You are on page 1of 3

დავით გურამიშვილი

„დავითიანი“

ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების

იმსჯელეთ, როგორ ესმის ქართლის ჭირის მიზეზები და მხილების


აუცილებლობა დავით გურამიშვილს

დავით გურამიშვილის თქმით, ღვთისა და მეფის წინაშე გაორგულებით,


ქართველმა ერმა უფლისაგან მოვლენილი რისხვა დაიმსახურა, ხალხში გავრცელდა
მთელი რიგი მორალურ-ეთიკური მანკიერებები, ერის პრიორიტეტები გაუკუღმართდა,
ამ ყველაფერმა კი თანდათანობით გამოიწვია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა
და ერის სულიერი დაღმავლობა.

მოცემულ თავში დავით გურამიშვილს ნათლად აქვს განმარტებული ის


მიზეზები, რამაც გამოიწვია სწორედ ის ეროვნული კრახი, რასაც თავად ქართლის ჭირს
უწოდებს. ერთ-ერთ ამ მიზეზად დავით გურამიშვილი ასახელებს სილაჩრესა და
ეროვნულ სისუსტეს, ბრძოლის ჟინის გაქრობას. დავით გურამიშვილის თქმით,
ქართველთა ერი ცოდვის მორევში გადაეშვა, სოციალური გარემო მანკიერებებით
გაივსო, ხალხის უმეტესობა კი ამ ცოდვის ჭაობში ჩაეფლო. ქართველი ერი ღვთის
კალთიდან გადმოვარდნილ, ეკალბარდებში მოხვედრილ მარცვალს დაემსგავსა:
„ერთმან მტერმან ათასსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი, მცირედ დარჩა ცოდვისაგან
კაცი ღვთისგან შენაწევრი“.

მეორე პრობლემად დავით გურამიშვილის ასახელებს შიდა ეროვნულ


დაპირისპირებას, რამაც ქართველები მტერთა წინააღმდეგ უძლური დატოვა. როგორც
ტექსტიდან ირკვევა, ქართველები ერთმანეთთან მტრობით დასუსტებულან, შედეგად
კი თავიანთი სახელმწიფო მომხდურებს დარჩენიათ: „ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა
თურქთა, ლეკთა, დიდოს!“.

ამის შემდეგ, დავით გურამიშვილი უკვე საუბრობს ქართველთა მორალურ-


ეთიკურ მანკიერების მხილების აუცილებლობაზე. დავით გურამიშვილი წუხილს
გამოთქვამს ქართველთა ნაკლოვანებებზე და ესირცხვილება ამ ყველაფრის საქყვეყნოდ
მხილება. ამის მიუხედავად, პოეტი ეროვნული მანკიერებების სააშკაროზე გამოტანას
ღვთიურ, უფლის წინაშე წასატან საქმედ მიიჩნევს და ამბობს, რომ ადამიანებს
წუთისოფლიდან მხოლოდ მიწიერ ცხოვრებაში გაკეთებული საქმეები მიგვაქვს: „კაცს
მის მეტი არა აქვს რა სიკვდილს უკან თან საბარგი, სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი:
ავსა - ავი, კარგსა - კარგი“.

მომდევნო სტროფებში დავით გურამიშვილი მსმენელს სთავაზობს „ავისა“ და


„კარგის“ სუბიექტური დიფერენცირების იდეას. მისი აზრით, ამ ორი მცნებიდან ერთ-
ერთის განსაზღვრა მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ არსებობს მეორე,
რომელიც პირველის სუბიექტურ საპირწონედ მოქმედებს. რომ არა სიავე, არ
იარსებებდა სიკეთის განმარტებაც, რადგან არ იარსებებდა ის მეორე რადიკალურობა,
რითაც „კარგი“ განისაზღვრებოდა: „აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო, ავს
თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო“.

დავით გურამიშვილის თქმით, ეს მხილება შეიძლება მას ცუდად მოუბრუნდეს,


მაგრამ მისივე აზრით, სიავის მალვა ქვეყანას არ მოუხდება: „მართალია, მძრახველს
ძრახვა თვით კი ავად მოუხდების, მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!“.
პოეტის აზრით, ხალხში გავრცელებული ეს მორალურ-ეთიკური მანკიერებები მალვის
მიუხედავად მაინც იჩენს თავს: „რა გინდა რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,
ვერ გაუძლებს, რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს“.

ამის შემდეგ დავით გურამიშვილი უკვე იწყებს ქართველთა მანკიერებების


მხილებას. პოეტი თავდაპირველად საუბრობს ერის გაუკუღმართებულ ღირებულებებსა
და პრიორიტეტებზე, აკრიტიკებს ქართველებს ამ ნაკლისთვის და მტკიცედ გმობს ამ
მანკიერებას. ტექსტში ეს პრობლემა პოეტს გაიგივებული აქვს აღმა ხვნასა და დაღმა
ბარვასთან: „ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს, ჩემი
ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს!“. გარდა ამისა, პოეტი ასევე გმობს
ყველა იმ აზრს, რაც ამ გაუკუღმართებული ღირებულებებიდან იქნება ნასაზრდოები:
„ვინც რომ ისრე უკუღმართად, მრუდათ ხსნას და თესოს, ფარცხოს, ის მე პურსა ნუღარ
მაჭმევს, რაც იმ ფქვილით გამოაცხოს“. პოეტი ასევე გმობს ქართველთა ეროვნულ
დაპირისპირებას. მისი აზრით, ის ვინც ძმის სისხლს დაღვრის, სამუდამო
სატანჯველისთვისაა განწირული: „ვინ ძმის სისხლი გამოიცხოს, ან თვით ძმასა
გამოაცხოს, მისი სული სატანამა, თუ არ კუპრში, რაში გარცხოს?“.

ეპოქების განმავლობაში, საზოგადოებაში მორალურ-ეთიკური მანკიერებების


გამოჩენისთანავე, ხშირი იყო სახალხო ასპარეზზე ისეთი ადამიანების გამოსვლა,
რომლებიც პირდაპირ და შეუფარავად ამხელდნენ ამ მანკიერებებს. ასეთ ადამიანებს კი
შეუფასებელი წვლილი მიუძღვით ხალხის სულიერ გაჯანსაღების, ეროვნული
მთლიანობის შეგრძნების გაღვივებისა და პატრიოტული სულისკვეთების გამოღვიძების
საკითხებში. ავიღოთ მაგალითად გრიგოლ ხანძთელი, ისტორიული და
ლიტერატურული არქეტიპი. გრიგოლ ხანძთელმა აშოტი მხილებით სამეფო კარი
სკანდალისგან იხსნა, ჯავახეთის საკლესიო კრებაზე, არსენის მოწინააღმდეგე ბერების
მხილებით კი ქართულ ეკლესიას მთლიანობა შეუნარჩუნა. გარდა ამისა, მან ასევე
ამხილა ანჩელი ერისკაცი, რომელიც ცქირმა დაიქირავა გრიგოლის მოსაკლავად. ამ
საქციელით გრიგოლმა იზრუნა ანჩელი ერისკაცის სულიერ გაჯანსაღებაზე.

გარდა ამისა, ასევე მახსენდება გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, სადაც


მწერალმა კომიკური მხატვრული სახეების შექმნით დააკნინა და ამხილა ქართველი
თავად-აზნაურობის მანკიერებები. ამ კომედიამ, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარა
ქართულ რეალიზმს, ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელიც თითქმის მთლიანად
ქართველთა მორალურ-ეთიკური მანკიერებების მხილებას მიეძღვნა.

You might also like