You are on page 1of 5

ციტატები სხვადასხვა ნაწარმოებიდან <3 იმედია გამოგადგებათ <3

(პატივისცემით: David Giunashvili)


ციტატები შესწავლილი ნაწარმოებებიდან

1. ციტატები ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობაზე (თემი და პიროვნება)

1.,,ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოთ რისადა?


სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა.“ (ზეზვა ეუბნება ლუხუმს ვაჟას ,,ბახტრიონიდან“ )
2.,,რა საამური დრო არის, რა საამური წამია! (ვაჟა- ,,ბახტრიონი“)
3. ,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი (,,ალუდა ქეთელაური“)
4. ,,ვისაც მტერობა მასწყურდეს, გააღოს სახლის კარია...“( ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური“)
5.,,შენ რომ სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია“ ( ვაჟას ,,ალუდა ქეთელაური“)

6.,,თემს რაც სწადიან, მას იზამს, თავის თემობის წესითა“( ,,სტუმარ–მასპინძელი“)


7.,,ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი“ (ვაჟა- ,,ბახტრიონი“)
8,,ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა“ (ვაჟა- ,,ბახტრიონი“)
9.,, მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თვითონ უფალმა ბრძანაო“(ქისტები- ზვიადაურის მოკვლისას)
10,,ბუნება მბრძანებელია, იგიბ მონაა თავისა, სადაც სიკეთეს იხვეჭავს, იქვე მქმნელია ავისა...
მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა“( ვაჟა-ღამე მთაში“)

2. ციტატები სიყვარულზე
1.,,მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გერძნობათ გამოთქმა“ (ბარათაშვილი ,,არ უკიჟინო, სატრფოო..“)
2.,, თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს .
მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა შობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით დაუხსნელად
დამტკიცებულსა“.
3.,, სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების“
(ბარათაშვილი ,,რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“)
1.მიჯნურობა ,, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
2.,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
1. ,,მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ, ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,
ვისცა ეს სრულად არა სწირს, აკლუია მიჯნურთ ზნეობა.“
2. ,, მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ძღვარი...“ ( ,,ვეფხისტყაოსანი ,,პროლოგი“)
3. ,,მაინც რა არის სიყვარული, თუ არა ღმერთი? ღმერთი კია არა, სიკვდილი, რადგან მხოლოდ მას
დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდია იგი...“
4. ,,არავინ ისე არ იტანჯება ამ ქვეყნაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის
სიყვარულს.“ (,,დიდოსტატის მარჯვენა“)

3. ციტატები პოეზიის ძალაზე, სიმართლის თქმასა და უფლის რჩეულობაზე

,,შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,


საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი:
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“. ( რუსთაველი ,,პროლოგი“)
1.,,სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი ამ ჩემს გონება–გრძნობასა.
,,გარემოების საყვირი ხან მიწისა ვარ, ხან–ცისა“. ( აკაკის ,,პოეტი“)
2. მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების, მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“
,,მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს“.
,,მე თუ გინდა თავი მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.“ ( გურამიშვილის ,,დავითიანი“)
3.,, მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის-მიწიერი–ზეციერსა.
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“.
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით სული.
მის ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული.“ (ილიას ,,პოეტი“)

4. ,,ჩემი კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?


რასაც ვმსახურობთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ.
ჩვენ წმიდა სიტყვა უშიშარად მოვჰფინოთ ხალხში,
ბოროტთ საკლავად მათ სულთხდომის სეირს ვუყუროთ.
ჩემზედ ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს.
ჩვენს ცუდს არ ჰმალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია?!
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.( ილიას ,,ჩემო კალამო“)
5. ,,ქართული კალამი ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოვეთვის ჰგავდა იმ მთაზე
აღმავალ მაცხოვარს.“( თეიმურაზ ხევისთავი- ,,ჯაყოს ხიზნები“)

4. ციტატები ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე


1.,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“
2.,,არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა“
3. ,,განგებასა ვერვინ შეცვლის, არ -საქმნელი არ იქმნების“
4. ,, ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს , მო-ცა- გხვდების“
5. ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“
6. ,, კაცო, ძალსა ნუ იქადი, თუ არ შეგწევს ღვთისა ძალი“ ( ,,ვეფხისტყაოსანი“)

5. ციტატები სიტყვის ძალაზე

1.,,ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული“(გიორგი მერჩულე)
2.,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა–თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ (შოთა– ვეზირი ეუბნება ავთანდილს)
,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“
,, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“
3. სულხან საბას იგავები: ,,მეფე და ავსიტყვა“, ,,უტკბესი და უმწარესი“, ,, ენით დაკოდილი“

ციტატები ხელოვნების უძლეველობაზე


1.,,ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად. თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტის ბომონს, არაფერი
გამოგივა ხელიდან“.
2. ,,კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა. შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად. და არაფერი ისე
არ ამშვენებს ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე.“
3. ,,ხელოვმებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ
ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი
იაკობი“.
4.,,ერთი ბომონი ვერ დაიტევს ორ კერპს“.
5. ,,განა ქვაა სვეტიცხოველი, ქვაყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი მოკვდავის სული“.

(კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა“)


6.,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ .
(გურამ რჩეულიშვილის ,,ალავერდობა“)
6.,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ...“
7. ,,იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია...ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე
ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი ...რადგან ავტორმა ასე ინება“.

6. ციტატები ცხოვრების ხანმოკლეობაზე, სიკვდილის უძლეველობასა და


ადამიანის დანიშნულებაზე

1. ,,ვერ დაიჭირავ სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი


მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“

2. ,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“


3. ,, ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“
4. ,,არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოლთა ბრძნობისა!
5. ,,მით ვისწავებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“

6. ,,კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“


7.,,ესე ყოველი ცხოვრება, ვითარცა ყვავილი ველთაი, წარმავალ არს და დაუდგრომელ. და ვინც, სთესა,
მოიმკო, ვინც განაბნია გლახაკთათვის, შეიკრიბა“.. ( იაკობ ხუცესი– შუშანიკი ეუბნება ჯოჯიკს.
,,სახარებიდან“)

8.რაც არ იწვის, არ ანათებს,


უჩინარად ლპპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე,სადაც ბნელა.
ერთი წამიც თუ ცსიცოცხლის თუ სიამიოს მომფენია,
უსინათლოს და უგრძნობელს საუკუნეს მირჩევნია.“
( აკაკი)

9.,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების


10.,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
ვინ არის სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“(გურამიშვილი)
,,.“
11. ,,მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“(აკაკი)
12. ,,სიცოცხლეს აუგიანსა სიკვდილი მიჯობს ხმალზედა(კვირია- ,,ბახტრიონი“)
13. ,,არავინ აღანთის სანთელი და შედგის ქუეშე ხვიმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რათა უნათოს
ყოველთა“ ( აბო ეუბნება აფხაზეთის მთავარს)
14. ,,თუ წუთისოფელს ერთ ბეწო-ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“.
15. ,,,ადამიანს მინამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება.“
16 ,,თუ გაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ , რკინის ჯოხს დავიჭერ და ხელმწიფემდე ვივლი“.
( ილიას ,,ოთარაანთ ქვრივი“)
17. ,,არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი“
18 ,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი...“
( ,,დიდოსტატის მარჯვენა“)

7. ციტატები ქართველთა ზნე–ხასიათსა და ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობაზე


1. .,,აღვერიენით ერსა უცხოსა“(,, აბოს წამება“- მე-4 თავი)
2. ,,ირყევიან და განილევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“(იოანე საბანისძე 1-ლი თავი)
3. ,,შენი ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორია“( ორბელიანი–,,თამარის სახე“)
4. ,,,,ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას
და რწმენის ნათლით ზე აღზიდულ, ამაღლებული,
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული....მწარე ცრემლს დაღვრის“ ( ილიას პოემა ,,აჩრდილი“)
5. ,,ადრიდა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“
6. ,,მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობაა ქვეყნის ძალისა და ღონის მომცემი“( ,,მგზავრის წერილები“)
7. ილიას ,,ბედნიერი ერი“ ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“
8. ,,საქართველოს დღეს გარდაუწყდება თავისი ბედი თუ უბედობა“
9. ,,იცი, მეფეო, რომე ივერნი იქნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა ერთობა სჯულის არა-რას არგებს,
ოდეს თვისება ერთა მათ შორის სხვადასხვაობდეს“
10. ,,ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა,
მან საფარ-ქვეშე მხოლოდ რუსეთის ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის“.
11. ,, ,,ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება?
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვის ჭერთ-ქვეშ თავისუფლება“. (ბარათაშვილის ,,პოემა ,,ბედი ქართლისა“
12. ,,თურქი, ლეკი, სპარსი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერი იყო, ყველამ წაჰკრა თითო ქისტი...
მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი.“ ( გურამიშვილის ,,დავითიანი“)

ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“

1.,,ერთი სული მხოლოდ მთლიან ერს აქვს, ქართველობა კი, როგორც ფსიქიური და ეროვნული ერთეული,
არ არსებობს... სამუდამოდ აღიგავა კაცობრიობის ხსოვნიდან ასიოდე ერი, შეიძლება ორასიც დ ხ...უთასიც.
..ყველანი დრომ შეჭამა და მოინელა, ხოლო დროს წინაშე უკვდავი არაფერია.მ ასთან შედარებით ღმერთიც
კი უძლურია. ჩვენც იმ გადაშენებულთა ბედი მოგველის.“
2. ,,ღმერთმა ჭკუა დაგვაკლო და და წაბაძვის ნიჭი ნაჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს,
სადაც არ გვყოფნის საკუთარი ჭკუა, ზნეობა, გამძლეობა, და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ
ფონს გასვლას და ლელოს გატანას.
3.,,ყველანი ბუნებითვე აზნაურები ვიყავით , ვართ და დავრჩით. ყველა შრომას გაურბის და მინისტრობას და
კომისრობას ეტანება.“
4. ,,ქართველს სულივით უყვარს ფული, მაგრამ უძირო სიძულვილით სძულს ფულიანი კაცი, ესე იგი,
ფულის შოვნის ხერხი, ესე იგი ვაჭრობა და მრეწველობა.. ხოლო ვაჭრობისთვის და მრეწველობისთვის
საჭიროა დიდი თაოსნობა, გარჯა და მომჭირნეობა, ესე იგი ორის შოვნა და ერთის დახარჯვა, ესე იგი,
თავდაჭერილი, დინჯი და ანგარიშიანი ცხოვრება, სულის და ხორცის დისციპლინა, ესე იგი შრომა და
ნებისყოფა.“
5. ,, ჩვენი ხალხი ორ ჯგუფად დავყავი: ერთნი დედ–მამას გაჰყიდიან განათლებისთვის და მძიმე მუშაობის
თავიდან აცდენისთვის. მეორენიც ასე მოიქცევიან, ოღონდ მათ სკოლას და განათლებას ნუ გაახსენებ.
(,,ჯაყოს ხიზნები“)

,,დიდოსტატის მარჯვენა“( მეფე გიორგის აღსარება)

1. ,,ჩვენი უბედურება ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს...როცა ხალხს ამდენი


მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს...
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის’’
2. ..ჩვენში ყველა ნაბჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას–სარდლობა.

3. ,,ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარდა მუდამ, ამიტომაც მუსრს
ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.“
4. ,,სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და რიტორები, ეგაა ოღონდ– სიფხიზლის დროს
ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლნე.“
5. ,,ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი
აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ
ძერას ყვავები“.

6. ,,,,ჩემდა ათავად ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი
ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ... ყოველი კაცისთვის სანატრელი წყობილება
ჯერაც არსად დამყარებულა...“

You might also like