You are on page 1of 2

ჯერ ხარ , მერე ქმნი -თვითგანმტკიცება წარმატების საწინდარია .

თვითგანმტკიცება საკუთარი თავის შეცნობას გულისხმობს. ადამიანი განვითარების


უმაღლეს მწვერვალს იმ დროს მისწვდება , როდესაც გაანალიზებს,რომ არსებობს
ზეციური კანონზომიერება,რომლის მიხედვით, ვერც ერთი მოკვდავი ვერ გახდება
წარმატებული საკუთარ შინაგან ,,მესთან’’ მუშაობის გარეშე. თვითგანმტკიცებაში ,
პირველ რიგში, ცოდნის მიღება იგულისხმება. ,,თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს
წუთისოფელი’’ - უთქვამს დავით გურამიშვილს და ვფიქრობ,რომ სწორედ
გაუნათლებელი ,ფილოსოფოსთა სიბრძნეს,მათ ნააზრევს მოკლებული ადამიანი რჩება
სამყაროში ეულად ,რადგან ,სამწუხაროდ, იგი ვერ ახერხებს საკუთრი თავის შეცნობასა
და უკუნით სიბნელეში გზის გაკვლევას.

,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,

ვინ არის ,სიდიმ მოსულა ,სად არის ,წავა სადაო’’- გურამიშვილის სიტყვების
თანახმად , თავის შეცნობის მთავარი და ერთადერთი გზა განათლების
მიღებაა .,ადამიანი,რომელიც არ შეუძლია საკუთრ თავში გარკვევა ანუ
თვითგააზრება, ,ვერ შექმნის ვერც რაიმე დიდს, ღირებულს, კაცობრიობისთვის
სასარგებლოს და თუნდაც , ვერც მცირესა და კონკრეტულს.

საქართველოს განმანათლებელი, ჩვენს უიმედო ყოფაში იმედის ,სინათლის სხივის


შემომტანელი ილია ამბობდა : ,, დიდი სიბრძნეა კაცისა ,ცნობა თავისი თავისა ‘’ და ამ
სიტყვებზე ,ალბათ, ყველას შოთა რუსთველის ,,ვეფხისტყაოსნის ‘’ ერთ-ერთი მთავარი
პერონაჟი ავთანდილი გვახსენდება. იგი პრაგმატული, სულიერსა და ხორციელ სამყაროს
შორის ბალანსის დამცველი პიროვნებაა,რომელიც სიტყვას საქმით ამტკიცებს და
მოყვარეს ჭირში არასდროს ტოვებს მარტოდ . ,,არ დავიწყება მოყვრისა არასდროს
გვიზამს ზიანსა’’ სპასპეტის ცხოვრების მთვარი დევიზია ,ხოლო მისი სიბრძნე მზის
სხვივით ეფინება გარშემომყოფთ და ამ ბედშავ წუთისოფელს მინდობილ ადამიანებს
იმედის ნაპერწკლად ევლინება. მოცემულ ეპიზოდში ვხედავთ,რომ ავთანდილი საკუთარ
თავში გათვიცნობიერებული ,ჩამოყალიბებული ,შემდგარი პიროვნებაა ,
რომელიც ,,ბედისაგან განაწირ’’ ძმობილის ,,მოსულიერებას’’ ბრძენთა ნააზრევის
გამოყენებით ცდილობს.

,,თუ ბრძენი ხარ ,ყოვლნი ბრძენი აპირებენ ამა პირსა :

ხამს მამაცი მამაცური ,სჯობს,რაზომცა ნელად ტირსა ;

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა ,

თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა’’- ამ სიტყვებით ,,სევდის


მუფარახად’’ წოდებული რაინდი ტარიელს თავის ხელში აყვანისკენ მოუწოდებს ,
რადგან თვითგანმტკიცების გარეშე ,, უცხო მოყმედ’’ წოდებული რაინდი მთვარ მიზანს
სისრულეში ვერ მოიყვანს და შესაბამისად წარმატებასაც ვერ მიაღწევს. შოთა ეპიზოდში
გამოყენებული მეტაფორით თემის მთავარ სათქმელსაც მკაფიოდ ეხება. ,,არ იცი ვარდი
უეკლოდ არავის მოუკრებიან!’’- ავთანდილი ამ სიტყვებით ცდილობს ტარიელს
გააგებინოს,რომ თვითგანმტკიცებისგარეშე სრულფასვანი პიროვნებს ვერ იქნება და
თავს საბოლოოდ დაიკარგავს . აქედან გამომდინარე , შეგვიძლია ვთქვათ,რომ
ადამიანი,რომელიც საკუთარ თავს ,,თავადვე ეყუდვნის ‘’ წარმატებას მუდმივად აღწევს
და სხვასაც აზიარებს ამ ზეციურ კანონზომიერებას .
სამწუხაროდ ,დღევანდელი საზოგადოება სრულიად განსხვავდება მე-12 საუკუნის
ლიტერატურული პერსონაჟებისგან . ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ,რომ პიროვნული
განვითარების გარეშე, დილეტანტური ცოდნით უპირატესობის მოპოვა უბრალოდ
შეუძლებელია . თავდაუზოგავი შრომის მაგივრად სიზამრაცე გამხდარა ქართველთა
ყოფის განუყოფელი ნაწილი. ამიტომაც არის ,რომ ჩვენი ქვეყანა ვერ განიცდის
პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ აღმავლობას. ეს კი იქამდე გაგრძელდება სანამ არ
გამოფზიზლდება ,,საღათას ძილს’’ მიცემული , დემორალიზებული სოციუმი და არ
გააცნობიერებს ,რომ ადამიანი თვითგანმტკიცების გარეშე არარაობაა , შეუმდგარი
ინდივიდია. სწორედ ამიტომ აუცილებელიია განათლებით,ცოდნით ,შემდგარი
პიროვნული მახასიათებლებით მივაღწიოთ წარმატებას და ჩვენს იავარმნილ ,
მტერთაგან მრავალგზის აოხრებულ სამშობლოს დავუბრუნოთ
ბაგრატის,დავითის ,თამარის დროინდელი დიდება და კვლავ ვაქციოდ იგი ნიკოფსიიდან
დარუბანდამდე გადაჭიმულ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად.

You might also like