You are on page 1of 2

ციტატები „ვეფხისტყაოსანი“

1.რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია.


2.მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
3.ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხვდეს მამაცურად.
4.განგებასა ვერვინ შეცვლის, არსაქმნელი არ იქმნების.
5. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
6.ცრუ და მუხდალი სოფელი, მიწყი ავისა მქმნელია.
7.კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა.
8.სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.
9."723"
10.თუ ლხინი გვინდა ღვთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.
11.ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
12.მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
13.ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
14.კაცი ბრძენი ვერ გაწირავს, მოყვარესა მოყვარულსა.
15.არა ვიქმნ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა.
16.ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა გმობს და აგრე ცრუობს.
17.სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ.
18.წესი არის მამაცისა მოჭირვება ჭირთა თმენა.
19.არვის ძალუდს ხორციელდა, განგებისა გარდავლენა.
20.სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა.
21.სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი.
22.გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი.
23.ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
24.ჭირსა შიგან გამაგრება ასრე, ვით ქვითკირსა.
25.ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად.
26.არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფიან.
27.ოდეს ტურფა გაიაფდეს, არღა რა ღირს არცა ჩირად.
28.რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
29.არ იხმარებ, რა ხელსა ხდის საუნჯესა დაფარულსა.
30.ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-ხვდების.
31.გონიერსა მწრთვნელი უყვარს, უგუნურსა გულს ჰგმირდეს.
32.დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხვდებისა.
33.ღმერთი უხვია, თუმცა სოფელი ძვირია.
34.ბოლოდ ყოვლიდ დაფარული, საქმე ცხადად გამოცხადდეს.
35.კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდე.
36.თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია.
37.არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი.
38.კოკასა შიგა რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების.
39.უმსგავსო საქმე ყოველი, მოკლეა, მით ოხერია.
40.რა მისჭირდეს მაშინ უნდა გონებაი გონიერსა.
41. მოყვარე მტერი ყოვლიდა, მტრისაგან უფრო მტერია.
42. თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.
43. ბოროტსა სძლია კეთილმან, ასრება მისკ გრძენია.
44.კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.
45.ბოროტიმცა რაც შეექმნა კეთილისა შემოქმედსა.

You might also like