You are on page 1of 3

სოციალური როლები: მამაკაცური და ქალური

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველა საზოგადოება ერთმანეთისაგან


სრულიად განსხვავებულ შინაარსს დებდა სიტყვებში: „მამაკაცური” და „ქალური”.
ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავდებოდა ის თვისებები, რომლებსაც ტრადიციული
საზოგადოება მიაწერდა მამაკაცსა და ქალს. ამ თვისებებს, ძირითადად,
განაპირობებდა განსხვავებული მდგომარეობა, რომელიც ტრადიციულ
საზოგადოებებში ეკავათ მამაკაცებსა და ქალებს: მამაკაცი აქტიურია, ქალი კი -
პასიური. ამდენად, „მამაკაცურობისა” და „ქალურობის” კონკრეტული
მნიშვნელობები მთლიანად იყო განპირობებული იმ განსხვავებული სოციალური
როლებით, რომლებსაც ქალი და მამაკაცი ასრულებდნენ ტრადიციულ
საზოგადოებებში.

ტრადიციულ საზოგადოებებში, მამაკაცის აქტიური როლის შესაბამისად,


მამაკაცურობა გაიგივებული იყო სიმამაცესთან, ძლიერებასთან, მაღალ ზნეობასთან
და სიბრძნესთან. ტრადიციულ საზოგადოებას კაცი წარმოედგინა აქტიური
მებრძოლის სახით, რომელიც უშიშრად იბრძვის პირადი ინტერესების, აგრეთვე
თავისი თემისა თუ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, აქვს მაღალი ზნეობა. ეს
ბრძოლა სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა ადგილზე შეიძლება მიმდინარეობდეს:
ხან ბრძოლის ველზე, სადაც ფიზიკური ძალა და მეომრული თვისებებია
აუცილებელი, ხან კი - სათათბიროში, სადაც ბრძნული რჩევის მიცემაა საჭირო. ვაჟა-
ფშაველას ლექსი „კაი ყმა” (VI წყარო) ვხვდებით ყველა ტრადიციული მამაკაცური
ღირსების ჩამონათვალს. კაი კმა, ანუ ნამდვილი მამაკაცი არის უშიშარი მეომარი,
დაუღალავად მებრძოლი მტრის წინააღმდეგ. იგი არ ეგუება უსამართლობას,
ყოველთვის ბრძნულ რჩევას აძლევს თავისიანებს, დამცველია სუსტებისა თუ
დაჩაგრულების. კაი ყმა მტკიცედ იტანს ყველანაირ გაჭირვებას, არის თავმდაბალი,
არ ტრაბახობს თავისი ნამოქმედარით, მისთვის უცხოა ანგარება და სიხარბე - კაი
ყმის ერთადერთი საზრუნავი სახელის მოხვეჭაა. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია,
მაგრამ ძირითადი ადგილი მასში მაინც მეომრულ თვისებებს უკავია. ამავე ავტორის
ლექსში „ის კი არ არის ბიჭობა” (I წყარო) ნაჩვენებია ის მაღალი მორალური
თვისებებიც, რომლებიც საჭიროა ნამდვილი „ბიჭობისათვის“, ანუ
„მამაკაცურობისათვის”. ესენია: საკუთარი თავის რწმენა, დაჩაგრულების დახმარება,
ძალის არგამოყენება სუსტების მიმართ. ეს მორალური თვისებები სასურველია არა
მხოლოდ მამაკაცისათვის, არამედ ქალებისთვისაც, მაგრამ ავტორს მიაჩნია, რომ ამ
თვისებების ქონა მხოლოდ მამაკაცს მოეთხოვება. სწორედ ესაა, რაც განსაზღვრავს
„ბიჭობას“, ანუ „მამაკაცურობას“. იგივე ტრადიციული თვალსაზრისია ასახული ჟაკ-
ლუი დავიდის სურათზეც (II წყარო), რომელზედაც ნაჩვენები არიან უშიშარი
მებრძოლი მამაკაცები. აქ ვხედავთ მოხუც მამას, რომელიც ხმლებს უწვდის თავის სამ
ვაჟს. ისინი რომაული სამხედრო სალმის პოზაში დგანან მამის წინაშე და ფიცს
აძლევენ მას, რომ უშიშრად იბრძოლებენ ომში. სხვადასხვა ეპოქასა და გარემოში
შექმნილ წყაროებში საოცარი ერთიანობაა „მამაკაცურობის”, მამაკაცის
დამახასიათებელი თვისებების აღწერის თვალსაზრისით - ეს მიგვანიშნებს, რომ
ტრადიციულ საზოგადოებებში ასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა მამაკაცის
სოციალური როლი და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ქალის პასიური როლიდან გამომდინარე, ტრადიციულ საზოგადოებაში ქალი


აღიქმებოდა მამაკაცისაგან სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე არსებად.
ამის თვალსაჩინო მაგალითია ჟაკ-ლუი დავიდის სურათი (II წყარო). მასზე
გამოსახული ქალები უმწეოდ ტირიან უკანა პლანზე - მსხვერპლნი თავიანთი
ემოციებისა და სიმამაცის ნაკლებობისა. აქვე მოჩანს ორი პატარა ბავშვიც, რომლებსაც
მოხუცი ქალი ეხვევა - ამით ნაჩვენებია, რომ ქალების ძირითადი ფუნქცია ბავშვებზე
მზრუნველობაა. ქალების გამოსახვა უკანა პლანზე იმაზედაც მიგვანიშნებს, რომ ამ
უმწეო არსებებს ასეთივე მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავათ საზოგადოებრივ
ცხოვრებაში. მე-18 საუკუნის ინგლისელი ფემინისტისა (IV წყარო) და მე-19 საუკუნის
ქართველი მწერალი ქალის (III წყარო) საერთო აზრით, ქალების
მეორეხარისხოვნების მიზეზია მათი გაუნათლებლობაა, რაშიც მამაკაცია დამნაშავე -
მამაკაცისათვის ქალად ყოფნა ნიშნავდა პასიურობასა და ოჯახში ჩაკეტვას. ასეთმა
ვიწრო ასპარეზმა ქალი მთლიანად დაუმორჩილა მამაკაცს, გახადა მასზე
დამოკიდებული. ქალი ბავშვობიდანვე იზრდებოდა მამაკაცის უპირატესობის
შეგნებით, მისი ერთადერთი მიზანი იყო, მოეძებნა თავისი მფარველი მამაკაცი,
რადგან თვითონ იგი ვერ შეძლებდა საკუთარი თავის დაცვას. ამ თვალსაზრისით
საინტერესოა ბარბარე ჯორჯაძის ნაწარმოების სათაურიც - იგი მამაკაცებს მიმართავს
და არა ქალებს. ჩანს, ქართველი მწერალი დარწმუნებულია, რომ ქალის ბედის
ცვლილება ისევ მამაკაცების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და არა ქალებზე. მათ
თითქოს არ შეუძლიათ, თვითონ შეცვალონ თავისი ცხოვრება, იბრძოლონ თავიანთი
უფლებებისათვის. უმწეობა, სინაზე, ემოციურობა, გარეგნული მიმზიდველობა,
საკუთარი ნების არქონა - ეს იყო უპირველესი ღირსებები, რომლითაც ტრადიციული
საზოგადოებები აფასებდნენ ქალს. ეს გვიჩვენებს, რომ „ქალურობის“ კონკრეტული
ნიშან-თვისებები პასიურობასთანაა დაკავშირებული და რადიკალურად
უპირისპირდება „მამაკაცურობის“ კონკრეტულ ნიშან-თვისებებს, რომლებიც
ასოცირდება აქტიურობასთან.
„ქალი“ და „მამაკაცი“ - მე-20 საუკუნეშიც კი ეს სიტყვები მხოლოდ
ცალმხრივად იყო თანაბარი მნიშვნელობის მქონე. სიმონა დე ბოვუარის აზრით (V
წყარო), მამაკაცს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია. იგი
გახდა ყველაფრის საზომი - „აბსოლუტური ვერტიკალი“, რომლის მიხედვითაც
განსჯიან ქალებს. მამაკაცები თავისთავად არიან ფასეულნი, ქალებს კი აფასებენ
მხოლოდ იმითი, რა ურთიერთობა აქვთ მამაკაცებთან. ბოვუარის სიტყვებით, ქალისა
და მამაკაცის თანასწორობა მხოლოდ პირადობის მოწმობებშია გარანტირებული. ეს
მიგვანიშნებს, რომ თანასწორობის აღიარება და დაკანონება ჯერ კიდევ არ ნიშნავს
თანასწორობას რეალურ ცხოვრებაში.

ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, მე-20 საუკუნის ჩათვლით,


ტრადიციულ საზოგადოებებში არ შეცვლილა მამაკაცისა და ქალის სოციალური
როლები. სხვადასხვა ეპოქასა და კულტურულ გარემოში შექმნილი წყაროები
გვიჩვენებს, რომ ქალის ძირითადი ფუნქცია იყო ოჯახზე ზრუნვა, ბავშვების
აღზრდა, მამაკაცებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, მამაკაცის ფუნქცია კი -
ბრძოლა ინტერესების დასაცავად, უმწეო არსებების მფარველობა,
გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, „ქალურობა“ გულისხმობდა
პასიურობას, ემოციურობას, პასუხისმგებლობის აღების უუნარობას, მამაკაცურობა -
აქტიურობას, სხვების მფარველობის უნარს, მაღალ ზნეობასა და გონიერებას.

You might also like