You are on page 1of 10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

მეოცე საუკუნის დიადი წიგნები

ლექტორი: მარიამ ტორაძე


პრეზენტატორი: სალომე ამირიძე
ანტონიო და დავითი

ჯემალ ქარჩხაძე
სანამ უშუალოდ წიგნზე გადავიდოდეთ, მინდა ორიოდე
სიტყვით ავტორზე, მის ბიოგრაფიასა და პიროვნებაზე
ვისაუბროთ.

ჯემალ ქარჩხაძე 1936 წლის 13 მაისს დაიბადა,


ვანის რაიონ, სოფელ უხუთში. გარდაიცვალა 1998 წლის, 8
ნოემბერს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მის არაერთ
ნაწარმოებთან მქონია შეხება და შემიძლია ვთქვა, რომ „იგი“
და „ანტონიო და დავითი“ ჩემი ყველაზე საყვარელი
ნაწარმოებებია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მესარგებლა
შემთხვევით და ჩემი პრეზენტაცია ერთ-ერთ მათგანზე
გამეკეთებინა. ინტერვიუში ის ამბობს: „ საცა კი ჩემს
ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი
ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია,
ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს
და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული“.
ანტონიო და დავითი პოსტმოდერნისტმა მწერალმა პირველად 1987 წელს
გამოსცა. რომანის მოქმედების ადგილი შუა საუკუნეების საქართველოა .
ამბის მთხრობელი გახლავთ იტალიელი მოგზაური, ბართლომეო დ ’ანიტი ,
რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის . ეს
წიგნი მთლიანად არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის თხრობა. თუ
როგორ შეიძლება ბოროტმა ცოდვები გულწრფელად მოინანიოს, დაიწყოს
ახალი ცხოვრება და იქცეს კეთილად. მონანიება არასდროს არის გვიან . ეს
რომანი პირველად წლების

წინ, საკმაოდ პატარა ასაკში წავიკითხე, რა თქმა

უნდა, ჩავწვდი მის აზრს, თუმცა როდესაც

რამოდენიმე წლის შემდეგ თავიდან წავიკითხე ,


კიდევ უფრო შემიყვარდა, დავინახე ის, რაც

პირველ ჯერზე ჩემთვის შეუმჩნეველი დარჩა.

და მეტად დავაფასე ის.


პერს ონაჟებ ი

ბართლომეო დ’ანიტი- იტალიელი ვაჭარი, მოგზაური,


მთხრობელი.
ანტონიო- ერეტიკოსად შერაცხული ბერი.
დავითი- თავადის უკანონო შვილი.

ეფრემი- სოფლის მღვდელი.


მამა სებასტიანე- მოგზაურობის ზედამხედველი ბერი.

ბებე- დავითის მონა, „ზანგი“.


წიგნში საუბარია ისეთ თემებზე, როგორიცაა -
ქრისტიანული რელიგია, სიკეთე, ბოროტება,
სიყვარული, მეგობრობა, სიმართლე.
ეს იმდენად გამორჩეული წიგნია ჩემთვის, რომ მინდა
მის შესახებ ყველამ იცოდეს, ყველას ჰქონდეს
წაკითხული და აფასებდეს. საოცარია თუ რამდენად
დიდი ტრანსფორმაცია შეუძლია ადამიანს განიცადოს,
როდესაც სწორ ადამიანებთან მოხვდება, როგორ
შეუძლია გაბოროტებულ გულს ლღვობა დაიწყოს და
მოუნდეს სიკეთის თესვა, როგორც ეს წიგნში დავითს
გადახდება თავს. სწორი ადამიანები ამ შემთხვევაში
ბართლომეო და ანტონიო არიან, რომლებმაც შეძლეს
და დავითს სამყარო სხვა თვალით დაანახვეს.
ეს არის წიგნი, რომელიც ნამდვილად „ერთი ამოსუნთქვით “ იკითხება .
კითხვის პროცესში ემოციები ერთმანეთში ირევა , ავტორი ახერხებს
მთლიანად შეითრიოს და მოვლენების თანამონაწილე გახადოს მკითხველი .

პირდაპირ მკითხველის თვალწინ ბოროტი,


დაუნდობელი ადამიანი მთლიანად იცვლის

სახეს და იქცევა სულ სხვა პიროვნებად. ეცნობა

ახალ აღთქმას და ცდილობს წარსული

შეცდომების გამოსწორებას, მათ მონანიებას და

რაც მთავარია, ამას გულწრფელად და

ნამდვილად ცდილობს.
დავითმა ტრანსფორმაცია განიცადა- ყაჩაღი და ბავშვებით
მოვაჭრე, ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი ხდება.

წიგნი სიკეთითაა სავსე, ადამიანს ცხოვრებას სხვა თვალით დაანახვებს და


საკუთარ შეცდომებზე დააფიქრებს. როდესაც ნაწარმოებს ამხელაძალა
აქვს, ის ნამდვილად იმსახურებს აღიარებას.
ანტონიო და დავითი - ჩემთვის ნამდვილად არის დიადი წიგნი. წიგნი,
რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, დამანახა მეგობრების და იმ ადამიანების
ფასი, რომლებისგანაც შემიძლია ბევრი ვისწავლო და უკეთესი გავხდე !
გმადლობთ ყურადღებისთვის.

You might also like