You are on page 1of 3

,,ძველი ქართველები და საქართველო აკაკი წერეთლის თორნიკე ერისთავის

მიხედვით”

,,თორნიკე ერისთავში” აკაკი წერეთელმა პოეტური, დახვეწილი სტილით გაგვიცოცხლა


მშობელი ქვეყნის ბედნიერი ჟამი. კერძოდ , მეათე საუკუნე, რომელიც საუკეთესო პერიოდია
ბედუკუღმართი საქართველოს ისტორიაში. პოემა ღრმა შინაარსისაა და მკითხველს
სიამაყით ავსებს. აკაკიმ აღწერა იმ ვაჟკაცთა თავდადება, რომლებიც უზადო პატრიოტიზმით
აღვსილიყვნენ. მათი სიმრავლის წარმოდგენა და ღირსეული ქება-დიდება ისევე
შეუძლებელია, როგორც ზღვაში ქვიშისა და ცაზე ვარსკვლავების დათვლა. ამ ვაჟკაცებთან
მტერი ვერაფერს ხდებოდა, ამის საიდუმლო ის იყო, რომ ამ დროს ყველამ თავისი
მოვალეობა იცოდა,მეფეს ერთგულად სარდლობდნენ, სამშობლოს წინაშე ვალს იხდიდნენ.
პატარა საქართველო ჯარასავით დასტრიალებდა მტერს თავს, ლომკაცურად ერთი ასს
ებრძოდა.

,, მოხუცი, თუ ახალგაზრდა,

ერისკაცი, თუ სამღვდელო,

ყველა ერთმხრივ მიწევდა,

ერთი ჰქონდა ყველას ლელო!“

ისინი ღვთისგან დალოცვილი, ,, დავლათიანი“ (ვაჟა-ფშაველა ,, ალუდა ქეთელაური“)


ვაჟკაცები იყვნენ. მათ რწმენა ჰქონდათ, ერთი მიზნისკენ მიისწრაფვოდნენ.თავისუფლება
მათთვის ბევრს ნიშნავდა. ერთმანეთს პატივს სცემდნენ და ჰყვარობდნენ. გამარჯვებულთ,
თავშეყრა და ლხინი ამშვენებდათ. წესად ჰქონდათ უფლის დიდება, გარდაცვლილი
გმირებისა და მათი თავგამეტების ხსენება, დიდებული მეფის შექება.

,,დღეგრძელობით თაყვანს სცემდენ

მეფესა და დედოფალსა;

გულს სიამით ავსებდნენ. მათ, რომ ახლანდელი დრო ენახათ, სირცხვილითაც კი


დაიწვოდნენ, რადგან შეუძლებელია მათი თავდადება შეადარო დღევანდელ გამუდმებით
განცხრომაში და საკუთარ თავზე მაფიქრალ ქართველებს. ძველად კაცს კაცად აფასებდნენ,
ჯოჯოხეთის რისხვა იყო მისთ რისხვა, მისი ვნება, სანამდი კი მტერს ხედავდა, არ იცოდა
მოსვენება. ამ რისხვის შესახებ კი ქვეყნის გარეთაც იცოდნენ. საბერძნეთმაც იცოდა
საქართველოს ძლიერებისა და მხრებგაშლილობის შესახებ, ამიტომაც მათი დიდი თხოვნა
იყო ბრძოლაში ქართველების დახმარება. მოცემულ ბრძოლაში კიდევ უფრო ეფინება
ნათელი ქართველების თავგამოდებას, მიზანდასახულობას, ერთგულებასა თუ ძლიერებას.
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, სულ ბოლო ამოქშენამდე ივრძოდნენ ქართველები აქაც.
დაუვიწყარია ბრძოლაში შუბ-მოელვარე, ლომკაცი, სჯულისთვის მეომარი რაინდის,
ორბელიძის მოქმედება. მკითხველის ყურადღებას იპყრობს ის საოცარი ერთსულოვნება,
რომელიც ორბელიძემ ბრძოლის ველზე გამოიჩინა, იკვეთება მისი მაღალი ზნეობა,
ვაჟკაცური შემართება და კეთილშობილება. დიდების შარავანდედით მოსავს ახალგაზრდა
ორბელიძეს ის საოცარი დიდსულოვნება, რომელიც მან აფრანიკეს მიმართ გამოავლინა.
ორბელიძე თავის დიდსულოვნებას ეწირება და მისი სიკვდილი ბევრად უფრო ლამაზია,
ვიდრე აფრანიკესი რომელმაც სიცოცხლე სილაჩრით შეინარჩუნა. შეიძლება ვთქვათ, რომ
აფრანიკე ახალი თაობის განსახიერებაა, რომლებისთვისაც უცხოა კეთილშობილება,
პატრიოტული სულისკვეთება, ვაჟკაცობა…

როგორც ხშირად ხდება ხოლმე აღმართს დაღმართი მოჰყვება, დიდებას დაცემა,


დამარცხება, აკაკი წერეთელი პოემაშივე მიანიშნებს მკითხველს, რომ წარსულის დიდება
გაქრა და ტკბილ ზღაპრად იქცა.

ვფიქრობ, პოემა იდეალური მაგალითია მეათე და მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში


არსებული განსხვავების წარმოსაჩენად. თანამემამულე ქართველები ერთ დროს რომ სხვა
ქვეყნებს ეხმარებოდნენ მტრის დაძლევაში, მე-19 საუკუნეში თავად ითხოვენ დახმარებას.

ავტორი პოემაში საუბრობს ,,ცარიელ სიტყვით ღვთის დიდებაზე“, რითაც გამოხატავს


მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელ ცრუ პატრიოტიზმს. ასევე ახსენებს იმ
წყევლაკრულვიან საკითხს, რომელიც ყველა დროში აქტუალურია. წუთისოფელთან და
უფალთან ურთიერთობის თვალსაზრისით საინტერესო სახეა მიჯაჭვული ამირანი,
რომელიც უფლის დაუფასებლოვბამ იმსხვერპლა.

კავკასიის ქედზე იყო

ამირანი მიჯაჭვული,

ყვავ-ყორანი ეხვეოდა,

დაფლეთილი ჰქონდა გული.

მხედრების მიერ წარმოთქმული ეს სიმღერა თავისი შინაარსით, გამარჯვებულ


ლაშქარს არ შეეფერება. ამით სურდა აკაკის მეცხრამეტე საუკუნის რეალობა,
დაცემის ხანა წარმოეჩინა.

ცხრა საუკუნის განმავლობაში თანდათან განქარვდა ის დიდება და დიდი პრობლემის


წინაშე წარსდგა ქვეყანა, მაგრამ აკაკი წერეთელი პოზიტიურად გასცქერის , ელის
ჯორჯიკისძის, თრნიკეს, ორბელიძის მსგავს ადამიანებს, რომ მოიპოვონ დიდება.
შთამბეჭდავია, პოემის ბოლო, სიზმარი, ქვეყნად ჩამოსული თამარი, ქეთევანი და ნინო.

თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი

და ქეთევანსა - წმინდა მოწმობის,

ნინოს ხელთ ეპყრა ჯვარი ვაზისა,

ნიშანი დიდი ქრისტიანობის.

ეს სამი უსპეტაკესი და დიდებული ქალი აღავლენს ლოცვას:


დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია

ეს საქართველო დიდჭირნახული,

შეუნდევ ცოდვა!.. ნუ ააღებ ხელს,

ლმობიერებით იბრუნე გული!..

მოცემული სტრიქონი ასევე იმედის გამომხატველია და საბოლოოდ აკაკი დიდი იმედით


არის სავსე, რომ წარსულის დიდებული ნაშთი აღდგება…

You might also like