You are on page 1of 2

„კაცია-ადამიანი?!

“ თხზულება

ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის გამორჩეული ქართველი პოეტი და საზოგადო


მოღვაწეა,რომლის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს სოციალური და ეროვნული
თემატიკა,მოძრაობისა და მოქმედების კონცეპტი,მართლის თქმის პრინციპი და ა.შ.

„კაცია-ადამიანის“ჩვენთვის მოცემული მინიმალური ეპიზოდითაც კი უამრავ


საჭირბოროტო საკითხს აყენებს დღის წესრიგში და ცდილობს,რომ მათზე დაგვაფიქროს.

ვკითხულობთ როგორ განიცდიან ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები ბატონყმობის


გადავარდნას,მათ დამშვიდებას კი უერთგულესი ყმა,დათო იღებს საკუთარ
თავზე:“იმას,რომა ყმები ჩამოგვერთმევაო,რომ ამბობენ,ტყუილია.გესმის თუ არა?“ ავტორი
თავიდან ბოლომდე იყენებს დიალოგს,როგორც მთავარი სათქმელის გამოხატვის უმთავრეს
საშულებას,რადგან ასეთ დროს კარგად ესმევა ხაზი პერსონაჟთა
დამოკიდებულებებს.ეპიზოდის დასაწყისიდანვე ნათელი ხდება როგორ უჭირთ მათ
ცვლილებების აღიარება,როგორ მძაფრად რეაგირებენ ამ საკითხზე .მიზეზი მარტივია-ისინი
ბოლომდე არიან გასისხლხორცებული იმ სამყაროში,რომელშიც ცხოვრობენ ,შეუძლიათ
უშრომელად,უდარდელად,ყოველგვარი ძალისხმევისა და განათლების გარეშე მიიღონ
ყველაფერი... განათლების ნაკლებობა ავტორისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია და
მის მნიშვნელობაზე კარგად გვესაუბრება პერსონაჟების დახმარებით. ჯერ ერთი,ძალიან
ღარიბი ლექსიკით ასაუბრებს და ყურადღებას ამახვილებს მათ
ცრუმორწმუნეობაზე,რომელიც გაუნათლებლობის უმთავრესი მახასიათებელია:“თუ ეგ
მართალია,გარეჯელ მკითხავს იცი რა უთქვამს?“... თავადაზნაურობის დროს ყალიბდება
მენტალიტეტი,რომ სხვებს აღემატებიან და ერთგვარი ინდულგენცია აქვთ , ბოლომდე
შელახონ მათი უფლებები,აკეთონ ის,რაც მოესურვებათ.ამის ნათელი მაგალითია დავითი
ილიას „გლახის ნაამბობიდან“,საფარ-ბეგი“აკაკი წერეთლის“გამზრდელიდან“და
სხვანი,მრავალნი.მათთვის პიროვნულად ძალიან რთულია მოერგონ ახალ
რეალობას,რომელშიც თითქოს თავიდან დაიბადებიან და წარმოდგენა არ აქვთ რა და როგორ
გააკეთონ.ამის საფუძველიც ისევ და ისევ თავადაზნაურობაა,რომელმაც საზოგადოება
ინფანტილიზმამდე მიიყვანა,სწორედ ამიტომ იბრძოდა ილია ასე გაშმაგებით ამ სოციალური
წყობის წინააღმდეგ.

მონაკვეთში გვხვდება მეორე უკიდურესობაც,დათო,რომელიც ყველაფერს კარგად ხვდება


და იაზრებს,მაგრამ ძალით იბრმავებს თვალებს,რადგან ინტერესდება მხოლოდ იმით,რაც
მას ეხება:“მაგრამ დაილოცა ღვთის სამართალი,ისე გაუჩენია,რომ ერთმნეთს არ უშლიან.-
სთქვა ცბიერმა დათომ.“თითქოს განზოგადებული სახეა იმ ადამიანებისა,რომლებიც იმ
მანკიერი თვისებების წახალისებას ახერხებენ,როგორიც „თათქარიძეობაა“.ბუნებრივია,როცა
უარყოფით ძალას ხელს არავინ და არაფერი არ უშლის,ის უფრო ფარდოდ იდგამს
ფესვებს.ამიტომ ყვლა ადამიანის შეგნებამდე უნდა დადიოდეს ის,რომ სოციალურ
საკითხებში არ არსებობს შენჩემობა და ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს იმის
აღმოფხვრასა და გაუმჯობესებაში,რაც არ მოსწონს.ამ მხრივ დათო ანტაგონისტური სახეა
ნინიკასი მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან „ჯაყოს ხიზნები“,რომელმაც მიუხედავად
უმცირესობაში ყოფნისა,მაინც მოახერხა ჯაყოსნაირი ხორცმეტის თავიდან მოშორება.

ამრიგად, დათოც ის ადამიანია,რომელიც ცვლილებებს არ აღიარებს და მას


ეწირება,რადგან მზადაა მთელი ცხოვრება მონის უღელში გაატაროს.

ცვლილებები კაცობრიობის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. თუ რაღაც წინ არ


მიიწევს ნელ-ნელა მაინც,ის აუცილებლად წყვეტს არსებობას.ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს
რას ნიშნავს სიახლე როგორც პირადად მისთვის,ასევე
საზოგადოებისთვის ,სამყაროსთვის.ისინი,ვინც ცვლილებებს ვერ აღიარებენ,ერთგვარი
მიჯაჭვულობა აქვთ კონკრეტული ეპოქისა და სივრცის მიმართ,არიან
პასიურები,უმოქმედოები.ამ მხრივ შეგვიძლია გავიხსენოთ „მამათა და
შვილთა“ლიტერატურულ იდეური ბრძოლა ძველი თაობის წარმომადგენლებს არ ესმოდათ
შვილთა თაობის იდეების,მისწრაფებების,პრინციპების,მაგრამ მიუხედავად სკეპტიკური
დამოკიდებულებისა“შვილებმა „რომელთა რიგებშიც თვითონ ილია იდგა,შეძლეს
ეპოქალური მნიშვნელობის ნაბიჯების გადადგმა.

ილია ჭავჭავაძე პუბლიცისტურ წერილში“რა გითხრათ,რით გაგახაროთ“გვეუბნება,რომ მანამ


ვერ წავალთ წინ სანამ არ ვისწავლით დროთა შესაფერის საქმიანობას,თუ ადრე ვაჟკაცობა
იყო პრიორიტეტული,ახლა ეს შრომით და განათლებით უნდა ჩავანაცვლოთ.მსგავს აზრს
ავითარებს პოემაში“აჩრდილი“.ცვლილებებს ვერ აღიარებენ ადამიანები,რომლებიც
ლუარსაბივით გაუნათლებლები არიან და მათი გონება ვერ წვდება ამ ყველაფრის
საჭიროებას.

არა მარტო „კაცია-ადამიანის“,არამედ ილიას მთლიანი შემოქმედების კითხვის დროს


გვიჩნდება განცდა,რომ ის არ წერს მხოლოდ საკუთარ ეპოქაზე,დღეს ეს პრობლემები
არანაკლებ მნიშვნელოვანია მერე რა ,რომ ბატონყმობა აღარ არის,შეიცვალა
გამოხატულება,გარემო ფაქტორები,მაგრამ პრობლემები იგივე დარჩა,დღესაც არსებობენ
ინფანტილური ადამიანები,რომლებიც ისეთ ვითარებაში გაიზარდნენ,სადაც არავის
უსწავლებია,რა მოხდება მაშინ,როცა მარტო დარჩებიან და სიახლეებს ჩახედავენ
თვალებში.ვიცნობთ ისეთებსაც,რომლებსაც განვითარება აფრთხობთ ან ამაზე უარს
ამბობენ,რადგან ეშინიათ ამას არ შეეწიროს პირადი ინტერესები,წამიერი
კეთილდღეობა,რომელიც ეგოისტურად მხოლოდ დღევანდელ დღეზე აფიქრებს და არ
უნდათ იცოდნენ რა იქნება ხვალ.როგორ საზოგადოებასა და ქვეყანაში იცხოვრებენ მათი
შვილები. საბოლოოდ,ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ისაა,რომ საზოგადოების
ცნობიერება უფრო მეტად ამაღლდეს,გაიაზროს განათლებისა და პროგრესის როლი და
მნიშვნელობა.

You might also like