You are on page 1of 5

Ძველი ქართული მწერლობა ორ ქვეჟანრად-წამებად და ცხოვრებად იყოფა.

ორივეში
აღწერილია ქრისტიანობისთვის თავდადებული ადამიანის ცხოვრება ,თუმცა პირველში
ხორციელად ნაწამები წმინდანის ღვაწლია გადმოცემული,ხოლო მეორეში მთელი
სიცოცხლის მანძილზე სულიერად ნამოღვაწარი კაცის.სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის
ქართული ჰაგეოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ძეგლი “გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრება”,რომელიც ერთგვარი რუკააა თავისი თანამედროვე ქვეყნის და ფაქტობრივად
ისტორიული წყაროა მე-8 საუკუნის საქართველოსი.ამ “მეთერთმეტე ჟამის მუშაკის”
ცხოვრების გზის აღწერით შეძლო გიორგი მერჩულემ ქართველებში რჯულის განმტკიცება
და “უდაბნოების ქალაქად მქცეველი” კაცის ღვაწლის შეფასება.

“ხილვითა დიდ,ხორცითა თხელ,ჰასაკითა სრულ...და სულითა უბიწო” კაცი იყო Გრიგოლ


ხანძთელი,რომელიც ნერსე ერისთავის კარზე აღიზარდა და “ზეცისა კაცი და ქვეყნისა
ანგელოზი” გახდა.მან თავისი რწმენის ძალით ქალაქად აქცია გაუდაბურებული ტაო-
კლარჯეთი და მადლი თვისი მოჰფინა მთელ ქვეყანას.მის გონიერებას საზღვარი არ
ჰქონდა,ვინაიდან მალევე შეძლო მან “დავითნის” შესწავლა და მრავალი ენის
დაუფლება.ასევე,”სიბრძნე იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაი ისწავლა” ანუ
წარმართული ფილოსოფია შეისწავლა და გაამდიდრა თავისი ცოდნა ყველაფერ
კეთილით.იგი თავმდაბალი და მოკრძალებული გახლდათ და ჭაბუკობის დროსაც კი არ
იქცეოდა ქედმაღლურად და მთელი ცხოვრება ღარიბული ლუკმით იკვებებოდა ,რადგან
იგი ჭამდა,რათა ეცხოვრა და არა პირიქით.თავისი ღვთისმოსავების გამო დიდებულებმა
მას მღვდლად კურთხევა ურჩიეს,რასაც თავმდაბალი ნეტარი შემდეგი სიტყვებით შეხვდა :

-”და აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისგან მეშინია”

Თუმცა,მიუხედავად იმისა,რომ ამ არჩევანში უდიდეს პასუხისმგებლობას ხედავდა ,ის მაინც


აკურთხეს თავისივე სურვილით და ახდა ამით დავითის წინასწარმეტყველება ,რომლის
მიხედვითაც:

“ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა,ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?არამედ


უბრალოი ხელითა და წმინდაი გულითა”

Ანუ ვინ უნდა ამაღლდეს სულიერად ღმერთამდე,თუ არა სულით უბიწო და გულით წმინდა
ადამიანი,ისეთი,როგორც გრიგოლია.

Მღვდლად კურთხევის შემდეგ,დიდებულებს გრიგოლის ეპისკოპოსად შერაცხვის


სურვილი გაუჩნდათ.ამ მომენტშიც გამოიკვეთა წმინდანის მოკძალებული ბუნება ,რადგან
მან ნათლად დაინახა ის ხორციელი დიდება,რომელიც მის ამ გადაწყვეტილებას
მოჰყვებოდა და გაეცილა თავის სახლს,როგორც აბრაამი გაეცილა თავის ურჯულო
ნათესავებს.იგი ხვდებოდა,რომ თავისი ცხოვრების მთავარ მიზანს(“უქმთა მათ უდაბნოთა
შინა გამობრწყინდეს სანთელი ესე დაუვსებელი”)უდაბნოს ქალაქად ქცევა და “ზეთი
განუპარველის” ანუ ღვთის მადლის გავრცელება წარმოადგენდა.თუმცა ამისთვის მას
დახმარება სჭირდებოდა და იპოვა მან სამი თანამოაზრე:დეიდაშვილი საბა ,თეოდორე და
ქრისტოფორე.შეიქმნა “საქოწინე ოთხეული”,რომელიც ქრისტესთვის იღწვოდა და გაიყო
ერთი სული ოთხ სხეულად.ძმადნაფიცებმა განაგრძეს გზა და ქართლში ოპიზის
მონასტერს შეაფარეს თავი.აქ 2 წლის განმავლობაში დიდებულთა გვარის
წარმომადგენელი გრიგოლი ჩვეულებრივი მღვდლის ცხოვრებას ეწეოდა და არც ერთი
საქმე არ ეთაკილებოდა.
Ალბათ,ამით უფრო ამაღლდა სულიერად ღვთის რჩეული,ვინაიდან ეწვია მას
ხილვა,რომელშიც განდეგილი ბერი ხუედიოსი ეახლა.ხუედიოსსაც აცნობა ღმერთმა
გრიგოლის არსებობა და ეკლესიათა მშენებლის ღვთიური მოვალეობა.მაშინ შეხვდა
“ზეცისა ანგელოზი” გრიგოლს ხანძთაში და პატივით მიეგება მას:

“დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ,საქმით კულა უხუცეცეს ხარ ჩემსა”.

Გრიგოლმა ხანძთა დაათვალიერა და ძალიან შეუყვარდა იქაურობა,ამიტომაც ეახლა მას


მეორედ ძმებთან ერთად.პირობა დაუდეს ხუედიოს,რომ სანამ განდეგილი არ
გარდაიცვლებოდა,მანამ არ დაიწყებდნენ ხანძთის გაშენებას.ეს პირობა არ გაუტეხიათ და
ააგეს მათ სენაკები,საკუჭნაო და ხის ეკლესია,თუმცა ეს ძალიან გაუჭირდათ ,რადგან
ოღრო-ჩოღრო ნიადაგთან ბრძოლასთან ერთად,მათ მოუწიათ სამშენებლო მასალების
და იარღების ოპიზიდან ჩამოტანა,ვინაიდან ამ ტერიტორიაზე საერთოდ არავინ არ
ცხოვრობდა.მაგრამ,ნეტარი არ შეუშინდა სირთულეს და განაგრძო შრომა .გრიგოლმა
ააგო მონასტვრის ძელიც და სატრაპეზოც და როდესაც ხუედიოსი გარდაიცვალა ღვთის
წყალობით მოწაფეებიც შეემატნენ ხანძთას.გრიგოლი არაჩვეულებრივი მასწავლებელი
აღმოჩნდა,ვინაიდან იგი ზარმაცებს არ იწყნარებდა და გამოცდას უტარებდა თავის
მოსწავლეებს,რათა გულით წმინდა და კეთილი კაცები ჰყოლოდა
მონასტერში.რამდენადაც გრიგოლის სათნოება იზრდებოდა,იმდენად იზრდებოდა
მოწაფეების სიკეთეც.

Თუმცა სულიერად მდიდრებს,ხორციელი სიღარიბის ატანა უხდებოდათ ,რის გამოც მოუწია


მენეჯრის როლის ათვისება გრიგოლს და ეახლა აშოტ კურაპალატის კარზე
განთქმულ,მდიდარ აზნაურს,გაბრიელ დაფანჩულს.ამ ღვთისმოსავი კაცის დახმარებით
მოახერხა ნეტარმა წმ.გიორგის სახელობის ხანძთის დასრულება,სანაცვლოდ კი ააგო
დედათა მონასტერი “გუნათლის ვანი”.გრიგოლის მეგობრულმა ხასიათმა კვლავ ინათა
და დაუახლოვდა წმინდანი მერეში მოღვაწე დედა ფებრონიას.თუმცა ,ყოველივე ამან
მაინც ვერ გადაჭრა მატერიალური პრობლემები,ვინაიდან სახნავ-სათესი მიწები ხანძთას
არ გააჩნდა.კიდევ ერთხელ მოიზომა მენეჯრის პიჯაკი გრიგოლმა და აშოტ კურაპალატს
მოწვევაზე დასთანხმდა.დიდი პატივით შეხვდნენ ერთმანეთს წარჩინებულები და
ხელმწიფემ ხანძთას შატბერდის მიწები შესწირა.

Ხორციელად იზრდებოდა ხანძთა და სულიერად მაღლდებოდა გრიგოლი .მას მამა


ეტუფანე ,მატოი და ზენონი შემოემატა.ამ უკანასკნელის საღვთო გზაზე დადგომის
ისტორია კი ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა,თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა ,რომ
გრიგოლმა ფებრონიის ნათესავი თავისივე ხელით ჩაიყვანა ხანძთაში და უდიდესი
სიკეთით მიიღო მონასტერში.

Დადგა დრო მონასტერში წესდების შემოღების და განათლებულმა და გონიერმა


გრიგოლმა გადაწყვიტა ჩასულიყო კონსტანტინეპოლში და გაემდიდრებინა თავისი
ცოდნა,რათა ისეთი წესდება დაეწერა ბრძენნიც,რომ ვერ დაუწუნებდნენ.აქ იჩინა თავი
ევროპის მიმართ ინტერესმაც.ამავდროულად გაგზავნა ერთი კაცი იერუსალიმში
“საბაწმინდის წესის” გადმოსაწერად და ჩავიდა ბიზანტიაში ,სადაც

“სიხარულით მოვლნა ყოველნი წმინდანი ადგილნი სალოცველნი,რამეთუ მრავალთა


ენათა წურთილ იყო იგი”.
Თუმცა დაბრუნებისას, ტაოს მიუახლოვდა თუ არა,აშოტ კურაპალატის გარდაცვალების
ამბავი აცნობეს და იგლოვა ქრისტიანი ხელმწიფის სიკვდილი სათნო
გრიგოლმა.ხოლო,როდესაც მიახლოვდნენ იშხანს აცნობეს,რომ მონასტრის აღდგენა და
ეპისკოპოსად საბას კურთხევა სურდათ და განიხარა კვლავ გრიგოლმა,რადგან “სამების
მადლი” თანდათან ეფინებოდა ქვეყანას.ამ დროს ჩამოვიდა იერუსალიმიდან კაცი და
ჩამოიტანა “საბაწმინდის განგებაი” და დაწერა გრიგოლმა “სიბრძნით განსაზღვრებული
და მეცნიერებით განბრწყინვებული” წესდება.

Მიუხედავად მკაცრი წესებისა,რომლებიც თავის მოწაფეებს დაუწესა ,ნეტარს თავისი


ძმადნაფიცები და მოსწავლებიი ისე უყვარდა,როგორც:

“კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი”.

Ეს კარგად გამოჩნდა მაშინ,როდესაც თეოდორე და ქრისტოფორე აფხაზეთში ჩავიდნენ


მონასტრის ასაგებად,გრიგოლი კი ეახლა დემეტრე მეორეს,რათა ძმანი მისნი ხანძთაში
დაებრუნებინა.ეს კიდევ ერთხელ განმეორდა,როდესაც მღვდლები ქართლში
გაიპარნენ,თუმცა გრიგოლმა ორივეჯერ მიუტევა თავის მეგობრებს და სურვილი შეუქო
კიდეც,თუმცა სთხოვა,რომ შემდეგში თავისთვისაც ეცნობებინათ მათი გულის
წადილი.მისი შემნდობი ხასიათი მაშინაც გამოიკვეთა,როდესაც დემეტრემ ტყუილით უარი
განაცხადა თევდორეს და ქრისტეფორეს გამოძახებაზე.ნეტარმა მიუტევა ეს სიცრუე და
როდესაც მეფემ ეკლესიის აშენება სთხოვა,ააგო უბისის მონასტერი .

“Უდაბნოს ქალაქად მქცეველი” გზადაგზა აგებდა მონასტრებს და ბაგრატ კურაპალატის


მეოხებით აღაშენა მან შატბერდიც.თუმცა,ერთ რამეზე ზრუნვისას მას არ ავიწყდებოდა
ყველაფერი სხვა,რის გაკეთებაც სურდა,ამიტომაც ბაგრატთან სტუმრობისას უამბო
ხელმწიფეს საბას ამბავი.აქ მინდა ხაზი გავუსვა გრიგოლის ავტორიტურობასაც ,ვინაიდან
საბა არა ბაგრატის თხოვნით,არამედ ნეტარის მოწვევით ჩავიდა ტაოში ,რადგან
სასულიერო პირებისთვის მეფე მხოლოდ უფალი იესოა,ხოლო გრიგოლი ზეციერ
სამყაროსთან გადებული ხიდი:

“დიდებულო მეფეო,შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ,ხოლო ქრისტე ყოველთა


დიდებულთა...არამედ აწ სიტყვითა ძმისა და მოძღურისა ჩემისა გრიგოლისითა მოვედ
წინაშე შენსა”.

Აღსანიშნავია ასევე ისიც,რომ:

“ნეტარი მამაი ჩუენი გრიგოლ პატივცემულ იყო ზეგარდმო ღმრთისა მიერ და ჟამთა მასთა
არავინ ურჩ იყო სიტყუათა მისთა”

Ანუ დიდად პატივცემული იყო გრიგოლი ,რის გამოც ეპისკოპოსებმა აირჩიეს იგი
კლარჯეთის არქიმანდრიტად და ეს სტატუსი ჰქონდა მას გარდაცვალებამდე .

Შეუძლებელია ხაზი არ გავუსვა გრიგოლის დამოკიდებულებასაც მშობლის მიმართ .იგი


დედამისს დიდი მოწიწებით და სიყვარულით ხვდება და ამბობს ბიბლიაში ნახსენებ
სიტყვებს:

“შვილო მიაგე მშობელთა შენთა,რაი იგი მოგაგეს,რამეთუ თვინიერ მათსა შენმცა არა
იყავ”
Ამის შემდეგ ნეტარი იღებს დედამისის სულის ამაღლების პასუხიმგებლობას და
ლოცულობს გამუდმებით მშობლის სულის ხსნისთვის მანამ,სანამ ქალი არ
გარდაიცვლება.

Მიუხედავად იმისა,რომ გრიგოლს ასაკი ემატებოდა,თავისი მახსოვრობა არ


უარესდებოდა.მან კარგად იცოდა დღესასწაულთა განგების წესები და

“რამეთუ,რომელიცა დაესწავა,დაუვიწყებლად ახსოვდა”

Შეუნარჩუნა უფალმა მას ტკბილი ხმა,რომლითაც გალობდა და მახსოვრობა,რომლის


დახმარებითაც ახალი და ძველი აღქმა,სხვა საეკლესიო ნაწარმოებებთან
ერთად,ზეპირად ახსოვდა.

Ზემოთ ერთხელ უკვე ვახსენე გრიგოლის ავტორიტეტულობა,თუმცა ის შემთხვევა ვერ


შეედრება ჯავახეთის კრებაზე მომხდარ ამბავს.ამ კრებაზე ეპისკოპოსები ,მამფალი
გუარამის თანდასწრები, აკრიტიკებდნენ არსენის მამის ,მირანის საქციელს ,რომლის
გამოც მღვდელი ეპისკოპოსად დროზე ადრე დანიშნეს.თუმცა,ყველა სულმოუთმენლად
ელოდა ნეტარის გამოჩენას და მის გადაწყვეტილებას.ამ დროს გამოჩნდა ღვთის რჩეული
და:

“სამოსელი იგი შეურაცხი...ესრეთ ჩნდა,ვითარცა ნათლისა ბრწყინვალისა


განუცდელისაი,ხოლო კუკული იხილვებოდა,ვითარცა გვირგვინი სამეუფოი...”

Ანუ მნათობი ტანისამოსი ემოსა და თავზე შარავანდედი


ედო,რომელიც,რათქმაუნდა,ღმერთის მიერ შექმნილი ერთგვარი ილუზია იყო,რათა
გრიგოლის სიწმინდეს მოჰფენოდა ნათელი.მან მაშინვე მიმართა ეფრემს,რომელსაც
ძმადნაფიცი არსენის საქციელი არ მოსწონდა და აზრი შეუცვალა.ასევე მოიქცა კრებაზეც
და ყველას განუცხადა,რომ არსენს ისედაც ერგებოდა ეპისკოპოსობა ,მამამისმა კი ეს
უბრალოდ დააჩქარა.ნეტარის სიტყვა კანონი იყო ყველასთვის,ამიტომაც კრების
გადაწყვეტილება ფაქტობრივად გრიგოლმ მიიღო.

Ნეტარის სიტყვას ძალა არამარტო სასულიერო პირებისთვის,არამედ საერო


პირებისთვისაც ჰქონდა.როდესაც აშოტ კურაპალატმა ცოლს უღალატა და შინ სიძვის
დიაცი მიიყვანა,სწორედ გრიგოლმა მიაბარა ქალი მერეს მონასტერს და აუკრძალა
ხელმწიფეს ამგვარი ცოდვა,რადგან იცოდა ნეტარმა,რომ თუ მეფე ჩაიდენდა ამას და
მიუტევებდნენ,მაშინ ყველა სხვაც მოინდომებდა იგივეს.მსგავსი ინციდენტი მოხდა
ადარნასე ხელმწიფის დროსაც.მანაც მამასავით გულის წადილს დაუგდო ყური და ცოლი
მისი აფხაზეთში გააძევა და სხვა ცოლი შეირთო.როდესაც ამის შესახებ გაიგო გრიგოლმა
ეახლა ადარნასეს და უთხრა:

“არასმენისათვის სიტყუათა ჩემ გლახაკისთა მიეცე ბოროტთა სენთა..”

Და აუწყო,რომ მეფეც და მისი შვილებიც სასტიკი სენით დაავადდებდნენ მანამ ,სანამ


დედოფალი არ მიუტევებდა ცოდვებს ადარნასეს.ეს სწორედ ასე მოხდა და მხოლოდ
ქალის შემნდობი ხასითის წყალობით გადარჩა ხელმწიფე.

Როგორც ჯავახეთის კრების დროს გამოჩნდა გრიგოლის სიწმინდე,ისე გაესვა ამას ხაზი
მაშინ,როდესაც ცქირმა მკვლელი დაუქირავა ნეტარს და ამ მკვლელმა იხილა ნათლის
სვეტით განათებული და თავზემოდ ჯვარგამოსახული არქიმანდრიტი:
“სვეტი ნათლისაი ფრიად ბრწყინვალე... ჰფარვიდა მას.და იყო თავსა მისსა ჯუარი ..”

Ამ ყველაფრით და ასევე ნეტარის სიტყვებით,რომლებითაც განკიცხა გრიგოლმა


მკვლელი კაცის 3 გრივი მარცვლეულის და 5 თხის გამო მოკვლისთვის,კაცმა არ მოკლა
გრიგოლი,თუმცა,როდესაც კვლავ ეახლა ცქირს უამბო ყველაფერი რაც დაინახა .მაშინ
გამოგზავნა ჯარი ცქირმა ხანძთის ასაღებად,გრიგოლმა კი სთხოვა მათ ლოცვის უფლება
მიეცათ.ნეტარის ღვთაებრივი ძალის დახმარებით სანამ ლოცვას დაასრულებდნენ ცქირი
დაიღუპა და ხანძთაც გადარჩა.

Როდესაც გრიგოლს 102 წელი შეუსრულდა,მისი გარეგნობა არ შეიცვალა და თვალს არ


დააკლდა:

“ხოლო ფერი პირისა მისისაი არა იცვალა,არცა შეემთხვია თვალთა მისთა მრუმედ
მხედველობაი”

Არც შრომისმოყვარეობა შეუმცირდა მოხუცს და არც სიკეთე.თუმცა,იგრძნო ნეტარმა ,რომ


დრო დადგა გარდაცვალების და შატბერდელ და ხანძთელ ბერებს მოუწოდა ამ ძმური
ურთიერთობის სამუდამოდ შენახვისკენ და გაგზავნა სანთლები ყველგან რათა აენთოდ
თავისი სულისთვის.სიკვდილის წინაც კი თავმდაბალი იყო გრიგოლი,რადგან სთხოვა
ყველას,რომ დაემარხათ იგი სხვა მღვდლებთან,რადგან:

“არა უმჯობეს ვარ ძმათა ჩემთა სათნოვებათა მოგებითა.”

Გარდაიცვალა წმინდანი 861 წელს,102 წლისა.ხოლო ნაწარმოები დაიწერა 90 წლის


შემდეგ ნეტარის მოწაფეთა მონაყოლის მიხედვით,რათა ვაქოთ და ვადიდოთ გრიგოლ
ხანძთელი აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე.

Მაშასადამე,”გრიგოლ ხანძეთილის ცხოვრება” აღწერს ქრისტიანობისთვის


თავდადებული წმინდანის ცხოვრების გზას,რომელმაც იგი “მეთერთმეტე ჟამის მუშაკს”
მიამგვანა.ამ ნეტარის წყალობით გაძლიერდა რწმენა ქვეყანაში და გაუდაბურებული ტაო -
კლარჯეთი ქალქს მიემსგავსა.იგი გახდა მაგალითი “ზეცისა კაცის და ქვეყნისა
ანგელოზის.

You might also like