You are on page 1of 1

ადამიანი გარემოს შვილი და გარემოების

მსხვერპლია

გარემო ქმნის ადამიანის პირველ და საბოლოო სახეებს. შეგვიძლია თამამად


ვთქვათ, რომ ინდივიდები გარემოების მსხვერპლები ვართ. წუთისოფელში
მიმდინარე თითოეული მოვლენა ცვლის ჩვენს ზნეობას. დავით კლდიაშვილის
მოთხრობაში ,,სამანიშვილის დედინაცვალი’’ ასახულია იმ პერიოდის საერთო
ყოფა და მასზე ,,მორგებული’’ საზოგადოება, რომელმაც ყველაფერი იცის,
მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება თვითგადარჩენის წყურვილი უპირველეს
ადგილს იკავებს. მოთხრობაში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება მოვლენამ,
რომელიც ბედნიერების მომტანი უნდა იყოს, სამანს (საზღვარს) გადაგაცილოს და
გაქციოს ნადირად. დავით კლდიაშვილს, აშკარაა, კარგად შეუძლია სიტყვებით
თამაში. ნაწარმოების დასაწყისში, ბეკინა სამანიშვილის, როგორც ღარიბი
აზნაურის გაცნობისას, გამოყენებული აქვს სიტყვა ,,რასაკვირველია“, რაც
აშკარად წარმოაჩენს იმას, რომ ეს მოთხრობა არათუ მხოლოდ კონკრეტული
პიროვნებების, არამედ საყოველთაო, აუტანელი ყოფის შესახებაა. ამბავი
ტრაგიკომიკურია. ტრაგედიაა ის, რომ შემოდგომის აზნაურებს ბედის ბორბალი
უკუღმა დაუტრიალდათ. მიუხედავად იმისა, რომ პლატონი ყველაფერს აკეთებს
მდგომარეობის უფრო მეტად არ დამძიმებისთვის, არაფერი არ გამოსდის.
პლატონ სამანიშვილი თავად მიდის დედინაცვლის საძიებლად.

You might also like