You are on page 1of 8

17.11.

20
საშინაო სამუშაო
მხატვრული ესე
„მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა“

„მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა“, ამბობს


ერთ-ერთი პერსონაჟი,ექვთიმე ,კონსტანტინე
გამსახურდიას, „დიდოსტატის კონსტანტინეს
მარჯვენა“-ში.მწერლობის რაღაც ნაწილია
გმირობის გამოსარჩლება, გამოქომაგება,მაგრამ
არა მთლიანად,ზოგადად მწერლობა.

ისტორიითა და ლიტერატურით ვიგებთ ჩვენ


ჩვენი ქვეყნისა თუ სხვა ქვეყნის წარსულის
შესახებ.ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, არამხოლოდ
ისტორიით, არამედ ლიტერატურითაც
შეგვიძლია ბევრი ფაქტის შეცნობა და შესწავლა.
მაგალითად, ქართველი მწერლები თუ პოეტები
გვიამბობდნენ ქართული გმირობის ღირსებებსა
თუ ფასეულობებზე.ასევე,გვაქვს რამოდენიმე
ნაწარმოები ქართველ სამაგალითო
გმირებზე,რომლებზეც დეტალურად
მოგვიანებით ვისაუბრებ.

„მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა


მხოლოდ, მიჩქმალული გმირობის ქომაგია
მწერალი და სხვა არაფერი“. ამ ფრაზაში
ნაწილობრივ სიმართლეა, ჩემი აზრით,რადგან
მწერლობა მხოლოდ გმირობის გამოქომაგობა და
„მხარდაჭერა“ არ არის. მწერლობა ზოგადი
საგანია, რომელიც ბევრ თემას მოიცავს, მათ
შორის გმირებსაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს
ისიც, რომ მწერლობის ნიმუშთა უმრავლესობაში
არიან გმირებიც, გამოგონილნი იქნებიან ისინი
თუ რეალური, თუმცა ჩვენ ვხედავთ მათში
რაღაც გმირულს. ასე რომ, ფრაზას, „მწერლობა
გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ“, არ
შეიძლება სრულიად დავეთანხმოთ მას.

დღესდღეობით შემონახული ქართველებს


გვაქვს ისეთი ნაწარმოებები და მწერლობის
ნიმუშები, რომლებშიც აღწერილია ქართველთა
გმირობები და მათი როლი საქართველოს
ისტორიასა თუ ლიტერატურაში. ასევე, როგორც
ზემოთ აღვნიშნე, არის ისეთი ნაწარმოებები,
სადაც გმირები უბრალოდ გამოგონილი
პერსონაჟებია,ასეთია, მაგალითად : გურამ
რჩეულიშვილის „ნელი ტანგო“, სადაც გმირის
სახით გვევლინება მამა ივანე, რომელიც თავის
შვილსა და მეუღლეს არჩენს ზღვაში
დახრჩობისგან, თვითონ კი, ნაპირზე მოსულს
გული უსკდება. ის , რა თქმა უნდა, გმირია,
ოჯახის გმირი, თუმცა ამ ხედვით თუ
ვიხელმძღვანელებთ, სხვა სიტუაციაში და სხვა
დროს მას მაინც შეიძლებოდა ჩაედინა მსგავსი
გმირული საქციელი. მართალია, ამ მოთხრობის
არსი და დედააზრი უფრო სხვა საგნისკენ არის
მიდრეკილი, მაინც აღსანიშნავია მამის გმირობა:
„-საცოდავი,კარგი ვაჟკაცი კი ყოფილა, - რა თქმა
უნდა, ახლა ცოტანი არიან ასეთები“, ამბობდნენ
გიტარაზე დაკრული მუსიკის ფონზე ტანგოს
მოცეკვავე წყვილი.

უნდა აღინიშნოს ჰაგიოგრაფიაც, რომელიც


რელიგიური თვალსაზრისითაც გმირობაა,
ვთვლი.აი ის, რომ შუშანიკი თავისი მეუღლის
საქციელის გამო ეწამა და წინააღმდეგობა
გაუწია, გმირობაა; ის,რომ აბო თბილელმა
განაგდო ისლამი და ქრისტიანობა
მიიღო,რელიგიური თვალსაზრისით გმირობაა,
არა იმიტომ, რომ ქრისტიანობა მიიღო მრწამსად,
არამედ იმიტომ, რომ დაუპირისპირდა თავის
ბავშვობას,ოჯახს,სახელმწიფოსა და
რელიგიას.ასე,რომ მისი ასეთი თავდადება და
თავგანწირვაც გმირობაა;ის,რომ გრიგოლ
ხანძთელმა ამხელა ღვაწლი და მადლი გაიღო
საქართველოს რელიგიური კულტურის
აღმშენებლობისთვის,ესეც გმირობაა...
დაუკარგავი გმირობა. ასე,რომ ჩემი
ჩამოთვლილი ყველა გმირობა,რომელიც
განჭვრეტილია რელიგიური
თვალსაზრისით,რეალურად გმირობაა. ამ
შემთხვევაშიც, „მწერლობა გმირობის
გამოსარჩლებაა“...

იაკობ გოგებაშვილის, „თავდადებული


მღვდელი თევდორე“ , მღვდელს ორი არჩევანი
ჰქონდა საქართველოში შემოსული თათართა
ლაშქრის წინაშე: მტრისთვის სწორი გზა
ეჩვენებინა და საქართველოს უღალატებდა, ან
არ უჩვენებდა მათ და წამებით მოკლავდნენ. რა
თქმა უნდა, მღვდელმა არ უღალატა სამშობლოს
და მტერი არასწორი გზით წაიყვანა. მისი
დახმარებით, საქართველომ მოიგეია
მტერი.ესეც, რა თქმა უნდა გმირობაა,
ფასდაუდებელი გმირობა...მღვდელმა მოიპოვა
იმის-თანა სახელი, რომელიც ქებით, დიდებით
და კურთხევით იხსენება ყველა ქართველისაგან,
ვიდრე დედამიწის ზურგზე ჩვენი ერი
იცოცხლებს.დიაღ, თევდორე მღვდელმა თავის
თავზე აიცხადა დიდებული რუს-თველის
ლექსი: «სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა
სიკვდილი სახელოვანი!»

ფაქტია,რომ მხოლოდ მწერლობაში არ


გვხვდებება მსგავსი გმირობების ამბები, არამედ
პოეზიაშიც საკმაო რაოდენობითაა მსგავსი
შინაარსის ნაწარმოებანი. ასეთებია, მაგალითად:
აკაკი წერეთლის პოემა, „თორნიკე ერისთავი“ –

„ბრძანა თორნიკემ: - „გაურჩეველად,


ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,
გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,
სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი“

ამით ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ იმ აზრამდე,


რომ გმირობა მხოლოდ თავგანწირვა და
თავდადება არ არის, ან სიცოცხლის გაღება
კონკრეტული მიზნის გამო, გმირობაა ასევე
სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, ვინაიდან ამის
შესაძლებლობა ყველას გაგვაჩნია.
პოეზიაში კიდევ ერთი მსგავსი თემატიკის
შემცველი ნაწარმოებია ლადო ასათიანია,
„კრწანისის ყაყაჩოები“ , სადაც არ ვხვდებით
ერთ კონკრეტულ გმირს ან მათ ჩადენილ
კონკრეტულ გმირობას, არამედ ქართული
გმირული სულისკვეთების დაფასებას
ვეცნობით:
„ჰეი, თქვენ ,არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის
მოდრეკა მომინდა!“

ამით დავასრულებ მაგალითების მოყვანას


ქართულ გმირობათა თემაზე. ჩემი აზრით, ეს
ციტატა რომ შევაბრუნოთ, შედარებით სხვა
დატვირთვას მიიღებს: „გმირობას მწერლობა
ესარჩლება“. ასე, ჩვენ ვიგებთ შემდეგ რამეს :
გმირობა არ იკარგება, ის ჩვენშია, ხალხშია, ჩვენს
გონებასა და ფიქრშია, ოღონდ ეს გმირობა
ზოგადად გმირობაა, ხოლო გმირულ ამბებზე
მწერლობა „ზრუნავს“, მისი დანიშნულება
მართალია არ არის მხოლოდ გმირობების
ჩვენამდე გადმოცემა, თუმცა ერთ-ერთი
მოვალეობაა. იგი არ გვიკარგავდ ქართველობას
და გვაძლევს საშუალებას გაგვაჩნდეს ქართული
გმირობების დამამტკიცებელი საბუთი.

You might also like