
21
წინასწარმეტყველებადობის მოთხოვნილებას (Kanazawa, 1992; Wong, Weiner, 1981). იმისათვის რომ
გავაკეთოთ ამ მტკიცების ილუსტრაცია, მკვლევარები მუშაობდნენ წყვილებთან, რომლებიც
უკმაყოფილონი იყვნენ ქორწინებით და დადიოდნენ კლინიკაში ოჯახური თერაპიის სეანსებზე.
პარტნიორებს თხოვდნენ ჩამოეთვალათ ნეგატიური და პოზიტიური შემთხვევები, რომელიც მოხდა
მათი ქორწინების განმავლობაში და მიეთითებინათ მათი სიხშირე. შემდეგ მათ ეკითხებოდნენ, თუ
მათი აზრით, რომელი ამბავი იყო „დაპროგრამებული“ კაუზალური ატრიბუციის ძიებაში.
მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ მცდელობა, აეხსნათ მომხდარის მიზეზები, უფრო ხშირად
წამოიჭრებოდა იმ შემთხვევების მიმართ, რომელსაც უფრო მეტი გულისტკივილი ახლდა: უფრო
ხშირად პარტნიორის ქცევის ნეგატიური ფორმები და ნაკლებად დადებითი ფორმები (Holtzworth,
Munroe & Jacobsen, 1985). ამგვარად, მოვლენები, რომლებიც არიან განსაკუთრებით მოულოდნელი და
ნეგატიური, ბიძგს აძლევს კაუზალური ატრიბუციის ძიებას; ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ
როდესაც ამა თუ იმ მოვლენის მიზეზებს ვიკვლევთ, ჩვენში ჩნდება განცდა, რომ
ვიწინასწარმეტყველოთ მოვლენების განვითარება და ვაკონტროლოთ გარემოებები.

ჯონსის და დევისის შეხედულებების შესატყვისობის თეორია

კაუზალური ატრიბუციის თეორიის ერთერთი შედარებით მნიშვნელოვანი ამოცანაა გავიგოთ, თუ


რატომ აკეთებენ ადამიანები სწორედ იმას, რასაც აკეთებენ. ადამიანები ჩართულები არიან სხვადასხვა
სახის საქმიანობაში, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ქცევა გვიჩვნებს ამ ადამიანების პიროვნულ
თვისებებს (Hilton, Smith & Kim, 1995). მაგალითად, თუ საერთო საცხოვრებელში თქვენი ახალი
მეზობელი უღიმის და თავაზიანად ესალმება დედათქვენს, ალბათ ეს ქცევა არ განიხილება ისე, რომ
იგი მაქსიმალურად სრულად გვიხასიათებდეს მას. კოლეჯის სტუდენტების უმრავლესობამ იცის, რომ
სწორედ ასეთი თავაზიანი ფორმით უნდა მიესალმოს მშობლებს. რომელი ინფორმაცია დაგეხმარებათ
იმის გასაგებად, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს თქვენი საერთო საცხოვრებლის მეზობელი?
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რა გარემოებებში ვაკეთებთ დასკვნას იმის შესახებ, რომ სხვა ადამიანის
ქცევა ასახავს მის ჭეშმარიტ მიდრეკილებებს, როგორიც არის პიროვნული თვისებები, განწყობები ან
სხვა შინაგანი მდგომარეობები და როდის ვვარაუდობთ, რომ ადამიანები უბრალოდ აკეთებენ
რეაგირებას სიტუაციაზე? ამ ძალიან განსხვავებული ატრიბუციის ტიპების აღსაწერად ჩვენ
გამოვიყენებთ ისეთ ცნებებს, როგორიც არის დისპოზიციური ანუ შინაგანი ატრიბუცია და
სიტუაციური ანუ გარეგანი ატრიბუცია.

1965 წელს ჯონსმა და დევისმა დაამუშავეს შეხედულებების შესატყვისობის თეორია, რომელიც


დეტალურად ახასიათებდა შეხედულებების ჩამოყალიბების პროცესებს – ადამიანის ქცევა
განისაზღვრება მისი პიროვნული მიდრეკილებებით თუ ხანმოკლე სიტუაციური გავლენებით.
არსებითად, ჯონსის და დევისის თეორია ზოგადად აღწერს, თუ როგორ იყენებს კონტექსტს
ინფორმაციის აღმქმელი სოციალური ინდივიდი, რომელშიც ხორციელდება ინდივიდის ქცევა, იმ
შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად, არის თუ არა მოცემული ქცევა სიტუაციის დროებითი
გავლენის შედეგი თუ მისი საკუთარი დისპოზიციის, მაგალითად პიროვნული თვისების შედეგი.
ქმედებას, რომელიც აღიქმება ადამიანისთვის დამახასიათებელი დისპოზიციის ასახვად, მივყევართ
შესატყვის შეხედულებამდე, ანუ ფასდება, როგორც მნიშვნელოვანი და სასარგებლო, ადამიანის
ხასიათის გასაგებად.

22
პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ადამიანი აქცევს ყურადღებას, სხვა ადამიანის ქცევის
მიზეზებზე შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად, არის ამ ქცევის სასურველობა სოციალურ პლანში.
სოციალურად არასასურველი ქცევა აყალიბებს ადამიანებში კონკრეტული ადამიანის თვისებების
შესახებ შეხედულებას მაშინ, როდესაც სოციალურად სასურველი ქცევა ნათლად არ ავლენს
პიროვნულ თვისებებს. მაგალითად, თუ ქეითი სამსახურში მოსაწყობად მოვიდა საზაფხულო ბანაკში
და იცის, რომ აღმზრდელის მიმართ მთავარი მოთხოვნაა ისეთი თვისება, როგორიც არის
ადამიანებთან კონტაქტი, მაშინ იგი გასაუბრებაზე მოიქცევა, როგორც ექსტრავერტის თვისებებით
აღჭურვილი ადამიანი; თუმცა ძნელი იქნება იმის გაგება, ნამდვილად ფლობს თუ არა კომუნიკაციურ
უნარებს თუ ცდილობს თავი მოგვაჩვენოს ასეთად, რათა დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოს
გასაუბრების დროს. თუმცა, თუ ქეითი მოიქცევა მორიდებულად და იქნება ჩაკეტილი, ადამიანი, ვინც
ატარებს გასაუბრებას, დარწმუნებით ჩათვლის, რომ ქეითი ინტროვერტია. მაშინ რატომ იქცეოდა იგი
ამგვარად, როდესაც სიტუაცია სხვაგვარ ქცევას ითხოვს?

პიროვნების თავისებურებებზე შეხედულების ჩამოყალიბებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ცოდნა


იმის შესახებ, ადამიანის ქცევა თავისუფალი არჩევანია თუ სიტუაციის გავლენითაა გამოწვეული.
თავისუფლად არჩეული ქცევა გვაწვდის უფრო მეტ ინფორმაციას ადამიანის თვისებების შესახებ.
მაგალითად, თქვენ რომ შეგესრულებინათ სტუდენტური გაზეთის რეპორტიორის მოვალეობები და
თქვენთვის დაევალებინათ, დაგეწერათ სტატია იარაღის ტარების უფლების დაცვაზე, ალბათ
მკითხველის მხრიდან არ იქნებოდა ჭკვიანური დასკვნა, რომ თქვენ დადებითად უყურებთ იარაღის
გამოყენებას. მაგრამ, თქვენთვის რომ ეთქვათ, რომ შეგიძლიათ გააშუქოთ ნებისმიერი თვალსაზრისი
ამ პრობლემაზე და თქვენ აირჩიეთ იარაღის სახლში შენახვის თემა, თქვენი მკითხველები უფრო
დარწმუნებით გააკეთებდნენ დასკვნას იმის თაობააზე, რომ სტატია ჭეშმარიტად ასახავს თქვენს
პირად დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით (Jones, Harris, 1967).

ადამიანის ქცევის მიზეზებზე თვალსაზრისის ჩამოყალიბებისას, ადამიანები ითვალისწინებენ


სავარაუდო შედეგებს ან ამ კონკრეტული ქცევის შედეგებს. როდესაც ადამიანის ქცევას მოაქვს ბევრი
სასურველი შედეგი, ძნელია მისი რეალური მოტივების გაგება; მაგრამ როდესაც ქცევას მივყევართ
სახასიათო შედეგამდე, დასკვნა მოტივის შესახებ უფრო დარწმუნებით შეიძლება იყოს
ჩამოყალიბებული. მაგალითად, თუ თქვენ არჩიეთ დაბალანაზღაურებადი და არც თუ სასიამოვნო
საზფხულო სამუშაო ორეგონაში და არა ბოსტონში მაღალანაზღაურებადი და უფრო საინტერესო
სამუშაო, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენს ქცევას დააკვირდება, ნათელი გახდება, რომ თქვენ
დაინტერესებული ხართ ზაფხულის ორეგონაში გატარებით. არჩევანის თავისებურება ხშირად
საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითად თვისებების შესახებ შეხედულების ჩამოყალიბებას იმ
მექანიზმის დახმარებით, რომლებიც ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეიძლება აღვნიშნოთ,
როგორც არატიპიური შედეგის ანალიზი. მაგალითად, თუ თქვენ ირჩევთ ასპირანტურის ორ
ერთნაირად მიმზიდველ პროგრამას, ორ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, რომელიც ერთნაირ
სტეპენდიას გთავაზობთ, და არჩევანს გააკეთებთ ერთერთ პროგრამაზე, რომელსაც აქვს
ინტერნატურა მეორე პროგრამისგან განსხვავებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ თქვენთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომზადება, რომელსაც იღებენ ინტერნატურაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც გვეხმარება განვსაზღვროთ, ყალიბდება თუ არა ქცევა
ადამიანის დისპოზიციური თვისებების გავლენით, არის იმის ცოდნა, არის თუ არა ქცევა სოციალური
როლის ნაწილი. ქცევა, რომელიც დაკავშირებულია რაიმე როლთან, არ გვაძლევს დანამდვილებით
23
ინფორმაციას ადამიანის ძირითადი რწმენების და ქცევის თავისებურებების შესახებ. თუ მეხანძრე
გვეხმარება ცეცხლის ჩაქრობაში, ჩვენ არ ვაკეთებთ დასკვნას იმის შესახებ, რომ იგი ყოველთვის მზად
არის დაეხმაროს ადამიანებს; იგი უბრალოდ ასრულებს თავის სამუშაოს. მაგრამ თუ ცეცხლის
ჩაქრობაში ჩვენ გვეხმარება ქუჩიდან მოსული უცნობი, ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გავაკეთოთ
დასკვნა, რომ იგი ყოველთვის მზად არის ადამიანების დასახმარებლად.

ამგვარად, ჩვენ ადამიანების ქცევებს ვხსნით ჩვენი წინასწარი მოლოდინებით მათი ჭშმარიტი
მიდრეკილებების საფუძველზე (Jones, McGilles, 1976). მაგალითად, თუ თქვენ იცით, რომ თქვენი
ოთახის მეზობელი მხარს უჭერს ლიბერალურ პოლიტიკურ მოსაზრებებს, მაგრამ ხედავთ, რომ
სადილის დროს თავის დაქნევით ეთანხმება თავისი მშობლების კონსერვატიულ შეხედულებებს, ეს
ხელს არ შეგიშლით ისევ გჯეროდეთ მისი ლიბერალური შეხედულებების. თქვენ უბრალოდ ხედავთ
მისი დათანხმების გარეგან ატრიბუციას და შეაფასებთ მას, როგორც მცდელობას, რომ თავიდან
აიცილოს კამათი მშობლებთან.

ამგვარად, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ხშირად ვამჟღავნებთ სურვილს გავიგოთ, თუ რატომ
ახორციელებს რომელიმე ადამიანი ამა თუ იმ ქცევას. ჩვენი ატრიბუციული ძიების მიზანი არის
დისპოზიციური ატრიბუცია, ანუ მცდელობა განვსაზღვროთ მუდმივი შინაგანი თვისებებს, რომელიც
ახასიათებს კონკრეტულ ადამიანს, და რითაც აიხსნება მოცემული ქცევა. იმისათვის, რომ მივაღწიოთ
დისპოზიციურ ატრიბუციას, ჩვენ ამ ადამიანის შესახებ ვიყენებთ როგორც მოცემული სიტუაციიდან
მიღებულ საკვანძო სიგნალებს, ასევე ჩვენს წარსულ ცოდნას მის შესახებ; ერთად შეკრებილი ეს
ინფორმაცია გვეხმარება გავაკეთოთ დასკვნა ადამიანების დისპოზიციურ თვისებებზე მათ ქცევაზე
დაკვირვებით.

კელის კოვარიაციის თეორია

ზოგჯერ კაუზალური ატრიბუციის ძიების პროცესში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევკრიბოთ


დამატებითი მონაცემები. მართლა ისეთი მკაცრი და იუმორის გრძნობას მოკლებულია ჩვენი
მასწავლებელი, როგორც ეს გვეჩვენება? თუ ეს ასეა, მაშინ სემესტრი ძალიან გრძელი მოგვეჩვენება.
ჩვენი რომანტიკული გმირი მართლა ისეთი მიმზიდველია, როგორც გვეჩვენება, თუ იგი უბრალოდ
სიამოვნებას იღებს ნებისმიერ გოგონასთან ურთიერთობისას? ამ კითხვაზე პასუხმა შესაძლებელია
გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებაზე, წახვიდეთ თუ არა მასთან პაემანზე. კოვარიაციის
მოდელს, რომელიც ჰაროლდ კელიმ (Kelley) შექმნა 1967 წელს, მივყევართ იმ ფაქტისკენ, რომ
ადამიანები ცდილობენ გაერკვნენ – თანხვდებიან თუ არა კონკრეტული შედეგი და კონკრეტული
მიზეზი სხვადასხვა სიტუაციებში. იმისათვის, რომ რაიმე ფაქტორი რომელიმე ქცევის მიზეზი გახდეს,
იგი უშუალოდ უნდა იყოს წარმოდგენილი ქცევაში და არ უნდა იყოს, როდესაც არ არის მოცემული
ქცევა. კელიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ ჩვენი სავარაუდო კაუზალური ატრიბუციის დასამტკიცებლად
ჩვენ ვიყენებთ სამი ტიპის ინფორმაციას: უცვლელობა, განსხვავებულობა და შეთანხმებულობა.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი მერი გიყვებათ კომიკოსის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ
ნახა. იგი ამბობს, რომ ის იყო ყველაზე სასაცილო კომიკოსი, რომელიც ოდესმე უნახავს და თქვენ
აუცილებლად უნდა ნახოთ იგი. მანამ, სანამ ამას გააკეთებთ, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი
გაარკვიოთ, მართლა ასეთი სასაცილოა ეს კომიკოსი თუ იმ საღამოს თითონ მერის ქცევა ან სიტუაცია
იყო უჩვეულო, მაგალითად განწყობილება, ან ადამიანები, ვისთანაც ერთად იყო წარმოდგენაზე,
სასმელი და ა.შ.
24
კელიმ ივარაუდა, რომ ჩვენ სულ ცოტა სამ კითხვას დავსვამთ:

1. არის თუ არა ეს ქცევა განსაკუთრებულად უჩვეულო? ადამიანი ასე იქცევა მხოლოდ ამ


მასტიმულირებელ ობიექტზე, თუ სხვაზეც? ეს ნიშნავს, რომ მერი ყველა კომიკოსზე იცინის თუ იგი
მხოლოდ ამ კომიკოსზე იცინოდა ძალიან?

2. ქონდა თუ არა ადგილი შეთანხმებულობას? სხვა ადამიანებიც მის მსგავსად იქცეოდნენ?

3. არის თუ არა ეს ქცევა უცვლელი? მერის ამგვარი რეაგირება კომიკოსზე მხოლოდ ამ საღამოს იყო
გამოწვეული თუ იგი შემდეგშიც ძალიან სასაცილოდ ჩათვლის მას?

დარწმუნებით რომ დავასკვნათ, რომ სწორედ ეს კომიკოსი გახდა მერის ასეთი აღფრთოვანებული
რეკომენდაციის მიზეზი, უნდა მივიღოთ ტესტის შემდეგი შედეგები: მაღალი განსხვავებულობა,
მაღალი უცვლელობა და მაღალი შეთანხმებულობა. მისი რეაქცია უნდა განსხვავდებოდეს სწორედ ამ
კომიკოსთან მიმართებაში და არა სხვა კომიკოსებთან; იგი უნდა მოეწონოს ასევე სხვა ადამიანებსაც;
მერი ისევე უნდა მოიქცეს სხვა შემთხვევებშიც ამ კომიკოსის მიმართ. იმისათვის, რომ ჩამოაყალიბო
შინაგანი ატრიბუცია – ანუ დარწმუნდე, რომ მისი სიცილის მიზეზი ისევ თვითონ არის და არა
კომიკოსი – ჩვენ უნდა დავინახოთ დაბალი განსხვავებულობა, დაბალი შეთანხმებულობა და დაბალი
უცვლელობა: მერი იცინის ყველა კომიკოსზე, სხვა არავინ არ იცინის ამ კომიკოსზე და იგი საერთოდ
ისეთი ადამიანია, რომელიც სულ იცინის. მოცემული პროგნოზები ილუსტრირებულია 3.4. ცხრილში.
კელის თეორიის ძირითადი ვარაუდები და უცვლელობის, შეთანხმებულობის და განსხვავებულობის
გამოყენება კაუზალური ატრიბუციის გასაგებად ფართოდ იყო დამტკიცებული კვლევებში.

ცხრილი 3.4

რატომ იცინოდა მერი კომიკოსზე?

მისაწვდომი ინფორმაცია
განსხვავებულობა შეთანხმებულობა უცვლელობა შედარებით
პირობები გავრცელებული
ატრიბუციები
1 მაღალი – იგი სხვაზე მაღალი – ყველა სხვა მაღალი – იგი მასტიმულირებელი
არავიზე არ იცინოდა დანარჩენი ყოველთვის ობიექტი: კომიკოსი
მაყურებელიც იცინის ამ (61%)
იცინოდა კომიკოსზე
2 დაბალი – იგი დაბალი – საეჭვოა, მაღალი – იგი მერის პიროვნება
ყოველთვის იცინის რომ სხვებსაც ეცინათ ყოველთვის (86%)
კომიკოსებზე იცინის ამ
კომიკოსზე
3 მაღალი – იგი სხვაზე დაბალი – საეჭვოა, დაბალი – იგი კონტექსტი (72%)
არავიზე არ იცინოდა რომ სხვებსაც ეცინათ თითქმის
არასოდეს არ
იცინოდა მასზე
წყარო: ადაპტირებულია Mc Artthur- დან (1972).

25
ზოგჯერ არსებობს რაიმე მოქმედების რამდენიმე შესაძლო მიზეზობრივი ახსნა და ჩვენ მოგვეთხოვება
განვსაზღვროთ, თუ რომელი ატრიბუციაა სწორი. 1972 წელს კელიმ განსახილველად შემოგვთავაზა
კაუზალური ატრიბუციის ჩამოყალიბების მეორე მთავარი პრინციპი, სახელწოდებით გაუფასურების
პრინციპი. ჩვენ ნაკლები ალბათობით შევუსაბამებთ რაიმე შედეგს ნებისმიერ კონკრეტულ მიზეზს,
თუ არის ალბათობა, რომ არსებობს ერთზე მეტი პოტენციური მიზეზი. როდესაც დაზღვევის აგენტი
თავაზიანია ჩვენს მიმართ და გვთავაზობს ყავას, ჩვენ შეიძლება არ დავასკვნათ, რომ მას
მეგობრულობა ახასიათებს. პირიქით, შესაძლოა გაგვიჩნდეს ეჭვი, რომ აგენტს ჩემი ბიზნესი
აინტერესებს. თუ უცნობ ქალს მოაქვს ჩვენთვის ჭიქით წყალი და ნამცხვარი, მანამ ველოდებით
ავარიის შემდეგ პოლიციის მოსვლას, ჩვენ დავასკვნით, რომ იგი კეთილია; მას სხვა არავითარი
მიზეზი არ გააჩნია რომ ჩვენს მიმართ თავაზიანი იყოს. ზოგადად ყალიბდება წარმოდგენა, რომ
კვლევის შედეგად მიღებული ცნობები ნამდვილად შეესაბამება მოდელებს, რომელიც აღწერილია
კოვარიაციის და გაუფასურების პრინციპებში ( Cheng, Novik, 1990; Morris, Larreck, 1995).

ატრიბუციის შეცდომა

ამგვარად, ჩვენ აღვწერეთ კაუზალური ატრიბუციის ჩამოყალიბების პროცესი, როგორც ლოგიკური


და რაციონალური. როდესაც ვუყურებთ ადამიანის ქცევას, სრულიად გონივრულად ვაყალიბებთ
ჩვენს შეხედულებებს მის მიზეზებზე, ამ ინდივიდის შესახებ სისტემატიური ცოდნის საფუძველზე და
იმ გარემოებებზე, რომელშიც ხორციელდება კონკრეტული ქცევა. მაგრამ ყოველთვის ასეთი
გონივრულია ატრიბუციის პროცესი? კვლევები გვიჩვენებენ, რომ არსებობს რამდენიმე
მნიშვნელოვანი დამახინჯება კაუზალური ატრიბუციის ჩამოყალიბების გზებსა და საშუალებებში.

ატრიბუციის ფუნდამენტალური შეცდომა. ზოგადად, ჩვენ უფრო დიდი ალბათობით შევუსაბამებთ


სხვა ადამიანების ქცევას მათ ხასიათს და მიდრეკილებებს, ანუ მათ პიროვნულ თვისებებს და
განწყობებს, ვიდრე იმ სიტუაციას, რომლებშიც ისინი იმყოფებიან. ამ ტენდენციას უწოდებენ
ატრიბუციის ფუნდამენტალურ შეცდომას ( Ross, 1997). როდესაც დახმარებას ვთხოვთ კოლეჯის
ადმინისტრაციის მდივანს და მასზე გვრჩება შთაბეჭდილება, როგორც უმეტყველო და უცერემონიო
ადამიანზე, ვასკვნით, რომ იგი არის ცივი და არამეგობრული, მაგრამ ამავე დროს იგნორირებას
ვუკეთებთ იმ ფაქტს, რომ მას მთელი დღის განმავლობაში უხდება მასთან საჩივრით მოსულ მრავალ
უცნობ სტუდენტთან ურთიერთობა. შესაძლოა, რომ სწორედ მისი სამუშაო და არა მისი პიროვნება
აიძულებს მას მოიქცეს ამგვარად.

ატრიბუციის ფუნდამენტალური შეცდომის მაგალითისთვის განვიხილოთ ჯონსის და ჰარისის (Jones,


Harris, 1967) მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც განიხილავდნენ ატრიბუციებს, რომელიც
ეხებოდა იმ ადამიანების განწყობებს, რომლებიც წერდნენ ესეებს რაიმე საკამათო თემებზე. მოცემულ
შემთხვევაში ეს იყო ესე კუბაზე ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. სტუდენტებს მისცეს ესეს
ასლები და ერთ ნაწილს უთხრეს, რომ ავტორებს ქონდათ თავისუფალი არჩევანი, თუ რომელ მხარეს
დაიჭერდნენ, კასტროს მომხრის თუ მოწინააღმდეგის, მეორე ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ ესეს
ავტორებს განუსაზღვრეს კონკრეტული პოზიცია, და ამგვარად მათ არ ქონდათ ესესთვის თემის
არჩევის შესაძლებლობა. მაშინაც კი, როდესაც ავტორის პოზიცია წინასწარ იყო განსაზღვრული,
ესსეში გამოხატული პოზიციის ახსნის დროს, დამკვირვებლები შინაგანი მიდრეკილებების როლის
გადაფასებას აკეთებდნენ (ავტორის ჭეშმარიტი პოზიცია კასტროს მიმართ) და ვერ აფასებდნენ გარე

26
სიტუაციის ძალას (ანუ, პოზიციის არჩევის შესაძლებლობის არქონა). ჯონსის და ჰარისის ორ
ერთმანეთის მსგავს ექსპერიმენტში მიღებული მონაცემები წარმოდგენილია 3.5. ცხრილში.

ცხრილი 3.5.

განწყობა, რომელიც მიეწერება ავტორს

პირობები კასტროს მომხრეები კასტროს მოწინაღმდეგეები


ექსპერიმენტი 1
არჩევანის შესაძლებლობა 59,6 17,4
არჩევანის შეზღუდვა 44,1 22,9
ექსპერიმენტი 2
არჩევანის შესაძლებლობა 55,7 22,9
არჩევანის შეზღუდვა 41,3 23,7
მაღალი ქულა მიუთითებს ავტორის მიერ მიწერილ პოზიციას კასტროს მომხრეებისთვის.
წყარო: (Jones, Harris, 1967)

მრავალმა შემდგომმა გამოკვლევამ პრაქტიკულად იგივე შედეგები აჩვენა. ტენდენცია, განიხილო


ორატორების პოზიცია, როგორც მათი ჭეშმარიტი განწყობების ასახვა, უცვლელია იმ პირობებშიც კი,
როდესაც გაცილებით ადვილი იქნებოდა გარეგანი ატრიბუციის ჩამოყალიბება; როდესაც ორატორებს
არა აქვთ არჩევანის შესაძლებლობა და შესაბამისად არ არიან გატაცებულები საკუთარი
შეხედულებებით; როდესაც ისინი სუსტ არგუმენტებს წარმოადგენენ; არიან ჯგუფის ნაწილი,
რომელთა შემადგენლობაში მათ სხვა არჩევანის გაკეთება არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ
დაემორჩილონ ჯგუფს; და მაშინაც კი, როდესაც ისინი კითხულობენ სხვის დაწერილ სიტყვას
(მაგალითად McHoskey, Miller, 1994). უფრო ფართო კონტექსტში თუ განვიხილავთ, როცა ვხედავთ,
მეორე ადამიანის ქცევას, ჩვენ მიდრეკილება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მისი ქცევა განისაზღვრება
მისივე შინაგანი თვისებებით, როგორიც არის მყარი განწყობები ან პიროვნული თვისებები და არა
გარეგანი გარემოებებით, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია მსგავსი ქცევები.

სინამდვილეში კვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანების თვისებების ატრიბუციები შეიძლება


სპონტანურად და გაუცნობიერებლად ჩამოყალიბდეს მათი ქცევის საფუძველზე, შესაძლოა
ავტომატურადაც, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ადამიანის ქცევას ან გვესმის მის შესახებ (Gilbert,
Mallone, 1995). სიტუაციურ კონტექსტთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება ადამიანის
ხასიათთან დაკავშირებული შეხედულების ჩამოსაყალიბებლად, არის ნაკლებად სპონტანური და
უფრო გააზრებული პროცესის მეორე ნაწილი, რომელიც ჩაირთავს საწყისი პოზიციის ან დასკვნის
კორექციას ( Gilbert, McNulty, Giuliano & benston, 1992; wegener, Petty, 1995). ხშირად ჩვენ ვერ ვაღწევთ
გამოსწორების ამ მეორე სტადიამდე.

ადამიანები ვერ ახერხებენ კორექციის ფაზამდე მიღწევას, როდესაც ისინი კოგნიტურად


„დაკავებულები“ არიან, ან ფიქრობენ თავიანთ მომავალ ქცევაზე, ცდილობენ მოახდინონ კარგი
შთაბეჭდილება და ჩართულები არიან სხვა დავალებების შესრულებაში, რომელიც მოითხოვს
ყურადღებას (მაგალითისთვის იხ. Gilbert, Pelham, Krull, 1988; Trope, Alfieri, 1997). როდესაც
დაკავებულები ვართ, ჩვენ ძირითად ყურადღებას ვუთმობთ სიტუაციის უფრო განსხვავებულ და
მნიშვნელოვან ასპექტებს და ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ შეუმჩნეველ კონტექსტუალურ
27
ფაქტორებს. ამის შედეგად, ადამიანების ქცევის ინტერპრეტაციისათვის, ჩვენ უფრო ვიხრებით იმ
ატრიბუციის ჩამოყალიბებისაკენ, რომელიც ხასიათთან არის დაკავშირებული. მაგრამ, როდესაც არა
ვართ დაკავებულები, შეიძლება შევნიშნოთ სულ ცოტა კონტექსტუალური ინფორმაციის ნაწილი
მაინც, რომელიც შესაძლებელია მეორე ადამიანის ქცევის განმსაზღვრელიც კი იყოს და მისი ხასიათის
შეფასებისას გამოვიყენოთ ჩვენი განსაკუთრებით ხისტი შეხედულების კორექციისთვის. თუმცა
ადამიანთა უმრვლესობა უფრო ხშირად არის კოგნიტურად დაკავებული. ყოველი შემთხვევისათვის,
კვლევებმა შეიძლება ვერ შეაფასოს ფუნდამენტალური ატრიბუციის ძალა.

კულტურის თავისებურებები ასევე ახდენენ გავლენას ფუნდამენტალური ატრიბუციის


ჩამოყალიბებაზე. შეერთებულ შტატებში და დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტად
ახასიათებთ ადამიანის ქცევას მისცენ პიროვნული ახსნა, ვიდრე სხვა კულტურების
წარმომადგენლებს. ერთერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც გვიჩვენებს ამ კულტურათაშორის
შეზღუდვას, ჩატარებული იყო ჯოან მილერის (Miller) მიერ 1984 წელს. იგი შეერთებულ შტატებსა და
ინდოეთში თხოვდა სხვადასხვა ასაკის ადამიანებს აეხსნათ ზოგიერთი ჩვეულებრივი მოვლენა.
მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ შეერთებული შტატების მცხოვრებლები ძირითადად იყენებდნენ შინაგან,
დისპოზიციურ ატრიბუციებს, მაშინ როდესაც ინდოელები ყურადღებას აქცევდნენ უფრო გარეგან
კონტექსტს. მაგალითად, როდესაც ამერიკელს თხოვეს აეხსნა მისი მეზობლის თაღლითობა
გადასახადებთან დაკავშირებით, იგი ამბობდა: „ის უბრალოდ ამ ტიპის ადამიანებს განეკუთვნება. მას
ძალიან უყვარს კონკურენცია.“ ან უნივერსიტეტის პედაგოგს, რომელმაც მოიპარა თავისი სტუდენტის
იდეა და თავისი სახელით გამოაქვეყნა, ამერიკელები ასე აღწერდნენ „ძალიან ეგოცენტრული
ადამიანია. თავის თავის მეტი არავინ არ აინტერესებს“. ორივე შემთხვევაში ქცევის ასახსნელად
გამოიყენებოდა ხასიათის თავისებურებები. მაგრამ როგორია იმ ადამიანის საქმე, რომელიც
ბრიგადირმა მოატყუა 1500 რუპიით, რომელსაც უნდა ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ
არ გააკეთა და ავანსიც არ დაუბრუნებია? დაზარალებულმა თქვა: „ეს ბრიგადირი უმუშევარია. მას არა
აქვს საშუალება, რომ ეს ფული დააბრუნოს“. მეორე ინდოელმა, რომელმაც ახსნა, თუ რატომ არავინ არ
მიაწერა სტუდენტის სახელი ნაშრომის ქვეშ, რომელიც მის თეზისებზე იყო დაყრდნობილი, თქვა:
“იგი იყო მისი მოსწავლე. სტუდენტს არ ქონდა საშუალება თვითონ გამოექვეყნებინა ნაშრომი“ (miller,
1984, pp.967-968). ინდოელების პასუხები მოწმობენ იმას, რომ ქცევა არის სიტუაციით ახსნილი და არა
შინაგანი მიდრეკილებებით.

ამგვარად, ტენდენცია, ავხსნათ ადამიანების ქცევა მათი დამახასიათებელი თვისებების მიხედვით


არის კულტურის ფენომენი, რომელიც უფრო მეტად ახასიათებს ამერიკას და დასავლეთ ევროპის
დიდ ნაწილს, რომელიც დადასტურებული იყო მრავალრიცხოვანი კვლევებით. აღმოსავლეთის
ქვეყნებში, როგორიც არის ინდოეთი (Miller, 1984), ჩინეთი (Morris, Peng, 1994) და იაპონია ( Markus,
Kitayama, 1991), ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კონტექსტის როლს და სიტუაციურ
ფაქტორებს, რომელსაც განიხილავენ ქცევის მიზეზად.

შემსრულებლის და დამკვირვებლის ეფექტი

ატრიბუციის ფუნდამენტალური შეცდომის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურებაა ის ფაქტი, რომ


იგი აღმოცენდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვხსნით სხვა ადამიანების ქცევას და არა საკუთარს. ამ
მოვლენას ეწოდება შემსრულებლის და დამკვირვებლის მიკერძოებულობა. იგი ეხება იმ ფაქტს, რომ
სხვა ადამიანებზე დაკვირვებისას, ჩვენ მიდრეკილება გვაქვს შევუსაბამოთ ეს ქცევა ადამიანის

28
დისპოზიციურ თვისებებს, მაგრამ როდესაც ვხსნით საკუთარ ქცევას, ჩვენ სიტუაციურ ფაქტორებზე
ვაკეთებთ აქცენტს (Jones, Nisbett, 1972).

ერთერთ კვლევაში მიკერძოებულობის ჩვენებისას ნისბეტმა, კაპუტომ, ლეგანტმა და მარაჩეკმა


(Nisbett, Caputo, Legant & Maracek, 1973) თხოვეს სტუდენტ ბიჭებს აეწერათ: რომ ქალებში, რომლებსაც
ისინი ხვდებიან, ყველაზე მეტად რა მოწონთ და რა მიზეზით აირჩიეს თავიანთი მაპროფილებელი
დისციპლინა. შემდეგ მათ თხოვეს ეპასუხათ ამ კითხვებზე ისე, თითქოს მას პასუხობდა მათი ახლო
მეგობარი. პასუხები ფასდებოდა ქულებით ხარისხის შესაბამისად, რომლის დროსაც ქცევის მიზეზები
მიეწერებოდა თვითონ შემსრულებელ სუბიექტს (მაგალითად „მე მჭირდება ვინმე, ვისთანაც ცოტას
მოვდუნდები“) და რომელშიც ქცევა განისაზღვრება გარეგანი ფაქტორებით, რომელიც მეგობარი
გოგონას თავისებურებებს ეხებოდა (მაგალითად, „იგი ჭკვიანია და მასთან ერთად მხიარულად ვარ“),
ან პროფილური საგნის მნიშვნელობის მიხედვით („ქიმია - ეს ის სფეროა, სადაც მაღალ ანაზღაურებას
იძლევიან“). მონაწილეები ხშირად მიუთითებდნენ სიტუაციურ მიზეზებზე თავისი საკუთარი ქცევის
ასახსნელად, მაგრამ უფრო დისპოზიციურს თავისი მეგობრის ქცევის ასახსნელად.

მონაწილეები და დამკვირვებლები რატომ იძლევიან ერთი და იგივე მოვლენის განსხვავებულ


ახსნებს? ერთერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეებს და დამკვირვებლებს
განსხვავებულ ინფორმაციებთან აქვთ წვდომა და შეუძლიათ მივიდნენ განსხვავებულ დასკვნამდე
(Jonson, Boyd, 1995). მონაწილეებს გაცილებით დიდი ინფორმაცია აქვთ თავიანთი წარსული ქცევების
შესახებ სხვადასხვა სიტუაციებში, ვიდრე დამკვირვებლებს. მათ იციან, რომ მათი ქცევა სიტუაციის
მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს და ამგვარად შეუძლიათ დიდი ალბათობით შეუსაბამონ იგი
გარკვეულ სიტუაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ გონიათ, რომ სხვადასხვაგვარად მოიქცევიან
სხვადასხვა სიტუაციაში, მაშინ, როდესაც დამკვირვებელს გააჩნია მხოლოდ ერთი სიტუაცია,
რომელიც მიმდინარეობს მოცემულ მომენტში.

სხვა ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა
თვალსაზრისით. დამკვირვებლის ვიზუალურ ველში დომინირებს შემსრულებელი ადამიანი და
მისმა განსაკუთრებულმა განსხვავებულობამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ დამკვირვებელი
გადააფასებს შემსრულებლის ქცევას, რომელიც განპირობებულია მისი პიროვნული
თავისებურებებით. მაგრამ შემსრულებელი ადამიანი უყურებს არა საკუთარ ქცევას, არამედ
სიტუაციას - ადგილს, სხვა ადამიანებს, მათ მოლოდინებს და ა.შ. შემსრულებლისთვის საკუთარი
ქცევა არ არის ისე შესამჩნევი, როგორც დამკვირვებლისთვის – პირიქით, მისთვის სიტუაცია უფრო
შესამჩნევია და ამგვარად, უფრო დამაჯერებელია მომხდარის მიზეზის ახსნის თვალსაზრისით.

გარკვეულ გარემოებებში „შემსრულებელი – დამკვირვებელის“ ეფექტი სუსტდება. მაგალითად,


როდესაც ვუთანაგრძნობთ იმ ადამიანს, რომლის ქცევასაც ვაკვირდებით, ჩვენ მის ქცევას ვხსნით ისე,
როგორც ამას გააკეთებდა თვითონ შემსრულებელი, ანუ სიტუაციური ფაქტორების თვალსაზრისით
(Regan, Totten, 1975). ჩვენთვის დამახასიათებელია უფრო მეტად დავაკავშიროთ დადებითი შედეგები
დისპოზიციურ ფაქტორებთან, ხოლო უარყოფითი – სიტუაციურთან, იმისგან დამოუკიდებლად, არის
იგი შემსრულებელი თუ დამკვირვებელი (Taylor, Koivumaki, 1976). თუმცა, როგორც ვარაუდობს
შემდეგი შეცდომა, თანაგრძნობა შეიძლება იყოს გამონაკლისი და არა წესი.

29
მცდარი დათანხმება

ადამიანებისთვის დამახასიათებელია იფიქრონ, რომ ნებისმიერი ადამიანი იქცევა ისე, როგორც


თვითონ. ჩვენ განვიხილავთ საკუთარ ქცევას, როგორც ტიპიურს. გადაფასების ტენდენციას, თუ
რამდენად არის საზოგადოდ მიღებული ჩვენი ქცევა და მოსაზრება, უწოდებენ მცდარი დათანხმების
ეფექტს.

ამ ეფექტის ერთერთი პირველი დემონსტრირების დროს სტუდენტებს ეკითხებოდნენ, შეეძლოთ თუ


არა 30 წუთის განმავლობაში ევლოთ თავიანთი კოლეჯის საერთო საცხოვრებლის გარშემო და
ჩამოცმული ქონოდათ სარეკლამო აბრა წარწერით „მიირთვით კაფეში“ჯოსთან““. ზოგი სტუდენტი
დათანხმდა, ზოგმა კი უარი თქვა. ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ სტუდენტების
დაახლოებით 2/3 იგივე არჩევანს გააკეთებდა, რაც თვითონ გააკეთა. სრულიად ნათელია, რომ
მხოლოდ ერთი ჯგუფი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მართალი (Ross, Greene & House, 1977). ცრუ
დათანხმების ამგვარი ეფექტი აღმოჩენილი იყო სხვადასხვა სიტუაციებში (Alicke, Largo, 1995; Mullen
et al., 1985). მაგალითად, მწეველები გადააფასებენ ხოლმე სხვა მწეველების რაოდენობას (Sherman,
Presson, Chassin, Corty & Olshavsky, 1983).

რატომ ჩნდება მცდარი დათანხმების ეფექტი? ერთერთი შესაძლო მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ
ადამიანები ეძებენ იმ ადამიანების საზოგადოებას, რომლებიც მათ გვანან და იქცევიან ისე, როგორც
ისინი (Krueger, Zeiger, 1993). შესაბამისად სხვა ადამიანების რწმენების ან ქცევების შეფასებები
შეიძლება უბრალო ასახვა აღმოჩნდეს ადამიანების მცდარი არჩევანისა, რომელიც მისაწვდომია
სოციალური შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად. მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ
საკუთარი აზრი ჩვენთვის შედარებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი რწმენები კონსენსუსის
თვალსაზრისით ძლიერდება, რადგანაც ჩვენი საკუთარი პოზიცია – ერთადერთია, რომელზეც ჩვენ
ვფიქრობთ (Marks, Miller, 1987). მესამე შესაძლებლობა იმაში მდგომარეობს რომ, როდესაც ვცდილობთ
წინასწარ განვსაზღვროთ საკუთარი ქცევა ან გავიაზროთ გარკვეული სიტუაციები, გონებაში
სისტემატიზირებას ვუკეთებთ დეტალებს, რაც ორმაგი ახსნის დაშვების შესაძლებლობას იძლევა იმ
საშუალებების, რომელიც ხელს შეუწყობდა მოქმედების არჩეულ გზას. ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ,
რომ საკუთარი არჩევანი – ეს არა მარტო ობიექტური სიტუაციის რაიმე ფუნქციაა, არამედ ამ
სიტუაციის ჩვენეული ინტერპრეტაციის გამოვლენაა (Gilovich, 1990). მაგალითად, თუ ადამიანი
წარმოიდგენს, რომ სხვა ადამიანები დასცინებენ და თითს გაიშვერენ მისკენ სარეკლამო აბრის
ტარების დროს, მაშინ ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ იგი უარს იტყვის მის ტარებაზე და ჩათვლის
რომ სხვებიც იგივეს გააკეთებენ, რადგან იგივე განცდა ექნებათ. მეოთხე შესაძლო მიზეზი იმაში
მდგომარეობს, რომ ადამიანებს აუცილებლად ჭირდებათ ჩათვალონ თავიანთი რწმენები და ქცევები,
რომ კარგია, ადექვატურია და ტიპიურია და ამიტომ შეუსაბამებენ ისინი სხვა ადამიანების რწმენებს
და ქცევებს თავისას, იმისათვის რომ შეინარჩუნონ საკუთარი ღირსების განცდა. კვლევები აჩვენებენ,
რომ ყველა ჩამოთვლილმა ახსნებმა შეიძლებმა გარკვეული როლი შეასრულოს მცდარი დათანხმების
ეფექტის წარმოქმნაში (Fabrigar, Krosnik, 1995; Marks, Miller, 1987).

გარკვეულ პიროვნულ ატრიბუციებში ადამიანები ავლენენ მცდარი უნიკალურობის ეფექტს (Marks,


1984; Snyder, Fromkun, 1980). მაგალითად, როდესაც მათ ეკითხებიან ჩამოთვალონ თავიანთი ყველაზე
უფრო მეტად გამოკვეთილი უნარები და შეაფასონ, თუ რამდენად გააჩნიათ სხვებს ეს უნარები, ისინი
ჩვეულებრივ ვერ აფასებენ უნარებს, რომლებიც მათ უტოლდებთ. ჩვენთვის აუცილებელია

30
ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ სხვებისაგან განვსხვავდებით და ზოგიერთი ჩვენი უნარი არის უნიკალურად
კარგი. ამგვარად, მაღალ დონეზე შეფასებული ჩვევები და უნარები არის მცდარი უნიკალურობის
ეფექტის დემონსტრირება, მაშინ, როცა განწყობები და მოსაზრებები უფრო მეტად ასახავენ მცდარი
დათანხმების ეფექტს.

ატრიბუციული წინასწარგანწყობა საკუთარი „მეს“ სასარგებლოდ

თქვენი ფეხბურთის გუნდის მიერ მოწინააღმდეგის გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ ხშირად


გსმენიათ მოწინააღმდეგისგან თქვენთვის სასიამოვნო სიტყვები: „წარმოგიდგენიათ, თქვენ უფრო
ძლიერები ხართ, ვიდრე ჩვენ!“? ძირითადად, თქვენ ისმენთ, რომ მოწინააღმდეგეს არ გაუმართლა,
მინდორზე ცუდი პირობები იყო და რომ მომავალ წელს თქვენ წააგებთ. მეორე მხრივ, თუ თქვენ
დამარცხდებოდით, თვითკმაყოფილი გამოხედვა და ქედმაღლური შენიშვნები „არგამართლებაზე“
მოწინააღმდეგეში გამოიწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას, რადგან თქვენ იცით, რომ მათ
სინამდვილეში არ სჯერათ იმის, რომ არ გაგიმართლათ; ისინი ფიქრობენ, რომ თქვენზე უკეთესები
არიან. ტენდენცია, მიიწერო საკუთარ თავზე წარმატების მთელი პატივი და უარი თქვა რეალობაზე
წარუმატებლობის შემთხვევაში, ცნობილია სახელით – ატრიბუციული წინასწარგანწყობა საკუთარი
„მეს“ სასარგებლოდ (Miller, Ross, 1975). არსებობს ატრიბუციული წინასწარგანწყობის საკუთარი „მეს“
სასარგებლოდ მრავალი მტკიცებულება, თუმცა არის გარკვეული შენიშვნებიც.

ადამიანები დიდი ალბათობით მიიწერენ წარმატებებს საკუთარ თავზე და წარუმატებლობებში სხვებს


თვლიან დამნაშავეებად უფრო შემთხვევითი ურთიერთობების დროს, ვიდრე ახლობლებთან.
ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების პირობებში ადამიანები პარტნიორებთან შედარებით არ
იწერენ საკუთარ თავზე მეტ წარმატებებს ან არ თვლიან პარტნიორებს წარუმატებლობებში უფრო
პასუხისმგებლობის მქონედ საერთო დავალების შესრულების დროს (Sedikides, Campbell, Reeder &
Elliot, 1998).

საერთოდ არსებობს ბევრი ცნობა იმის შესახებ, რომ ადამიანები წარმატებებს იღებენ საკუთარ თავზე,
ხოლო წარუმატებლობისათვის არ იღებენ პასუხისმგებლობას. ზოგჯერ ადამიანებს სურთ აიღონ
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა დამარცხებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეუძლიათ
მიაკუთვნონ იგი რაიმე მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ფაქტორს, მაგალითად ძალისხმევას.
როდესაც ამგვარად იქცევიან, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ რწმენა, რომ მომავალში აღარ ექნებათ
ასეთი წარუმატებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ატრიბუციული წინასწარგანწყობა საკუთარი „მე“–ს
სასარგებლოდ მუშაობს უფრო სწრაფად და ფაქტებისგან დამოუკიდებლად, სინამდვილეში იგი
შეიძლება საკმაოდ ადაპტიური იყოს. წარმატების შესაბამისობამ საკუთარ ძალისხმევასთან,
განსაკუთრებით თუ ეხება მათი ხასიათის უცვლელ თვისებებს, შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ
ადამიანები დიდი ალბათობით შეეცდებიან მომავალშიც შეასრულონ მსგავსი დავალებები (იხ. Taylor
& Brown, 1988). მაგალითად, ერთერთი კვლევის ფარგლებში დადგენილი იყო, რომ უმუშევრები,
რომლებიც თავიანთ გათავისუფლებას უკავშირებდნენ გარეგან ფაქტორებს, დიდ ძალისხმევას
ხარჯავდნენ იმაზე, რომ ეშოვათ ახალი სამსახური და ნამდვილად ქონდათ მისი შოვნის უკეთესი
შესაძლებლობები ვიდრე მათ, ვინც გათავისუფლებას უკავშირებდა თავის პიროვნულ თვისებებს
(Schaufeli, 1988).

31
შეცდომები: საიდან მოდიან ისინი?

რატომ ჩნდება ერთი და იგივე შეცდომებია ტრიბუციის პროცესში? ამისათვის რამდენიმე მიზეზი
არსებობს. ზოგიერთი მათგანი არის კოგნიტური მექანიზმი, ანუ ის საშუალებები, რომლებიც სწრაფად
იჭრებიან ინფორმაციის მასაში, რათა მიაღწიონ დამაკმაყოფილებელ ახსნას. ტენდენციას, დავუთმოთ
ყურდღება აშკარა სტიმულს და ქცევა დავიყვანოთ შინაგან დისპოზიციამდე, შეუძლია აქციოს
კაუზალური ატრიბუციის ჩამოყალიბების პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტური. სხვა ატრიბუციული
შეცდომები ჩნდება ადამიანების მცდელობის შედეგად, დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები
და მოტივები. გარე რეალობის ნათლად გაგების მოთხოვნილების გარდა არსებობს აუცილებლობა,
თავი იგრძნო კარგად. წინასწარ განწყობა საკუთარი „მე“–ს სასარგებლოდ და მცდარი დათანხმება
აძლიერებს საკუთარი ღირსების გრძნობას და განამტკიცებს იმის წარმოდგენას, რომ ჩვენ შეგვიძლია
ჩვენი ცხოვრების კონტროლი. ამგვარად, ჩვენი ატრიბუციული დამახინჯებები ჩნდება კოგნიტური და
მოტივაციური მოთხოვნილებების კომბინაციის შედეგად.

შთაბეჭდილების სიზუსტე

რამდენად ზუსტად აღიქვამენ ადამიანები ერთმანეთს? ჩვენ გვექმნება შესაძლებლობა დავრწმუნდეთ


იმაში, რომ ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. ერთი მხრივ, იმისათვის, რომ საზოგადოებამ განაგრძოს
ფუნქციონირება ისევე სტაბილურად, ადამიანები საკმაოდ ზუსტები უნდა იყვნენ თავიანთ
შეხედულებებში სხვა ადამიანების შესახებ. მეორე მხრივ, სხვადასხვა შეფასებითი და კოგნიტური
შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც ახასიათებს პიროვნულ აღქმას, კვლევები გვიჩვენებენ, რომ
მრავალ შემთხვევაში პიროვნული აღქმა შეიძლება საკმაოდ არაზუსტი იყოს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ
გვახასიათებს როგორც სიზუსტე, ისე არასიზუსტე.

ადამიანები გარეგან თვალსაჩინო ატრიბუციებს აღიქვამენ საკმაოდ ზუსტად. ადამიანი ლურჯ


ფორმაში გვერდზე პისტოლეტით – ეს პოლიციის ოფიცერია, და ჩვენ უნდა მოვიქცეთ შესაბამისად.
თუმცა პიროვნული აღქმა ხდება უფრო გაძნელებული, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი
შეხედულებების ჩამოყალიბებას შინაგან მდგომარეობაზე, ისეთი, როგორიც არის პიროვნული
თვისებები, გრძნობები, ემოციები და პიროვნული უნარები. შესაბამისად კვლევები რომლებიც
მიუთითებენ შეხედულებების სისწორეზე ძირითად ყურადღებას აქცევენ იმ შეხედულებებს,
რომელიც ეხება შინაგან მდგომარეობას, ასევე სტიმულებს, რომლებიც გამოიყენება ამ
შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად და მას, თუ როგორ ხდება ამ სტიმულების კომბინირება (Park,
DeKay & Kraus, 1994).

დამკვირვებლის თვალსაზრისი

პიროვნების აღქმის ერთერთი უფრო საინტერესო ასპექტია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ადამიანი,
რომლებიც აკვირდებიან ერთსა და იმავე ადამიანს, შეიძლება მივიდნენ სრულიად განსხვავებულ
დასკვნებამდე მისი პიროვნების შესახებ. თუ დავაკვირდებით მოლაპარაკე, მხიარულ და კონტაქტურ
ახალგაზრდა ქალს, ერთმა ადამიანმა შეიძლება დაასკვნას, რომ ეს ქალი გულითადი და
მიმზიდველია, მაშინ, როდესაც მეორემ შეიძლება დაასკვნას, რომ იგი ზედაპირული და საკმაოდ
სულელია. ადამიანები არა მარტო გამოყოფენ სხვა ადამიანების ქცევის განსხვავებულ ასპექტებს,
არამედ ხშირად აერთიანებენ შეკრებილ ინფორმაციას უნიკალური გზებით (Park et al., 1994). ამით
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაც უფრო რთული და ინტეგრირებულია ჩვენი შთაბეჭდილება
32
ადამიანის შესახებ, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ იგი განსხვავებული იქნება სხვა
ადამიანების შთაბეჭდილებებისაგან.

მოცემული მოვლენის ილუსტრაცია შეგვიძლია ვნახოთ კლასიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარებული


იყო საზაფხულო ბანაკში მცხოვრებ ბავშვებზე (Dornbusch, Hastorf, Richardson, Muzzy & Vreeland, 1965).
თითეულ ბავშვს თხოვეს დაეხასიათებინათ ბანაკში მყოფი ყველა ბავშვი. შემდეგ
ექსპერიმენტატორებმა განიხილეს მახასიათებლები, რომელსაც იყენებდა თითეული ბავშვი სხვა
ბავშვების დასახასიათებლად, და მახასიათებლები, რომლებიც გამოყენებული იყო თითეული
ბავშვის დასახასიათებლად. ამგვარად, მათ მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ ერთი და იგივე ბავშვი
დახასიათებული იყო თუ არა ერთნაირად უმრავლესობის მიერ და უყენებდა თუ არა ერთი და იგივე
ცდის პირი ერთნაირ მახასიათებლებს ყველა სხვა დანარჩენის დასახასიათებლად. საბოლოოდ მათ
გამოავლინეს გარკვეული თანხმობა იმაში, თუ რის საფუძველზე ხდებოდა თითეული კონკრეტული
ბავშვის დახასიათება. უფრო მეტიც თითეული გამოკითხულს ქონდა ტენდენცია გამოეყენებინათ
ერთი და იგივე მახასიათებლები იმის მიუხედავად, თუ რომელ ბავშვს ახასიათებდა. მიუხედავად
იმისა, რომ უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს გააჩნიათ უფრო მყარი აღქმა განმასხვავებელი
თვისებებისა და ქცევისა, ვიდრე ეს აქვთ პატარა ბავშვებს ( Malloy, Sugarman, Montvilo & Ben-Zeev,
1995; Paulhus, Reynolds, 1995), ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ადამიანის შესახებ ჩვენს აღქმაზე დიდ
გავლენას ახდენს არა მისი რეალური პიროვნული თვისებები, არამედ სხვა ადამიანების აღქმის
შემფასებლისთვის დამახასიათებელი მანერა.

პიროვნების შეფასება

მრავალი გამოკვლევის შედეგად შესწავლილ იქნა, თუ რამდენად სწორად აფასებენ ადამიანები სხვა
ადამიანის პიროვნულ თვისებებს, მაგალითად როგორიც არის ლიდერობა და კომუნიკაბელურობა. ამ
შრომის შედეგები გვიჩვენებს, რომ შეფასების სიზუსტე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.
პირველ რიგში, ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ადამიანების შეფასება განისაზღვრება ძირთადად
გარკვეული პიროვნული მახასიათებლების უნიკალური უპირატესობით, ვიდრე ობიექტური
მახასიათებლებით, რომელსაც ფლობს შესაფასებელი ადამიანი და რომელიც ეხლახანს იყო
აღწერილი. მეორე, პიროვნული მახასიათებლების აღწერა რთულია და ამიტომ შეფასების სიზუსტის
შესაბამისი კრიტერიუმის განსაზღვრისას ჩვენ ვხვდებით გარკვეულ სიძნელეებს. მესამე პრობლემა
დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად მყარია ადამიანის პიროვნული თვისებები, განსაკუთრებით
მისი ქცევის პროგნოზირების დროს. ხშირად პიროვნული თვისებები გვიწინასწარმეტყველებენ ქცევას
მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში. თუ ადამიანი თაღლითობს კარტის თამაშის დროს, მაგრამ
ზედმიწევნით პატიოსანია თავის თანამშრომლებთან ერთად საქმეში, არის თუ არა იგი პატიოსანი ან
უპატიოსნო ადამიანი?

იმასთან დაკავშირებით, რომ შეხედულებების სისწორის შეფასების კრიტერიუმების დადგენა


რთულია, მკვლევრები ძირითად ყურადღებას უთმობენ იმ შემთხვევებს, როდესაც ადამიანები
საერთო აზრამდე მიდიან სხვა ადამიანების პიროვნული თვისებების შეფასებაში (Funder, 1987).
ხასიათის ზოგიერთი თვისება, რომელიც ქცევაში ვლინდება, დაკვირვებისთვის მეტ-ნაკლებდ
მისაწვდომია და სწორედ ეს მისაწვდომი პიროვნული თვისებები გვიჩვენებენ თანხვედრის მაღალ
დონეს. მაგალითად ადამიანები აჩვენებენ შეთანხმებულობის მაღალ ხარისხს თავიანთ
შეხედულებებში იმის შესახებ, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი ექსტრავერტი (რადგან

33
ექსტრავესიის შემჩნევა ადვილია), მაგრამ ნაკლები შეთანხმებულობა აქვთ იმ საკითხში, არის თუ არა
ადამიანი პატიოსანი ან კეთილსინდისიერი - ანუ იმ პიროვნულ თვისებებთან მიმართებაში,
რომელზეც დაკვირვება რთულია და დარწმუნებით ვერ დაადასტურებ ან უარყოფ (Park, Krauss, 1992).

შეფასების სისწორეს ასევე განსაზღვრავს ის, შეესაბამება თუ არა შემფასებლის შეხედულება თვით
შესაფასებლის შეხედულებას. მაგალითად, რომ გთხოვონ შეაფასოთ თქვენი ოთახის მეზობელი
სიუზი რამდენად მეგობრულია, საჭირო იქნებოდა თქვენი შეფასება შეგედარებინათ სიუზის
თვითშეფასებასთან, რათა გენახათ რამდენად ეთანხმება ერთმანეთს თქვენი შეფასებები. ზოგადად
რომ ვთქვათ დამკვირვებელსა და დასაკვირვებელს შორის შეფასებების თანხვედრა დამოკიდებულია
იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს ეს ადამიანები (Malloy, Albright, 1990). როდესაც
თქვენ კარგად იცნობთ ადამიანს, მაშინ დიდი ალბათობაა დაინახოთ იგი ისეთი, როგორსაც თვითონ
ხედავს საკუთარ თავს. როდესაც თქვენ კარგად არ იცნობთ ადამიანს, შეიძლება იყოს მაღალი
თანხვედრა ისეთ პიროვნულ თვისებებთან მიმართებაში, რომელიც გარედან ჩანს და არა იმ
თვისებებთან მიმართებაში, რომელიც ნაკლებად ჩანს გარე დამკვირვებლისათვის (Fuhrman, Funder,
1995; Funder, Kolar & Blackman, 1995).

ადამიანის თვისებების სწორი აღქმა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ გვაქვს
კონკრეტული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია, სადაც ეს თვისება ვლინდება. მაგალითად, როდესაც
ადამიანებმა იციან, რომ კონკრეტული ადამიანი მიყვება გარკვეულ მიზანს, მაშინ მისი ქცევის
დაკვირვების საფუძველზე ისინი დიდი ალბათობით აყალიბებენ შეხედულებას რომელიმე
პიროვნულ თვისებაზე. მაგალითად, თუ ლინდას სურს ისე მოიქცეს, რომ მისმა ჰოკეისტების გუნდმა
მოიგოს და ვარჯიშის დროს ფეხს უდებს მოწინააღმდეგეს, მაშინ მეტი დარწმუნებით შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ იგი სასტიკია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ხელს უშლის მოწინააღმდეგეს,
ისე, რომ რაიმე კონკრეტული მიზანი არ გააჩნია.

დამკვირვებლები დიდ თანხმობამდე მიდიან პიროვნებების სპეციფიური მიმზიდველობისადმი,


ვიდრე მისი ხასიათის თვისებებთან ან სხვა განმასხვავებელ თვისებებთან დაკავშირებით (Park, 1986).
როდესაც ერთი ადამიანი საუბრობს სხვა ადამიანის გულითადობასა იუმორის გრძნობაზე, ხოლო
მეორე საუბრობს მის სიკეთესა და მხიარულ ხასიათზე, მაშინ შეუთანხმებლობა არსებობს არა
მხოლოდ სემანტიკურ დონეზე. სრულიად სხვა არის სპეციფიური პიროვნული თვისებების აღქმა.
როდესაც ადამიანები აყალიბებენ შეხედულებას ბუნდოვანი პიროვნული თვისებების შესახებ, ისინი
ხშირად იყენებენ ამ თვისებების უნიკალურ განსაზღვრებას, ვიდრე მაშინ, როდესაც ხდება ისეთი
თვისებების შესახებ შეხედულებების ჩამოყალიბება, რომელიც გამოკვეთილია აშკარად. როდესაც
ადამიანები იძულებულები ხდებიან გამოიყენონ ბუნდოვანი თვისებების ერთი და იგივე
განსაზღვრება, მათი შეთანხმებულობა იზრდება (Hayes, Dunning, 1997).

გასაკვირია, მაგრამ უცხო ადამიანზე სულ მცირეოდენი დაკვირვების შემდეგაც ადამიანებს გააჩნიათ
უნარი შეაფასონ იგი ისე, რომელიც შეესაბამება მის საკუთარ თვითაღქმას. თუმცა, როგორც ჩანს,
შეთანხმებულობას თვითაღქმასა და უცხო ადამიანის აღქმას შორის ადგილი აქვს ქცევის
ფორმებისთვის, რომელსაც დაკვირვებისთვის მისაწვდომი მრავალი მახასიათებელი გააჩნია, ისეთი
როგორიც არის ექსტრავერსია, ჭკუა და გულითადობა (მაგალითად, Borkenau, Liebler, 1993; Levesque,
Kenny, 1993). ერთგვაროვანი კულტურული ფონის არსებობა ჩვეულებრივ განაპირობებს უფრო ზუსტ
შეხედულებებს, ვიდრე მაშინ, როდესაც დამკვირვებელი და დასაკვირვებელი სხვადასხვა კულტურას

34
განეკუთვნება (Coleman, Beale & Mills, 1993), თუმცა მაღალ კონსენსუსს და სიზუსტეს სხვადასხვა
კულტურებს შორისაც აქვს ადგილი (Albright et al., 1997). ობიექტის თვისებებთან დაკავშირებით
შედარებით ძლიერი თანხმობა აღმოცენდება, როდესაც დამკვირვებლები ერთმანეთს უზიარებენ
ინფორმაციებს ობიექტების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში თანმიმდევრულად იჩენს
თავს (Malloy, Agatstein, Yarlas & Albright, 1997). შედარებით ნაკლები თანხმობა აღინიშნება, როდესაც
დამკვირვებლები არ ურთიერთობენ ერთმანეთთან და ფლობენ სხვადასხვა ინფორმაციებს
ობიექტების შესახებ, რომლებიც სხვადასხვაგვარად იქცევიან სხვადასხვა სიტუაციებში.

სხვა ადამიანის თვისებებზე შეხედულებების შეთანხმებულობის მიღწევა უფრო საალბათოა მაშინ,


როდესაც ადამიანების შეხედულებაზეა დამოკიდებული მათ მიერ მიღებული შედეგები (Bernieri,
Zuckerman, Koestner & Rosenthal, 1994; Paulus, Bruce, 1992). ერთერთი კვლევის (Flink, Park, 1991)
მონაწილეებს უთხრეს, რომ ისინი დააკვირდებიან თავიანთ 8 თანატოლს, რომლებიც კითხვებს
უპასუხებენ, ხოლო შემდეგ შეარჩევენ ერთერთ მათგანს, რომელიც შეასწავლიდა მათ რაიმე თამაშს
(შედეგზე დამოკიდებულება). შემდეგ მონაწილეები აფასებდნენ დაკვირვების თითეულ ობიექტს
განმასხვავებელი თვისებების გარკვეული ნაკრების მიხედვით. შედეგზე დამოკიდებულებამ
მნიშვნელოვნად გაზარდა დამკვირვებლების შეთანხმებულობა და შეამცირა განსხვავებული
შეხედულებების რაოდენობა, რომლებიც დამოკიდებული იყო შეხედულებასთან შეუსაბამო
ფაქტორებზე, მაგალითად, როგორიც არის სიმპათია. გარდა ამისა შედეგზე დამოკიდებულებამ
დამკვირვებლები გახადა უფრო მგრძნობიარე ადამიანის ქცევის ცვლილებებისადმი სხვადასხვა
სიტუაციაში (Wright, Dawson, 1988). ანუ ისინი ამჩნევდნენ, როდის იქცეოდა ადამიანი
თანმიმდევრულად და როდის არა. შესაბამისად, შთაბეჭდილების სიზუსტე იზრდებოდა.

თუმცა საჭიროა გულისტკივილით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი მცდელობა


ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი ქცევა, ხშირად არც თუ წარმატებულია. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ჩვენ გვახასიათებს ზედმეტი თავდაჯერებულობა ქცევის პროგნოზირებისას როგორც სხვა
ადამიანების, ისე ჩვენი საკუთარი თავის მიმართ (Dunning, Griffin, Milojkovic & Ross, 1990; Vallone,
Griffin, Lin & Ross, 1990). ეს უზუსტობა განპირობებულია ორი ფაქტორით. პირველი, როდესაც
ადამიანები წინასწარ სრულიად დარწმუნებით ამბობენ, რომ მათ ან სხვა ადამიანებს რაღაცა
დაემართებათ, იშვიათად ხდება ამის დადასტურება. დარწმუნებულობის გაძლიერებასთან ერთად
სიზუსტესა და დარწმუნებულობას შორის სხვაობა იზრდება. მაგალითად, როდესაც კალიფორნიის
უნივერსიტეტის ერთერთი კოლეჯის სტუდენტებს თხოვეს, განესაზღვრათ იმის ალბათობა, რომ მათი
ოთახის მეზობელი სწორედ კალიფორნიაში იშოვის თუ არა თავის პირველ სამსახურს. ბევრი
დარწმუნებული იყო ამგვარ შედეგში, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა რომ არ იყვნენ მართლები, რადგან
პირველი სამსახურის მოძიება და მუშაობის დაწყება დამოკიდებულია სურვილის გარდა მრავალ
ფაქტორზე, რომ იცხოვრო კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში. მეორე – პროგნოზი, რომლებიც
ნაკლებად საალბათოა სტატისტიკის თვალსაზრისით, იშვიათად აღმოჩნდება სწორი. მაგალითად,
როდესაც სტუდენტებს თხოვეს შეეფასებინათ იმის ალბათობა, რომ კოლეჯის მომავალი მეგობრების
უმრავლესობა არ იცხოვრებს საერთო საცხოვრებელში, სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი დათანხმება
ქონდათ, ჩვეულებრივ არასწორები აღმოჩნდნენ. ისინი აშკარად უგულვებელყოფდნენ იმ ფაქტს, რომ
ადამიანები მეგობრულ ურთიერთობებს აყალიბებენ სიახლოვის შედეგად; ესე იგი მათთან, ვინც
ახლოს ცხოვრობს (Vallone et al., 1990).

35
ემოციების გამოცნობა

მრავალი გამოკვლევა, რომელიც ეხება პიროვნების აღქმის სიზუსტის პრობლემას, ყურადღებას


ამახვილების ემოციების გამოცნობაზე - ბედნიერია ადამიანი თუ შეშინებულია, შოკირებულია თუ
დამორცხვებულია. ტიპიური კვლევის ჩატარების დროს ცდის პირს უჩვენებენ ადამიანების
ფოტოსურათებს, სახეებს, რომლებიც ასახავენ სხვადასხვა ემოციებს და თხოვენ გამოიცნონ, რომელ
ემოციას გამოხატავს ადამიანი. თანამედროვე კვლევებში გამოიყენება ვიდეოკლიპები, რომლებიც
ემოციურ რეაქციებს აჩვენებენ. დღეისათვის კვლევები აჩვენებენ რამდენიმე ტიპის გამომეტყველების
გაცნობიერებულ უნივერსალურ ამოცნობას, რომელიც შეესაბამება გარკვეულ ემოციებს, როგორც
განვითარებულ კულტურებში (Ekman, 1972; Izard, 1971), ასევე დამწერლობამდე პერიოდის
კულტურებში (Ekman & Friezen, 1971; Ekman, Sorensen & Friesen, 1969).

რატომ ვართ ასეთი ზუსტები ემოციის აღქმაში? 1871 წელს, ეფუძნებოდა რა თავის ევოლუციურ
თეორიებს, ჩარლზ დარვინმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამომეტყველება გადმოსცემს
ერთსა და იმავე ემოციას ყველა კულტურაში. მისი დასკვნა იმაში მდგომარეობდა, რომ სწორედ
უნივერსალური გამომეტყველება ვითარდება, რადგან გააჩნია მაღალი ღირებულება გადარჩენისთვის:
ისინი საშუალება აძლევენ ცხოველებს შეატყობინონ ემოციები და ამის საშუალებით აკონტროლონ
სხვების ქცევა. ეკმანი და ფრიზენი (Ekman & Friezen, 1975) ამტკიცებდნენ, რომ ასეთი უნივერსალური
გამოვლენა სახის ემოციური რეაქციების პროგრამებში, ბიოლოგიურად განპირობებული სიგნალების
კრებულში, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიგოს მეორე ადამიანის ემოცია. გამოვლენილი იყო, რომ
ფაქტიურად ყველა სახეობის მაიმუნი და ადამიანისმაგვარი მაიმუნები ევროპაში აზიასა და აფრიკაში
იყენებენ მიმიკას უპირატესობის და მორჩილების სიგნალების გადასაცემად. შედარებით
მნიშვნელოვანია წარბების სხვადასხვაგვარი განლაგება: დომინანტ და ბრაზიან ადამიანებს წარბები
განლაგებული აქვს ჩვეულებრივ უფრო ქვევით (დაბლა), ხოლო მორჩილებს ან გულითად ადამიანებს
ზევით აქვთ აწეული (Keating et al., 1981). ევოლუციური თეორიის თანახმად, არსებობს კავშირის
შესაძლებლობა სახის გამომეტყველებას, რომელსაც იყენებენ ადამიანისმაგვარი პრიმატები თავიანთ
მოძმეებთან ურთიერთობისთვის და კონტროლისთვის და იმ გამომეტყველებასთან, რომელსაც ამავე
მიზნით იყენებენ ადამიანები. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სავარაუდოა, რომ ასეთივე კავშირი
არსებობს ემოციებსა და გამომეტყველებას შორის ყველა კულტურის ადამიანთან (ან უმრავლეს
კულტურებში).

ერთერთი მიზეზი, თუ რატომ აფასებენ ადამიანები ზუსტად სხვა ადამიანების ემოციურ


მდგომარეობებს, არის ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი იყენებს სახის მსგავს გამომეტყველებას
საკუთარი ემოციების გადმოსაცემად. ადამიანები იღიმებიან, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობენ,
იჭმუხნებიან, როდესაც რაიმე ტკივათ, წარბებს კრავენ, როდესაც რაიმე აშფოთებთ და ა.შ. კავშირს
დაწეულ წარბებსა და დომინირებულობას შორის პრიმატებთან, შეიძლება ადგილი ქონდეთ
ადამიანებთანაც.

ამ თვალსაზრისმა დასტური პოვა მთელ რიგ ემპირულ კვლევებში. კრეიგი და პატრიკი (Craig, Patrick,
1985) იწვევდნენ ტკივილის განცდას, როდესაც ცდის პირებს მაჯას და იდაყვს აყოფინებდნენ
გაყინულ წყალში, რომლის ტემპერატურა იყო გაყინვის დონეზე. ისინი აკვირდებოდნენ უცვლელ
რეაქციებს ამ დავალების შესრულების დროს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან; ამ
რეაქციებს ნაწილობრივ განეკუთვნებოდა ლოყების გაბერვა, თვალების მოჭუტვა ან დახუჭვა,

36
წამწამების აწევა, თვალების ხამხამი, ან ტუჩების გაბუშტვა. კიტინგმა (Keating, 1981) და მისმა
კოლეგებმა შეარჩიეს ფოტოები ევროპის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, აზიის სხვადასხვა
ქვეყნიდან, სახის გარკვეული გამომეტყველებით. ზოგიერთ მათგანს თვალები დახრილი ქონდა, ზოგს
გაღებული.ზოგი იღიმებოდა, ხოლო ზოგიერთი არა. ექსპერიმენტის მონაწილეებს უჩვენებდნენ
თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლის ფოტოსურათებს და თხოვდნენ შეეფასებინათ გამოსახულება
დომინირებულობის და ბედნიერების თვალსაზრისით. მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ ადამიანები,
რომლებიც არ იღიმებოდნენ და წარბები დაბლა ქონდათ დაწეული ფასდებოდნენ როგორც
დომინანტური ადამიანები და თვლიდნენ, რომ ეს ადამიანები ახლოს არიან დასავლური ცხოვრების
წესთან, ხოლო ღიმილი ასოცირებული იყო ბედნიერებასთან.

რასაკვირველია, ყველა ინდივიდუალური ემოციის ამოცნობა არ არის ადვილი, მაგრამ ადამიანებს


შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ ემოციების ძირითადი ჯგუფები, სახის სიგნალების
გამოყენებით. ადრეულ გამოკვლევაში ვუდვორტმა (Woodworth, 1938) გამოთქვა ვარაუდი, რომ
ემოციები შეიძლება განლაგებული იყოს კონტინიუმზე; ორ ემოციას შორის დამოკიდებულება
განისაზღვრება მანძილით, რომელიც მათ შორის არის მოცემულ კონტინიუმზე. ემოციების
კონტინიუმი გულისხმობს:

1. ბედნიერება, სიხარული
2. გაკვირვება, გაოცება
3. შიში
4. დარდი
5. სიბრაზე
6. ზიზღი, სიძულვილი
7. ინტერესი, ყურადღება

ადამიანები, როგორც ჩანს, კარგად ასხვავებენ კატეგორიებს მიეკუთვნებულ ემოციებს,


დანაწევრებულს სამ, ოთხ ან ხუთ პუნქტად - მათ იშვიათად ეშლებათ ბედნიერება ზიზღთან, ან
გაკვირვება სიძულვილთან (მაგალითად Rozin, Lowery & Ebert, 1994). მაგრამ თითქმის შეუძლებელია
ერთი კატეგორიის ახლო მდგომი კატეგორიების ემოციების გამოცნობა. მაგალითად, ბედნიერება
ხშირად ეშლებათ გაკვირვებაში, ხოლო გაბრაზება ზიზღთან.

ემოციების გარეგნული გამოვლინების ორი ძირითადი მახასიათებელი არის სიამოვნება და აგზნება


(Russell, Bullock, 1985). ადამიანებს უნარი აქვთ გონივრულად შეაფასონ ემოციური მდგომარეობა
კატეგორიების საზღვრებში, რომელიც ამ მახასიათებლებით არის ჩამოყალიბებული. მაგალითად,
ისეთი დადებითი ემოციები, როგორიც არის მღელვარება და ბედნიერება, ადვილად განსხვავდება
ისეთი უარყოფითი ემოციებისაგან, როგორიც არის შიში, სიბრაზე ან ზიზღი. დადებითი ამგზნები
ემოციები, როგორიც არის მღელვარება, შეიძლება განვასხვავოთ არაამგზნები ემოციისგან,
მაგალითად კმაყოფილება. ამის მსგავსად უარყოფითი ამგზნები ემოციები, როგორიც არის შიში და
სიბრაზე, შეიძლება განვასხვავოთ არაამგზნები ემოციისგან, მაგალითად მოწყენილობა. საერთოდ
სასიამოვნოს მახასიათებელი შეიძლება უფრო ადვილად ამოვიცნოთ, ვიდრე აგზნების
მახასიათებელი.

ამგვარად, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები სახის გამომეტყველების საშუალებით


აყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს ემოციების შესახებ და ერთი და იგივე დასკვნამდე მიდიან?
37
პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში ემოციების შესაფასებლად იყენებენ
სპეციფიკურ ნიშნებს, როგორიც არის წარბების განლაგება, ტუჩის კუთხეების მდებარეობა, დაწეულია
თუ აწეული და სხვა მსგავსი ნიშნები (Aronoff, Woike & Hyma, 1992; Wallbott, Ricci-Bitti, 1993). მაგრამ
დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კონტექსტს. ჩვეულებრივ ადამიანები ემოციების გამოვლენას
ხედავენ გარკვეულ სიტუაციებში და სიტუაციური ინფორმაცია ემსახურება, აღსაქმელი ემოციის
ისეთივე მნიშვნელოვან დეტერმინანტს, როგორიც არის სახის გამომეტყველება (Carroll, Russell, 1996).

არავერბალური კომუნიკაცია

ადამიანები სხვა ადამიანების შესახებ შეხედულებებს აყალიბებენ არა მარტო ემოციის გარეგნული
გამოვლენის საფუძველზე. სინამდვილეში კომუნიკაციის დიდი ნაწილი მიმდინარეობს
არავერბალურად და არავერბალური კომუნიკაციის გავლენა სხვა ადამიანების შესახებ
შთაბეჭდილებაზე განსაკუთრებულად ძლიერი შეიძლება იყოს. ემების და როზენტალის (Amaby,
Rosenthal, 1993) კვლევებში სტუდენტებს უჩვენებდნენ 30 წამიან უხმო ვიდეო რგოლებს, რომელზეც
გადაღებული იყო კოლეჯის პედაგოგების ლექციები. შემდეგ თხოვდნენ მათ შეეფასებინათ
პედაგოგები მთელი რიგი პიროვნული თვისებებით. სტუდენტებმა შეძლეს პედაგოგების თვისებების
სანდო შეფასების გაკეთება - შეფასების, რომლებიც აჩვენებდნენ კონსენსუსის მაღალ დონეს და
შეფასების სანდო პროგნოზებს, რომელსაც სტუდენტები იძლეოდნენ უფრო მოგვიანებით, სემესტრის
ბოლოს. ეჭვს არ ბადებს ის, რომ არავერბალური ქცევის სულ მცირე გამოვლენაც კი შესაძლოა იყოს
ძალზე არსებითი!

ადამიანები საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციას გადასცემენ ძირითადად სამი გზით (Richmond,
McCroskey & Payne, 1991). შედარებით თვალსაჩინო გზაა ვერბალური კომუნიკაცია, ე.ი. ადამიანის
სიტყვის შინაარსი. სხვა გზები არავერბალურია და წარმოადგენს კრებულს შედარებით ძნელად
შესამჩნევი სიგნალებისა. არავერბალური კომუნიკაცია არის იმ საშუალებების ჯამი, რომელთა
დახმარებითაც ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას სიტყვის გამოყენების გარეშე. არავერბალური
კომუნიკაცია ჩვენამდე მოდისვიზუალური არხის საშუალებით, რომელიც მოიცავს ისეთ
თავისებურებებს, როგორიც არის სახის გამომეტყველება, ჟესტები, პოზა და გარეგნობა. იგი ასევე
მოგვეწოდება პარალინგვისტური არხის საშუალებით, იმ სიტყვიერი სიგნალებით, რომელიც რჩება
შინაარსის მოცილების შემდეგ, კერძოდ ტონის სიმაღლე, ამპლიტუდა, ტემპი, ბგერის ხარისხი და
მეტყველების კონტურები.

ვიზუალური არხი

ვიზუალური არხის ზოგიერთი ძირითადი არავერბალური სიგნალები გამოიხატება „დისტანციის


დაცვის“, ჟესტების და მხედველობითი კონტაქტის გზით (Feldman, Rime, 1991).

დისტანცია. ჩვეულებროივ, რაც უფრო მეგობრული და პირადი გრძნობები გააჩნია ადამიანს მეორე
ადამიანის მიმართ, მით უფრო ახლო დგას იგი მასთან. მეგობრები უფრო ახლოს დგანან
ერთმანეთთან, ვიდრე უცნობი ადამიანები (Aiello, Cooper, 1972); ადამიანებს, რომლებსაც სურთ
გამოჩნდნენ უფრო მეგობრულები, ირჩევენ უფრო მოკლე დისტანციას (Patterson, Sechter, 1970); ხოლო
ადამიანები, რომელთა შორისაც არის სექსუალური სწრაფვა, ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან
(Allgeier, Byrne, 1973). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა დიდ დროს არ უთმობს
თავიანთ პიროვნულ სივრცეზე ფიქრს, ჩვენ მაინც ყველა ვაცნობიერებთ, რომ თუ ადამიანი ჩვენთან
38
ახლოს დგას, ეს ჩვეულებრივ შეფასებულია, როგორც მეგობრობის ან ინტერესის ნიშანი. შესაძლოა, ეს
არის ერთერთი მნიშვნელოვანი და მარტივი გზა იმის სათქმელად იმ ადამიანისთვის რომელსაც
ხვდები, რომ იგი მოგწონს. მეორე ადამიანი მაშინათვე აცნობიერებს თქვენს ინტერესს და მას თუ ეს არ
აინტერესებს, მაშინ იგი გაიწევა უფრო შორ დისტანციაზე, რათა თავისი დამოკიდებულება გიჩვენოთ.

ჟესტები. ბოლო წლებში ბევრი წიგნი გამოიცა სხეულის ენის თემაზე. ამ წიგნების ავტორები
ამტკიცებენ, რომ ზუსტად შეიძლება განსაზღვრა, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები, როდესაც
აკვირდებიან მათი სხეულის მოძრაობებს და პოზებს. გაშლილი ხელისგულები ნიშნავს მოწვევას,
გადაჯვარედინებული ფეხები აჩვენებს თავდაცვის მცდელობას და ა.შ. ეჭვსგარეშეა, სხეულის
მოძრაობა და პოზა არის გარკვეული ინფორმაციის მატარებელი. არსებობს ღია, პირდაპირი ჟესტები
და ჟესტები, რომელიც ძნელი შესამჩნევია. სხეულის ბევრი მოძრაობა არის ზოგადად მიღებული და
გადმოცემს გარკვეულ ინფორმაციას ან მითითებას: ამის მაგალითებია ჟესტები, რომლის
მაგალითებია „გაჩერდი“ ან „აქ მოდი“, ასევე ჟესტები, რომელიც ნიშნავს „დაჯექი“, „დიახ“, „არა“,
„წადი“, „ნახვამდის“. მრავალ უწმაწურ ჟესტს აქვს საკმაოდ ცნობილი მნიშვნელობები. გარკვეული
აზრით ისინი ყველანი შეადგენენ ნიშნების ენას.

ჟესტებს მნიშვნელობა აქვს ძირითადად მაშინ, როდესაც დამკვირვებლებს და მონაწილეებს ესმით


კონტექსტი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ იციან კონკრეტული კულტურა. ღია
ხელისგულები ყოველთვის არ ნიშნავს მიწვევას: ზოგჯერ გაწვდილი ხელი გადაბრუნებული
ხელისგულით ნიშნავს „გაჩერდი“; ჟესტი, რომელიც მიმართულია სხვა მხარეს, როდესაც ხელისგული
თავისკენ არის მიმართული, ხოლო თითები მოძრაობს სხეულის მხარეს, ნიშნავს „მოდი“, „შემოდი“.
ჯერ არავის არ შეუქმნია ჟესტების სანდო ლექსიკონი. პოპულარული წიგნები, რომლებიც
მოგვითხრობენ სხეულის ენაზე, ჩვეულებრივ არ არიან დაფუძნებულები მეცნიერულ კვლევებზე და
მათი წაკითხვა შეიძლება ჯანმრთელი სკეპტიციზმით. ჟესტების მნიშვნელობა დამოკიდებულია
კონტექსტზე, ადამიანზე, რომელიც ჩადის ქცევას, კულტურაზე და კომუნიკაციის რეციპიენტზე
(Bavelas, Chovil, Coates & Roe, 1995).

დღეისათვის არავერბალური კომუნიკაციის და განსაკუთრებით ჟესტების მნიშვნელობა იწყებს


თავისი ადგილის მოპოვებას მასობრივ კულტურაში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების
სპეციალისტები, რომლებიც „ქმნიან“ პოლიტიკურ კანდიდატებს, ხშირად მუშაობენ მათ
ჟესტიკულაციაზე და სხვა არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებზე ისევე სერიოზულად,
როგორც მათი მოხსენებების შინაარსებეზე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს 1988 წელს, გაზეთმა
Newsweek–მა (Warner, Fineman 1988, p.19) ციტერება გაუკეთა როჯერ აილზის სიტყვას (Ailes),
რომელიც იყო ჯორჯ ბუშის კონსულტანტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმართულებით,
რომელიც მან წარმოთქვა ერთერთი გამოსვლის წინ რეპეტიციაზე: „თქვენ ისევ უაზროდ ამოძრავებთ
ხელებს. თქვენ გავხართ გამოთაყვანებულ გომიკს!“ (ციტირებულია DePaulo, 1990).

მხედველობითი კონტაქტი - არის არავერბალური კომუნიკაციის შედარებით საინტერესო ფორმა.


ისევე, როგორც კომუნიკაციის სხვა ფორმებს, მხედველობით კონტაქტსაც შეიძლება გააჩნდეს საკმაოდ
დიდი რაოდენობის მნიშვნელობები და კონტექსტზე იყოს დამოკიდებული. მაგრამ, თითქმის ყველა
ტიპის სოციალურ ურთიერთობაში, მხედველობითი კონტაქტი ატარებს გარკვეულ ინფორმაციას.
სულ მცირე მხედველობითი კონტაქტი მოწმობს, აინტერესებს თუ არ აინტერესებს ადამიანს რამე.
ფილმებში, შეყვარებულები ხანგრძლივად უყურებენ ერთმანეთს თვალებში, რათა ერთმანეთს

39
აჩვენონ სიყვარული, მზრუნველობა ან მიჯაჭვულობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხანგრძლივი
მხედველობითი კონტაქტი გამოიყენება რაღაცისკენ მისწრაფების საჩვენებლად. შემთხვევითი
საუბარიც კი შეიძლება გადაიქცეს რომანტიული ინტერესის გამოხატვად, თუ საუბრის ერთერთი
მონაწილე ახორციელებს ხანგრძლივ მხედველობით კონტაქტს. და პირიქით, ამგვარი კონტაქტის
თავის არიდება ან შეწყვეტა, ჩვეულებრივ იმის ნიშანია, რომ ადამიანი არ არის დაინტერესებული ამ
ურთიერთობით. საუბრის დროს, როდესაც ადამიანი გაურბის მხედველობით კონტაქტს, ჩვენი აზრით
ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ადამიანი არ არის მთლიანად ჩართული ურთიერთობაში. თუმცა ამ
ზოგადი პრინციპიდან არსებობს გამონაკლისიც. მხედველობით კონტაქტს შეიძლება გაურბოდეს
ადამიანი, რომელსაც მოაქვს ცუდი ამბავი ან ამბავი, რომლითაც შეიძლება ტკივილი მიაყენოს სხვას.
ზოგჯერ მხედველობითი ქონტაქტის არქონა შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანი
დამორცხვებული ან შეშინებულია. თუ ადამიანს რცხვენია, მას არ სურს იყოს დაჟინებული მზერის
ობიექტი. ელსუორტის, ფრიდმანის, პერლიკის და ჰოიტის (Ellsworth, Friedman, Perlick & Hoyt, 1978)
მიერ ჩატარებულ კვლევებში, კოლეჯის გოგონა სტუდენტებს უთხრეს, რომ მათ მონაწილეობა უნდა
მიიღონ საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება „საკმაოდ ინტიმურ, პირადი ცხოვრებას, რომელზეც
კოლეჯის სტუდენტებს ძირითადად არ უყვართ საუბარი“. ამის შემდეგ თითეულ გოგონას უნდა
მოეცადა დისკუსიის დაწყებამდე ადამიანთან ერთად, რომელიც იყო მკვლევარის მიერ შეგზავნილი
(მისი თანაშემწე) და რომელიც მთელი დროის 75%-ს განმავლობაში უყურებდა პირდაპირ მას ან
მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეხედავდა გამჭოლი მზერით. რასაკვირველია,
მონაწილე გოგონების უმრავლესობა არჩევდა იმ ადამიანს, რომელიც მას არ უყურებდა დაჟინებით.
მაგრამ ექსპერიმენტის მონაწილეების შემთხვევაში, რომლებსაც არ ქონდათ საუბრის მოლოდინი, რაც
გამოიწვევდა მათ დამორცხვებას, ყველაფერი სხვაგვარად იყო. პირდაპირი დაჟინებული მზერა
აშკარად აშინებდა დამორცხვებულ გოგონებს.

გარდა ამისა, მხედველობითი კონტაქტი შესაძლოა გამოყენებული იყოს დაშინების მიზნით. სხვა
ექსპერიმენტში ერთი ადამიანი დაჟინებით უყურებდა მეორე კვლევის მონაწილეს, რომელსაც
შესაძლებლობა ქონდა თავისი სურვილის მიხედვით აგრესიული რეაქცია მიეცა. მონაწილეები,
რომლებიც საკუთარ თავზე ცდიდნენ დაჟინებულ მზერას, ნაკლებად აგრესიულები იყვნენ, ვიდრე ის
ადამიანები, რომლებსაც არ უყურებდნენ (Ellsworth, Carlsmith, 1973). როგორც ჩანს ხანგრძლივი
მხედველობითი კონტაქტი აღიქმება მუქარად, რაც აიძულებს ადამიანებს გადაირჩინონ თავი ან
შემრიგებლურად მოიქცნენ. შესაძლოა, ყველას გვახსოვს ის მასწავლებლები, რომლებიც ამ ტექნიკას
საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ.

ის, რომ მხედველობით კონტაქტს შეიძლება ქონდეს ურთიერთსაპირსპირო მნიშვნელობები -


კეთილგანწყობა ან მუქარა - შეიძლება ამაში უჩვეულო არაფერია. ორივე შემთხვევაში იგი მიუთითებს
ჩართულობის და ემოციური შინაარსის მაღალ ხარისხზე. ის, ემოცია დადებითია თუ უარყოფითი,
დამოკიდებულია კონტექსტზე; არავერბალურ სიგნალებს თავისთავად არ გააჩნიათ ფიქსირებული
მნიშვნელობები.

სახის გამომეტყველებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიანებთან კონტაქტის


დასამყარებლად. ამ ფენომენის ერთერთი საინტერესო გამოვლენაა - მიბაძვა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ
ადამიანები (ისევე, როგორც შიმპანზეები) ფიზიკურად ბაძავენ სხვა ადამიანების რეაქციებს. დარვინი
აღნიშნავდა, რომ ადამიანები ნაწილობრივ სხვების განცდების იმიტირებას აკეთებენ. შესაძლოა, ეს

40
მიბაძვა არის მსხვერპლისადმი სიმპათიის გამოვლენა; მიმბაძველი ადამიანი შეიძლება
ხელმძღვანელობდეს სურვილით, მიანიშნოს მეორე ადამიანს, რომ იგი იზიარებს მის განცდებს.

ამ იდეის შესამოწმებლად ბაველასი, ბლეკი, ლევერი და მულეტი (Bavelas, Black, lemery & Mullett,
1986) სტუდენტებს ცალცალკე აჩვენებდნენ, თუ როგორ უვარდება ადამიანს მძიმე მონიტორი
დაზიანებულ თითზე, რომელიც მას ბინტით ქონდა შეხვეული. ზოგ შემთხვევაში მსხვერპლი,
ექსპერმენტატორის მიერ მოგზავნილი ადამიანი, უყურებდა დამკვირვებელს; ხოლო სხვა
შემთხვევაში მხედველობითი კონტაქტი არ ხორციელდებოდა. დამკვირვებლების უმრავლესობას
სახეზე გამოეხატებოდა ტკივილი, მაგრამ როდესაც მხედველობითი კონტაქტი არ იყო, ის მალევე
ქრებოდა. უფრო მეტიც, როდესაც იყო მხედველობითი კონტაქტი, დამკვირვებლებს უფრო მეტად
ღიმილი გამოეხატებოდა სახეზე, როგორც ჩანს იმის გამო, რომ დაემშვიდებინათ დაზარალებული.
დამკვირვებლების სახის გამომეტყველება მხედველობითი კონტაქტის დროს შეფასებული იყო,
როგორც უფრო „გამგებიანი“ და „მზრუნველი“, ვიდრე იმ ადამიანების სახე, რომლებსაც არ ქონდათ
მხედველობითი კონტაქტი; ეს ნიშნავს, რომ პირველები წარმატებით ატყობინებდნენ თანაგრძნობის
განცდას.

პარალინგვისტიკა. მეტყველების ვარიაცია, რომელიც განსხვავდება რეალური ვერბალური


კონტაქტისგან და უწოდებენ პარალინგვისტიკას, გადასცემს საკმაოდ დიდი რაოდენობის
მნიშვნელობებს, განსაკუთრებით ემოციურს (Bense & Scherer, 1996). ტონის სიმაღლე, ხმის სიმაღლე,
რიტმი, ინტონაციის ცვლილება და წყვეტილად საუბარი ატარებს კონკრეტულ ინფორმაციას.
მშობლებს ხშირად შეუძლიათ შვილის ტირილის ხმაზე ამოიცნონ ბავშვი მშიერია, გაბრაზებულია,
თუ უბრალოდ მიზეზობს. ძაღლები ყეფენ განსხვავებულად და ყეფის სხვადასხვა სახეობას
ადამიანისთვის, რომელიც ამ ცხოველს იცნობს, აქვს განსხვავებული მნიშვნელობა. მოზრდილი
ადამიანების სიტყვის აზრი და გამოხატულება ხშირად დამოკიდებულია პარალინგვისტურ
ფაქტორებზე.

ისეთ მარტივ გმოთქმას, როგორიცაა „შენ გინდა საცხოვრებლად წახვიდე იაპონიაში“, შეიძლება
ჰქონდეს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა, რომელიც დამოკიდებულია მახვილსა და
ინტონაციაზე. წარმოთქვით ის ხმამაღლა, როგორც უაზრო გამოთქმა, ყოველგვარი მახვილის გარეშე
და ის გაისმება, როგორც უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. გამოთქვით შეცვლილი ინტონაციით (ხმის
აწევა) წინადადების ბოლოს, და იგი კითხვის ქვეშ დააყენებს იაპონიაში გამგზავრების
გადაწყვეტილოების სისწორეს; თქვენ ეჭვს გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგი
გადაწყვეტილებაა იაპონიაში საცხოვრებლად გადასვლა. თუ გააკეთებთ მახვილს პირველ სიტყვაზე,
მაშინ ის გადაიქცევა კითხვად, თუ რამდენად კვალიფიციურია ადამიანი, რომელსაც ამას ეუბნებიან;
თქვენ გამოხატავთ ეჭვს იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა ეს ადამიანი თავისი ადგილის პოვნას ამ
ქვეყანაში. მოკლე ფრაზა: „მომწონხარ“ - პარალინგვისტური მახასიათებლებზე დამოკიდებულებით
შეიძლება გამოხატავდეს ნებისმიერ რამეს - ზომიერი გრძნობიდან გატაცებულ ვნებამდე.

ამ ვარიაციებს ხშირად დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციების გადაცემისას. ნამდვილად, ისინი იმდენად
მნიშვნელოვანნი არიან, რომ ხშირად აუცილებელია დაემატოს წერილობით ენას. იმისათვის, რომ
ვაჩვენოთ, რომ ვიღაცა თვლის იაპონიას წარუმატებელ და არასწორ ალტერნატივად, წინადადება
შეიძლება წავიკითხოთ შემდეგნაირად: „შენ გინდა წახვიდე იაპონიაში საცხოვრებლად? - ჰკითხა მან
ეჭვით“; გრძნობის გადასაცემად, რომელიც დგას გამოთქმის უკან: „მე შენ მომწონხარ“, შეიძლება

41
დავწეროთ: „მე შენ მომწონხარ - წაიჩურჩულა მან ვნებით“. ამ პარალინგვისტური მინიშნებების
გარეშე რთულია მოცემული გამოთქმების ახსნა. პარალინგვისტური შესწავლის ერთ-ერთი სიძნელეა
(და არავერბალური ქცევის მრავალი სხვა სახეების), რომ ამ მინიშნებებს არ აქვს ფიქსირებული
მნიშვნელობა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით სიტყვების მნიშვნელობაზე, ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რას
ნიშნავს სიტყვა იაპონია და გარკვეული ვარიაციებით ვიცით, რომ თუ ადამიანი ამბობს, რომ თქვენ
მას „მოსწონხართ“, მას მხედველობაში აქვს დადებითი გრძნობა. და პირიქით, ადამიანები
პარალინგვისტურ მინიშნებებს ანიჭებენ სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობებს.

კულტურული ფაქტი

ღიმილი მხოლოდ ღიმილია? კულტურათაშორისი განსხვავება ღიმილის ინტერპრეტაციაში

საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მომხმარებლები ყოველ დღე დგებიან რიგში იმისთვის, რომ
გადაიღონ ფოტოსურათი საიდენტიფიკაციო ბარათებისა და მართვის მოწმობისთვის. როდესაც ადამიანებს
თხოვენ ფართოდ გაიღიმონ, უმრავლესობა სიამოვნებთ აკეთებს ამას. თუმცა, როგორც კალიფორნიის
ავტოტრანსპორტის დეპარტამენტის ფოტოგრაფი მოგვითხრობს, ერთხელ, როდესაც მან იაპონელს თხოვა
გაეღიმა, მან უარი უთხრა. რა მოხდა? პასუხი არის განსხვავებული ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა
ღიმილით.

ამერიკაში ღიმილი ჩვეულებრივ განიხილება დადებითი თვალსაზრისით, როგორც მაჩვენებელი, რომ


გაღიმებული ადამიანი არის კეთილი და მეგობრული და შეიძლება მას ენდო. ისტორიკოსებმა ვარაუდი
გამოთქვეს რომ, რამდენადაც ამერიკა არის გადასახლებულების საზოგადოება, რომელიც განიცდიდა
ოფიციალური წესრიგის დამცველების უკმარისობას, სხვა ადამიანთან ურთიერთობის შესაძლებლობას,
რომელიც მეგობრულია, იწვევს ნდობას და არა აქვს ცუდი განზრახვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა.
ამგვარი ინტერპრეტაცია, როგორც ჩანს დღემდე შემორჩენილია, რომლის დასტურია ის ფაქტი, რომ ამერიკაში
მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივ განეკუთვნებიან ყველაზე მეგობრული ადამიანების კატეგორიას
პლანეტაზე.

აზიაში მცხოვრებლებისთვის კი პირიქით, ღიმილმა შეიძლება სრულიად განსხვავებული ინფორმაცია


გადასცეს. იაპონელი, რომელმაც უარი თქვა მძღოლის მოწმობის ფოტოსურათისთვის გაეღიმა, თვლიდა, რომ
ღიმილმა შეიძლება მიუთითოს იმაზე, რომ მე არასაკმარისად სერიოზულად ვეკიდები ჩემს მოვალებებს.
ფოტო საჭიროა იყო ოფიციალური დოკუმენტისთვის და ღიმილი შეიძლება ჩათვლილიყო აგდებულ
დამოკიდებულებად მნიშვნელოვანი საქმიანობის მიმართ (Dresser, 1994). იგივე აზრს გამოხატავს კორეული
ანდაზა: „მამაკაცი, რომელიც ბევრს იღიმება, ვერ იქნება ნამდვილი მამაკაცი“. მრავალ აზიურ
საზოგადოებებში, იაპონიაში, კორეასა და ინდოეთში, ადამიანები შეიძლება იღიმებოდნენ, როდესაც
რცხვენიათ, მოწყენილები ან ბედნიერები არიან, მობოდიშების დროს ან არიან გაბრაზებულები ან კიდევ
არიან განცვიფრებულები. ამგვარად, ღიმილს არა აქვს გამოკვეთილი ასოციაციები მეგობრულობასთან ან
ბედნიერებასთან, ისე როგორც ეს ხდება ამერიკაში. ღიმილის კულტურულ ინტერპრეტაციებში
განსხვავებულობამ შესაძლოა შექმნას პრობლემები (Dresser, 1994). კორეაში მაღაზიების მფლობელები,
რომლებიც ემსახურებიან სხვა ქვეყნების მომხმარებლებს, არ იღიმებიან და ზოგჯერ ისინი მომხმარებლების
მიერ აღიქმებიან, როგორც მტრულად განწყობილები. ამერიკელებს ზოგჯერ თვლიან ბავშვურად და ცოტა
ბრიყვებად მათი ქცევების თავისებურებების გამო. როდესაც იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები ფოტოს
იღებენ ამერიკელებთან ერთად, ისინი ზოგჯერ იღიმებიან, მაგრამ ძირითადად იმიტომ, რომ ასწავლეს, რომ
ამგვარი ქცევა ამერიკულ აუდიტორიაში დაფასებულია. ამგვარად, ქცევის ასეთ მარტივ აქტს, როგორიც არის
ღიმილი, გააჩნია მრავალი მნიშვნელობა სხვადასხვა კულტურაში და შესაძლებელია გამოყენებული იყოს,
როგორც მრავალი პიროვნული და კულტურული თავისებურებების შესახებ დასკვნის ფორმირების
საფუძველი. 42
ზოგიერთი ადამიანი პაუზას შეიძლება იყენებდეს მახვილისთვის; ხოლო სხვებისთვის პაუზა
შეიძლება ნიშნავდეს საკუთარ თავში დაურწმუნებლობას. მაღალი ტონალობა შეიძლება ნიშნავდეს
აღელვებას ან ტყუილს; ხმამაღალმა გამოთქმამ შეიძლება მიგვანიშნოს სიბრაზეზე, თანაგრძნობაზე ან
აღელვებაზე. კონკრეტული მნიშვნელობა დამოკიდებულია კონტექსტზე. ძნელია შეტყობინების
ახსნა, როდესაც მოსაუბრე გესაუბრება ძალიან ხმამაღლა. თუ ადამიანი მუშტს კრავს, აჩვენებს თუ არა
იგი სიბრაზეს? თუ ადამიანი ძალიან გეხვევათ, არის თუ არა ეს სიყვარული გამოხატვა?
ინტერპრეტაცია დამოკიდებულია, როგორც ინდივიდუალურ ჩვევებსა და ხასიათებზე, ასევე
ეთნიკურ ჩვეულებებზე, როგორც ეს ნაჩვენებია განყოფილებაში: „კულტურული ფაქტი“.

მრავლობითი არხები

კომუნიკაციის სამი არხიდან – ვერბალური, ვიზუალური ან პარალინგვისტური – რომელი იძლევა


შედარებით მეტ ინფორმაციას ადამიანის რეალურ ემოციებზე? ჩვეულებრივ, არ არის გასაკვირი, რომ
ადამიანები ცდილობენ ჩამოაყალიბონ უფრო ზუსტი შთაბეჭდილებები მეორე ადამიანზე, როდესაც
ფლობენ კომუნიკაციის ყველა არხს (Chawla, Krauss, 1994). არავერბალური ურთიერთობის
საშუალებების მკვლევარები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ არავერბალური კომუნიკაცია მნიშვნელოვან
როლს თამაშობს ადამიანის ჭეშმარიტი მდგომარეობის შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში,
განსაკუთრებით ემოციური ინფორმაციის გადაცემის დროს (მაგალითად, Birdwhistell, 1970; Mehrabian,
1972). თუმცა ემპირიული კვლევები ეჭვ ქვეშ აყენებენ ამ აზრს. მთლიანობაში ვერბალური არხი, ანუ
ინფორმაცია, რომელსაც ადამიანები ატყობინებენ საკუთარი თავის შესახებ, არის უფრო მეტად
მნიშვნელოვანი ყველა ტიპის შთაბეჭდილებებისთვის ადამიანების შესახებ, მათ შორის ემოციური
მდგომარეობის შესახებ (მაგალითად, Berry, Pennebaker, Mueller & Hiller, 1997).

საკითხი იმის თაობაზე, თუ რომელი არხი გადასცემს უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას, ხდება
განსაკუთრებულად აქტუალური, როდესაც დამკვირვებელი სხვადასხვა არხებიდან იღებს
ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალებს. როგორ ახსნით თქვენი მეგობრის გრძნობებს, თუ ის
გეუბნებათ, რომ უყვარხართ, მაგრამ შორს იწევს თქვენგან და არ გიყურებთ? მისი ვერბალური და
თქვენს მიერ დაკვირვებადი კომუნიკაცია, ჩანს, რომ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. რა
ხდება მაშინ, როდესაც თქვენი ოთახის მეზობელი მთელი ხმით გიყვირით, რომ საერთად არ არის
თქვენზე გაბრაზებული იმის გამო რომ გაუტეხეთ მისი საყვარელი ყავის ჭიქა? არხებს შორის
წინააღმდეგობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა აშკარად ცრუ კომუნიკაციის
ინტერპრეტაციისას.

ნამდვილად არის შესაძლებელი კონფლიქტურ სიტუაციებში მაქსიმალურად დარწმუნებულებმა


ვენდოთ არავერბალურ და განსაკუთრებით დაკვირვებად კომუნიკაციას, როგორც ამას ამტკიცებს
ზოგიერთი მკვლევარი? ერთერთი კვლევის დროს კრაუსი, ეპლი, მორენსი, უენცელი და უინტონი
(Krauss, Apple, Morency, Wenzel & Winton, 1981) აჩვენებდნენ კვლევაში მონაწილეებს სატელევიზიო
დებატების ჩანაწერებს, რომელიც ჩატარდა 1976 წელს უოლტერ მონდეილომსა (Mondale) და რობერტ
დოულს (Dole) შორის, რომლებიც ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ. დებატები
სასიამოვნოდ დაიწყო, მაგრამ შემდეგ დისკუსიამ მიიღო მტრული და აღშფოთებული ხასიათი.
მკვლევარებმა შეაგროვეს 12 ნაწყვეტი თითეული ორატორის გამოსვლიდან, რომელთაგან ნახევარი
აჩვენებდა დადებით ემოციებს, ხოლო ნახევარი – უარყოფითს. შემდეგ თითეულ ცდის პირს აჩვენებს
ეს ნაწყვეტები ოთხი პირობიდან ერთერთის საშუალებით:

43
1. აუდიო–ვიზუალური – სტანდარტული ვერსია, რომელიც ჩაწერილი იყო ვიდეო–კასეტაზე;

2. მხოლოდ ვერბალური – სტენოგრამის წერილობითი გაშიფრვა, რომელიც გამოქვეყნებული იყო


New-York Times–ში;

3. მხოლოდ ვიდეო – გამორთული ხმით;

4. პარალინგვისტური – მხოლოდ ხმა, გაფილტრული შინაარსისაგან, რაც სიტყვას გაუგებარს ხდიდა,


ხოლო ისეთი არავერბალური თავისებურებები, როგორიც არის ტონის სიმაღლე, ხმის სიმაღლე, ტემპი
და ა.შ. შენარჩუნებული იყო.

ცხრილი 3.6.

აღმქმელის ჭეშმარიტი გრძნობების აღქმის სისწორე ობიექტის მიმართ

ვერბალური შინაარსი
მისაწვდომია არ არის მისაწვდომი
სახის გამომეტყველება +8.5 +7.4
მისაწვდომია
დამკვირვებლისთვის
სახის გამომეტყველება არ არის +8.4 +3.1
მისაწვდომი
დამკვირვებლისთვის
შენიშვნა. აღნიშვნა გულისხმობს აღმქმელის ჭეშმარიტი გრძნობების აღქმას მოწონებული სუბიექტისა
მინუს აღმქმელის ჭეშმარიტი გრძნობების აღქმა არ მოწონებული ობიექტის მიმართ, რომელთაგან
თითეული ფასდება 9 ბალიანი შკალით. წყარო:Zuckerman, Amidon, Bishop & Pomerantz (1982), p. 353.

ვერბალური შინაარსი აღმოჩნდა გადამწყვეტი იმის გასასაზღვრავად, თუ რომელი ემოციები იქნა


გამოხატული: პოზიტიური თუ ნეგატიური; ესე იგი, ვერბალური ინფორმაცია იყო შედარებით
მნიშვნელოვანი, რაც ეწინააღმდეგება ვარაუდს არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
მონაცემები, რომელიც მიღებული იქნა ამ კვლევის შედეგად, წარმოდგენილია ცხრილში 3.6.
ვიზუალურმა არხმა მცირეოდენი თუ შეძინა დამკვირვებლების შეხედულებებს. პარალინგვისტურმა
ინფორმაციამ ნამდვილად შეიტანა საკუთარი წვლილი ორატორების გამოსვლის ეფექტურობის და
აქტიობის დონის მიმართ შეხედულებებში. ანუ დამკვირვებლები, რომლებსაც ასმენინებდნენ
შინაარსისგან დაცლილ გაურკვეველ ხმას, აყალიბებდნენ ისეთივე შეხედულებებს ემოციის ძალის
შესახებ, როგორსაც იმ შემთხვევაში, ვისაც უჩვენებდნენ სრულ აუდიო–ვიზუალურ ინფორმაციას.
მიღებული შედეგების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პარალინგვისტური ინფორმაცია, ისევე,
როგორც მხედველობითი კონტაქტი, შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს ენერგიული ემოციის და
ჩართულობის გასასაზღვრავად, მაშინაც კი, თუ იგი არასაკმარისია გამოხატული ემოციის
კონკრეტული ტიპის გასასაზღვრავად.

ამგვარად, ზოგადად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არავერბალური სიგნალები – როგორც


პარალინგვისტური, ასევე თვალსაჩინო – არ არიან ძალიან ზუსტი მატარებლები, რომელიც
საშუალებას მოგვცემს გავიგოთ სხვა ადამიანების ემოციური გრძნობები (Krauss, Morrel-Samuels &
Colasante, 1991). არავერბალურ კომუნიკაციურ სიგნალებში არაფერი არ არის მაგიური და უპირობო.
44
უმრავლეს მათგანს შეუძლია გადასცეს მრავალი შეტყობინება კონტექსტის მიხედვით. მიმზიდველი
ქალის ხელზე შეხება, რომელიც ეხლახანს გაიცანით, ნიშნავს სრულიად სხვა რამეს, ვიდრე მეტროში
უსახლკაროსთვის იგივენაირად შეხება. არავერბალური სიგნალები შეიძლება იყოს ინფორმატიული,
მაგრამ ეს ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ის მყარად ზის ნაცნობ კონტქსტში, როდესაც ვიცით, თუ
რა როლი აქვს მეორე ადამიანს, როდესაც გვაქვს გარკვეული წარმოდგენები მის ზოგად მიზნებზე,
როდესაც წარმოდგენა გვაქვს ნორმებზე, რომლებიც არსებობს ამ სიტუაციებისთვის და ა.შ.

როდესაც არ გვაქვს გასაგები და ნაცნობი კონტექსტი – მაგალითად, როდესაც ვმოგზაურობთ


საზღვარგარეთ – ჩვენ ხშირად ვგრძნობთ თავს დაკარგულად და არავერბალურ სიგნალებს ნაკლები
მნიშვნელობა ენიჭება ჩვენთვის. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მრავალი ჩვენი კულტურული
კონტექსტისთვის გასაგებ სიგნალს სხვა კულტურულ კონტექსტში აქვს სრულიად სხვა მნიშვნელობა,
რომელიც ნაჩვენებია განყოფილებაში „კულტურული ფაქტი“.

სიცრუის პრობლემა

ვერბალურ და არავერბალურ სიგნალებს შორის კონფლიქტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი


სფეროა შთაბეჭდილებების ჩამოყალიბება იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები ამბობენ ტყუილს ან
ცდილობენ რაიმე გზით მოატყუონ დამკვირვებლები. პოლიცია, მოსამართლეები და ნაფიცი
მსაჯულები მუდმივად ცდილობენ გამოარკვიონ სიმართლე იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ
მათ შეცდომაში შეყვანას. თუ ვისაუბრებთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კოლჯების სტუდენტები
ამბობენ ხოლმე, რომ სხვა ადამიანებთან ჩვეულებრივი სოციალური ურთიერთობების დროს ისინი
იტყუებიან სულ ცოტა დღეში ორჯერ მაინც (DePaulo, Kashy, Kirkendol, Wyer & Epstein, 1996).
ცრუობენ ადამიანები წარმატებით ან წარუმატებლად, განსაკუთრებით მათთან, ვის გრძნობებსაც
უფრთხილდებიან (DePaulo, Bell, 1996)?

არავერბალური გაჟონვა

ჩვენი ცოდნა არავერბალურ კომუნიკაციაზე საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს


შეუძლიათ უნებლიედ გასცენ თავი არავერბალური არხებით მაშინაც კი, როდესაც ისინი
წარმატებულად ცრუობენ ვერბალურად. ეკმანი და ფრიზენი (Ekman, Friesen, 1974) ამტკიცებენ, რომ
ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას ამბობენ, ვიდრე იმას, თუ რას გვატყობინებენ
თავისი სხეულით. მაგალითად, როდესაც ცდილობენ ვინმეს მოტყუებას, ისინი მშვიდად იტყუებიან,
მაგრამ არავერბალური სიგნალების საშუალებით ამხელენ სიმართლეს. ეკმანის განსაზღვრებით, ამ
მოვლენას ეწოდება არავერბალური გაჟონვა. ჭეშმარიტი ემოციები „შიშვლდებიან“ მაშინაც კი,
როდესაც ადამიანი ცდილობს მის დამალვას. მაგალითად, სტუდენტს შეუძლია თქვას, რომ იგი არ
ნერვიულობს მომავალ გამოცდებზე, მაგრამ შეიძლება იკვნეტდეს ქვედა ტუჩს და თვალებს
ახამხამებდეს უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე ამას, ესე იგი ახორციელებს ისეთ
ქმედებებს, რომელიც ჩვეულებრივ ნევროზზე მიუთითებს.

მატყუარები ხშირად გასცემენ ხოლმე თავს შფოთვის პარალინგვისტური გამოხატულებებით,


დაძაბულობით და ნევროტულობით. ზოგჯერ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანი იტყუება მისი
ხმის სიმაღლიდან გამომდინარე. რამდენიმე კვლევა (Ekman, Friesen & Scherer, 1876; Krauss, Geller &
Olson, 1976) გვიჩვენებს, რომ საშუალო (ან ტერმინილოგიის გამოყენებით – ძირითადი) ხმის ტონის
სიმაღლე იზრდება, როდესაც ადამიანი იტყუება. ხშირად განსხვავება იმდენად მცირეა, რომ მისი
45
შემჩნევა უბრალო მოსმენით შეუძლებელია; მაგრამ ელექტრონული ხმის ანალიზი ტყუილს ამჩნევს
ძალიან მაღალი სიზუსტით. გარდა ამისა, ადამიანებისთვის, რომლებიც განზრახ ან
ექსპერიმენტატორის მითითებით ტყუიან, დამახასიათებელია უფრო მოკლე პასუხები, რეაქციების
წინ უფრო ხანგრძლივი პაუზები, უფრო მეტი შეცდომები მეტყველებაში და უფრო ნერვიული და
ნაკლებად სერიოზული პასუხები (Apple, Streeter & Krauss, 1979; Kraut, 1978; Zuckerman, DePaulo &
Rosental, 1981). ადამიანები ასევე ასკვნიან სიცრუის შესახებ „უჩვეულო“ არავერბალური ქცევის
საფუძველზე. როდესაც ადამიანი ყურადღებას იქცევს უცნაური არავერბალური ქცევით, მაგალითად
ხელებს ზევით წევს, თავს აქნევს უკან ან აბრიალებს თვალებს, ეს დამკვირვებელს უცნაურად ეჩვენება
და იგი ძირითადად მიდის დასკვნამდე, რომ მოსაუბრე ცდილობს მის მოტყუებას (Bond et al., 1992).

გაჟონვის ცნება გულისხმობს, რომ ზოგიერთი არავერბალური არხი ექვემდებარება მას უფრო მეტად,
რადგან ისინი ნაკლებად კონტროლირებადები არიან. მაგრამ, როდესაც ჩვენ სიმართლეს
ვლაპარაკობთ, ჩვენი სახის კუნთები სხვანაირად იკუმშება, ვიდრე მაშინ, როდესაც ვიტყუებით
(Ekman, Friesen & O’Sullivan, 1988). ზოგმა კვლევამ (მაგალითად Zuckerman et al., 1981) აჩვენა, რომ
სხეული (ტანი) ტყუილს გასცემს უფრო მეტი ალბათობით, ვიდრე სახე. პარალინგვისტური
სიგნალები ასევე ექვემდებარებიან გაჟონვას, რადგან ისევე, როგორც სხეული (ტანი), ხმის ტონიც
ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს, ვიდრე სახის გამომეტყველება. მაგალითად, მატყუარა
ადამიანებს უფრო აქვთ უნარი შეცვალონ, მოისაწყლონ ან ზედმეტად ხაზი გაუსვან – სახის
გამომეტყველებას, ვიდრე ხმის ტონს (Zuckerman, Larrance, Spiegel & Klorman, 1981). ჩვეულებრივ
წარმატებული მატყუარები ამყარებენ თვალებით კონტაქტს თავის მსმენელებთან და აკავებენ
ღიმილს, როდესაც იტყუებიან. როგორც ჩანს, ტყუილის უნარი დაკავშირებულია გარკვეულ
სოციალურ უნარებთან, რომელიც ახასიათებს ლიდერობას (Keating, Heltman, 1994).

ამგვარად ჰიპოთეზა, რომელიც ეხება გაჟონვას, გულისხმობს რომ, როდესაც ცდილობენ რაიმეს
დამალვას, ადამიანებს შეუძლიათ კარგად აკონტროლონ ვერბალური შინაარსი და სახის
გამომეტყველება, მაგრამ მათი ტყუილი შეიძლება გამოააშკარავოს სხეულის მოძრაობამ და
პარალინგვისტურმა სიგნალებმა. არავერბალურმა არხებმა შეიძლება გაატაროს მეტი ინფორმაცია,
ვიდრე ვერბალურმა, რადგან ინფორმაციის ვერბალურად გადაცემისას ადამიანს, რომელიც რაღაცას
წარმოთქვამს, ესმის სწორედ ის, რასაც ამბობს და შესაბამისად შეუძლია შეიტანოს კორექტივები
გამოთქმებში, რომლებიც შეიძლება ისე არ გამოითქვას, როგორსაც მოითხოვს საჭირო
შთაბეჭდილების შექმნა. თუმცა არავერბალური არხის შემთხვევაში ჩვენ ჩვეულებრივ ვერ
ვაკვირდებით საკუთარი ქცევის არავერბალურ ფორმებს და შესაბამისად ნაკლები შესაძლებლობა
გაგვაჩნია სიტუაციასთან მისი ადაპტირებისა (Depaulo, 1990). ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ
შეგვიძლია შევეცადოთ საკუთარი არავერბალური ქცევის რეგულირებას, ყოველთვის ვერ ვაღწევთ
წარმატებას ამ მხრივ, რადგან საკმარისი არ არის ის უკუკავშირი, რომელსაც ვიღებთ ჩვენი
ვერბალური ქცევისგან.

სიცრუის ამოცნობის სიზუსტე

ადამიანები საკმაოდ ხშირად აღიქვამენ უკეთ: ცრუ შეტყობინებებს, რომელიც ნაკლებად გავს
სიმართლეს, ვიდრე მართალ შეტყობინებებს (იხ. DePaulo, 1990). ათეულობით კვლევაში, სიცრუის
გამოცნობის სიზუსტე ამეტებს შემთხვევითობის დონეს, მაგრამ იშვიათად აღწევს შესამჩნევ
სიდიდემდე. (DePaulo, 1994; Frank, Ekman, 1997) ეს არ არის გასაკვირი, რადგან ადამიანებს შეუძლიათ

46
მოტყუების, როგორც ფაქტის გამოცნობა უკეთ, ვიდრე მატყუარის ჭეშმარიტი გრძნობების გამოცნობა.
უფრო ადვილია მატყუარების გამოცნობა, როდესაც არის მოტივი, როდესაც სურთ, რომ
კეთილგანწყობა მოიპოვონ, ანუ მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს ტყუილის მოტივაცია, მაგალითად,
ცრუ შეთანხმების შეტყობინება მოპირდაპირე სქესის მიმზიდველ პარტნიორთან. (DePaulo, Rosenthal,
Green & Rosenkrantz, 1982) გარკვეული ინფორმაციის გარეშე, ტყუილის მიზეზის გამოცნობა რთულია.
განსაკუთრებით რთულია გავარჩიოთ ტყუილი ამბივალენტურობისგან, რადგან ორივე
მდგომარეობას ახასიათებს მსგავსი არავერბალური სიგნალები.

გვეხმარება თუ არა გაფრთხილება იმ შემთხვევაში, რომ ობიექტმა შეიძლება მოიტყუოს. ვიღაც ასეც
ფიქრობს, რადგან ასეთ შემთხვევაში აღმქმელმა ადამიანმა შეიძლება უფრო დაკვირვებით მიაქციოს
ყურადღება „გაჟონვის“ არხებს, ისეთს, როგორიც არის სახე და ტონი, თუმცა შთაბეჭდილება რჩება,
რომ ეს არც თუ ძალიან გვეხმარება. კვლევაში, რომელიც ჩაატარეს ტორისმა და დეპაულომ (Toris,
DePaulo, 1984), ცდის პირები მონაწილეობას იღებდნენ სამსახურში მიღების ხელოვნურად
ჩატარებულ გასაუბრებაში. მაძიებლებს შესთავაზეს, რომ ყოფილიყვნენ გულახდილები ზოგიერთ
შემთხვევაში და არაპატიოსნები სხვა შემთხვევაში. ადამიანებს, ვინც ატარებდა გასაუბრებას, უთხრეს
რომ რომელიღაცა მაძებელი შეეცდება მოახდინოს ცრუ შთაბეჭდილება, ნაწილს კი საერთოდ
არანაირი გაფრთხილება არ მისცეს. შესაძლო მოტყუებასთან დაკავშირებით გაფრთხილებამ
ინტერვიუერში შექმნა დაეჭვება ყველა მაძიებლის მიმართ. იმ ინტერვიუერებთან შედარებით,
რომლებიც არ იყვნენ გაფრთხილებულები უპატიოსნო ქცევის შესაძლებლობაზე, ინტერვიუერები,
რომლებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, მაძიებლებს აღიქვამდნენ, როგორც უფრო
მატყუარებს, მაგრამ არ იყვნენ უფრო ზუსტები, არაპატიოსანი მაძიებლის შერჩევაში, პატიოსნებს
შორის, ვიდრე ისინი, ვინც არ იყვნენ გაფრთხილებულები. უფრო მეტიც, ისინი უფრო ნაკლებად
დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ განსჯაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ
გაფრთხილებულები.

სინამდვილეში, მეცნიერული კვლევების დროს, უფრო რთულია ზუსტად განსაზღვრო ადამიანების


ტყუილის გამოცნობის უნარი, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში. სოციალური ინდივიდების სახით,
რომლებიც ახორციელებენ აღქმას, ჩვენ დროის დიდი ნაწილი დაკავებულები ვართ სხვა ადამიანზე
შთაბეჭდილებების შექმნით, უშუალოდ ლაპარაკისგან მიღებული ინფორმაციის შერჩევით და
შთაბეჭდილებებზე კონტროლით, რომელსაც ჩვენ ვახდენთ სხვა ადამიანებზე. მსგავს გარემოებებში
ჩვენ მიდრეკილება გვაქვს აღვიქვათ სხვა ადამიანების თვითპრეზენტაციები, როგორც ჭეშმარიტი და
არ დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, ხომ არ აპირებენ ისინი ჩვენზე ცრუ შთაბეჭდილების მოხდენას.
(Gubert, Krull & Pelham, 1988; Gilbert, Krull, 1988) სინამდვილეში როდესაც ადამიანები განზარახ
ცდილობენ ემოციების გადმოცემას, რომელსაც სინამდვილეში არ განიცდიან, მათი არავერბალური
ქცევის ფორმები გადმოსცემენ ამ ცრუ შთაბეჭდილებას უფრო აშკარად, ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი
ნამდვილად განიცდიან ამ მდგომარეობას. დაგეგმილი ემოციები უფრო აღიქმება, ვიდრე
სპონტანური. (DePaulo, 1990) მატყუარის, რომელსაც ადვილად უჯერებენ და აღმქმელი ადამიანის,
რომელიც საკმაოდ არაკრიტიკულია, შეთავსება ნიშნავს, რომ უმრავლეს სოციალურ სიტუაციებში
ცრუ თვითპრეზენტაციები სიტუაციებს იღებენ როგორც ჭეშმარიტს. (DePaulo, 1990)

47
ტყუილის გამოაშკარავება

რა სიგნალებით სარგებლობენ დამკვირვებლები, რომლებსაც უნარი აქვთ აღმოაჩინონ ტყუილი, არის


თუ არა გაჟონვის ჰიპოთეზა მართალი? მართალია რომ სხეულის კონტროლი უფრო რთულია, ვიდრე
სახის? და ადამიანები ტყუილს ხვდებიან უფრო სხეულის არავერბალური სიგნალების საშუალებით?
არის თუ არა ხმა, ტონის სიმაღლე, ხმის სიმაღლე, ტემპი და ა.შ. გაჟონვის არცთუ საიმედო არხები,
როგორც სხეული? კვლევების უმრავლესობა გვიჩვენებს, რომ ყველა ეს სიგნალი გვეხმარება
გამოვავლინოთ ცრუ კომუნიკატორების უმრავლესობა, თუმცა ისინი ნამდვილად სასარგებლო არიან
მაშინ, როდესაც დამკვირვებელს აქვს წვდომა ადამიანის სიტყვის შინაარსთან.

დღეs ფსიქოლოგებისთვის ცნობილია ქცევის სპეციფიური ფორმები, რომელიც დიდი ალბათობით


ეხმარება ტყუილის სიმართლისგან გარჩევას. მატყუარები უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს, უფრო
მეტად მერყეობენ და მეტ შეცდომებს უშვებენ საუბრის დროს, ალბათ იმიტომ, რომ ეს იმთავითვე
დამახასიათებელია ტყუილისთვის. მათ ახასიათებთ ხმამაღალი ლაპარაკი და თვალის გუგები
ხშირად უფართოვდებათ. მატყუარები ხშირად გრძნობენ თავს დამნაშავეებად და შეწუხებულებად,
და სწორედ ეს შეიძლება ემსახურებოდეს იმის ახსნას, თუ რატომ არიან მოუსვენრად, საუბრობენ
არათავდაჯერებულად, ნაკლებად თანმიმდევრულად და ახორციელებენ უფრო მეტ ნეგატიურ და
თავშეკავებულ გამოთქმებს, ვიდრე ისინი, რომლებიც მართალს ამბობენ. მატყუარების ტონალობასაც
ხშირად აქვს ნეგატიური ხასიათი. არსებობს არხებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნის მაღალი
ალბათობა. მაგალითად ვიღაცამ, რომელსაც სურს გულითადობის ჩვენება, შეიძლება გაიღიმოს და
დაამყაროს მხედველობითი კონტაქტი, მაგრამ უკან დაიწიოს ადამიანისგან, რომელსაც ესაუბრება და
არ გადაიხაროს წინ მისკენ (DePaulo, Stone & Lassiter, 1985a; Depaulo, Lemay & Epstein, 1991DePaulo,
1990; DePaulo, Stone & Lassiter, 1985b; Zuckerman et al., 1981).

პარადოქსალურია, მაგრამ ინფორმაციის ერთერთი საუკეთესო წყარო, რომელიც ტყუილს ეხება,


შეიძლება იყოს თვითონ მოსაუბრის ტყუილისადმი მოტივაცია. სერიოზულმა კვლევებმა აჩვენა, რომ
როდესაც ადამიანებს მოტივაცია აქვთ, დამალონ თავიანთი ტყუილი, იგი დამკვირვებლისათვის
ხდება კიდევ უფრო მეტად აშკარა (მაგალითად, DePaulo, Kirkendol, Tang & O’Brien, 1988; Depaulo,
Lermay & Epstein, 1991). ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მოიტყუონ, ხარჯავენ გაცილებით მეტ
ძალისხმევას თავიანთ არავერბალური ქცევის კონტროლზე და ზოგჯერ ცდილობენ მთლიანად მის
ჩახშობას. სხვა შემთხვევებში მათ შეუძლიათ გააზრებულად შეეცადონ აკონტროლონ თავიანთი
ვერბალური და არავერბალური ქცევის ფორმები. ორივე სტრატეგია წარუმატებელია, რადგან
დამკვირვებლებმა შეიძლება აღიქვან ეს დაძაბულობა ან კონტროლირებული ქცევა არავერბალური
არხებით და კიდევ უფრო მეტი წარმატებით ამოიცნონ ტყუილის მცდელობა (DePaulo, 1990).

არავერბალური ქცევა და თვითპრეზენტაცია

ამგვარად, ჩვენი განხილვის დროს წამოიჭრა ვარაუდი რომ არავერბალური ქცევა არის უნებლიე და
გაუცნობიერებელი, ან წარმოადგენს ტყუილის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის პოტენციურ წყაროს.
თუმცა, არავერბალური ქცევა ექვემდებარება თვითრეგულაციას (DePaulo, 1992). როდესაც ადამიანებს
გააჩნიათ მოტივაცია, გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინონ სხვებზე, ისინი ხშირად აკეთებენ ამას,
ნაწილობრივ თავიანთი არავერბალური ქცევის მართვით.

48
გაიხსენეთ რა ხდებოდა, როდესაც ბოლო დროს თქვენი მეგობარი გიზიარებდათ თავის პრობლემებს.
თუ თქვენ მოთმინებით და თანაგრძნობით უსმენდით, რასაც უმრავლესი ჩვენთაგანი აკეთებს
საუბრის დასაწყისში მაინც, თქვენ შესაძლოა სრულიად გაცნობიერებულად წარმოთქვით სწორი
სიტყვები, როგორიც არის „ეს ძალიან ცუდია“ ან „ასე ცუდად არავის არ შეიძლება მოექცე“.
სავარაუდოა, რომ თქვენ ასევე გაცნობიერებულად იყენებდით არავერბალური ქცევის შესაბამის
ფორმებს, მაგალითად ამყარებდით მხედველობით კონტაქტს მეგობართან და თანაგრძნობით
უქნევდით თავს. მაგალითად თქვენ იცოდით, რომ არ შეიძლება გაიღიმო, უნდა გამოიყურებოდე
სერიოზულად და ამ დროს არ უნდა გახსნა და გადაათვალიერო საკუთარი ფოსტა, მანამ იგი თავის
პრობლემებზე გესაუბრებათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არანაირი განზრახვა არ გქონიათ
მოგეტყუებინათ თქვენი მეგობარი, თქვენ მკაცრად აკონტროლებდით თქვენი არავერბალური ქცევის
ფორმებს, გარკვეული დონემდე მაინც, ისე რომ გამოხატავდით შესაბამის გრძნობებს და რეაქციებს
მეგობრის გულახდილობის მიმართ.

ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ბევრ რამეს ვიგებთ არავერბალური ქცევის თვითპრეზენტაციის


შესახებ - იმდენს, რომ როდესაც მოზრდილები ვხდებით, იგი თითქმის ავტომატური ხდება.
მაგალითად, უკვე კოლეჯში სწავლის დროს, ჩვენ ალბათ არ ვფიქრობთ, რომ უნდა შევწყვიტოთ
მოუსვენრობა, დიდხანს ვუყუროთ ვინმეს თვალებში და თანაგრძნობას გამოვხტავდეთ, როდესაც
მეორე ადამიანი გვესაუბრება თავის პრობლემებზე. ქცევის ეს ფორმები შეიძლება გამოვლინდეს
სპონტანურად, როგორც რეაქცია მეგობრის განცდებზე. კულტურული ნორმები, რომლებიც
განსაზღვრავს, თუ როგორ გადაცემენ ადამიანები სხვა ადამიანებს თავიანთ ემოციებს, არის
მოწესრიგებული და ექვემდებარება ნორმებს, რომლებსაც ფსიქოლოგები უწოდებენ დემონსტრირების
წესებს (Ekman, 1992a, 1992b). დემონსტრირების წესები განსაზღვრავენ არა მარტო იმას, თუ როგორი
ემოცია უნდა გადაიცეს გარკვეულ სიტუაციებში, არამედ იმას, თუ როგორ უნდა გადაიცეს.

არავერბალური ქცევა ასევე უნდა იქნეს გამოყენებული მომავალი სოციალური მიზნებისთვის.


როდესაც მამაკაცი ესაუბრება ქალს, რომელსაც უნდა რომ პაემანი დაუნიშნოს, ბევრს იღიმება,
ამყარებს ხანგრძლივ მხედველობით კონტაქტს, დგას საკმაოდ ახლოს და შესაძლოა ხელით კედელს
მიეყრდნოს პარტნიორი ქალის ზურგს უკან. როდესაც ადამიანი იძულებულია ესაუბროს ვინმეს,

49
ყურადღების ცენტრში

სპორტის „გმირი“ და „ბოროტმომქმედი“

„მოთამაშემ მხრებზე დასცა მწვრთნელი. საჭიროა დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილება“.


„წითელი ბარათი გახდა თამაშიდან მოხსნის მიზეზი სამი თამაშის განმავლობაში“. დღეს მასობრივი
ინფორმაციის საშუალებები სახელს უთქვამს „ცუდ ბიჭებს“ სპორტში, როდესაც აქვეყნებს მათ აშკარა,
ხოლო ზოგჯერ სასტიკ და სექსისტურ გამოხდომებს. ჩვენს დროში ზოგიერთი სპორტსმენი უფრო მეტად
არის ცნობილი სპორტის მიღმა თავისი საქციელით, იყენებს რა ნარკოტიკებს, პოლიციასთან შეხლა-
შემოხლით, იმ ქალების სიმრავლით, რომლებთანაც სასიყვარულო ურთიერთობები ქონდათ და არა
სპორტში მიღწევებით. მართლა უფრო „ცუდები“ არიან ეს სპორტსმენები სხვებზე? ამბობენ, რომ
სპორტსმენები, რომლებსაც საშუალო ასაკის ამერიკელები იხსენებენ სიყვარულით - ბეიბ რუტი, ჯო დი
მაჯიო, ჰენკ აარონი, მუჰამედ ალი - გაქრნენ დღევანდელი სიებიდან. მართლაც ასეა?

როდესაც ჩვენ აღვიქვამთ სხვა ადამიანებს, როდესაც ჩვენი საკუთარი თვალებით ვუყურებთ ან
ვგებულობთ მათზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ვთვლით, რომ ვიღებთ მათ ობიექტურ
პორტრეტს, ან ვხედავთ მათ ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში არიან. მაგრამ მაინც, ჩვენი აღქმის
თავისებურებები შეიძლება ჩამოყალიბდეს დროის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური
კონტექსტის გავლენით. ჩვენ იმდენად კი არ აღვიქვამთ გმირებს, რამდენადაც ვქმნით, ვაგებთ ლეგენდებს
ჩვენი ცოდნის და აღქმის ცალკეული ფრაგმენტების საფუძველზე, ვუმატებთ ამას ჩვენს მოთხოვნებს
გმირებისა და ბოროტმოქმედების მიმართ. რიჩარდ კრამერი (Cramer, 1998), მწერალი, რომელიც წერდა
ძირითადად სპორტზე, წერს იმის შესახებ, რომ სინამდვილეში წარსული წლების ნამდვილი გმირები,
პასუხობდნენ რა თავიანთი დროის მოთხოვნებს, იყვნენ მხოლოდ კერპები, რომელიც ჩამოაყალიბა
კულტურამ, და კიდევ უფრო მეტად მითები, რომლებიც სპორტსმენებს სძენდნენ გარკვეულ
მნიშვნელობას. იგი წერდა ბეიბი რუტზე: რუტმა კარგად გაათამაშა პარტია, რომელშიც
გათვალისწინებული იყო მისი არაჩვეულებრივი მადა და დღის ეროვნული განრიგი. ამერიკამ შექმნა
სამყარო, რომელშიც დემოკრატია უსაფრთხოდ იყო. ჩვენ ვიყავით მდიდრები, ჩვენ ვიყავით ძლიერები.
1920-იან წლებში ჩვენ მზად ვიყავით გვეთამაშა ჭეშმარიტად ამერიკული სიძლიერით. მანამ, სანამ
ეკონომიკა აგრძელებდა სიმძლავრის მატებას, ჩვენ ვიცოდით, რომ ღმერთს უყვარს ამერიკა და ამის
დასამტკიცებლად მან მოგვივლინა შეუდარებელი ბეიბი“.

ასევე არის ტედ უილიამსი, რომელიც დიდი ხანია უნდა შევნიშნოთ, რომ სრულიად შეუმჩნეველი იყო
დიდი დეპრესიის პერიოდში, მაგრამ გმირის სტატუსამდე ამაღლდა 1950 წლებში. ეპოქაში, რომელიც მოყვა
მეორე მსოფლიო ომს, როდესაც ქვეყნის ზოგადი განწყობა ისევ ამაღლდა თვალუწვდენელ სიმაღლეზე,
ჩვენ კიდევ შევიძინეთ უნარი შეგვექმნა გმირები. 1950-იან წლებში ჩვენ კიდევ შეგვეძლო საკუთარი
თავისთვის მიგვეცა უფლება გვყოლოდა გმირები, შეგვეძლო შეგვექმნა და კულტურის მონაპოვარი
გაგვეხადა.

რა განწყობაა დღეს? მზად ვართ ახალი გმირების გამოჩენისთვის? მარკ მაკ-გვაირი და სემი სოსა თითქმის
მიუახლოვდნენ იმას, რომ გამხდარიყვნენ ამერიკული ბეისბოლის ხატები. მაიკლ ჯორდანი, უეჭველია,
მეთაურობს ამ კატეგორიას კალათბურთში. ხოლო დენის როდმანი? მხიარულ კლასიკურ როკ-
კომპოზიციაში „მისის რობინსონი“ საიმონი და გარფუნკელი (Simon & Garfunkel) სვამენ კითხვას: „სად
წახვედი ჯო დი მაჯიო? ჩვენი ხალხი გიყურებს ობოლი თვალებით“. თუ ამ სიტყვების პერეფრაზირებას
გავაკეთებთ, ეს ასე ისმის: „სადა ხართ ჩვენო გმირებო? სადა ხარ ბეიბი რუთებო, მუჰამედ ალებო, ტედი
უილიამსებო?“.

50
თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ პიროვნული აღქმები ხშირად არის კონსტრუქციული პროცესი,
რომელიც დაფუძნებულია არა მარტო ჩვენს განკარგულებაში მყოფ ინფორმაციაზე სხვა ადამიანის შესახებ
ან მის მხედველობით აღქმაზე, არამედ კულტურული და ისტორიული კონტექსტის თავისებურებებზე,
რომელშიც ყოველი ჩვენთაგანი არსებობს. ჩვენ ვქმნით გმირებს და ბოროტმოქმედებს მაშინ, როდესაც ჩვენ
თვითონ გვჭირდება ისინი.

ვინც მას არ მოწონს, იგი უფრო შორ მანძილზე დგას მოსაუბრისგან, დროდადრო აქეთ-იქით იხედება,
სახე აქვს უფრო სერიოზული და ხელები უჭირავს პირდაპირ.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად ეფექტურად იყენებენ არავერბალურ


კომუნიკაციას. ნაწილობრივ, არავერბალური ქცევის გამოყენებისას ვლინდება სქესობრივი
განსხვავებულობა. გოგონები და ქალები ჩვეულებრივ უფრო ექსპრესიულები არიან, უფრო მეტად
არიან ჩართულნი თავიანთ პიროვნებათშორის ურთიერთობებში და უფრო თავისუფლად
გამოხატავენ საკუთარ ემოციებს (DePaulo, 1992). ისინი უფრო მეტად იყენებენ არავერბალურ ქცევას
ადამიანებთან ურთიერთობის დროს, მაგალითად, ისეთი გამოვლინებებს, როგორიც არის შეხება,
მხედველობითი კონტაქტი, სხეულის გამომსახველობითი მოძრაობა, ღიმილი და გამჭოლი მზერა.
გარდა ამისა, ქალები უფრო ზუსტად აკეთებენ არავერბალური სიგნალების ინტერპრეტაციას, ვიდრე
მამაკაცები (Hall, 1978). სხვადასხვა ემოციის გადაცემისას ასევე არსებობს გენდერული განსხვავებები.
ქალები უფრო უკეთ გადმოსცემენ ბედნიერებას, მაშინ როდესაც მამაკაცები უკეთ გადმოსცემენ
სიბრაზეს (Coats, Feldman, 1996).

გენდერული განსხვავების ინტერპრეტაცია გაცილებით ადვილია სქესობრივი როლების


თვალსაზრისით. ჩვეულებრივ, ქალებს თვლიან სპეციალისტებად ცხოვრების სოციალურ და
ემოციურ სფეროებში, და ამ კუთხით არავერბალური ქცევამ შეიძლება აღმოუჩინოს მათ აშკარა
დახმარება. თუმცა ცალკეული კვლევები გვიჩვენებენ, რომ მოცემული სქესობრივი განსხვავებები
ვითარდებიან ცხოვრების ძალიან ადრეულ პერიოდში, 3 თვის ასაკშიც კი (Malatesta, Haviland, 1982).
შესაბამისად, რთულია ბუნების და აღზრდის როლის განსაზღვრა, როდესაც ვცდილობთ გავერკვეთ
ამ სქესობრივ განსხვავებულობაში (DePaulo, 1992).

და ბოლოს, ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოტივაციის არსებობისას გადასცეს


საკუთარი ემოციები სოციალური ურთიერთობის პროცესში, ადამიანები ცდილობენ ამის გაკეთებას
საკუთარი არავერბალური ქცევის ფორმების კონტროლით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები
ზოგჯერ იყენებენ ამგვარ ქცევას სხვების მოსატყუებლად, უფრო ჩვეულებრივი იქნება მისი
გამოყენება გარკვეულ სიტუაციაში საკუთარი თავის შესახებ სწორი შთაბეჭდილების და გრძნობების
გადასაცემად. უფრო მეტიც, ადამიანები ახორციელებენ ამ არავერბალურ კონტაქტს საკმაოდ
წარმატებულად მანამ, სანამ არ შეეცდებიან ცრუ შთაბეჭდილების გადაცემას.

რეზიუმე

1. ხშირად ადამიანები ძალიან სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რას წარმოადგენენ სხვა


ადამიანები და ეყრდნობიან მინიმალური ოდენობის ინფორმაციას, როგორიცაა გარეგნობა ან
სქესი. ისინი აყალიბებენ შეხედულებებს სხვა ადამიანების ძირითად თვისებებზე მათ ქცევაზე
ხანმოკლე დაკვირვებით და შეზღუდულ სიტუაციებში;

51
2. სხვა ადამიანების თვისებების შესახებ ჩვენს შეხედულებაზე გავლენას ახდენს ფიზიკური
მახასიათებლები, განმასხვავებელი ნიშნები, სოციალური კატეგორიისადმი მიკუთვნებულობა
და ჩვენი საკუთარი მოტივები და მიზნები ამ შთაბეჭდილების ჩამოსაყალიბებლად;
3. პირველი შთაბეჭდილების შემდეგ, შედარებით მნიშვნელოვანი მაორგანიზებელი პრინციპი
არის შეფასებითი პარამეტრი. ადამიანებისთვის დამახასიათებელია თავდაპირველად მიიღონ
გადაწყვეტილება იმაზე, თუ რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს სხვა ადამიანი, ხოლო შემდეგ
მიაწეროს ამ ადამიანს თვისებები, რომელიც შეესაბამება ამ სასიამოვნო ან არასასიამოვნო ხატს;
4. ადამიანების შესახებ ჩვენი შეხედულებები მახინჯდება აღქმის სხვადასხვა შეცდომების
გავლენით, როგორიც არის ჰალო-ეფექტი (ჩვენ გვახასიათებს ჩავთვალოთ ადამიანი, რომელიც
მოგვწონს, ყველა თვალსაზრისით კარგ ადამიანად), პოზიტიური მიკერძოებულობა (ჩვენ
მიდრეკილება გვაქვს კარგი დამოკიდებულება გვქონდეს ადამიანების უმრავლესობასთან,
იმათ მიმართაც კი, ვინც ჩვენ არ მოგვწონს) და ნეგატიურობის ეფექტი (ნეგატიურ
ინფორმაციაზე კეთდება უფრო მეტი აქცენტი, ვიდრე დადებითზე);
5. მაშინაც კი, როდესაც ფლობენ შეზღუდულ ინფორმაციას, ადამიანებს ტენდენცია აქვთ
ჩამოაყალიბონ განსაკუთრებით მყარი შთაბეჭდილებები ადამიანების შესახებ;
6. ვაერთიანებთ რა ინფორმაციას ინტეგრირებულ შთაბეჭდილებებში, ჩვენ ჩვეულებრივ
ვიყენებთ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია აწონილ გაშუალებზე, რომლის დროსაც
განიხილება ყველა ინფორმაცია, მაგრამ ზოგ ინფორმაციას გაბნსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება. როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანის გარკვეულ სოციალურ ჯგუფთან
იდენტიფიცირებისა, მასზე შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად ჩვენ შეგვიძლია
ვისარგებლოთ ჩვენი სქემებით და სტერეოტიპებით;
7. ატრიბუციის თეორია განიხილავს, თუ როგორ აყალიბებენ ადამიანები შეხედულებებს
სოციალური მოვლენების მიზეზებზე. მიუხედავად იმისა, რომ კაუზალური ატრიბუციები
ყალიბდება ადამიანების უმრავლესობასთან უმრავლეს მოვლენებში, როდესაც ხდება რაღაცა
მოულოდნელი, არაჩვეულებრივი და არასასიამოვნო, ადამიანები ხშირად უსვამენ თავის თავს
კითხვას, რატომ? ადამიანები აყალიბებენ კაუზალურ ატრიბუციებს, რათა მისი დახმარებით
მოახდინონ გარემო რეალობის პროგნოზირება და კონტროლი;
8. შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად ადამიანის ქცევის მიზეზებზე ადამიანები იყენებენ
კოვარიაციის პრინციპს, ანუ ეძებენ კავშირს გარკვეულ მიზეზსა და გარკვეულ შედეგს შორის
სხვადასხვა სიტუაციებში. მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ის, რომ ადამიანები ვერ
აფასებენ ერთი მიზეზის როლს მოცემული ეფექტის წარმოშობაში სხვა საალბათო მიზეზების
ერთდროული არსებობის შემთხვევაში;
9. ატრიბუციის პროცესში წარმოიშვება რამდენიმე სისტემური შეცდომა. როგორც ატრიბუციის
ფუნდამენტალური შეცდომა, ისევე მონაწილის და დამკვირვებლის მიკერძოებულობა
გულისხმობს, რომ ადამიანები მიაწერენ უფრო მნიშვნელოვან როლს შედარებით
განსხვავებულ სტიმულებს. ასევე ადამიანებზე გავლენას ახდენს კაუზალური ახსნის
მოთხოვნილება, რომლებიც იცავენ მისი ღირსების გრძნობას. ამ მოთხოვნილებას მივყევართ
წინასწარგანწყობამდე საკუთარი „მე“-ს სასარგებლოდ და ცრუ დათანხმების შეცდომამდე;
10. ჩვენი შეხედულებები ადამიანების შესახებ ყოველთვის არ არის სწორი. კერძოდ ჩვენ საკმაოდ
გვიჭირს, როდესაც ვაფასებთ ადამიანების ემოციებს მათი სახის გამომეტყველებით. ჩვენ
საკმაოდ ადვილად შეგვიძლია გარკვევა, არის თღუ არა ემოცია დადებითი ან უარყოფითი,
მაგრამ გვიჭირს იმის თქმა თუ კერძოდ რომელ დადებით ან უარყოფით ემოციას განიცდის
52
ადამიანი. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა კულტურაში არსებობს გარკვეული უნივერსალური
კავშირები გარკვეულ ემოციებსა და სახის გარკვეულ გამომეტყველებებს შორის.
11. სხვა ადამიანების თვისებების შესახებ შეხედულების ფორმირებისთვის ვერბალურ და
ვიზუალურ სიგნალებთან ერთად ჩვენ ვიყენებთ ასევე არავერბალურ სიგნალებს.
არავერბალური კომუნიკაცია მოიცავს სიგნალებს, რომელიც მოდის, როგორც ვიზუალური
არხებიდან (სახის გამომეტყველება, ჟესტები და პოზა), ასევე პარალინგვისტური არხებით
(რომლის შინაარსიც, არ არის გათვალისწინებული), როგორიც არის ტონის სიმაღლე, ტემპი და
მეტყველების შენელება. არავერბალური სიგნალები არა მარტო გვეხმარებიან
შთაბეჭდილებების ჩამოყალიბებაში, გარკვეულ გარემოებებში ისინი გვაძლევენ
შესაძლებლობას გამოვიცნოთ სიცრუე.
12. ვერბალური კომუნიკაცია - ეს, როგორც ჩანს, შედარებით მნიშვნელოვანი წყაროა სხვა
ადამიანების შესახებ ინფორმაციისა. თუმცა დაკვირვებადი და პარალინგვისტურ
ინფორმაციებს ასევე შეაქვთ მნიშვნელოვანი დამატებითი წვლილი, განსაკუთრებით მაშინ,
როდესაცშინაარსი გვეხმარებამისი მნიშვნელობის ინტერპრეტაციაში.
13. სიცრუე მჟღავნდება მრავალრიცხოვანი არავერბალური გზებით, როგორიც არის ნერვიული
ჟესტები, ხმამაღალი ტონი და სწრაფი მეტყველება. ჩვეულებრივ დამკვირვებლებს შეუძლიათ
გამოიცნონ ტყუილი, ეფუძნებიან რა ალბათობის პრიციპს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს
ეფექტურად მოხდეს, მათ ჭირდებათ კომუნიკაციის სამივე არხი.

კითხვები ანალიზისთვის

1. უფრო მეტად, რა სახის ინფორმაციებს მივაქევთ განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის


პირველი გაცნობისას? ინფორმაციის რომელი სახეებს შეუძლიათ უფრო მეტი ალბათობით
შეცვალონ ჩვენი შთაბეჭდილება მას შემდეგ, როდესაც ცოტა მეტად გავიცნობთ ამ ადამიანს?
2. ზოგჯერ ჩვენ ვაყალიბებთ სხვა ადამიანების ქცევის მიზეზების ატრიუბუციებს თითქმის
ავტომატურად, მის ქცევაზე დაკვირვებით, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევებში
გადავამუშავებთ კაუზალურ ინფორმაციას გაცილებით უფრო გაცნობიერებულად და
მოფიქრებულად, რადგან ვცდილობთ გავიგოთ, თუ ესა თუ ის მოვლენა რატომ მოხდა სწორედ
ასე და არა სხვაგვარად. რა შემთხვევებში ვართ ჩვენ უფრო დაკვირვებული და რა შემთხვევაში
ჩნდება ატრიბუციები თითქმის ავტომატურად?
3. ჩვენს პიროვნულ აღქმაზე გავლენას ახდენს არა მარტო ადამიანი, რომელსაც ვხედავთ, არამედ
ჩვენი საკუთარი მოთხოვნილებები და მიზნები. რატომ აქვთ მათ ასეთი მნიშვნელობა
პიროვნული აღქმის პროცესში და როგორია ზოგიერთი ეს მოთხოვნილებები და მიზნები?
4. რას წარმოადგენს ზოგიერთი ამ ფაქტორთაგანი, რომლებიც ჩვენი პიროვნული აღქმის
საფრთხის ქვეშ არიან? რა შემთხვევებში აღვიქვამთ სხვა ადამიანებს სწორად?
5. ზოგჯერ ვიცით, რომ ვიღაცა ტყუის და ცდილობს ჩვენს გაცურებას. მოიფიქრეთ მსგავსი
სიტუაცია, რომელშიც თქვენ თვითონ მოხვედრილხართ. საიდან გაიგეთ, რომ ადამიანი
შეიძლება სიმართლეს არ გეუბნებათ? იყენებდით თუ არა არავერბალურ სიგნალებს და თუ
იყენებდით, რომელს?

53

You might also like