You are on page 1of 2

„კარგის დაფასება და წარმოჩენა საზოგადოებას იმისთვის სჭირდება , რომ უზნეობა არ

გაბატონდეს.“

რამდენად მნიშვნელოვანია კარგი ადამიანის სწორი და დროული დაფასება ? არის


თუ არა საჭირო კარგსა და ცუდს შორის გარკვეული „წითელი ხაზების“ გავლება ?
ძირითადად ლიტერატრულ ნაწარმოებებში გვხვდება ჭიდილი , კეთილისა და ბოროტის ,
მწერლის მთავარი საზრუნავიც ხდება ის, რომ გამიჯნოს ეს ყოველივე ერთმანეთისგან და
მკითხველს ნათლად დაანახოს უპირატესი. ამ თემაზე აქვს დაწერილი დავით
გურამიშვილს პოემა „დავითიანის“ ერთ-ერთ მონაკვეთში.

მთელი პოემა რომ გარკვეული დამრიგებლური ტონით არის დაწერილი , ამაზე


ყველანი ვთანხმდებით, ასეა მოცემული ეპიზოდიც. პოეტი ცდილობს ჩვენთვის ნათელი
გახადოს ის გარემოებები, რაც ქვექყნისა და საზოგადოების პროგრესისთვის
დამაბრკოლებელი და საზიანოა. როგორებიცაა: პირფერობა , ტყუილი , ცრუაქტიურობა ,
ადმიანის დაუფასებლობა და მიუღბლობა. მწერალს კარგად ესმის , რომ სიმართლის
თქმამ შეიძლება გაანაწყენოს მის გარშემო მყოფები და თავად საძულველი ან
საგინებელიც კი გახდეს:

„მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.

რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.“

მაგრამ ის თვლის, რომ სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას და ტყუილის თქმა უბრალოდ
არაფრის მომცემია: „ტყუილი ვთქვა, ჩემი თქმული შეიმნების რა სავარგი ?“.

ასევე საინტერესოა ვაზისა და ძეძვის მრგველთა შეპირისპირება . აქ ჩანს ის, რომ


კეთილის მქმნელი არც კი უნდა მივუახლოვოთ სიბოროტის ჩამდენს , რადგან ამ
შემთხვევაში მთლიანად გაუფასურდება ის, რასაც ჭეშმარიტი სიკეთე ჰქვია და
საზოგადოებას გაუჭირდება მათი გარჩევა.

მსგავს პრობლემაზე გვიყვება ილიას მოთხორბა „კაცია-ადამიანი?“, სადაც


ლუარსაბი სრული ანტიპოდია იმისა თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებისგან
დაფასებული ადამიანი. ლუარსაბისგან განსხვავებით სამაგალითო ადამიანად გვესახება
ავთანდილი, პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“.

დღევანდელობაში სიკეთისა და კეთილი საქმის გავრცელება მეტად მარტივი და


ხელმისაწვდომია. სოციალური ქსელებისა თუ მედიის საშუალებით ხალხი უფრო
მარტივად ხვდება გმირებს და იგებს მათი საქმეების შესახებ . საგულისხმოა , რომ ეს თემა
ძალიან აქტუალურია და დიდი გამოხაურებით გამოირჩევა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ კარგი ადამიანი აუცილებლად შესაბამისად


უნდა დაფასდეს, რათა საზოგადოდ გავრცელდეს მისი სახელი , რომ ხალხს ჰქონდეს
მაგალითი იმისა თუ როგორები უნდა იყვნენ თავად და როგორებად უნდა გაზარდონ
თავიანთი შვილები.
„კარგის დაფასება და წარმოჩენა საზოგადოებას იმისთვის სჭირდება , რომ უზნეობა არ
გაბატონდეს.“

წაკითხულის გააზრება:

1. ...
2. გ
3. ა
4. ა
5. დ
6. ა
7. ა
8. გ
9. გ
10. გ
11. დ

You might also like