You are on page 1of 2

ფინანსური დამოკიდებულება პიროვნულ დამოუკიდებლობას

ხელყოფს
N-39
არსებობს მოსაზრება, რომ ფინანსური დამოკიდებულება პიროვნულ
დამოუკიდებლობას ხელყოფს.
მიხეილ ჯავახიშვილის რომანში, ,,ჯაყოს ხიზნების’’, ერთ-ერთ
მონაკვეთში საუბარია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფინანსურად
უზრუნველყოფილი ცხოვრება მიხეილ ჯავახიშვილის
პერსონაჟებისათვის,კონკრეტულად ჯაყოსთვის და მარგოსათვის.
ჯაყოც და მარგოც ერთ აზრზე არიან. ისინი თვლინ, რომ თეიმურაზი
ხელმოცარული კაცია და ვერსად ვერ გამოდგა თავისი პატიოსანი
შრომით. ამიტომაც მარგოს დამოკიდებულებაც ნათელია, მას სურს რომ
მისი მეუღლე ფინანსურად გამართული იყოს და თეიმეურაზს
ეუბნება: ,,ცუდუბრალოდ ხეტიალს ისევ დახლიდარობა სჯობია“. ამ
სიტყვებით მარგო ხაზს უსვამს თეიმურაზის უსაქმურობას.
თეიმურაზს გარემოება აიძულებს დასთანხმდეს ჯაყოს შემოთავაზებას.
ამ თანხმობით თეიმურაზი თითქოსდა იზიარებს და ემორჩილება ჯაყოს
მოტივს , სინამდვილეში კი ემორჩილება და იზიარებს. თეიმურაზ
ხევისთავს პიროვნულ დამოკიდებულებაზე სწორი და სტანდარტული
წარმოდგენა ექნებოდა რომ არა ფინანსური დამოკიდებულება ,
რომელმაც მისი სტანდარტი ხელყო.
სწორედ ასეთივე პრობლემა დგას დავით კლდიაშვილის ,,სამანიშვილის
დედინაცვალში“. პლატონი ამბობს, რომ თუ მამამისს შვილი შეეძინება
ისედაც რუდუნებით შეკოწიწებული ქონება გაიყოფა და ყველაფრის
გარეშე დრჩება. პლატონი კარგავს ყველა ადამიანურ ღირსებას, მეტიც ის
კარგავს საკუთარ პიროვნებას. მასში სრულიად სხვა ადამიანი სახლდება,
რომელიც მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
პლატონ სამანიშვილი უარს ამბობს საკუთარ მამაზე, ძმაზე და
კეთილშობილ დედინაცვალზე, რომელსაც მისთვის კარგის მეტი
არაფერი გაუკეთებია. ამ ყველაფრის მიზეზი კი მხოლოდ ერთია- ქონება.
21-ე საუკუნეში ფინანსები ფაქტობრივად უმთავრესი რესურსია.
ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია საკუთარი იდეების
განხორციელება და არსებობაც კი.
ცალკული პირები, სტრუქტურები, სახელმწიფოებიც კი ფინანსებთან
ურთიერთობისას გაუფრთხილებლობასა და წინდაუხედაობას იჩენენ.
დაქირავებული პირი ვალდებულია დამფინანსებლის ყველა მოთხოვნა
შეასრულოს ამის გამო ბევრ ადამიანს უწევს ხელყოს საკუთარი შრომის
უფლება მაგალითად იმუშაონ დასვენების დღეებშიც. ფინანსური
დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში ლახავს პიროვნების ღირსების
განცდას ეს კი შესაძლოა გადაიზარდოს სხვადასხვა სახის
წინააღმდეგობაში,მაგალითად საპროტესტო მოძრაობაში. დაცულია არა
ის ვინც აპროტესტებს და აღწევს, არამედ ის, ვისაც გაპროტესტება არ
სჭირდება.
ჩემი აზრით,ფინანსური დამოკიდებულება იმიჯსა და პერსპექტივას
ხელყოფს, ინიციატივას ახშობს, სწორედ ამიტომ ადამიანები იმდენად არ
უნდა გახდნენ დამოკიდებულნი ფულზე, რომ მათ დაკარგონ
პიროვნული დამოუკიდებლობა.

You might also like