You are on page 1of 2

ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, ყველას თავისი პასუხისმგებლობა

აქვს. ვფიქრობ, რომ იყო პოეტი ესეც დიდი პასუხისმგებლობაა. პირველ


რიგში, შენ ვალდებული ხარ ერის და საზოგადოების წინაშე, შემდეგ
საკუთარი თავის. პოეტები თავიანთ დარდს, ტკივილს, სიხარულს თუ
ბედნიერებას წერით გამოხატავენ. აიღებენ კალამს და ამ კალმით
შეუძლიათ მთელი საზოგადოება საგონებელში ჩააგდონ, იხსნან ან
პირიქით.
ძალიან ბევრი კარგი პოეტია დღეს და კიდევ უფრო შესანიშნავები
იყვნენ უწინ. და მაინც რა არის პოეტის დანიშნულება ამ ქვეყანაზე?
ყველას არ შეუძლია იყოს პოეტი, ამას დიდი ნიჭი უნდა და სულიდან
წამოსული სურვილი. პოეტი მზად უნდა იყოს, რომ კრიტიკის ობიექტი
გახდება, მაგრამ ამასთანავე, ზოგიერთისთვის, შთაგონების წყაროდ
იქცევა.
რაც აქამდე ვისწავლე გენიალური პოეტების შემოქმედებებიდან არის
ის, რომ უნდა შეგეძლოს დაუპირისპირდე საზოგადოებას, გაკიცხო ის,
მაგრამ არა სიძულვილით, არამედ მათი გამოსწორების მიზნით და
სურვილით. როგორც ილია ამბობს, ის ამ ქვეყანაზე არ მოვიდა იმიტომ,
რომ ტკბილად ისაუბროს და ყველას ეპირფეროს, არამედ მოვიდა
იმისთვის, რომ ხალხს თვალები აუხილოს.
,, მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.“

აკაკი წერეთელი წერს:


,,ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია.“
ანუ ის ამბობს, რომ მისი გული სარკედაა ქცეულია და ვინც შიგნით
ჩაიხედავს ის ზუსტადაც თავის თავს დაინახავს. დაინახავს თუ როგორია
ნამდვილად. სარკეში ჩვენს ნამდვილ სახეს ვხედავთ, ოღონდ
ხორციელად. გულის სარკე კი ჩვენს შინაგან სამყაროს დაგვანახებს.
სიმართლე მწარეა და სწორედ ამას ქადაგებს პოეტი.
ჭეშმარიტი პოეტი, ღვთისგან მოვლენილი, ყოველთვის იქნება:
პატრიოტი, პირდაპირი, ახალი სარკე, ერის წინამძღოლი. ის ყოველთვის
გვერდში უდგას ერს, მაგრამ სამწუხაროდ ამის დანახვა რთულია.
რთულია გავაცნობიეროთ ჯანსაღი კრიტიკა, რთულია გავიგოთ რა არის
ნამდვილი სიყვარული. ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.
კარგი პოეტი და ერის წინამძღოლი ყოველთვის ეტყვის მოყვარეს მის
ნაკლს, რადგან სხვების დასაცინი არ გახდეს. ყოველთვის მიუტანს
სარკეს და დაანახებს, მაგრამ ამას არ გააკეთებს მტერი. ჭეშმარიტი პოეტი
სწორედ ასეთია.

You might also like