You are on page 1of 2

,,მიწასთან დაბრუნება" ცისფერყანწელთა შემოქმედებაში.

ცისფერყანწელთა შემოქმედებაში, ადამიანების,რომელთა გეზიც მიმართულია


რეალობისგან შორს, მოწყვეტილი განზომილებისკენ, თავიანთი ფანტაზიის
სინამდვილის გაცნობიერებასა და დაჯერებისკენ,ძალიან დიდი ადგილი უჭირავს
„მიწასთან დაბრუნების” საკითხს. მათთვის სამშობლოსთან დაკავშირებული ასპექტები
მნიშვნელოვნად განსახილველი თემებია,რომლებიც განსაკუთრებული დატვირთვით
გამოირჩევა და მათთვის დიდ საგანძურს წარმოადგენს. სიმბოლისტები თავიანთ
ლექსებში, აქსოვენ თავიანთ ზღვა ემოციებსა თუ გრძნობებს, მკითხველს აწვდიან
თავიანთი სამშობლოს მიმზიდველ,დახვეწილ შესახედაობას,რომელიც მათთვის
აღმაფრთოვანებელია.სიმბოლისტებისთვის მიწასთან დაბრუნება ისეთ ემოციებთან
არის დაკავშირებული,რომლებიც მათ გულში აღწევს და მათი ნოსტალგიური
განწყობილებაც საოცრად არის შერწყმული სამშობლოს განდიდების,ამავდროულად ,
მიწასთან დაბრუნების სურვილისა და აღფრთოვანების გრძნობასთან.

პაოლო იაშვილის ლექსში „წერილი დედას” უშუალო გამოხატულებაა,იმისა,თუ


რამხელა მნიშვნელობის მატარებელია, სიმბოლისტთა შემოქმედებაში მიწასთან
დაბრუნების ფენომენი. ამ ლექსში განსაკუთრებით იგრძნობა, ის ნოსტალგია ,ის სევდა
და გულისტკივილი,რომელსაც პოეტი განიცდის მიწასთან განშორების გამო.
ცისფერყანწელთა დიდი ნაბიჯი იყო ქართულ პოეზიაში ქალაქთან და ქალაქის
კულტურასთან დაკავშირებული თემების შემოტანაც,რაც ამ ლექსში გამოიხატა . ის
ახსენებს თბილისს,და მოიხსენიებს საკმაოდ უიმედობით და მონატრებით გამოწვეულ
ნოსტალგიურ ასპექტში:,,იქნებ ჩვენ თბილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ” და სწორედ ამ
სევდიან ნოტაზე იხსენებს,ნანა ტკბილის მღერას მამასთან, პირველი კბილის
ამოჭრასთან დაკავშირებულ სიხარულს და იმ ტკბილ ყოფით ცხოვრებას,რომელიც
პოეტის გონებაში მოგონებებად არის ჩარჩენილი და ცხოვრების მანძილზე
მდინარესავით წყნარად,მშვიდად მიედინება და ყოველ წამსა და წუთს
ამოტივტივდება.

ტიციან ტაბიძე თავის ლექსებში პოეტური შთაგონების წყაროსაც გვიხატავს .


გამორჩეულად,კი ლექსში „მაშ, გამარჯვება" ,ის სწორედ, ახდენს საკუთარი ემოციების
ფიქსაციას და შთაგონების წყაროს,სწორედაც ,რომ სამშობლოსა და საკუთარი მიწა -
წყლის მშვენიერების აღწერაში პოულობს. ამავე დროს, ტიციან ტაბიძე , თავის ლექსში
აღფრთოვანების გამოხატვით ცდილობს მკითხველს ჩამოუყალიბოს ამაღელვებლად
კარგი წარმოდგენა თავის მიწა-წყალზე და შეუქმნას შთაბეჭდილება საკუთარ
გრძნობებზე ამ მიწა წყლის მიმართ.

ვალერიან გაფრინდაშვილი, სხვა დიდ პოეტებთან ერთად,გამორჩეული


სიმბოლისტია,რომლის ერთ-ერთი გამოწვევაც სწორედ მიწასთან დაბრუნების
საკითხი აღმოჩნდა,რომელიც ცდილობს საკუთარი ემოციები ლექსის სახით
გამოხატოს,ამით მოშორდეს რეალობას და გადაეშვას წარმოსახვისა და მისთვის
იდეალური ილუზიების შექმნის მორევში. ლექს „გასეირნება ტაშისკარში “ ,
ისეთივე,ტკბილი მოგონებების გახსენება და ამ მოგონებებით ტკბობის
მცდელობაა,რაც სხვა სიმბოლისტების შემოქმედებაში შეიმჩნევა.ამ ლექსის
აზრიც,სწორედ ამ ტკბილ მიწასთან დაბრუნების უდიდესი და გამძაფრებული
სურვილია,რომელიც წლების განმავლობაში მის თავშესაფარს, მოგონებების წყაროს
და სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენდა.

ასე რომ,სიმბოლისტები სამშობლოს სიყვარულით გატაცებული ადამიანების


ანალოგები არიან,რომლებისთვისაც მიწასთან დაბრუნება მათი შემოქმედების ის
ნაწილი აღმოჩნდა,რომელშიც ვერ მოახერხეს საკუთარი მიმდინარეობის არსის
გავრცელება და სადაც წინააღმდეგობის გაწევის უნარში საკმაოდ სუსტნი
აღმოჩდნენ.მათ ვერ შეძლეს საბოლოოდ გამკლავებოდნენ იმ რეალობას,სადაც ისინი
დამარცხებულები არიან და სადაც თავს ვერც საკუთარ ილუზიებს აფარებენ . მათი
შემოქმედების ამ მნიშვნელოვანი ნაწილის მთავარი მახასიათებელიც ,სწორედ ის
არის,რომ ისინი მისტირიან თავიანთ მიწა-წყალს,მიწასთან დაბრუნების სურვილით
არიან შეპყრობილნი და ამ გრძნობისგან თავის დაღწევას ვერაფრით ვერ ახერხებენ .

You might also like