You are on page 1of 3

სიყვარული და მოვალეობა

ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი


გოჩას“ მიხედვით.
განსახილველად ეს თემა იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი აზრით, ალექსანდრე ყაზბეგის ამ
ნაწარმოებში ნათლად არის ასახული სიყვარულის, გრძნობისა და მოვალეობის ჭიდილი. ეს
ნაწარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხად ითვლება.

თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია ერთგვარი მოვალეობა, რომელიც გვეხმარება ცხოვრების


რთული გზის გავლაში. მოვალეობის გრძნობაც სხვადასხვა ადამიანში შეიძლება ითქვას, რომ
სხვადასხვა დონეზეა. ზოგიერთი ჩვენგანი ამ მოვალეობას პრიორიტეტად თვლის,
სხვებისთვის გრძნობა ერთგვარი დაბრკოლებაა, რომელიც ამ მოვალეობის შესრულებას
უდგას წინ. მოვალეობა წარმოადგენს ადამიანობის, სულიერების საყრდენს, რომელიც
მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ვისრაფოთ უფლისაკენ, გავიკვალოთ წუთისოფლის გზა.

რაც შეეხება გრძნობას, ის გულიდან მოდის. როგორც შოთა რუსთაველი ამბობს


„ვეფხისტყაოსანში“ : "გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან." გულიდან მომავალი გრძნობები ძალიან
ხშირად აიძულებენ ადამიანს უგულებელჰყოს გონება და მაშასადამე, მოვალეობა. აიძულებს
მას გააკეთოს ის რისი გაკეთებაც არ სურს, რადგან ჩვენ ხშირად არ ძალგვიძს გულიდან
მომავალი ემოციების შეჩერება.

გავიხსენოთ ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“. მისი პერსონაჟები მთის შვილები


არიან, მთაში მოვალეობის გრძნობა განსაკუთრებით გამახვილებული აქვთ ვიდრე ბარში. ეს
მათთვის პირველი და უმნიშვნნელოვანესია. გავავლოთ პარალელი ვაჟა-ფშაველასთან. მის
ნაწარმოებებშიც მთამ, თემმა არ იცის მიტევება ერთი შეცდომისაც კი. ეს იმიტომ, რომ
მოვალეობა მათთვის დაბადებიდანვე არის მთავარი გზა, რომელსაც არ უნდა გადაუხვიო.
უნდა სცადო, იცხოვრო ისე, რომ არ შეილახოს შენი პატივისცემა და ღირსება. ეს რაღა თქმა
უნდა თეორიულად მარტივი სათქმელია მაგრამ განა პრაქტიკუად შესაძლებელია ადამიანმა
შეცდომების გარეშე იცხოვროს? ეს ძალიან რთულია, რადგან ვფიქრობ შეცდომების დაშვება
ერთგვარად საჭიროც კია. ამიტომ ასწავლის ხევისბერი გოჩა ონისეს „კაცი ტაჯვისთვისაა
გაჩენილიო“, ეს ტანჯვა მოვალეობისა და გრძნობების ჭიდილს გულისხმობს.

ალექსანდრე ყაზბეგის პერსონაჟები გონების კაცები არიან, აღზრდილები მკაცრ მორალში,


მკაცრ პირობებში. სწორედ ამიტომაა საინტერესო მათზე დაკვირვება, რათა გავარკვიოთ
ნამდვილად შესაძლებელია თუ არა რომ ადამიანმა მთელი ცხოვრება გონებით იცხოვროს.
პირველ რიგში გავიხსენოთ ონისე, რომელსაც ეშმაკივით მაცდური სიყვარული ტანჯავდა.ამ
სიყვარულმა მაცდურად მოხიბლა და მაცდურადვე დაღუპა. სწორედ იმიტომ, რომ მას არ
შელახოდა ღირსება, ცდილობდა ეს გრძნობა უკუეგდო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ხომ
გუგას ხელისმომკიდე იყო, მთაში კი ხელისმომკიდეებს ნამდვილ ძმაზე უფრო მეტ პატივს
სცემდნენ, ვერ დაიჯერებდნენ, რომ პატარძალსა და ხელისმომკიდეს შორის რაიმე
ხდებოდა.მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს სიყვარული მას ვაჟკაცობის ფასად დაუჯდება და
სწორედ ამიტომ, ის ცდილობს თავიდან მოიშოროს ძიძიაზე ფიქრები. იმ დროსაც, როდესაც
ის უკან ქორწილში ბრუნდება, ის ყველაზე მეტს ლხინობს. ძალიან რთულია იმ ადამიანის
ქორწილში, რომელიც ასე გიყვარს, ბედნიერი იყო. მაგრამ როგორც ვხედავთ ონისემ ეს
შეძლო. ის ცდილობს გაუფრთხილდეს საკუთარ ღირსებას. ის ომის პერიოდშიც არ აძლევს
საშუალებას სიყვარულს, რომ გაუფანტოს გონება და ეჭვქვეშ დააყენებინოს თემს მასზე
დაკისრებული მოვალეობა. ის ყველგან ყველაზე ფრთხილი და ფხიზელია. მაგრამ
გავიხსენოთ ის მონაკვეთი, როდესაც ონისე თვითმკვლელობის პირას მისულ ძიძიას ხელი
დაავლო და გულში ჩაიკრა. უნდა ვაღიაროთ, რომ ონისეს ადგილზე ალბათ ჩვენც ასე
მოვიქცეოდით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ღვთის გზით სურს წუთისოფლის გავლა
ასე მოიქცეოდა. ონისემ ეს ჩაიდინა მხოლოდ იმიტომ, რომ სურდა საყვარელი ადამიანი
სიკვდილისგან ეხსნა. ამით იმის თქმა მსურს, რომ მას აზრადაც კი არ მოსვლია სამშობლოს
ღალატი და ამის გამო ის არ უნდა გავკიცხოთ.

გავიხსენოთ კიდევ ერთი დეტალი, რატომ არ ამბობდა ონისე, რომ მტერი მას გამოეპარა და
არა გუგუას ? იმიტომ, რომ ის დაძაბული ფიქრობდა იმაზე, რომ ნუთუ ონისეს მტრობამ ის
მართლა ხომ არ აქცია მოღალატედ ? „მაგრამ, იქნება ამ კაცს ჩემი მტრობა ედო გულში, მაგ
ჯარის მშვიდობიანობა მე მქონდა მონდობილი და შურისძიების გრძნობამ მოღალატედ
გახადა?“ მაგრამ ონისე მალევე მიხვდა იმას, რომ ეს შეიუძლებელი იყო და როგორც ავტორი
ამბობს „ონისეს გულს ერთი წვეთი ნაღველიღა აკლდა, რომ გავსებულიყო და გუგუამ
დამატებით ჩაუწვეთა“. შესაძლოა ოსთა ჯარი მართლაც სულ სხვა გზით დაესხა თავს მათ და
ონისე მართლაც არაფერ შუაშუ იყო, მაგრამ ის მაინც თვლის თავს ვალდებულად, რომ
აღიაროს ყოველივე და თქვას, რომ ჯარი მას გამოეპარა.

მთელი მისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ონისე მოვალეობას პირველ ადგილზე


აყენებდა, მაგრამ საბოლოოდ ის სიყვარულმა მაინც იმსხვერპლა. მაგრამ ონისე არაა
ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც გრძნობებმა იმსხვერპლა. ასეა ხევიბერი გოჩაც, მან
მთელი ცხოვრება განვლო როგორც პირველ რიგში ხევისბერი და შემდეგ მამა. ის თვითონ
კლავს საკუთარ შვილს მას შემდეგ რაც ხევისკაცები ონისეს გამართლებას შეეცდებიან. „უნდა
მოკვდეს! მოკვდეს შეუბრალებლად! და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად
მოექცეთ, მე მიყურეთ !“ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ გოჩა
მხოლოდ სამართლიანად იქცევა, როგორც ხევისბერს ევალება, მე ვფიქრობ აქ მამობრივი
გულისტკენა და იმედგაცრუება უფრო ჩანს, ონისემ ის დარიგება უკუაგდო, რომელსაც ის
ხშირად უმეორებდა. „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ! ვინძლო ქვეყანა არ გააცინო..“ სწორედ იმ
მომენტში, როცა გოჩამ ონისეს ხმალი მოუქნია, ის შვილის სიყვარულმა იმსხვერპლა, ისე,
რომ ის ვერ აღიქვამდა რას სჩადიოდა. სწორედ ასე იმსხვერპლა გრძნობებმა ეს ორი მთის
შვილი, მთის, სადაც მოვალეობას ყველაზე და ყველაფერზე წინ აყენებენ.

You might also like