You are on page 1of 2

თუთაშხიას დახასიათება

ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი


ყველაზე პოპულარული ქართული მხატრვული ნაწარმოები, მისი მთავარი გმირი კი
ქართველი მამრობითი მკითხველის ყველაზე მისაბაძი პერსონაჟია. ნაწარმოების
ნაწყვეტი „მოსე ზამთარაძის ნაამბობი“ დათას სახეს მეტად რთულად, მაგრამ მაინც
გასაგებად ხატავს. ნაწყვეტში ჩანს პერსონაჟის მრავალი თვისება, მორალი,
შეხედულება და სურვილი.

დათა თუთაშხია ტიპიური აბრაგია, ძლიერი, უშიშარი, ფიცხი,


თავგადასავლების მოყვარული, თავნება და კანონის არადჩამგდები. ამავე დროს
მოხდენილი, კეთილი, გარკვეული განათლებისა და ზნეობრივი პრინციპების მქონე,
სასიამოვნო მოსაუბრე.

თუთაშხიას პერსონაჟი არის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია რომ სახელმწიფოს


არ შესწევს ძალა აღასრულოს სამართალი და გადაწყვეტს ეს მთავარი ფუნქცია თავის
თავზე აიღოს. ერთი შეხედვით შეიძლება ეს ადეკვატურ საქციელად მოგეჩვენოთ,
მაგრამ მას არაფერი გაეგებოდა ადამიანთა გაცილებით უფრო დიდი ჯგუფების -
მასების ენისა. მაგალითად, მომყავს აბრაგის პირველი დიდი შეხვედრა-შეჯახება და
მისი მარცხი ბავშვების ჯგუფთან, როცა ის სეთურს სტუმრობდა. საკუთარი მარცხი
თუთაშხიამ ასე შეაფასა: ,, წავიდეთ აქედან, მოსე-ბატონო, თვარა ასე ხუმრობა-
ხუმრობაში იმ მიწასაც მოგვათხრევინებენ მაგენი.” გაცილებით უფრო მძიმე
მდგომარეობაში აღმოჩნდა იგი მეორე დღეს, როდესაც საკუთარ მრევლთან მოქადაგე
თაბაგარს სიტყვა წაართვა და თავად მიმართავს ბრბოს: ,, რას შვრებით, ხალხო, რასა
გავხართ, თუ ხედავთ ამას!. ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ! რა გიყოთ
და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და, აგერ, ამ მოსასპობმა
თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ედავთ ამას?!“ .საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ
თუთაშხიამ ხალხთა ჯგუფს ისე მიმართა, როგორც ცალკე აღებულ ადამიანს, სწორედ
ეს იყო ბრბოს მიერ მისი მიმართვის ვერ გაგების მიზეზი, რასაც ჩაქოლვა მოჰყვა. აქ
ჩანს, რომ ადამიანთა დიდ ჯგუფებთან ურთიერთობის ენა იმ პერიოდში მას არ
ესმოდა.

ამ მონაკვეთში ასევე კარგად იკვეთება, თუთაშხიას სიჯიუტე. მიუხედავად


იმისა, რომ მოსე მას ურჩევს ხალხის ცხოვრებაში ჩაერევისგან თავი შეიკავოს ის ვერ
ითმენს და მაინც მიმართავს ბრბოს.

„დათა თუთაშხია” რომანია, სადაც ნაჩვენებია ეროვნული თავისუფლებისკენ


მიმავალი გზა და გადმოცემულია, თუ როგორ შეიძლება გაკვალოს ეს გზა ერთმა
ადამიანმა, რომელმაც პიროვნული ზრდის ეტაპებს ოც წელიწადზე მეტი დრო
მოანდომა, ამიტომ შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ თუთაშხია არის არა მხოლოდ
სოციალური, ან საზოგადოდ ზნეობრივი გმირი, არამედ იგი არის ეროვნული გმირი,
ეროვნული ინტერესების გამომხატველი ზნეობრივი გმირი. დათა თუთაშხია, თავისი
წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ვაჟკაცური ბუნებით, ერთგვარად ეპოქის
სიმბოლოდ იქცა.

You might also like