You are on page 1of 5

თაობათა შორის დაპირისპირება

თაობათა ცვლა და შემდგომ, ახალ თაობასთან ადაპტირება, არცთუ


ისე მარტივი პროცესია. ხშირად ხდება და ხდებოდა თაობათა შორის
დაპირისპირება. გაიგონებდით უფროსებისგან რომ მათი თაობა უფრო
ნაკითხი, წიგნიერი, ზრდილობიანი, განათლებული და უფრო
კულტურულიც კი იყო. თაობების შორის გემოვნების განხვავებულობა
ყოველთვის იყო ორივე მხარის კრიტიკის ძირითადი საგანი. ეს
ფენომენი არაა ახალი და მისი დახასიათებისთვის საუკეთესო
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეცხრამეტე საუკუნის,მამათა და
შვილთა,ლიტერატურულ იდეური ბრძოლა. ეს თემა ქართულ
ისტორიოგრაფიაში აქტიურად არის დაკავშირებული ილია ჭავჭავაძის
სახელთან, რომელიც მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში
დაუპირისპირდა იმდროინდელი მამების თაობას. მე-19 საუკუნეში
რუსეთის მიერ ანექსირებული საქართველო ბედს შეგუებოდა და
განაგრძობდა არსებობას რუსეთის იმპერიის ქვეშ, როგორც გუბერნია.
მამათა თაობას სიჩუმე აერჩია, თუმცა 60-იან წლებში გამოჩდნენ
პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი ილია ჭავჭავაძის
მეთაურობით, რომლებიც დაუპირისპირდნენ მამათა თაობის ამ
შემგუებლურ პოზიციას და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა
კალმით დაიწყეს. შვილთა თაობას სრულიად უცხო იდეალები და
ღირებულებები ჰქონდათ, მათი მისია მდგომარეობდა იმაში, რომ
ამოეღოთ არქაიზმები და ორთოგრაფიული სიძველეები. სწორედ
ამიტომ 1861 წელს ჟურნალ ცისკარში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ
პეტერბურგიდან გამოგზავნილი კრიტიკული წერილი „ორიოდე
სიტყვა თავად რევაზ შალვა ძის ერისთავის კაზლოვიდგან
„შეშლილის“ თარგნაზედ.“ მამათა თაობა ამ მისიებს მხარს არ
უჭერდა. ამან კი თაობათა შორის ბრძოლა გამოიწვია.
თავდაპირველად მამათა თაობის მთავარი წარმომადგენელი გრიგოლ
ორბელიანი არ იღებდა მონაწილეობას ამ ბრძოლაში მხოლოდ 70-იან
წლებში ჩაება აქტიურად, რომლის საბაბიც გახლდათ, 1871 წელს
ხელნაწერის სახით გავრცელებული ილიას „გამოცანები“. მამათა
თაობამ ამ „გამოცანებში“ საკუთარი თავი ამოიცნეს და აბობოქრდნენ.
ამ „გამოცანებიდან“ მერვე გამოცანა ეხებოდა გრიგოლ ორბელიანს:
„მოხუცია იგი ჯმუხი, პირად ბადრი, ტანდაბალი,
საქმით წმინდა, გულმხურვალე,სიტყვატკბილი, ჭკვამაღალი.
ძველთაგანა ეგღა დარჩა გრძნობით სავსე, გონიერი,
მაგრამ გაუბედავია, თუმცა უყვარს თვისი ერი.
ის ძველის და ახლის შუა შემაერთავი ხიდია,
მაგრამ ამ კარგსაც ქვეყანა ზოგჯერ ფეხებზედ ჰკიდია.“
ამ ყველაფერმა აღაშფოთა ორბელიანი. განრისხებულმა პოეტმა
ილიას ვრცელი ლექსით „პასუხი შვილთა“ უპასუხა.
გრიგოლ ორბელიანი ლექსში აბობდა რომ „შვილებს“ არანაირი
უფლება და საბაბი არ ჰქონდათ უფროსი თაობის შეურაცჰყოფის.
იგი ამბობდა რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები
იმედგაცრუებულები იყვნენ ახალი თაობით.
„მოვიდენ... და რა?
სულ ჩაგვამწარა...
ვაი ჩვენს იმედს... ვაი თქვენს მოსვლას!..“
გულნატკენმა მოხუცმა ახალი თაობის ბრალდება უსამართლო
საყვედურად აღიქვა და „განუსჯელ შვილებად“, „უსწავლელებად“,
„ცრუ რუსთაველებად“, „კოღო-ბუზებად“ მოიხსენია. მისი აზრით
გაამპარტავნებუმა ახალგაზრდობამ ენა წაბილწა, სირცხვილიც
დაივიწყა და უფლის მორჩილებაც.
„მათ უსწავლელთა,
ცრუ რუსთაველთა,
სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,
ენა მაღალი,
მის ძალი, მადლი,
უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!..
ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს...
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..“
გრიგოლ ორბელიანის ლექსს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ შვილები.
ილიამ „პასუხის პასუხში“ ამხილა „მამათა“ თაობის პატივმოყვარეობა,
სიყალბე, ანგარება, უმოქმედობა... იგი მამათა თაობის ბრალდებებს
ძლიერი არგუმენტებით დაუპირისპირდა. იგი უფროს თაობას,
რომლებმაც ქვეყნის კეთილდღეობა ჩინებზე გაცვალა, ადანაშაულებდა
ქვეყნის მძიმე მდგომარეობაზე, რომლის გადალახვა შვილთა თაობას
უწევდა. იგი ასევე აბათილებს ბრალდებას სარწმუნოების წაბილწვაზე.
ასევე, ილია ეთანხმება მამათა თაობის დამოკიდებულებას ენის შესახებ,
რომ ის ერთ-ერთი ბურჯია ქვეყნისა, თუმცა ამ წმინდა რამის წაბილწვას
მამათა თაობას აბრალებს, რომლებსაც ქართულად საუბარი
ერცხვინებოდათ და რუსულით ჩაანაცვლეს მშობლიური ენა.

 „მტერობა ენის
   არს მტრობა ქვეყნის“ -
მაგ აზრისა ვართ თანახმა ჩვენა,
   მაგრამა გმობა,
   ენისა მტრობა
ბრალად ვის დავდვათ - ჩვენა თუ თქვენა?

   ეხლა რომ ბღავით,
   თქვენ არ იყავით
ენის პატრონი ჩვენზედ უწინა?!.
   ჩვენ ძუძუს ვწოვდით,
   როცა თქვენ ჰგმობდით
ენას და ხალხსაც გარეთ და შინა.

   ის არ ხართ თქვენა,
   რომ ღვიძლი ენა
ბრძანებით დაჰსთმეთ აღმოსაკვეთად?!
   შიშით არც კარში
   და აღარს სახლში
მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად.“
ბოლოს კი ილია ლექსში ამბობს, რომ მათ შვილების საქციელის და
სიტყვის განსჯის უფლებას არ აძლევს თავიანთი ცოდვები.

„უგზოდ მვლელნოო,
   უსწავლელნოო“, -
ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს,
   რომ ჩვენზედ ბევრსა
   თვით იწყველება,
- ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართევლოს!“
გარდა ამისა ილია წერდა „რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო,_
ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით
შევსდგებით ერთს ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ...“
კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა აკაკი წერეთელმა გრიგოლ ორბელიანი.
მას „ხარაბუზა ღენერალი“ უწოდა და მიახალა:
"ჩვენ არ მოგვწონს შენისთანა ენა წმინდა, გულ სატანა.
ორპირობამ გაგატუზა? …სიტყვით სწორო, საქმით კუზა"
აქაცა ხარ, იქაც ხარ, ირხევი, ვით დამჭკკნარი ბზა...
სიტყვით სამსონს, საქმით საპყარს ამ ბოლო დროს სიტყვაც გიყარს.
იმ ლიბერალს, ბურთივით მრგვალს,რად უპრაწავ მრისხანედ
თვალს?!
თქვენსავით ვერ წაიკუზა?!.. სიტყვით სწორო, საქმით კუზა.”
ამ სიტყვებით მიმართა 70 წელს მიტანებულ, დარბაისელ, ყველასგან
პატივცემულ პოეტსა და რუსეთის იმპერიის გენერალს, გრიგოლ
ორბელიანს, ახალგაზრდა აკაკი წერეთელმა. აკაკი წერეთელი
წერდა:
„მონას რად უნდა კრული სიცოცხლე?
ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“
გრიგოლ ორბელიანმა კი თავისი მრწამსი პირდაპირ,
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ასე გამოხატა: „ოქროს ჯაჭვი
სჯობს თავისუფლებას“.
ამრიგად, ამ დაპირისპირება გამოააშკარავა თაობების
არასწორი შეხედულებები და მათი სისუსტეები. ჩემი აზრით,
თაობათა შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა და ახლაც
არსებობს. ეს პრობლემა იყო გუშინ, არის დღეს და იქნება ხვალ.
დროსთან ერთად იცვლება ყველაფერი_ გემოვნება, სტილი,
ღირებულებები, რესურსები და ტრადიციებიც კი. ამას თაობები არ
უნდა შევხვდეთ სიძულვილითა და უსარგებლო კრიტიკით. ამ
დაპირისპირების აღმოსაფხვრელად აუცილებელია თაობებს
შორის მტკიცე კომუნიკაცია და ურთიერთგამგებლური
დამოკიდებულება. დროთა განმავლობაში კი გზა უნდა დავუთმოთ
მომავალს. როგორც ლიბანელი მწერალი ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
გვეუბნება: თქვენ შეგიძლიათ მათ დაემსგავსოთ, მაგრამ მათ ვერ
დაიმსგავსებთ, რადგან სიცოცხლე გუშინდელ დღეზე ვერ
შეყოვნდება. მოვუსმინოთ ერთმანეთს, ვიკამათოთ კიდეც, რადგან
ყველა ჯანმრთელ დაპირისპირებას და კამათს მოაქვს ჭეშმარიტება.
ვიბრძოლოთ საკუთარი სიმართლისთვის, ავყვეთ ცხოვრების
სწრაფ რითმს და მივყვეთ პროგრესს!“

You might also like