You are on page 1of 2

"წარსულის განცდა გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში"

გმირული წარსულის მოგონებისა და ბედშავი აწმყოს შეცვლის


სურვილი გრიგოლ ორბელიანს შესანიშნავად აქვს გადმოცემული
თავის ლექსებში.
მან ლექსი „იარალი“ ნოვგოროდში დაწერა და ის რუსეთში
გადასახლებულ იარალ შანშიაშვილს მიუძღვნა. პოეტი მიმართავს
თავის პეტერბურგელ ნაცნობს და ნატრობს,მასთან ერთად
სამშობლოში ყოფნას,“ველსა მწვანეს“ და „გაცხელებულთა
ღვინისგან შუბლთა კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს“.ამ ლექსში
კარგად ჩანს წარსულის განცდა,თუნდაც იქიდან,რომ პოეტის წინაშე
იშლება გმირული ხანა ჩვენი წარსულისა,იმ პერიოდის,რომლის
უშუალო მოწმე იყო იარალი და გრიგოლი სწორედ მისგან ისმენდა
თუ როგორი აღტაცებით იბრძოდნენ ჭაბუკნი ადრე.პოეტი შენატრის
იმ დროს,როცა ბრძოლას და მამაცობას დიდება მოჰქონდა და ეს
ყველაფერი ქართველთ სისხლში იყო გამჯდარი.ის იხსენებს
წარსულ,დიდებულ დროს,რომელიც წუთისოფელმა გააუფერულა
და უკან ჩამოიტოვა.გრიგოლ ორბელიანი ასევე თვალსაჩინოდ
აღწერს ჭაბუკთა ბრძოლის სცენას,რომელსაც მეფე ერეკლე
ყოველთვის სიამით უმზერდა,თუმცა უცხოეთის ცის ქვეშ მყოფი
პოეტი ოხვრით აღნიშნავს,რომ ამ ჭაბუკებმა,წარსულთან ერთად ის
დიდებაც თან წაიღეს,რომელიც მათ სახეზე ყოველთვის
აღიბეჭდებოდა,ძველ დროში.
გრიგოლ ორბელიანს წარსულის განცდა ასევე ნათლად აქვს
გამოხატული ლექსში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“.აქ
კარგად ჩანს ის,რომ პოეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე მწვავედ
განიცდიდა სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვას,თავისი
ხალხის ზნეობრივ დაცემას და სწორედ ამ მიზეზმა მიიყვანა
გულგატეხილი გრიგოლი ბეთანიის ეკლესიაში,სადაც თამარ მეფის
ფრესკაა გამოსახული.ამის მიხედვით კი შეგვიძლია ვთქვათ,რომ
პოეტი ეტრფის თამარის დროინდელ ეპოქას,იმ წარსულს,რომელიც
საქართველოს ისტორიის აღორძინების ხანად ითვლება.მაგრამ
თავისი დროის უკუღმართი სინამდვილე მას მომავლის იმედს
უკარგავს,საშინელი აწმყო კი გულს უკლავს.
ასე,რომ გრიგოლ ორბელიანს თავისი შემოქმედება უიმედო
განწყობით აქვს გადმოცემული,ის არგვაძლევს იმედსა და რწმენას
ქვეყნის გადარჩენისა.მისტირის ერთ დროს არსებულ დიდებულ
დროს,წარსულს და ნატრობს გმირს,რომელიც საქართველოს
განთავისუფლებას შეძლებს რუსეთისგან.მაგრამ ისეთი გმირის
გამოჩენა,რომელიც „ვეშაპის“ ძირს დაცემას მოახერხებს, “ამაო
როტვად“ მიაჩნია.

You might also like