You are on page 1of 1

44-ე-დან 55-ე სტროფების

ჩათვლით
მხატვრული ესე

„ვეფხისტყაოსანი“ ნაწარმოებია, რომელიც ქართველების ყოველ თაობას თან დაჰყვება


ლამპარივით,რომელიც ყველა მის წამკითხავს ჟრუანტელს დააყრის .იმ კაცის თქმით კი ,
რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა (ვასიკო), ეს უტყუარი ინდიკატორია კარგი
შემოქმედებისა.მოცემული ნაწყვეტირამდენიმე ასპექტით შეიძლება განვიხილოთ . ერთ -
ერთი მათგანი მესის სახეა. სტროფების მიხედვით მეფეთავისი ტიტულატურის ღირსეული
მატარებელია.ის მისი ბრძანებებიდან გამომდინარე მტკიცე ბუნებისაა,ამასთან მოსიყვარუე
მამა,რომელმაც შვილის ცრემლების დანახვა ვერ აიტანა და „უბრძანა : ნუ
სტირ,ასულო,ისმინე ჩემი თხრობილი“
როსტევანის გაცემული რჩევებით თუ ვიმსჯელებთ ის ბრძენი მმართველი და მისაბაძი
პიროვნებაა
„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების“
„უხვსა ჰმორჩილებს ყოველი,იგიცა ვი ორგულია“
ეს ორი ტაეპი დღევანდელობის ამსახველადაც შეიძლება ითქვას,პოემა კი მე-12
საუკუნისაა,რაც იმდროინდელი ქართველობის მენტალურ განვითარებაზე მიგვითითებს .
მართალია ყველა ადამიანს საკუთარი პრინციპები გააჩნია,მაგრამ ვფიქრობ,რომ ყველა
მშობელთაგანი როსტევანისგან მაგალითის ამღებნი უნდა იყვნენ.
თვითონ მეფის ასული ,თინათინი, თავმდაბალი და მოკრძალებული სახით იხატება.
„მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“
ხაზგასმულია მისი მშვენიერებაც
„თინათინ მზესა სწუნობდა,მაგრამ მზე თინათინებდა“
ქალიშვილი კარგად აღზრდილი და დამჯერია,რადგან ის მამის რჩევას უმალვე
ითვაისწინებდ და მის ირგვლი შექმნილ ვითარებას ითავისებს.
„ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა“
ჩემი აზრით ჩვენი თამარ მეფეც იგივე მდგომარეობის ეპიცენტრში და იგივე თვისებების
გამზიარებელი უნდა ყოფილიყო.
პერსონაჟების უკეთ შესაცნობად მათი ქცევები და აღწერილობა მეტაფორების სახით არის
გადმოცემული,მაგალითად თინათინის
„ცრემლსა აფრქვევს,ყრის ყორნისა ბოლო ფრთათა“
„ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა“
მეტაფორულია მამის დარიგებაც
„უხვი ახსნილსა დააბამს,იგი თვით ების,ვინ ების“
„ზღვათაცა შესდის და გაედინების“
„რასაცა გასცემ,შენია,რასც,არა დაკარგულია!“
აღსანიშნავია პოემის სპეციფიური მხატვრული საშუალებაც,შაირი. ეს მარცვლის
რაოდენობათა საზომია და მოცემული ნაწყვეტი,როგორც ნაწარმოების უმრავლესი ნაწილი
16 მარცვლიანი შაირითიაა დაწერილი.

You might also like