You are on page 1of 3

ალექსანდრე ჭავჭავაძე

„გოგჩა“

დროის მსრველი ცელი სამყაროში ყველაფერს ანადგურებს, მარადიული


არაფერია, რაც ადამიანში ტრაგიკულ განცდებს აღძრავს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ლირიკულ ლექს “გოგჩაში“, მწერლის ორეული,


რომელიც მსმენელს ობსერვერის რანგში გოგჩის ტბისა და ამავე ტბის ნაპირებზე
გაშენებული ქალაქის ნანგრევების პეიზაჟს აღწერს, სხვადასხვა მხატვრული სახე-
სიმბოლოების გაცოცხლებით, მსმენელს უცხადებს იმ ცხოვრების წარმავლობისა და
წუთისოფლის ამაოების იდეებს, რომლებიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდნენ
ქართულ რომანტიზმში.

ლექსის დასაწყისში მწერლის ლირიკული ორეული მსმენელს გოგჩის ტბის


მხატვრულ სახეს აცნობს, რომელიც დროის დინამიურობის იდეას განასახიერებს და
ამავდროულად ლექსში წარმოადგენს ალექსანდრე ჭავჭვაძის „ქალაქის“ პირველად
ობსერვერს. შემდგომ სტროფებში კი მწერლის ალტერ ეგოს ყურადღება უკვე გოგჩის
ტბის ნაპირზე გაშენებული ქალაქის ნანგრევებისკენ გადადის. ლექსში ეს ქალაქი
განასახიერებს ცხოვრების წარმავლობის დამთრგუნველ იდეას, რომელიც პოეტის
ლირიკულ ორეულში ტრაგიკულ განცდებს აღძრავს. წუთისოფლის სიმუხთლის იდეას
კი თან მწერლის ოსტატობით გადმოცემული ქალაქის სამგლოვიარო ხასიათის პეიზაჟიც
ემატება: „მაგრამ ნაქცევნი, მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი, საგლოვო ნიშნი შენობათა
კვლავ ეროვანთა“. ქალაქის პეიზაჟის აღწერისას, მწერლის ლირიკული ორეული
გვაცნობს ახალ მხატვრულ სახე-სიმბოლოსაც, ბუს, რომელიც გარდა ცხოვრების
წარმავლობის იდეისა, ასევე განასახიერებს დამანგრეველ, ბოროტ, ეშმაკისეულ
ენერგიას, რომელიც გოგჩის ტბის პირას, ქალაქის ნანგრევებში ბუდობს: „სად
ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი და სად დღეს ვხედავთ ოდენ ბუთა და
ნატამალთა“.

ლექსის მომდევნო სტროფებში ასევე გაცხადებულია დანგრეული ტაძრის


მხატვრული სახეც, სიმბოლო პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ადამიანის ღმერთთან
გაუცხოების იდეისა, რომ დროის მსრველმა ცელმა შეიძლება ადამიანის ღვთისადმი
რწმენაც კი იმსხვერპლოს. ლექსში ამ ტაძრის წარსული დიდებიდან მხოლოდ
ნანგრევებიღაა შემორჩენილი, რომლის წიაღშიც მხოლოდ ცხოველებიღა თუ პოულობენ
თავშესაფარს: „დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი, ხედავს თვის ქვეშე
დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა“.

ლექსში პოეტმა მდიდარ და გავლენიან „ქურურთა მფლობელების“ მხატვრული


სახეების გაცოცხლებით ხორცი შეასხა ასევე მიწიერი კეთილდღეობის წარმავლობის
იდეას. ეს „ქურურთა მფლობელები“, იგივე მდიდარი ვაჭრები, განთქმულნი იყვნენ
თავიანთი შეძლებით, დროის მსრველმა ცელმა კი მათ „ძალსა და ღონესაც“ მოუღო
ბოლო: „აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე; მათთა განთქმულთა შეძლებათა
წარშლიან კვალნი“.

ლექსში ასევე ხაზგასმულია მეფობის წარმავლობის იდეაც, რომელიც


თავისთავად წინა სტროფებში გაცხადებულ, მდიდარ ვაჭრებთან დაკავშირებულ
იდეებს ეხმიანება. პოეტის ლირიკული ორეული ხაზს უსვამს დროის მეფობის
უზენაესობას, მეფეთა მეფობასთან მიმართებაში: „აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა
ამაყად, წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა“. მეფობის წარმავლობის
იდეაზე მახსენდება სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, სადაც
უფლისწულმა მეფე ფინეზს საჩუქრად მიწა უბოძა, ნიშნად იმისა, რომ დროის მსრველი
ცელი თავის დროზე მასაც მიწად აქცევდა.

ლექსის ბოლოს პოეტის ლირიკული ორეული მშვენიერ ბანოვანთა მხატვრული


სახეების გაცოცხლებით უკვე საუბრობს სილამაზისა და ესთეტიზმის წარმავლობის
იდეაზე. როგორც ლექსიდან ირკვევა გოგჩის ტბის ბანოვანები მთვარესაც კი სჯობდნენ
სილამაზით, მაგრამ ამის მიუხედავად დროის მსრველმა ცელმა ციურთა მჯობ
სილამაზესაც კი მოუღო ბოლო: „მაგრამ რა?! დროსა მსვრელის ცელით, ყოვლთა
წარწყმენდით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათაებრ მოსთვლილა“.

წუთისოფლის ამაოებითა და წარმავლობით დაუფლებული სევდა ეპოქების


განმავლობაში მუდამ აქტუალური იყო, განსაკუთრებით კი ფილოსოფსებსა და
მწერლებში, რომლებიც სამყაროს შემეცნებითა და თვითჩაღრმავებით ცდილობდნენ
კაცობრიობისთვის პასუხგაუცემელი საკითხების გადაჭრას. სამყაროს შეცნობითა და
თვითძიებით მწერლები ხშირად მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ სამყაროში
ყველაფერი წარმავალია, რომ მარადიული არაფერია და ჟამთა სვლა ადრე თუ გვიან
ყველაფერს გაანადგურებს. ყველაფრის გარდაუვალი აღსასრულის იდეა ხშირად
იწვევდა მწერლებში ტრაგიკულ განცდებს, ეს გაცდები კი შესაბამისად ისახებოდა მათ
შემოქმედებაშიც.

ცხოვრების წარმავლობის იდეა არაერთხელ არის გაცხადებული რუსთველის


„ვეფხისტყაოსანში“, ყველაზე ნათლად კი ეს ალბათ პოემის ეპოლოგში ჩანს, სადაც
ცხადდება, რომ დროის მსრველი ცელისგან ვერც „ვეფხისტყაოსნის“ მოქმედ გმირებს
ვერ დაუღწევიათ თავი.

წუთისოფლის წარმავლობის იდეა არის ასევე გაცხადებული დავით


გურამიშვილის „დავითიანშიც“, კერძოდ კი მის წუთისოფლისადმი სამდურავისთვის
მიძღვნილ თავში, სადაც პოეტს დროის დამანგრეველი ბუნება გაიგივებული აქვს
მცელავ კაცთან: „ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს, რასა სცელავს?“.

You might also like