You are on page 1of 2

,,განთიადი“

ქვეყანა მაშინ არის ბედნიერი, როდესაც მამულსა და მამულიშვილს ერთმანეთის ესმით,


უყვართ. აკაკის ,, განთიადი“ ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია ამ მხრივ. მან ლექსს სათაურშივე
სიმბოლური დატვირთვა დასძინა.

ლექსის პირველ ნაწილში პოეტი სამშობლოს შვილისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს.


ამ შემთხვევაში მშობლად მთაწმინდა გვევლინება, რომელიც დადუმებულა, ჩაფიქრებულა
და იმ მძიმე ტკივილსა და ცხოვრებას გასცქერის, რომელიც თავის ნატანჯ შვილს
გადაუტანია.

„მდინარე ნანას უმღერის

რაინდსა, ურჩსა მტრისასა…“

თითქოს მდინარე მას მშობლად ევლინება და ყველაზე უტკბესს, იავნანას დამღერის.


მამულიშვილის თავდადებასა და მდინარის იავნანას ცისკრის ვარსკვლავი აგვირგვინებს.
ესეც არ არის შემთხვევითი, რადგან ეს ვარსკვლავი გარდაცვლილი გმირის ახალშობაზე
მიუთითებს.

ლექსის მეორე ნაწილში პოეტს აღწერილი აქვს მამულიშვილის პასუხი სამშობლოს მიერ
გამოხატულ სიყვარულზე.

„მგოსანი გრძნობამორევით

თვალს ავლებს არემარესა.

და გულის-პასუხს ნარნარად

უმღერის ტურფა მხარესა:“

საყურადღებოა მისი მიმართვა: ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

სულის ჩამდგმელო მხარეო”

მიწა და ცა ერთმანეთს უპირისპირდებიან. ადამიანი თითქოს მიწას თავს უნდა არიდებდეს


და ცისკენ მიისწრაფვოდეს. საოცარია, რადგან აკაკისთვის სამშობლოს მიწაც და ცაც
ერთნაირად ძვირფასია, მიწაც ტკბილია და ფირუზივითაა. ამიტომაც მას აქვს ერთადერთი
თხოვნა- როდესაც მოკვდება ზე კალთა დააფაროს, მისთვის მიწა სამოთხისაა და ისეთივე
განწმენდილია როგორიც ცა. ნაწარმოებიდან ჩანს, თუ რა ძნელია სამშობლოსთან განშორება.
მართლაც, რთულია მოშორდე მშობელს, ამ შემთხვევაში სამშობლოს, რადგან უცხო ადგილას
თითქოს დიდი ნაწილი გაკლდება, იქ ობლდები და შენი ერთადერთი ნატვრა
სამშობლოსთან დაბრუნება ხდება.

პოეტმა საინტერესოდ დაგვიხატა მამულიშვილისა და სამშობლოს შეხვედრა ლირიკულ


გმირს სნეულობისა და ობლობის განცდა უკან რჩება.

„წინ მომეგებენ ღიმილით


შენი მზე, შენი მთვარეო,

გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,

მოკაშკაშ-მოელვარეო.“

ის უდიდეს სიხარულს განიცდის და ერთგულების ფიცს დებს:

„შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

შენზედვე მგლოვიარეო!…“

მისთვის მამულია დიდი ძალა. აკაკიმ პოეტური ფორმით წარმოსთქვა ის განცდები თუ


ტკივილი, რომელსაც სამშობლოს მონატრებული, პატრიოტიზმით გამსჭვალული
მამულიშვილი განიცდის.

არასდროს მქონია და განმიცდია მსგავსი რამ, მაგრამ ეჭვგარეშე ვიცი, რომ გამიჭირდება
მოვწყდე ადგილს, სადაც დაბადებიდან დავაბიჯებ, გამიჭირდება მოვწყდე ჩემს ფესვებს. ასე,
რომ ეს ლექსი ყველა ნამდვილი მამულიშვილის სულის ამოძახილია.

ლექსი ამაღლებული განწყობით არის დაწერილი. მთაწმინდა ჩაფიქრებულა, დადუმებულა,


ავტორი სამშობლოს განცდების უკეთ გასააზრებლად გაპიროვნებას მიმართავს. ,,სისხლის
ცრემლები ვღვარეო“, მოცემულ სტრიქონში პოეტის მძაფრი განცდაა გამოხატული..პოეტი
ლექსს მეტაფორებით ამკობს: ,,ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლად გამიხარეო“. „ცა-ფირუზ,
ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო,შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე
მგლოვიარეო.“ მოცემული სტეოფი რიტორიკულ მიმართვას ეფუძნება. გვხვდება გრადაცია.
,,ნურც მკვდარს გამწირაც, ნურც ცოცხალს“ , ავტორიმხაგვრული ეფექტის მისაღწევად
ანტონიმებს იყენებს, ამით კი კონტრასტის იდეალური მაგალითია.

You might also like