You are on page 1of 1

ამ ეპიზოდში ავტორმა ავთანდილის სახით, მიჯნურობით დატანჯული ადამიანი დაგვანახა.

ავთანდილი ძალიან გამჭრიახი და წინდახედულია, რადგან იგი მიხვდა, რომ თუ იგი უცხო მოყმეს
ტყეშივე უეცრად წარუდგენდა თავს, ისედაც გაშმაგებულს ეს კიდევ უფრო გააშმაგებდა: "საუბარმან
უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს" და საბოლოოდ უკან ჩუმად დადევნება გადაწყვიტა, რადგან მან
განჭვრიტა, რომ თუ მას დაეწეოდა საბოლოოდ ან მოკლავდა და ან თავად შეაკვდებოდა. აქ უკვე
ავთანდილი ავლენს მის სამხედრო ოსტატობას და მოთმინების უნარს, რადგან მან ისეთ გამოცდილ
სარდალს როგორიც ტარიელია, ორი დღე-ღამე ფეხდაფეხ ისე სდია, რომ მან ვერაფერი შეამჩნია,
ხოლო ასმათთან შეხვედრამდე იქამდე მოიცადა, სანამ ტარიელმა გამოქვაბული არ დატოვა. ასმათი
ავთანდილის ბოლო იმედია და როდესაც მიხვდა, რომ ასმათი მას არაფერს არ მოუყვებოდა, მან
თავისი წინდახედულობა და გამჭრიახი გონება კიდევ უფრო გამოავლინა, რადგან მან ჯერ ტკბილი
სიტყვით სცადა მისი დაყოლიება, როდესაც მიხვდა, რომ ტბილი სიტყვა მასზე არ გაჭრიდა, შეშინება
სცადა, თუმცა როცა ამანაც არ გაჭრა, საბოლოოდ საწადელს თავის შეცოდებით მიაღწია, თუმცა ეს იმას
არ ნიშნავს, რომ ავთანდილი თვალთმაქცობდა, მან ასმათს უბრალოდ თავისი სულიერი მდგომარეობა
დაანახა.

ავთანდილის პარალელურად, ავტორი ასმათის სახესაც გვიხატავს. ჩემი აზრით, ასმათი


ერთგულების და მეგობრობის სიმბოლოა, რადგან იგი არაფრის დიდებით არ ღალატობს ტარიელს,
მასზე არც ავთანდილის ტკიბლმა სიტყვამ და არც ყელზე დანის დაბჯენამ გაჭრა. როდესაც ასმათმა
გაიგო, რომ ავთანდილი მიჯნურობისგან იტანჯებოდა, იგი მოლბა, რადგან მან კარგად იცოდა
მიჯნურობისგან დატანჯული ადამანის მდგომარეობა ტარიელის მაგალითით. ეს მის თანაგრძობის
უნარზე მიუთითებს. ვინაიდან მას ავთანდილის დანით მუქარის არ შეეშინდა, შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ იგი ტარიელს უთანაგრძობს და მასსავით იტანჯება, რადგან ქალი ავთანდილს
ეუბნება :"ნუ გგონია,რომ სიკვდილი ტანჯვად მიმაჩნდეს და ამით შემაშინო. თუ მომკლავ, პირიქით,
ტირილსა და ვაებას მომაშორებ, შემშრების ცრემლთა ფონია”. მისი ამ სიტყვებიდან, შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ იგი ტარიელივით სულ ტირის და სიცოცხლის სურვილი დაკარგული აქვს, აქედან
გამომდინარე იგი კარგი მეგობარი და თანაგრძნობის უნარიანია.

ავტორი ამ ყველაფრის გადმოსაცემად 16-მარცვლიან მაღალ და დაბალ შაირს და სხვა მხატვრულ


თავისებურებებს იყენებს. მაგალითად: შედარებაა "ვითა კაკაბი არწივსა", ავტორი ასმათს კაკაბს,
ხოლო ავთანდილს არწივს ადარებს,რადგან ავთანდილს მომყვირალი ქალის დაბმა და დაჭერა
მოუწია, მეტაფორაა "მზე არ მახლავს", ამ მხატვრულ საშუალებას ასმათი იყენებს და მზეში ტარიელი
იგულისხმება, ასევე ეპითეტებია "ყმა მტირალნი, "ცხელი ცრემლი" და "კუშთად დაუჯდა".

You might also like