You are on page 1of 2

სამანიშვილის დედინაცვალი

“სამანიშვილის დედინაცვალი” ჟანრობრივად ტრაგი-კომიკური


ნაწარმოებია. ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში
გადასვლამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ
პრივილეგიებს. კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემაც იმერეთის
გაღარიბებული „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვაა .
ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო მოთხორბის გმირმა, ბეკინა
სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით აგრძელებს ცხოვრებას.
გაღარიბებული აზნაურის თავმომწონეობა კი სრულიად არ შეეფერება
რეალურ ვითარებას. როგორც იმერეთში ამბობენ, ერთობ გადაპრანჭული იყო
ჩვენი ბეკინა. მისი პიროვნული ხასიათი ნათლად გამოიხარტა მისი მეუღლის
გარდავალების შემდეგ. მეუღლის გარდაცვალებიდან არც თუ ისე დიდი ხნის
შემდეგ, ბეკინამ ახალი ცოლის შერთვა გადაწყვიტა, რაც ერთობ ძვირად
დაუჯდა.
მშრომელი, პატიოსანი, მოხუცებულ მამაზე მზრუნველი, თავშეკავებული,
ზრდილი – ასე ახასიათებს ავტორი ბეკინას შვილს, პლატონს. მისი ეს
თვისებები მთლიანად აკმაყოფილებს გარემოს და იმ მდორე ცხოვრებას,
რომელშიც ისინი ცხოვრობენ, თუმცა როცა დედინაცვლის მოსაკლავად
გამხეცებულ პლატონს ვხედავთ, ნათლად ჩანს რომ ეს პატიოსანი და ზრდილი
“აზნოურიშვილი” რამხელა სისასტიკეს მალავდა საკუთარ თავში.
ნაწარმოების დიალოგებში ნათლად ჩანს, პერსონაჟთა სულიერი
მდგომარეობა. ცხოვრების გაუსაძლი პირობები,
ადამიანთა “სოციალური დაბნეულობა” და “დროში გაურკვევლობა.
პერსონაჟები დარწმუნებული არიან ადამიანის გონების უსაზღვრო ძალაში და
სწორედ ამ გონების კარნახით, მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ომია საჭირო ,
რათა მოსახლეობა შემცირდეს და დარჩენილმა ნაწილმა ბედნიერად
იცხოვროს. ”ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე ქვეყანა, თვარა……” -ამბობს
პლატონი.
პლატონისა და გვერდევანიძის საუბარში პირდაპირ ჩანს სოციალური და
ეკონომიკური სიდუხჭირე. გაჭირვებიდან გამსასვლელად ისინი
მოსახლეობის ზრდის ტემპის შეჩერებასაც კი მიიჩნევენ. „ ი დალოცვილი
ღმერთიც ჩვენზე მოწყალებას ძველებური წესით გვიცხადებს: ხალხს
ამრავლებს და ყოველ ოჯახს შვილებით ავსებს…- მადლიანს თითო-
ოროლა შვილი დაეკლო, ამათ მაგიერათ სარჩო მოემატებინა“.
დ.კლდიაშვილის მოთხრობა “სამანიშვილის დედინაცვალის” გარკვეულ
მონაკვეთებში აღწერილია იმერელ აზნაურთა ყოფა-ცხოვრება. ავტორის მიერ
დაწერილი სიტყვა “რასაკვირველია”- გვამცნობს, რომ იმერეთში, ისევე
როგორც მთლიანად საქართელოში სიღარიბე ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ავტოირმა ქვეყანაში არსებული სოციალური-ეკონომიკური ტრაგიზმი
„ცრემლნარევი იუმორით გამოხატა. აღწერილი სათქმელის უკეთ
გადმოსცემად გამოიყენა არაერთ მხატვრულ საშუალება, მათ შორის
ეპიტეთები: გადაპრანჭული, გამოულიველი, მარჯვე, მოწყალე, შესაშურებელი ,
სახარბიელო, შემოუტყუებელი, რამაც უკეთ გაგვაცნო პერსონაჟთა სულიერ
სამყარო.
ჩემი აზრით, ავტორს რეალურად აქვს აღწერილი სიდუხჭირის გამო
დაკნინებული ადამიანური ფასეულობები. ვფიქრობ, რომ გაჭირვების დროს
ადამიანმა სათანადოდ უნდა შეაფასოს თავისი მდგომარეობა და არა
სამანიშვილივით მოჩვენებით ბედნიერებაში იცხოვორს , რადგან მოჩვენებითი
ბედნიერების დასასრულს, ადამიანი უფრო მეტ უბედურებაში იღვიძებს .

ალექსანდრე ქორჩაშვილი

You might also like