You are on page 1of 1

ავტორი, თათბირის შემდეგ ტარიელისა და ნესტანის დიალოგის ეპიზოდს მოგვითხრობს

და ნესტანის მხატვრული სახეც დაგვანახვა. ქალი სასტიკი და დაუნდობელია მოღალატე


ადამიანების მიმართ და სიყვარულზე წინ შურისძიებას აყენებს , რადგან საყვარელ
ადამიანს ღალატი არ აპატია და შურისძიებასაც დაჰპირდა :"რათგან დამთმე , მეცა
დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!
ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს,ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა,ხორცთა შენთა სული გაჰყო!"
ასევე, ნესტანმა თავისი ფასი იცის და თავის თავზე კარგი წარმოდგენა აქვს , რაც მისი
სიტყვებიდან გამოიხატება:"სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო,ცათამდისცა ხელი აჰყო ".

ავტორმა, ამ ეპიზდოში დაგვანახვა, თუ როგორი უთანხმოება გამოიწვია წყვილს შორის


მეფისა და დედოფლის არასწორმა გადაწყვეტილებამ. ასევე , დაგვანავა , რომ ტარიელი
პატრიოტია და მეფისა და დედოფლისგან განსხვავებით, მან განჭვრიტა თუ რა საფრთხე
ემუქრებოდა ინდოეთს, ხვარაზმელი უფლისწულის გამეფების შემთხვევაში .

ავტორი, ამ ყველაფრის გადმოსაცემად 16-მარცვლიან მაღალ და დაბალ შაირს,


ტარიელსა და ნესტანს შორის დიალოგს და სხვა მხატვრულ თავისებურებებს იყენებს .
მაგალითად, ავტორი იყენებს შედარებას "ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ -
გამეხებული" და ნესტანს პირგამეხებულ ვეფხს ადარებს , ეპითეტია "მე ლახვარ -ხებული ",
ანუ ლახვარ-მოხვედრილი, ასევე ეპითეტია "წამოჯდა წარბ-შერჭმით", ანუ
წარბშეჭმუხვნით წამოჯდა. ასევე,ნესტანი ტარიელს ახასიათებს ეპითეტებით როგორიც
არის "მუხთალი" და "გამწირავი".

You might also like