You are on page 1of 2

სულო ბოროტო

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი სევდა და


მწუხარებაა, რაც არსებული სინამდვილით უკმაყოფილების ნიადაგზე იყო აღმოცენებული.
ლექსს ,,სულო ბოროტოში“ დიდი რაოდენობითაა სევდა, მწუხარება და გულგატეხილობა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსის დასაწყისში მიმართავს ბოროტ სულს , რომელმაც


დაურღვია სულის სიმშვიდე, მოუკლა ,,ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“.

,,სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,

ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?“

მგოსანი ბოროტი სულის სახელით ნათლავს ხმას, რომელიც შვიდი წლით ადრე
აღწერა "ხმა იდუმალში". პოეტი სვამს საკითხს თუ ვინ არის მისი ცხოვრების წინამძღოლი
ანგელოზი თუ ეშმაკი, ვისი კარნახით აქვს ცხოვრება გატარებული. ,,სულო ბოროტოში კი ამ
კითხვას პასუხს სცემს იდუმალი ხმა პოეტს თავისუფლებას, ,,ტანჯვათა შორის სიამეს”,
ჯოჯოხეთის სამოთხედ გადაქცევას შეჰპირდა. ამ დაპირებებით მოიხიბლა და შეცდა პოეტი.
ამ პერიოდში იგი ურთულეს სიტუაციაშია, პოეტი არჩენს ოჯახსა და ავადმყოფ მამას,
იძულებული იყო უარი ეთქვა ოცნებებზე, იგი ხომ დამონებული ქვეყნის დამონებული
შვილი იყო.

ბოროტმა სულმა დაპირება არ შეასრულა და ავტორს მიაგო დამსხვრეული


ოცნებები,ყოფითი ცხოვრების ტყვეობა, სულის სიმშვიდის დაკარგვა. ,,მერანის“ მხედარი,
რომელსაც არ აშინებს თვალბედითი ყორნის ჩხავილი, დაღლილია. ნიკოლოზ ბარათაშვილი
წყევლის იმ დღეს, როცა დაიჯერა, რომ ლაღად, თავისუფლად შეეძლო მიეღწია
საწადელისათვის. ოცნებათა სიმაღლეს შეენაცვალა მიუწვდომლობის უფსკრულში ჩავარდნა.
ავტორი ბოროტ სულს მოსთხოვს დატოვოს, სასწრაფოდ გაწმინდოს მისი არსება,
დაუბრუნოს სულიერი სიმშვიდე, გასცეს პასუხი მის კითხვებს, თუ რატომ აურია ,,წრფელი
ზრახვანი“ , რატომ შეაცდინა.

,,სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,

რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?’’

პოეტის გარშემო თითქოს სიბნელემ დაისადგურა. დაიწყო საშინელი მარტოობა და


,,სულიერი ობლობა“. მაიკო ორბელიანს შესჩიოდა პოეტი: „არ დაიჯერებ, მაიკო, სიცოცხლე
მომძულებია ამდენის მარტოობით“, „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?“
ადამიანთა ნდობა დაკარგა, რადგან ის, ვინც მაღალი გრძნობის ეგონა, უგულო აღმოჩნდა,
გონიერი–უჭკუო, მშვენიერ კი მხოლოდ ნიღაბი და მოჩვენება.

,, რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.’’

ბოლო სტროფში საკუთარ მაგალითზე გვიხატავს, თუ როგორია ადამიანი ბოროტი


სულის ზემოქმედების ქვეშ. ამ დროს ადამიანი კარგავს სამ უმთავრეს ქრისტიანულ
სათნოებას: რწმენას, იმედს, სიყვარულს.
,,ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?

ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!“

რწმენა, ღვთიური საჩუქარია, მეფური სტუმრია,ის სტუმრობს მხოლოდ მას, ვინც


მზადაა მის მისაღებად. იმედი გრძნობაა ყველაზე მაღალი, რომელიც შეუზღუდავია. მის
გარეშე, რწმენა შეუძლებელია. სიყვარული ძალაა, რომელიც მართავს მთელი მსოფლიოს.
მისი დახმარებით შეგვიძლიათ განვსაზღვროთ ადამიანების დამოკიდებულება
ერთმანეთთან და ღმერთთან.

,, ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი


სიყვარულია.“

პოეტი ბოროტ სულის დახასიათებისთვის იყენებს ეპითეტებს, რითაც იდუმალი ხმის


ბუნებას წარმოაჩენს. ლექსი მთლიანად მიმართვას ეფუძნება, ხშირად გამოყენებულია
რიტორიკული კითხვები და შეძახილები.

ამ ლექსს თავიდან ბოლომდე გასდევს ბრძოლის განწყობა, სატანასთან


შეურიგებლობის სულისკვეთება, ამბოხება. პოეტი დამორჩილებული არაა, მართალია ის
წაქცეულია, თუმცა იგი წამოდგომას და “მაცთურებისაგან” თავის დაღწევას ცდილობს, რათა
სიმშვიდე მოიპოვოს.

You might also like