You are on page 1of 1

ყვარყვარეობა

ყოველთვის ისმის კითხვა: რა ჰხევს უკან საზოგადოებას? რა არის ის მთავარი


დამაბრკოლებელი მიზეზი, რის გამოც კვლავაც ვერ ამოვსულვართ ჭაობიდან და უკვე
საუკუნეებია შიგნით ვლპებით? რა თქმა უნდა, ჩვენთვის მარტივია გავცეთ ამ კითხვას
პასუხი. თუ ვინმე მოვა და გვკითხავს ამ ყოველივეს, მაშინვე ვუპასუხებთ : ყველაფერი
მთავრობის ბრალია, ღმერთმა ასეთი ბედი მოგვცა, რუსეთმა გაგვანადგურა , ევროპა
ახდენს ცუდ გავლენას. მაგრამ თუ დავფიქრდებით ამ პასუხთაგან არც ერთი არ არის
სიმართლესთან ახლოს. საზოგადოების მთავარი სენი მედროვეობა, იგივე
„ყვარყვარეობაა“.

ქართველებმა კარგად ვიცით „სადაც წავალთ იქაური ქუდი უნდა დავიხუროთ “. ოღონდ
რეალობაში არსად არ მივდიართ, ცვლიან მმართველები, მთავრპბები ერთმანეთს და ამ
ცვლილებასთან ერთად მათი მიმდევრებიც ვხდებით.

ეს საკითხი კაარგადაა წარმოჩენილი პოლიკრპე კაკაბაძის პიესაში , ყარყვარე თუთაბერი .


სწორედ ამ ნაწარმოების მტავარი პერსონაჟიდან მომდინარეობს ტერმინი
„ყვარყვარეობა“.

ყვარყვარე პირველ ნაწილში წაროდგენილი გვყავს , როგორც უქნარა , სხვის ხარჯზე


მცხოვრები ადამიანი, რომელიც ჭკვიანურად სარგებლობს სხვა ადამიანებით . არც საქმეს
აკეთებს, არც ზედმეტად თავს იწუხებს, უბრალოდ ზის და „ნაცარს ჰქექს“. სრულიად
შემთხვევით ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება მის ცხოვრებაში . დაიჭერენ იმპერიის
წარმომადგენლები და გაასამართლებენ რპგპრც ბოლშევიკს, მაგრამ უცებ შეიცვლება
სიტუაცია და ბოლშევიკები მოვლენ მმართველობის სათავეში. ამ დროსაც ჭკუას იხმარს
ყვარყვარე, იმის მიუხედავად, რომ მანამდე არ აღიარებდა ჯაშუშობას, ახლა ტავისუფლად
დაიბრალებს. როგორც გმირს გამგებლად დანიშნავენ. მარტივად მოერგო ვითარებას
ხომ? მაგრამ მისი მაღალ თანამდებობაზე მოქცევისას, კარგად გამოავლენს საკუთარ
ბუნებას. უმიზეზოდ იჭერს ხალხს, ცდილობს ყველაფერი დაისაკუთროს , მაგრამ დიდხანს
არ გაგრძელდება ასე. ბოლოს ხომ ყველას საკადრისი მიეზღვევა, სიცოცხლეში ან
სიცოცხლის შემდეგ, ხოდა ყვარყვარეებისთვის ეს სიკვდილამდე ხდება . ყოველთვის
გამოააშკარავებენ მათ, მითუმეტეს მსგავს „მოძალადე“ ადამიანებს , მაგრამ ახლა
საუბარი ძალადობაზე არ გვაქვს. ყვარყვარეს სოფლის მოსახლეობა აუჯანყდა და
ამავდროულად ტყუილშიც გამოაშკარავდება.

დღესახ გვაწუხებს ეს თემა და ვფიქრობ, კიდევ კმრავალი საუკუნის განმავლობაში იქნება


ასე.

საქართველოში ხალხი აღარ გამოხატასვ საკუთარ აზრს და ცდილობს იფიქროს და


ილაპარაკოს ისე, როგორც ამდროინდელი ხელისუფლებისთვის იქნება მისაღები . მიზეზი
კი მარტივია, მათ ფული მართავთ. ეშინიათ დაკარგონ სამსახური, გაუქრეთ მუდმივი
შემოსავალი, გაღარიბდნენ და დარჩნენ მარტო. ამ ყველაფრის გამო ქრება თავისუფალი
აზრი.

მარტო მთავრობის წარმომადგენლები ან საჯარო მოხელეები არ არიან ყვარყვარეები .


ჩვენ, ყველანი ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენთვის ხომ მთავარია „ვიარსებოთ “,
თუნდაც ჭაობში ყოფნა მოგვიწიოს, არა? „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“

You might also like