Professional Documents
Culture Documents
ორპირობა…“
“ეს ვერ გამიგია ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ
სჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო”.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ისტორიაში დგება დრო, როდესაც ასეთი “გმირები”
მხსნელისა და წინამძღოლის მანტიებს ირგებენ.
ნათელი ხდება, რომ პიესის ყველა პერსონაჟი, მიუხედავად მათი ასაკის, სქესისა თუ
სოციალური მდგომარეობის, ნაცარქექიას თვისებებით ხასიათდება. ამიტომ,
საზოგადოებრივ და პარტიულ ბრძოლებში არც ბოლშევიკები გამოირჩევიან
განსაკუთრებული პატიოსნებით. როდესაც სევასტის დასაჭერად წისქვილს ჟანდარმები
შეესევიან, იგი მეწისქვილის პერანგს გადაიცვამს და უსინდისოდ უყურებს, თუ როგორ
აპატიმრებენ მის მაგივრად უდანაშაულო “ნაცარქექიას”. სახრჩობელის შიშით სევასტი
იმასაც ითმენს, თუ როგორ ლოშნის მის შეყვარებულს “უტიფარი” ყვარყვარე. მართალია,
ერთხელ კი გაიბრძოლებს უღონოდ: “ამ დამცირებას სიკვდილი მირჩევნია”-ო, მაგრამ ეს
უფრო მოჩვენებითი ღირსების შესანარჩუნებელი ყვირილია, ვიდრე თავმოყვარე
მამაკაცის პრინციპული საქციელი. ეს ის მომენტია, როდესაც საკუთარი ტყავის
გადარჩენა ნამუსზე და “პარტიულ ინტერესებზე” მაღლა დგას. პიესის ფინალში კი
“გაშლილ სუფრაზე” მისული ამბიციურად განაცხადებს: “კიდევ კარგად ყოფილხართ.
ისე არეულია ეს მაზრა, არ მეგონა, თუ აქ ცოცხალი დამხვდებოდითო.” თითქოს მისი
შიში და სულმოკლეობა არ ედოს საფუძვლად ყვარყვარეს სასტიკ ავანტიურას.
“ქუჩარა – სოფელში ამბობენ, შენს დაბადებაზე, ისე დაუტენია თოფი წყვიწყვის, რომ
ლულა გახეთქია უბედურს.”
პიესის ფინალში ყვარყვარე თითქოს მარცხდება და ამბობს: “ეჰ, გათავდა შენი ჩალიჩი
თუთაბერო. ამათ ხელში ჩემი ამინდი არ დადგება”-ო. მაგრამ ეს ის ძვალი იყო, რომელიც
დრამატურგმა საბჭოურ ცენზურას გადაუგდო და რომლის წყალობითაც პიესა არასოდეს
აუკრძალავთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყვარყვარეს ტიპაჟის, მისი სახის გააზრება ჯერაც არ
დასრულებულა და მისი თავგადასავალი კვლავ გრძელდება.