You are on page 1of 1

როდესაც ადამიანი თვალს ხუჭავს უზნეობაზე, მისი თანამონაწილე ხდება

არიან ადამიანები, რომლებსაც უზნეოებად, ბოროტებად, ამაზრზენებად ვრაცხავთ ,


მაგრამ როდესაც ისინი ამ ბუნებას ამჟღავნებენ და არასწორად მოქმედებენ ჩვენ თვალს
ვხუჭავთ, ისე თითქოს ჩვენი საქმე არ იყოს. არ გვინდა ხომ თავის შეწუხება? ყველას
თავისი პრობლემა არ აქვს, რომელიც თავადვე უნდა მოაგვაროს? მთავარი ხომ სიმშვიდე,
უდარდელობა და მყუდროებაა.

გივი გეგეჭკორი თავის ლექსში „ფეოდალი“, წარმოგვიდგენს პიროვნებას, რომელიც


ყველას გვძულს და გულს გვირევს.ის სულით ღატაკი, ამპარტავანი ფეოდალია. ჩვენ კი
ვზივართ და ვუსმენთ სადღეგრძელოებს საქართველოზე ამ კაცისგან, რომელიც
თავისუფლად გაყიდიდა საკუთარ სამშობლოს, ვუსმენთ თუ როგორ დასცინის
პატიოსნებას არადა თავად თავს პატიოსნების განსახიერებად წარმოგვიდგენს . გვძულს
არა იმიტომ რომ ღვინითაა გამომთვრალი არამედ გულს გვირევს მისი გოროზი,
გულღვარძლიანი, თავგასული პიროვნულობა. ეს კაცი მარტო ერთი, რესტორანში
მჯდარი, მთვრალი ფეოდალი არაა, ის წარმმოადგენს ყველა იმ უზნეო პიროვნებას,
რომელიც დღეში შეიძლება ათობითაც გვხვდება და ჩვენ ვზივართ კუთხეში ,
დამალულები, ჩუმად და არ ვუწევთ არანაირ წინაარმდეგობას, როდესაც რეალურად ხმა
უნდა ამოვიღოთ წინ უნდა გადავეღობოთ და დავამარცხოთ.

You might also like