You are on page 1of 3

ისტორიული გარემო გვეხმარება, შევიგრძნოთ საკუთარი წარსული.

ისტორიული ძეგლები უამრავი მოვლენის მოწმეა, ხოლო იმ მომენტიდან ,როდესაც


ადამიანი მას უახლოვდება, იწყებს დროში მოგზაურობას. ზოგჯერ მნახველი
ამაღლებული განწყობით შეჰყურებს წარსულის მონაპოვარს, ზოგჯერ კი
სინანულითაც ივსება. მიმაჩნია, რომ ისტორიული გარემო ადამიანს საკუთარ
ენერგიას აღმოაჩენინებს.

გიორგი ლეონიძის ლექსი „ნინოწმინდის ღამე“ ნათლად გამოხატავს


ზემოთხსენებულ საკითხს.

ლექსი ნინოწმინდის გალავანში შეკრებილი ოთხი შესანიშნავი პოეტის


შემოქმედების ნაყოფია. პოეზიამ კი სამარადისოდ შემოინახა მიღებული
შთაბეჭდილებები .

ლექსის დასაწყისში იხატება ნინოწმინდის გარემო. ავტორი წარმოგვიდგენს


მეფეთა პალატებს. ღვინით აქაფებული ჯამი კი მიგვანიშნებს პოეტთა მოლხენასა და
სიცოცხლით ტკბობასა. გიორგი ლეონიძის შთაგონებაში შემოიჭრება სახე საყვარელი
ქალისა :“ შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ ― ვეფხვი დაქალებული...“

„ვეფხისტყაოსანის „ ალუზია ემსახურება ქალურობისა და სიყვარულის


მარადიულობის დახატვას. ლექსში ჩნდება მეგობრისათვის თავგანწირული
ავთანდილის სახე :“ ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა“.

პოეტი ხატავს ცის უმშვენიერეს სურათს :“ ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,

და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...“

გიორგი ლეონიძის თვალით დანახული სამყარო პირველქმნილი, უმანკო და


სიცოცხლით სავსეა.

ნინოწმინდის გალავანში შეკრებილი პოეტები , „ლექსის მეხანძრეები“, იწვიან


მეგობრობისა და სიყვარულის ცეცხლით :

“ ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...

ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა

საქართველოს ლექსის მეხანძარენი


ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!“

პოეტის გულს ტამერლანის ხმალივით შეეჯახა სიყვარული, გრძნობა,


რომელელიც სრულიად მოულოდნელად ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში . პოეტის
წარმოსახვაში ჩნდება სატრფოს, ათაბაგის ქალის, სახე :“ მე მივტირი ღამეს
ზამბახებიანს და სიყვარულს ათაბაგის ქალისას“.

მაყვლის ბუჩქი , რომელიც პოეტმა ლექსში ჩააქსოვა, ღვთისმშობლის სახე-


სიმბოლოს წარმოადგენს :“ დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!“.

გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა „ ნათლად გადმოგვცემს ისტორიასთან


ზიარებისა და სულიერი ენერგიის აღმოჩენის თემას.

ალავერდის გუმბათზე შემომდგარი გურამი ისტორიას განჭვრეტს, ხედავს იმ


ენერგიას და სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც საუკუნეთა წიაღიდან მოემართება.
სწორედ ეს აქარწყლებს „უსაზღვრო ვნებადქცეულ სურვილს“ , შეეწინააღმდეგოს
ალავერდობაზე მოსული ხალხის ზნედაცემულ საქციელს : „ჩვენ ორი დღით
დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება
შრომისა, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა „ ასევე ხაზს უსვამს ისტორიულ


გარემოსთან შერწმის საკითხს . პოეტი ნათლად წარმოგვიდგენს გადაგვარებული
ქალაქის სურათს :

„მაგრამ ნაქცევნი მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი,

საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა,

სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი...

ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ

უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა.“

განსხვავებით ზემოთხსენებული მაგალითებისა, მოცემული ლექსის ლირიკული


გმირი სინანულითა და იმედგაცრუებითაა სავსე.

დღევანდელ რეალობაშიც ისტორიული გარემო სულიერ პრიორიტეტად


რჩება. საუკუნოვანი ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების ხილვა ადამიანებს სიამაყით
ავსებს, ისტორიის უწყვეტობას განაცდევინებს. ისტორიული ძეგლები
განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს, რადგანაც სახელმწიფომ მომავალ
თაუბას უნდა გადასცეს მოვლენათა მემატიანე, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბების
საშუალება .“აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“,გოტფრიდ
ვილჰემ ლაიბნიცის, ილია ჭავჭავაძის მიერ ქართულად ნათარგმნი , გამონათქვამი
ცხადყოფს, რომ წარსულის ცოდნის გარეშე შეუძლებელია განვითარება.

სკოლასა და უნივერსიტეტის სწავლის პერიოდში ხშირად ეწყობა


ექსკურსიები ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, რომელიც მიზნად ისახავს
ახალგაზრდებში საკუთარი სამშობლოს მემკვიდრეობის დაფასებას.

ამრიგად, ისტორიული გარემო ,მართლაც, აღმოაჩენინებს ადამიანს თავის


ენერგიას.თითოეული მოქალაქის ვალია, რომ შეიცნოს თავისი ისტორიული
წარსული .

1. დ
2. ა
3. გ
4. გ
5. ბ
6. ა
7. დ
8. ბ
9. გ
10. გ

You might also like